ვიგალობოთ "ალილო" და ვადიდოთ უფალი
ვიგალობოთ "ალილო" და ვადიდოთ უფალი
ამსოფლად მოსული ქართველები სიცოცხლის ყოველ წამს უფალს უძღვნიდნენ. ლუკმას ტეხდნენ თუ პურს მკიდნენ, იარაღს ჭედდნენ თუ გაშლილი დროშებით იერუსალიმში შედიოდნენ, ყველაფრით შემოქმედს ადიდებდნენ, ყოველი ეპიზოდი მათი ცხოვრებისა რწმენით იყო გაჟღენთილი. უყვარდათ განმარტოება და უფლის ფერხთით ჯდომა. განიწმენდდნენ გულს და ყურს უგდებდნენ მასში დავანებული მაცხოვრის ტკბილ ქადაგებას. სულიწმიდის მადლით მოცულებს მრავალი საეკლესიო ტრადიცია ჰქონდათ, რომლებიც სწორედ უფალთან სულიერი განმარტოების ჟამს შეეძინათ. ასეთი გახლდათ "ალილოს" ტრადიციაც. შობა დღეს მახარობლები სოფელ-სოფელ, უბან-უბან დაივლიდნენ და ქვეყნიერებას მაცხოვრის დაბადებას ახარებდნენ. იმდენად დიდი იყო ქრისტეშობის სიხარული, რომ გულში ვეღარ იტევდნენ და ქუჩაში გამოდიოდნენ "ალილოს" გალობით.

"ალილოს" ყველა კუთხეში სხვადასხვაგვარად გალობდნენ. ეს მცირე საგალობელი სიმბოლო იყო ქართველთა უბრალო, მაგრამ ღრმა სარწმუნოებისა.

თუშეთში შობა დღეს დიასახლისი გააწყობდა ტაბლას, რომელსაც ნათლისღებამდე ხელუხლებლად ინახავდნენ. მას "ქრისტეს სუფრას" ეძახდნენ. ტაბლაზე უთუოდ უნდა ყოფილიყო დიდი კოტორები (ქადები) - თუშები ამბობდნენ, ეს "ქრისტეს საგძალიაო". თითქოს ეფერებოდნენ ახალშობილ იესოს, საგზალს უმზადებდნენ, ზრდიდნენ, ფუფუნებდნენ.

"ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე დაბადებულაო", - ადიდებდნენ უფალს "სალხინოდ ნაგები სახლის" - საქართველოს მკვიდრნი. თვით სიტყვა "ალილოც" ხომ "ალილუიადან" მოდის, რაც ნიშნავს: "აქებდით უფალსა".

"გიხაროდენ, დანო და ძმანო, - ქადაგებდნენ ამ კურთხეულ დღეს ქრისტეს მახარობლები, - განღებულია კარი სასუფევლისა. გიხაროდენ, გლახაკნო, რამეთუ იშვა თქვენი უფროსი ძმა, თქვენც გიხაროდენ, ცოდვილნო, რამეთუ მაცხოვარმა წუთისოფლის კარი შემოაღო და თქვენდა სახსნელად მოვიდა. გიხაროდეთ, ვაჭარნო, რამეთუ იშვა საკუთარი სისხლით თქვენი მომსყიდველი. იხარებდით, მეფენო გვირგვინოსანნო და აზნაურნო და უაზნონო! ობოლნო და ქვრივნო, ნუ დააკლდებით საერთო სიხარულს, რამეთუ იშვა მამა და შემწე თქვენი. ბრძოლასა და შრომაში დაღლილნო ივერიელნო, მამანო და დედანო, გიხაროდენ, რამეთუ იშვა ძე მხოლოდშობილი თქვენი მფარველის, თქვენი პატრონის ყოვლაწმიდა ღვთისმშობლისა. გაიზიარეთ უფლის დედის სიხარული და ნეტარება. თუმცა კი ყრმა იესუ ერთი ციცქნაა, მაგრამ შემოქმედია და მხსნელია ჩვენი. კურთხეულია დღევანდელი დღე - იგი უფლის დაბადების დღეა. ამიტომ ვიყოთ უფრო გულუხვნი დღევანდელ დღეს, განვიღოთ მოწყალება, რამეთუ ვინც გლახაკს რამით სათნო ეყოფა, ამით უფალსაც სათნო ეყოფა და საკუთარ თავსაც, რამეთუ ზეცაში საუნჯეს მოაგროვებს. გაიღეთ მოწყალება, სულიერი და ხორციელი, მიემსგავსეთ ქრისტე მაცხოვარს!" - და, აბა, ის ქართველი რა ქართველი იქნებოდა, იესოს შობის მაცნენი უხვად არ დაეჯილდოებინა. უხვად გაიცემოდა ამ დღეს მოწყალება. შეკრებილი ფულის უმეტესი ნაწილი ღარიბ-ღატაკებს ხმარდებოდა, დანარჩენით კი დიდ ტრაპეზს შლიდნენ და ერთად ზეიმობდნენ ქრისტეშობის სიხარულს.

ჩვენს დროში კი "ალილოს" აღდგენილმა ტრადიციამ ახალი დატვირთვაც შეიძინა: დღეს "ალილოზე" გასვლა ქრისტეს ქადაგებასა და აღსარებას ნიშნავს. ახლა, როცა შემცირდა კაცთა შორის ღვთის რწმენა, როცა აპოკალიფსური მხეცი უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, ახლა, როცა პილატესავით კითხულობენ, თუ რა არის ჭეშმარიტება და საუკუნეების განმავლობაში უცვალებელ ჭეშმარიტებას - სჯულის კანონს - შეურაცხყოფენ, აკნინებენ და მის წილ უსჯულოების დაკანონებას ცდილობენ, ახლა, როცა ხორცით ქართველნი მამაპაპეულ სჯულს დასცინიან, ახლა, როცა მართლმადიდებლობის დაცვას მავანნი რჯულშეუწყნარებლობად, სიბნელედ და ფანატიზმად ნათლავენ, როცა ლამის სიტყვა "მართლმადიდებლის" წარმოთქმაც კი აგვიკრძალონ, აქაოდა, ამით სხვათა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფთო, ახლა, სწორედ ახლა დანაშაულიც კია ქრისტეშობას "ალილოზე" გაუსვლელობა. დავუტევოთ დღესასწაულის ტრაპეზი, შევუერთდეთ ქრისტეს მახარებელთა, ქრისტეს აღმსარებელთა გუნდს და ამ ცრუსოფელს, ამ, ოპტელი მამების თქმისა არ იყოს, "უცოდველ" სოფელს, რომელიც საკუთარ თავში ცოდვას ვერ ხედავს, იესო ქრისტეს დაბადება ვახაროთ, ვუქადაგოთ, რომ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი, მაცხოვარი ყოველთა; დაე, ნუ ეძიებენ ცრუღმერთებს, რამეთუ კერპნი არიან. სანამ დრო გვაქვს, ვიგალობოთ "ალილო" და ვადიდოთ უფალი, რადგან, ვინ იცის, სულ ახლოსაა ჟამი თანამედროვე კოლიზეუმებში ახალ ნერონებთან ჩვენი წარდგენისა. ინებოს ღმერთმა, განსაცდელთა ბოლომდე დათმენა შევძლოთ და პატარა კვირიკესავით თამამად და უშიშრად ვაღიაროთ: "მე ქრისტეანე ვარ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat