სიმონ-პეტრას მონასტერში პირველად რომ მოისმინეს ჩვენი გალობა, თქვეს - ამ საგალობელს ღმერთამდე ავყავართო
სიმონ-პეტრას მონასტერში პირველად რომ მოისმინეს ჩვენი გალობა, თქვეს - ამ საგალობელს ღმერთამდე ავყავართო
ბერძნულ მონასტერში მთელი წირვა ქართული გალობით წარიმართა
მე-18 საუკუნის ბოლოს რუსეთში ნასწავლმა და იქ გარონინებულმა რუსეთუმე ქართველებმა (როგორც მათ წმინდა ილია მართალმა უწოდა) სცადეს ქართულ ენაში სქესის განმსაზღვრელი დაბოლოებები შემოეტანათ: "დედოფლის" ნაცვლად "მეფას" წერდნენ, "ქალბატონის" ნაცვლად - "ბატონას" და ასე შემდეგ. მაგრამ გავიდა დრო და როგორც ზღვამ ქაფი, ისე მოიშორა ქართულმა ენამ ეს დაბოლოებები. ჩვენ ხომ ჩვენი წინაპრების შეცდომებზე არ ვსწავლობთ! ამ იდეის ავტორებმა არ გაითვალისწინეს წმინდა ეფრემ მცირეს ნათქვამი, რომ "ვერ ეგების ენასა ზედა ქართულსა თარგმნაი მისი"; ამიტომაც დიდი საფრთხის შემცველია ერის სულერ ცხოვრებაში ხელაღებით, წარსულის გამოცდილების გარეშე, ნოვაციების შემოტანა. მით უმეტეს ახლა, როცა ეკუმენიზმი და საყოველთაო გლობალიზაცია დამოკლეს მახვილივით კიდია ქართველების თავზე და ჩაძინების უფლებას არ აძლევს.

საუცხოოა ყოველივე უცხოური, მაგრამ კაცმა ცხოვრება საკუთარი ერის წარსულის შესწავლით უნდა დაიწყოს. იაკობ გოგებაშვილი წინააღმდეგი იყო ბავშვებს ძალზე ადრე დაეწყოთ უცხო ენის შესწავლა. უცხო ენაზე მოტიტინე ყრმებზე კი ამბობდა, ვერა ხვდებიან მათი მშობლები, რომ ამით საკუთარ შვილებს ცოცხლად მიწაში სდებენო. თუ ყრმა, ჩვენს შემთხვევაში ნეოფიტი ქრისტიანი, საკუთარი ენით, საკუთარი საგალობლებით არ დაიწყებს სწავლას, თუ ქართულად არ იაზროვნებს, მაშინ ადრე თუ გვიან მიემსგავსება იმ გულგრილ ქართველებს, რომელთაც ჩირადაც არ უღირთ სამშობლო.

დიდი პასუხისმგებლობა გვაწევს მომავალი თაობის წინაშე. ჩვენში თუკი რამე გაკეთებულა, ისიც პირადი თავგანწირვით და ენთუზიაზმით. რომ არა ერისკაც მაქსიმე შარაძის და მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცის, წმინდა ექვთიმე კერესელიძის თავდადება, არ ვიცი, შევინარჩუნებდით თუ არა ქართულ გალობას. სწორედ მაქსიმე შარაძისა და წმინდა ექვთიმე კერესელიძის სულიერ მემკვიდრეს, ბატონ მალხაზ ერქვანიძეს ვთხოვეთ საუბარი ქართულ გალობაზე. მით უმეტეს, როცა შევიტყვეთ, რომ ბატონი მალხაზი თავის გუნდთან ერთად ათონზე იმყოფებოდა:

- ბატონო მალხაზ, ათონზე, მთაწმინდაზე თქვენი წლევანდელი სტუმრობა მორიგი მოლოცვა იყო თუ სხვა მიზანსაც ისახავდა?

- ათონზე იმ შედეგების გამოსასწორებლად ჩავედით, რაც იქ გამოიღო აქედან ჩასულმა არასწორმა ინფორმაციამ - თითქოს საქართველოში ებრძვიან ბიზანტიურს და ქართულის გარდა არაფერი გვაინტერესებს. თან, თურმე ეს ქართული საგალობელი, მათი გაგებით, არასულიერი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს სრული აბსურდია. ამიტომაც შარშან, ნოემბერში მეგობრული განზრახვით სამნი ვეწვიეთ ათონს: მთაწმინდის წინამძღვარი მამა იოანე (კიკვაძე), დიაკვანი თეოდორე და მე. მე, როგორც მუსიკოსს, ყველა ქვეყნის მუსიკალური კულტურა მაინტერესებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქრისტიანული, ხოლო მათ შორის უპირველესად ბერძნული, რადგან ყველაზე მოწესრიგებული სისტემა აქვთ ბერძნებს. ამ სტუმრობის მერე ჩვენ შორის გაჩნდა ურთიერთნდობა, სიმპათია. ჩემი თხოვნა იყო, შემდგომში ჩავსულიყავით გუნდთან ერთად და წარმოგვედგინა ჩვენი გალობა. სიამოვნებით დაგვთანხმდნენ. სიმონ-პეტრასა და ვათოპედის სავანეები განსაკუთრებით თბილად შეგვხვდნენ. გვითხრეს, გვესტუმრეთ, რამდენიც გინდათ და რამდენი ხნითაცო. ათონის მთაზე სწორედ ამ ორ მონასტერშია ყველაზე კარგად დაყენებული გალობის საქმე. ჩავედით, გავეცანით და დავანახეთ, რომ ბერძენთმოძულეები კი არა ვართ, არამედ პირიქით. ჩვენ ბერძნული საგალობლებიც კი შევასრულეთ.

- ბერძნული ტექსტით?

- ბერძნული საგალობელი ბერძნული ტექსტით უნდა იგალობო. მართალია, ათონის მთაზე, ტრადიციულად, მაგალითად, სერბები სლავური ტექსტით გალობენ ბერძნულ ჰანგზე, მაგრამ ეს არის ათონის სივრცე, არ არის აუცილებელი, სხვაგანაც ასე იყოს, მით უმეტეს, როცა ამხელა ტრადიციები გვაქვს.

- ათონელ მამებს თუ მოეწონათ საგალობლები და თუ გამოხატავდნენ ამას?

- გარეგნულადაც გამოხატავდნენ, ჩაწერილიც გვაქვს ეს საუბრები და, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება. სიმონ-პეტრას მონასტერში პირველად რომ მოისმინეს ჩვენი გალობა, თქვეს: "ეს კავკასიის მთების სიდიადეაო". "რომელი ქერუბინთას" მოსმენის მერე ბრძანეს: "ამ საგალობელს ღმერთამდე ავყავართო". სიმონ-პეტრაში ერთი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, ბერობას აპირებს. მან გვითხრა: - თქვენი წამოსვლის მერე მამებმა თქვეს, - ეს რა იყო, ანგელოზები ხომ არ გალობდნენო. ვათოპედში ყველაზე კარგად არის გალობის საქმე დაყენებული. იქ უმთავრესია ღვთისმსახურება, ყველაფერი კეთდება ღვთისმსახურებისთვის და ეს არის საშური საქმე, რაც ძალიან გვაკლია ჩვენს სინამდვილეში. იქ ისე აქვთ აწყობილი ღვთისმსახურება, რამე რომ ჩაჯდეს ამ წესრიგში, უცხო სხეულივით აღიქმება. ამიტომ იქ თითქმის არ გალობენ სხვა ენაზე... ჩამოდიან არაბები და სხვანი და თუ მათ ერთი საგალობლის შესრულების უფლება მისცეს, დიდი ამბავია. ჩვენ კი წილად გვხვდა პატივი და წირვის ორი მესამედი წაგვაყვანინეს, მთელი ევქარისტია "რომელი ქერუბინთადან" დაწყებული "ღირს არსის" ჩათვლით. ხოლო სიმონ-პეტრაში მთლიანად ქართული გალობით წარიმართა წირვა, თვითონ არ ჩარეულან, მხოლოდ მნათე ეხმარებოდა მამა იოანეს. ეს კი უდიდესი მოვლენაა.

- სხვა მონასტრებსაც ხომ არ გასჩენიათ თქვენი მიწვევის სურვილი?

- როგორ არა. ვიგალობეთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტში, ივერონსა და ხილანდარში. გვსურს ათონზე კვლავ ჩავიდეთ, იმიტომ რომ ქართული გალობის პოპულარიზაციას ერთი ჩასვლა არ ჰყოფნის. გარდა ამისა, ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ ბერძნული გალობის სწავლას.

- როგორ შეაფასეს ათონელმა მამებმა ჩვენი სამხმიანი გალობა?

- ჩვენ გვქონდა გულახდილი საუბარი სიმონ-პეტრას ერთ-ერთ მღვდელმონაზონთან მამა ტიხონთან, რომელიც განათლებით მუსიკოსია და მან თქვა სწორედ: "თქვენი სამხმიანი გალობა არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას, ეს არის გალობა, რომელსაც სიმხნევით მიჰყავხარ ბოლომდე, მას სიცოცხლე აქვს".

- თვითონ ბიზანტიურმა გალობამ რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- ეს არის მათი ტრადიციული გალობა. ბერძნებს აქვთ უნიკალური თეორიული სისტემა, რაც რვახმიანობას შეეხება. ოთხი ძირითადი და ოთხი დამხმარე ხმა შენარჩუნებული აქვთ. რა თქმა უნდა, იქ მოხდა რაღაც ცვლილებები, ეს არ არის იოანე დამასკელის დროინდელი გალობა, მაგრამ თვითონ სტრუქტურა კარგად და ნათლად აქვთ ჩამოყალიბებული. მუსიკას რაც შეეხება, იგი არის წმინდად საეკლესიო მუსიკა, ეს არის მათი სამეტყველო ენა ღვთისადმი. პირადად მე ბერძნული გალობის შესრულება უფრო მიზიდავს, ვიდრე მისი მოსმენა. ჩვენ ქართველებს გვაქვს ჩვენი სრულყოფილი მუსიკა და მასში უნდა ვიპოვოთ თავისუფლება და ბუნებრივი მდგომარეობა.

- ხმელთაშუა აუზის ხალხთა უმეტესობის ხალხური სიმღერები მრავალხმიანია. ეჭვი მიჩნდება: ან ეს ბერძნები არ არიან ძველი ბერძნების შთამომავლები, ანდა მათი საგალობლებიც ადრე მრავალხმიანი იყო...

- გეტყვით ერთ რამეს: მე როგორც მუსიკოსმა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ახლანდელი ბერძნული გალობა არის მრავალხმიანი გალობა. ეს არის ტიპური ორხმიანობა. ბანზე ამბობენ, ხმა არ არისო. უკაცრავად და რაღაა მაშინ ხმა? ეს არის ტიპური, ისეთივე სტრუქტურის, როგორიც ქართლური ორხმიანობა გვაქვს. კახეთშიც არის ორხმიანობა, ოღონდ აღმოსავლური გადმობანური. რა თქმა უნდა, მათი მუსიკალური აზროვნება ქვევიდან ზევით მიემართება, ჩვენი კი ზემოდან ქვემოთ. დიახ, ეს (ბიზანტიური გალობა) სტრუქტურულად ორხმიანობაა, ერთხმიანობა ეს არ არის. ერთხმიანი გალობა დღეს შენარჩუნებული აქვთ სომხებს და ძველმოწესეებს (სტაროობრიადცებს), სხვას არავის. ბერძნებთან ამაზეც გვქონდა საუბარი. ვათოპედის წლევანდელმა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, პროტოფსალტირმა (მას წელიწადში ერთხელ ირჩევენ), განათლებით მუსიკოსმა, რომელსაც ევროპული მუსიკა აქვს ნასწავლი, გვითხრა: "ჩვენ ჩვენი ორხმიანობით ვამტკიცებთ ქრისტეს ორ ბუნებას, თქვენ, ქართველები, კი სამებისა და ერთარსების პრინციპს. ერთმანეთისგან რაციონალური უნდა გავიზიაროთო". ეს არის ჯანსაღი მსჯელობა. ხოლო ჩვენ რომ ბიზანტიური და ყველანაირი ქრისტიანული გალობა გვაინტერესებს, ეს საქმით დავამტკიცეთ. ჩვენ წირვის სწავლაც კი გვინდა თავიდან ბოლომდე ბერძნულად და არა მარტო ეს, კვლევა-ძიებასაც ვაპირებთ. მაგრამ ეს არ მოხდება ქართულის ხარჯზე - ღმერთმა ხომ მრავალფეროვნება აკურთხა.

- რითია მნიშვნელოვანი ქართული გალობა, რატომ უნდა შევინარჩუნოთ იგი?

KARIBCHE
- ამაში არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენი თავისუფლება. ეს იგივეა, ვიკითხოთ, რატომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად და არა იაპონურადო. ქართულად როცა ვმეტყველებთ, ჩვენ მარტო კი არ ვმეტყველებთ, ვაზროვნებთ კიდეც ქართულად. ხელშესახები ხდება ჩვენთვის ყველაფერი, რამხელა ატრიბუტიკა შედის ქართულ მეტყველებაში. ქართულ მუსიკალურ ენაში უფრო მძაფრადაა ეს ამბავი. თუ შევადარებთ ქართულ სამეტყველო და მუსიკალურ ენას, დავინახავთ, რომ სამეტყველო ენაში უამრავი ბარბარიზმია შემოსული: არაბული, სპარსული, სომხური ან თურქული. რატომ არ შეეხო ეს ქართულ ჰანგს? ქართულმა ჰანგმა გაცილებით წმინდად - 95 პროცენტით შეინახა თვითმყოფადობა. იმიტომ, რომ ჩვენთან იყო მრავალხმიანობა. და მრავალხმიანობას ვერ შეეგუა, ვერ შეეხო მათი ერთხმიანობა. როგორც ბატონმა ნოდარ მამისაშვილმა ბრძანა, მრავალხმიანობამ დაიცვა ქართული მუსიკალური ენა. რომელ ენაზეა საუბარი, იცით? რომლის წიაღშიც ღვთის მსგავსი, წმინდა სამების მსგავსი მრავალხმიანობის ფორმა შეიქმნა. წმინდა მამები მზეს ადარებენ წმინდა სამებას, ქართული გალობა უფრო ნათლად შეგვიძლია შევადაროთ ყოვლადწმინდა სამებას, სამებისა და ერთარსების იდეას და ამ ენაზე უნდა ვთქვათ უარი? რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის ამაზე უარს ქართველის გარდა!

- ზოგიერთს ეკლესიაშიც უჭირს ქართული საგალობლების მოსმენა, ამიტომაც გაათანამედროვეს გალობა. რამდენად საფრთხის შემცველია ეს?

- ყველაფერი ეკლესიაში ემორჩილება წეს-კანონ-დოგმას. ამას თუ დავარღვევთ, დაირღვევა ყველაფერი. ეკლესიას თავისი ადგილი აქვს, თეატრს - თავისი, ამათ შორის ზღვარია და ეს საქმე უნდა გააკეთოს მცოდნე ხალხმა. ხატი უნდა იყოს უვნებო, სასოებით უნდა განგრკძალავდეს, ასევე გალობაც. არსებობს ცრემლიც, ქრისტიანული ცრემლი და ფსევდოცრემლიც, რომელსაც ღვრიდნენ, როცა ზოგიერთ ჩვენს ტაძარში არიებს ასრულებდნენ. გალობას და საეკლესიო სიტყვას მოაქვს ღვთისმსახურების მოწესრიგება და სწორად ლოცვა, ეს არის უმთავრესი საკითხი, ეს უნდა დავინახოთ ჩვენ, მთელმა ქართველმა ხალხმა. სწორედ ამაშია ჩვენი ერის ხსნა. თუ ჩვენში სწორად ლოცვას და სწორად კითხვას ვისწავლით, ტექსტები არ დამახინჯდება, არც სიტყვიერი და არც მუსიკალური, გვექნება კრძალვა, სასოება, მაშინ ღმერთიც გამოიხედავს ჩვენსკენ.

- სამგალობლო სკოლებს რაც შეეხება?..

- სისტემატიზებული არ არის ეს დარგი, არ ფინანსდება. ყველას ჰგონია, რომ ქართული გალობა ასე უნდა იყოს, მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე. აქ არის უდიდესი შეცდომა. გეტყვით პირდაპირ, რამდენიმე მღვდელზე გადადის ეს საქმე, პირველ რიგში მამა იოანე კიკვაძეზე, მამა ბიძინა გუნიაზე, მამა მიქაელ წულუკიძეზე და კიდევ რამდენიმე მღვდელია, ვინც შეეწევა ამ საქმეს... მეტი არავინ არის. სამწუხარო ამბავია.

- ხომ არ ჯობია, ყრმობიდანვე გაიზარდონ მგალობლები? რადენად ადვილად ითვისებენ ბავშვები ძველ საგალობლებს?

- საქართველოში ერთი საუკუნის წინ, არათუ ყველა კუთხეში, არათუ ყველა სოფელში, არამედ ყველა ოჯახში ყველა მღეროდა და გალობდა. თუმცა ქართველი მგალობელი, სრული მგალობელი, ადვილი საპოვნელი არ იყო... მაშინ ერის მუსიკალური კულტურა, აზროვნება და ინფორმაცია იყო დაფუძნებული ამ ქართულ გალობასა და სიმღერაზე. დღეს კი ქართველმა კაცმა დაკარგა თავისი ძველი, ახალიც ვერ შეიგუა და დაუჩლუნგდა ყური, გაუცხოვდა მისი სმენა, ინფორმაციას ვერ იღებს. ძველად ჩონგურის ხმით ბატონებს და მძიმე ავადმყოფობებს არჩენდნენ, იმიტომ რომ მაშინ ჩონგური უყვარდათ, მათთვის მისი ჰანგი იყო მშობლიური და სამკურნალო. დღეს რომ ჩონგური დაუკრა, ზოგიერთ ქართველს შეიძლება გაუუარესდეს კიდეც ავადმყოფობა. ახლა ხელახლა უნდა დაიწყოს მოსმენა ქართველმა თავისი საგანძურისა, სიმღერებისა და საგალობლებისა. უნდა შედგეს პროგრამა, რითაც ქართველს დაუბრუნდება თავისი მუსიკალური ენა. მთავარი ის კი არ არის, ყველა კარგი მგალობელი იყოს, კარგი მსმენელი თანასწორია კარგი მგალობლისა.

- საჭიროა დაფინანსებაც...

- ეს საქმე თუ არ გაფართოვდა და არ დაფინანსდა, დაიკარგება ქართული საგალობელი. დაბოლოს, მინდა საქვეყნოდ მადლობა გადავუხადო პირველ რიგში მამა იოანეს ამ საქმეში თანადგომისთვის, ბატონ ლაშა პაპაშვილს, ვინც ჩვენი ათონზე წასვლა დააფინანსა. ლაშა მორწმუნე კაცია. სხვათა შორის, ჩვენ რომ მივდიოდით, ვკითხე: - ვინ დაგვხდება იქ, ვინ წაგვიძღვება-მეთქი და - ღვთისმშობელიო. და მართლაც, უფლის დედა წაგვიძღვა, არანაირი პრობლემა არ გვქონია. ლაშა უყვართ ათონზე. იგი სპეციალურად ჩამოვიდა ვათოპედში წირვაზე, გვგულშემატკივრობდა. ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა, კმაყოფილი წამოვიდა.

...დავემშვიდობე ბატონ მალხაზს და გულში ვფიქრობდი, ნეტავ როდისმე თუ აუსრულდება მას ნატვრა-სურვილი?!
ბეჭდვაელფოსტა
18.04. 2018
ციცინო
მაპატიეთ, მაგრამ ძალიან გახშირდა "მამაო ჩვენოს" დამახინჯებით წარმოთქმა ჩვენი წიგნის მკითხველების მხრიდან... "მომეც ჩვენს" ნაცვლად "მოგვეც ჩვენ", "მოგვიტევენ", "შეგვიყვანებ", "გვიხსენ".... და ამას გულდამშვიდებული ისმენენ მღვდელმსახურებიც და მრევლიც..... მაცხოვრის სიტყვებს ვამახინჯებთ, ვამახინჯებთ მშვიდად, თითქოს არაფერი არ ხდება.......
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat