მორჩილების გაკვეთილი
მორჩილების გაკვეთილი
- მეც მინდა ბესიკისთააან!..
- წახვალ? წადი, თუ გინდა.
- დედიკო, შენც წამოდიიი!..

სიცილი, დამშვიდობება... ლიფტის კარი დაიხურა. ყველა მილაგდ-მოლაგდა. პატარა იოანეც გაყუჩდა. ძილის წინ ასე იოლად ვერ შეელია დედიკოს, ისევ ბესიკის დათმობა არჩია...

***
პატარებმა დაიძინეს. სახლში სიმშვიდემ დაისადგურა. სოფოს უყვარდა ეს წუთები. მთელი დღის გაწამაწიის შემდეგ ცოტა ხნით მაინც რჩებოდა საკუთარ თავთან. საქმე ზოგჯერ არც კი ჰქონდა, მაგრამ იმდენად სიამოვნებდა, ყურადღების მოდუნება რომ შეეძლო (არც ბავშვების ჭამაზე ფიქრობდა, არც დაძინებაზე, არც იმას დარდობდა, რამეს ხომ არ აფუჭებენო), დაწოლას აჭიანურებდა და ქრონიკულ უძილობასაც აღარ დაგიდევდათ.

სანდროს ტელეფონი აზრიალდა. დახედა - ოციოდე წუთის წინ გაცილებული სიძე რეკავდა. ტელეფონი ქმარს მიაწოდა.

- რას ამბობ, გიო, სად? - სანდროს ისეთი შეშფოთებული ხმა ჰქონდა, სანამ რამეს ჰკითხავდა, ათასი საშინელების გაფიქრება მოასწრო.

- რა მოხდა, ავარია ხომ არ... - მივარდა ქმარს.

სანდრომ თავი გაიქნია, ნუ გეშინიაო, და ლაპარაკის შეუწყვეტლად დაიწყო ფეხსაცმელების ჩაცმა.

- სად, გიო? ზუსტად მითხარი, ახლავე წავალ.

სოფო სულმოუთქმელად ელოდა საუბრის დასასრულს.

- რა მოხდა?

- ლელის ტელეფონი დაუკარგავს, ჩვენი ქუჩის ბოლოს ნაგვის ყუთში გადაუგდია რაღაც და მანქანიდან გადმოსვლისას კალთიდან ჩამოვარდნია.

- რას ამბობ, როგორ მოუვიდა, - შეწუხდა სოფო, მაგრამ თან გულზე მოეშვა, - შემეშინდა, თვითონ ხომ არაფერი შეემთხვათ-მეთქი. გინდა, მეც წამოვალ? - შესთავაზა ქმარს.

- წამოდი, - დათანხმდა სანდროც.

სოფომ ქოშებში წაყო ფეხები, ჟაკეტს დასტაცა ხელი და ლიფტს მიაშურა.

- თვითონვე დაურეკავთ ტელეფონზე, ზარი თუ გაიგო ვინმემ, არ გააჩერებდა, - წუხდა სანდრო.

- ჩქარა, ჩქარა, არავინ აიღოს! - წინ გარბოდა სოფო.

***
ქუჩა კარგად იყო განათებული, მაგრამ ნაგვის ყუთებთან ბნელოდა. შორიდანვე შეამჩნიეს ახალგაზრდა კაცი, მიწაზე რაღაცას რომ დასცქეროდა.

- ლელის ტელეფონზე რომ დავრეკოთ, იპოვის და ისე გაიქცევა, ვეღარც დავეწევით, - გაუელვა სოფოს და ნაბიჯს აუჩქარა, სანდროც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა აფორიაქებულ ცოლს.

კაცი დაიხარა, რაღაც აიღო, კარგად შეათვალიერა და მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო. მერე ისევ ამოიღო, ხელში შეატრიალა და უკანვე ჩააბრუნა.

- ვაიმე, ტელეფონი ხომ არ გათიშა?! ჩქარა, სანდრო! - სოფომ კიდევ უფრო აუჩქარა ნაბიჯს და ხელის ცახცახით აკრიფა ნაცნობი ნომერი.

- "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასუ..." - უპასუხა ავტომატმა.

- აუ, უკვე გათიშა! - სოფო გამვლელებსაც აღარ ერიდებოდა, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. მისთვის ახლა აღარაფერი არსებობდა, მონადირის ინსტინქტის გარდა, სამიზნეს თვალს არ აშორებდა - ცდილობდა, მხედველობის არიდან არ დაეკარგა.

- ჩქარა, სანდრო! რა უნდა ვქნათ? - შეეხმაურებოდა ხოლმე დროდადრო ქმარს, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, მაგრამ მღელვარების ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა.

კაცმა ფეხს აუჩქარა. ცოლ-ქმარიც მიჰყვა. საკმაო მანძილი გაიარეს, ნაგვის ყუთებსაც კარგად დაშორდნენ, იქაურობის დაუთვალიერებლად დატოვებაც არ უნდოდათ - თუ ამის აღებული არ არის, სხვამ არავინ იპოვოსო.

- მივიდეთ, ვკითხოთ, - ვერ ისვენებდა სოფო.

- დაიცა, ნუ ჩქარობ, - ამშვიდებდა სანდრო.

- მე მივალ, - ვეღარ მოითმინა სოფომ.

- არ მიხვიდე!

სოფო მიხვდა, რომ ეს არც თხოვნა იყო და არც რჩევა, ნებისმიერ გონიერ ქალს ამ ტონით ნათქვამი უნდა შეესმინა, მაგრამ ახლა მხოლოდ ტელეფონზე ფიქრობდა. "რა დროს მოცდაა..." - გაიფიქრა. არა, სანდრო ალბათ ვითარებას ვერ აფასებდა, თორემ ასე მშვიდად არ იქნებოდა! სოფომ რამდენიმე საბედისწერო ნაბიჯი გაირბინა და...

- უკაცრავად...

კაცი ბარბაცით შემობრუნდა. უკან დახევა უკვე გვიანი იყო.

უცნობს ცისფერი პერანგი ეცვა, ეს მანამდეც შეამჩნია სოფომ, პოლიციელი ხომ არ არისო, იფიქრა კიდეც.

- ტელეფონი ხომ არ გინახავთ?

- ბატონო?

გვარიანი ნასვამი ჩანდა. კიდევ კარგი, სანდროც მოვიდა.

- იქ, ნაგვის ყუთებთან, - ხელი გაიშვირა სოფომ, - ტელეფონი დავკარგეთ. თქვენ ხომ არ აგიღიათ?

- ვერ გავიგე კარგად, რას მეუბნებით?

სანდრომ თავაზიანად, მობოდიშებით გაუმეორა იგივე.

- უბრალოდ, დავინახეთ, რომ რაღაც აიღეთ და ვიფიქრეთ, იქნებ ტელეფონი იპოვაო.

- თქვენ რა გინდათ მითხრათ... - კაცმა შეურაცხყოფილი უმანკოების იერი მიიღო, - მოიყვანე ათი კაცი და გამჩხრიკეთ, აქ დაგელოდები.

- რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ, უბრალოდ, გკითხეთ და თქვენი პასუხიც სავსებით საკმარისია. უკაცრავად, რომ შეგაწუხეთ.

- დაიცა, ძმაო, მოიყვანე ხალხი, აქ ვდგავარ, ფეხს არ მოვიცვლი, - მთვრალის სიჯიუტით იმეორებდა ცისფერპერანგა.

- კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ღვთის წინაშე გეუბნებით, მაპატიეთ, - გულწრფელად შეწუხდა სანდრო.

კაცმა ნივთების ამოლაგება დაიწყო.

- არ არის საჭირო, - ამაოდ აჩერებდა სანდრო. უცნობმა ჯიბეები მაინც ამოცალა, მარჯვენიდან მხოლოდ ცხვირსახოცი ამოიღო.

- მგონი, მართლა არ აუღია, - გაიფიქრა სოფომ, - ღმერთო, ამ კაცსაც ტყუილუბრალოდ დავწამე ცილი, რამდენი ცოდვა ჩავიდინე ამ რამდენიმე წუთში! - მთლად წაუხდა ხასიათი.

- კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, უკაცრავად, - სანდრომ წასასვლელად გაიწია.

- დაიცა, ძმაო, თანამდებობის პირი ვარ, ასეთი საქმეები სხვანაირად ხდება, - ახალი სერია დაიწყო კაცმა.

- თანამდებობა რა შუაშია, როგორც ადამიანი ადამიანს, ბოდიშს გიხდით, - სანდრო მისმა არგუმენტმა აშკარად გააღიზიანა.

- ასე არ ხდება, ძმაო, - გაიმეორა კაცმა, თან ხმაში მუქარა გაურია.

ვითარება თვალსა და ხელს შუა მძიმდებოდა. იქვე მდგარი ორი ტაქსის მძღოლი "ვერაფერს ამჩნევდა".

- ესენი არც კი გამოგესარჩლებიან, - გაიფიქრა სოფომ და უეცრად შიშმა აიტანა. "უფალო, შეგვეწიე, შეგვიწყალე, დაგვიცევ, უფალო, დედა ღვთისმშობელო, დაგვიფარე, - გულში მხურვალე ლოცვა წამოიწყო ქალმა. კინაღამ ფეხებშიც ჩაუვარდა უცნობს, რომ შენდობა ეთხოვა, მაგრამ მიხვდა, სოფოს გულწრფელ სინანულს სწორად ვერ გაიგებდა. სანდროსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა.

- კიდევ ბოდიში და კარგად ბრძანდებოდეთ, - სანდრომ სოფოს მკლავში მოჰკიდა ხელი და წასასვლელად დაიძრა.

- ე, ლაჩარი ხარ? სად მიდიხარ? თანამდებობის პირი ვარ... - თან გინება მიაყოლა.

- კარგი კაცი რომ იყო, არც იმუშავებდი პოლიციაში, - უკვე სანდროც გაბრაზდა, მაგრამ აღარ შეჩერებულა.

სოფოს გასაოცრად, კაციც გაჩერდა, აღარც რამე უთქვამს, აღარც გაჰკიდებია.

- მადლობა, უფალო, მადლობა... - ამ სიტყვებსღა იმეორებდა გულში, თან სული უმძიმდებოდა. ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს უშველებელი დანაშაული ჩაედინოს სანდროს წინაშე, იმ კაცის წინაშეც და, რაც მთავარია, უფლის წინაშე.

***
გონებაში სამი წლის წინანდელი ამბავი წამოუტივტივდა.

...ტყეში, აღმართზე, საურმე გზას მიუყვებოდნენ ორნი.

- მივბრუნდეთ?

- მოდი, ცოტაც გავისეირნოთ.

ჩამოსხდებოდნენ მორზე, საუბრობდნენ, იცინოდნენ, ბუნების სილამაზით ტკბებოდნენ. მერე ისევ "ცოტას გაისეირნებდნენ".

ასე სეირნობა-სეირნობით მიადგნენ მჟავე წყლებს.

სოფოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. რაც სოფელში ჩამოვიდნენ, რამდენჯერმე ახსენეს "მჟავე წყლები", მაგრამ ეუბნებოდნენ, შორია, გაგიჭირდებაო. თვითონაც ეშინოდა. ასეთ რამეებში ყოჩაღი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს ადვილად იღლებოდა.

მჟავე წყალი მდინარის გაღმა, კლდეზე ჩამოდიოდა. სულ გაეწითლებინა იქაურობა.

მთის მდინარე თავდაუზოგავად მორბოდა. მეორე მხარეს გადასასვლელად წყალში დიდი ლოდები ჩაეყარათ.

სოფომ დიდ ჯოხს დასტაცა ხელი და ფეხსაცმელი გაიძრო.

- შენ რა, გადასვლას აპირებ? - გაოცდა სანდრო.

- რა მოხდა, არც ისე ღრმაა, ჯოხს მდინარის ფსკერზე დავაყრდნობ და ქვიდან ქვაზე გადავაბიჯებ.

- ქვები სველია, სლიპინა, ფეხი რომ გაგისხლტეს?

- ჯოხი ხომ მაქვს?

- არა, საშიშია, ახლა მარტო შენი თავი ხომ არ გაბარია...

- სანდრო, არაფერი მომივა, ამაზე უარესებზე მივლია.

- არა, სოფო, არა, - სანდროს ხმა, ჩვეულებისამებრ, სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე, - პაწაწუნაზე იფიქრე, განა ღირს რისკად?

სოფო დარწმუნებული იყო, სულ იოლად გავიდოდა მეორე ნაპირზე, თან ძალიან უნდოდა ქმრისთვის იმის დამტკიცება, რომ ტყუილად ღელავდა.

- სანდრო, გეხვეწები, მართლა არაფერი მომივა.

მაგრამ სანდრო უტეხი იყო. სოფო წვივებამდე შევიდა მდინარეში, ყინულივით წყალმა ააკივლა და მაშინვე გახურებულ ქვაზე ავიდა.

- ბოლოს და ბოლოს, რა მოხდება, რომ გავიდე, - გაიფიქრა, მაგრამ არ დაძრულა.

სანდრო თითქოს მიუხვდა:

- თანაც, ჩემო სიყვარულო, ხომ არ დაგავიწყდა, ქმრის მორჩილება გმართებს.

ამ სიტყვებმა განაიარაღა სოფო.

- მართალი ხარ, - სანდროსთან მივიდა და თავით მკერდში შეუძვრა. ძალიან უნდოდა მჟავე წყალთან მისვლა, აქამდე მოვსულვარ და ეს ხუთიოდე მეტრი რაღააო, მაგრამ თავს მოერია: "ხანდახან მსხვერპლის გაღებაც უნდა შევძლო, ქმრის კურთხევა უფლის კურთხევაა, დაგემორჩილები, უფალო".

გადაწყვიტა თუ არა ეს, იმასაც მიხვდა, მისი სურვილი ახირება უფრო იყო.

- მაშინ მალე გადადი და დაბრუნდი, - მაინც ჭირვეული ბავშვივით გამოუვიდა.

- იყოს, არც მე გადავალ, ბევრჯერ ვარ ნამყოფი, - ღიმილით უთხრა ქმარმა.

სოფომ გაიხარა, ბუმბულის სიმსუბუქე და უსაზღვრო აღტაცება დაეუფლა. ვერ ხვდებოდა, რისი იყო ეს სიხარული. ესიამოვნა, სანდრომ რომ არ დატოვა, მაგრამ კიდევ რაღაც მოხდა ისეთი, რამაც სული და სხეული ერთიანად აიტაცა.

სურვილი ვერ ავისრულე და ნეტავ რა მიხარიაო? - ფიქრობდა. უეცრად გონება გაუნათდა, მთელი არსებით იგრძნო, ეს დიდი სიხარული მისი მორჩილების საზღაურად უფლისგან ბოძებული ჯილდო იყო. საოცარი სიახლოვე იგრძნო უფალთან. "გმადლობ, უფალო! შემაძლებინე, მუდამ შენი გზით ვიარო! ასეთი მცირედისთვის რამხელა სიხარული მომანიჭე და ეს ხომ ზღვაში წვეთია იმ უშრეტი, ჭეშმარიტი ბედნიერებისა!.. ძნელია, მაგრამ რა ტკბილი ყოფილა. შემეწიე, უფალო, დავიმახსოვრო ეს სიტკბოება, რათა უფრო გამიადვილდეს შენი მცნებების შესრულება. უფალო, არ დამტოვო!"

სოფო ბედნიერი ღიმილით უმზერდა ქმარს, ცისა და ქვეყანის შემოქმედმა რომ მისცა ამ ცხოვრების საიმედო მეგზურად.

***
...სანდრო მდუმარედ მიაბიჯებდა. სოფოს სიარულიც კი უმძიმდა. ძალაუნებურად ერთმანეთს ადარებდა მაშინდელ და ახლანდელ განწყობას და უფრო მძიმდებოდა. ძალიან განიცდიდა, ვინმე ძვირად რომ იყო მასთან, მაგრამ სანდროს წყენინებას მთელი ქვეყნის მომდურება ერჩივნა.

სანაგვეს რომ მიუახლოვდნენ, დის ტელეფონზე კიდევ სცადა დარეკვა. კვლავ გათიშული იყო. ძებნა აღარ დაუწყიათ, შინისკენ აიღეს გეზი.

- სანდრო, მაპატიე, არ დაგიჯერე.

- ასე იცით ხოლმე ქალებმა.

სოფოს გულზე მოხვდა:

- სხვა დროს ხომ ყოველთვის გიჯერებ? - ცრემლებმა დაუკითხავად აავსეს თვალის უპეები.

სანდროს გაეცინა. ღრუბელმა გადაიარა. კაცმა მხარზე მიიკრა ატირებული ცოლი:

- არა უშავს, სხვა დროს აღარ ქნა ასე.

მაგრამ სოფოს ასე ადვილად რა დააწყნარებდა...

- ღმერთო, რა მძიმე ყოფილა! - რამდენჯერ სავსე ფურცლით მისულა აღსარებაზე, მაგრამ საკუთარი ცოდვის ასეთი ძლიერი განცდა სულ რამდენიმეჯერ თუ ჰქონდა და ეს ცრემლებიც, ეჩვენებოდა, მართლაც სინანულისა იყო. მამაოს სიტყვები გაახსენდა: "სინანული მხოლოდ ცრემლების ღვრა ან სინდისის ქენჯნა კი არა, ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილებაა, ზურგი შეაქციოს უღმერთობას". აი, ეს არის გამოსავალი, უნდა შეეცადოს, ასეთი შეცდომა აღარასოდეს დაუშვას, მაგრამ აქვს კი საამისო ძალა?.. ხომ კარგად იცოდა, რომ სანდროსთვის უნდა დაეჯერებინა, რატომ ვერ შეიკავა თავი?

მთელი სიცხადით ახლაღა დაინახა საკუთარი უძლურება. აი, რატომ არ თვლიან მამები სათნოებას ღირსებად!

"რა მცირედის შემძლებელნი ვყოფილვართ საკუთარ ქმედებებშიც კი! დიდება, უფალო! მადლობა, უფალო!" - ამ სიმძიმეშიც აკიაფდა სინათლის ნაპერწკალი.

"სხვებს რომ ზევიდან დაჰყურებ და ფიქრობ, მე ასე არ მოვიქცეოდიო, უფალი დაგანახვებს, რომ ისეთიც ხარ და, შეიძლება, უარესიც", - ჩაესმოდა კვლავ. "გმადლობ, უფალო, ყველაფრისთვის და დღევანდელი გაკვეთილისთვის, შენს ხელთა ვარ და განმსწავლე მე, მომეცი მორჩილება, თავმდაბლობა და სინანული, არაფერი ძალმიძს თვინიერ შენსა, გარეშემოუწერელო უფალო, დიდება შენდა!"

თვითონაც მიეხუტა სანდროს და მძიმე ბრძოლაგადახდილმა ცრემლიანი თვალებით იმედიანად გაუღიმა.

მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat