თუ რამე კარგს ვქმნიდი, ღმერთის წყალობით და ხელშეწყობით...
თუ რამე კარგს ვქმნიდი, ღმერთის წყალობით და ხელშეწყობით...
უწმინდესი დილით მობრძანდა და საღამოს დატოვა საგამოფენო დარბაზი
"გახედე - კახეთი, დამსკდარა ატამი..." გალაკტიონის ამ ლექსის წაკითხვისას გონებაში უმალ გაგიელვებს კითხვა: ნეტავ საიდან გახედა გალაკტიონმა? ასეთივე განწყობა მეუფლება, როდესაც საქართველოს დამსახურებული მხატვრის ჯემალ ხუციშვილის სულიერი თვალით დანახულ და იდუმალად გარინდებულ კახეთის სოფლებს შევცქერი. მხატვარმა მხატვრულ სახეებად გაითავისა მშობლიური მიწა-წყლის ხასიათი. "ეროვნული ნიშანი, ხასიათი მარტო ადამიანების ხატვისას კი არ უნდა ჩანდეს, არამედ ლოდის, ხის, ბილიკის, სახედრის დახატვისასაც, თორემ ლოდი, ხე, ბილიკი, სახედარი სხვაგანაც ისეთივეა, როგორიც აქ, ჩვენთან. ფიროსმანაშვილის დათვი ის დათვია, რომელიც მხოლოდ ჩვენს ტყეში შეგვხვდება - ჩვენი მთვარის ქვეშ. ჯემალ ხუციშვილის ფურსა და დეკეულს სხვაგან ნუ დაუწყებთ ძებნას, ჩვენი მიწის იქით ვერაფრით ვერ იპოვით", - წერს კარლო კობერიძე.

სულით ხორცამდე ქართულია ჯემალ ხუციშვილის შემოქმედება.

მხატვარი 1938 წლის 18 აპრილს დაიბადა თელავში. აქვე ეზიარა ფერთამეტყველებას, რასაც დღემდე უმადლის თავის პედაგოგს სერგო ასლანიშვილს: "ბატონმა სერგომ არაერთი ნედლი ტალანტი დახვეწა და ჭეშმარიტ მხატვრად აქცია! მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს, რასაც ვერასდროს დავივიწყებ".

ლადო გუდიაშვილი ბრძანებდა: "ძალიან მიყვარს ახალგაზრდა მხატვარი ჯემალ ხუციშვილი; ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა სიძნელეებს და იპოვა საკუთარი მე. მხატვარი, რომელსაც ჭეშმარიტი მხატვრის თავისებური სახე აქვს..." ლადო გუდიაშვილმა ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებას "ფიროსმანის ყალმის ანასხლეტი" უწოდა.

ელენე ახვლედიანი ამბობდა, - ჯემალ ხუციშვილი ხელში უნდა ავიყვანოთ და ისე ვატაროთო. აღფრთოვანებულმა გიორგი ლეონიძემ ბატონ ჯემალს უთხრა: - შენ რაცა გაქვს შენს ნახატებში, მეც ისა მაქვს, ოღონდ პროზაშიო.

არაერთხელ გაუოცებია სახვითი ხელოვნების მოყვარულნი ჯემალ ხუციშვილის ტილოებს: "ნიკო ფიროსმანაშვილი", "პურის მცხობლები", "მეარღნე", "ცხვარი", "აღმართ-დაღმართი", "ნუშო ბებია", "ცისფერი ქალი", "ხევსური გოგონა", "იმერეთი", "საღამო სოფლად", "ვაჟა", "ხმა იდუმალი", "ნათელა გულდამაშვილი" და სხვა.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ფიროსმანის პორტრეტების სერია. საყვარელ თბილისზე ამაღლებულა დიდი მხატვარი. ჩამუქებული ქალაქის ფონზე, სიონის ახლოს აღმართულა მისი გაცრეცილი ფიგურა. მხრებზე მოსხმული აქვს შავი ლაბადა, რომელიც სადაცაა დავარდება და ნიკალა თეთრ სამოსში დარჩება, როგორც თეთრი გედი, ფეხშიშველი, უკვდავებაში გადასული, ოქროსფრით ნათელცემული.

ჯემალ ხუციშვილის ნამუშევრები, გარდა ცნობილი კერძო კოლექციონერებისა, არის თბილისის ხელოვნების და ხალხური შემოქმედების სახელმწიფო მუზეუმებში, ქუთაისის სურათების გალერეაში და კასპის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა კულტურის სახელმწიფო მუზეუმსა და ტრეტიაკოვის გალარეაში, პარიზის თანამედროვე მხატვრების გალერეაში, ნიკო ფიროსმანის მირზაანისა და ივანე ჯავახიშვილის ხოვლეს სახლ-მუზეუმებში. თელავის იაშვილის სახელობის სახელმწიფო სურათების გალერეაში ჯემალ ხუციშვილის მუდმივ ექსპოზიციას ერთი დიდი დარბაზი აქვს დათმობილი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს საპატრიარქოს ფონდში.

დიდი აღიარება ხვდა წილად ჯემალ ხუციშვილის გამოფენებს იაპონიაში, აშშ-ში, ინგლისში, კანადაში, იტალიაში, უნგრეთში, რუმინეთში, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში...

ჯემალ ხუციშვილი არასოდეს შეუშინებია კომუნისტურ რეპრესიებს. იგი ბოლშევიკურ-ათეისტურ მოძღვრებას უპირისპირდებოდა ქრისტიანულ-ბიბლიურ თემებზე შესრულებული ნამუშევრებით. რად ღირს თუნდაც 1979 წელს გამოცემულ მის ალბომში შეტანილი: "მოქცევაი ქართლისაი" (1975წ.), "ფრესკის მოტივი" (1974წ.), "ატენის სიონი" (1973წ.), "სოფლის ეკლესია" (1974წ.)...

კომუნისტების მიერ იავარქმნილი, განადგურებამდე მისული ფერდაკარგული, სევდიანი ეკლესიები... მნახველში ნაღვლიან განწყობილებას და გულისტკივილს ბადებს "ბაზილიკა" (1977წ.), "ბაზილიკა გზით", "სოფ. წინამძღვრიანთკარის ბაზილიკა" (1973წ.) და სხვა. მხატვრის სახლი ბაზილიკის გვერდით მდგარა. ამ ბაზილიკის წყალობაა ალბათ, სამუდამოდ რომ აღიბეჭდა მის სულში ეკლესია-სალოცავების დახავსებული კედლები: ზოგს სახურავზე ხე ამოსვლია, ჯერჯერობით მოზარდი, ჯანსაღი ხე; ზოგის ხეები კი საცაა დაბერდებიან - კენწეროდან შეჰპარვიათ ხმობა. სალოცავს ჩაცილებული, ჩასასვლელად ჩაწეული მზე კი უფრო ბევრს გვეუბნება, ვიდრე კამარაჩამოქცეული ტაძარი. ჩამავალი მზისა თუ ღრუბლის მრუმე ფერები, რომლებიც ასე ჭარბობს ამ ნახატებში, იმ რწმენის მონატრებას უსვამს ხაზს, რამაც აქამდე მოიყვანა ჩვენი ერი და რომლის წყალობაცაა ჩვენი ისტორია, კულტურა, მხატვრობა და პოეზია.

უფლისა და მართლმადიდებელი ქრისტიანობისადმი ღრმა ერთგულება და რწმენა მხატვრის შემოქმედებას განსაკუთრებულ ცხოველმყოფელობასა და ძალმოსილებას სძენს. აი, რას ამბობს იგი ამის შესახებ:

- ყოველთვის გულისხმიერი მორწმუნე ვიყავი და არც კომუნისტებს შევშინებივარ. შეუპოვრად ვმუშაობდი ქრისტიანულ-ბიბლიურ თემებზე. ამ პერიოდში შევქმენი რამდენიმე ხატი და ათეულობით ტილო რელიგიური კომპოზიციებით, რომელთაგან გამოირჩეოდა "ქრისტეს დატირება" და "მოქცევაი ქართლისაი"... დავდიოდი ეკლესიაში, არც ერთ რელიგიურ დღესასწაულს და წირვა-ლოცვას არ დავკლებივარ, არც აღსარების სათქმელად მისვლა დამიგვიანია. თუ რამე კარგს ვქმნიდი, ღმერთის წყალობით და ხელშეწყობით...

- ბატონო ჯემალ, უწმინდესთან პირველ შეხვედრას ხომ არ გაიხსენებთ? როგორც ვიცი, მან ჯერ კიდევ 1975 წელს შეიძინა თქვენი მატიანეებზე დაყრდნობით თავისებურად გააზრებული "მოქცევაი ქართლისაი"... ეს ტილო დიდხანს ამშვენებდა სიონის საკათედრო ტაძარს.

- უწმინდესი მაშინ ჯერ კიდევ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ბრძანდებოდა. ტილოზე მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. უწმინდესმა წამახალისა - როდესაც დაამთავრებთ, აუცილებლად შევიძენო. მართლაც შეიძინა და უკვე პატრიარქობისას სიონში შეიტანა. ამჟამად ეს ტილო საპატრიარქოშია დაცული. ტილო მოგვითხრობს, თუ როგორ იწამა ურწმუნო დიდებულმა (განსხვავებით მეფე მირიან III-ის მოქცევის ლეგენდისგან) ქრისტიანობის მადლი, როცა სამი დღის გარდაცვლილი ბავშვის გაცოცხლება სთხოვა სასწაულთმოქმედ წმინდანს. ნინომ გააცოცხლა ბავშვი და ეს ამბავი ქვეყანას მოედო... კომპოზიციაში ჩვილის შემოყვანით სიმბოლურად მივანიშნე იმაზე, რომ ქვეყანაში ახალი ერა დადგა.

ჩემს პერსონალურ გამოფენაზე (1977 წელს გაიმართა მაშინდელი ფინანსთა სამინისტროს შენობაში, ახლანდელ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში) ერთი კურიოზი მოხდა. დარბაზის კედელზე ლენინის უზარმაზარი პორტრეტი იყო. ერთ-ერთმა მხატვარმა - რომ შეიძლებოდეს, ლენინის პორტრეტს "მოქცევაი ქართლისაის" ჩამოვაფარებდით და ექსპოზიციას კარგად მოერგებოდაო. ჩამოაფარეთ, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ-მეთქი. მეორე დღეს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ფარნა ანანიაშვილი დაუბარებიათ ცეკაში და უსაყვედურიათ: ლენინის პორტრეტს რატომ მალავთ რელიგიური თემების ქვეშო - ძლივს გადარჩა სამსახურიდან მოხსნას. გამოფენაზე მობრძანდნენ მისი უწმინდესობა ილია II და ეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). მეუფე თადეოზმა მაშინ თქვა: - ახლა რომ ვუყურებ, წმინდა ნინო ლენინს ჩამოეფარა, ვფიქრობ, საბჭოთა კავშირის მალე დაშლის მომასწავებელიაო. 10 წლის მერე ასეც მოხდა.

გამოფენაზე 120 ნამუშევარი მქონდა წარმოდგენილი. უწმინდესი დილით მობრძანდა და საღამოს დატოვა საგამოფენო დარბაზი. თითოეულ სურათს ძალიან დიდხანს უყურებდა და თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა მე და მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილს. ჩვენი პატრიარქისგან სითბო და ყურადღება არასოდეს მომკლებია. თავიდანვე დიდი სიყვარულით მიმიღო და დღესაც ასევე გრძელდება ჩვენი ურთიერთობა.

- ბატონო ჯემალ, ჯერ კიდევ ათეისტურ ხანაში წამოსწიეთ წინ ქრისტიანული თემები. დღეს კი ეს თემატიკა უფრო გაამდიდრეთ ისეთი შესანიშნავი ნამუშევრებით, როგორებიცაა: "ახალი აღთქმა", "მწყემსი კეთილი", "ადამ და ევა", "ანდრია პირველწოდებული" და სხვა...

- საბჭოთა პერიოდში, მოგეხსენებათ, რელიგიურ თემებზე მუშაობა არ იყო ხელსაყრელი. მაშინ შევქმენი: "ქრისტეს დატირება", სადაც გარდამოხსნილ მაცხოვართან თავი მოუყრიათ მოციქულებს. მოციქულებიდან კი გზა მიემართება ჩამორღვეულ ატენის სიონის ტაძართან. ცხადია, ეკლესიის ჩამონგრეული კედლები გამოხატავდა საბჭოთა იდეოლოგიის დამოკიდებულებას რწმენისადმი. როდესაც ჩემი ნამუშევრების ალბომი დაიბეჭდა, ეს თემები ამოჭრეს და დატოვეს მხოლოდ ატენის სიონის ტაძარი. ასევე მაქვს ნახატი: "გზა მომავლისა", სადაც პაპა-შვილიშვილის უკან არის ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულება, ბაზილიკა და მზე, რომელიც ამოჭრეს და დატოვეს მხოლოდ პაპა და შვილიშვილი. ასე რომ, რელიგიურ თემაზე შექმნილ ნამუშევრებს არ მიბეჭდავდნენ, არც გამოფენებზე იღებდნენ. მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ გახდა ეს შესაძლებელი. ერთიცაა, მხატვრებს უჭირდათ რელიგიურ თემებზე მუშაობა, რადგან ამ თემებზე რომ იმუშაო, კარგად უნდა იცნობდე მართლმადიდებლურ სამყაროს. მე ყოველთვის ვცხოვრობდი ეკლესიური წესით და ეს თემები თავისთავად მოდიოდა ჩემთან. მაგალითად, "მოქცევაი ქართლისაი" - პირდაპირ ძილ-ბურანში გამომეცხადა. ავდექი და დავიწყე შესწავლა - როგორ ჩამობრძანდა წმინდა ნინო საქართველოში. შემდეგ კი დავიწყე ამ კომპოზიციაზე მუშაობა. ბევრი ესკიზის გაკეთება არ დამჭირვებია. უბრალოდ, მე ეს ასე დავინახე.

ტილოში "ახალი აღთქმა" მოიაზრება გოლგოთის მისტერია. ფერდობზე აღმართულ ჯვარში, რომელსაც ორი ანგელოზი დაჰფარფატებს, სიმბოლურად ქრისტეს ჯვარცმაა გააზრებული... ჯვარი - მაცხოვრის გარეშე, მისი ამაღლების შემდეგ. ჯვრისა და გადაშლილი "ახალი აღთქმის" წინაშე მუხლმოყრილ მორწმუნეებზე გადმოსულია ქრისტეს მადლი, ამიტომ შესცქერიან სასოებით "ახალ აღთქმას", ყველაზე წმინდა და ყველაზე დიდ წიგნს წიგნთა შორის, რომლის სიდიადეს უჩვეულო ზომით გავუსვი ხაზი.

- სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ როდესაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა საქართველოს ეკლესიამ, წმინდა ილია მართლის პირველი ხატი შეკვეთით სწორედ თქვენ შექმენით. თქვენ მიერ შესრულებული წმინდა ილია მართლის ხატები დასვენებულია თელავის ღვთაების სახელობის და "თეთრი გიორგის" სახელობის ტაძრებში. როგორც ვიცი, თქვენი სანუკვარი ოცნება ტაძრების მოხატვაა...

- დიახ, ჩემი ოცნება იყო მომეხატა ეკლესია იკონოგრაფიის კანონების დაცვით. ახლა ამ ოცნებაში ჩემი შვილიშვილი ჩამეზიარა. ეტყობა, ღმერთმა მისმინა. ჩემი ქალიშვილის უმცროსი ვაჟი, ბაქარ გურგენიძე სასულიერო აკადემიაში, ხატწერის განყოფილებაზე სწავლობს, სადაც მას ასწავლის შესანიშნავი მხატვარი, ფერისცვალების ეკლესიის მოძღვარი მამა იოსები.

რელიგიური თემებით არის დაინტერესებული ჩემი ვაჟი, მხატვარი გიორგი ხუციშვილი. იგი ბიბლიურ თხზულებებს ასურათხატებს, ქმნის მინიატურებს. მისი ნამუშევრები გამოფენილია სალონებში და სხვადასხვა ქვეყნის კოლექციონერები იძენენ.

P.S. ბატონ ჯემალს მომავალ წელს იუბილე აქვს. მხატვარი დიდი მონდომებით განაგრძობს მუშაობას და მის შემოქმედებაში წამყვანი კვლავ ქრისტიანული თემატიკა გახლავთ. ვუსურვებთ მას დღეგრძელობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat