"სიბრძნე ბალავარისა"
"სიბრძნე ბალავარისა"
ეს არის წიგნი ჭეშმარიტებაზე
"ბალავარიანი" ანუ "სიბრძნე ბალავარისა" რთული ბედის ძეგლია. მას დღესაც არაერთი ცივილიზებული ქვეყანა იჩემებს. ეს არის წიგნი ჭეშმარიტებაზე, კიდევ იმაზე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა წუთისოფელში ისე, რომ ღვთისაგან კაცთათვის ბოძებული "უთვალავი ფერით" აღსავსე ქვეყანაც მოიხმაროს და ღვთის მადლიერება და ხსოვნაც არ დაკარგოს.

ზოგადად "ბალავარიანი" ინდოეთის სამეფოს გაქრისტიანებაზე მოგვითხრობს. მოგეხსენებათ, უფლის 12 მოციქულთაგან ინდოეთში თომა მოციქულმა იმოღვაწა, ისევე, როგორც საქართველოში - ანდრია პირველწოდებულმა, მაგრამ IVს-ში ქართლში მოციქულთასწორი წმინდა ნინოს ქადაგება გახდა კვლავ საჭირო, ინდოეთში კი ბალავარისა. მან ქრისტიანობაზე მოაქცია ინდოეთის წარმართი და კერპთმსახური მეფის - აბენესის შვილი იოდასაფი, მოგვიანებით კი თავად აბენეს მეფეც გაქრისტიანდა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მამების - ბალავარის, იოდასაფისა და აბენეს მეფის ხსენებას 19 ნოემბერს (ახ. სტ. 2 დეკემბერს) აღასრულებს.

ძეგლი სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" მოგაგონებთ. მისი სიუჟეტი ინდოეთის სამეფოს გაქრისტიანების ფონზე ვითარდება, თუმცა მთავარი სათქმელი (ჭეშმარიტების წვდომა) იგავებითაა გადმოცემული, სულის სასარგებლო საუბრები კი კითხვა-მიგების ფორმითაა მოწოდებული.

"ბალავარიანის" შესახებ გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ეკა ქორიძე, რომელმაც ამ ნაწარმოების ტექსტი ძველი ქართულიდან ახალზე გადმოიღო.

- რა ვიცით "ბალავარიანის" ავტორის შესახებ?


- ავტორობის საკითხი ბურუსითაა მოცული. დღეისათვის "ბალავარიანის" სხვადასხვა ენაზე შესრულებული 147-მდე ხელნაწერია ცნობილი. ბერძნულად თარგმნამდე ძეგლი უკვე არსებობდა ინდურ, ფალაურ, სპარსულ, სირიულ, არაბულ, ქართულ ენებზე. ევროპული სამყაროსათვის იგი ბერძნული გზით გახდა ცნობილი, ბერძნულ ენაზე კი ტექსტი ქართულიდან ითარგმნა, ქართული თარგმანი თავის მხრივ არაბულიდან შესრულდა. "ბალავარიანის" ქართულიდან ბერძნულად თარგმანი ექვთიმე მთაწმინდელის სახელს უკავშირდება. ამის შესახებ გვაუწყებს ეკლესიის უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი "იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში".

- ახალი თარგმანი საიდან არის შესრულებული?

- ჩვენ "ბალავარიანი" თანამედროვე ქართულ ენაზე ძველი ქართულიდან გადმოვიღეთ. საბედნიეროდ, ძველი ქართული ენა იმდენად დაშორებული არ არის თანამედროვე ქართულს, რომ გაუგებარი იყოს თანამედროვე მკითხველისათვის, მაგრამ ძველი ქართული ენის სირთულე მაინც უნდა ვაღიაროთ.

დღეისათვის "ბალავარიანის" ორი ქართული რედაქციაა შემონახული, ვრცელი იერუსალიმური (IX-X) და მოკლე თბილისური (X-XI). ორივე მათგანი 1957 წელს გამოაქვეყნა ცნობილმა მეცნიერმა ილია აბულაძემ. ჩვენ ორივე რედაქციის შეჯერებულ ვარიანტს ვთავაზობთ მკითხველს.

არასპეციალისტებისა და მორწმუნე მრევლისთვის "ბალავარიანი" არცთუ ხელმისაწვდომი, უცნობიც კი იყო. ამას ემატებოდა ძველი ქართული რედაქციების ენობრივი სირთულეც. სწორედ ამიტომ განვიზრახეთ ტექსტის არა მარტო გამოცემა, არამედ თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოღებაც, ამ შემთხვევაში ჩვენი სურვილი მხოლოდ ის იყო, რომ მართლაც უდიდესი სულიერი ღირებულების წიგნს დღესაც ჰყოლოდა აქტიური მკითხველი.

- თქვენ ბრძანეთ, ცივილიზებული ქვეყნები დღესაც ედავებიან ერთმანეთს ამ წიგნის ავტორობასო...

- ეს არის წიგნი ჭეშმარიტებაზე და რა გასაკვირია, რომ მასზე პრეტენზია ჰქონდეს მოაზროვნე კაცობრიობას. "სიბრძნე ბალავარისა" სიტყვა-მიგებაზე აგებული მართლაც არაჩვეულებრივი სიბრძნის კრებულია, საუკეთესო საკუთარი სულიერი ორიენტაციის გასარკვევად, საკუთარი თავის შესამეცნებლად. არაჩვეულებრივად ღრმა აზრი არაჩვეულებრივი სიმარტივითვე არის მოწოდებული იგავების საშუალებით. იგავებითა და სახეებით მეტყველება აიოლებს სათქმელის არსში წვდომას.

- "ბალავარიანი" პოლემიკური ხასიათის ნაწარმოებია. ის ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და უპირატესობის ჩვენებას ემსახურება. მაგრამ დღეს, სარწმუნოებრივი ტოლერანტობის ეპოქაში, სხვადასხვა კონფესიას შორის თვალსაჩინო კამათი პრაქტიკულად აღარც მიმდინარეობს. რელიგიური შემწყნარებლობისა და ეკუმენიზმის ეპოქაში რამდენად შეესაბამება მსგავსი ძეგლის გამოცემა დროის მოთხოვნას?

- მართლაც, დღეს "ბრძოლის ველი" თითოეული ადამიანის გულია, თუმცა ამგვარი შინაგანი "პაექრობაც" სასარგებლოა. რადგან თუ წმინდა მამათა წიგნების კითხვისას "ჭეშმარიტებისაგან დაიძლევა კაცი", შეიძლება აღმსარებელიც კი გახდეს, ე.ი. ეძლევა საშუალება, თავადაც აღიაროს და ეზიაროს ჭეშმარიტებას.

ამ თვალსაზრისით, "ბალავარიანს" დღესაც ის დანიშნულება აქვს, რა მიზნითაც იგი შეიქმნა საუკუნეების წინ - ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობაში დაარწმუნოს ადამიანი და აზიაროს ჭეშმარიტებას.

დროში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ყველა საუკუნეს ერთი რამ აერთიანებს - ჭეშმარიტების ძიების სურვილი ადამიანში. ჭეშმარიტება, მოგეხსენებათ, უცვლელი და წარუვალი ფასეულობაა, ამდენად, ჭეშმარიტი ღირებულებების შემცველი ტექსტები ყოველთვის პასუხობენ დროის მოთხოვნას.

თუ გვსურს, მრევლსა და ქრისტიანულ საზოგადოებაში კვლავ დამკვიდრდეს ის, რაც ჩვენს წინაპრებს სარწმუნოებაში შეუქმნიათ, "ბალავარიანი" და სხვა უამრავი ძვირფასი ძეგლი აუცილებლად უნდა გადმოვიღოთ თანამედროვე ქართულზე. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სულისმარგებელი წიგნების მხოლოდ გამოცემაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუკი ადამიანები სასარგებლოდაც გამოიყენებენ მსგავს ლიტერატურას. ჩვენი წინაპრები და ქრისტიანი მამები არასოდეს ქმნიდნენ წიგნს წიგნისთვის. ვისურვებდი, ჭეშმარიტების ძიების სურვილი არ დამცხრალიყოს ჩვენში.

იყო ერთი მეფე. ეს მეფე სიბრძნითა და გონიერებით განაგებდა სამეფოს, დიდი გულმოდგინებით იცავდა ქვეყნის მშვიდობიანობას და იმგვარად წარმართავდა საქვეყნო საქმეებს, როგორც ეს თავისი ხალხის მოსიყვარულე მეფეებს სჩვევიათ. მეფეს ერთი კეთილი და ერთგული მრჩეველი ჰყავდა, ყოველგვარი ბოროტებისაგან განშორებული. ვეზირი დღენიადაგ ხალხისთვის საკეთილდღეო და სასარგებლო რჩევებს აძლევდა მეფეს. ეს კაცი განსწავლული იყო რჯულის მცნებებშიც. მრავალჯერ შეხვედრია მორწმუნეებს და მათ, რომელთაც დატოვეს წუთისოფელი და თვითონაც ფიქრობდა, ფრთხილი და წრფელი გონება ჰქონოდა და დიდი უფლებებითაც სარგებლობდა მეფის წინაშე, მაგრამ გულის საიდუმლოს კი არ უმხელდა მბრძანებელს, არამედ ფარულაც ემსახურებოდა ღმერთს. და როცა ხედავდა, თუ როგორ ემონებოდა მეფე კერპებს და როგორ იღებდა მონაწილეობას მათ რიტუალებში, მწარედ განიცდიდა, გული შესტკიოდა მასზე იმგვარად, როგორც მამა წუხს ხოლმე შვილზე, რომელსაც ეშმაკი ტანჯავს. ბევრჯერ სურდა ვეზირს რწმენაზე ესაუბრა მეფესთან, დაეკითხა კიდეც ამის შესახებ მორწმუნე მეგობრებს, მათ კი ურჩიეს:

- შენ უკეთ იცნობ მეფეს. იცი მისი გონების ფარული აზრებიც. და თუკი შესაფერის დროს შეარჩევ, ესაუბრე მას, მაგრამ სიფრთხილეც გმართებს, რადგან ეშმაკს არ სძინავს, დაძრწის, რომ ვინმე მოინადიროს და ბოროტი შეამთხვიოს. ამიტომ ყოველნაირად ეცდება შენს წინააღმდეგ განაწყოს მეფე და შენს მეგობრებსაც გადაამტეროს იგიო.

წუხდა ვეზირი მეფის გამო, მაგრამ ვერაფერს შველოდა. ხელსაყრელ შემთხვევასღა ელოდა, უადგილო რომ არ ყოფილიყო მისი საუბარი. ასე გადიოდა დღეები.

ერთ საღამოს მეფემ ვეზირს შესთავაზა, ქალაქი შემოევლოთ და გაეგოთ, როგორ ცხოვრობდა ხალხი.

სიარულისას ნაგვის დიდ გროვას წააწყდნენ. მეფემ ნაგვიდან გამომავალი სინათლე შენიშნა. ცეცხლივით ბრიალებდა რაღაც.

მეფე და ვეზირი უფრო ახლოს მივიდნენ და დაინახეს კაცი. მას ნაგვის გროვაში გამოქვაბულის მსგავსი რამ გამოეთხარა. ტანთ დაძონძილი სამოსი ეცვა. უცებ "გამოქვაბულიდან" სიმღერის ხმა მოისმა. მეფემ და ვეზირმა ხვრელის სიღრმეს მიაპყრეს მზერა და ნაგვის გროვაზე მჯდომი კაცი შენიშნეს, მის წინ დედაკაცი ცეკვავდა და მღეროდა, კაცს ჯამში ღვინოს უსხამდა და თან ქება-დიდებას ასხამდა მეფეთა მსგავსად. ქალი უფალს უწოდებდა კაცს, კაცი კი დედოფლად სახელდებდა მას. ორივენი ერთმანეთს აქებდნენ, ილხენდნენ და ტკბებოდნენ ურთიერთსიყვარულით. მეფე და ვეზირი დიდხანს უმზერდნენ ამ სანახაობას, აცვიფრებდათ ცოლ-ქმრის ქცევა და უკვირდათ მათი ამგვარი ყოფით კმაყოფილება.

გაოგნებული მეფე ვეზირს მიუბრუნდა და უთხრა:

- არასოდეს ყოფილა ჩვენთვის ცხოვრება იმგვარად საწადელი და სასურველი, როგორც ამათთვის. არასოდეს გაგვიხარია მისით იმგვარად, როგორც ნაგავში მსხდომ ამ გლახაკებს. ვფიქრობ, ყოველი დღე ასეთი უნდა იყოს მათთვის.

სწორედ დროულად ჩათვალა ვეზირმა, რამდენიმე სიტყვა ეთქვა მეფისთვის.

- მეფეო, ნუ გგონია, რომ დიდება და პატივი, რომლითაც ვნეტარებთ ამჟამად, ისეთივე სასურველი და მოსაწონია ქრისტიანებისთვის, როგორც ჩვენთვის, რადგან ისინი ღვთისაგან მის მოყვარულთათვის გამზადებულ საუკუნო სუფევასა და დიდებას ელიან, სხვა ყველაფერი კი საძულველია მათთვის. ჩვენ მათ მეტისმეტ არარაობას ვხედავთ, იმათთვის კი ის ოქროქანდაკებული სასახლეები და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი სამოსელია არარაობა, რომელსაც ჩვენ მიველტვით; მათთვის გარეგნული, ხილული პატივი და დიდება არაფერია, იმასთან შედარებით, რომელიც უხილავია და რომელსაც შემდგომ ცხოვრებაში ელიან ისინი - ხელთუქმნელ ტაძარსა და თვალშეუდგამ სამოსელს. ჩვენ გვიკვირს მათი, მათთვის კი ჩვენი თავმომწონეობა და თვითკმაყოფილებაა ის ნაგავი, რისი შემხედავნიც მათ განვიკითხავთ.

ჰკითხა მას მეფემ:

- შენ იცნობ ასეთ ხალხს?

- ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურებიან. მათ დატოვეს წუთისოფელი, უარყვეს ამქვეყნიური ცხოვრება და უდაბნოში, მთებსა და გამოქვაბულებში ცხოვრობენ ქრისტეს სიყვარულით გულანთებულნი. მათ სწამთ საუკუნო ცხოვრების და მას ესწრაფვიან. ხოლო ეს სოფელი კი მოიძულეს, რადგან გამოსცადეს იგი და შეიცნეს მისი დიდების წარმავლობა.

ჰკითხა მეფემ:

- რა არის საუკუნო ცხოვრება?

მიუგო ვეზირმა:

- საუკუნო ცხოვრება ნეტარებაა, რომელსაც ახლავს სიგლახაკე, დაუსრულებელი სიხარულია, რომელსაც არ სდევს მწუხარება, სიმართლეა, რომელსაც არ სდევს სალმობა, მარადიული მყოფობაა, რომელსაც არა აქვს დასასრული, მშვიდობაა, რომელსაც არ სდევს შიში, მარადიული ცხოვრებაა, რომელსაც არ ემუქრება სიკვდილი. ეს არის უხრწნელების სამყოფელი, სადაც ყოველგვარი შრომისა და გარჯის გარეშე მიიღწევა სასურველი.

ჰკითხა მეფემ:

- არის ვინმე იმ ადგილის ღირსი? ან როგორ შეიძლება იქ შესვლა?

მიუგო ვეზირმა:

- არც ვიცი. იქ შესვლის მსურველთათვის არ არის დახშული "კარი ქრისტესი", თუკი ამ კარით ეცდებიან შესვლას.

ჰკითხა მეფემ:

- რა გზით არის ეს შესაძლებელი?

მიუგო ვეზირმა:

- წმინდა სამების მსახურებით. უნდა უარყო სხვა ყოველივე და მხოლოდ იმას ემსახურო, ვის მიერაცაა ყოველივე შექმნილი - ცოცხალი და არაცოცხალი.

- აქამდე რატომ არაფერი მითხარი ამ გზის შესახებ? - ჰკითხა მეფემ.

მიუგო ვეზირმა:

- ჩემს ერთგულებაში ეჭვს ნუ შეიტან, მეფევ; ორგულობის გამო არ მოვქცეულვარ ამგვარად. არც შენს გონიერებაში შემპარვია ეჭვი, რადგან ვიცი, რომ საღად მსჯელობ და სრულყოფილი ხარ ყოველმხრივ, არამედ დამაბრკოლა სამეფო პატივმა, რომელსაც შენ ფლობ.

უთხრა მეფემ:

- თუ ეს ყველაფერი, რაც შენგან მოვისმინე, ჭეშმარიტებაა, რაღად ვაყოვნებთ, შევიძინოთ იგი ყოველგვარი შრომითა და გულმხურვალებით, და თუ კიდევაა საეჭვო რამე, გვმართებს, სრულად გამოვიძიოთ და გავერკვეთ ჭეშმარიტებაში. ხოლო ის, რომ დღემდე მიმალავდი ამას, დიდი ცოდვაა შენი მხრივ, რადგან სრულიად გენდობოდი.

- აწ როგორ ბრძანებთ, მეფევ, გაუწყოთ დროდადრო ამ გზის შესახებ?

მიუგო მეფემ:

- არათუ დროდადრო, განუწყვეტლივ, დღითა და ღამით, დაუცხრომლად უნდა ვიღვაწოთ მისთვის. არ გვეპატიება, სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო რომ არ შევიძინოთ უმჯობესი, არამედ მთელი მონდომებით გვმართებს მისი მოპოვება.

- მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მეფემაც და მისმა მრჩეველმაც მშვიდობით დაუტევეს ეს სოფელი, - დაასრულა ამბის თხრობა წმინდა ბალავარმა.

ესაუბრა
ნატო ტოროშელიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat