უკვე ერთი წელია, ასე ვნათლავ ბავშვებს
უკვე ერთი წელია, ასე ვნათლავ ბავშვებს
როგორც წმინდა მამები ამბობენ, განსაცდელს ადამიანის ცხოვრებაში რწმენის განსამტკიცებლად და სულის გამოსაწრთობად უშვებს უფალი. სწორედ ამ დროს ხდება თვალსაჩინო ღვთის სიყვარული და ერთგულება. ზოგი ასეთ დროს სასოწარკვეთილებას ეძლევა, ზოგი კი ეკლესიის წიაღში პოვებს ნავსაყუდელს და მოძღვრის დახმარებით სულის მკურნალობას იწყებს. ძნელია, კრიტიკულ ვითარებაში ადამიანს უქადაგო, სიმშვიდე შეინარჩუნოს და ყველაფერი ღვთის ნებად მიიღოს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დიდ განსაცდელს დიდი სიხარული მოსდევს.

ამ წერილის დაწერა ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ გადამაწყვეტინა, რომელიც ზოგიერთს შეიძლება გაკვეთილადაც გამოადგეს.

ერთ მორწმუნე ოჯახს შვილი შეეძინა. არცთუ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდი სიხარულით ელოდა ვაჟის დაბადებას, მაგრამ... მოხდა ისე, რომ ექიმების დაუდევრობის გამო ბავშვმა სამშობიარო ტრავმა მიიღო. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ჩვილი სასწრაფოდ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეანიმაციაში ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. მხოლოდ ღმერთმა იცოდა, როდემდე გასტანდა სიკვდილთან ბრძოლა და ვინ გაიმარჯვებდა.

ნაშუაღამევს ოჯახის წევრებს საავადმყოფოში უცნობი ქალიშვილი ესტუმრა და ბავშვის სასწრაფოდ მონათვლა ურჩია. დაბნეული ახლობლები თავიდან ვერც კი მიხვდნენ, რა ხდებოდა მათ თავს და უარზე დადგნენ, მაგრამ ცოტა ხანში მოძღვარიც მობრძანდა... ბოლოს და ბოლოს ჩვილის ნათესავებმა ნათლობაზე თანხმობა განაცხადეს... მოძღვარმა ნათლობის საიდუმლო აღასრულა, თავდახრილი დაემშვიდობა ახლობლებს და პატარა ლაზარეს ლოცვებში მოხსენიება აღუთქვა.

მთავარი ის არის, რომ ნათლობის შემდეგ ლაზარემ მომჯობინება დაიწყო და მამა გაბრიელის სასწაულმოქმედი ზეთის შემწეობით დღითიდღე სულ უფრო უკეთესად ხდება. "ლაზარე მკვდრეთით აღგვიდგინაო", - ამბობენ ბიჭუნას ნათესავები და მადლობას სწირავენ უფალს.

მოძღვარი, რომელმაც იმ ღამეს ახალშობილი მონათლა, მამა დავით ქალიბაშვილი აღმოჩნდა. მამა დავითი უზნაძის ქუჩაზე, მეორე სამშობიაროს ეზოში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში მსახურობს, პარალელურად კი სამ საავადმყოფოში ემსახურება შეჭირვებულებს. მეუფე დანიელისა და მეუფე თეოდორეს კურთხევით, ეს ტრადიცია უკვე წლებია არსებობს, მამა დავითი კი წელიწადია ასრულებს ამ მისიას.

- უკვე ერთი წელია, ასე ვნათლავ ბავშვებს. ვიდრე მე დავიწყებდი საავადმყოფოებში ნათლობის საიდუმლოს შესრულებას, აქ მამა ირაკლი (ჭინჭარაშვილი) მსახურობდა, მანამდე - კიდევ რამდენიმე მოძღვარი. მამა ირაკლი დღეს სამების საკათედრო ტაძარში აღასრულებს ღვთისმსახურებას. ვინაიდან დიდი მრევლი ჰყავდა, საავადმყოფოში სიარული უჭირდა და ამ საქმის გაგრძელება მე მთხოვა.

რა თქმა უნდა, რთულია ჩვილ ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეჩვევი ამას და ხვდები, რომ მოვალე ხარ, სულიერი ნათლობის ბეჭედი მისცე პატარებს. თანაც რაც უფრო რთულია ღვაწლი, მით უფრო დიდია ნუგეშისცემა და ჯილდო ღვთისგან, ხოლო სადაც ღმერთია, იქ ყველაფერი გიადვილდება. მადლობა უფალს, რომ ამის ღირსი გამხადა.

თავიდან ძალიან განვიცდიდი ჩვილის გარდაცვალებას. ვიცი, რომ მაცხოვარი გარდაცვლილ ყრმებთან ერთად არის, ასე რომ, თუ სულიერი თვალით შეხედავ ამ ყოველივეს, ისე მტკივნეული აღარ გეჩვენება, მაგრამ გულქვა უნდა იყო, პატარა ბავშვის გაჭირვებამ არ შეგძრას...

ნათლობას დიდი ძალა აქვს. მისი მადლით თავისუფლდება და განიწმინდება ჩვილი პირველქმნილი ცოდვისგან, რომელიც ყველა ჩვენგანს დედის მუცლიდან დაჰყვება.

უმეტესად ექიმები, ექთნები ნათლავენ ბავშვებს - ღმერთი ამას იწირავს, მერე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, მღვდელი მირონცხებით განასრულებს ნათლობის საიდუმლოს.

- ნათლობის შემდეგ ბევრი ბავშვი მომჯობინებულა?

- მოვნათლეთ ჩვილი, რომელიც აპარატზე იყო შეერთებული, დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა. ნათლობის შემდეგ მისი მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. ერთხელ შვიდგზის ზეთისცხება ჩავუტარე ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს. ზეთის ცხების შემდეგ იგი გამოკეთდა. შესაძლოა, ასეთი ავადმყოფი განწირული იყოს, მაგრამ ისიც ხომ საქმეა, რომ ზეთის ცხებამ და ზიარებამ სიცოცხლე გაუხანგრძლივა... მამამისმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და ახლა ჩვენს ტაძარში დადის.

მინდა, კიდევ ერთი ამბავი გავიხსენო. 18 წლის გოგონა, რომელიც გულის მანკით იყო ავად და სიკვდილის პირას გახლდათ, ორჯერ ვაზიარე და სკვნილი ვაჩუქე. მშობლებს ის ოპერაციის შემდეგაც დაჰყავდათ საავადმყოფოში, ბოლოს ძალიან მძიმედ გახდა და გარდაიცვალა. თურმე ნაჩუქარი სკვნილი სიკვდილამდე არ მოუშორებია მაჯიდან...

- ასეთ მძიმე განსაცდელს უფალი მშობლების ცოდვების გამო უშვებს?

- ღმერთი არ მოჰკითხავს შვილებს მშობლების ცოდვას. მწუხარება, განსაცდელი თანამდევია ადამიანის ცხოვრებისა. ეს არის ჯვარი, რომელიც ღირსეულად უნდა ვატაროთ.

- როგორ ხვდებიან მშობლები თქვენს წინადადებას, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ბავშვის მონათვლას ურჩევთ?

- თინიკო ციციშვილი თითქმის ათი წელია ემსახურება ამ საქმეს - დადის საავადმყოფოებში და ოჯახის წევრებს ესაუბრება, შემდეგ კი მე მეხმიანება. ზოგჯერ მშობლები თავს იკავებენ, რაც მათი მცირედმორწმუნეობის ბრალი მგონია. დიდი სულიერი სიმამაცეა საჭირო, რათა ყოველივე ფხიზელი თვალით შეაფასო და ბავშვს სულიერი საზრდო მიანიჭო. მადლობა ღმერთს, ზოგი სიხარულით გვთანხმდება ბავშვის მონათვლაზე.

- ნათლობის ჩატარება უმეტესად ღამით გიწევთ. არ არის ეს რთული, დამღლელი?

- "კატასტროფა" - ასე ჰქვია სასწრაფო დახმარებას, რომელსაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები საავადმყოფოში მოჰყავს... ბუნებრივია, ძნელია ასე გვიან ნათლობის საიდუმლოს აღსრულება, მაგრამ როცა ბავშვს უჭირს, ჩემი შეწუხება რა მოსატანია! დღეში ზოგჯერ ხუთი და მეტი ყრმაც მომინათლავს. პავლე მოციქული ამბობს: "მარადჟამს ილოცევდით"; "მარადჟამს მღვიძარენი იყავით და ილოცეთ", - ბრძანებს მაცხოვარი... იოანე კრონშტადტელის თქმით კი, მუდამ მადლიერი უნდა იყო, რომ ღმერთმა ამის აღმსრულებლად შენ აგირჩია. ცხადია, იღლება მოძღვარი, მაგრამ ყველაფერი სიმშვიდით და მორჩილებით უნდა მიიღოს.

- ცოტა რამ თქვენს შესახებაც გვიამბეთ...

- სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე და ჩემს სახლთან ახლოს, მიხეილ ტვერელის ტაძარში, მედავითნეობა დავიწყე. შევეჩვიე ეკლესიურ ცხოვრებას, შევიგრძენი სულიერი სიმშვიდე და საბოლოოდ ავირჩიე სასულიერო გზა. ეკლესიის წინამძღვარი იყო მამა ზურაბი (ანთაძე), რომელიც ჩემი სულიერი მოძღვარი გახდა.

როგორც მოსიყვარულე მამა შვილებზე, ასევე ზრუნავს ღმერთი ყველა ჩვენგანზე - უშვებს განსაცდელს, ავადმყოფობას, რის შემდეგაც გამოიკვეთება მომავალი ცხოვრების გზა. ღმერთმა მეც მომივლინა განსაცდელი... სწორედ ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ დავუახლოვდი ეკლესიას - მივხვდი, რომ მკურნალი ღმერთია.

სანამ მღვდელმსახურად მაკურთხებდნენ, ოჯახი შევქმენი. მყავს მეუღლე, ირინე კაკაურიძე, და ორი ვაჟი - ლაზარე და ცოტნე. ერთი წლის შემდეგ მღვდლად დამასხეს ხელი. სასულიერო სემინარია 2001 წელს დავამთავრე. მე და მეუფე პეტრე ჯგუფელები ვიყავით. მაშინ მორჩილი იყო, სამორჩილე კაბა ეცვა. მახსოვს, იტყოდა ხოლმე, ოცდამეერთე საუკუნეში პირველი სემინარიადამთავრებულები ჩვენ ვართო.

სამების დიდ ტაძარში მღვდლად კურთხევის შემდეგ პატრიარქმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში განმაწესა მეორე მღვდლად. ჯერ კიდევ დიაკვნად კურთხევისას მითხრა, ყველას უნდა გარდაემატო თავმდაბლობასა და მორჩილებაშიო და მეც ვცდილობ, შევასრულო პატრიარქის კურთხევა. როგორ გამომდის, ეს ღმერთმა იცის.

საუბრის დასასრულს მინდა ვთხოვო მშობლებს, იყვნენ მუდამ მღვიძარენი და შვილებს მიანიჭონ უპირველესი, მონათლონ ისინი; ღმერთი უთუოდ მიაგებს მათ ამ მღვიძარების საზღაურს. ექიმებსაც ვთხოვ, მშობლებს ბავშვების მონათვლა ურჩიონ - ასეთ დროს მათი უფრო სჯერათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat