გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-კოვიდ 19- ის პანდემიამ მეტად გაორებული შეხედულება შექმნა საეკლესიო, რელიგიურ წრეებში. მსოფლიოში მოღვაწე, ბევრი იერარქი და სასულიერო პირი,არ იჯერებდა ამ რეალური ჭირის არსებობას. ზოგი აბობდა,რომ ეს ეშმაკის მანქანებაა და ტყუი,სტატისტიკა, სიკვდილიანობის, რომელსაც თავი მოუყარეს ერთ დიდ სოც სივრცეში და გამოააშკარავეს, რომ ხალხი დაეპანიკებინათ და ასე შემდეგ,თუმცა ჭირმა თავი ვერ დამალა და ეს პანდემია, რეალური აღმოჩნდა.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრიმ, როგორც კი ეს ჭირიანობა დაიწყო, მაშინვე პრევენციულ ზომებს მიმართა და დავემორჩილეთ სახელმწიფო რეგულაციებს, რაც, რა თქმა უნდა აუცილებელი პირობა იყო და ასეც უნდა მოქცეულიყო, ჭეშმარიტი მწყემსი. ყველა ასე არ მოქცეულა. მრავალი სასულიერო პირი განსჯიდა იმ პროგრესულ ქმედებებს, რომელსაც ჭეშმარიტად მოაზროვნე და ღვთისმოსასვი ეპირკოპოსები და სასულიერო პირები აღასრულებდნენ. ამბიონებიდან არაერთ შეურაცხისმყოფელ მოსაზრებას ვისმენდით: -ეკლესიის სივრცის დეზინფექცია ან პირბადით მსახურება, ქრისტეს შეურაცხყოფაა და ურწმუნეოება.. .და ასე შემდეგ.
თუმცა რეალობა არის მძაფრი და ყველა საკითხს ეკლესიამ უნდა შეხედოს სიყვარულითა და პატივისცემით. სიყვარულია გზა გადარჩენისა. ამიტომ ფანატიზმი ხშირად ადამიანებს ერევათ რწმენაში, რომელიც მეტად მძიმედ აისახება, იმ სულიერად მონდომებულ საზოგადოებაში, რომელთაც უმწიფრობაც მწიფე ჰგონიათ. მათ აქვთ სულიერი მუხტი, მაგრამ არა აქვთ ხედვა,რომელსაც ქრისტეს თვალებით დანახული სამყარო ჰქვია.
ამიტომ ხშირად შეიძლება უნებლიედ და გაუთვიცნობიერებლად გავხდეთ ვირუსის გადამცემები, რადგანაც არ გვჯერა, არ ვიკეთებთ პირბადეს, არ გვინდა დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს, რომლებსაც ინფექციონისტები და სპეციალისტები გვთავაზობენ. ჩვენ,ხომ ყველაფერი არ ვიცით?!
ახლახან საქართველოს ეკლესიას გამოაკლდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე, ასევე რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებმაც ტანჯვით დაასრულეს სიცოცხლე. სერბეთს პატრიარქი და მიტროპოლიტები გარდაეცვალა, საბერძნეთსა და სხვა მართმადიდებლურ ქვეყნებში ძალიან ბევრი სასულიერო პირი და ერის ადამიანები დაიღუპნენ. გვმართებს, რომ ეკლესიოლოგია და ბუნება ქრისტიანისა სწორად წარმოვაჩინოთ.
იყო დრო, როცა ადამიანებს შიშის გამო ვერ მარხავდნენ და წვავდნენ, რადგანაც შავი ჭირის მძვივნვარობის პერიოდში ძალიან რთული აღმოჩნდა ადამიანების გადარჩენა. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ მაშინ მეცხრამეტე საუკუნეში, მედიცინა არ იყო ისეთ დონეზე, რომ მსგავსი პანდემია შეეჩერებიათ. დღეს არის უძლური სამედიცინო სივრცე, მიუხედავად დიდი წინსვლისა და ვაქცინების ეპოქაში. მაინც მართვადია ეს დაავადება,მთავარია, ადამიანებმა შევიგნოთ, რომ დავემორჩილოთ ექიმებსა და სპეციალისტებს, ვატაროთ პირბადე და მოვერიდოთ ქეიფებსა და დიდ შეკრებებს. განა ბავშვები, მაინც არ გვეცოდება?! ჩვენი დაუდევრობისა და რეგულაციების დაუცველობის გამო ისინი კომპიუტერზე არიან მიჯაჭვულნი, რომ სკოლის გაკვეთილებს მოუსმინონ. ვირუსი ვრცელდება ადამიანისაგან, ამიტომაც თუ ჩვენ დავიცავთ სტანდარტებს იგი შეჩერდბა და უკან დაიხევს, ამასობაში მოგვისწრებს ვაქცინაცია და პანდემიაც დასრულდება.
ეკლესია მაშინ ასრულებს თავის მოვალეობას, როცა სულიერად არწყულებს ადამიანებს. ამას თანამედროვე ენაზე სულიერი თერაპია ჰქვია. ამიტომ ვაქცინაციისა და მედიცინის წარმატების დემონიზაცია არ არის ეკლესიური აზრი და ქადაგებების დროს, ვგონებ უნდა მოვერიდოთ მსგავს განცხადებებს, რათა ადამიანები არ შევაშინოთ და დავაპანიკოთ. დამრიგებლური ტონით არ ვსაუბრობ, რადგანაც ეს ხლხის და პირადად ჩემი გულის ტკივილია.
ვცდილობ გავახმოვანო და ვთქვა, რომ ეკლესიაში უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, რადგანაც ეკლესია არის ზღუდე და ჭეშმარიტება ქრისტესი, დედა ჩვენი მშობელი და მაცხოვნებელი. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულდ უნდა ვიყოთ ინტეგრირებული თანამედროვე სზოგადოებასთან, რომ არ მოხდეს განრიდება ძირითადი საზოგადოების ნაწილისაგან. ეკლესია ყოველთვის უსმენს შეცდომილს დ ცდილობს, შეაგონოს. ეკლესია, ყოველთვი იღებს დაცემულს, რადგანაც ეს მისი მოვალეობაა და როგორც არავის და არასდროს მას ძალუძს ჭეშმარიტად და საფუძვლიანად განკურნოს იგი.
კაცობრიობა გადაარჩინა ვაქცინაციამ.. ერეკლე მეფემ როცა პირველი ვაქცინა საკუთარ შვილს გაუკეთა გახდა სამაგალითო ქართველებისთვის. ჩვენ გვჭირდება ფიზიკური გადარჩენა... გადავრჩეთ სულიერად და შევძლოთ ღვთისმსახურება.
დღეს უამრავი ჩემი სულიერი შვილი იტანჯება ამ სენით. განსაკუთრებული ის, რომ ეს დაავადება ნერვულ სისტემასაც ძალიან აზიამეს, ამიტომ ახლა, როგორც არასდროს გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა, გაფრთხილება და ქრისტეს შობა ერთად ვიდღესასწაულოთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი