დაცემა
დაცემა
ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარი თავის დამარცხებაა
ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს. ჩვენს დროში მან უფრო დახვეწა მანქანება და სიკეთისა და ბოროტების გარჩევა უფრო გაჭირდა. კაცობრიობის მტერი გამუდმებით ცდილობს, ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილად წარმოაჩინოს. იგი, ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად, ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას სთავაზობს ადამიანს, იმედის ნაცვლად - სასოწარკვეთილებას ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ - უსიყვარულობას ან მოჩვენებით სიყვარულს, და ეს ყველაფერი ისეა შენიღბული, რომ შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია.

ეკლესიური ცხოვრება გულისხმობს იმ ცდუნებათა გადალახვასა და წინააღდგომას, რომელიც მომდინარეობს კაცთა მოდგმის მტრისგან, ამ მაცდური წუთისოფლიდან და საკუთარი დაცემული ბუნებიდან... წმინდა მამათა მიხედვით, ყველას უნდა გვეშინოდეს თუნდაც წუთიერი დაუდევრობისა ცხონების საქმეში. ერთ წუთს შეუძლია, ადამიანი მართლიდან ცოდვილად აქციოს. ადამი დაეცა, სოლომონმა ღმერთი დაივიწყა, წმინდა მოციქულმა ღმერთი უარყო. თუ პატარა ქარისაგან კედრის ხეები იმუსრება, განა სუსტი ტოტები წინააღმდეგობას შეძლებენ? როგორ აღვუდგეთ წინ ამქვეყნიურ დაბრკოლებებს, როგორ ვებრძოლოთ და რა საშუალებებით? როგორ ვისწავლოთ დაცემის შემდეგ აღდგომა? - ამ საკითხებზე ვეცადოთ პასუხის გაცემას.

გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

- რატომ მოხდა ადამის დაცემა და გამოძევება სამოთხიდან, ანუ ზეციური წიაღიდან?

- ჯერ შევეხოთ იმას, თუ რატომ მოხდა დაცემა ანგელოზისა და შემდეგ - ადამისა და ევასი. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სასულიერო პირები და მრევლიც ერთმანეთს ადარებენ ანგელოზისა და ადამიანის დაცემას და ამბობენ, თითქოს სასუფეველში და დედამიწაზე მსგავსი დაცემა აღესრულა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ანგელოზის დაცემასა და ადამიანის დაცემას შორის არსებობს სერიოზული განსხვავება. ანგელოზის დაცემას ხელს არ უწყობდა არანაირი გარეშე მოვლენები.

ანგელოზი დაეცა საკუთარი არასწორი ქმედებით, გნებავთ, საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულებით, პატივმოყვარეობით ანუ ამპარტავნების ცოდვით. და აი, ამის გამო გამოძევდა სამოთხიდან. მას დაცემაში არავინ დახმარებია, იგი დაეცა საკუთარ თავში. მეორე საუკუნის დიდი მამა, ორიგენე, ამბობდა, რომ სასუფევლის ნეტარება მოსწყინდა დაცემულ ანგელოზს, სატანას და იგი ამიტომ გამოაძევა ღმერთმა სამოთხიდან. ორიგენემ შემოიღო ძველი ბერძნული ტერმინი "კოროსი", რაც ნიშნავს მოყირჭებას. ეკლესიის მამები კი წინ აღუდგნენ არასწორ სწავლებას და თქვეს, რომ სასუფევლის ნეტარება არის მოუყირჭებელი ანუ "აკორისტოს" - ეს არის მოუყირჭებელი ნეტარება და არ შეიძლება, რომ სასუფევლის ნეტარება მოსწყენოდა ანგელოზს და ამიტომ დაცემულიყო, ანუ მას არანაირი გარე ქმედება არ ჰქონია. იგი დაეცა საკუთარ თავში. ადამი კი ეცემა საკუთარ თავში ევას დახმარებით, გველის ანუ ეშმაკის ზეგავლენით და, ასე ვთქვათ, გარკვეული შეცდენით. ანუ იმის თქმა, რომ დედამიწაზე იგივე დაცემა მოხდა, რაც სასუფეველში, არ იქნება სწორი, კარგი და მართებული შედარება. ადამიანი ეცემა ჯერ გარე, ასე ვთქვათ, გარკვეული არაწმინდა ძალების ზეგავლენით და შემდგომში თავისი საკუთარი ნების არასწორი გამოყენებით. ძალიან ხშირად თანამედროვე ადამიანებს, ქრისტიანებს გვიყვარს ხოლმე გადაბრალება, როგორც ადამმა გადააბრალა ევას და შემდგომ კი ევამ - ეშმაკს. ეს ექსკურსი იმიტომ გავაკეთე, რომ კარგად გვესმოდეს, როგორ მოხდა დაცემა ზეცაში და სამოთხეში... და ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ადამის დაცემა დედამიწაზე არ არის ერთჯერადი აქტი. ანგელოზებში დაცემა აღარ მეორდება, რადგან ისინი იმდენად განმტკიცებულნი არიან უფალში, რომ ყოველწამს ადიდებენ მას, როგორც ესაიას წინასწარმეტყველებაში წერია და ასევე იოანეს გამოცხადებაში: "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ!" ხოლო ადამიანების დაცემა, სამწუხაროდ, ყოველწამს გრძელდება, რამეთუ ადამიანი არის მერყევი, ცვალებადი, არასრული არსება და იგი ძალიან ხშირად თავისი, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესით არის დაცემულ მდგომარეობაში. დაცემული ანგელოზის ცხოვრება უფრო და უფრო დაცემისკენ მიემართება, სამწუხაროდ, ადამიანი ბაძავს არა კეთილგონიერ ანგელოზს, რომელიც აღარ ეცემა და განმტკიცებულია უფალში, არამედ სწორედ დაცემულ ანგელოზს, რომელიც ყოველ წამს ცდილობს უფრო დაცემული გახდეს და განეშოროს უფალს. თუ კარგად გადავავლებთ თვალს ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ადამიანები, რომლებიც მოდიან ეკლესიაში, პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ძალიან ძნელია მარხვის შენახვა, მცნებების დაცვა, ფაქტობრივად, ისინი აღიარებენ თავიანთ უძლურებას და აცხადებენ, რომ მათთვის შეუძლებელია იმ ელემენტარული ქრისტიანული სათნოებების აღსრულება, რასაც ეკლესია ქადაგებს. ეს ნიშნავს, რომ ისინი დაბრკოლებულნი არიან უფალთან ურთიერთობაში და არ იციან ავ-კარგის გარჩევა. დასანანია, უმრავლესობამ არ იცის, რომ ღვთის შვილია. ღვთის შვილობადაკარგულებს ურჩევნიათ, თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ. მიბაძონ არაწმინდა სულს და არა ღმერთს. ღმერთი გვაძლევს მცნებებს, ნეტარებებს და სხვა უამრავ საეკლესიო სწავლებას. ზოგიერთი კი გარბის აქედან და ცდილობს, იცხოვროს საკუთარი და, ასე ვთქვათ, ეშმაკის ნებით, რაც არის წარმწყმედელი და დამღუპველი. ის უამრავ რამეს მოიგონებს, ოღონდ არ აღასრულოს უფლის ნება და საეკლესიო სწავლება, არ იაროს ეკლესიაში, არ თქვას აღსარება, არ ეზიაროს და აცხადებს, რომ არ აქვს დრო, არ აქვს სურვილი, ხელს უშლის გარემოებები და ა.შ.

- როგორია ეკლესიის როლი დაცემულის აღდგინების საქმეში?

- მაშინ, როცა ადამიანზე აღესრულება გარკვეული, უფლისგან დაშვებული, განსაცდელი, მერე კი, მადლობა ღმერთს, ადამიანი მოდის ეკლესიაში და ნახულობს დროს, იყოს უფალთან, აღასრულოს მცნებები და კარგი მლოცველი, აღმსარებელ-მაზიარებელი ხდება. სანამ აქამდე მივა ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენი დაცემული ბუნება გამოიღვიძებს უფლის განსაცდელებით, მანამდე სასურველი იქნებოდა, თუკი კარგად ჩამოვაყალიბებდით მიზეზს: რატომ ეცემა ადამიანი?! უპირველესად, მინდა ყველა ადამიანმა, ყველა ქრისტიანმა გაითვალისწინოს და კარგად დაიმახსოვროს, რომ ადამ და ევასავით ნუ გადავაბრალებთ ჩვენს დაცემას სხვას; ვაღიაროთ, რომ დაცემა და დაბრკოლება მოდის, უწინარესად, საკუთარი ბუნებიდან. ამის შესახებ შესანიშნავად ბრძანებს შუა საუკუნეების საეკლესიო მამა წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: მთელი მსოფლიო და კაცობრიობა ხიბლის მდგომარეობაშია! ანუ ყველა ადამიანი არის, გარკვეულწილად, დაბრკოლებული, დაზიანებულია თვით ადამიანის ბუნება და იგი საჭიროებს აღორძინებასა და განკურნებას. აი, ამის გამო მოვიდა ქრისტე, რომელმაც გაგვიხსნა კარიბჭე სასუფევლისა, იგი კი არის "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება". ქრისტესთან ერთად ჩვენთვის ყველა დაბრკოლება გადაილახება. მაგრამ თუ ადამიანი მარტოა და, ასე ვთქვათ, არ სჭირდება უფალთან ურთიერთობა, ბუნებრივია, დაბრკოლდება, საკუთარი დაცემული ბუნებით, ეშმაკის ზეგავლენით და საზოგადოებიდან მომდინარე ყოველგვარი უკეთურებით, რაც ასე ნათლად არის წარმოდგენილი დღევანდელ საზოგადოებაში.

- რა საშუალებები გვეხმარება წამოდგომაში?

- მაცხოვარი გვასწავლის იმ ოთხი საფეხურის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი დაბრუნდეს ზეციურ იერუსალიმში ანუ სასუფეველში. "ვისაც სურს, რომ შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე". ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა, თუკი სურს, რომ მივიდეს უფალთან, უპირველესად, უნდა უარყოს საკუთარი დაცემული ბუნება, ანუ ის მთავარი დაბრკოლება, რაც მას საკუთარ თავში აქვს. ბიბლიიდან მოგეხსენებათ, რომ როდესაც უფალმა წარღვნა მოუვლინა კაცობრიობას და კიდობნიდან გამოვიდა ნოე, მან ნიშნად მიიღო ცისარტყელა და უფლისგან სიტყვები, რომ წარღვნა აღარ მოხდებოდა წყლით. ადამიანის ბუნება დაბადებიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფვის. როგორც კი იშვება იგი, სამწუხაროდ, იმთავითვე მემკვიდრეობით იღებს დაცემულ, დაზიანებულ ბუნებას და ამიტომაც ინათლება ბავშვი ეკლესიური სწავლებით, ჩვილობაშივე, რათა განთავისუფლდეს იმ მემკვიდრეობითი ცოდვისგან და ეს გარკვეული, ცოდვისმიერი, ზეგავლენა პატარაობიდანვე აღმოიფხვრას. ჩვენ გვიყვარს ხოლმე თქმა პატარა ბავშვზე, როგორ გაეშმაკდა, როგორი ეშმაკიაო, როდესაც ვატყობთ, რომ პატარა გარემოდან იღებს მრავალ დაბრკოლებას. შევთანხმდეთ, რომ პირველი დაბრკოლება ადამიანში მომდინარეობს საკუთარივე დაზიანებული, დაცემული ბუნებიდან. სასურველია, ყველამ იცოდეს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება. ადამიანმა, თუკი სურს ცოდვაზე, ბოროტებაზე, უკეთურ მდგომარეობაზე გამარჯვება, როგორც მაცხოვარი გვასწავლის, უნდა უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი და შეუდგეს უფალს. ეს არის უხილავი ბრძოლის ყველაზე მთავარი სტრატეგია. ვინც უარყო საკუთარი თავი და შეუდგა უფალს - ასეთი რჩეულები იყვნენ მეუდაბნოე მამები, რომლებიც მოღვაწეობდნენ უდაბნოში. ისინი გავიდნენ ამ სოფლიდან და მოიძულეს ეს სოფელი უფლის სიყვარულით. მათ კი არ სძულდათ ხილული სამყარო და ქვეყნიერება, არამედ, სძულდათ ბოროტება, დაზიანებული, დაცემული ბუნება. ისინი გაურბოდნენ მაცდური წუთისოფლის ხვანჯებს; გაურბოდნენ თავიანთი ცხოვრების წესით, საკუთარი თავის უარყოფით, ხორცის გვემით, აღსარებით, ზიარებით, უფალთან ურთიერთობით და ა. შ. თუკი მათ ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ: ამ დიდ მამებს აღუდგებოდა მთელი დაცემული ქვეყნიერება, ცოდვას დამონებული საზოგადოება. ახლაც ზოგჯერ რომელიმე სასულიერო პირს მავანნი ცილს სწამებენ. კი არ იტყვიან, რომ ეს ადამიანი გავიდა ამ სოფლიდან უფლის სიყვარულის გამო, არამედ ათასნაირ შეთითხნილ ცილისწამებას და ჭორებს დაუყრიან. ესეც ეშმაკისგან არის. უნდა ვიცოდეთ: როდესაც საკუთარი თავის უარყოფის შემდეგ ვიწყებთ უფალთან ურთიერთობას, თვით ბოროტება აღდგება ჩვენს წინააღმდეგ და ეს არის მეორე, ასე ვთქვათ, გარკვეული ბოროტი ზეგავლენა ადამიანზე, რომლის საფიქრალი უფალთან მისვლაა. ეშმაკისა და საკუთარი თავის წინააღმდეგობის გარდა, დაბრკოლების სახით ადამიანს წინაღუდგება ხოლმე ის ცოდვა-განსაცდელები და საცდურები, რომლებიც მოდის საზოგადოებიდან, იგივე ოჯახის წევრებიდან, ნათესავებიდან, ახლობლებიდან, ხალხიდან, ვისთანაც გვიწევს ურთიერთობა. აი, ამიტომ ბრძანებს იესო ქრისტე, რომ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, გიყვარდეს უფალი, როგორც შენი მამა, სიცოცხლის მომცემელი. და ვინც უარყო საკუთარი თავი და ვინც უარყო ბოროტება, ეს სოფელი, ისინი დღეს სასუფეველში არიან. მაგრამ ვერავინ ცხონდება, თუკი ვერ გადალახავს საკუთარი თავიდან, ეშმაკიდან და საზოგადოებიდან მომდინარე დაბრკოლებას.

- აღდგომა - ცხონების დასაწყისი.

- მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება არის ასპარეზი, სამოთხიდან გამოძევების ადგილი, სადაც ადამიანი უნდა ეპაექრებოდეს ჯერ საკუთარ თავს, მერე დაცემულ სულს, საზოგადოებას და მხოლოდ ამ დაბრკოლებებზე გამარჯვების შედეგად დაბრუნდება იგი ზეციურ სასუფეველში... ამას ეკლესიურ ენაზე ცხონება ჰქვია...

სხვაგვარად ადამიანი ვერ ცხონდება. სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან ხშირად გვიყვარს საუბარი სლოგანებით, რაღაც გარკვეული ფრაზებით - ჩვენ ყველანი ვცხონდებით, ივერია გაბრწყინდება, გადავრჩებით, მაგრამ ვერ გაბრწყინდება ვერც ივერია და ვერც ჩვენი დაცემული ბუნება, თუკი ამქვეყნიურ დაბკოლებებს ვერ გადავლახავთ. უჩვენოდ არაფერი მოხდება. უნდა ვიცოდეთ, რომ დაბრკოლებები გადაილახება მხოლოდ ლოცვით, მხოლოდ მარხვით, შრომით, საკუთარი თავის უარყოფითა და ეშმაკთან შერკინებით, რაღა თქმა უნდა, უფლის დახმარებით. ნახეთ, როგორ წერია ძველ აღთქმაში, დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმაკს და ის გაიქცევა. პავლე მოციქული ამბობს, - მბრდღვინავი ლომივით დადის ეშმაკი და დაეძებს ვინმეს ჩასაყლაპად. თუკი იცი, რომ შენი მოწინააღმდეგე არის მბრდღვინავი ლომი და შენივე მოწინააღმდეგეა საკუთარი თავიც და ეს საზოგადოებაც, არ შეგფერის, იყო მოლხენით და შენთვის განკუთვნილი სიცოცხლე გაატარო დროსტარებაში, როგორც ბევრი თანამედროვე ქრისტიანი იქცევა და დროს ატარებს, ასე ვთქვათ, მცონარებაში, უდებებასა და გახრწნილებაში. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ წუთისოფელში მოკლე ჟამი მოგვეცა იმიტომ, რომ ეს დაბრკოლებები გადავლახოთ და ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ. შემთხვევით როდი მოვიყვანე ასამაღლებელი, რომლითაც იწყება ღვთისმსახურება. ადამიანს, მთელი წირვის განმავლობაში, უნდა ახსოვდეს, რომ ღვთისმსახურება: მწუხრი, ცისკარი და ა. შ., იმიტომ შედგა, დაიწერა, გადმოიცა და იმიტომ აღესრულება, რომ ეს არის გარკვეული სიმბოლო, ეკლესიით გადმოცემული სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა თავისი ცხოვრება, რომ ბოლოს გახდეს სასუფევლის მკვიდრი, უკვე ღვთის წყალობით და საკუთარი ცხოვრების წესით. ეს არის სწორედ სინერგია. ეკლესიური ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანი უნდა გახდეს ის უძღები შვილი, რომელიც დაბრუნდა მამის წიაღში.

- დაცემის შემთხვევაში რატომ არ გვმართებს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა?

წმინდა იოსებ ათონელი (ისიქასტი): მდაბალი ათასჯერაც რომ დაეცეს, ისევ დგება, და დაცემა გამარჯვებად შეერაცხება. ამაყი კი ცოდვაში ჩავარდნისთანავე სასოწარკვეთილებას ეძლევა, და გასასტიკებულს აღარ სურს წამოდგომა. სასოწარკვეთა სასიკვდილო ცოდვაა და სატანას ყველაზე მეტად ახარებს. მაგრამ აღსარებით იგი მყის განქარდება.

- თუკი მესტუმრება ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც შევიტყობ, რომ ცოდვითაა დაცემული, უხალისოდ ვუღებ კარს. გამართლებულია თუ არა ჩემი საქციელი?

წმინდა პიმენი დიდი:
დაცემულს ორმაგად უფრო კეთილად მოექეცი, რადგანაც იგი სნეულია.

- დაცემის საწინააღმდეგო სათნოებაა - სიმდაბლე...

წმინდა პიმენი დიდი:
რატომაა, რომ რაც უფრო იზრდება ხე, მით ღრმად იდგამს ფესვებს მიწაში? იგი სიმაღლეში ზრდით მდაბლდება, თავმდაბლობით კი ამაღლდება. ასევე უნდა მოიქცე შენც, ქრისტიანო! თუ ვინმეს აღემატები გონებრივი ან ზნეობრივი, ბუნებრივი თუ მადლისმიერი, გარეგნული თუ შინაგანი უპირატესობებით, მით უმეტეს, ყველგან და ყოველთვის თავი დაიმდაბლე. თავმდაბლობის ღრმა ფესვების გარეშე ვერასოდეს იქნები დაცული დაცემისაგან.

- როგორ არის შესაძლებელი სხვათა დაცემის მაგალითებით გაკვეთილის სწავლა?

წმინდა პაისი მთაწმინდელი:
კეთილმოღვაწე ადამიანები თანამოძმეთა დაცემისგანაც სარგებელს იღებენ: ასეთ შემთხვევებს იყენებენ, როგორც საიმედო მუხრუჭებს, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ და ფერდობზე არ გადაიჩეხონ. მზაკვრები კი, სამწუხაროდ, სხვისი სათნოებიდანაც ვერ იღებენ სარგებელს, რადგან ამ სათნოებებს თავიანთ ენაზე თარგმნიან თავიანთი მზაკვრული ლექსიკონით. ამის გამო გონება კაცისმკვლელის სიბნელით ებინდებათ და სულიერად აზიანებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

- სიკვდილის ხსოვნის როლი დაცემისგან თავის დაცვის საქმეში.

წმინდა ანტონი დიდი:
გონიერთ მართებთ განუწყვეტლივ იხსენებდნენ, რომ ამ ცხოვრებაში მცირედი და ხანმოკლე შრომის დათმენით სიკვდილის შემდეგ უდიდესი სიამითა და საუკუნო ლხენით ვიშვებთ ადამიანები. ამიტომ, ვინც ერკინება ვნებებს და სურს, რომ გვირგვინი მიიღოს ღვთისგან, თუ დაეცემა, ნუ აღმოჩნდება სულმოკლე, ნუ დაახანებს დაცემულობაში და სასოს ნუ წარუკვეთს თავის თავს, აღდგეს და კვლავ იბრძოლოს, კვლავ იზრუნოს გვირგვინისათვის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, შემთხვეული დაცემისგან წამომართულმა, რადგან სხეულებრივი ჯაფა სათნოებათა საჭურველია და იგი მაცხოვნებელი ხდება სულისთვის.

- შეუძლია თუ არა ადამიანს დაცემის შემდეგ კვლავ აღდგეს სინანულით?

წმინდა სერაფიმ საროველი:
შეუძლია, რადგან ფსალმუნი იტყვის: "მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ხელი აღმიპყრა მე" (ფსალ. 117, 13). როდესაც ნათან წინასწარმეტყველმა ცოდვებში ამხილა დავითი, სინანულში მყოფმა მაშინვე მიიღო შეწყალება: "მონანულმა ჰრქუა დავით ნათანს: ვცოდე უფლისა მიმართ; და ჰრქუა ნათან დავითს: და უფალმან აღიღო ცოდვა შენი შენგან, არა მოჰკუდე" (II მეფეთა 12, 13). ასეთივე მაგალითს გვაძლევს ამბავი ერთი მეუდაბნოისა - წყლის მოსატანად წასული, წყაროსთან ცოდვით დაეცა, მაგრამ სენაკში დაბრუნებისას უმალ შეინანა დაცემა და იმ ჟამიდან კვლავ შეუდგა უწინდელ მოღვაწეობას. მტერი აცდუნებდა მას და თავისი ცოდვის სიმძიმეს უსახავდა, როგორც მოუნანიებელს. მაცდური ცდილობდა ღვაწლისაგან განერიდებინა იგი, მაგრამ ქრისტეს მხედარი არ დაბრკოლებულა თავის გზაზე. ერთ-ერთ ნეტარ მამას ღმერთმა ხილვით ამცნო ეს ამბავი და გამოუცხადა, რომ სათნო ეყო მას ცოდვით დაცემული ძმა მაცდურზე ასეთი გამარჯვებისათვის.

- დაბოლოს, ვის ხელეწიფება დაცემისგან თავის დაღწევა?

- ადამიანის დაბადება და ამქვეყნად მოვლინება უკვე არის დაცემის დასაწყისი. დაბადებისთანავე მას წინ აღუდგება მრავალი სამყაროული დაბრკოლება. მოგეხსენებათ, როდესაც ბაგაში იშვა კაცობრიობის მხსნელი, იესო ქრისტე, ბაგიდანვე იდევნებოდა ამ სოფლისგან. თუკი მაცხოვარს არ ინდობდა ეს სოფელი და ქვეყნის მხსნელს არ ჰქონდა ადგილი, რომ თავი მიედრიკა და საშუალება, ამ ქვეყანაზე მშვიდად ეცხოვრა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ვეყოლებით ეშმაკს!Dდა ვართ კიდეც დღეს საშინელ დაბრკოლებებსა და დაცემულ მდგომარეობაში. ალბათ, ყველა ხედავს, რომ ეს სოფელი გახვეულია ეშმაკის ბადეში. ეს ბადე, მოგეხსენებათ, იხილა წმინდა ანტონი დიდმა. დღევანდელი სამყარო ისეა დაბრკოლებული დამახინჯებული იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ ეშმაკს აღარც სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა ჩვენთვის მახეების დასაგებად, ისედაც საკმარისად ვართ გახლართულნი მათში ჩვენი ცოდვებით. შეკითხვაზე, თუ ვის ხელეწიფება თავის დახსნა ამ ბადეებისგან, ანტონი დიდს მოესმა უფლის პასუხი: მხოლოდ თავმდაბალი დააღწევს თავს ამ ბადეებს. და ეს იმიტომ, რომ იმ ერთი ცოდვის გამო გამოაძევა ღმერთმა სასუფევლიდან ანგელოზიც და ადამიანიც. ეს გახლდათ - ამპარტავნება, ქედმაღლობა და მისი წამალი არის მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბლობა. როგორ ღვაწლშიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მას თავმდაბლობა და მორჩილება არ ექნება, წარმოუდგენელია მისი ცხონება. მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს ძალუძს ამა სოფლის თავადის მიერ დაგებული ცოდვისმიერი ბარიერების, გარკვეულწილად, იმავე საზვერეების, გადალახვა. ეს ბარიერები ძალიან უხვად არის ჩვენში, ჩვენს ირგვლივ, როგორც ხილულად, ასევე უხილავად. უხილავი ბარიერი უფრო საშიშია, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანს დამახინჯებული სულიერება გააჩნია. ჰგონია, რომ ადიდებს ღმერთს და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ლუარსაბივით თავდაჯერებულია. სინამდვილეში კი სული ცოდვებით აქვს სავსე... ადამიანმა საკუთარი თავი არარაობად უნდა მიიჩნიოს. როგორც წმინდა მამები ყვედრიდნენ საკუთარ თავს... დავით მეფსალმუნის სიტყვებით: "მატლ ვარ და არა კაც". თუ ადამიანმა უფალთან მისვლა არ დაიწყო საკუთარი თავის უარყოფითა და დაცემის აღიარებით, მაშინ, ბუნებრივია, ვერ მიაღწევს გამარჯვებას. საკუთარი თავის მორევა ყველაზე დიდი გამარჯვებაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს. თუკი მოერევი საკუთარ თავს, შენსავე დაცემულ ბუნებას, გადალახავ კიდეც ყველა იმ ბარიერს, რომელიც წინ დაგიგო ეშმაკმა უფლისავე დაშვებით. ხშირად ადამიანები თავიანთ უძლურებას ეშმაკს აბრალებენ. ამბობენ, ეშმაკმა შემაცდინაო. მაგრამ ძალიან ხშირად, სანამ ეშმაკი შეგვაცდენდეს, მანამ უკვე საკმაოდ ვართ დაბრკოლებულნი საკუთარი ცრუ შეხედულებებით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვკითხოთ გამოცდილ ადამიანებს, რათა შეცდომა არ დავუშვათ. არიან ადამიანები, რომელნიც ფიქრობენ, რომ აღარ საჭიროებენ დამოძღვრას, იმიტომ, რომ საკმაო განათლება აქვთ საამისოდ მიღებული. ამ დროს ისინი ხიბლში ჩავარდნილნი არიან და თავიანთი ცრუ შეხედულებებით - დაბრკოლებულები. მათ თავი უკვე სასუფეველში დაუგულებიათ. ებრაელებსაც ეგონათ, რომ ღვთის რჩეულები და სასუფევლის ძენი იყვნენ. ჩვენც ხშირად ვფიქრობთ, რომ ქართველ ერს ნაკლები დაბრკოლება გვაქვს და ადვილად ვცხონდებით. სინამდვილეში ჩვენი ცხონება უფრო ძნელია, რადგან ჩვენ მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება. რადგანაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გვაქვს, ჩვენთან მაცხოვრის კვართი და ბევრი სიწმინდეა დავანებული, ნუ გვეგონება, რომ ამით ვცხონდებით მხოლოდ. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ თუკი დღეს ჩვენს ქვეყანაში რამე ისე არ ხდება, როგორც გვინდა, ეს არის, უპირველესად, ჩვენი ცოდვების, დაცემულობის, ცრუ შეხედულებების, არასწორი იდეოლოგიის ბრალი. 2000 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ნახავთ ისეთ კარგ ქრისტიანს, როგორიც გვინდა იყოს. გარეგნულად კი არიან თითქოს, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი არის ის, ვინც გადალახა ამა სოფლის ბარიერები და სხვასაც ეხმარება მათ გადალახვაში... ასეთები კი, სამწუხაროდ, ცოტანი არიან. ღმერთმა ინებოს, ვნახო ჩვენი ერი მართლა გახარებული, გაბრწყინებული, ბედნიერი; დაე, უფლის წყალობით გადაგველახოს ყველა ის ბარიერი, რაც ეშმაკმა, ამა სოფელმა, საკუთარმა დაცემულმა ბუნებამ აღგვიმართა. ეშმაკის ხლართებიდან უნდა დავიხსნათ თავი ლოცვით, მარხვით, უფლის მორჩილებით, რათა შევძლოთ დაბრუნება ზეციურ იერუსალიმში, ზეციურ საქართველოში. ეს არის მიზანთმიზანი, რომლის გარეშეც ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება იქნება უაზრო და უშედეგო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat