ღვთისა და მამულის სადიდებლად
ღვთისა და მამულის სადიდებლად
ჩვენი ისტორიული, ეროვნული არჩევანი
რა არის ქრისტიანისთვის სამშობლო - ადგილი, სადაც დაიბადა და გაიზარდა თუ უფრო მეტი? რა დამოკიდებულებაა ქრისტიანობასა და ეროვნულობას შორის; ასევე - სახელმწიფოსა და სამართალს შორის; სამშობლოს წინაშე რა მოვალეობა აკისრია ხელისუფალს, ინტელიგენციას და ხალხს - ამ თემებზე გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

მოქალაქე
მე ვარ მოქალაქე. სიტყვა "მოქალაქისა" და პოლიტიკოსისაც ფუძე პოლისი გახლავთ. მოქალაქე ვარ, ანუ პოლისის წევრი, ანუ პოლიტიკოსი, იმიტომ, რომ ადამიანი ვარ, ვცხოვრობ სოციუმში, არ ვარ განდეგილი, თუმცა ის განდეგილიც მთელ სამყაროზე ლოცულობს. მაგრამ, მეორე მხრივ, ვარ მღვდელი ქრისტესი. მე, რა თქმა უნდა, მაქვს რეაქცია როგორც მოქალაქეს, რადგან პოლისის წევრი ვარ, როგორც პოლიტიკოსს, და მაქვს რეაქცია, როგორც მღვდელს. ჩემში შეიძლება ბრძოლა დაიწყოს - მოქალაქემ, მოქალაქეობრივად ყვირილი მოინდომოს. და მე, როგორც მღვდელს, მჭირდება ენერგია ამ ყვირილის დასაოკებლად, აღვირის ამოსადებად, რათა ვისაუბრო მხოლოდ როგორც მღვდელმა. ჩემში დავთრგუნო, ამ შემთხვევაში, ეს მოქალაქეობა და პოლიტიკოსობა იმიტომ, რომ მღვდლობის სიმაღლიდან საუბარი სხვა საშუალებას მოგვცემს. ყოველთვის, როცა რაღაც მოვლენები ხდება ჩვენს სამშობლოში, განსაკუთრებით საინტერესოა სასულიერო პირების შეფასება. მაგრამ მხოლოდ მღვდლობის სიმაღლიდან საუბარი ყოველთვის მომგებიანი არ არის... შეიძლება გითხრან, - მოვლენებისადმი გულგრილი ხარ, არ იძლევი მკვეთრ შეფასებებსო და ა. შ. მაგრამ რა საჭიროა ადამიანს, რომელსაც, ამ შემთხვევაში, სურს სხვა პოზიციიდან ისაუბროს, მოსთხოვო უფრო მკვეთრი შეფასება, როცა ისედაც ყველამ ვიცით, ეს შეფასება როგორია. თავისთავად ცხადია, თუ რამე ცუდი ხდება, ვიცით, რომ ცუდია. მაგრამ გამოსავალი ეს არ არის. მთავარი ისაა, თუ რატომ ხდება ეს და როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. საშინელება ხდებაო, ამის თქმა იოლია. არც ისე ბრიყვები ვართ ქართველები, ვერ ვხვდებოდეთ, ვინ არიან დამნაშავეები, მაგრამ თითქოსდა ეს დამნაშავენი მარსელები არიან, ჩვენი ქვეყანა დაიპყრეს და გვაწამებენ. არადა, ჩვენი წიაღიდან გამოსული ადამიანები არიან. ეს იმას ჰგავს, კაცს ხურვება დაეწყოს, მერე ძირმაგარა გამოუვიდეს და განცვიფრებულმა იკითხოს, - საიდან გაჩნდი, შენ ჩემი მტერი ხარო. მაგრამ განა ძირმაგარაა შენი მტერი? შენ შობე ის! ეს ძირმაგარა ჩვენ ვშობეთ ჩვენი ეროვნული ორგანიზმით. ანუ კეთილი ვინებოთ და მიზეზები დავინახოთ. რაღაცას ვერ ვაკეთებთ ისე.

ეროვნული საკითხი და ქრისტიანული საკითხი
რთული თემაა საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც და უკიდურესობები ახასიათებს. სრული ნიჰილიზმია, რომ ქრისტეში არ არსებობს ეროვნულობა. ამ სიტყვების საფუძველია პავლე მოციქული. მაგრამ პავლეს ისიც უწერია, რომ "არა არს მამაკაცება და დედაკაცება". თუმცა ეს ყველაფერი სხვაგვარადაც განიმარტება. და მეორე, ასეთივე უკიდურესობა, თითქოს ქართველობას განსაკუთრებული სტატუსი აქვს ქრისტესთან. რადგან ქართველი ხარ, ამიტომ, თავისთავად, უკვე მაღალ საფეხურზე დგახარ. მესამეც შეიძლება არსებობდეს. ეს უკიდურესობა კი არა, დამახინჯებაა, როდესაც ქრისტიანობა გადაგვარდება იმ ნაციონალურ, ნახევრად წარმართულ ტრადიციებში, სადაც ქრისტესთვის ადგილი აღარ რჩება. ცოტა რთულია ამ ორი ღირებულების - წმინდა ქრისტიანული მოძღვრებისა და სამშობლოს ჯანსაღი სიყვარულის - სწორი შეთანხმება და შერიგება.

ერების წარმოშობა
ერების წარმოშობა ბიბლიაში ძალიან საინტერესოდ არის წარმოდგენილი. ღმერთი განსაკუთრებულად ერევა კაცობრიობის ისტორიაში და თვითონ ქმნის ერებს. ეს ცუდია თუ კარგი, ამისPპირდაპირ თქმა ძნელია - ერების შექმნა იყო სასჯელი კაცობრიობისათვის. სასჯელი იმისათვის კი არა, რომ ღმერთს უნდა გატკინოს, არამედ რათა განვსაჯოთ (ეტიმოლოგიურადაც სასჯელი განსჯას ნიშნავს, განსჯიდან გამომდინარეა). ჩვენ მუდამ უნდა განვსჯიდეთ, თუ რატომ ვართ ერებად დაყოფილნი.Bბიბლიიდან მოვიხმობ ამონარიდს: "ერთი პირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი". ადამიდან გამრავლებული კაენისა და სეითის მოდგმა აირია ერთმანეთში, ნოეს შემდგომ კი სემის, ქამის და იაფეტის შტოები გამრავლდა, საბოლოოდ მივიღეთ ერთ ენაზე მეტყველი ერი. ეს ბიბლიაში სახეობრივად, იგავურად არის აღწერილი, ამაში ძალიან ღრმა აზრი დევს: ეს სულისკვეთება მუდამ არსებობდა გარკვეულ ადამიანებში, რომელთაც მსოფლიო ბატონობა, მსოფლიო იმპერიების შექმნა სურდათ. ეს მისწრაფება დღესაც არსებობს გლობალიზაციის სახით. "უთხრეს ერთმანეთს (ერთ ენაზე მეტყველნი არიან): მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად - ფისი. თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი (ბაბილონის გოდოლზეა საუბარი) და ცას ვუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშან-სვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე". ცა სიმბოლურად ღვთის სამყოფია,Aანუ ღმერთს მივწვდეთ, ჩვენი ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო იყოს ეს გოდოლიო. აქ ადამიანის სიამაყე ჩანს. აქ ღმერთი ნახსენები არ არის. ცა, ანუ ღვთის სამყოფელი დავიპყროთ, ჩვენი ძლიერებით, შესაძლებლობებით, ერთობით განვმტკიცდეთ და გავძლიერდეთო. ბიბლიაში ხშირად შეგვხვდება - ღმერთი როგორ ფაქიზად ერევა, როგორ განაგებს წინასწარმეტყველთა პირით. "ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი". ეს ნიშნავს: ქრისტე არ განკაცებულა. ღმერთს რად უნდა ჩამოსვლა, ის ხომ ყველგანმყოფია?! მაგრამ აქ ღმერთის განსაკუთრებული ჩარევაა აქცენტირებული, აქ სახეობრივ მეტყველებასთან გვაქვს საქმე. ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ეს ადამიანები აშენებენ. "თქვა უფალმა: აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვს ყველას. რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებლად გააკეთებენ ყველაფერს, რასაც განიზრახავენ". რა უცნაური სიტყვებია. ჩვენ ვხედავთ, კაცობრიობამ მრავალგზის რა საქმეებიც განიზრახა და რა საშინელებებიც დაატრიალა. XX საუკუნის დასაწყისში ხალხს ეგონა, დადგებოდა ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში. ჰუმანიზმის იდეებით განმსჭვალულ ადამიანებს, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს, საღვთო სწავლებაზე უარი თქვეს და ადამიანი გააღმერთეს, ეგონათ, XX საუკუნის ადამიანი მშვიდობას ჩამოაგდებდა, ომები აღარ იქნებოდა... აი, სწორედ ჰუმანიზმით რომ იყვნენ განმსჭვალულნი, იმიტომ ეშლებოდათ, თორემ მორწმუნემ ძალიან კარგად იცის: ადამიანი ვერასოდეს შეძლებს დედამიწაზე სამოთხის დამყარებას, რადგან დაცემული ბუნების გამო მასში ბოროტებაა დაბუდებული. ძალიან კარგად ვიცით - XX საუკუნე იყო უსაშინლესი დრო: ომების, კატაკლიზმების... ახლა კაცობრიობას კვლავ მიეცა იმედი - XXI საუკუნეში ადამიანი მიხვდება ერთხელ და სამუდამოდ, სად არის სიმართლეო.Mმაგრამ ხომ ვიცით, რომ ადამიანი ვერაფერს მიხვდება. ჩვენს საკუთარ ტყავზე დღეს ხომ ვცდით ამას. უღმერთო ცხოველზე უარესია. ადამიანი აკეთებს იმას, რასაც განიზრახავს. საშინელებები განიზრახა ადამიანმა, რაც დაადასტურა კიდეც XX საუკუნემ და XXI საუკუნესაც მთლად კარგად ვერ ვიწყებთ. ღმერთი ამბობს: - აბა, ჩავალ და ენას ავურევ, რომ მათ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთსო. ამ ცუდ საქმეში გაფანტა ისინი ღმერთმა მთელი დედამიწის ზურგზე და მათ შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება. ანუ ამ დროს იქმნება სხვადასხვა ერი. მიუხედავად ჩვენი სხვადასხვა ეროვნული კუთვნილებისა, სულით ღვთის ქმნილებანი ვართ, ჭეშმარიტად და-ძმანი. მაგრამ სული ხორცის გარეშე არ არის. ჩემი სული ჩემს ხორცშია, შენი - შენს ხორცში. ყველა სხვადასხვა გენეტიკური კოდის მატარებელია და ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არსებობს ეროვნული ცნობიერება, კულტურა, ეროვნული ტრადიციები, სხვადასხვა ხასიათი, ნიშან-თვისება. ჩვენ აბსოლუტურად ვგავართ ნებისმიერი ერის ადამიანს, მაგრამ რაღაც საკუთარი, განსაკუთრებული გვაქვს, რაც ვლინდება გარეგნობაში, მიმიკაში, ჟესტიკულაციაში, გამოხედვაში... ჩვენი ინდივიდუალობა ჩანს ჩვენს კულტურაში, ენაში (იმიტომ, რომ ენა არათუ კულტურის ნაწილია, არამედ შეიძლება საფუძველიც კი იყოს კულტურისა), მუსიკაში, ხელოვნებაში, ტრადიციებში, უნარში - გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები. ეს ენითაც ხდება და სხვა რამითაც. ასევე, ჩვენს საერთო ეროვნულ არჩევანში.

ჩვენი ისტორიული, ეროვნული არჩევანი
დღეს შეიძლება ბევრი ცდილობს ჩვენს გადაგვარებას. ჩვენი ისტორიული ეროვნული არჩევანი იყო მართლმადიდებლობა. ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს დავდექით არჩევანის წინაშე: მაზდეანობა თუ ქრისტიანობა. შემდგომში იყო: კათოლიციზმი თუ მართლმადიდებლობა, მონოფიზიტობა, ისლამზე რომ არაფერი ვთქვათ. რა თქმა უნდა, ტერიტორიებს ვკარგავდით, ადამიანებს ვკარგავდით, მაგრამ ეროვნული სული, სრული თავგანწირვის ფასად, მაინც ინარჩუნებდა მართლმადიდებლობას. ილიას სიტყვებისა არ იყოს, "ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის". ჩვენს ერს აქვს ღვთისგან მოცემული ნიჭი, ცხადია, სხვა ერებსაც. ასე რომ, ერთი ერი მეორეზე არც მეტია და არც ნაკლები. ეგ არის - ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვაქვს, რომელიც სხვებზე უპირატესს არა, მაგრამ, ამავე დროს, უნიკალურს კი გვხდის. ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ. სამაგიეროდ, ჩვენ არ გვაქვს ის, რაც სხვებს აქვთ. აი, ამ ნიჭის გამოვლინების ერთ-ერთი მხარე არის ჩვენი არჩევანი - მართლმადიდებლობა. არჩევანი, იყო მართლმადებელი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაც პრივილეგია გაქვს. პირიქით, მართლმადიდებლობა რთულია, ვერ ჰგუობს მინარევებს ისევე, როგორც ოქრო... მართლმადიდებლობა ჩვენთვის ყოველთვის ძალიან დიდი სიმძიმე იყო. ინდივიდუალური, ბიოლოგიური არსებობის თვალსაზრისით, მართლმადიდებლობა არის ტვირთი თითოეული ადამიანისთვის, მთელი ერისთვის, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ და ვზიდეთ 2000 წელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ჩვენი უნიკალურობა, მთავარი ნიჭი. ჩემთვის საქართველო ისე სისხლხორცეულად უკავშირდება მართლმადიდებლობას, რომ მათი განცალკევება შეუძლებელია.

ქრისტიანობა და მამულიშვილობა
მახსენდება მოსე, რომელმაც თავი გადადო თავისი ერისათვის. როდესაც ღმერთი განურისხდება ისრაელ ერს და გადაწყვეტს მის მოსპობას, მოსეს ეუბნება, - შენგან აღმოვაცენებ ახალ ერსო. რა თქმა უნდა, აქაც სახეობრივ მეტყველებასთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავს იმ მომენტში ებრაელი ერის უკეთურობას, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ურწმუნოებას, უღირს საქციელს და ღვთის დამოკიდებულებას ამ უღირსობის მიმართ. ცხადია, რაიმეს რომ აშავებ, არღვევ, უგულებელყოფ ზნეობრივ კანონს, ამას სასჯელი, განსაცდელი მოჰყვება. მოსე ჩადგება ღმერთსა და ისრაელიანთა შორის და ისე გულმხურვალედ ლოცულობს, რომ ღმერთი ეუბნება, - შენი ლოცვა არ მაძლევს ამ ერის დასჯის საშუალებასო. ხედავთ, როგორ უყვარდა მოსეს თავისი ერი... მიუხედავად იმისა, რომ მოსეს მშობელი დედა ზრდიდა და აწოვებდა ძუძუს, საბოლოო ჯამში, ის მაინც ნაშვილები იყო, ფარაონის ასულმა იშვილა და ფარაონის კარზე იზრდებოდა, როგორც ფარაონის შვილი. ის თავის ერს არც იცნობდა. ფაქტობრივად, თავისი კულტურით, ცნობიერებით ეგვიპტელი დიდგვაროვანი იყო. მაგრამ ყველაფერი დათმო და სასიკვდილო საფრთხეში ჩაიგდო თავი იმის გამო, რომ ებრაელს გამოესარჩლა. აი, როგორ გამოვლინდა მისი სიყვარული ებრაელი ერისადმი. არადა, მთელი სიცოცხლე აწამებდნენ ებრაელები თავიანთი არასწორი ცხოვრებით, მაგრამ მაინც როგორ უყვარდა.

საქართველოში ქრისტიანობა და მამულიშვილობა, ვფიქრობ, სრულად თანხვდება. ზნეობა: ვერ იქნები უზნეო მამულიშვილი და უზნეო ქრისტიანი; ანგარება: ვერ იქნები ანგარებიანი მამულიშვილი. ასევე, ქრისტიანობა და ანგარება სრულიად გამორიცხავს ერთმანეთს. ეგოიზმი: ეგოისტი ყველა ვართ, მაგრამ თუ მართლა მამულიშვილი ხარ, ვერ იქნები ეგოისტი. ქრისტიანობა და ეგოიზმი ერთმანეთისაგან შორიშორსაა; ღირსების გაფრთხილება: წარმოგიდგენიათ მამულიშვილი, რომელიც ან საკუთარ, ან სხვა ადამიანის ღირსებას არ უფრთხილდება?! ზოგადად ხომ აბსურდია, სამშობლო გიყვარდეს და კონკრეტული ქართველი - არა?! ქრისტიანობა და ღირსება, შეიძლება ითქვას, სინონიმებიც კი არის.

თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, როგორც საღვთო ისტორიას, მასში ღვთის კვალს დავინახავთ - როგორ ზრუნავდა უფალი ქართველ ერზე, რომ მას ღმერთი არ დაეკარგა, უფლისთვის არ ეღალატა. ასე რომ, ჩვენს სინამდვილეში მამულიშვილობა და წმინდანობა აბსოლუტურად თანხვედრია. ანდრია პირველწოდებული, სიდონია, წმინდა ნინო, მირიანი და ნანა, ვახტანგ გორგასალი, გრიგოლ ხანძთელი, დავითი, თამარი, შოთა, ევდემოზ კათოლიკოსი, იოთამ ზევდგინიძე, თეოდორე კველთელი, სამასი არაგველი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, მათი და, დედა, მარაბდის ომში მომწყდარნი, დიმიტრი ყიფიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, კირიონი, ამბროსი, ასი ათასი მოწამე და უამრავი სხვა - მხოლოდ უმცირესი ნაწილია უდიდესი ნუსხისა... ესენი ერთდროულად არიან დიდი წმინდანები და დიდი მამულიშვილები! წარმოგიდგენიათ საქართველო და მისი ისტორია ამ დიდი ადამიანების გარეშე?!

მამულიშვილთა ღვაწლის დაფასება
წმინდა ილია მართალმა თავი გაწირა სამშობლოსთვის. საინტერესოა ამ პიროვნების ცხოვრების ანალიზი. სულ მაინტერესებდა, რა დამოკიდებულება ჰქონდათ იმდროინდელ ქართველებს ილია ჭავჭავაძის მიმართ. როგორც ვიცით, მან მრავალგზის გადაარჩინა ქართული ენა, ქართული მიწა, კულტურა... როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებს უკვე მოხუცის მიმართ, როცა, სხვათა შორის, მატერიალურად ძალიან შეჭირვებული იყო; რა დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ სიკვდილის წინა პერიოდში და სიკვდილის მერე? ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ დღეს ყველას გვიკიდია მისი სურათები და აღარ ვიცით, როგორ ვაქოთ და ვადიდოთ.Aარადა, რა გვიან მოხდა მისი სახელის რეაბილიტაცია. მას ცილს სწამებდნენ, უსამართლო მებატონეობას აბრალებდნენ. ილიასადმი დამოკიდებულება რომ ყოფილიყო ჩვენი ეროვნული ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ვიტყოდით, არასწორად მოვიქეცითო. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. თუ ილია შემთხვევით გავამწარეთ, შემთხვევით შეურაცხვყავით და მერე "შემთხვევით" მოვკალით, მაშინ შემდგომში ამგვარი რამ აღარ უნდა განმეორებულიყო. ილიას მკვლელობის მერე ძალიან მალე მოვკალით კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი, ძალიან მალე შევესიეთ ეკლესია-მონასტრებს და გავანადგურეთ, მოვსპეთ ყველაფერი, რისი მოსპობაც შეიძლებოდა. ასე რომ, ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს უფრო ჰგავდა ნებით ჩაწოლას იმ ტალახში, რომლიდანაც, სამწუხაროდ, ჯერაც არ ამოვსულვართ.

რა სუბიექტად წარმოგვიდგენია სამშობლო
რა გარეგნული გამოვლინებები აქვს მას? რამდენად იდენტური ცნებებია სახელმწიფო და სამშობლო, ასევე სახელმწიფო და ხელისუფლება?

ჩვენ ხშირად ვურევთ ამ ცნებებს. ხანგრძლივი დროის მანძილზე რუსეთის იმპერიის მიერ სახელმწიფოებრიობაწართმეულებს გვქონდა თუ არა სამშობლო?! სამშობლო არ უთანაბრდება სახელმწიფოებრიობას. მაგალითად, ებრაელებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ სახელმწიფო, მაგრამ სამშობლო ჰქონდათ. ანუ სახელმწიფო სხვა რამეა. რა არის სახელმწიფო? რამდენად გვჭირდება ის ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად?! რა თქმა უნდა, გვჭირდება. თავისთავად ცხადია, სახელმწიფო ინახავს და იცავს ჩვენს სამშობლოს! როსტომ-ხანის პერიოდში გვქონდა სამშობლო და გვქონდა სახელმწიფო, მაგრამ როსტომი იცავდა თუ არა სამშობლოს გადაგვარებისგან? არ იცავდა! ვინც იმხანად მისი დაცვა მოინდომა, იყო ევდემოზ კათოლიკოსი, რომელიც მოწამებრივად აღესრულა. რამდენად შესაძლებელია, რომ სახელმწიფო და სამშობლო იყოს დაპირისპირებული?! სხვათა შორის, 1918-1921 წლებში ჩვენ გვქონდა სახელმწიფოც და სამშობლოც, მაგრამ რამდენად იყო ის მაშინდელი სახელმწიფო, რამდენად იყო ჩვენი ერის (რომელსაც ჰქვია სამშობლო) ორგანული და ჯანსაღი ნაწილი, რამდენად იცავდა ის ეროვნულ ღირებულებებს?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს სახელმწიფო იყო ხელოვნურად თავსმოხვეული, რომელმაც ვერ გაძლო და, საბოლოოდ, მთელი ერი დაისაჯა...

სახელმწიფო და სამართალი
სახელმწიფო სამართლებრივი, იურიდიული ნორმებით ახორციელებს თავის მოქმედებას სამშობლოში. სამართალი აუცილებელია - სხვაგვარად ანარქია იქნება. რამდენად არის შესაბამისობაში სახელმწიფო სამართალი ჩვენს ეროვნულ ღირებულებებთან, რომელიც ჩვენთვის ძალიან სიღრმისეულია, შეიძლება თუ არა სახელმწიფო სამართალი შეეწინააღმდეგოს ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს, ქრისტიანულ ღირებულებებს?! მრავალი კანონი აბსოლუტურად უცხოა ჩვენი ცნობიერებისათვის. მაგალითად, კანონით დაშვებულია აბორტი სამ თვემდე. ანუ თუ იქნება სამი თვის და ერთი დღის, მაშინ აღარ არის დაშვებული. ანუ კანონი, თავისი არსით, შეიძლება იყოს ანტიქრისტიანული და ანტიეროვნული.

სამშობლო და ტერიტორია
ტერიტორია მარტო მიწა არ არის. სამშობლოც არ არის მარტო მიწა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მიწას იცავდნენ ჩვენი წინაპრები, მისი თითოეული გოჯი მიწა მათი სისხლით არის გაპოხიერებული. ილია მართალი "დროებაში" 1882 წელს წერდა: "მამაპაპეული მამული შვილზე და შვილიშვილზე უნდა გადადიოდეს, თორემ ხომ მოგეხსენებათ, შთამომავლობა საქოლავს აგვიგებს". ანუ ქართველების მიწა ქართველების ხელში თუ არ იქნა და ნებისმიერ სხვა ეროვნების ადამიანს მივყიდეთ, მაინცდამაინც სასიამოვნო პერსპექტივა არ არის.

სამშობლო და ხალხი
სამშობლო მარტო ტერიტორია არ არის, არამედ ხალხიცაა. ილია წერდა: "საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ერი და ქვეყანა მხოლოდ მაშინ დგას წარმატების გზაზე, მხოლოდ მაშინ შესცქერის და შესტრფიალებს ბედნიერ მომავალს, როცა საერთო საქვეყნო საქმეებში ყველა მისი მკვიდრი, ანუ უფრო მომეტებული წილი ქვეყნისა და ერისა, მონაწილეობას მიიღებს, ცნობიერად და გონიერად, საზოგადოებრივ საქმეში". ჩვენ ისეთი ცოტანი ვართ, რომ ერთი კაციც კი არა გვყავს დასაკარგი. უნდა ვცდილობდეთ, რომ თითოეული ადამიანი, ნიჭის შესაბამისად, ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში ჩავრთოთ. დღეს კი ნიჭიერი ადამიანების გადინება ხდება და უცხო ქვეყნები ჩვენი ერის ინტელექტს და ცნობიერ პოტენციალს იყენებენ... ილია მართალი წერს: "დაუდევრები და უდარდელები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ, ჩვენდა საუბედუროდ, არ გამოვსწორდებით როდესმე". "ვაი იმ ხალხს, რომელმაც არ იცის, რისთვის ცხოვრობს". ანუ ქართველი ერის, როგორც ქრისტესთვის ჯვარცმული ერის, მიზანი რა უნდა იყოს?! ეს რომ არ გვაქვს გაცნობიერებული და ჩვენს მთლიან ეროვნულ ორგანიზმს (რომელიც წმინდანებისაგან შედგება), ვწყდებით, აღარ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, ჩვენს ყოფით ცხოვრებასა და პოლიტიკაში აღარ ვიცით, რა ვქნათ. ხან დასავლეთისაკენ ვიყურებით, ხან ჩრდილოეთისაკენ მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვიცით, რა გვინდა. "ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უნდა იცოდეს, რომ იგი განუყოფელი ნაწილია მთელი ერისა და ამიტომაც თავის კეთილდღეობას უნდა ეძებდეს მარტო მთელი ერის კეთილდღეობაში და არა ცალ-ცალკე". ანუ ჩვენ გათითოკაცებულები ვართ და სხვისი ჭირი ღობის ჩხირად მიგვაჩნია. ეს პრობლემა იყო ყოველთვის. ის თვისება რომ გვქონდეს, რაზეც ილიამ გაგვაფრთხილა, მაშინ უბედურებები, რაც დღეს ხდება, აღარ მოხდებოდა. პირველსავე უბედურებაზე დაუყოვნებლივ ჩამოირეკებოდა განგაშის ზარი და მთელი ერი ერთ მუშტად შეიკვრებოდა, ერთიან ორგანიზმად იგრძნობდა თავს, რაც სხვას სტკივა, ის ყველას ეტკინებოდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ილია წერს: "დღეს შორს არა ვართ იქამდე, რომ ჩვენ ჩვენს სახლში სტუმრად შევიქმნეთ და სხვანი გაგვიმასპინძლდნენ. თუ თავს არა ვუშველეთ რა, ვიდრე კიდევ შესაძლებელია, ბედს თავი ჩვენსკენ მოვუღრიჯოთ, აი, ასეთ დღეში ჩავვარდებით". იმიტომ რომ, ბედი არ გვემორჩილება და თავი უნდა "მოვუღრიჯოთ"!

"ყველამ ვიცით, საქართველო ერთი უმდიდრესი, უმშვენიერესი და ჰავით შეზავებული კუთხეა მსოფლიოში. თვით ერიც, თვით მისი ტურფა და კოხტა სამშობლო, აგრეთვე, შემკულია გარეგნობით და შინაგან-სულიერ ძალთა აღმატებულობით: ნიჭიერება, გონიერება, ლმობიერება, ვაჟკაცობა, გამბედაობა, შეწყნარება, ჩაგრულთ სიყვარული, პურადობა და მრავალი ამგვარი სათნოება, იმთავითვე ქართველის უეჭველი ღირსებაა".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat