რა აძლევს ადამიანს სიმშვიდეს და როგორ შეიძლება მისი მოპოვება
რა აძლევს ადამიანს სიმშვიდეს და როგორ შეიძლება მისი მოპოვება
გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

მაცხოვარი, როდესაც შევიდა შიშისაგან ოთახში ჩაკეტილ მოწაფეებთან, უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა, უჩვენა მათ ხელები და გვერდი და, როცა მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით, ისევ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა (იოან.20,19-21). ვფიქრობ, აქ შეიძლება იმის დანახვა, რომ ორჯერ მშვიდდება ადამიანი: პირველი, უფლის დანახვისას, უფალთან მისვლის დროს, და მეორე, მისი შეცნობის შემდეგ, რადგან, როგორც წერია, პირველ მშვიდობასა და მეორე მშვიდობას შორის "უჩვენა ხელებიცა და ფერდიც", რაც უფლის შეცნობის სიმბოლოა.

შეუძლებელია, ადამიანს შინაგანი სიმშვიდე ჰქონდეს უფალთან შეხვედრის, ანუ რწმენის, და უფლის შეცნობის გარეშე. ჩვენ ხშირად ვამბობთ სიტყვებს: "ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სრულად მხოლოდ ღვთის დიდების შეცნობა ამშვიდებს. როცა ადამიანი შეიცნობს, თუ რაოდენ დიდია ღმერთი, როგორ უყვარს მას თავისი ქმნილება, როგორ ზრუნავს და ჯვარსაც კი ეცმის მისთვის, მაშინ მშვიდდება იგი სრულიად და პავლე მოციქულივით შეუძლია თქვას: თუ ღმერთი ჩვენსკენაა, მაშინ ვის შეუძლია შეგვეწინააღმდეგოს (რომ.8,31).

რწმენითა და შეცნობით ორგზის დამშვიდებულ ადამიანს მოციქულთა მსგავსად ეუბნება მაცხოვარი: მიიღეთ სულიწმიდა; ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ და, ვისაც დაუტოვებთ მის ცოდვებს შეუნდობლად, შეუნდობელივე დარჩებათ (იოან.20,22-23), რადგან ადამიანების მდგომარეობის დანახვის მადლი, თუ ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი, მხოლოდ უფლის რწმენითა და უფლის შეცნობით დამშვიდებულ ადამიანს ეძლევა სულიწმიდის მიერ.

ნათქვამია, სასწაული მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ქრისტეს აზრი მიუწვდომელია. ვინც ქრისტეს აზრს - ქრისტეს ცნობიერებას - ჩასწვდება, ის ხედავს, რომ მის ცხოვრებაში მოხდა სასწაულზე დიდი რამ ისევე, როგორც პავლე მოციქულის შემთხვევაში, რომელიც ამბობს, მე ქრისტეს გონება მაქვსო (1კორ.2,16). ქრისტეს გონება, ანუ მისი სწავლების ჩაწვდომა, არის ყველაზე დიდი ნეტარება ადამის მოდგმისთვის, სწავლების უარყოფა კი - ყველაზე დიდი უბედურება. როგორც მოციქული ამბობს: თუ ჩვენი სახარება დაფარულია, დაფარულია დაღუპულთათვის (2კორ.4,3); შენ ცოდნის უნარი მოიშორე, მეც მოგიშორებ შენ ჩემს წინაშე (ოსია 4,6).

ვისაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია, რომ არაამქვეყნიურია ჩვენი მეფობა, შეუძლებელია დამშვიდდეს მანამ, სანამ ამქვეყნიურს არ მოიპოვებს და იმ მდიდარივით, რომელმაც დიდი მოსავალი მიიღო, არ იტყვის: იხარე, სულო ჩემო. მიწიერ ადამიანს მხოლოდ მიწიერის სიმრავლე ამშვიდებს, თუმცა იმაზე არ ფიქრობს, რამდენად ხანგრძლივია ასეთი დამშვიდება; არც იმაზე ფიქრი სურს, რომ მალე სული წაერთმევა (ლუკ.12,19-20) და ყოველივე, რაც მის სულს ამშვიდებდა, მატყუარა და ყალბი აღმოჩნდება.




ბეჭდვაელფოსტა
02.03. 2021
დავითი
ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება განახლდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ მარტო 200 წლიან, ,,ერთმორწმუნე, გადამრჩენელ"-ს , უხარია ,,ბარდაგი" საქართველოში!!! - ოთხი თვეა მიდის ისტერიკული ხმაური დ ა ვ ი თ გ ა რ ე ჯ ა ს სამონასტრო კომპლექსის - გარშემო..... - მ ა შ ი ნ !!!, როცა ოკუპირებულია 20 000 კვ კმ, ა ფ ხ ა ზ ე თ ი და ს ა მ ა ჩ ა ბ ლ ო, უძველეს(!) ე კ ლ ე ს ი ა - მ ო ნ ა ს ტ რ ე ბ ით (!) და დარჩენილ ქართულ მოსახლეობით(!) .. რ ა ზ ე ც (!) ,,სამარისებური" სიჩუმეა მთავრობის მხრიდან(!) , აფხაზეთის და სამხრეთ ო სეთის დ მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ი ს აღიარებიდან( 2008) დღემდე.!!! დავით გარეჯის სკანდალმა(!) ე რ ს ა და ბ ე რ ს გადაავიწყა(!) ოკუპირებულ მიწების უ დ ი დ ე ს ი (!) პრობლემა!!... ამაზე უნდა იყვეს მიმართული უ წ ყ ვ ე ტ ი დავა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მართლა(!) მ ე გ ო ბ ა რ ქვეყნების დახმარებით!!... ც ი ვ ი ლ უ რ სამყაროს იმედ მაქვს.. - Biden: ,,US wants a 'United Georgia
01.03. 2021
beso
მამა დოროთე, ამდენი თუ ვიცით, რაში გვჭირდება ასეთი ცოდნა, თუ ჩვენთან მარცხია და მოწყვლადობა საქმისა, სადაც მშვიდობა მონატრებაშია, ხოლო ერი გახრწნაში. შენ ღვთისნიერო ადამიანო, თუ ამ სიმაღლეს წვდები, ქვემოთ პაწია-პუწია საქმეში რატომ არ ჩერდება მტერი ამ ქვეყნისათა. თუ ის სურათები და შედეგად მშვიდობა გეძლევა ადამიანს მიწაზე ჩვენთან რა ხდება, სადაც უფალი მოძღვარია და მკურნალი, ხოლო ბერი ყველა უკეთურების მქნელთა შეჩერებაში. რაშია მამა დოროთე საქმე? თუ ბერი უფლის უნარსა და გაგებაშია ვინ უნდა წაგვართვას მშვიდობა და სიხარული. დიდება უფალს! მამა დოროთე მე უფრო იმ ადამიანებისა მწამს, რომლებიც დიდ სივრცეების მართვაშია და მათ ამის გაგება სულ რაღაც 3 საუკუნის უკან მიეცათ, თუ ამდენს ვხდებით, მაშინ რატომ ვცხოვრობთ ასეო, ხოლო ეს რუსთაველმა 7-8 საუკუნის უკანა თქვა, არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?! თუმცა ეს მანამდეც იყო ნათქვამი. დიდება უფალს!>>>>>>>>>>>>>>>>>>>ჩემი მოსაზრებით საქმე სხვაშია. მათ ცოდნა საქმედ გადააქციეს, საქმე და საგნის არსობა შეაფასეს ცოდნაში, ხოლო მოწყვლადებმა კი სწავლება ლიტურგიად აქციეს. შესაბამისად სურათები არ მიეცემა არავის ხრამის პირამდე, არც შემოქმედება, მშვიდობა და სიხარული მიეცემა არავის. დიდება უფალს!
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat