როცა მოძღვარი გლოცავს, ის გზა ყოველთვის ხსნილია
როცა მოძღვარი გლოცავს, ის გზა ყოველთვის ხსნილია
საქართველოს ეკლესიამ, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმინდა სინოდის განჩინებით, 1985 წელს საეკლესიო კალენდარში შეიტანა ქართული ენის დღესასწაული და აღნიშვნის დღედ ლაზარეს შაბათი განაჩინა.

როგორც უწმინდესმა ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა, "ჩვენი წინაპრები ზეიმობდნენ ქართული ენის დღესასწაულს ლაზარეს შაბათს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ავბედობამ, ჩვენი ქვეყნის მძიმე წარსულმა წაშალა ეს კურთხეული ტრადიცია".

კათოლიკოს-პატრიარქი 1986 წლის საახალწლო ეპისტოლეში ენას ერის "სულის ყველაზე ნათელ გამოხატულებას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართული ენა "ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახალამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი".

ქართული ენის უჩვეულო სილამაზეზე მრავალი ლექსი და საგალობელი შექმნილა. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავს საიდუმლოებით მოცული "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", რომელიც საუკუნეების განმავლობაში წერილობით გადმოიცემოდა საეკლესიო მამების მიერ და საფუძვლად დაედო აღნიშნულ დღესასწაულს.

ქრისტეს მეგობარი ლაზარე და მისი დები, მართა და მარიამი, იერუსალიმის ახლოს, სოფელ ბეთანიაში, ცხოვრობდნენ. ქრისტე ხშირად დადიოდა მათთან - კეთილმსახურებისათვის უყვარდა ისინი (იოან. 11, 17-57). ერთხელ ლაზარე ძლიერ ავად გახდა. ეს ამბავი დებმა იესოს მაშინვე აცნობეს, მაგრამ ქრისტემ დაიგვიანა. ამასობაში ლაზარე მოკვდა და დაასაფლავეს. მეოთხე დღეს ბეთანიას მისულ იესოს მართა და მარიამი მწარედ მტირალნი დახვდნენ. ქრისტეს ცრემლი მოერია, მაშინვე მივიდა ლაზარეს საფლავთან და ბრძანა საფლავის ქვის გადაგორება. ლოდი გადააგორეს. უფალმა აღაპყრო თვალები ზეცად და ილოცა, მერე ხმამაღლა დაიძახა: "ლაზარე, გამოვედ გარე!" ლაზარე აღსდგა და გამოვიდა საფლავიდან. მაშინ ბევრი ერწმუნა ქრისტეს.

ეს ამბავი ურიათა მღვდელმთავრებმაც გაიგეს. მაშინვე ბჭობად დასხდნენ, რა ვუყოთ იესოსო. კაიაფა მღვდელმთავრის რჩევით, მისი მოკვლა დაადგინეს. იესო გაშორდა ბეთანიას და ქალაქ ეფრაიმს წავიდა.

მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს აღდგინებას ანუ ლაზარეს შაბათს ყოველთვის მაცხოვრის აღდგომის წინა კვირის შაბათს ზეიმობს. ვინაიდან აღდგომა მოძრავი საუფლო დღესასწაულია, ლაზარეს შაბათიც მოძრავია. წმინდა ლაზარეს ნაწილების აღმოყვანებას კი 30 ოქტომბერს აღვნიშნავთ.

ლაზარეს აღდგინების ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე მრევლის განსაკუთრებული სიმრავლე მისივე სახელობის ტაძრებში შეინიშნება.

წმინდა მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია დიღმის მასივში, კინოსტუდია "ქართული ფილმის" ეზოში დგას. ტაძრის მშენებლობა 1989 წელს დაიწყო ბატონ რეზო ჩხეიძის თაოსნობითა და კინოსტუდიის სახსრებით. ტაძრის საძირკველი აკურთხა მისმა უწმინდესობამ. პროექტის ავტორია არქიტექტორი თეიმურაზ ბერაძე. ტაძრის შეჩერებული მშენებლობა დასრულდა მამა ელიზბარის (ოდიშვილის) ძალისხმევით.

2001 წლის 14 იანვარს ტაძარი აკურთხა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა).

ამ დარბაზული ტიპის ეკლესიას 2003 წელს მიაშენეს ორი ნავი. აიგო სამრეკლოც. 2002 წელს მოიხატა საკურთხეველი, მოგვიანებით - ტაძრის დასავლეთი კედელი. წმინდა მართალი ლაზარეს ეკლესია ამ უბანში ერთადერთი მოქმედი ტაძარია, შესაბამისად, მრევლიც დიდი და ძალიან კარგი ჰყავს.

ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი (დადუნაშვილი):

- როცა პირველად შემოვედი ტაძარში, ახალგალესილი კედლები ჯერაც სველი იყო, იატაკიდან სიცივე ჟონავდა. შუა ზამთარში, წირვა-ლოცვის დროს, მრევლი იყინებოდა, მაგრამ ფეხს არ იცვლიდა...

თუ შემოწირულობა გვექნება, გვინდა, ტაძარი გალავნით დავამშვენოთ, ავაშენოთ სატრაპეზო, წყლის საკურთხებელი, სამრეკლოში სანათლავი გავმართოთ; შეიძლება დაარსდეს დედათა მონასტერიც - მართასა და მარიამის სავანე.

გვყავს მეორე მღვდელი - დეკანოზი დავითი (ხაჭაპურიძე), ძალიან კარგი მგალობელ ქალთა გუნდი.

- მამა გიორგი, მანამდე სად მსახურობდით?

- მღვდლად 1982 წელს სიონის ტაძარში მაკურთხეს. ერთი წლის შემდეგ დავინიშნე დიდუბის ეკლესიის მოძღვრად, 1986 წლიდან 2001 წლამდე ქუთაისში, წმინდა გიორგის ტაძარში ვწირავდი. 2001 წლის 14 იანვრიდან კი წმინდა ლაზარეს ტაძრის წინამძღვარი ვარ.

ჩემამდე გარკვეული პერიოდი ტაძარს მამა პეტრე წინამძღვრობდა.

- როგორც ვიცი, თქვენი სასულიერო ცხოვრება სემინარიაში სწავლით დაიწყო.

- 1980 წელს ჩავაბარე მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მაშინ რექტორი იყო მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა). შემდეგ გელათის ახალგახსნილი აკადემია დავამთავრე.

სემინარიაში სწავლისას სტუდენტები მცხეთაში, მონასტერში, ვცხოვრობდით. ერში ყოფნა იშვიათად გვიწევდა. მკაცრი განრიგი გვქონდა. შინ მხოლოდ თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას, გვიშვებდნენ, ისიც საბუთი უნდა მიგვეტანა. ინსპექტორიც მკაცრი გვყავდა - მამა ანტონი, ახლა მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). გვასწავლიდნენ მამა რაფაელი (კარელინი), დღეს მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე) და სხვები.

ბევრი რამ ვისწავლე ჩემი მეუღლის, ქეთევანის, მამის, დეკანოზ გიორგი ჟორჟოლიანისგან. ჩვენ ერთად ვმსახურობდით ქუთაისის წმინდა გიორგის ტაძარში. მამა გიორგი ყველაზე ხნიერი მოძღვარია - გაისად მღვდლობის 50 წელი შეუსრულდება. მყავს ორი ქალიშვილი. ეკატერინე ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია, უნივერსიტეტში მუშაობს, მეორე ქალიშვილი ისტორიკოსია, ბატონ როინ მეტრეველის ასპირანტი. ჩემი შვილიშვილი სამი წლიდან ჩვენს ტაძარში სტიქაროსანია.

- მისმა უწმინდესობამ ოქროს ჯვრის ტარებით დაგაჯილდოვათ...

- ეს ღვთის წყალობაა. დიდუბის ტაძარში რომ ვმსახურობდი, უწმინდესმა სვეტიცხოვლობას ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დამაჯილდოვა. მერე ქუთაისში მეუფე კალისტრატესგან დეკანოზობა მივიღე. როცა წმინდა ლაზარეს ტაძრის წინამძღვრად დამნიშნა პატრიარქმა, დამაჯილდოვა ჯვრითაც და მიტრითაც.

ერისკაცობაში გივი მერქვა. როცა მისმა უწმინდესობამ მღვდლად მაკურთხა, თქვა, - წმინდა გივი ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს კი მოიხსენიება, მაგრამ გიორგი არ გვყავს ბევრიო და გიორგი დამარქვა.

უწმინდესი თითქმის ყოველ წელს, ლაზარეს აღდგინების დღესასწაულზე, მობრძანდება ჩვენთან ტაძარში და აღავლენს სადღესასწაულო წირვა-ლოცვას.

- მამაო, რას იტყვით, ყველაზე მეტად რა აკლია თანამედროვე მრევლს?

- სიყვარული, მეტი სიყვარული სჭირდება.

ჩვენთან, ტაძარში, ყველანაირი ადამიანი დადის. ზოგი ეზიარება და მერე მთელი წელიწადი არ გამოჩნდება. უმეტესობა შაბათ-კვირას ესწრება წირვა-ლოცვას. როცა მრევლის რომელიმე წევრი განსაცდელშია ან რაიმე გაჭირვება აქვს, ასეთ დროს ვეფერები, ხოლო როცა მკაცრად ვექცევი, უკვე უკვირთ... ზოგიც მადლობას მეუბნება მითითებისთვის. მითითებაც, სიმკაცრეც, რჩევაც სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული. ყოველმა კაცმა საქმის დაწყების წინ ღვთის სიყვარულით უნდა ილოცოს და უფალი შეეწევა. როცა მოძღვარი გლოცავს, ის გზა ყოველთვის ხსნილია.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ ყოველთა თანა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა - სიხარულისა. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat