ვმადლობ უფალს და ვნანობ იმას, რომ უფრო ადრეულ ასაკში არ შევუდექი უფალს
ვმადლობ უფალს და ვნანობ იმას, რომ უფრო ადრეულ ასაკში არ შევუდექი უფალს
წერაქვის მამათა მონასტრის იღუმენი ზენონი (დადვანი):
-მამაო, ბერმონაზვნური ცხოვრება რთულიც არის და ადვილიც?

-ადვილიც არის რა თქმა უნდა. რთული არის იმშემთხვევაში თუკი ადამიანი თავის ნებაზე დადის, ბერმონაზონი ამ შემთხვევაში. თუკი ხარ მორჩილებით და თავმდაბლობით, სიყვარულით რა თქმა უნდა ეს ურთულესი გზა ტკბება. ადვილი არის იმ შემთხვევაში, როცა ხარ მორჩილებით და საკუთარ ნებას უარყოფ. ამ დროს მადლიც ძალიან დიდი რაოდენობით იგრძნობა და მადლის ქვეშ იმყოფება ადამიანი. მითუმეტეს ბერმონაზონი. ამ დროს უკვე ტკბება ეს გზა. რა თქმა უნდა არის გარკვეული სირთულეებიც, განსაცდელის გარეშე ბერმონაზონი ვერ წარემატება სულიერებაში. ამ მხრივ არის ადვილი. რთული რა თქმა უნდა მაშინ არის როცა შენს ნებაზე დადიხარ.

-ღვთის ნებას და საკუთარ ნებას როგორ უნდა მივხვდეთ?

-მაგალითად, შეიძლება ცდილობს მონაზონი ეშმაკის მანქანებით თავის ჭკუაზე იყოს და განსჯის უნარს ნაკლებად ემყარება და ცდილობს იაროს თავის ჭკუაზე. ამ შემთხვევაში უმეტეს მოდის განსაცდელები რომ არ უნდა იაროს ამ გზით, უნდა იყოს მორჩილებაში და თავმდაბლობით ცხოვრობდეს. ეს არის გამოვლინება ღვთის ნებისა, რომ ადამიანი, ბერმონაზონი იყოს მორჩილებაში.

-მამაო, თქვენ წინამძღვარი გახდით? ეს გზა მორჩილებით გამოიარეთ ხომ?

- როდესაც გადმოვედით ამ ეპარქიაში მას შემდეგ გავხდი წერაქვის მამათა მონასტრის წინამძღვარი. მანამდე მეუფე გიორგისთან ვმოღვაწობდი ბოლნისის ეპარქიაში. ფიტარეთის მონასტერში შევიმოსე. შემდგომ წამოვყევი მეუფე გიორგის. იმ დღიდან აქ ვარ მეუფე გიორგის მორჩილებაში. მეუფე ჩემი მოძღვარია. მორჩილებიდან ავედი წინამძღვრობამდე.

-ამ გზას ვერც წარმოიდგენდით?
-ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. სურვილიც არ მქონდა. მაინც ძნელია წინამძღვრობა,დიდი პასუხისმგებლობაა. მე სხვა მიმართულებით ვცდილობდი ვყოფილიყავი მონასტერში. ეს იყო მორჩილება. ბერობა, რიგითი ბერობა, რომელიც საკუთარი სულის გარდა არაფერი აბარია. მოძღვარს ბევრი სულიერი შვილი ჰყავს და ეს მაზე ზრუნვა მოძღვარს და წინამძღვარს მოეკითხება.

-ბერმონაზვნური ცხოვრება განსაკუთრებულია ხომ?

-განსაკუთრებულია რა თქმა უნდა. ბერმონაზვნობისა დედა ეკლესიისთვის ძალიან დიდი ძალაა.ესეც ალბათ, უფლისგან ხდება, რომ უფალმა უნდა გამოირჩიოს ადამიანი როცა ამ გზაზე, თუ უფალმა არ გამოირჩია ადამიანი რა თქმა უნდა თვითინ თავის ნება რომ იყოს მაგას ვერ შეძლებს. ეს ხვედრია, უფლის რჩეულობა არის და მძიმე ჯვარიც არის ამავდროულად იმიტომ, რომ ჩვენ ვლოცულობთ არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი სულებისთვის არამედ სამყაროსთვის. ეს არის დიდი ჯვარი, ამავდროულად ტკბილიც. იმიტომ, რომ შენს ცხოვრებას სწირავ უფალს და ემსახურები უფლის სიყვარულს.

-თქვენ როგორ აიღეთ ეს ჯვარი?

-ეს ჯავრი ავიღე დაახლოებით 2008 წელს. სურვილი მქონდა ეკლესიური ცხოვრების. როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე არ აღმოჩნდა ჩემთვის საკმარისი. უფრო მეტს ითხოვდა ჩემი სული, ალბათ უფრო მეტისკენ მიბიძგებდა უფალი. მადლობა უფალს რომ შემოვიდა ჩემში ხმა უფლისა, რომ უნდა წამოვსულიყავი, დამეტოვებინა ერი და შევდგომოდი ქრისტეს გზას, ბერმონაზვნობას. ვმადლობ უფალს და ვნანობ იმას, რომ უფრო ადრეულ ასაკში არ შევუდექი უფალს. დღეს მადლობელი ვარ უფლისაგან რომ ამ გზაზე მიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა და ვემსახურები დედა ეკლესიას.

-ღვთისმსახურისა და მოძღვრის ფუნქცია ხომ განსხავვებულია, ყველა მოძღვარი ანუ სულის მკურნალი ხომ ვერ იქნება?

-რა თქმა უნდა ყველა მოძღვარი ვერ იქნება, უფლისგან ხდება გამორჩევა, მღვდელმთავრის და შენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით. სულიერი მოძღვრის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს რომ დამოძღვრო სულიერი შვილი. მონასტერში თავად უნდა ცხოვრობდე სულიერად შენი სულიერი შვილების მაგალითი რომ იყო. არამარტო სიტყვით იყოს დამაჯერებელი, არამედ ცხოვრების წესით უნდა იყოს საწინდარი რომ მათ უფრო მეტი სულიერი სტიმული მიეცეს. არამარტო სიტყვით, საქმითაც უნდა აჩვენო მოძღვარი რა არის და რას წარმოადგენს, რაში მდგომარეობს მოძღვრის ფუნქცია. მადლობა უფალს, მორჩილება არის აუცილებელი და ფუძე ბერმონაზვნური, სულიერი წარმატების.

-თანამედროევობაში განსაკუთრებით რომელ პრობლემას გამოყოფთ?

-ადამიანი მაინც გაციებულია და უფრო მატერიალურისკენ არის მიდრეკილი. ადამაინს თუ არ გაუჭრდა ძალიან ალბათ ეკლესიისკენ არ გამოიხედავს. სამწუხარო ფაქტია. თანამედროეობის პრობლემა ეს თანამედროვეობის პრობლემაა. ახალგაზრდების მისწრაფება დროის ტარებისაკენ, გართობისაკენ. ნაკლებად აღიქვამენ თუ რატომ უნდა იარონ ტაძარში და რა მნიშვნელობა და მადლი აქვს ტაძარში წირავა-ლოცვაზე დასწრებას. გართობა და განვითარებული ტექნოლოგიებია კიდევ ახალგაზრდების პრობლემა, რომელიც ყურადღებას იპყრობს. ასე თუ გაგრძელდა კარგს არ მოოწევს ჩვენი ერი, მაგრამ უფალი მეფობს და უფლის მადლი და სასოება გვაქვს, რომ უფალი მაგას არ დაუშევებს და ალბათ განსაცდელი გზით შემოატრიალებს. ქართველი ერი ზოგადად მიდრეკილია, თუ მასზე განსაცდელი არ დაეშვა ტაძრისკენ ნაკლებად იხედება.

გვფარავდეს უფალი. შეგვეწიოს იმ უძველესი ეკლესია-მონასტრების მადლი, წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის მადლი. დედა ღვთისმშობელი განსაკუთრებული მფარველია ჩვენი ერისა, ჩვენი ეპარქიისა, წერაქვში აღვლენილი წირვა-ლოცვა, ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას.

KARIBCHE
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat