ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ მხოლოდ თავმდაბლობა და მორჩილებაა
ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ მხოლოდ თავმდაბლობა და მორჩილებაა
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრისა და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე).

- უწინარეს, მადლობა თქვენ და თქვენს ჟურნალს იმ ზომიერი ინფორმაციებისთვის, რასაც მკითხველს სთავაზობთ. ღმერთმა დაგლოცოთ, დედა ღვთისმშობელი და წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ.

ჩვენი ცხოვრება შესაქმიდან, დაბადებისთანავე უფალმა მორჩილებაზე, უფროსის პატივისცემასა და მორჩილებაზე ააგო. უფალმა თავიდანვე უხილავი სამყარო, ანგელოზები შექმნა და ყველას თავისი ფუნქცია, მათ შორის მორჩილება, მიანიჭა და დაავალა. ანგელოზები ცხრა დასად ლაგდებიან. უფალთან ყველაზე ახლოს მდგომი ანგელოზები არიან სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი. ბოლოს ჩამოდის მთავარანგელოზებამდე და მფარველ ანგელოზებამდე.

როცა ბერობის ფუძემდებელმა და მორჩილების ერთ-ერთმა მასწავლებელმა ანტონი დიდმა უფალს სთხოვა ენახა სულიერი თვალით სამყარო, უფალმა მისცა ამისი უნარი და მან დაინახა ბოროტების საშინელი მცდელობა ადამიანის ცოდვაში ჩაგდებისა. მუხლებზე დაემხო წმინდა ანტონი დიდი და უფალს შეჰღაღადა - ნუთუ ვინმე გადაურჩება მას? უფალმა უპასუხა - გადაურჩებიან მხოლოდ თავმდაბალნი და მორჩილნი. თავმდაბლობა და მორჩილება არის ის, რაც არ აქვს ბოროტს. უფალმა ადამიანებს იარაღად გონება, ნებისყოფა მოგვცა. ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ მხოლოდ თავმდაბლობა და მორჩილებაა. ანტონი დიდის ცხოვრებიდან კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: ერთხელაც ანტონი დიდმა მოინდომა, არც ეჭამა და არც დაეძინა. გავიდა ცოტა ხანი და ანტონი დიდი დაუძლურდა. მას გამოეცხადა ბოროტი და უთხრა: ანტონი, შენ მაგით ვერ დამამარცხებ, ვერ მომერევი. შენ ცოტას იხმევ ტრაპეზს, მკაცრ მარხვაში ხარ, მაგრამ მე არაფერს არ ვიხმევ. მკაცრ მღვიძარებაში ხარ, მაგრამ მე არ მძინავს. ეს არ არის იარაღი, რითაც შენ შეიძლება მომერიო, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე შენი დამარცხება მორჩილებასა და თავმდაბლობაშიო.

კაცობრიობაში მუდამ მირჩილებისა და ურჩობის ჭიდილია. ადამ და ევამ მორჩილება ვერ გამოიჩინეს და ცოდვით დაეცნენ და გამოძევებული იქნენ მიწიერი სამოთხიდან, ბოროტი ანგელოზები კი ზეციური სამოთხიდან. უფალმა ახალი აღთქმით მოგვცა უფლება, წმინდა ზიარების საიდუმლოს დახმარებით მასთან ახლოს ვყოფილიყავით. იმავე პერიოდში გაჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც არ უნდოდათ ყოფილიყვნენ ხორციელ ოჯახში, მატერიალურ, მიწიერ ოჯახში, და ასეთი ადამიანებისათვის ეკლესიამ, უფლის ნებით, ბერმონაზვნური ცხოვრება დააარსა. თავდაპირველად მონასტრები ეგვიპტეში III-IV საუკუნეებში დაფუძნდა. IV საუკუნის შუა პერიოდში, ანტონი დიდის შემდეგ, მისი უმცროსი თანამედროვის მაკარი ალექსანდრიელის, მაკარი დიდის, მაკარი ეგვიპტელის, პახუმი დიდის, ამბა დოროთეს და სხვათა მოღვაწებით კაცობრიობამ არა მარტო მონასტერი შექმნა და მონასტრული წეს-განგებულება დაადგინა, არამედ უდიდესი სწავლება, მაგალითი მოგვცა უფალთან სიახლოვის. მარტო ბერებისთვის არ შექმნილა ეს სწავლება. შეიქმნა ყველა კატეგორიის ადამიანებისთვის. მორჩილებით კაცობრიობამ უამრავი წმინდანი შეიძინა. მაგალითად, ანტონი დიდს რამდენიმე წელიწადი მორჩილი ჰყავდა, რომელსაც ბერობისთვის ზრდიდა. მორჩილმა ვერ მოითმინა და შეეკითხა - ამბა (ეგვიპტურად მამას ნიშნავს), რა უნდა გავაკეთო კიდევ ისეთი, რომ ბერი გავხდე? ანტონი დიდმა მას თავიდან სკუფია მოხადა, ქვიშაში დააგდო და ფეხებით გათელა. შემდეგ სკუფია ისევ თავზე დააფარა. თან უთხრა, ასეთი გათელილი თუ არ იქნება შენი სული, ფიზიკური მე, მანამდე ბერობა შენთვის ზედმეტიაო. ჩვენ მაგალითებით ვცხოვრობთ მონასტერში. ერთ-ერთ წმინდა, მოღვაწე დაყუდებულ ბერთან სამი ახალგაზრდა ჭაბუკი მივიდა, ბერობა სურდათ და სამი დღე იცხოვრეს მონასტერში. სამი დღის მერე სამივეს თითო ქათამი მისცა, თან უთხრა, წაიყვანეთ ქათმები და სადაც ღმერთს ვერ შეამჩნევთ, იქ დაკალით და მერე ისევ უკან მომიყვანეთო. ერთი მალე დაბრუნდა და თავმოჭრილი ქათამი მოიყვანა. რა ქენიო, შეეკითხა. აქვე მოშორებით მივედი, მივიხედ-მოვიხედე და ღმერთი ვერსად დავინახეო. მოვაჭერი ქათამს თავი და მოვედიო. ცოტა ხნის დაგვიანებით მეორე მოვიდა. ბერმა მასაც იგივე ჰკითხა. მანაც თავმოჭრილი ქათამი მოუყვანა - აქვე ხევს გადავედი და უფალი არ შემიმჩნევია, მოვჭერი ქათამს თავი და მოვედიო. მესამეს უცადეს და კარგად რომ დაღამდა, მერე მოვიდა დაღლილი. ქათამი ცოცხალი მოიყვანა. შემინდე, მოძღვარო, - მიუგო ყმაწვილმა. მინდოდა ქათმის დაკვლა, მაგრამ ყველგან უფლის სახე და ნება დავინახე, ვერ გავბედე ქათმის დაკვლა, თუ სასჯელს ვიმსახურებ, აგერ ეს ქათამი მოვიყვანე და დამსაჯეო. მოძღვარმა მხოლოდ ეს ყმაწვილი დატოვა თავისთან, დანარჩენები გაუშვა, რადგან მიხვდა, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ იქ ცხოვრებას.

- მამაო, თქვენც ხომ გაიარეთ მორჩილების საფეხურები?

- ყინწვისის მონასტერში ცხოვრებისას სხვადასხვა მორჩილება მევალებოდა. ვიყავი ტრაპეზარი, მედავითნე. დილით გაღვიძების ლოცვის დაწყებამდე ზარი უნდა დამერეკა. მაშინ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ ახლა უკვე ქოზიფის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ისაია (გოგიბერიძე). მამა ისაიასთან ყინწვისში ზემო სვანეთის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი სტუმრობდა. მეუფეს სურდა დივიდიზე ეყურებინა სასულიერო თემაზე ფილმი და მამა ისაიამ მონასტრის წევრებს გვთხოვა, ჩვენს სენაკებში შუქი არ აგვენთო. იმდენად დაბალი დენია ყინწვისში, რომ რამდენიმე ნათურას თუ აანთებ, ტელეფონის დატენაც კი ჭირს. საღამოს წინამძღვარს მამა ისაიას, მეუფე ილარიონს დავემშვიდობეთ, ავიღეთ მათგან ლოცვა-კურთხევა და დასასვენებლად წავედით. მე ცალკე სენაკში ვიყავი, სხვებმა არ აანთეს შუქი, მაგრამ მე ურჩობა გამოვიჩინე და მივიღე კიდეც ურჩობის ნაყოფი. ბერის პირადი კანონი მქონდა შესასრულებელი, ალბათ ნახევარი საათი დასჭირდებოდა, თითქოს არც გამხსენებია მოძღვრის მკაცრი კურთხევა, შუქი ავანთე და შევასრულე კანონი. მერე შუქი ჩავაქრე და დავიწყე საწოლზე წამოწოლილმა სანთლის შუქზე სასულიერო წიგნის კითხვა. ოცი წუთის შემდეგ ჩემს სენაკში მამა ისაია შემოვიდა. რა თქმა უნდა, ღვთის ნება იყო. მკითხა - გძინავს? კითხულობ? შუქი ხომ არ აგინთიაო? შენდობა ვთხოვე, კანონი მქონდა წასაკითხი და ნახევარი საათით ავანთე-მეთქი. მამა ისაიამ მითხრა - ორი წელია მონასტერში ხარ და ვერ გაგაგებინე, რა არის ლოცვა-კურთხევა, მორჩილება და ახალმოსულებს როგორ გავაგებინოო. ჯვარი გადამსახა, ხელზე მამთხვევინა და მითხრა, ათასი მეტანია შეასრულე გათენებამდეო. შეასრულებ, ხომ კარგი და თუ არ შეასრულებ, ეს შენს სულს დააწვებაო. გაყინულ სენაკში ცეცხლიც არ მქონდა ანთებული და დაახლოებით ერთი საათი ვიჯექი და მწარედ ჩავფიქრდი. ეს არის ურჩობის ნაყოფი. დილით ოთხის ნახევარზე ზარი უნდა დამერეკა და ლოცვა ჩამეტარებინა. დავიწყე მეტანიების გაკეთება. გარეთ იყო ათი გრადუსი ყინვა. სენაკში ისეთი სიცხე იყო მეტანიების გაკეთების დროს, რომ სამი ხელი სამოსი გამოვიცვალე. 500 მეტანია ძლივს გავაკეთე. შემდეგ ვიფიქრე, რომ ლოცვას ვეღარ ჩავატარებდი, გამოვიცვალე ტანსაცმელი და ორი საათით დავისვენე. მერე ჩავატარე ლოცვა და გავაგრძელე მეტანია. უფალი შემეწია, გათენებამდე ვაკეთებდი მეტანიებს. სამი დღე თითქმის სიარული მიჭირდა. მამა ისაიამ მეორე დღეს მკითხა, რა ქენიო? შევასრულე, როგორც გვაკურთხეთ და დამსახურებულადაც დავისაჯე-მეთქი, ვუპასუხე. გაუხარდა და მითხრა - მომავალში გაითვალისწინეო.

- ერის ადამიანის მორჩილება და მონასტრის წევრის მორჩილება განსხვავდება?

- რა თქმა უნდა, მონასტრის წევრის მორჩილება არის უსიტყვო მორჩილება. შეიძლება მოძღვარი გცდის და მის ნათქვამში შესწორებები არ უნდა შეიტანო. აქ უკვე ბოროტი მეტყველებს. ამ დროს არ არის არანაირი სიყვარული და არანაირი თანხმობა.

მონასტერში რამდენიმე დღით სამი ახალგაზრდა ყმაწვილი მესტუმრა. სანებლის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში მეხმარებოდნენ. ერთი თვე აპირებდნენ დარჩენას და სამი დღე ძლივს გაჩერდნენ. ერთ დღეს მთხოვეს, სახლში გვინდა წასვლა, სამსახური გამოგვიჩნდაო, ვთხოვე ცოტა ხნით გაჩერებულიყვნენ. შინაგანად ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ არ უნდა წასულიყვნენ, ვთხოვე დაეცადათ. მიუხედავად შეპირებისა, ისინი მაინც წავიდნენ. ეს რომ გავიგე, არ მესიამოვნა. აქ იყვნენ, რათა გასცნობოდნენ სულიერ ცხოვრებას. მერე ტელეფონით დამიკავშირდნენ და სამწუხარო ამბავი მითხრეს. ტაქსის მძღოლს თურმე რაღაც შეცდომა მოუვიდა და მანქანაში მჯდომი მგზავრები სერიოზულად დაშავდნენ. შინაგანად არ მინდოდა მათი წასვლა და ასეთი უბედურება მოხდა. მოძღვრის მორჩილება და მოძღვრის კურთხევა არის სულიერი ჯავშანი. ადამიანი საფარველითაა დაფარული და მასთან ბოროტი ვერ მიდის, რადგან ძალა არ აქვს, მას მიეკაროს.

მონასტერში ადამიანის დამკვიდრება ძალიან ძნელია, რადგან ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს ერში არსებული ჩვევების მთლიანად შებრუნებულ ვარიანტს. თავის ჭკუით ცხოვრებას არიან მიჩვეულები, მონასტერში კიდევ ისე უნდა იცხოვრონ, როგორც მონასტერს და მის სულს სჭირდება. დამოუკიდებლად ხომ ვერ ვცხოვნდებით, ამისთვის წინამძღოლი გვჭირდება.

მეუფე იობი ხშირად ამბობს, ფრთხილად იყავით, თქვენამდე არ მოიყვანოთ ადამიანები, მიიყვანეთ უფლამდეო. რა თქმა უნდა, უნდა გიყვარდეს მოძღვარი და მისი კარგი გიხაროდეს და ცუდი გწყინდეს, მაგრამ მოძღვარიც უნდა იყოს ისეთი, რომ სიყვარული ნორმის ფარგლებში იყოს. Aარ უნდა იყო მიჯაჭვული ერთ მოძღვარზე. ტრაგედია კი არ უნდა შევქმნათ იმის გამო, რომ მოძღვარი გარდაიცვალა. ჩვენ მისთვის უნდა ვილოცოთ, მაგრამ არ შეიძლება მის გამო აღარავინ ავიყვანოთ სულიერ მოძღვრად. ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. მეუფე ამბობს ხოლმე, არ მიიტაცოთ თქვენ ღვთის მადლიო. ღვთის მადლი მოგეცათ იმიტომ კი არა, რომ ყველას მბრძანებელი გახდეთ, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები მოიქცნენ თქვენი სიტყვით, თორემ ვაი ასეთ ქმედებასო.

***
პირადად ჩემი მორჩილება დღეს არის სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრობა, მსახურება. სანებლის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ვაშენებთ და ველოდებით მის დამთავრებას. ჩემთვის ეს არის მორჩილება და ხანდახან ეს ჩემს ძალებსაც აღემატება ხოლმე. ღვთის იმედით დათმენის უნარი მოგვცა უფალმა. ვედრებაში კვირაობით ვმსახურობ. როდესაც სანებელში გაიხსნება წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, იქ კვირაობით ვიმსახურებთ, ვედრებაში ალბათ შაბათობით. ვედრებაში ტაძრის მოძღვარი ვარ, სანებელში კი მონასტრის და ტაძრის მოძღვარიც. სანებელში მონასტრის წევრი მყავს ჩემი ხორციელი ბიძა, მამის ძმა, მამა არსენი (ხაჩიძე), სქემმონაზონი პროხორე (ჩიქოვანი). ველოდებით მედავითნეს თენგიზს ხარაგაულიდან. მონასტერში მოსვლის სურვილი აქვს კიდევ ერთს. მონასტერში ჩვენთან ერთად ცხოვრობს გიორგი, რომელიც ყველანაირ საქმეში გვერდით გვიდგას, მაგრამ ბოლომდე ვერ არის გარკვეული, როგორ მოიქცეს მომავალში. მონასტერში ძირითადად სამი წევრი ვართ, შემოსილები და ბერები. რთულია სოფელში ცხოვრება ბერისთვის. მეუფის ხედვა ასეთია, რომ მონასტერი უფრო ახერხებს ადამიანების შემობრუნებას ქრისტესკენ, ვიდრე ცალკე მდგომი ტაძარი, სადაც მსახურება კვირაში ერთხელ აღესრულება. ეს არ ჰყოფნის ხალხს და ამიტომ მონასტრების სიმრავლით არის შესაძლებელი ადამიანს, გავუადვილოთ უფლის გზაზე სიარული. მეუფე იობის ხედვით, აქ დამკვიდრებულმა მამებმა გარშემო არსებული ტაძრის ნანგრევი და ნატაძრალი დროთა განმავლობაში უნდა ააშენონ და მოიყვანონ მწყობრში, ისე, როგორც მათ ეკადრება.

მეუფეს აქვს განზრახვა, რომ სანებლის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დასრულების შემდეგ შესრულდეს ჯვრისწერები, ნათლობები, ერისთვის იყოს ეკლესია და შესაბამისად მონასტრის საძმოც ცხოვრობდეს ტაძრის გარშემო. სურვილი გვაქვს სამების უძველესი ტაძრის განახლება-აღდგენის. როდესაც ის ტაძარი განახლდება, წმინდა ნიკოლოზის მონასტრის მეტოქიონი გვინდა იყოს. იმედი გვაქვს შევძლებთ მომავალში ამის გაკეთებას. მომავალში დაგეგმილი გვაქვს მონასტრის წევრებისთვის ორსართულიანი სენაკების აშენება. როგორიც არის ტაძარი, ისეთივე გარე პერანგი ექნება სენაკებს. თუ შესაძლებლობა გვექნება, ვფიქრობთ ას კაცზე სატრაპეზოს, სატრაპეზოს თავზე სტუმრებისთვის სასტუმროს აშენებას. გეგმა ბევრი გვაქვს. მორჩილებით თუ გავაკეთებთ ამას, თორემ ადამიანის ძალებს ეს აღემატება. უფლის ნებით და უფლისადმი სიყვარულით, მაღალი იერარქის, ამ შემთხვევაში მიტროპოლიტ იობის ქვეშევრდომობით, მისი ლოცვა-კურთხევით გვექნება ამის შესრულების უნარი. სხვაგვარად ჩვენ არაფერი შეგვიძლია.

უფალმა შეგიწიროთ თქვენი მოღვაწეობა. წმინდა ნიკოლოზი გფარავდეთ ყოველივე კეთილ საქმეში და მისი ლოცვა-კურთხევით, მისი მღვდელმთავრული ლოცვა-კურთხევით გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და სრულიად მართლმადიდებელი საქრისტიანო.

რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ სანებელში მშენებარე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას ესაჭიროება თქვენი დახმარება.

საქართველოს ბანკი
კოდი 220101502
ანგარიშის ნომერია
247225500
მამა თეოდოსი
ტელ. 593 74-85-16
551 49-80-94
ღმერთმა დაგლოცოთ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat