ზოგიერთმა ცოდნამ შეიძლება უფრო დააშოროს კაცი ღმერთს, ვიდრე დააახლოოს
ზოგიერთმა ცოდნამ შეიძლება უფრო დააშოროს კაცი ღმერთს, ვიდრე დააახლოოს
უფალთან ადამიანი სხვადასხვა გზით მიდის და სხვადასხვა მიზეზით ხდება ღვთის საიდუმლოებების თანაზიარი. როცა ადამიანი შეიგრძნობს უფლის სიყვარულს და მასთან თანმყოფობის მადლმოსილებას, ცდილობს, მუდამ მის წიაღში იყოს, არ განშორდეს მის მაკურნებელ ძალას, გახდეს სრულყოფილებისკენ მიმავალი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. ქრისტიანის ცხოვრება ხომ გამუდმებული ბრძოლაა ბოროტებასა და სიკეთეს შორის და გასაკვირიც არ არის, რომ უფლის გზაზე მრავალ დაბკოლებას შევხვდეთ. დაბრკოლებები და განსაცდელები კი სულიერად გვზრდის და ცხონებისკენ გვიბიძგებს. რატომ ბრკოლდება ადამიანი ღმერთთან მისასვლელ გზაზე, რა ითვლება ადამიანისთვის დაბრკოლებად? გვესაუბრება სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია:

- ადამიანის დაბრკოლების მიზეზი მრავალია, მათ შორის - ურწმუნოება, ან ვისაც სწამდა, მაგრამ თავს გადახდა უსიამოვნო ამბავი ან კიდევ მოყვასისგან გაიგო ისეთი რამ, რაც არ მოეწონა, ვერ გაითავისა და საჭოჭმანო გახადა. ზოგიერთი არ ეძებს და არ ფიქრობს ღმერთზე. წმინდა ისააკ ასური ამბობს, ადამიანს, რომელიც ფიქრობს ცხოვრების მიზანსა და აზრზე, ანგელოზი ელაპარაკება. ღვთისა და ანგელოზის შთაგონების გარეშე ადამიანი ვერც მივიდოდა ამ ფიქრამდე. ჩვენ ღმერთს შევიცნობთ იმდენად, რამდენადაც ღმერთმა განგვიცხადა თავისი თავი. ღმერთამდე კაცი თავისთავად ვერ ავა, თუმცა მასში ჩადებულია უნარი ღვთის ხედვისა და ჭვრეტისა. ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ. ამაზეა აგებული მთელი ქრისტიანული მოძღვრება, მათ შორის - ასკეტიკაც. ასკეტის ცხოვრების მიზანიც ამაზეა დამოკიდებული. ამ უნარის დაქვეითება იწვევს დაბრკოლებას. დაბრკოლება შეუძლია აღზრდას, სოციალურ გარემოს, პიროვნების მისწრაფებას გამიწიურებისაკენ და ცოდვებში ნაადრევად ჩავარდნას. სულიერებას მატერიალიზმი ებრძვის, მატერიალურს ხდის ადამიანს და ამიწიერებს მის სულიერ უნარებს. ეს ხდება მისი პირადი არჩევანით ან გარემო პირობების ხელშეწყობით. სულ სხვა არის, როდესაც ადამიანი მორწმუნე ოჯახში იზრდება, სოციალური გარემოც უწყობს ხელს ღვთისკენ სვლაში. პავლე მოციქული ამბობს, უფალი რწმენას აძლევს და ეცხადება მას, ვინც ეძიებსო. თუ ადამიანი თავს გაიმართლებს, - რწმენა არ მაქვსო, არ იქნება მართალი. ის უნდა გაეცნოს, წაიკითხოს პავლე მოციქულის ეპისტოლეები რომაელთა, გალატელთა მიმართ. იქ წერია, - ვინც ეძებს ღმერთს, ის ეცხადება მას. ვინც აკვირდება ქმნილ, ხილულ სამყაროს, ის ამაღლდება მისი შემოქმედის შეცნობამდე. ისე, როგორც თავის დროზე რწმენამდე ამაღლდა აბრაამი, რომელსაც მერე ღმერთი გამოეცხადა და მისმა რწმენამ ის გაამართლა. რჯულს კი არ გაუმართლებია, რწმენა ამართლებს ადამიანს. მერე მიეცათ აბრაამის შთამომავლებს რჯული. რწმენა არის მადლი ღვთისგან ბოძებული, რომელითაც ადამიანი იჯერებს ღმერთის არსებობას.

- ვინ შეიძლება ადამიანს ღვთის სიტყვა უქადაგოს?

- ყველას შეუძლია უქადაგოს, ვინც თავად გაიაზრა ქრისტიანული მოძღვრება, ვინც რწმენაშია, ვისაც აქვს ამის განსაკუთრებული მადლი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სასულიერო პირებს, ერის ხალხიც ქადაგებდა ადრე და ახლაც ქადაგებს. თუ პატიოსანი და ღირსეული ქრისტიანები ვიქნებით, მაშინ ჩვენი ცხოვრებაც ქადაგება იქნება.

ყველაზე აქტუალური დღეს არის ბავშვების აღზრდის საკითხი - სკოლის, პედაგოგიური გარემო. ძალიან ბევრი პრობლემა აქედან მოდის. ბავშვები ძალიან გახსნილები არიან რწმენის მიმართ. სახელმძღვანელოებში ჯერ კიდევ წერია, რომ ადამიანი რამდენიმე მილიონი წლის წინ ევოლიციის გზით მაიმუნისგან შეიქმნა, რაც მომავალი თაობისთვის დამაბრკოლებელია. დროთა განმავლობაში თაობების ცვლა გამოიწვევს ბიბლიურ საფუძველზე ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ შესანიშნავი ლიტერატურაც არის გამოსული დეკანოზ ვასილ ზინკოვსკის ავტორობით, რომელსაც ჰქვია "პედაგოგის პრობლემები ქრისტიანული ანთროპოლოგიის თვალსაზრისით". აქ ძალიან კარგად არის აღწერილი, თუ როგორ გახდა ჩვენი თაობა პედაგოგიკაში ნატურალისტური თეორიების მსხვერპლი. საგნებს ასწავლიდნენ ღვთის რწმენისგან განყენებულად და მონათესავე საგნებს ერთმანეთს არ უკავშირებდნენ.Fფაქტობრივად, სწავლების პრინციპი ნატურალისტური, ძალიან მშრალი გამოდიოდა, თანაც ისეთი, რომელიც ადამიანის ცნობიერებას არღვევდა. აღზრდამ და პედაგოგიურმა მეთოდებმა ადამიანის ბუნება, შინაგანი სამყარო ღმერთს უნდა დაუკავშიროს. იყო დრო, როდესაც გადაწყდა, რომ განათლებისა და აღზრდის საკითხები დაეცილებინათ ცხონების საკითხთან. ეს ორი მიმართულება მკვეთრად გაიმიჯნა, სკოლამ იტვირთა აღზრდის, ხოლო ეკლესიამ - ცხონების საქმე. ორივეს ერთ დროს ეკლესია ტვირთულობდა. როცა ეკლესია დევნილ-შევიწროებული იყო, სკოლა დარჩა თავის ერთადერთ ფუნქციასთან, აღზრდასთან ერთად, რომელიც ღვთის რწმენისა და ელემენტარული ქრისტიანული ანთროპოლოგიური სწავლებების გაუთვალისწინებლად ზრდიდა ადამიანს. რა გამოვიდოდა ასეთი თაობისგან?

დღეს სოციალური გარემოც ისეთი მძიმეა, რაც არ უნდა კარგად აღზარდო ბავშვი სკოლასა და ეკლესიაში, ის გარემოსთან წინააღმდეგობაში მაინც მოდის. პედაგოგისა და ყველა იმ მქადაგებლის მოვალეობაა, ვინც ღვთისკენ მიუძღვის ადამიანს, პირველ რიგში გააგებინოს და დაარწმუნოს მსმენელი, რომ ის ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. რა თქმა უნდა, ეს უნდა გააკეთოს პედაგოგმა. თუ პედაგოგი ამ ამოცანას კარგად გაართმევს თავს, მისი მოსწავლეები საზოგადოების სრულყოფილი და სრულფასოვანი წევრები იქნებიან. მეც ეს ამოცანა მაქვს დასახული სტუდენტებთან ურთიერთობისას.

- სოციალურმა პრობლემებმა, გარემო პირობებმა შეიძლება დააბრკოლოს ადამიანი, ღმერთამდე რომ მივიდეს?

- მთავარი პრობლემა დღევანდელი საზოგადოებისა არის ამქვეყნიური საზრუნავები. ზოგი ვერ კმაყოფილდება, მეტი უნდა. არც შაბათი იცის, არც კვირა და არც დღესასწაულები. ბევრს შრომობს და სულისთვის ვერ იცლის. ვნებად აქვს უკვე ქცეული ფულის შოვნა და რაღაცის კეთება. მიშვებული აქვს გრძნობები და ვერცხლისმოყვარეობით ან სხვა ვნებებითაა დაავადებული და ამ ორომტრიალში ღვთისთვის ადგილი ცოტა რჩება. უფალი გვეუბნება, "წმინდა ჰყავ დღე იგი შაბათი", მოიცალეთ ღვთისთვის, სულისთვის. ეს წესი უნდა დაიცვას ყველამ.

- წმინდა მამები ამბობენ, რომ პირველი დაბრკოლება არის სუსტი და დაფანტული გონება კაცისა.

- დიახ. გაფანტულობა გამოიხატება არა მარტო ლოცვაში, არამედ ყველაფერში. ადამიანს არ აქვს უნარი, მოიკრიბოს გონება, დაფიქრდეს, რისთვის ცხოვრობს, რა უნდა, ვინ არის, საიდან მოვიდა. დაფანტული ყველაფერს მიედ-მოედება და ღმერთს ვერ იპოვის. ადამიანი მუდამ უფალის ძიებაში უნდა იყოს...

- ინტელექტუალურ ცოდნას თუ შეიძლება მოჰყვეს ღმერთთან მიახლოების საწინააღმდეგო ქმედება?

- თუ ის არ არის ნამდვილად ინტელექტუალი, მოჰყვება. მაგალითად, რომის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი, ვინც ქრიატიანობას ეწინააღმდეგებოდა, იყვნენ ინეტელექტულები. თვლიდნენ, რომ ქრისტიანობას შეეძლო დაეშალა რომის იმპერია. ამიტომ მას საშიშ ძალად მიიჩნევდნენ. ნამდვილ ინტელექტუალს დაბრკოლება არ უნდა ჰქონდეს ღვთისგან, პირიქით, ის უნდა ფიქრობდეს და იცოდეს, რომ არა მარტო ადამიანის, ერის დანიშულებაა ღვთის ძიება და მისკენ მიმავალი გზის კარგი ცოდნა. ნამდვილი ინტელექტი უნდა მოდიოდეს სულიერი ცხოვრებიდან, ისევე, როგორც არისტოკრატიზმი.

- ნიჭი ხომ ღვთისგან მიეცა ადამიანს?

- ღვთისგან მიეცა, მაგრამ არსებობს კიდევ ბოროტი, ეშმაკური ლოგიკაც და ეშმაკური "ნიჭიც", რომელსაც ღვთის საწინააღმდეგოდ მიმართავს ადამიანი. რამდენი გვინახავს, რომლებიც წიგნებს წერდნენ და თავი განათლებულად მოჰქონდათ, ღვთის რწმენა კი არ ჰქონდათ. დავით გურამიშვილი ამბობს "დავითიანში" - ნამდვილი ხე არის სახარება. მე დავრგე პატარა ხე -"დავითიანი". დავით მეფსალმუნეს მივბაძე, რათა ამ პატარა ხიდან დიდ ხეზე იოლად გადავიდეს ყმაწვილიო. ასე უნდა იყოს პოეტიც და ხელოვანიც. შემოქმედის დანიშნულებაა, ეხმარებოდეს სხვას ცხონების გზაზე სვლაში. დავით გურამიშვილმა ბრძანა, - რუსთაველმა ყოველივე ეს ორმაგად გააკეთაო. მას შეეძლო ორნაირად წერა - მხატვრულად, ლამაზად, ხალხისთვის გასაგებად, და სარწმუნოებრივადაცო, მე ეს ორივე ვერ შევძელი და მხოლოდ ერთი მხრივ გავაკეთე ჩემი "დავითიანიო". ინტელექტუალი სიკეთით სავსე უნდა იყოს და ხალხს ზევიდან არ უნდა უყურებდეს. როცა დოსტოევსკის გმირი მხატვარი გაიგებს, რომ სილამაზე და სიკეთე ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა, ზოგჯერ არ არის ყველაფერი ლამაზი კეთილი, ძალიან ტრაგიკულ სიტუაციაში აღმოჩნდება. არადა, მთელი ცხოვრება ამას შეალია. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ლამაზია, როდია კეთილი. რაც ლამაზი და კეთილია, მას მშვენიერება ჰქვია, რომელიც ღვთისგანაა. სიკეთე უნდა იყოს მათი სულიერი თუ ინტელექტუალური ცხოვრების გამოვლინება. მე თუ ვთვლი, რომ ღვთის გარეშე შემიძლია რაღაც შევიცნო, ღმერთთან ვერ მივალ. ზოგიერთმა ცოდნამ შეიძლება უფრო დააშოროს კაცი ღმერთს, ვიდრე მიაახლოოს.

- რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი ცოდნის შედეგად დაშორდეს უფალს?

- იმ შემთხვევაში, როცა ფიქრობს, რომ მიღებული ცოდნა თავისთავად აქვს და საკუთარ ნიჭს, მონდომებას, განსაკუთრებულ წარმომავლობას ემყარება.

ჩემს სტუდენტებს ბევრს ვესაუბრები, თუ რა არის კულტურის არსი. თუ სიყვარული არ ახლავს კულტურას, ის არ არის კულტურა. კულტურის არსი ადამიანის სიყვარულში უნდა გამოიხატებოდეს. ხოლო ის, რაც სიყვარულს, სიკეთეს არ ემსახურება, რაც არ უნდა ლამაზი იყოს, ღმერთის სამსახურში ვერ იქნება. ყველაზე ლამაზი არის სიწმინდე. ადამიანმა ცოდნა ღვთისა და ადამიანისთვის, ასევე საკუთარი სრულყოფისთვის უნდა გამოიყენოს.

მე დიდ პატივს მივაგებ მეცნიერებას იმ გაგებით, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მეცნიერებას მივუძღვენი. მეცნიერმაც უნდა იცოდეს, რომ ნატურალისტურ ფარგლებში არ ჩაჯდეს. თუ ნატურალისტურ ფარგლებში ჩაიკეტები, არ იქნები ნამდვილი მეცნიერი. ის უნდა ემსახურებოდეს ღმერთს და საღვთო, სამეუფო გზისკენ უნდა იყოს მიმართული. კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ რწმენა და ცოდნა ადამიანში ჰარმონიულად უნდა აისახებოდეს, მისთვის მაშინ არის ეს სასარგებლო. რწმენა ავსებს ცოდნას. ადამიანი ვერ მისწვდება ღმერთს, რწმენით რომ არ მიდიოდეს ღვთის გზაზე. რწმენა არის უმაღლესი ფორმა აზროვნებისა, რომელიც ლახავს იმ სიშორეს, რაც ადამიანსა და ღმერთს შორის არსებობს. ვგულისხმობ არა მანძილის სიშორეს, არამედ არსობრივ განსხვავებულობას ადამიანსა და ღმერთს შორის. ეს შეიძლება ყველაზე მეტად რწმენამ გადალახოს.

ცხონება კიდევ არის ადამიანის მთავარი მიზანი. ყველაზე მაღალი კიდევ განღმრთობა და სრულყოფაა. მაცხოვარი ამბობს: რა შევიძინო ჩემი სულისათვის? შეიძლება მთელი ქვეყნიერება შევიძინო, მაგრამ სული წარვიწყმიდო. სულის ცხონება ყველაზე მთავარი და აღმატებულია. ჩვენ ვბრკოლდებით ქრისტიანულ კულტურაში, ცხოვრების წესში, ყოველდღიურობაში. შეიძლება დაბრკოლება ისიც იყოს, რომ ჩვენც გარკვეულწილად არ ვართ მზად, ყველა ადამიანს განვუმარტოთ და მივახვედროთ ღვთისკენ მიმავალი გზის ჭეშმარიტება. ნათქვამია, რაც უფრო ღრმაა ჭრილობა, მით უფრო დახელოვნებული ექიმი სჭირდება. იოანე სინელი ამბობს, ხალხი სოდომ-გომორიდან ანგელოზმა გამოიყვანა, ეგვიპტიდან - მოსემ. ამიტომ, ვინც ხორციელ ცოდვებშია, ის ან ანგელოზმა, ან ანგელოზის მსგავსმა ადამიანმა უნდა გამოიყვანოს იქიდან, სულიერ ცოდვებში მყოფს კი მოსეს მსგავსი წინამძღვარი და სულის ექიმი სჭირდებაო. ჩვენც არ ვართ ასეთები და გვიჭირს. ღმერთს უნდა ვევედროთ და იმედია, ღმერთი მოგვცემს იმის უნარს, რომ ჩვენ შორის დაწინაურდნენ ადამიანები და ამ საქმეში უფრო წარმატებულნი იყვნენ. ეს ერისთვისაც უკეთესი იქნება.

დაგლოცოთ უფალმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat