ცრურწმენა
ცრურწმენა
როცა ვინმეს სურს, სჯეროდეს ბედობის დღეების, ქვების ზემოქმედების, ასტროლოგიის და თან ამბობს, ქრისტიანი ვარო, წარმოუდგენელი მკრეხელობაა
განხორციელებულმა უფალმა ადამიანები წარმართობის წყვდიადიდან გამოიყვანა, მაგრამ საზოგადოებაში დღესაც შეხვდებით წარმართობის გადმონაშთებს, რაც ჩვენი ზედაპირული ქრისტიანობის ბრალია. ის კი არა, ხშირად მორწმუნენი ეკლესიური თვალთახედვით უმნიშვნელო წვრილმანებს დოგმატად აცხადებენ, რაც არც სწორია და ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანსაც გვაკარგვინებს.

ჩვენი სტუმარია ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური მამა ზაქარია (მარგალიტაძე).

- საიდან შემოვიდა ცრურწმენები ჩვენს ცნობიერებაში და რატომ აქვს ადამიანს მოთხოვნილება, ერთმანეთს დაუკავშიროს უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი მოვლენები?

- ცრურწმენა, თავისი პირდაპირი მნიშვნელობით, არის ყველა არასწორი შეხედულება, რაც სცილდება ჭეშმარიტებას. ცრურწმენები განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო წარმართული კულტებისთვის. სერიოზულ, მრავალმხრივ განსწავლულ, რჩეულ ფილოსოფოსებსაც კი ახასიათებდათ ახირებული ცრურწმენები. თუ არ ვცდები, სოკრატე არ გაივლიდა, თუ შავი კატა გადაურბენდა. როგორც კი ადამიანი სცილდება ჭეშმარიტებას, მადლს, სულიერ ველს, მაშინვე იწყება მასზე დემონური ზემოქმედება, მაშინვე ჩნდება გადახრები აზროვნებაში, აღქმაში, მოვლენებთან მიმართებაში.

- რა არის ცრურწმენების მიზეზი დღევანდელ საზოგადოებაში?

- ვფიქრობ, დღევანდელობაში ცრურწმენების ერთ-ერთი მიზეზია ფსიქოლოგიური ფაქტორი, ჩვენი წინაპრების ზოგიერთი ცუდი მემკვიდრეობა, მათი კომპლექსები, რომლებიც შიშის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ჩვილობაში გადატანილი სტრესი მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს ზეგავლენას ცნობიერებაზე. ასევე, შესაძლებელია, ადამიანის ცხოვრებაში უსიამოვნო ფაქტები დაემთხვა, ვთქვათ, შავი კატის გადარბენას და ეს შიში ქვეცნობიერად გადაეცა შთამომავლობას.

მეორე მიზეზი ცრურწმენებისა არის ადამიანის მისტიკური ხასიათი - იგი მოვლენებს მუდმივად ირაციონალურს, ზებუნებრივს უკავშირებს. ეს ადამიანის თანდაყოლილი უნარია. მან იცის, რომ ყველა მოვლენა განგებას უკავშირდება და როცა მისი აზროვნება ჭეშმარიტებით არ საზრდოობს, მაშინ ამ მოვლენებს არასწორად აღიქვამს.

- ყველაზე გავრცელებული ცრურწმენებია: შავმა კატამ გადამირბინა, თვალი მითამაშებს, ხელი მექავება, შინ მიბრუნება არ შეიძლება, საპნის და დანის ხელში მიცემა არ შეიძლება და ა.შ. და ვისაც ამისი სჯერა, მის ცხოვრებაში მოვლენები თითქოს მართლაც ისე წარიმართება ხოლმე, როგორც ამას ელის. რატომ ხდება ასე?

- რაც მეტ ყურადღებას აქცევ ასეთ რამეებს, მით მეტად ექცევი მათი ზეგავლენის ქვეშ, ხოლო თუ არაფრად ჩააგდებ, საერთოდ არ იარსებებენ. შეიძლება ეს გამოცადოს ადამიანმა და დარწმუნდება, რომ გათავისუფლდება ამ კომპლექსისაგან.

- ბოროტი ძალებიც ხომ იყენებენ ცრურწმენებს სათავისოდ.

- ბოროტი ძალების კოსმოსიზაციაზე ბევრი ლაპარაკობს და დემონიც იყენებს ამას, აძლიერებს შიშს, დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტორზე, რათა ადამიანი ჭეშმარიტებისკენ არ წავიდეს, ამ კაბალაში იყოლიოს მუდმივად, რაც აზროვნების, ხასიათის, ქცევის პარალიზებას იწვევს.

- ბევრი ჰოროსკოპების ტყვეობაშიც იმყოფება.

- ჰოროსკოპებიც იმავე მოვლენას მიეკუთვნება. ჩვენს ცნობიერებაზე ღმერთის გარდა არაფერმა არ უნდა იქონიოს გავლენა. რაც უფრო მეტად ვუთმობთ შინაგან სამყაროს ღმერთს, მით უფრო ვთავისუფლდებით ბოროტისაგან. ხოლო თუ მასში ჭეშმარიტების გარდა სხვა რამ ისადგურებს, აუბედურებს და მასზე დამოკიდებულს ხდის ადამიანს.

- ზოგიერთი ეკლესიური ადამიანისთვისაც მისაღებია სიზმრის დაჯერება, მისი ახსნა ეფრემ ვერდებითა თუ სხვა წყაროებით.

- ბევრი ამბობს, ქრისტიანი ვარო, მაგრამ სიზმრებისა და ჰოროსკოპებისა კი სჯერა. საკითხავია, არის კი ასეთი ადამიანი ქრისტიანი? სიზმრები და ჰოროსკოპები მცირე ელემენტებია დიდი წარმართობისა, რომელიც უკავშირდება ბედისწერას - ადამიანი თავის ცხოვრებას, სულის მიმართულებას უსადაგებს ციურ სხეულებს ან რაღაც სიზმრისეულ ჩვენებებს.

ქრისტიანული სწავლებით, ადამიანის ბედი, მისი ცხოვრება დამოკიდებულია ღვთის მადლზე, მის განგებასა და თვით ამ ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებაზე. ამ ორი ენერგიის თანხვედრა, სინერგია, ქმნის კაცის ბედს. სხვა დანარჩენი, თუნდ იმავე ვარსკვლავების ზემოქმედება, უნდა გავიგოთ მხოლოდ ფიზიკური კანონების თვალსაზრისით. ჩვენს ნებაზე კი არავის აქვს ძალაუფლება, ადამიანი თვისუფალია.

- თუმცა ზოგჯერ უფალი თავის ნებას სწორედ სიზმრით უცხადებს ადამიანს.

- რა თქმა უნდა, უფლის ნება სიზმრისეულ ჩვენებაში ან ხილვაში ეცხადება ადამიანს, მაგრამ ეს დიდი იშვიათობაა; ამიტომ სიზმრის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად უნდა განეწყოთ. თუ მას მნიშვნელოვნად მიიჩნევთ, მოძღვარს უნდა უთხრათ. წმინდა მამები ამბობენ, რომ სულიერ სამყაროსთან ურთიერთობისას ადამიანს პირველად დემონური სულები უკავშირდებიან. არ შეიძლება უკრიტიკოდ მივიღოთ ყველაფერი და შემდეგ დამოკიდებულნი გავხდეთ ამ სიზმრებზე, რაც შეიძლება ფსიქიკური აშლილობით დასრულდეს.

ღვთაებრივი გამოცხადება განსაკუთრებულ შემთხვევაში ეძლევათ ადამიანებს - მაგალითად, თუ შესანანებელი აქვთ რაღაც. მაგრამ როდესაც ეს ხშირად მეორდება, როდესაც ადამიანი არაადეკვატურად იქცევა, ეგზალტირებულია სიზმრების გამო, ხიბლის მდგომარეობაშია, პირდაპირ შეგვიძლია იმის თქმა, რომ აქ დემონური გავლენაა.

- საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარულია სხვადასხვა ქვისა (მაგალითად, გიშრის) და ლითონების ტარება იმ მიზნით, ბოროტის ცუდ ენერგიას თავის თავზე აიღებსო, ან მსგავსი მოსაზრებით შინ ნალისა თუ სხვა ნივთების ჩამოკიდება.

- ესეც წარმართული გადმონაშთებია. თუმცა ეკლესია უშვებს მკურნალობას ქვებითა და ლითონებით. ეს მინერალები სამკურნალო პრეპარატებშიც შედის ანუ მათი ორგანულად გამოყენება შეიძლება, მაგრამ არ არის მართებული ამ ნივთებისთვის მაგიური თვისებების მინიჭება.

ბოროტისაგან თავდასაცავად ქრისტიანებს აქვთ ჯვარი. სხვადასხვა უცხო სიმბოლო ძირითადად მაშინ ჩნდება, როდესაც საკუთარი სარწმუნოების უგულებელყოფა ხდება. შესაძლოა, წარმართობაში ნალი რაიმე მაგიური მნიშვნელობისა იყო, რადგანაც ძველად ყველა ფორმას, სიმბოლოს თავისი დატვირთვა ჰქონდა. ვფიქრობ, დღეს მას უფრო მიმბაძველობით კიდებენ. ქრისტიანი უნდა შეეცადოს, ქრისტიანული სიმბოლოებით, ქრისტიანული ატრიბუტებით შემოიფარგლოს.

- ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანებსაც ხშირად ნაკლებად მნიშვნელოვანი ქმედება თუ მოვლენა დოგმის რანგში აჰყავთ. მაგალითად, ზოგიერთის აზრით, პირჯვარი მხოლოდ და მხოლოდ სამჯერ უნდა გადაისახო.

- ალბათ ბევრისთვის ცნობილია, რომ პირჯვრის გადაწერისას არა ოდენობას, არამედ რწმენას აქვს მნიშვნელობა. გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს, თუკი ჩვენ მექანიკურად არ გამოვისახავთ პირჯვარს და გადავიწერთ მას რწმენით, სასოებით, იმედით, სიმდაბლით, მაშინ შევიგრძნობთ მის დადებით ძალასო.

- მრავალგვარი შეხედულება არსებობს სანთელთან დაკავშირებით - იგი აუცილებლად საკუთარი ფულით უნდა იყოს ნაყიდი, არ შეიძლება ნაჩუქარი სანთლის დანთება, აუცილებელია კენტი სანთლის ანთება...

- სანთელი ძველი აღთქმიდან დამკვიდრდა ღვთისმსახურებაში - იგი ღვთის გამოცხადებით მიეცა მოსეს. ამ გამოცხადებაში დაწვრილებით იყო მითითებული ღვთისმსახურების წესები, სკინიის შიდა მოწყობის წესები... რომ სანთელი ცვილის უნდა ყოფილიყო.

სანთელს მრავალი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში ეს არის ლოცვის სიმბოლო, ასევე მატერიალური შესაწირი უფლისადმი. სანთლის, კანდელის ანთება აუცილებელია ყველა ღვთისმსახურებისას. ამ დროს მნიშვნელობა აქვს მორწმუნის შინაგან მდგომარეობას. სანთელი აუცილებლად უნდა ინთებოდეს რწმენით, უფლის სასოებით, სიმდაბლით, სათნოებით. ამ შემთხვევაში მას დანიშნულებისაებრ წყალობა მოაქვს ადამიანისთვის. თუკი მექანიკურად ვანთებთ, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენს დავანთებთ, გვაჩუქებენ თუ თვითონ ვიყიდით.

- ზოგჯერ სანთელს აკვირდებიან. თუ იგი "ცრემლიანად" ანუ ნაღვენთით დაიწვა, ამბობენ, ცუდის ნიშანიაო.

- ცუდის ნიშანი არა, მაგრამ ცუდად გაკეთებული სანთლის ბრალი კია.

- ხშირადაც შევსწრებივარ და ჩემთვისაც უთქვამთ, არ შეიძლება სულის შებერვით სანთლის ჩაქრობა, ხელით უნდა ჩააქროო...

- ეს, ალბათ, იქიდან მოდის, რომ ხშირად სულს უდიერად უბერავენ. რადგან სანთელი სიმბოლოა ლოცვის, ღვთაებრივი დიდების, ამასთან მაცხოვარი ამბობს - მე ვარ ნათელი სოფლისაო, იგი მოითხოვს კრძალვით მოპყრობას ანთებისას თუ ჩაქრობისას. სულის შებერვით ჩაქრობა ნამდვილად არ არის დანაშაული.

- ზოგჯერ, განსაკუთრებით შვიდგზის ზეთისცხების დროს ან დიდ ხუთშაბათს, თორმეტი სახარების კითხვისას, ვინც მსახურებაზე ვერ მიდის, ახლობელს სანთელს ატანს, რათა მას "მოასმენინოს" სახარება და სჯერა, რომ ეს სანთელი დიდი მადლის მატარებელია. რა დანიშნულება აქვს სანთელს ამ შემთხვევაში ან გააჩნია თუ არა მას განსხვავებული მადლი სხვადასხვა შემთხვევაში?

- თავისთავად სანთლისთვის "მოსმენინება" აბსურდია. როდესაც უკვეთავენ მიცვალებულისთვის პანაშვიდს ან ჯანმრთელობის პარაკლისს, მამები ურჩევენ, მას თავად დაესწრონ და განიცადონ. ამ განცდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ლოცვაც ძალას სწორედ ჩვენი განცდიდან გამომდინარე იძენს. გაგზავნილ სანთელს არანაირი ძალა არ აქვს.

- რითი განსხვავდება წმინდა ადგილიდან, მაგალითად, იე-რუსალიმიდან ჩამოტანილი სანთელი სხვა სანთლისაგან?

- ნებისმიერ ადგილას ლოცვით დამზადებული ცვილის სანთლის ძირითადი ძალა ერთია. სანთელს დამატებით ენერგიას აძლევს ის დიდი სიწმინდე, რასაც შეეხო და ჩვენც მეტი მოწიწება გვიჩნდება.

არის ასეთი სწავლება, რომ ღვთისმსახურებისას ყველა მღვდლისგან ერთნაირი მადლი მოდის, მაგრამ, როდესაც მღვდელი მას ასრულებს მეტი ყურადღებით, გულისხმიერებით, რწმენით, ამ მადლის ზემოქმედება ძლიერდება. ყველა ტაძარს ხომ ერთნაირი მადლი აქვს, მაგრამ ზოგში მადლის განცდა უფრო ცხოველია, რადგან იქ მოღვაწე ადამიანების ან სიწმინდეების მადლი ემატება. იგივე შეიძლება განვავრცოთ სანთელზეც - თუ ის დიდ სიწმინდეებთანაა შენახები, მას აქვს რაღაც მეტი. მაგრამ თუნდაც სანთელი ერთი წელი იდოს მაცხოვრის საფლავზე, ეს მაინც დამხმარე საშუალებაა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რწმენას, ლოცვით მდგომარეობას, ჩვენს სწორ მიმართებას ღმერთთან.

- ლაპარაკობენ ხატთან მიახლების სხვადასხვა "წესზე" - მასზე მთხვევისას აუცილებელია შუბლის შეხება, ხელის შეხება და სხვა. როგორ უნდა ხდებოდეს ხატის თაყვანისცემა?

- არის კანონები ხატთან მიახლებისა, რაც, სამწუხაროდ, დავიწყებულია. როდესაც სინანულის კანონი, ეპიტიმია აქვს ადამიანს, ხატთან მიახლება სხვანაირად ხდება, თუ არა აქვს - სხვანაირად. მაგალითად, ღვთისმსახურისთვის კონდაკში მითითებულია, რომ ლიტურგიისწინა ლოცვების კითხვისას, ვიდრე იგი საკურთხეველში შევა, აუცილებლად უნდა ეამბოროს კანკელის ხატებს, თაყვანისცემა ამგვარად გამოხატოს.

ხატთან მიახლების კლასიკური მაგალითია ორი მეტანია, მთხვევა ხატზე და შემდეგ ერთი მეტანია. მეტანია გამოხატულებაა მადლიერების, რწმენის, ღვთის თაყვანისცემის. ყველა ხატთან მოწიწებით უნდა მივიდეთ, მაგრამ მასზე ზედმეტი ამბორი და ხელების ფათური არ არის საჭირო. არ შეიძლება ღვთისმშობელს, წმინდანებს სახეზე ვაკოცოთ, მათ მორიდებით უნდა ვეამბოროთ ხელზე ან ფეხზე, ან ხატს ვემთხვიოთ კუთხეში. კადნიერი ქცევა ხატს შეურაცხყოფს. ჩვენი ქცევა სიმდაბლით და მოწიწებით უნდა იყოს გაჯერებული.

- ზოგჯერ ტაძარში "დარიგებას" იძლევიან, რომ "მამაო ჩვენოზე" თუ დავიჩოქებთ, მის ბოლო სიტყვებზე - "არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან" - აუცილებლად ფეხზე უნდა წამოვდგეთ, რათა სიტყვა "ბოროტს" დაჩოქილები არ შევხვდეთ.

- ასეთი კანონი არ არსებობს, ტიპიკ-ონი ამგვარ წესებს არ იცნობს, ეს არის თვითშემოქმედება, რომელიც ეკლესიაში ყოველთვის იკრძალებოდა.

მამები გვირჩევენ, რომ ტაძარში ჩვენი თაყვანისცემის გარეგნული გამოხატულება არ იყოს მეტისმეტად ხაზგასმული, ჩვენი რელიგიური გრძნობების გამოხატვით სხვები არ შევაწუხოთ. ტიპიკონში მითითებულია სულ რამდენიმე ადგილი, როდესაც ღვთისმსახურებისას უნდა დავიჩოქოთ. ეს ეხება "მამაო ჩვენოსაც". თუ მსახურება სადაგ დღეს აღესრულება, მითითებულია, რომ ამ შემთხვევაში უნდა დავიჩოქოთ მანამ, სანამ მღვდელი იტყვის ასამაღლებელს - "რამეთუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება..." შემდეგ შეგვიძლია ავდგეთ.

- ნათლიებს ეუბნებიან ხოლმე, კარგი რამე დაანათლეთო. რამდენად სწორია "დანათლება", რა სახით შეუძლია მორწმუნე ნათლიას ნათლულის ხასიათსა თუ მიდრეკილებებზე იქონიოს გავლენა?

- როგორც მღვდლის შინაგანი კეთილკრძალულება, კეთილმსახურება აძლიერებს მადლის ზემოქმედებას, იგივე შეუძლიათ ნათლიებს თავიანთი ლოცვით. ნათლიის ლოცვითი ზემოქმედება მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

მაგრამ ნათლობისას ნათლია არ არის მოქმედი, ის მოწმეა. ანათლებს არა ნათლია, არამედ სულიწმინდა. თუკი ვინმე ტექსტს უსმენს, მასზე უფრო დიდს, მნიშვნელოვანს კაცი ვერ მოიგონებს - სულიწმინდა "ანათლავს" ადამიანს, რომ იყოს კეთილმორწმუნე, ეკლესიის შვილი, ჰქონდეს ღრმა, ცხოველი სარწმუნოება, მატერიალური წარმატებაც, მოიპოვოს ცხონება და არ წარწყმდეს.

- თუ ოჯახიდან ჯვარი დაიკარგა, პანიკურად ეშინიათ, ოჯახი გაუბედურდებაო. რა უნდა გააკეთონ ამ დროს?

- თუ ეს ერთჯერადი ფაქტია, შიში და პანიკა არ არის საჭირო. ოჯახმა ეს ჯვარი ყოველგვარი მისტიფიკაციის გარეშე უნდა აღადგინოს - სანაცვლო იყიდოს, მღვდელს აკურთხებინოს და შემდეგ ატაროს მან, ვინც დაკარგა. მაგრამ თუ ეს მოვლენა მეორდება - ხშირად იკარგება ან ტყდება ჯვარი, ხატები იწვება, ვფიქრობ, განგება ამ ხერხით ელაპარაკება ადამიანს, მოუწოდებს სინანულისკენ, სულიერი ცხოვრებისკენ. ხშირად, როდესაც კაცი ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს, სწორედ იმ მომენტებს უკავშირებს ჯვრის დაკარგვას ან გატეხას, როდესაც სცოდავს.

- ამბობენ, ნაზიარები სხვას რომ ემთხვიო, არ შეიძლება, რადგანაც მადლი წაგერთმევაო.

- ესეც თვითშემოქმედებაა. მაგრამ თავისთავად ზიარების წინ და შემდეგ ადამიანი განსაკუთრებულად, უფრო მეტი სიფრთხილით იქცევა. ამ დროს არ უნდა ჩაერთოს უქმადმეტყველებასა და ფუჭადმეტყველებაში, მით უმეტეს, სკანდალებსა და საქმის გარჩევებში, მაშინვე არ დაიწყოს ყოფითი საქმიანობა, შეეცადოს, ეს დღე გამოიყენოს ლოცვისთვის, შინაგანი განმარტოებისათვის, სულიერი ლიტერატურის საკითხავად, რათა უფრო გააძლიეროს და გაზარდოს ზიარებით სარგებლობა.

ხშირად ყურადღებას ვაქცევთ უმნიშვნელო წვრილმანებს - რომ მზესუმზირა არ ვჭამოთ, ხილის კურკა არ გადმოვაგდოთ. ადამიანი ნაკურთხ პურს და ღვინოს იმიტომ იღებს, რომ ზიარების ნაწილები გადაიტანოს, ამის შემდეგ ჭამის დროს უკვე ჩვეულებრივ შეიძლება მოქმედება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გვავიწყდება, ზიარების შემდეგ ხშირად პირდაპირ უზომო გართობაზე გადავდივართ, ბევრი ფეხის შეშლამდეც თვრება. ეს წმინდა ზიარების შეურაცხყოფა და ძალიან დიდი ცოდვაა.

- ასევე ამბობენ, ზეთნაცხების დაბანა არ შეიძლებაო.

- ასეთი მითითებებიც არსად მინახავს, არც კურთხევანში და არც მღვდელმსახურის სხვა წიგნებში. ერთადერთი, ძველად ნათლობის დროს განბანვის პროცესი ერთი კვირის შემდეგ ტარდებოდა, მაშინ ახალმონათლული ერთი კვირის მანძილზე ატარებდა მირონს და განბანამდე არ ბანდნენ ხოლმე. დღეს საიდუმლოს ჩატარება ერთად ხდება და ასეთ წესს აღარ ვიცავთ.

- დიდი ამბავი ატყდება ხოლმე ბზობას - ბზას ნაკურთხი წყალი მოხვდა თუ არა ან რამდენი ეპკურა... არის თუ არა მნიშვნელოვანი, რა რაოდენობის წყალი ესხურება მას?

- ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის უნდა ინარჩუნებდეს თავდაჭერილობას, მოწიწებას, თუნდაც არ შეხვდეს ბზა, ეს სიმდაბლითა და მადლიერებით უნდა გადაიტანოს. ასე უფრო მეტ მადლს წაიღებს, ვიდრე მუჯლუგუნებითა და ყვირილით მოპოვებული ბზით.

არც წყლის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, იკითხება ლოცვა და ბზას ერთი პატარა წვეთიც რომ მოხვდეს, უკვე ნაკურთხია.

- ხალხში არის ასეთი "წესი" - დედა არ შეიძლება შვილის ნათლობას დაესწროსო.

- ასეთი წესი არსად მინახავს, შეიძლება გადმოტანილი აქვთ ის შემთხვევა, როდესაც ჩვილი 40 დღემდე ინათლება, როდესაც დედა ჯერ განსაწმენდია და ტაძარში ვერ შედის.

- ასაკოვანთაგან ხშირად გამიგია, - სულ ვლოცულობდიო. აღმოჩნდება, რომ შელოცვებს ამბობდნენ. რა არის შელოცვები და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ?

- ეკლესიაში არსებობს განსაზღვრული, ჩამოყალიბებული ლოცვითი კანონი, რომლითაც ადამიანებმა უნდა იხელმძღვანელონ. თვითნებურად შეთხზული ან წინაპრების დატოვებული ლოცვები მიეკუთვნება შეფუცვას, შელოცვას, მაგიურ სფეროს, რომლის გამოყენება და დამკვიდრება არ შეიძლება, ეკლესია კრძალავს მას. ის კი არა, ეკლესიაში არსებულ ლოცვებსაც ადამიანი თვითნებურად არ უნდა იყენებდეს, აუცილებლად ლოცვა-კურთხევას უნდა იღებდეს მღვდლისგან.

- მართალია, ახალმა წლებმა უკვე ჩაიარა, მაგრამ იქნებ მაინც გვითხრათ, როგორ უყურებს მეკვლეობას (იმ გაგებით, მეკვლეს რომ უკავშირებენ მომავალი წლის ავკარგიანობას) ან "ბედობის დღეს" ეკლესია?

- წინასაახალწლო დღეებში ბევრი ადამიანი დარწმუნებული იყო და სხვასაც აფრთხილებდა, რა განწყობილებითაც შეხვდები ამ წელს და ამ დღეს, მთელი წელი ისეთი იქნებაო. რასაკვირველია, ამ დღეებს მისტიკა გააჩნდა, მაგრამ არა მართლმადიდებლური. ეკლესიის სწავლებით, არც ერთ დღეს არ აქვს მაგიური მნიშვნელობა, ძალა - იმოქმედოს და განსაზღვროს ადამიანის მომავალი. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ უფლის წინაშე ყველა დღე ერთია, ყველა მნიშვნელოვანია. თავისთავად, დღეს ადამიანის, მისი მონაწილეობის, მისი ზნეობრიობის გარეშე არაფრის შეცვლა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ეკლესია ამ დღეებს არასდროს ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამას აკეთებდა საზოგადოება, რომელიც დაშორებული იყო ეკლესიურ სწავლებას, მადლისმიერ ზემოქმედებას. ვფიქრობ, ესეც წარმართობიდან მოდის.

სახარება გვასწავლის - ეძიებდე სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივე შეგეძინოს შენ - მოიპოვე სულიერება, წარემატე ღვთისკენ და ყველაფერი მოგეცემა. ეს ღირებულებების აბსოლუტურად სხვა სისტემაა, სხვა მიმართულებაა. როცა ვინმეს სურს, სჯეროდეს ბედობის დღეების, ქვების ზემოქმედების, ასტროლოგიის და თან ამბობს, ქრისტიანი ვარო, წარმოუდგენელი მკრეხელობაა.

- ზოგისთვის არსებობს კარგი და ცუდი რიცხვები, დიდ ყურადღებას აქცევენ ბილეთის ნომერს, თვის რიცხვს, ადგილის ნომერს თეატრში და ა.შ უმეტესობა ტრადიციულად თარსად მიიჩნევს რიცხვ 13-ს. არსებობს თუ არა "კარგი" რიცხვები ეკლესიის ცნობიერებაში?

- როცა ადამიანი ჭეშმარიტებას მოსცილდება, ყველაფერს ამახინჯებს. რიცხვებთანაც ასე მოხდა. თავისთავად რიცხვები გამოიყენება მათემატიკური განზომილებების აღრიცხვისთვის, ასათვლელად, დასაანგარიშებლად. მაგრამ როგორც კი მაგიურ მნიშვნელობას მივანიჭებთ, ეს რიცხვებიც იწყებენ მოქმედებას.

ეკლესიაშიც არის განსაკუთრებული რიცხვები - 1, 3 - ერთარსება ღმერთი სამპიროვანია. მაგრამ თავისთავად რიცხვები მეორე, მესამე, მეათეხარისხოვანია, მთავარია იდეა, აზრი, რომელიც ამ რიცხვის უკან დგას.

- იოანეს "გამოცხადებიდან" გამომდინარე, ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ რიცხვ 666-ისადმი. თუ ამ რიცხვით შეგვხვდება რაიმე, ნიშნავს თუ არა ეს ანტიქრისტესთან კავშირის დამყარებას?

- თავისთავად არც სამი ექვსიანი ნიშნავს რაიმეს, თუ ეს შემთხვევით გვხვდება. თუ მის უკან ანტიქრისტეს იდეაა, მაშინ მიუღებელია ქრისტიანისთვის და ის ფატალურ მნიშვნელობას იძენს. მაგრამ ჩემთვის პირადად ისედაც უსიამოვნოა ამ რიცხვთან შეხება და ვფიქრობ, თუ შეგვიძლია, უნდა ავირიდოთ თავიდან.

- ბავშვებს ძალიან უყვართ ჭიაკოკონობა, ბევრი ამას ყოველგვარი მისტიკური დანიშნულების გარეშე აკეთებს, თუმცა ძველად ამას თითქოსდა ეშმაკების "განსადევნი" მნიშვნელობა ჰქონდა. რა არის სინამდვილეში ჭიაკოკონობა?

- წარმართობა არ გამქრალა, მოხდა მისი სტერილიზაცია, მან დაკარგა რიტუალური მნიშვნელობა. ტრანსფორმირებული, დამახინჯებული ფორმებით მოაღწია ჩვენამდეც. ამბობენ, რომ ჭიაკოკონობას საფუძვლად უდევს მითი - თითქოს ამ დღეს რომელიღაც მთაზე იკრიბებიან ალქაჯები, ხოლო ადამიანები მათგან თავდასაცავად არა მარტო ხტებოდნენ ცეცხლზე, ცეცხლით შემოურბენდნენ სახლს და "აშინებდნენ" ბოროტ სულებს.

მიუხედავად იმისა, მნიშვნელობას ვანიჭებთ თუ არა ამ რიტუალს, რადგანაც საფუძველი არასწორია, ვფიქრობ, სასურველი არ არის მასში მონაწილეობის მიღება.

- ბევრ ცრურწმენას მოიცავს მიცვალებულთან დაკავშირებული რიტუალები. მაგალითად, მიცვალებულს სამჯერ შემოაბრუნებენ და კუბოს კედელს ურტყამენ. როგორ ფიქრობთ, საიდან არის ასეთი ჩვეულება შემორჩენილი?

- ეს არ არის ქრისტიანული წესი. როგორც კი იკარგება კავშირი ეკლესიასა და ხალხს შორის, წეს-ჩვეულებები, რომლებიც ეკლესიაში აღესრულება და ხალხის მეხსიერებაშია შემონახული, დამახინჯებული სახით გადმოდის ცხოვრებაში. ზოგი რამ წარმართობასთანაც არის შეჯერებული. მიცვალებულისთვის ნივთების ჩატანებაც წარმართული ჩვეულებაა.

ქრისტიანული ყოფა მთლიანად უნდა იყოს გაჯერებული ქრისტიანული ტრადიციებით. ჩვენი ყოფა - სუფრა თუ სხვა - ეკლესიიდან საზრდოობდა. ამიტომ ნელ-ნელა ისევ თავიდან უნდა მოხდეს მთელი ჩვენი ყოფის ქრისტიანიზაცია. შეუცვლელად, ტრანსფორმირების გარეშე მოაღწია ჩვენამდე უძველესმა, მოციქულთა დროინდელმა ეკლესიურმა ტრადიციებმა, რადგანაც მრევლი იცავდა ეკლესიის წესებს. ჩვენ თუ ჩვენი იმპროვიზაციები შემოვიტანეთ, დავამახინჯებთ ამ წესებსა და ჩვეულებებს.

ტრადიცია უნდა შევინარჩუნოთ. ეკლესიაში მისი დამცველნი, გარანტნი არიან ეპისკოპოსი და მოძღვარი. მათ უნდა იქადაგონ და დანერგონ სწორი სწავლება მრევლში, რაც შემდეგ საზოგადოებაში გავრცელდება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვხედავთ, ჩვენს გარშემო ადამიანები ან არასწორად იქცევიან, ან ისეთ შენიშვნებს "არიგებენ", რომლებიც "ქრისტიანული მითოლოგიის" სფეროს მიეკუთვნება?

- ვფიქრობ, არ ღირს სკანდალის ატეხა ეკლესიაში, ამ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ. თუ მიიღო, ხომ კარგი, თუ არა, და ამას სისტემატური ხასიათი მიეცა, მაშინ მოძღვარს უნდა მივმართოთ. მოძღვრის პრეროგატივაა სწორი წესების დანერგვა, ან იქადაგებს ამაზე, ან პირადად მისცემს შენიშვნას.

- დაგვლოცეთ, მამაო!

- ღმერთმა დაგლოცოთ. ეკლესიის გარეშე ცხოვრება არის ტყვეობა. რამდენადაც ემორჩილება ადამიანი ჭეშმარიტებას, იმდენად თავისუფლდება შინაგანად, არ ხდება დამოკიდებული ცრურწმენებზე, რომლებიც აკომპლექსებენ, სულიერად ადუნებენ მას. ერთადერთი მონობა შეიძლება მხოლოდ - უფლის მონობა. პარადოქსია, მაგრამ სინამდვილეა: როდესაც ადამიანი ხდება მონა ჭეშმარიტებისა, მაშინ ხდება ყველაზე თავისუფალი და ბედნიერი. ღვთისადმი დამონება ადამიანს ათავისუფლებს, აბრუნებს საკუთარ თავთან, მოყვასთან, ღმერთთან. ღმერთმა მოგცეთ ძალა ჭეშმარიტი თავისუფლების მოსაპოვებლად.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
06.02. 2015
kontakti
rogor seidzleba tkweni Gwtis msahur margalitadzestad dakawsireba, minda zogi sakithebi gawarkwio, nana margalitadze
03.08. 2014
ზურა ვახტ
ძალიან კარგია,იქნებ დავფიქრდრთ ჭეშმარიტების შცნობისათვის.....
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat