სულიწმიდის ნიჭები
სულიწმიდის ნიჭები
ამაზე პასუხი ბიბლიოთეკაში არ დაგვხვდება
გამორჩეულ ადამიანებს უფალი სულიწმიდის ნიჭებს აძლევს, თუმცა ვის რა მიეცემა და რისთვის მიეცემა, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელია, არც მათზე საუბარია ადვილი.

როგორც მეტეხის ტაძრის მღვდელი მამა ტარიელი (ჟღენტი) ამბობს, ეს იმ დიდ მოღვაწეებს შეეძლოთ, ვისაც თვითონ ჰქონდა ეს ნიჭები მიცემული და ვინც საუკუნეში ერთი ან ორი გამოჩნდებოდა ხოლმე. თუმცა ჩვენ მაინც შევეცადეთ.

- სულიწმიდის ნიჭი, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლეა. არ ვგულისხმობ მშვინვიერ სიცოცხლეს, რომელიც ცხოველებს და ფრინველებს აქვთ, არამედ ადამიანის სულის თვისებებს - თვისებებს შემოქმედებისა და უკვდავებისა.

- ხშირად გვესმის, რომ ადამიანი ხატია ღვთისა. რით გამოიხატება ღვთის ხატება?

- ღვთის ხატებაა, რომ ადამიანი უკვდავია, როგორც ღმერთი, მაგრამ ამას ვერავის დავუმტკიცებთ, სანამ ამ ქვეყნიდან არ წავა და არ მიხვდება, რომ სხეული მოკვდა, მაგრამ პიროვნება დარჩა. სამაგიეროდ, დავუმტკიცებთ მეორე ნიშნით - ადამიანი, ისევე როგორც ღმერთი, არის შემოქმედი, რაც იქიდან ჩანს, რომ ამდენი რამ შექმნა. ცხოველი კი, მაგალითად, დათვი, როგორც ცხოვრობდა 20 საუკუნის წინ, ისევე ცხოვრობს დღეს, მის გამოქვაბულს კარიც კი არ აქვს, იმიტომ რომ არა აქვს სული შემოქმედი და ვერაფერს ქმნის. ჩვენ კი ათასი რამ შევქმენით - კომპიუტერები, ჩიპები და ა.შ.

სულიწმიდის ნიჭია ის, რომ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად. აქ უკვე შემოქმედების მექანიზმები დევს, მექანიზმები იმ ნიჭებისა, რომელიც სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა ადამიანმა გამოავლინა.

- მამები სულიწმიდის შვიდ ნიჭს ასახელებენ. ესენია: შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმიერება, სიბრძნე. მოკლედ ხომ არ განგვიმარტავდით თითოეულ მათგანს?

- ეს შვიდი ნიჭი არის ის საქმეები, რითაც ადამიანი სულს იცხოვნებს.

შიში ღვთისა შეიძლება იყოს მოჩვენებითიც, საერთოდ, ყველაფერს გამოძიება სჭირდება - რა არის ამპარტავნებისაგან და რა - სულიწმიდისაგან. თუ სულიწმიდისაგანაა, ადამიანი ყველაფერს ღვთის შიშით აკეთებს, რომ არ დააშავოს ისეთი რამ, რითაც მისი სული წარწყმდება. მაგალითად, როდესაც ვიღაცას აძლევს მოწყალებას, ჩქარა შორდება, ეშინია, არ ჩავარდეს განდიდებაში.

ეს ნებისმიერ საქმეზე შეიძლება განვავრცოთ. მე ხშირად ვცოდავ, როგორც ადამიანი,Aიმიტომ, რომ შიში ღვთისა, სულიწმიდის ეს ნიჭი, არ არის ჩემზე მოსული. ამიტომ არ მეშინია. ზოგადად როგორ არ მეშინია, მაგრამ ყოველთვის არ მახსოვს, რომ შიში ღვთისა უნდა მქონდეს. როცა ადამიანი სულიწმიდისგანაა ამ ნიჭით დაჯილდოებული, რომც უნდოდეს, არ ეშინოდეს, მაინც ეშინია.

ღვთისმსახურება ეკლესიაში აღვლენილი ლოცვა კი არ არის, არამედ - ღვთისთვის სათნო ცხოვრება. ვთქვათ, ბაზარში მიდიხარ და გაქვს ერთი კილო კარტოფილის ფული. შეგხვდა ვიღაც და შეგიძლია დაიკლო - ნახევარი კილო იმას მისცე. ესეც ღვთისმსახურებაა. შეიძლება არაფრით შეგეძლოს დახმარება, მაგრამ მიხვიდე და თანაუგრძნო. მამები ამბობენ, თუ სხვა არაფერი შეგიძლიათ, როცა მტირალს ნახავთ, მასთან ერთად იტირეთ, როცა გახარებულს - იგალობეთ მასთან ერთადო. ე.ი. გულით თანაგრძნობა რომ შეგიძლია, ესეც ღვთისმსახურებაა. ეს ღვთის ნიჭი თუ არ გაქვს, შეიძლება ერთხელ გააკეთო, ათჯერ - განწყობა გქონდეს, მაგრამ ბოლომდე არ გაგყვება.

ეს შვიდი ნიჭი ადამიანს თუნდაც 10 წელი ან ცხოვრების ბოლომდე კი არ მიეცემა. ერთი მამა იყო, რომელმაც საზვერეები გაიარა და ეშმაკმა უთხრა, მაჯობეო. მან მიუგო: - არ ვიცი, სასუფეველში თუ მივალ, ამას მაშინ გავიგებო. ე.ი. ადამიანი მაშინღა გაიგებს, რომ ღვთისმსახური ყოფილა, როდესაც დიდ საყდარზე მჯდომ უფალს დაინახავს და იმ ზეიმში მიიღებენ.

- ძლიერებაში რა იგულისხმება?

- ძლიერება თუ ღვთისგან მოცემული ნიჭია, ბოროტის არანაირ შემოტევას არ დანებდები. ძლიერი ხარ მაშინ, როცა ვიღაც მოდის, გჩაგრავს, შენც შეგიძლია დაჩაგრო, მაგრამ არ გააკეთებ. ძლიერი ხარ მაშინ, როცა რაღაცას დაგაბრალებენ, შეგიძლია თავი გაიმართლო, მაგრამ გაჩუმდები, ყველა მტყუანად მიგიჩნევს, შენ კი ფიქრობ, ღმერთმა იცოდესო. ეს ძალიან ძნელი გასაკეთებელია. ზოგჯერ ვაშავებთ რაღაცას და იმას ვმალავთ, რომ სხვამ არ გაიგოს, რამე რომ დაგვაბრალონ, ხომ შევჭამთ დამბრალებელს.

ზრახვა არის სწორად აზროვნება, სწორად გაგება ამა თუ იმ მოვლენისა. ესეც ძნელია. რაც არ უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს, ნაკითხი იყო, სწორად გაგება ძალიან ძნელია, რადგანაც ჩვენ მატერიალურში ვცხოვრობთ, სულიერი სამყარო რა არის, არ ვიცით. ეს იმას ჰგავს, ბნელ ოთახში რომ იდგე, გითხრან, დაათვალიერეო და ხელის ცეცებით ნახო, სად რა ავეჯი დგას. კი ჩამოთვლი ყველაფერს, მაგრამ სინათლე რომ აინთება, იქ სულ სხვა რამ აღმოჩნდება. ამიტომაც ზოგჯერ სწორად მზრახველები გიჟებად გვეჩვენებიან, რადგანაც ჩვენთვის დაუჯერებელ რამეებს ამბობენ. ჩვენ ვერ ვხედავთ, ისინი კი ხედავენ.

სულიწმიდისმიერი მეცნიერება ნიშნავს ცნობას ბოროტისა და კეთილისას, როცა შეგიძლია მათი გარჩევა.

გულისხმიერებაც, თითქოს ზრახვის სინონიმურად, ბოროტისა და კეთილის გარჩევაა. სოლომონ მეფეს რომ უთხრა ღმერთმა - რასაც გინდა, შეგისრულებო, სოლომონმა გული გონიერი ითხოვა და მიეცა.

სიბრძნეს რაც შეეხება: ადამიანი ბრძენი მაშინ გამოჩნდება, როცა ცხონდება. ერთადერთი მეცნიერება და ერთადერთი ცოდნა - ცხონების ცოდნაა, ერთადერთი უგუნურებაა - ესაა წარწყმედის ცოდნა. ისევე, როგორც ბედნიერება და უბედურება. ბედნიერება არ არის ბევრი, ერთია, რომელიც მოუწყენელია, ესაა სასუფეველში ყოფნა. უბედურება ჯოჯოხეთში მოხვედრაა. ამიტომ ბრძენია ის, ვინც უარი თქვა სისულელეებზე, ვგულისხმობ ამაქვეყნიურ გართობებს, რაზედაც ჩვენ უარს ვერ ვამბობთ; იმიტომ კი არა, რომ ნებაყოფლობით ვირჩევთ სისულელეს, არამედ არ ვართ ბრძენნი.

- რამდენად ემსახურება ამქვეყნიური მეცნიერება ღმერთის შემეცნებას?

- მეცნიერება, როგორც წესი, გარემოზე დაკვირვებაა და ამა თუ იმ მოვლენის აღმოჩენა. როგორც მამები ამბობენ, ღმერთის შესამეცნებლად არსებობს ორი საშუალება: ერთი - წმინდა წერილი, მისი კითხვა და შემეცნება და მეორე - სამყაროზე დაკვირვება. მაგალითად, დიდმოწამე ბარბარემ ვარსკვლავებზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ ღმერთი ერთი იყო და არსებობდა.

თუ ჩვენ ამ აზრს დავეყრდნობით, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ცნობილი მეცნიერები, - თუნდაც აინშტაინი, რომელიც ატომებს აკვირდებოდა, - თავიანთი კვლევებით თანდათან უახლოვდებოდნენ შემოქმედს.

რამდენიმე ხნის წინ მეცნიერებათა აკადემიასთან დაკავშირებული პოლემიკისას ერთმა ყმაწვილმა თქვა: სად - მეცნიერება და სად - რელიგიაო. ეს ძალიან ცუდია. როდესაც ხდება გამიჯვნა მეცნიერებისა და რელიგიისა, ჩვენ ვიღებთ არა მეცნიერებს, არამედ მწიგნობრებს.

საერთოდ, სიტყვა რელიგია ნიშნავს დაკარგული კავშირის აღდგენას ღმერთთან. მეცნიერება და რელიგია თუ ერთად არიან, ანუ თუ გამართულია, ჯანსაღია ადამიანის ცნობიერება, ამ შემთხვევაში ის ნამდვილად აღადგენს დაკარგულ კავშირს ღმერთთან.

- განათლებასაც განსხვავებული განმარტებები აქვს. ვინ არის ჭეშმარიტად განათლებული ადამიანი?

- განათლებულია ის, ვინც ცოდვებზე ამბობს უარს. ამ ქვეყანაზე კი განათლებული ის ჰგონიათ, ვისაც ბევრი წიგნი აქვს წაკითხული. განათლებული ის არის, - დაუკვირდით სიტყვა ნათელს, - ვინც იშორებს ცოდვებს ანუ ბნელს არ მიეცემა, ვისაც ამა თუ იმ ექსტრემალურ სიტუაციაში არ წარიტაცებს ქონებისა და ხელისუფლების სურვილი; იმას ამბობს, რაც ჭეშმარიტებაა და არა იმას, რაც იმ დროს გაბატონებულ აზროვნებას შეეფერება.

სულიწმიდისმიერი განათლება არ ჰგავს იმ განათლებას, რასაც უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა თუ სხვა პრესტიჟულ დაწესებულებებში ასწავლიან. საერთოდ, თანამედროვე მსოფლიოს ავიწყდება, რას ნიშნავს განათლება. სხვა მხრივ ვითარდებიან ადამიანები, მწიგნობრები ხდებიან, განათლებულები კი - იშვიათად. თუ ცოდვას არ მოერიდე, განათლებას ვერ მიიღებ, ისინი კი ცოდვას არ ერიდებიან, სინდისის წინაშე ცოდვას ლეგიტიმიზაციას უკეთებენ, სინდისს ასწავლიან, რომ ცოდვა, ვთქვათ, ერთსქესიანი ქორწინება, თავისუფლებაა. ასეთ შემთხვევაში, ადამიანმა რაც არ უნდა იკითხოს, ვეღარ მიიღებს განათლებას, რადგან განათლების საწყისი ღმერთია. რაც მისგან არ მოდის, ხელოვნურია და როცა იქნება, გაჩერდება. განათლება სულ მიბმული უნდა იყოს უფალს, როგორც ვაზი - ფესვს, თორემ გახმება, ნაყოფს ვერ გამოიღებს.

ერთხელ ახალგაზრდა ბერმა ასაკოვანს ჰკითხა, - რა გავაკეთო, რომ ვცხონდე ანუ გავნათლდეო. ცხონება და განათლება ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა. მან უთხრა, წადი ღამით სასაფლაოზე, აგინე მიცვალებულებსო. შეასრულა. ახლა მათ საქებად გაგზავნა. ესეც შეასრულა. ბერმა ჰკითხა, - რომ აგინებდი, რამე გითხრესო? არა, მკვდრები რას მეტყოდნენო? - მიუგო ახალგაზრდამ. რომ აქებდიო? არაო. ჰოდა, როგორც ისინი არ იღებენ ხმას, ასე არაფერი თქვა შენც, გინდა გაგინონ და გინდა გაქონ, და ცხონდებიო.

ჩვენი განათლებული ადამიანები კი მცირედ მრუდედ ნათქვამ სიტყვას ვერ იტანენ.

- ალბათ ყველა ადამიანის მიზანი სულიწმიდისა და მისი ნიჭების მოხვეჭაა. როგორაა ეს შესაძლებელი?

- ამისათვის ადამიანს თავმდაბლობა უნდა ჰქონდეს ანუ უნდა შეეძლოს სხვისი აზრების შეწყნარება. თავმდაბლობა მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, ვიღაცამ სცემოს და ხმა არ გასცეს, არამედ როცა შეუძლია დათმოს თავისი აზრები და სხვანაირად მოაზროვნეს გაუგოს.

არის სამონაზვნო სკოლები, სადაც მორჩილებას ასწავლიან და ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ადამიანი მორჩილებაში უნდა გაიწვრთნას.

მოკლედ, ვისაც უნდა, რომ სულიწმიდისმიერი ნიჭები მიიღოს, უნდა დაიწყოს ძებნა. ხოლო ვინც ეძიებს, პოულობს კიდეც. ოღონდ ადვილი მოსაძებნი არ არის, ამაზე პასუხი ბიბლიოთეკაში არ დახვდება, ეს უნდა ეძებოს მონასტრებში, გამოცდილ ხალხში. ვიცი რამდენიმე სასულიერო პირი, დიდი სურვილი მაქვს მათთან ახლოს ყოფნისა, დაკვირვებისა, როგორ მოიქცევიან ამა თუ იმ სიტუაციაში. ერთ-ერთი - ჩვენი პატრიარქია. ასეთ ადამიანთან ვინც ახლოს იქნება, დააკვირდება და ისწავლის, მზამზარეულად მიიღებს განათლებას, შეცდომებს აღარ დაუშვებს.

- რას უსურვებდით ჩვენს ერს, ჩვენს მკითხველს?

- პირველ რიგში, ძალიან მინდა, ჩვენს ეკლესიებში ძლიერი, განათლებული ადამიანები მსახურობდნენ, როგორც მორწმუნენი, ასევე მწიგნობრულად განათლებულნი.

ერს ვუსურვებდი გამრავლებას. თავად ექვსი შვილი მყავს და ამ მოწოდების უფლება მაქვს. თუ არ გავმრავლდით, მაშინ გამოვა, უფლისაგან დადგენილ პირველ მოვალეობას - იმრავლეთო - არ ვასრულებთ, ამიტომ ბედნიერებასა და ღვთის წყალობას ვერ მივიღებთ. მინდა ჩვენს ერში იყოს სიმრავლე და ეკლესიამ ამ გამრავლებული ერის სინდისის მოვალეობა იტვირთოს, თუ რაიმე არასწორი შემოვა, მაშინვე, როგორც სინდისი გვისწორებს ხოლმე, ასე გაგვისწოროს, აღმოფხვრას და ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენოს.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat