მეფე ცხებული
მეფე ცხებული
ბაგრატიონებს ჯერ მთავარი სიტყვა არ უთქვამთ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს არაერთხელ აღუნიშნავს და ბოლო დროს წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაშიც დააკონკრეტა , რომ 1801 წლიდან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო ბაგრატოვანთა ღვთივკურთხეული დინასტიის მეფობის აღდგენა. ისმის კითხვა: "რამდენად მზადაა საზოგადოება ამისთვის?"

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ მონარქია ჩვენი ისტორიის წაკითხული და დავიწყებული ფურცელია და მისი რესტავრაციის მცდელობა უტოპიაა. ახალ საზოგადოებრივ წყობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მარტივი საქმე არ არის. მით უმეტეს, დღეს, როდესაც მონარქია, როგორც მართვის სისტემა, პრაქტიკულად არ არსებობს. რატომ მოიტანა დრომ და რატომ გახდა საჭირო და აქტუალური დღეს მონარქიის, როგორც სახელმწიფოებრივი მმართველობის საუკეთესო ფორმის, აღდგენაზე საუბარი? საერთოდ, რას ნიშნავს მეფობა - მისიას თუ მმართველობას? ვინ არის მართლმადიდებელი მეფე, რას ნიშნავდა საქართველოსთვის და როგორ აისახა მის ბედზე ბაგრატოვანთა მეფობის გაუქმება? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი.

- ამქვეყნიური მეფობა, როგორც მართვის სისტემა, რამდენადაც ბიბლიიდან არის ცნობილი, ნებროთით იწყება. მაგრამ მეფობა გულისხმობს, უპირველესად, საკუთარი თავის მართვას, რაც ყველა ადამიანის დანიშნულებას შეადგენს...

- ამქვეყნიური მეფის მთავარი მოვალეობა და დანიშნულება არის ქვეყნის მოწესრიგება და აღმშენებლობა, სიმართლის, მშვიდობის და სჯულის დაცვა ერში, რადგან "არა არს ხელმწიფება, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან... რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილისმოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა" (რომ. 13,1-3). მეფობა, უწინარესად, გულისხმობს საკუთარ ცოდვასთან ბრძოლას - მეფე დავით მეფსალმუნე სინანულით მიიღებს მხილებას ნათან წინასწარმეტყველისაგან და, მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, ინარჩუნებს მეფობას; ვახტანგ გორგასალი მიიღებს მხილებას ბერისაგან, შეისმენს მის სიტყვას და უფრო განდიდდება; ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ამხელს მეფეს, მეფე დაემორჩილება მას და ქვეყნის გაერთიანება განხორციელდება; გიორგი ჭყონდიდელის მიერ აღზრდილი დავით აღმაშენებელი სინანულის გალობით მიმართავს უფალს და უფალი განადიდებს მის მეფობას. მეფეზე მაღლა ღვთივგანბრძნობილი მოძღვარი დგას, რადგან უფალთან ერთობით არა მარტო თავის თავში სძლევს წინააღმდეგობას, არამედ გარშემომყოფთაც ანიჭებს ძლევის ძალას. ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) საგანგებოდ განიხილავს ამ საკითხს და აღნიშნავს, რომ "მეფობა, როგორც მისია, მარადიულ მეფობას გულისხმობს, მეფობა, როგორც მართვის სისტემა - მხოლოდ ამქვეყნიურ მეფობას. ამიტომ მეფე, უპირველესად, უნდა აღიზარდოს როგორც პიროვნება და მერე - როგორც მმართველი. მმართველობა სიბრძნიდან და სამართლიანობიდან მომდინარეობს. სოლომონი მეფობის დასაწყისში ითხოვს ღვთისაგან: "და მისცე მონასა შენსა გული გულისხმის-ყოფისა სმენად და სჯად ერისა შენისა სიმართლით, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა" (3 მეფ. 3,9).

- დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ე.წ. გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესები, რომელთაც პოლიტიკურ-ეკონომიკური ოლიგარქია მართავს. ტექნიკურად განვითარებულ ქვეყნებში ჩამოყალიბებული ახალი ცნობიერება მთელ მსოფლიოში ვრცელდება. დინასტიური მემკვიდრეობითი პრინციპის ნაცვლად დამკვიდრებულია არჩევითობის პრინციპი, რომელიც ხშირად ფულსა და დემაგოგიას ემყარება... რა უპირატესობა ჰქონდა მემკვიდრეობით პრინციპს არჩევითობის პრინციპთან შედარებით?

- საპრეზიდენტო მმართველობის ნაკლი ისიცაა, რომ მოკლე ვადით არჩეული პრეზიდენტები, არცთუ იშვიათად, დაინტერესებული არიან საკუთარი პოლიტიკური მომავლითა და ძალაუფლებით; დროებით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, შესაძლოა, მათ გამოიყენონ პირადი და თავისი ახლობლების გასამდიდრებლად. არჩეული პრეზიდენტები დიდ ენერგიას ანდომებენ წინა პრეზიდენტების მიღწევების გადაკეთებას და მახეებს უგებენ მომავალ პრეზიდენტებს. მონარქები კი შორს დგანან ყოველგვარი კარიერიზმისა და კორუფციისაგან; მონარქია იყურება საუკუნეთა მიღმა, აგრძელებს ისტორიას და ითვალისწინებს მისი მემკვიდრის მმართველობის მომავალს, რათა უზრუნველყოს ერის კეთილდღეობა. მონარქები აშენებენ თავიანთი წინაპრების მიღწევებზე, რათა გააძლიერონ თანამდებობა მემკვიდრეთათვის. მონარქები განასახიერებენ ეროვნულ სამართლიანობას, კანონიერებასა და პატიოსნებას. ამ დასკვნის სისწორეს მოწმობს არაერთი ერის ისტორიული მაგალითი. არც ერთმა ქვეყანამ სარგებელი არ ნახა მონარქიის გადაგდებით.

"ხალხთა მართვის საქმე ყველაზე რთული საქმეა", - ამბობს წმინდა იოანე კრონშტადტელი. მართვის სისტემა სათავეში ყოველთვის გულისხმობს პიროვნებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს განკარგულება, ზედამხედველობა გაუწიოს მის აღსრულებას, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი. ასეთი საქმეები კი ღვთით ბოძებული ძალისა და ნიჭის გარეშე არ ხდება.

- ანუ მეფობის საფუძველი ღვთივკურთხეულობაა...

- "სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია", - ამბობს წმინდა ისიდორე პელუსიოტი. ღვთის განგებისადმი მინდობა მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი. სწორედ რწმენის დაცემამ და უფლისაგან განშორებამ გამოიწვია ერში მონარქიის ავტორიტეტის შემცირება. სადაც ადრე დაიწყო განდგომა, იქ პირველად მოხდა მონარქიის დამხობა. მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში ორი საუკუნე მიმდინარეობს მონარქიის, როგორც სახელმწიფოს მართვის სისტემის, ნგრევა. თანამედროვე საზოგადოების იერარქიული წყობა განსხვავებულ საწყისებზეა დაფუძნებული. სამეფო ხელისუფლება კი ზეციური იერარქიის ხატი იყო დედამიწაზე. ზეციური იერარქიის მსგავსად იყო აგებული მიწიერი იერარქიული ურთიერთობანი.

- რისი გამოხატულებაა ქრისტიანი მეფე?

- ქრისტიანი მეფე არის ხატი ყოვლისმპყრობელი ზეციური მეუფისა: "ქრისტიანი მეფის სახე და წოდება დედამიწაზე ცოცხალი ხატი და მსგავსებაა ქრისტე მეუფისა, რომელი არს ცათა შინა, რამეთუ რამდენადაც ადამიანი სულით თვისით ხატი და მსგავსია ღვთისა, ესრეთ ცხებული ღვთისა თავისი სამეფო წოდებით ხატი და მსგავსია უფალი ქრისტესი" (წმინდა დიმიტრი როსტოველი).

ეკლესიის მამებს ღრმად ჰქონდათ გააზრებული და შეგნებული სამეფო ხელისუფლების აუცილებლობა ხალხის კეთილდღეობისათვის.

მიტროპოლიტი იოანე პეტერბურგელი (სნიჩევი) სამეფო ხელისუფლებაწართმეულ რუს ხალხს მიმართავდა: "ჩვენს არეულ დროში რუსეთისთვის არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე ჯანსაღი ეროვნულ-რელიგიური თვითშეგნების შეძენაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსმა საზოგადოებამ უნდა გულისხმა-ყოს, ერთი მხრივ, თავისი დღევანდელი ყოფის ყველა ნაკლოვანება და მანკიერება, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე ცხადად გაიზიაროს ის უმაღლესი ზნეობრივი იდეალი ეროვნული სახელმწიფოებრივი მოწყობისა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი უნდა ესწრაფოდეს, თუკი ჩვენთვის სულერთი არ არის ჩვენი გაწამებული და გატანჯული სამშობლოს ბედი!"

- მით უფრო ეს ითქმის ჩვენს მრავალჭირგამოვლილ ქვეყანაზე...

- ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ქართველი ხალხის გენეალოგია, ნამდვილი სისხლძარღვები, რომლებიც მას თავის ისტორიასთან აკავშირებს, გადის არა პარტიებსა და რევოლუციებზე, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მართლმადიდებლური ცხოვრების გზაზე. ამ გზას კი მონარქიასთან მივყავართ. ბაგრატოვანთა მეფობამ განადიდა და დაამკვიდრა საქართველო. მათმა ფასდაუდებელმა ღვაწლმა მისცა საშუალება ქართველ ხალხს, გამოევლინა თავისი საუკეთესო თვისებები, დაეძლია ქვეყნის ტრაგიკული და მშფოთვარე ისტორიის ყველა დაბრკოლება. ის დიდებული კულტურული საგანძური, რომელიც საუკუნეების მანძილზე შეიქმნა, ყველაფერი ბაგრატოვანთა გვარის ხელმძღვანელობითა და მეთაურობით გაკეთდა. სულხან-საბა თავის ლექსიკონში განმარტავს: "ბისონი და პორფირი არის სისხლისფერი მეფეთა და მღვდელმთავართა სამოსელი. მოასწავებს, რათა დასთხიონ სისხლი მათი, ვითარცა ქრისტემან, ერისათვის". ბაგრატიონნიც იცნობებოდნენ: "მხნეობით, სიბრძნე-ქველობითა და ქვეყნისთვის თავდადებითა". ღვთის ხელი წარმართავს ბაგრატოვანთა მეფობასა და ქართველთა წარმატებულ თუ წარუმატებელ ყოფას. ქართველი ერის გვირგვინოსანი წინამძღოლნი - ღვთივცხებული მართლმადიდებელი მეფეები ზრუნავდნენ ქვეყნის მოწესრიგებასა და აღმშენებლობაზე, სიმართლის, მშვიდობისა და სჯულის დაცვაზე. ისინი იყვნენ სინდისნი და წარმომადგენელნი თავისი ერისა.

ჩვენმა ქვეყანამ არაერთი მმართველობის ფორმა გამოსცადა. ამ გამოცდილების შედეგად კი ვრწმუნდებით, რომ გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრივი შენარჩუნებისთვის არის სამეფო მმართველობის აღდგენა. ეს ფორმა წარმატების მომტანია ხალხისათვის, როგორც მისი სულიერი განვითარებისთვის, ასევე მისი ერთიანობისთვის, საერთაშორისო აღიარებისთვის, ეკონომიკისათვის, სოციალური ურთიერთობისათვის და ა.შ.

- ძალაუნებურად ისმის კითხვა: არის თუ არა სახელმწიფოებრივი ყოფიერების ეს ფორმა - მონარქია - იდეალური?

- ამ კითხვაზე მიტროპოლიტი იოანე პეტერბურგელი (სნიჩევი) გვპასუხობს: "ამ ჩვენს "ბოროტსა ზედა მდგომ" ქვეყანაზე, რომელშიც ცოდვა და ბოროტი ვნებები ბატონობენ, შეუძლებელია იდეალური რამის არსებობა. მაგრამ მონარქია, მიუხედავად ამისა, მაინც საუკეთესო, ყველაზე ჰარმონიული, მდგრადი და სამართლიანი ფორმაა საზოგადოებრივი ორგანიზაციისა... მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ იგი ეყრდნობა ზნეობრივ იმპერატივებსა და რელიგიურ სიწმინდეებს და არა ანგარებით, სულიერებას მოკლებულ მატერიალისტურ კატეგორიებს "სარგებელისა", "გამორჩენისა" და "ანგარიშიანობისა"...

მართლმადიდებელი ხელმწიფის უზენაესი ხელისუფლება გარანტია საზოგადოების პოლიტიკური სტაბილურობისა, დაუძლეველი წინაღობა დამანგრეველი პარტიული ქიშპობისთვის, ქვეყნის საიმედო დამცველი ამბიციური და ძალაუფლების მოყვარე პოლიტიკანებისაგან, რომლებიც ფლეთენ ქვეყანას თავიანთი ანგარებიანი და მზვაობარი სურვილების დასაკმაყოფილებლად".

- რა კანონიკურ-იურიდიული საფუძველი აქვს მართლმადიდებლურ თვითმმართველობას?

- საეკლესიო სამართალში წერია: "ღვთის უდიდესი სახიერებით კაცთათვის ბოძებული უმაღლესი სიკეთენი არიან მღვდლობა და მეფობა, რომელთაგან პირველი იღვწის ღვთიურ საქმეთათვის, ხოლო მეორე ხელმძღვანელობს და ზრუნავს ადამიანურ საქმეებზე. ორივე კი, მომდინარეობს რა ერთი და იმავე წყაროსთვალიდან, წარმოადგენს ადამიანური ცხოვრების სამკაულს".

ბიზანტიის იმპერატორი ბასილი მაკედონელი წერს: "იმპერატორსა და პატრიარქს, საერო ხელისუფლებასა და სამღვდელოებას ისეთივე დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, როგორიც სხეულსა და სულს, და ისევე აუცილებელნი არიან სახელმწიფო მოწყობისათვის, როგორც ცოცხალი ადამიანისთვისაა აუცილებელი სხეული და სული".

ადრე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის პოლიტიკაც, მარადისობაზე ფიქრით, ეკლესიური სულით იყო გაჯერებული. მერე და მერე კი დაიწყო ამ სფეროების ეკლესიიდან გამოყოფის (სეკულარიზაციის) პროცესი. ეკლესიასა და პოლიტიკას შორის ზღვარი გაჩნდა. სხვადასხვა ინტერესმა წარმოშვა სხვადასხვა პარტია და პოლიტიკა პოლიტიკანობად აქცია, სადაც გამოყენებულ იქნა მიზნის მიღწევის ისეთი საშუალებები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს ღვთისმოსაობის ნორმებთან, წესიერებასა და პატიოსნებასთან.

ამიტომაც გავრცელდა შეხედულება, რომ არავითარი საერთო არ უნდა ჰქონდეთ ეკლესიასა და პოლიტიკას. "სინამდვილეში კი, - წერს ეკლესიის ისტორიკოსი ნ. კურაკოვი, - რელიგიის ისტორიას პირდაპირი კავშირი აქვს საზოგადოების პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებასთან... მართლმადიდებლური მონარქია ნამდვილად წარმოადგენს სახელმწიფოს მაღალზნეობრივ სულიერ წყობას, აღმოცენებულს მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან, რომელიც ჰარმონიაში იმყოფება მართლმადიდებელი ერის ყოფასთან... ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, ისტორიულ იდეალებში, მის წმინდა ქრისტიანულ, მაღალჰუმანურ იდეალებში ვეძებოთ მითითებები ჩვენი ხალხის საზოგადოებრივი მსოფლმხედველობის მოსაწყობად... რადგანაც აქაა საიდუმლო სულიერი წყობისა, განმსაზღვრელი საზოგადოებრივი კეთილდღეობისა. მხოლოდ ამ საზოგადოებრივ წყობილებას შეუძლია, იქცეს ჭურჭლად ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერების იდეალებისა".

- ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი რუსეთის მიერ ბაგრატოვანთა სამეფო ტახტის გაუქმებას უკავშირდება. მაგრამ ღმერთმა არ დატოვა ქართველობა ამ განსაცდელში. მართალია, მეფობა არ აღდგენილა, მაგრამ სხივი მაინც გამოჩნდა. რა იყო ეს?

- ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის დეკემბრამდე გიორგი XII კი ითვლებოდა საქართველოს მეფედ, მაგრამ ქვეყანას განაგებდნენ რუსი დიპლომატები და სამხედროები. საქართველო გაჩანაგების ზღვარზე იდგა. ქართლ-კახეთის მეფე, გიორგი XII, თბილისშიც კი ლეკთა მცველი რაზმით გადაადგილდებოდა. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ რუსებმა საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში ქვეყანა. ამან ქართული პოლიტიკური ელიტა, ქართული არისტოკრატია დააბნია. უფრო საშიში იყო ის, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა, ბაგრატიონთა სამეფო სახლი ხსნის გზას ვერ ხედავდა.

1801 წლის 12 სექტემბერს ალექსანდრე I-მა მოსკოვში ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. ეს მანიფესტი გარკვეული მიზეზების გამო არ წაკითხულა თბილისში, წაიკითხეს 6 თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში. მანიფესტის წაკითხვას ესწრებოდნენ ბაგრატოვანთა სამეფო სახლის წევრები, ქართველი არისტოკრატია და დიდვაჭრები. არავინ იცოდა, რა უნდა წაეკითხათ. ხმები კი დადიოდა - ბაგრატიონთა სამეფო ტახტი გაუქმებულია და ამიტომაც ვერ დაიდგა გვირგვინი დავით ბატონიშვილმაო.

მანიფესტი მეტად მძიმე პირობებში წაიკითხეს. სიონის შემოგარენი რუსის ჯარს ალყაში ჰყავდა მოქცეული. ისედაც დაბნეულ, ბრძოლის უნარდაკარგულ და დაბეჩავებულ ქართველობას თავზარი დაეცა. მანიფესტის წაკითხვის შემდეგ ქართლ-კახეთის მოსახლეობას მოსთხოვეს, რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომობაზე დაეფიცათ. ამით საქართველო გახდებოდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. საოცარი რამ მოხდა. წაიკითხეს ფიცის ტექსტი და გაისმა ბრძანება: დაიჩოქეთ და დაიფიცეთო. საზოგადოება ისე იყო დაზაფრული, რომ მართლაც მუხლებზე დაეცა და დაიფიცა. ეს არ გააკეთა მხოლოდ რამდენიმე ათეულმა კახელმა აზნაურმა და თავადმა. მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს ტაძარი, გამოვიდნენ ეზოში. რუსებმა მათი შეჩერება სცადეს, მაგრამ ტაძრის სიახლოვეს ტყვიის სროლა ვერ გაბედეს. ქართველი დიდებულები ცხენებზე შესხდნენ და კახეთში დაბრუნდნენ, სადაც მოამზადეს კახეთის 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა, როგორც პროტესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო. ეს უკვე ნიშნავდა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და არისტოკრატიამ დაბნეულობის ხანა გადალახა და ამ მოვლენით საფუძველი დაედო ეროვნულ მოძრაობას რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ. ეს მოხდა მანიფესტის გამოცხადების დღესვე.

- რა არის კონსტიტუციური მონარქიის არსი?

- უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განმარტა კონსტიტუციური მონარქიის არსი. "რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია? ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა... როდესაც კონსტიტუციურ მონარქიაზე ვსაუბრობთ, - მსგავსი ქვეყნების მაგალითებზე ვხედავთ, რომ მათ სტაბილური სახელმწიფოები აქვთ. გავიხსენოთ, თუნდაც, დიდი ბრიტანეთი ან ესპანეთი. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, თუკი ქვეყანაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა, მეფე ძალაუფლებას თავის ხელში იღებს და ქვეყანაში მშვიდობას ამყარებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ესპანეთში, როცა პარლამენტში შეთქმულება მოხდა, - მეფემ ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და ქვეყანა დაამშვიდა". მონარქიასთან დაკავშირებით საგულისხმოა ფრანგი ფილოსოფოსის ლუი მონტესკიეს მოსაზრება: "შეთანხმება არისტროკრატიას, დემოკრატიასა და მონარქიულ წყობას შორის, როცა სამივე თანაბარ მონაწილეობას იღებს მმართველობაში და აწონასწორებს ხელისუფლებას, კაცობრიობის იდეალს წარმოადგენს".

ქართველი ერის ღრმა რწმენით, ღვთივკურთხეული მეფე გააერთიანებს სრულიად საქართველოს, შეკრებს დაკარგულ ისტორიულ პროვინციებს, გააძლიერებს ქვეყანას. მუდამ გვახსოვს პატრიარქის სიტყვები: "ბაგრატიონებს ჯერ მთავარი სიტყვა არ უთქვამთ, ეს მომავალში უნდა გააკეთონ... უპირველესად, ჩვენი ვალია, ერი მოვამზადოთ სამეფოს აღსადგენად! კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა, ამ დაპირისპირებასა და კინკლაობაში, რა თქმა უნდა, ძნელია ამის გაკეთება. და მეორეც, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბაგრატიონთა მომზადება ამისთვის... ვფიქრობ, მეფობის აღდგენა საქართველოში რეალურია და ღმერთმა ჩვენ ყველა მოგვასწროს ამ დალოცვილ და კურთხეულ დროს! უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. ამიტომაც ღვთის ნება იყოს საქართველოზე!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat