ამ წყალს ვინც კი შესვამს, ყველა ხვდება, რომ არ არის უბრალო წყალი, ამას გემოზეც შეატყობთ
ამ წყალს ვინც კი შესვამს, ყველა ხვდება, რომ არ არის უბრალო წყალი, ამას გემოზეც შეატყობთ
VI საუკუნის საქართველოში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ჯერ კიდევ მძლავრობდა კერპთაყვანისმცემლობა, ქრისტიანობის გასავრცელებლად შუამდინარეთიდან ჩამოსულ 13 ასურელ მამათაგან წმინდა დავით გარეჯელს საპატიო და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დავითს სამოღვაწეოდ ფარსმან VI-ის მეფობის ხანაში (547 წელს) საქართველოს ახალდაარსებული დედაქალაქი თბილისი აურჩევია.

მემატიანის ცნობით, ფარსმან მეფეს განუმტკიცებია ქრისტიანობა, უშენებია ტაძრები და, რაც მთავარია, მიუღწევია იმისთვის, რომ საქართველოში კათალიკოსი ქართველთაგან არჩეულიყო და განთავისუფლებულიყო გარეშე ეკლესიათა ზეგავლენისაგან.

წმინდა დავითის შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემონახული. არ ვიცით მისი წარმომავლობა, დაბადების თარიღი და მშობლების ვინაობა. ჩვენთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი აღმზრდელი და მოძღვარი ყოფილა სირიელ მამათა გუნდის მეთაური წმინდა იოანე ზედაზნელი, "განმანათლებელი ქართლისა და განმწმენდელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა, რომელმან ქმნა სასწაულები და ნიშები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განკვირნეს ყველანი ქართველნი", - მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრების" მემატიანე ჯუანშერი.

მამა დავითი დედაქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დამკვიდრებულა, იქ, სადაც დღეს მისი სახელობის ტაძარი, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი და მამათა მონასტერი მდებარეობს. მაშინ მას ამ უკაცრიელი მთის ფერდობზე, უდაბური ტყის ერთ-ერთ გამოქვაბულში შეუფარებია თავი, სადაც მოგვიანებით პატარა სენაკი და სამლოცველო აუგია თავის მორჩილებთან და საყვარელ მოწაფე ლუკიანესთან ერთად, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ მოსცილებია თავის მოძღვარსა და მასწავლებელს.

წმინდა დავითი ყოველ ხუთშაბათს ჩამოდიოდა თბილისში. მან თავისი საკვირველი ქადაგებების ძალითა და სასწაულმოქმედებით მრავალი წარმართი მოაქცია და აზიარა ქრისტეს ჭეშმარიტ სწავლებას.

ვესაუბრებით მთაწმინდის მამათა მონასტრის წინამძღვარს იღუმენ სამოელს (ზედგინიძე):

- თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ადგილიდან დაიწყო მოღვაწეობა წმინდა დავით გარეჯელმა, მონასტერს ცხოველმყოფელობასა და განსაკურებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თავის დროზე ალბათ სწორედ ეს ფაქტორი გახდა იმის წინაპირობა, რომ ამ ფერდობისთვის, წმინდა ათონის მთის ანალოგიით, მთაწმინდა ეწოდებინათ. მამა დავითი თბილისში იმ ადგილას ჩადიოდა და ქადაგებდა, სადაც დღეს ქაშვეთის ეკლესია მდებარეობს. სპარსი მოგვები ვერ ურიგდებოდნენ იმას, რომ მამა დავითის ქადაგების ძალით ბევრი კერპთაყვანისმცემელი ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი გახდა, ამიტომ, მისი სახელისთვის ჩრდილი რომ მიეყენებინათ, ცილი დასწამეს ერთ-ერთი მოგვის მიერ შეცდენილი ქალის დაფეხმძიმებაში. დაშინებულ ქალს ბავშვის მამად მოხუცი დავითი დაუსახელებია. ქრისტიანებს უზნეო საქციელისთვის დავითის დასჯა მოუნდომებიათ. სამსჯავროს წინაშე წარმდგარ ფეხშიშველა მოხუცს განაჩენის მოსმენის შემდეგ ხალხისთვის მიუმართავს: "ქრისტიანებო, კანონი ბრალდებულს არ ასამართლებს, სანამ არ მოუსმენს მას. მით უმეტეს მაშინ, როდესაც დამნაშავეს სიკვდილი მოელის. მაგრამ რა შეიძლება დამნაშავემ თქვას თავის გასამართლებლად, როდესაც მან არაფერი იცის?! დაე, თვით ყრმამ ამხილოს მამა და მიუთითოს დამნაშავეზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მის გაჩენაში".

მოხუცი მისულა ფეხმძიმე ქალთან, კვერთხით სამჯერ შეხებია მის მუცელს და უთქვამს: - ყრმავ, უთხარი ამ უმადურ ხალხს, ვინ არის შენი მამა.

ჩვილს წარმოუთქვამს თავისი ნამდვილი მამის სახელი. შეკრების ადგილას კი ცილისმწამებელ ქალს ქვა უშვია. ხალხს და მეფეს, რომლებიც გაკვირვებული იყვნენ მომხდარი სასაწაულით, გადაუწყვეტიათ, ამ ადგილზე ეკლესია აეშენებინათ ქვა-შვეთის სახელწოდებით, რომელსაც XVIII საუკუნემდე მოუღწევია.

- ალბათ, დამეთანხმებით, რომ მამადავითი თბილისელების უსაყვარლესი ადგილია, ბევრი აქ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად ამოდის, ბევრიც დავითის მადლის წყაროს მისაღებად და წასაღებად, რადგან გამიგონია, ამ წყალს საკვირველმოქმედებისა და კურნების ძალა აქვს. რას გვეტყვით ამ წყაროსთან დაკავშირებით?

- წყარო აქ ორ ადგილას გადმოედინება: ტაძრის უკან და იქ, სადაც დავითის ქვაბული მდებარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად. ეს ტაძარი პირველად IXს-ში აუგიათ, შემდეგ XVIს-ში, მესამედ XIX ს-ში, ბოლოს კი XX ს-ში ამ ადგილას აუგიათ სამრეკლო, რომლის ქვედა ნაწილში ფერისცვალების პატარა ტაძარია. ვარაუდობენ, რომ ამ ტაძრის მახლობელ კელიაში ცხოვრობდა თავიდან წმინდა დავითი, სწორედ აქ გამოუთხოვია მას ღვთისგან წყალი, რომელიც მიეცა. წყაროს სასწაულმოქმედებისა და კურნების ძალა აქვს და ყველა ავადმყოფს შველის, ვინც კი რწმენით შესვამს მას, განსაკუთრებით უშვილოებს სწყალობს. ამ წყაროს მაშინ აკითხავენ, როცა ექიმები ყოველგვარ იმედს გადაუწურავენ პაციენტებს. ამას წინათ ერთი მიყვებოდა, თუ როგორ გაუჩნდა შვილი მრავალი წლის უშვილო ოჯახს მას შემდეგ, რაც ამ წყლის მიღება დაიწყო. როგორც მოგახსენებდით, იმ ადგილას, სადაც მამა დავითის პირველი სამყოფელი იყო, ქვაბული წყლით არის ავსებული, გამდინარე წყალში ჩვენც ხშირად ავდივართ განსაბანად და მსურველებსაც ვაძლევთ ამის საშუალებას, რათა კურნება მიიღონ. ამ წყალს ვინც კი შესვამს, ყველა ხვდება, რომ არ არის უბრალო წყალი, გემოზეც შეატყობთ, რომ მისი შემადგენლობა განსხვავებულია. მიღების წინ შეიძლება წარმოითქვას წმინდა დავით გარეჯელის ტროპარი, ან "მამაო, ჩვენო", ან უბრალოდ ითქვას: "უფალო, შეგვიწყალენ". ორივე წყარო, მართალია, სხვადასხვა ადგილას გადმოდინდება, მაგრამ ერთი და იგივეა.

- კარგა ხანია, არ ამოვსულვარ მთაწმინდაზე და მართლაც ბევრი სასიკეთო ფერისცვალება შეიმჩნევა. ახალი ხისაივნიანი კელიებია აშენებული, რომლებიც მართლაც ახარებს თვალს...

- ბევრი კელია აშენდა მონასტერში არქიმანდრიტ იოანეს წინამძღვრობის პერიოდში, რომელიც დიდი ხანია არ არის, რაც დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობს.

- დღეს რამდენი ბერი მოღვაწეობთ და როგორია თქვენი ტიპიკონი?

- შარშან, 20 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერმონაზონი გრიგოლი (კაცია) და მე ამ მონასტერში გადმოგვიყვანა მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრიდან, რომელიც თავის დროზე უწმინდესი ილია მეორის მამაპაპისეული საცხოვრებელი იყო, მან თავისი სურვილით გადასცა იგი მამათა მონასტერს.

მთაწმინდის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამ წმინდა მთაზე XX საუკუნის დამდეგს გაიხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. დღეს მამადავითზე განისვენებს სამი წმინდანი: ილია მართალი (ჭავჭავაძე), ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) და დიმიტრი ყიფიანი. ამჟამად მთაწმინდის კალთაზე 39 ადამიანია დასაფლავებული. ყველა მათგანი ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან, რადგან საქმით ემსახურებოდნენ თავიანთ სამშობლოს. ამიტომ, უწმინდესის კურთხევით, ყოველი წირვის შემდეგ ვიხდით პანაშვიდს მათი სულებისთვის და ნაკურთხ წყალს ვაპკურებთ მათ საფლავებს. ესეც ჩვენი ტიპიკონის შემადგენელი ნაწილია.

ჩვეულებრივად, ყოველ დილით ვდგებით ექვსის ნახევარზე, ექვსზე ვიწყებთ ლოცვებს, ვატარებთ მწუხრს და ცისკარს. წირვა 9 საათზე გვეწყება, საღამოს ლოცვას კი 8 საათიდან ვიწყებთ. მამა იოანეს დროს უფრო დიდი მრევლი იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, ნაწილი მისი მრევლისა მაინც დადის ჩვენს ტაძარში. ღვთის დიდი წყალობაა, რომ ხალხს გაუჩნდა სურვილი, შეივსოს ის დიდი სულიერი დანაკლისი, რაც ურწმუნო ცხოვრებამ მოიტანა. რა შეიძლება იყოს იმ განცდაზე უკეთესი, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ღვთის გარეშე წარმოუდგენელია მისი ცხოვრება.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ჩვენთან ვაცხოვრებთ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასთან არსებული ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის ინსტიტუტის 10 სტუდენტს, რომელთაც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში უტარდებათ მეცადინეობა. ისინი, როდესაც საშუალება აქვთ, მონაცვლეობით, 1-2 საათით მაინც გვეხმარებიან ღვთისმსახურებაში, მედავითნეობას გვიწევენ. სხვადასხვა რაიონიდან არიან ჩამოსულნი და ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ აქვთ, ამიტომ ცხოვრობენ ჩვენს მონასტერში.

- მამა სამუელ, პირადად თქვენ რა გზა გაიარეთ, სანამ მონასტერში მოხვიდოდით?

- დამთავრებული მაქვს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციის დამუშავებისა და ავტომატიზებული სისტემების ფაკულტეტი. ისე, როგორც ბევრი ჩემი თანატოლი, მეც ერული ცხოვრებით და შეხედულებებით ვცხოვრობდი. დედაჩემი იყო რელიგიური, ლოცულობდა, წირვა-ლოცვებს ესწრებოდა, მარხვის დროს მარხულობდა და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა. ერთი ხანობა ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი და დახმარება მჭირდებოდა, ამიტომ გადავდგი ნაბიჯი ეკლესიისკენ. დამაინტერესა, მართლა არსებობდა თუ არა ღმერთი. როცა დახმარება ვიგრძენი, ამან იმდენად დამაინტერესა, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოვანესი გახდა ჩემთვის. ვფიქრობდი, თუ ღმერთს ასე ესმის შენი, ასე ზრუნავს შენზე და გაჭირვების დროს ასე გიდგას გვერდით, ის პიროვნება, ვინც მთელი ეს ხილული თუ უხილავი სამყარო შექმნა, ხომ უდიდესი სიხარული და ბედნიერებაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს ამქვეყნად. დღეს ერთ ადამიანს ზოგჯერ იმის საშუალება არ აქვს, მეორე ნახოს, თანამშრომლებს, როგორც არ უნდა სცადონ, ზოგჯერ არ შეუძლიათ, შეხვდნენ თავიანთი წარმოების უფროსს, რადგან ის, საქმიანობაში ჩაფლული, დროს ვერ გამონახავს მათთვის. ღმერთთან კი, ადამიანს ყოველთვის აქვს საშუალება, ჰქონდეს ურთიერთობა. უფალი მუდამ ჩვენთან იქნება, ჩვენს გვერდით. ეს რომ წარმოვიდგინე, რამხელა ბედნიერება მოვიკელი იმით, რომ ღმერთს არ ვიცნობდი და არც მიცდია მისი შეცნობა, სინანულში ჩავვარდი და ღვთისკენ სავალ გზას დავადექი. მონაზვნობა ხომ თავგანწირვას გულისხმობს.

- რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მძიმე და, ამავდორულად, მსუბუქად სატარებელი ტვირთია. თქვენი ეს არჩევნი ხომ ღვთის ნების გარეშე არ მომხდარა და ღმერთი დაგეხმარებათ ამ გზაზე გამარჯვებით სიარულში.

- ეს ჩვენ უნდა მოვინდომოთ, და ღმერთი, როცა ამას დაინახავს, შეგვეწევა. თავისთავად ეს არჩევანია, მაგრამ უნდა გავამართლოთ ის. ღმერთმა თავისუფალი არჩევანის განხორციელების საშუალება მოგვცა, ამიტომ ღვთის შეწევნით და დახმარებით და ჩვენი არჩევანით ადამიანებმა ჩვენ-ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა მივიტანოთ.

- მამა სამოელ, იქნებ თქვენს შესახებაც გვიამბოთ?

- წარმოშობით მესხეთიდან ვარ. თაბორის მთიდან დავიწყე საბერო მორჩილება, მერე მცხეთის დედათა მონასტერში ვიყავი, იქიდან - მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერში გადამიყვანეს, 2004 წლის 20 დეკემბერს ბერად აღვიკვეცე, 2008 წლის 6 მაისს, გიორგობას, ამიყვანეს იღუმენის ხარისხში.

ჩემი მფარველია სამოელ წინასწარმეტყველი. მან დაუდგინა ისრაელს პირველი მეფე და დავით მეფსალმუნე მეფედ აკურთხა.

ყველას ვუსურვებ დიდ სიხარულს, რაც კი ადამიანმა შეიძლება მიიღოს უფლისაგან. ვისურვებდი, ქართველობა გამხდარიყოს ღვთის მორჩილი ერი. შეგვეწიოს წმინდა დავით გარეჯელის მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat