ლაზარე, გამოვედ გარე!
ლაზარე, გამოვედ გარე!
ქრისტეს მიერ ოთხი დღის შემდეგ გაცოცხლებულ მართალ ლაზარეს წმინდა ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეს, ლაზარეს შაბათს მოიხსენიებს. 30 ოქტომბერს კი მისი წმინდა ნაწილების საფლავიდან აღმოყვანების დღე აღინიშნება.

როგორც სახარებიდან ვიცით, უფალთან დაახლოებული ლაზარე იერუსალიმის მახლობლად, ბეთანიაში დაიბადა. უფალს განსაკუთრებულად უყვარდა ლაზარე, მისი დები მართა და მარიამი და ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს, ხოლო როდესაც ლაზარე ავადმყოფობით გარდაიცვალა, ბეთანიაში ავიდა ოთხი დღის გარდაცვლილი მეგობრის მკვდრეთით აღსადგენად. ამ სასწაულის მხილველი მრავალი იუდეველი იმ დღეს ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, ამის გამო მღვდელმთავრებს ლაზარეს მოკვლაც კი განუზრახავთ. ღირსი ლაზარე წმინდა სახარებაში, ამის გარდა, კიდევ ერთხელ მოიხსენიება: ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე მაცხოვარი ბეთანიაში ჩასულა მის მოსანახულებლად. "ლაზარე ყოფილა ერთ-ერთი მეინახეთაგანი მისთანა", - გვაუწყებს წმინდა წერილი.

მართალ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ კიდევ 30 წელი უცოცხლია. ღვთის მოწოდებით, კვიპროსის ეპისკოპოსიც გამხდარა.

არსებობს გადმოცემა იმის შესახებაც, რომ მის მოსანახულებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი ჩაბრძანებულა და ლაზარესთვის მისივე ნახელავი ომოფორი უბოძებია.

უფლის რჩეული მეორედ კუნძულზე მიიცვალა მშვიდობით. წმინდა ეპისკოპოსის უხრწნელი ნაწილები, კიტეაში აღმოყვანის შემდეგ, ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის განკარგულებით, 898 წელს კონსტანტინოპოლში, მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში გადაასვენეს. მისი უხრწნელი ნაწილების მარმარილოს ლუსკუმას ასეთი წარწერა ამშვენებს: "ლაზარე, ოთხ დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი".

ვესაუბრებით მარტყოფის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ ლევან ნავროზაშვილს.

- მამა ლევან, იქნებ ერთხელ კიდევ გავახსენოთ მკითხველს სახარებაში მოთხრობილი მართალი ლაზარეს ამბავი, რომელიც მრავალ საიდუმლოს ინახავს. განვმარტოთ, თუ რატომ იწოდება იგი ქრისტეს მეგობრად, ან რატომ მაინცდამაინც უფლის ვნების კვირეულის წინ, მაცხოვრის ჯვარცმამდე 6 დღით ადრე მოხდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ბევრისთვის დღემდე ამოუხსნელი და დაუჯერებელი სასწაული.

- ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე უფალი ამზადებს თავის მეგობრებს იმისათვის, რომ მათ აღდგომის ღმერთი იხილონ - ძლევამოსილი, სიკვდილთან მებრძოლი, გამარჯვებული და მისი შემმუსვრელი, მანამდე კი უნდა მოხდეს რაღაც განსაკუთრებული, რაც მხოლოდ სიტყვით კი არ იქნება აღქმული და გაგებული, არამედ ყველა იმ გრნობით, რომლითაც ყოველი ადამიანი სამყაროსთან არის დაკავშირებული. ამ მოვლენის გასამჟღავნებლად მაცხოვარი რამდენიმე დღით, დროებით გაეშურება ბეთანიას. როგორც სახარება გვიამბობს, ლაზარეს უძლურებით შეწუხებულნი არიან მისი დები - მართა და მარიამი. წმინდა იოანე მახარებლის უწყებით, სწორედ სნეული ლაზარეს დამ, მარიამმა "სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თვისითა წარხოცნა ფერხნი მისნი".

მაცხოვრის მრავალი სასწაულის მხილველ მართასა და მარიამს ღრმად სწამდათ, რომ მხოლოდ მას შეუძლია ლაზარეს განკურნება, ამიტომ კაცს გაგზავნიან ქრისტესთან, რომელიც იერუსალიმიდან სულ რაღაც ერთი დღის სავალზე იმყოფება და შეუთვლიან: "აჰა, რომელი გიყვარს, სნეულ არს". იესო მიუგებს: "ესე სნეულებაი არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისაი მისგან". ამიტომ დააყოვნებს ბეთანიაში ჩასვლას. იგი ლაზარეს გარდაცვალებიდან ოთხი დღის შემდეგ განიზრახავს გამგზავრებას; "ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა. მე მივიდე და განვაღვიძო იგი", - ეტყვის მოციქულებს, რომლებიც არ ურჩევენ იქ წასვლას, რადგან იციან, რომ ვითარება მეტად დაძაბულია. ეუბნებიან: "მოძღვარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად და კვალად მუნვე მიხვალა?" მათი შიში, რა თქმა უნდა, არ იყო უსაფუძვლო, რადგან მღვდელმთავრებიდან დაწყებული, იუდეველთა ყველა ფენა: ფარისევლები, მწიგნობრები, სადუკევლები და სხვა სექტები, - ბოროტებით გაერთიანდნენ ქრისტეს წინააღმდეგ. მოციქულები პირველ რიგში მაცხოვარს უფრთხილდებოდნენ, რაიმე საფრთხე არ შემთხვეოდა და ადამიანურად იმისიც ეშინოდათ, ქრისტესთან ერთად, თავადაც არ გამხდარიყვნენ გამძვინვარებულ იუდეველთა მსხვერპლი. მათ ვერ გაიგეს მაცხოვრის სიტყვები და ეუბნებიან, "თუ ლაზარემ დაიძინა, ისევ გაიღვიძებსო". მაშინ ქრიტე მათ გაცხადებულად ეტყვის: "ლაზარე მოკვდა და მე მიხარის თქვენთვის, რათა გრწმენეს ჩემი". როგორც ამ სიტყვებიდან ჩანს, უფალს უნდა, ადამაინი უფრო განვითარდეს რწმენაში, რომ მეტად დაუახლოვდეს ღმერთს, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება კიდევ უფრო დააახლოებს იმ ადამიანებთან, რომლებიც უფლის მეგობრებად იწოდებიან და ეს ახარებს მაცხოვარს. ვინ არიან ქრისტეს მეგობრები? პირველ რიგში, ისინი, ვინც უფალს უსმენს, მასთან აზრობრივ თანხმობაშია და არ ეწინააღმდეგება თავისი საქციელით. შესაძლოა, ზოგჯერ სწორად არ გესმოდეს უფლისა, როგორც, ვთქვათ, მოციქულებმა ვერ გაიგეს სიტყვა "მიძინება" რა მნიშვნელობით ითქვა, მაგრამ მთავარია, გწამდეს ღვთისა, რადგან რწმენა ექვემდებარება განვითარების პროცესს, ხოლო როცა ადამიანი წინააღმდეგობაში ჩადგება ღმერთთან, მისი რწმენა აღარ ვითარდება, მასთან თანხმობაში მყოფი კი ეტაპობრივად ძლიერდება რწმენაში და უფლის მეგობარი ხდება, ისე როგორც ლაზარე, რომელსაც სწამდა ქრისტეს ღვთაებრიობა და იცოდა, რომ იგი ადამიანურ ბუნებასთან ერთად ღვთაებრივ თვისებებსაც ატარებდა, რომელიც არც მანამდე ჰქონია ვინმეს და არც მას შემდეგ ექნებოდა. მართალია, არ ამბობდა, მაგრამ გულით განიცდიდა ამ გრძნობას, ქრისტეს გულით შემეცნება კი უკვე მის მეგობრობას ნიშნავს.

ისე, როგორც ყველგან, ბეთანიაშიც სასაფლაო გამოყოფილი იყო სოფლისგან. როდესაც მაცხოვარი იქ ჩადის, სოფლისა და სასაფლაოს გზის გასაყართან დადგება. მართა, ვითარცა ესმა, რომ "იესო მოვალს, მიეგებოდა მას" და ასეთი საუბარი გაიმართება მათ შორის:

- აქ რომ ყოფილიყავი, ხომ არ მოკვდებოდა ჩემი ძმა... - რა თქმა უნდა, ეს დანანებით იყო ნათქვმი.

- ღმერთს რასაც სთხოვ, იმას შეისმენს შენგან, აღდგება ძმაი შენი, - მიუგებს იესო.

- ვიცი, რომ აღდგება აღდგომასა მას უკანასკნელსა დღესა, - მართა უფლის მეორედ მოსვლის დროს მკვდრეთით აღდგომას გულისხმობს. როგორც ჩანს, ამ საკითხზე უფალი ადრეც ესაუბრებოდა მას, - ახლა კი, მკვდარიაო, - ეუბნება.

- მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი, რომელსა რწმენეს ჩემი, ცხონდეს. გწამს, რომ ასეაო? - ეკითხება იესო.

- მწამს, რომ შენ შეგიძლია ჩემი ძმის აღდგინება, - მიუგებს მართა და უფალთან შეხვედრის სიხარული რომ დასაც გაუზიაროს, შინ მიდის.

"ხოლო მრავალნი ჰურიათაგანი მოსრულ იყვნეს მართაისა და მარიამისა, რათა ნუგეშინისცენ მათ ძმათა მათისათვის", - მოგვთხრობს სახარება. როგორც მოგეხსენებათ, ებრაელები, ჩვენგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურის გამო მიცვალებული რომ არ გაიხრწნას, პირველ დღესვე ასაფლავებენ მას და ამის შემდეგ იღებენ ჭირისუფლები სამძიმარს ახლობლებისაგან.

მართა მიდის შინ და მარიამს ეუბნება, რომ მივიდეს მაცხოვართან, - გეძახისო. ქრისტეს არ უთქვამს, მარიამი ჩემთან მოვიდესო, მაგრამ მისი ღვთაებრივი სიტყვები იმდენად მანუგეშებელი იყო მართასთვის, რომ უნდოდა, თავის დასაც ეს ნუგეში მიეღო უფლისგან. მარიამს, როგორც კი ამას შეიტყობს, ჰგონია, რომ იესო მეგობრის საფლავთან გამოსათხოვებლად მოვიდა და მასთან სამძიმარზე მისულ ხალხთან ერთად გაიქცევა უფალთან შესახვედრად, დაემხობა მის ფერხთა წინაშე და დაახლოებით იმავეს ეტყვის, რაც მართამ უთხრა: "უფალო, უკეთუმცა აქა ყოფილიყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაი იგი ჩემი, ხოლო იესო, ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა და მის თანა მოსრულნი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით და რქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქვეს მას: მოვედ და იხილე. და ცრემლოოდა იესუიცა".

- ხომ არ განმარტავდით, რატომ ტიროდა იესო?

- ვინაიდან ქრისტეში კაცური ბუნებაც იყო, ახლობელი ადამიანის მწუხარებას თუ სიხარულს ისიც იზიარებდა, თუმცა მარტო ეს არ იყო მის ტირილის მიზეზი. იესო, როგორც ღმერთი, განჭვრეტს იმ მომავალს, რაც ჩვენი ხედვისთვის დაფარულია. უფალი იმიტომაც ტირის, რომ ხალხი, რომელიც ლაზარეს საფლავთან შეკრებილა და დამწუხრებულია თითქოს, იმდენად სასტიკი და უმოწყალო გახდება, რომ ლაზარეს ხელმეორედ მოკვლას მოინდომებს, რადგან ეს იყო უტყუარი და განსაკუთრებული დასტური ქრისტეს ღვთაებრიობისა - მან აღადგინა 4 დღის დასაფლავებული მიცვალებული, რომელიც უკვე იხრწნებოდა.

უფალი ხედავს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს მასთან ერთად დასტირიან ქრისტეს მეგობარ ლაზარეს, უფლის მეგობრები ვერასოდეს გახდებიან, რადგან თავიანთი ბუნებით ყველას მოწინააღმდეგენი არიან, ამიტომაც ევსება ცრემლებით თვალი იესოს. მეტიც, ისინი განიკითხავენ კიდეც მაცხოვარს: "თუ მართლაც სასწაულმოქმედი და კეთილი მოძღვარია, ხომ შეეძლო თავისი მეგობრის განკურნება, ჩვენ ხომ ასე არ მოვიქცეოდით, ლაზარეს გადარჩენა რომ შეგვძლებოდაო". ზოგიერთი მათგანი იმასაც კი ფიქრობდა, რომ ქრისტე ვერ შეძლებდა მის განკურნებას და ეს ახარებდა. ხედავს უფალი მათ უგუნურებას, როგორც ადამიანური ბუნების მატარებელი ღმერთი, და განიცდის მათ ხვედრს, მერე მიუბრუნდება და ეტყვის: "მაჩვენეთ ლაზარეს საფლავი". რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცოდა, სადაც იყო მისი მეგობრის საფლავი, მაგრამ ამას იმისთვის აკეთებს, რომ ხალხი თანამონაწილე გახდეს მისი სასწაულისა.

იუდეველები, ჩვენგან განსხვავებით, თავიანთი წესით კრძალავენ მიცვალებულებს. სურნელოვან ეთერზეთებით უზელენ ტანს, ტანსაცმლის გარეშე თეთრ სუდარაში ახვევენ, თოკებით შეკრავენ და ასე დაასვენებენ გამოქვაბულში, ზემოდან მძიმე ლოდს დაადებენ, ნადირმა რომ არ გადააგოროს. გარდაცვლილს მიწას არ აყრიან. "ჰრქუა იესო: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკვდარისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს". ეტყვის მას უფალი: "არა გარქუ შენ, ვითარმედ უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდება ღმრთისაი". როგორც მოგახსენეთ, ქრისტე ყველაფერ ამას ხალხის მონაწილეობით აკეთებს, მათ უნდა დაინახონ, რომ ოთხი დღის მიცვალებულის გახრწნა დაწყებულია, იგრძნონ ის სიმყრალე, განიცადონ, შეეხონ, დარწმუნდნენ, რაც ხდება, ეს დიდი სინამდვილეა და არა მოჩვენება და ზმანება, სიმართლე და არა სიყალბე და პომპეზურობისთვის დადგმული სპექტაკლი.

"ხოლო იესუ აღიხილნა თვალნი ზეცად და თქუა: "მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და მე ვიცი, რომ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისათვის, რომელი გარე მომადგეს მე, ვთქუ, რაითა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და ესე ვითარცა თქუა, ხმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!"

იესო მამისადმი აღვლენილ ლოცვაში აღნიშნავს, ვიცი, მარადის ისმენ ჩემსას, მაგრამ მე ამ ხალხის გასაგონად ვამბობ ამ სიტყვებს, რომ გაიგონ, არა მხოლოდ ჩემი ნებით მოვედი ქვეყნად, არამედ ეს მამის ნებაც იყოო. მათ უნდა გაეგოთ, რომ იგი მამისგან მხოლოდშობილი, განკაცებული ძეა, რომელიც ყოველთვის მამასთან ერთობაშია.

სამარისებური სიჩუმე დაისადგურებს, წარმოუდგენელი სასწაულის მოლოდინში გარინდებული ხალხი განიცდის, ხედავს, ესმის და გრძნობს იმ რეალობას, რაც იქ ხდება. იგი თანამონაწილე ხდება ამ პროცესისა.

"და გამოვიდა მკუდარი იგი, შეკრული ხელით და ფეხით სახუევლითა და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ, განხსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის". როგორც ხედავთ, მკვდარი ლაზარე, თოკებით ხელფეხშკრულიც კი, უფალს ემორჩილებოდა. როდესაც მას თოკებს ახსნიან, ისეთივე სხეული, გარეგნობა, მეტყველება, გრძნობა, გონება და შემეცნება აქვს, როგორიც მანამდე ჰქონდა და ამ სასწაულით გაოგნებულ იუდეველთაგან იმ დღეს ბევრმა ირწმუნა ქრისტეს ღვთაებრიობა და მისი მიმდევარი გახდა. საგონებელში ჩავარდნენ უფლის მოწინააღმდეგე ფარისევლები და სხვა სექტის წარმომადგენელნი, მართასა და მარიამის სიხარულს ხომ აღარ ჰქონდა საზღვარი. ამ ამბის შემსწრე ქრისტეს მიმდევრებში უდიდესი რწმენა გაჩნდა იმისა, რომ ქრისტეს სიკვდილი ვერ შეეხება, თუ მან თავისი ნებით არ იტვირთა იგი.

ძველი აღთქმის წიგნებში მრავალი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც ღვთის ძალითა და მადლმოსილებით წინასწარმეტყველები აღადგენენ ახალგარდაცვლილ მიცვალებულებს. სახარებაშიც ქრისტე აღადგენს ერთი დღის გარდაცვლილ მიცვალებულებს. გახსოვთ, ალბათ, როცა იაიროსის 12 წლის ასული აღადგინა, ასევე ნინეველი ქალიშვილი, რომელიც დასაკრძალავად მიჰყავდათ, ქვრივის შვილი და სხვა. მაგრამ 4 დღის საფლავში მდებარე მიცვალებულის აღდგენამ მართლაც განაცვიფრა და სერიოზული თავსატეხი გაუჩინა ქრისტეს მოწინააღმდეგეებს, რადგან გახრწნილი ადამიანის აღდგენა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც თვითონ არის სიცოცხლის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც მეორედ მოსვლისას მიწიდან უნდა აღადგინოს ყველა ის მიცვალებული, ვისაც კი უცხოვრია დედამიწაზე. ამის დამადასტურებელია მაცხოვრის ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ სახარებაში აღწერილი შემთხვევები, როცა მრავალი ადამიანი საფლავებიდან აღდგა და ქალაქში გამოვიდა. მაშინ აღდგნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც სწამდათ უფლისა თავიანთ მიწიერ სიცოცხლეში.

- მამა ლევან, იქნებ იმაზეც გვესაუბროთ, თუ რა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება.

- წმინდა მამათა განმარტებით, ლაზარე არის ადამიანის ნება, მართა - ადამიანის გონება, მარიამი კი - ადამიანის გული. ღმერთში თანაზიარნი რომ გავხდეთ, ადამიანმა გონებით უნდა გაიაზროს ღმერთი, გულით უნდა განიცადოს და ნებით დაექვემდებაროს. ამ სამი პირობის დაცვა აუცილებელია ყოველი მოკვდავისათვის. როგორც ლაზარე სრულიად მიენდო ღმერთს, ჩვენც გვამრთებს, ასევე მივენდოთ მას. როდესაც უფალი მას ეძახის: "ლაზარე, გამოვედ გარე!", იგი სრულიად ემორჩილება უფალს და შეკრული გამოდის. მან ღვთის ნებით ოთხი დღით მიიძინა, მაგრამ მიძინებისა თუ გაღვიძების დროსაც მისი სრული მორჩილება, სრული თანხმობა იგრძნობა ღვთის მიმართ. თუ ადამიანში არ მოხდება სრული თანხმობა გულისა, გონებისა და ნებისა უფლისადმი, ვერ აღდგება საკეთილოდ, ქრისტეს მეგობრად, ქრისტეს სიცოცხლეში. ეს ყველას უნდა ახსოვდეს, რადგან, გვინდა თუ არა, ყველას მოგვიწევს ლაზარესავით მიძინება.

- რადგანაც სიმბოლოებზე ვლაპარაკობთ, იქნებ იოანე-ზოსიმესაც შევეხოთ. მის თხზულებაში "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ნათქვამია: "და დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რათა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან". რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- ენა არის სახე ერისა. ერი ხომ ენით შედის ურთიერთობაში სხვა ერებთან. ჩვენს აზრებსაც ენით ვაგებინებთ ერთმანეთს, ენით გადმოვცემთ ჩვენს მეობას, ჩვენს სურვილს და განზრახვას, ვამჟღავნებთ ჩვენს ცოდნას, ინტელექტს, იმ პიროვნულ თავისებურებას, რითაც განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

როდესაც იოანე-ზოსიმე ამბობს, "რათა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა", სწორედ ის იგულისხმება, რომ ქართული ენა ღვთიური ენაა, რადგან ჩვენი ერი დამეგობრებულია უფალთან, მის ენაზე ვლაპარაკობთ, გვესმის ურთიერთისა და ამიტომაც არის ღვთიური ენა. ჩვენი ერი ლაზარესავით არის დამეგობრებული უფალთან. სახარება - ღვთის სიტყვაა, ღვთის ენაა, ამიტომაც ამბობს იოანე-ზოსიმე - "სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიანო". ქართველმა ერმა ღმერთს ისე მიანდო ყველაფერი, როგორც ლაზარეს შემთხვევაში მოხდა, მიანდო ენა, სისხლი, სარწმუნოება, კულტურა, მიწა-წყალი, ესენი ხომ ყველაფერი მისი მოცემულია და მასზევეა მინდობილი, ამიტომ ღმერთმა გააჯანსაღა ეს ყველაფერი და ერი უკვდავყო. იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს, რომ ღმერთთან ერთობაში მყოფ ქართველ ერს გადაშენება არ უწერია. საყოველთაო განსჯის დღეს, რომელსაც მერვე დღეს უწოდებენ, ჩვენი ერი ლაზარესავით მკვდრეთით აღდგება, როგორც სამაგალითო და ღმერთთან დამეგობრებული.

წმინდა მამათა განმარტებით, კაცობრიობის განსჯა უფლისგან მოხდება თავისი მსგავსით. ვთქვათ, ეპისკოპოსს განსჯიან ეპისკოპოსით, ექიმს - ექიმით, პოლიტიკოსს - პოლიტიკოსით, მეფეს - მეფით, ერს - ერით და ა.შ. ჩვენი საუბარი რომ უფრო გასაგები გახდეს, ასე დავაკონკრეტებ: ვთქვათ, თუ სხვა წმინდა მეფე გახდა, შენც ხომ შეგეძლო შენი საქმით, ცხოვრებით, რწმენით, სიყვარულით, სარწმუნოებისადმი ერთგულებით წმინდა მეფე გამხდარიყავი? ან რომელიმე ერმა, ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ქართველმა ერმა, თუ შეინარჩუნა რწმენა, მორჩილება, სასოება, სხვა ერსაც რომ შეეძლო შეენარჩუნებინა? სწორედ ამას გულისხმობს ზოსიმე, რომ ამ ერით, ამ ენით განისჯება სხვა ერი, სხვა ქვეყნები, რადგან, მისივე წინასწარმეტყველებით, ჩვენი ერი არ დაუტევებს ქრისტეს სარწმუნოებას მის მეორედ მოსვლამდე და ბოლომდე შეინარჩუნებს უფლისა და ჭეშმარიტი მოძღვრების სიყვარულსა და სასოებას. მართალია, ერი ცოცხალია და მასში მეტნაკლებობა და ცვალებადობა ყოველთვის არსებობს, ვთქვათ, დღეს შეიძლება ისეთი რწმენა აღარ იყოს ხალხში, როგორიც დავითის ან თამარის მეფობის ხანაში იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერი სრულიად უარყოფს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. დღეს, რაც არ უნდა უპატივცემულოდ მოეკიდონ საკუთარ ენას, დატოვონ სამშობლო და წავიდნენ უცხოეთში, 10 მართალიც რომ დარჩეს, საქართველო მაინც გადარჩება, როგორც საუკუნეებით ქრისტესთან დამეგობრებული. როგორც იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს, ეტყვის ჩვენს ერს ქრისტე: "ლაზარე, გამოვედ გარე!", რათა საბოლოდ გაათავისუფლოს ხრწნადობისგან და საუკუნო სიცოცხლე მიანიჭოს. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat