საფეხური XXII-XXIII - XXII. ზვიადობისთვის; XXIII. ამპარტავნებისა და გმობისთვის
საფეხური XXII-XXIII - XXII. ზვიადობისთვის; XXIII. ამპარტავნებისა და გმობისთვის
ამ ცოდვის უარსაყოფად მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც არის საჭირო
გრიგოლ ღვთისმეტყველისა და სხვა საეკლესიო მოღვაწეებისგან განსხვავებით, წმინდა იოანე კიბისაღმწერელი , როგორც თვითონვე აღნიშნავს, ღვთისმეტყველთა იმ რიგს მიეკუთვნება, რომლებიც პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ცოდვას ერთ სახეობად განიხილავენ; "არ არსებობს კაცი, რომელმაც სძლია პატივმოყვარეობას და ამპარტავნების მიერ იძლია", - ამბობს წმინდა იოანე, რომლის სათნოებთა კიბის 22-ე და 23-ე საფეხურები პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ვნებას ეთმობა.

ამ საკითხზე კომენატრი ვთხოვეთ მღვდელმსახურს, მამა ლევან ნავროზაშვილს:

- მამა ლევან, პატივმოყვარეობასა და ამპარტავნებას წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ერთი წარმომავლობის ცოდვებს უწოდებს. რა მსგავსებასა და განსხვავებას ხედავს მათ შორის?

- წმინდა იოანე ამბობს, პატივმოყვარეობა ისე შემოეხვევა ადამიანს, როგორც ხეს სურო, რომელიც თითქოსდა ალამაზებს მას, მაგრამ სინამდვილეში ამ ხით საზრდოობს, ფიტავს და სიცოცხლეს ართმევს.

პატივმოყვარეობა იმდენად შეფარული, დახვეწილი და ამავე დროს მზაკვრული რამ არის, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი მას უწყინარ თვისებად მიიჩნევს. ხშირად იტყვიან ხოლმე, "თუ კაცს თავმოყვარეობა არ აქვს, რა კაციაო". ამ აზრს ბევრი იზიარებს ჩვენს საზოგადოებაში, სინამდვილეში კი ეშმაკი თავის ჩანაფიქრს უმტკივნეულოდ ახორციელებს, დახვეწილად, შეფარულად, ისე, რომ ადამიანი არც კი ფიქრობს იმაზე, "ვაი, რა საშინლად პატივმოყვარე ვარ, როგორ დავაღწიო თავი ამ ცოდვასო", რათა ისე მოაწყოს, რომ კაცმა იცხოვროს პატივმოყვარეობით და სულის გადარჩენისთვისაც იზრუნოს: იმარხულოს, ილოცოს, აღსარებაც თქვას და ეზიაროს კიდეც. წმინდა იოანე ამბობს, - არ ვიცი, როგორ, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანი ცოდვილად აღარც კი მიიჩნევს თავს, ისეთ მდგომარეობაში აყენებს მას პატივმოყვარეობა. იგი დედაა ამპარტავნებისა, ამიტომ თუ მშობელი მიიღო, შვილებიც მალე აღმოცენდებიან და ამგვარად აღმოჩნდება კაცი ამპარტავნების მფლობელობაში. ასე იპყრობს ეშმაკეული ძალები ადამიანის გულს, ცნობიერებას, ნებელობას და კაცი მასზე დამორჩილებული ხდება თავისი პიროვნული მდგომარეობით, დროით, მიზნით, მიმართულებით, განზრახულობით, საქმიანობით, საზოგადოებასა თუ ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებით. ამ დროს შეიძლება ეგონოს, რომ ღვთისკენ მიემართება, მაგრამ მწარედ ცდება, რადგან ყოველივე ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან, უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში შესაძლოა იგი ღმერთსაც კი დაუპირისპირდეს. იუდა ისკარიოტელში ვერცხლისმოყვარეობა სწორედ პატივმოყვარეობამ განავითარა. როცა მან იესო გასცა და მაცხოვარი შეიპყრეს, მან თქვა, მართალი კაცი მოგეცითო და ვერცხლი უკან დააბრუნა, რომელიც უფლის საფასურად ჰქონდა მიღებული. აქედან ჩანს, რომ მან ვერცხლისმოყვარეობის ცოდვა დაინახა თავის თავში, პატივმოყვარებისა კი - ვერა. დანანებით თქვა, ეს მე როგორ მომივიდაო და თავი ჩამოიხრჩო, რაც სწორედ პატივმოყვარეობამ ჩაადენინა.

პატივმოყვარეობა, იგივე ამპარტავნება, ისეთი ვერაგი რამ არის, თუ მან ღრმად გაიდგა ფესვები ადამიანში, ძნელია, თავი დააღწიო. წმინდა იოანე სინელი პატივმოყვარეობას რატომღაც ცხენს ადარებს, ამპარტავნებას კი ცხენზე ამხედრებულ მხედარს. ამ დამღუპველ ვნებათაგან განთავისუფლება ადამიანს მხოლოდ წმინდა სამების ძალით შეუძლია, რადგან ეს ცოდვა მთლიანად მოიცავს პიროვნებას (მიზნით, აზრით, განზრახვით). წმინდა მამის განმარტებით, სიმართლესაც რომ ამბობდე, თუ ამის დამტკიცებას დაჟინებით ცდილობ, ესეც პატივმოყვარეობის შედეგია. აი, ასეთი სახიფათო და საშიში სენია პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელიც ვისაც კი შეეყრება, მისგან მართული ხდება და პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ მიაქანებს ადამიანთა სულებს, რადგან მისით დასნეულებული პიროვნების ყოველი წუთი, დღე თუ საათი, მისი ურთიერთობა შორეულთან თუ შინაურთან, საზოგადოებასთან, უმცროსთან თუ უფროსთან - ყველასთან არის ქედმაღლური და წინააღმდეგობრივი, რადგან ასეთ ადამიანს თავი ყოველთვის სხვაზე უპირატესი ჰგონია. მისი წარმოდგენით, რაც მას მიაჩნია სწორად, მხოლოდ ის არის მართებული და ამიტომ არავისთან არ შეუძლია თანხმობაში ყოფნა.

პატივმოყვარეობა და ამპარტავნება უსულო და უსხეულო დაავადება კი არა, ეშმაკეულია, რომელიც ადამიანს სხვაზე ბატონობის ისეთ უნარს, ძალასა და ენერგიას აძლევს, რომ ყველაფერს შეაძლებინებს თავისი ამბიციისა და ყოვლისშემძლეობის ჟინის დასაკმაყოფილებლად. აზროვნება თავისთავად ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ როდესაც ადამიანი პატივმოყვრულ აზროვნებაში ვითარდება, ეს უკვე დამღუპველი და გამანადგურებელი ხდება როგორც ამ პიროვნებისთვის, ისე მის გარშემომყოფთათვის, რადგან ძლიერი ნებელობით, გონებითა და გრძნობადი მხარით განვითარებული პიროვნება სხვას უპირისპირდება და ამ დროს იგი ცოცხალ იარაღად იქცევა ეშმაკის ხელში. ჩვენ ვიცნობთ ისეთ მმართველებსა და იმპერატორებს, რომლებიც ამ სენით იყვნენ შეპყრობილნი. ასეთი ადამიანები ოჯახშიც კი ტირანები ხდებიან და ისევე როგორც სამსახურში, ოჯახშიც შიშის ზარს სცემენ თავიანთ ახლობლებს და ფიზიკურად თუ სულიერად გასაქანს არ აძლევენ.

ღირსი იოანე სინელი ამბობს, რომ ეს ცოდვა მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია და თვით წმინდანებიც კი თავიანთი პიროვნული ნებით ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ღვთის ნებას, მაგრამ ისინი ხედავდნენ ამ ცოდვის საშიშროებას და განსაკუთრებულად იბრძოდნენ მის აღმოსაფხვრელად, ცდილობდნენ არ შესულიყვნენ მასთან ურთიერთობაში. ამ ცოდვისგან განთავისუფლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რასაც დიდი მონდომება და სულიერი ღვაწლი სჭირდება. ამ ცოდვის უარსაყოფად მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც არის საჭირო, რომლის მეშვეობითაც მთის გადაადგილება შეგვეძლება (რა თქმა უნდა, ფიზიკურ მთას არ ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში ამპარტავნების მთა მაქვს მხედველობაში). თუკი ადამიანმა თავისი ურწმუნოების გამო ვერ შეძლო ამ მთის გადაადგილება, მაშინ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამპარტავნების მთის მწვერვალი დაიპყროს თავმოსაწონებლად და თავისი წარმოდგენით ამ მწვერვალიდან მოახდინოს სამყაროს მართვა, ის კი ავიწყდება, რომ ამ სიმაღლიდან იგი პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ მიექანება. ამ მთის გადაადგილება მხოლოდ ქრისტეს რწმენას შეუძლია.

წმინდა იოანე ამბობს: "ვისაც პატივმოყვარეობა არ იპყრობს, მას ვერ დაამარცხებს უგუნური ამპარტავნება, რომელიც ღმერთის მტერია და მოძულე".

- წმინდა იოანე პატივმოყვარეობას გმობასთან ერთად მოიხსენიებს. იქნებ განგვიმარტოთ, რა აახლოებს და აერთიანებს მათ.

- რახან წმინდა იოანე ამბობს, ამპარტავნება ეშმაკთან მეგობრობა და ღვთის უარყოფა არისო, თავისთავად ეს ღმერთთან წინააღმდეგობას ნიშნავს - თუკი პიროვნება ღვთისგან ვერაფერს ღებულობს, როგორც მისთვის არასასურველს, არასაჭიროს, არასაიმედოსა და არაფრის მომცემს, მერე მგობელიც ხდება მისი, რაც ამპარტავნებისგან გამომდინარეობს.

ამპარტავანი თუკი რაიმეს ღვთისგან მიიღებს, იმასაც სათავისოდ გარდაქმნის. ვთქვათ, მზის ენერგია გასანათებლად, გასათბობად და სიკეთისმომცემელად კი არა, რაღაც შენებურად რომ შეცვალო ადამიანთა საზიანოდ და ბუნების საწინააღმდეგოდ. ამპარტავანი დაახლოებით ამგვარადვე იყენებს ღვთის ნებას, ამიტომ ვინც ამპარტავნებას ვერ ხედავს, არ ებრძვის და არ განიცდის, ვინც ავითარებს მას და არ უპირისპირდება, ამ შემთხვევაში ღვთის მგმობელი ხდება, რადგან თვითონვე უღობავს გზას თავის თავში სულიწმინდის მადლის მიღებას. როდესაც მოძღვარი, ახლობელი ან მისთვის კეთილისმყოფელი მიანიშნებს ამ ცოდვაზე, რათა გამსწორდეს და უკეთესობისკენ შეიცვალოს მისი მდგომარეობა, იგი ყურად არ იღებს მის რჩევას და ეწინააღმდეგება. წმინდა იოანეს განმარტებით, ამ შემთხვევაშიც სულიწმინდა იგმობა მისით, რადგან არ შეისმინა მისი, ვინც სულიწმინდით ელაპარაკებოდა. სულიწმინდის გმობა კი, მოგეხსენებათ, ყველაზე მიუტევებელი ცოდვაა ადამიანისთვის.

საინტერესო დიალოგი იმართება წმინდა იოანესა და ამპარტავნებას შორის: როდესაც ვკითხე ამპარტავნებას, რა დაგამარცხებს-მეთქი, მიპასუხა: მე ვერაფერი დამამარცხებს, ადამიანში მაშინაც კი შემიძლია შევიდე, როდესაც იგი ღვაწლშია, ვერ მძლევს ვერც ძლიერი მარხვა, ვერც ლოცვა, ვერც მორჩილება, ვერც ურისხველობა, ვერც განუკითხველობა, ვერც ყალბი მოღვაწეობა. მე მხოლოდ ერთი რამ მანადგურებს - თუ ღვთის წინაშე საკუთარ თავს გულწრფელად დაიდანაშაულებ, შენ წინაშე ობობას ქსელივით დავდნებიო. ამიტომ თუ სურვილის გაჩენისთანავე თავის დადანაშაულება არ დაიწყე ღვთის წინაშე, ამპარტავნება ამ შენს სურვილს გულისთქმად აქცევს, რომელიც უკვე ცოდვაა. ვთქვათ, თუ ნაყროვანების სურვილი გაგვიჩნდება, აქედანვე უნდა მოდიოდეს განცდა თვისთა ცოდვათა, რათა ვერ გვძლიოს მან ამპარტავნებაში, რომელიც ყველა ცოდვასთან ერთად ვითარდება. ამპარტავნების გარეშე ცოდვა არ არსებობს, იგი ავითარებს სიძვას, მრისხანებას, კაცისკვლას, ანგარებას, ნაყროვანებას, სასოწარკვეთილებას და ა.შ. უფალმა თქვა: "რომელმან გულისთქმით შეხედოს, მან უკვე იმრუშა". მას არ უთქვამს, რომელიც ფიზიკურად შეეხოსო. აქ გულისთქმით შეხედვაზეა ლაპარაკი. შეხედვა თავისთავად არ არის ცოდვა. მაგრამ როდესაც სურვილი აღიძვრება, იგი არის გონებასა და გულთან დამაკავშირებელი გრძნობა, და თუ ადამიანი ამ სურვილს წინ არ აღუდგება, იგი გულისთქმად გადაიქცევა. გულისთქმით მე შემიძლია გემთოყვარეობაშიც ჩავვარდე, ეს კი უკვე ცოდვაა, თუ მე ამ ცოდვას დავიკმაყოფილებ, ნაყროვანებაში აღმოვჩნდები ამპარტავნებასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ამპარტავნება მრისხანებასაც გამოიწვევს ჩემში. ამიტომ თუკი სურვილის გაჩენისთანავე ადამიანი გულწრფელად არ დაიდანაშაულებს თავს უფლის წინაშე, ვერ მოთოკავს მას და ცოდვად გადაექცევა, რითაც ამპარტავნებას მეტ გასაქანს მისცემს ჩვენი გულების დასაპყრობად. ოცდამესამე საფეხურზე წმინდა იოანე სინელი ამბობს: "ვინც მასზე ავა, თუ შეძლო და ავიდა, ძლიერი იქნება".

- მამაო, წმინდა იოანე კიბისაღმწერელის თვალთახედვით, ადამიანის სულის ცხონებისათვის ყველაზე ჭეშმარიტი და უტყუარი გზა ბერ-მონაზვნობაა, რაც იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს სულის განმანათლებელი წიგნი ძირითადად ბერ-მონაზვნებისთვის დაიწერა?

- ეს არის სახელმძღვანელო, რასაკვირველია, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, ვისაც სასუფეველში დამკვიდრების დიდი სურვილი აქვს და ამქვეყნადვე ცდილობს მიაღწიოს სრულყოფილებას. სახარებაში უფალი მოგვიწოდებს: "იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს". მაგრამ უფალი ხომ მხოლოდ ბერ-მონაზონთა საყურადღებოდ არ ამბობს ამ სიტყვებს, იგი ყველა ადამიანს ეუბნება, ვისაც უფალთან ერთობა და ცხონება უნდა, თუმცა ვინ როგორ იმოქმედებს და რა გზას დაადგება, ეს კონკრეტული პიროვნების უნარ-შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, ღმერთისგან ხომ ზოგს ასეულის ნაყოფის გამოღების შესაძლებლობა ეძლევა, ზოგს - სამოცეულის, ზოგს კი - ოცდაათეულის. უფალი ყველას ჩვენი ძალების შესაბამისად მოგვკითხავს, ამიტომ პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ვიტყვით იმას, რომ წიგნი მხოლოდ ბერ-მონავნობისთვის არის შექმნილი, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ეს არის სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც ძირითადად სახარებაზეა აგებული და დაიწერა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთაც სასუფეველში დამკვიდრება სწყურიათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat