საფეხური X-XII - X. ბოროტისმეტყველებისთვის; XI. მოშურნეობისთვის; XII. ტყუილისთვის
საფეხური X-XII - X. ბოროტისმეტყველებისთვის; XI. მოშურნეობისთვის; XII. ტყუილისთვის
სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო
მეტყველების კულტურის დონე ყოველთვის განსაზღვრავდა და კვლავაც განსაზღვრავს ყოველი ინდივიდისა და ერის მენტალიტეტს. ქართველ ხალხს ყოველთვის ღრმად ჰქონდა შეგნებული, რომ "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!" (გრ. ორბელიანი).

ენის დამორGილება ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობაა. შეუძლებელია ადამიანის ბაგეებიდან ერთდროულად გამოდიოდეს ლოცვაც, ფსალმუნების კითხვის ხმიანობა და ბილწი სიტყვებიც. როდესაც ადამიანის გული ბოღმით, ბრაზითა და შფოთით არის აღსავსე, იგი ამ ღრმა ფსიქოლოგიურ კრიზისს ბილწსიტყვაობით გამოხატავს. ბილწსიტყვაობის ცოდვა პირველ რიგში მოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე, უსახიGრებს სულს და უკარგავს ღვთიურ მადლს.

გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური - დეკანოზი გიორგი რაზმაძე.

- მამა გიორგი, რას გულისხმობს ბილწსიტყვაობის ცოდვა და, საერთოდ, როგორი დამოკიდებულება გვმართებს სიტყვების მიმართ?

- ბილწსიტყვაობა ადამიანის დაცემის შედეგია. სიტყვის ცუდად ხმარებასთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი ფაქტორები გამოვყოთ: როცა ადამიანი მრავლისმეტყველია და თავშეუკავებლად ყველა თემაზე საუბრობს, მისი ენა ემსგავსება ქარის წისქვილს, რომელიც ქარის დაბერვისთანავე განურჩევლად ტრიალებს. მრავლისმეტყველების ცოდვას, თავის მხრივ, აქვს სამი მიმართულება: 1) უქმი მეტყველება, როცა ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერში გათვითცნობიერებულია და ყველა თემაზე საუბარი შეუძლია; მათე მახარებელი ამის შესახებ ბრძანებს: "ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუა მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მათე 12,36). 2) ადამიანის განკითხვა, რომელიც საშინელი ცოდვაა და წმინდა მამები მას ანტიქრისტეს მდგომარეობას ადარებენ; 3) ბილწსიტყვაობა, რომელიც ადამიანს შეაგინებს.

ჩვენ ვიცით, რომ პირველითგან იყო სიტყვა (იოანე 1-1). უფალი განკაცდა ჩვენთვის, სიტყვამ - ლოგოსმა ხორცი შეისხა. ამიტომაც სიტყვას ძალიან დიდი საკრალური მნიშვნელობა აქვს. სიტყვით შეიქმნა სამყარო, ხილული და უხილავი სამყარო. სიტყვით შეიქმნა ადამიანი. სიტყვით შეიძლება ადამიანს სარგებელი მისცე და ამავე დროს სიტყვით შეიძლება იგი მოკლა. მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს: "ადამიანის სიტყვა შეიძლება განბასრებულ იქნეს, ვითარცა მახვილი და მაშინ ის მოწყლავს და კლავს; და შეიძლება დალბობილ იქნეს, ვითარცა ზეთი და მაშინ ის კურნავს". ნათქვამია, კაცისთვის ცუდი სიტყვის თქმას მისთვის ქვის სროლა სჯობსო. წმინდა მამები ამბობენ, - როცა ადამიანი შეუდგება მარხვის ღვაწლს, მისი მარხვა არ უნდა მიემსგავსოს მორიელის მარხვას, რომელიც 150 დღე არაფერს ჭამს, მაგრამ მისი ერთი კბენაც კი მომაკვდინებელია. შეიძლება ადამიანი მარხულობდეს, მკაცრად მოღვაწეობდეს, მაგრამ თავისი სიტყვით მოყვასს აწყენინოს, შეურაცხყოს იგი, სასო წარუკვეთოს და ყველაფერი მუქ ფერებში წარმოუსახოს. ეს კი მორიელის ნაკბენზე უარესია: მათე მახარებელი ბრძანებს: "სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". არც ერთი ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა უკვალოდ არ იკარგება. წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: "თქმით შენ შობ სიტყვას. შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ ან შენს საწინააღმდეგოდ". ღვთის მიმართ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა უფალთან იწერება, ხოლო ბილწ სიტყვებს ბოროტი ძალები აღნუსხავენ. ბილწსიტყვაობის ცოდვის საზვერის გავლა მოგვიწევს და ამას უნდა ვუფრთხილდეთ.

- რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუდევრად ნათქვამ სიტყვას, ბილწსიტყვაობის ცოდვას?

- მახსენდება წარმართი ფილოსოფოსის, პლუტარქეს მონათხრობი. ერთხელ სპარტელები და ბერძნები შეიბნენ. ბერძენთა ჯარი სასტიკად დამარცხდა. მხოლოდ ორი ჯარისკაცი გადარჩა. ვიდრე ისინი ათენამდე ჩამოაღწევდნენ, მათი დამარცხების ამბავი ერთ-ერთ ქალაქში შეიტყვეს, სადაც ერთი დალაქი ცხოვრობდა. შემთხვევით მან ყური მოჰკრა ვიღაცის ლაპარაკს, რომ თითქოს სპარტელთა ჯარი ათენისკენ აპირებდა გამოლაშქრებას, რასაც საბერძნეთის განადგურება მოჰყვებოდა. ეს რომ გაიგო დალაქმა, მიატოვა თავისი საქმე, მოედნის შუაგულში დადგა და ყველას გასაგონად ყვირილი დაიწყო: "სპარტელების ჯარი მოდის, გადაგვწვავენ, გადაგვბუგავენო". მთელი ქალაქი ძრწოლამ შეიპყრო. ბოლოს, გაირკვა, რომ არავითარი საშიშროება არ ყოფილა მოსალოდნელი. შფოთის ატეხის გამო დალაქი შეიპყრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იგი პატიებას ითხოვდა - ასეთ უგუნურებას არასოდეს გაიმეორებდა. მართლაც, შეიწყალეს, მაგრამ მაშინვე იკითხა: მთავარსარდალი დაიღუპა თუ არაო? ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, სულიერი სარგებელი ვერ მიიღო.

ის, ვინც ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს და პარალელურად ბილწსიტყვაობს და მრავალმეტყველებას თავს არ ანებებს, ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. პატერიკი მოგვითხრობს ორი მონაზვნის შესახებ, რომლებიც მრავლისმეტყველებისა და განკითხვის ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი გარდაიცვალნენ. ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ეპისკოპოსმა მათი ტაძარში დაკრძალვა გადაწყვიტა. ყოველი წირვის დროს, როდესაც დიაკვანი წარმოთქვამდა: "კათაკმეველნო, განვედით!", ამ საფლავებიდან ორი წელში მოხრილი აჩრდილი ამოდიოდა და მორცხვად ტოვებდა ეკლესიას. ეს ამბავი ეპისკოპოსს მოახსენეს, რომელმაც მრევლს სთხოვა, გარდაცვლილთა სულებისათვის ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებმა თავიანთი ცხოვრება უბიწოდ განვლეს, მაინც დაისაჯნენ, რადგანაც თავი არ დაანებეს განკითხვისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას. ეს ხილვა მანამდე არ გაქრა, სანამ მონაზვნებს შეცოდებები არ მიუტევეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მათგან განკითხულნი და შეურაცხყოფილნი იყვნენ.

- უმეტესად რომელი მანკიერებებისაგან მომდინარეობს ბილწსიტყვაობა (ანუ რა მიზეზები განაპირობებს ამ ცოდვას?)?

- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის, რომ ცოდვას ყოველთვის ჯაჭვური რეაქცია ახასიათებს. ნაყროვანების ცოდვას სიძვის ცოდვა მოსდევს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, მრისხანებას წარმოშობს. თუკი ადამიანს სურს, რომ ვნებებს ებრძოლოს, მისთვის არ უნდა არსებობდეს დიდი და მცირე ცოდვა. ერთი ცოდვის ჩადენას აუცილებლად მოჰყვება მეორეც, რაც უზარმაზარ რგოლს ქმნის და ადამიანს ანგრევს. ერთ ბერს ბოროტი ძალა ებრძოდა და სთავაზობდა, სამი ცოდვიდან ერთ-ერთი აერჩია: ან დამთვრალიყო, ან ემრუშა, ან კაცი მოეკლა. მხოლოდ ამ პირობით დაანებებდა იგი ბერს თავს. ბერმა ძალიან დიდხანს იფიქრა, ბოლოს გადაწყვიტა, მოდი, ამ სამიდან ყველაზე მსუბუქს ავირჩევო და დათვრა. დათრობის შემდეგ იმრუშა და თავისი კვალის დასაფარავად მოკლა ის, ვისთანაც იმრუშა. ასე რომ, პატარა და დიდი ცოდვა არ არსებობს. ყველა ცოდვა მომაკვდინებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ იგი ჩასახვის მომენტშივე ავლაგმოთ. ცოდვა, რომელიც თავიდან ზრახვით მოდის, ჭიანჭველასთან არის შედარებული, მაგრამ თუკი იგი გაძლიერდება და სულს მოიცავს, მრისხანე ლომად გადაიქცევა. ფსალმუნში წერია: "ნეტარ იყვნენ, რომელთაც შეიპყრეს ჩვილნი და შეახეთქნეს იგინი კლდესა". ამიტომ ცოდვას საწყის ეტაპზევე უნდა ვებრძოლოთ.

- ხშირად ადამიანები უშვერ სიტყვებს არ იშურებენ კონფლიქტების დროს. ამით ცდილობენ სამაგიერო გადაუხადონ შეურაცხმყოფელთ...

- ქრისტიანები თუ ვართ, ყოველგვარი შეურაცხყოფა უნდა მოვითმინოთ. მაცხოვარს აგინებდნენ, დევნიდნენ, აყვედრიდნენ, სახეში ნერწყვავდნენ, შოლტით სცემდნენ. ის კი ამ დროს ლოცულობდა: "მიუტევე, მამაო, რადგან არ იციან, რას იქმან". ჩვენც უნდა მივბაძოთ ჩვენს მაცხოვარს და ასევე მოვიქცეთ. იღუმენი საბა მრისხანების შეკავებასთან დაკავშირებით ასეთ რჩევას გვაძლევს: "პირველად ეცადე დაითმინო წყენა დუმილით, მერე აბრალე საკუთარ თავს და როდესაც გაძლიერდები სათნოებაში, ილოცე მისთვის, ვინც შეურაცხგყო".

- მოციქული ამბობს: "რომელი სიტყვითა არა სცთდებოდეს, იგი სრული კაცი არს". რამდენად რთული და მნიშვნელოვანია ენის მოთოკვა?

- სიტყვით მოაქციეს მოციქულებმა მთელი მსოფლიო. სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გადარჩენისათვის და ადამიანის დაღუპვისთვისაც. მეფსალმუნე ამბობს: "დააცხვრე ენა შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკვასა". საგულისხმოა, რომ დავით წინასწარმეტყველი ყველა სათნოებაზე უპირატესად ენისა და ბაგის დაცვას მიიჩნევს. ერთი პატერიკი მახსენდება. ერთხელ ერთმა ბერმა მეორე შეურაცხყო. მან კი მოითმინა, არაფერი უპასუხა. და უცებ ბაგეებიდან სისხლი გადმოანთხია. სულში გაჩენილი ბოღმა სისხლის სახით გადმოინთხა და ბერი ამგვარად განთავისუფლდა ამ ცოდვისაგან.

- დღესდღეობით ძალიან იბღალება მეტყველება. ბილწსიტყვაობის ჩვევა, განსაკუთრებით მოზარდებში, წამხედურობის გამოისობით მკვიდრდება, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი ხდება...

- დღეს მართლაც ძალიან შებღალულია ენა. ისეთი სიტყვებით მოიხსენიებენ საკუთარ მშობლებს, დედას! ამით ისინი აგინებენ არა მარტო საკუთარ დედას, არამედ დედა ღვთისმშობელსაც, რომელიც ყველას დედაა. ეს ღვთის გმობის ცოდვაა, ერის ტრაგედიაა. ენის სიწმინდეზე ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა. ასევე უნდა იზრუნოს სახელმწიფომაც. ჯერ კიდევ წარმართი სოკრატე მოწაფეებს მხოლოდ იმ პირობით იღებდა, თუკი ისინი სამი წლის განმავლობაში მდუმარებას დაიცავდნენ. მდუმარება უდიდესი ღვაწლია. დღესაც ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში, ტრაპეზის შემდეგ, როდესაც სერობის მსახურება მთავრდება, ზარები ირეკება და ბერებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ. რაც უფრო ცოტას ილაპარაკებს ადამიანი, მით უფრო ნაკლებ ცოდვას ჩაიდენს. ფსალმუნში წერია: "დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა". მრავლისმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს. მით უმეტეს, ბილწსიტყვაობა. იგი შეაგინებს ადამიანს და ეშმაკის მსახურად ხდის მას. ეშმაკი არის უნივთო, უსხეულო. ხოლო როცა ადამიანი ბილწსიტყვაობს, თავის სხეულს უთმობს ეშმაკს და ადამიანი, ფაქტობრივად, ხდება ეშმაკეული. ნათქვამია: "თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ".

- ზოგჯერ ადამიანებს ამ სენისგან თავის დაღწევა უჭირთ. ზოგიერთებს ბილწსიტყვაობის გარეშე ცხოვრებაც აღარ შეუძლიათ...

- ერთ-ერთ წმინდა მამასთან მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი და განკურნება სთხოვეს. ბერმა მათ ერთ-ერთ, საშუალო ზომის, ხეზე მიუთითა, რათა ამოეთხარათ იგი. მათ ეს ხე ვერ ამოთხარეს, მაგრამ შედარებით პატარას ადვილად მოერივნენ და ამოთხარეს. დასაწყისში ადვილია მოვერიოთ ამ ცოდვას და ამოვძირკვოთ იგი, ხოლო როდესაც ფესვებს ღრმად გაიდგამს, მისი აღმოფხვრა გაჭირდება. თუმცა, ღვთის მადლით, შეუძლებელი არაფერია. ადამიანი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას. ყოველგვარი ცოდვა, ღვთის მადლით, ემორჩილება განკურნებას.

- ზიარების წინ წასაკითხ ლოცვებში წერია: "შემწიკვლებული ბაგენი მქონან არაწმინდანი და აწ ვერ ძალმიძს მოახლებად შენდა, ქრისტე, არამედ შენ გამომაჩინე ღირსად". ბაგეების განწმენდა და დაცვა სიწმინდესთან ზიარების აუცილებელი პირობაა...

- ერთი მონაზონი თავისი ცხოვრების განმავლობაში გამუდმებით კითხულობდა ლოცვას: "ღვთისმშობელო ქალწულო..." ყოველდღე, დაახლოებით ათასჯერ იმეორებდა მას. როდესაც გარდაიცვალა, მის საფლავზე საოცარი სილამაზის ხე ამოიზარდა, რომელსაც ოქროს ფოთლები ჰქონდა და ამ ფოთლებზე ეწერა ლოცვა: "ღვთისმშობელო ქალწულო..." იღუმენის კურთხევით, საფლავი გათხარეს და საოცარი სანახაობა იხილეს: მონაზვნის ბაგიდან იყო ეს ხე ამოსული და ფესვები მის გულში ჰქონდა გადგმული. უფალმა სათნოიჩინა ამ ადამიანის ცხოვრება და ამგვარი სახით განადიდა მისი ყოვლადწმინდა დედის მადიდებელი. საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბილწსიტყვაობით შეაგინებს თავის სულსაც და სხეულსაც. ამ დროს იგი ბოროტი ძალის ჭურჭლად იქცევა. პავლე მოციქული ბრძანებს: რომელმაც სულიწმინდის ტაძარი გახრწნას, უფალი მასაც გახრწნისო. ადამიანის სული იხრწნება, როცა იგი ბილწსიტყაობს.

- ოჯახური კონფლიქტების დროს ხშირია ბილწსიტყვაობის გამოვლენის მაგალითები, რაც, არცთუ იშვიათად, ბავშვების თანდასწრებითაც ხდება...

- საერთოდ, ბავშვი მშობლების სარკეა. თუკი ადამიანს გაცნობიერებული აქვს ის ტვირთი, რასაც მშობლობა გულისხმობს, ბავშვის თანდასწრებით უნდა მოერიდოს ბილწსიტყვაობას და ზედმეტ საუბარსაც კი. ოჯახური კონფლიქტები სიყვარულის ნაკლებობის შედეგია. ოჯახების უმეტესობა დღეს ვნებიდან გამომდინარე იქმნება. ის, რასაც სულიერი ურთიერთობა და ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია, დღევანდელი ადამიანისათვის, სამწუხაროდ, ნაკლებადაა დამახასიათებელი. როდესაც ვნება გაივლის, წინა პლანზე პრობლემები იწევს, რასაც აუცილებლად მრისხანება მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც დედაეკლესია ასწავლის. როცა ადამიანი უფლის წინაშე წარდგება, მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათ ბავშვს პატარაობიდანვე უნდა მისცენ სულიერი საზრდო. ყველანაირად უნდა მოარიდონ ბავშვი ისეთ სამყაროს, საზოგადოებას, რომელშიც უხამსი სიტყვებით ლაპარაკობენ, მოურიდებლად იქცევიან.

- ბილწსიტყვაობის ცოდვად თუ ითვლება უხამსი ამბების, ანეკდოტების თხრობა, ვნებიანი სიმღერები და ლექსები, უხამსი სიცილი?...

- როცა მღვდელი აღმსარებელს იღებს, გამოკვლევით ეკითხება ყველა ცოდვის შესახებ, მათ შორის - ბილწი ანეკდოტები თუ მოუყოლია, ადამიანებისთვის ხომ არ დაუცინია, ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე მკრეხელური რამ ხომ არ უთქვამს. ჩვენს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, მიღებულია სატირიკოსთა, იუმორისტთა უხამსი ხუმრობები. ძალიან აღზევებულია ეს კომიზმი და სავსეა ღვთისმგმობელობით. ბილწი სიცილიც და ხუმრობაც, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ფარულად შეზავებულია მრუშობის ცოდვასთან. ღირსი ისააკ ასური წერს: "არაფერი ისე არ გვყოფს თანამზრახველად ამა სოფლისა და მათი, ვინც ლოთობასა და მრუშობას არიან მიცემულნი და არაფერი ისე არ განგვაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას, როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი".

- მრისხანებისა და გაღიზიანების დროს ხშირად ვერ ვაკონტროლებთ, ვერ ვზომავთ სიტყვებს. ამის შესახებ რას ამბობენ წმინდა მამები და რას გვასწავლის სახარება?

- წმინდა მამები "ოქროს კანონს" გვთავაზობენ: სანამ მრისხანე ადამიანი მის მდევნელს პასუხს გასცემდეს, მანამდე 33-ჯერ უნდა თქვას იესოს ლოცვა და მერე გასცეს პასუხიო. სახარებაში მაცხოვარი ამბობს: თუკი ერთი კაცი მეორეს მიმართავს სიტყვით: სულელო (ცოფო, რაკა), იგი მისი მკვლელობის თანამდები ხდება. ასეთი სიტყვები ჩვენთვის ყოველდღიურ მეტყველებაში კარგა ხანია დამკვიდრდა. ეს კი მაცხოვრის მიერ დიდ ცოდვად არის შერაცხული, რომ აღარაფერი ვთქვათ ბილწ მეტყველებაზე.

- როგორ უნდა გაუწიოს საკუთარ თავს შინაგანი კონტროლი ადამიანმა და როგორ უნდა განთავისუფლდეს ბილწსიტყვაობის ცოდვისგან?

- თუ კაცს ამ ვნების ძლევა სურს, უნდა შეეცადოს, აღარ გაიმეოროს იგი. თუ გულში ჩააცხრო და აღხოცა შინაგანი ბოღმა და ბრაზი და ბაგით არ გაახმიანა, უნდა ჩათვალოს, რომ თითქმის გამარჯვებას მიაღწია. მეორე საფეხურზე კი გულიც განიწმინდოს. სახარებაში წერია: "არა შემავალი შეაგინებს კაცს, არამედ გამომავალი". ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ. ყოველი უხეში სიტყვა კოსმოსურ ბოროტებას უერთდება, რაც შემდეგ ეპიდემიების, წყალდიდობებისა და სხვადასხვა უბედურების სახით უბრუნდებათ ადამიანებს. იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თითოეული ჩვენგანიც არის დამნაშავე, თუკი რაიმე არასწორად გვითქვამს, მრისხანება გამოგვიხატავს და ა.შ.

ბილწსიტყვაობისგან განსაკურნებლად ეკლესიური ცხოვრების დაწყება აუცილებელია, ეკლესიის ლოცვა, საიდუმლოებებში მონაწილეობა, მოძღვრის მორჩილება, ხშირი აღსარება, ზიარება და, რასაკვირველია, ამ ცოდვის დაძლევის სურვილი. ასევე საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ყოველი სიტყვა მოგვეკითხება.

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბრძანებს, რომ ქართული ენა ღვთივბოძებული საგანძურია, მას სასოებით დაცვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რადგან იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასდაუდებელი საუნჯე - ქართული ენა?

- ქართული ენის მცველი და ბურჯი ყოველთვის იყო და იქნება ეკლესია. პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რადგან ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი! მართლაც, რამხელა მადლია, ძველი ქართულით რომ ვკითხულობთ სახარებას და რაოდენ მრავლისმეტყველი. ჩვენი ვალია, ძველი, მადლიანი ქართული ენა დავიცვათ. დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეკლესიური ენა თანამედროვე ადამიანს არ ესმის. მაგრამ განა ეკლესიის წიაღმა არ შეინახა ენაც და მამულიც?! ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ერი და ტომი გადაშენდა, რადგან მათ თავიანთი წარსული, ტრადიციები დაივიწყეს და აქედან გამომდინარე, მათი ცხოვრება სათნო არ იყო უფლის წინაშე. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ, რომ ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ და რაც გვიბოძა უფალმა, ის დავიცვათ და მომავალ თაობას შეუბღალავად გადავცეთ. ღვთის უდიდესი წყალობაა, რომ დღეს ჩვენ ქართულად ვმეტყველებთ. ამას უნდა მოვუფრთხილდეთ. მაგრამ პატრიარქი როგორც ბრძანებს: "ამ დიდი საგანძურის მოსაფრთხილებლად და დასაცავად საჭიროა ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ". ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ და ვისურვოთ, რათა "ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!" (გრ. ორბელიანი).

- მამაო, რამდენად მძიმე ცოდვაა სიცრუე და რა სულიერ ცვლილებებს იწვევს ადამიანში?

- სიცრუე, შეიძლება ითქვას, არის ის ძალა, რომელზეც ბოროტის მთელი მანქანებაა დაფუძნებული. ეს უდიდესი და უმძიმესი ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად ამსგავსებს ადამიანს ბოროტს.

ერთხელ ღირს ანტონი დიდთან ადამიანის სახით ეშმაკი მივიდა და ჰკითხა: - შეიძლება თუ არა გადარჩეს კაცი, რომელმაც ეშმაკის მსგავსად შესცოდაო. ღირსმა მამამ ილოცა, რათა ამ შეკითხვაზე მიეღო პასუხი. უფალმა უთხრა: - მე წყალობა მეტი მაქვს, ვიდრე ეშმაკს - ბოროტება, მაგრამ იცოდე, ბოროტი სული გაცდუნებს. როცა მოვა შენთან, უთხარი: "უფალი შეგიწყნარებს, თუ შეინანებ, ილოცებ და იტყვი - მე უძველესი სიცრუე ვარ, უფალო, შემიწყალე".

როგორც კი ანტონი დიდმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ბოროტის საზარელი ხარხარი გაისმა: - მარტო ვიყავი და მაშინ არ მითხოვია პატიება უფლისათვის და ახლა ვითხოვო, როცა უდიდესი სამეფოს მბრძანებელი ვარო?

სიცრუე, როგორც ვთქვით, უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს მისი უფრო დიდი, საშინელი, შენიღბული სახე - მზაკვრობა ანუ ტყუილისა და სიმართლის ერთმანეთში არევა. ან უფრო მეტიც - სულ მცირე სიმართლის შერევა დიდ ტყუილთან. სწორედ ამ მზაკვრულ ხერხს იყენებს ბოროტი, როცა აცდუნებს ადამიანს. იმის პასუხიც, თუ რა სულიერ ცვლილებებს იწვევს სიცრუე ადამიანში, ისევ კაცობრიობის თავდაპირველ დაცემაში უნდა ვეძიოთ, რადგანაც ბოროტი დღესაც იმგვარსავე ხერხს მიმართავს ჩვენს დასამარცხებლად, როგორიც პირველი ადამიანების დასაღუპად იხმარა.

ბოროტი ევასთან ცილისწამებით იწყებს საუბარს - უფალმა სამოთხის ყველა ხის ნაყოფის გემოს ხილვა აგიკრძალათო. ევა ეპასუხება - არა, მხოლოდ ერთის - ბოროტისა და კეთილის შეცნობის ხისო. საუბრის დაწყებისთანავე ეშმაკმა მცირე სიმართლე დიდ ტყუილში შეურია, დაამახინჯა ღვთისგან მიცემული კურთხევა - ღმერთმა იმიტომ აგიკრძალათ სამოთხის ხის ნაყოფის ჭამა, რომ არ სურს თქვენი განღმრთობა, რათა სრულნი არ გახდეთო. უფალს ნათქვამი ჰქონდა, როგორც კი შეჭამთ ამ ხის ნაყოფს, მოკვდებითო. ბოროტმა უთხრა - არ მოკვდებით, არამედ გახდებით როგორც ღმერთიო. სიცრუის ნაყოფის მიღებას ხის ნაყოფის ჭამა მოჰყვა. ადამიანი მართლაც არ მომკვდარა. თუმცა ესეც სიცრუისა და სიმართლის ნაზავია: სიკვდილი - ეს არის სულის გაყრა ხორცთან. მაგრამ ხორციელი სიკვდილის გარდა არსებობს სულიერი სიკვდილიც, ანუ სულის გაყრა ღმერთისაგან, რაც უფალს ჰქონდა მხედველობაში. იმ დღეს ადამიანის სული ღმერთს გაეყარა, ის სულიერად მოკვდა, მთლიანობაში შეირყა მისი ჰარმონია უფალთან, სამოთხესთან. უფლის ხილვა მას სიხარულს აღარ ანიჭებდა, აღარ ამშვიდებდა, მისთვის ღმერთი მრისხანე, საშინელ ძალად წარმოჩნდა და სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა სამოთხის დატოვებისა.

ბოროტის მზაკვრობაა, როცა უფალს გამოცდის და ეუბნება: - ეს ყველაფერი იქნება შენი, თუ დავარდები და თაყვანს მცემ მეო. მაცხოვრის პასუხზე აღარ შევჩერდები, მაგრამ ამბობს კი მკაფიოდ ბოროტი, რამდენ ხანს იქნება შენიო? როგორ შეიძლება რაღაც მოგვცეს მან, ვინც მას დროებით ფლობს? სწორედ ეს არის მზაკვრობა.

- ადამიანს რა უბიძგებს სიცრუისკენ, რით იზიდავს ტყუილი?

- უფრო ეს ხდება საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, თუნდაც საკუთარი პრობლემის, ნაკლის დასაფარავად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წამიერი თვითკმაყოფილებაა, წამით ჩანს, თითქოს ყველაფერი კარგადაა. როდესაც ამ მიზეზით ცრუობს ადამიანი, ტყუილს ნელ-ნელა ეჩვევა, ნებსით თუ უნებლიეთ სიცრუე მისი ცხოვრების თანამდევი ხდება, სიცრუით ცდილობს შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაძვრენას, იტყუება ყოველთვის, როცა დასჭირდება, როცა არ სურს სიმართლის ბოლომდე თქმა, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება... ამაში ამპარტავნების დიდი წილია.

სიცრუე საკუთარ თავს ისეთად წარმოგვაჩენინებს, როგორებიც არ ვართ. ვცდილობთ, ადამიანის წინაშე ყოველთვის მართალნი გამოვჩნდეთ და აღარ ვეძიებთ, ღვთის წინაშე რანი ვართ. უფალი ჩვენს გულს ხედავს, დაფარულს ხედავს. ჩვენ კი იმით ვკმაყოფილდებით, რომ კაცის წინაშე განვმართლდეთ. იმით ვსარგებლობთ, რომ ადამიანი ვერ ხედავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და ვატყუებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat