ნუ დავადანაშაულებთ ღმერთს, რადგან ეს არ არის ჭრილობისთვის წამლის გამოძებნა, არამედ ჭრილობისთვის მეორე ჭრილობის მიმატებაა
ნუ დავადანაშაულებთ ღმერთს, რადგან ეს არ არის ჭრილობისთვის წამლის გამოძებნა, არამედ ჭრილობისთვის მეორე ჭრილობის მიმატებაა
უწმინდესმა ერთ-ერთ საკვირაო ქადაგებაში ღვთის წყალობის აუცილებლობაზე ისაუბრა. "ბედნიერი ვერ იქნება ის ადამიანი, რომელიც ღმერთთან ახლოს არ არის. ადამიანის გული და გონება მუდამ უნდა ლოცულობდეს - შინაც, გზაშიც და სამსახურშიც. უფალსა და ადამიანს შორის კავშირი არ უნდა გაწყდეს. ადამიანი ეკლესიიდან გასვლისთანავე ყველაფერს არ უნდა ივიწყებდეს. ყოველდღე უნდა სთხოვდეს უფალს წყალობას".

ღვთის წყალობაა მართლაც უფლის მიერ ბოძებული თითოეული დღე. სოფელ ნიქოზში მაცხოვრის ამაღლების ტაძრის დეკანოზს დავით დურგლიშვილს შევხვდი. მამა დავითი წარმოშობით ავნევიდანაა და ამავე სოფელში ღვთისმშობლის ტაძრის ღვთისმსახური იყო. აგვისტოს ომის შემდეგ ნიქოზში მსახურობს. როგორც ყველა იქაურმა, მამა დავითის ოჯახმაც დატოვა საკუთარი კერა და საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა. მამა დავითს ვთხოვე, გაეხსენებინა მტკივნეულად მოსაგონარი წარსული. მასთან საუბარს ოდნავ ქვევით შემოგთავაზებთ, მანამდე წმინდა იოანე ოქროპირის ბედისა და განგების შესახებ ნათქვამს მოვიხმობთ: "ჩვენი ცხოვრება ხვავრიელია მრავალრიცხოვანი მღელვარებით და აღვსილია მოუსვენრობით, მაგრამ ეს როდია მტანჯველი, საყვარელნო, არამედ ის, რომ ჩვენ ძალგვიძს ამ მღელვარებისა და მოუსვენრობის შესუსტება ან უმტკივნეულოდ გადატანა; არ ვზრუნავთ არც ერთისა და არც მეორისთვის, არამედ მთელ დროს სევდაში ვატარებთ: ერთნი სიღარიბის გამო მისცემიან მწუხარებას, მეორენი - ავადმყოფობის, სხვა - საზრუნავების სიმრავლისა და სახლის მეთვალყურეობის, ზოგი - ბავშვების აღზრდის, ზოგიც - უშვილობის მიზეზით...

გარემოებათა უეცარი ცვლილება არ არის მღელვარებისა და მოუსვენრობის მიზეზი, არამედ ჩვენ და ჩვენი გონება; ასე რომ, თუკი გონება კარგად გვაქვს განათლებული, ყოველთვის მოსვენებულნი ვიქნებით მშვიდ ზღვასა და ნავთსაყუდელში, ირგვლივ ქარიშხალიც რომ მძვინვარებდეს; და პირიქით, თუ გონება კარგად არ არის აწყობილი, ყველა საქმე, კეთილადაც რომ წარმართულიყო, აღმოვჩნდებოდით ისეთსავე მდგომარეობაში, როგორიც დაღუპული გემის მგზავრები არიან...

ყოველთვის, როცა საქმეებს აშლილობას შევატყობთ, საყვარელნო, ნუ დავადანაშაულებთ ღმერთს, რადგან ეს არ არის ჭრილობისთვის წამლის გამოძებნა, არამედ ჭრილობისთვის მეორე ჭრილობის მიმატებაა. სამყაროს მართვას ნუ მივაწერთ დემონებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს საქმეები უგანგებოდ ხდება, ნუ დავუპირისპირებთ ღვთის განგებას რაიმე ბედისწერის ტირანიას. მღელვარება და მისი ხასიათი დამოკიდებულია არა საქმეთა მიმდინარეობაზე, არამედ სულის განწყობილებაზე. რამდენი იტანს მშვიდად სიღარიბეს და არ წყვეტს ღვთისადმი მადლობას? რამდენი ფუფუნებით მცხოვრები მადლობას კი არ აღავლენს, ძრახავს ყოვლისმპყრობელს? რამდენი დებს ბრალს საყოველთაო განგებას, თუმცა არაფერი საშინელი არ განუცდია? რამდენია, მთელი ცხოვრება საპყრობილეში გაუტარებია და იქაურ ტანჯვაში მეტი კეთილგონიერებით იტანს საკუთარ მდგომარეობას, ვიდრე ისინი, ვინც სიცოცხლე თავისუფლად და უსაფრთხოდ გაატარა? ხედავ, რომ სულიერი მდგომარეობა და საკუთრივ ჩვენი გონებაა მიზეზი - ჩვენს სულზე რომ ვზრუნავდეთ, არ იქნებოდა მოუსვენრობა, მოწყენილობა, რაიმე საშინელება... რატომ აღავლენს მადლობას პავლე? ის იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც მშვენივრად ცხოვრობდნენ და მთელ დროს სათნოებრივად ატარებდნენ. არავინ იქნებოდა მასზე მართალი კაცთა შორის, რომელთაც მზის ქვეშეთში უცხოვრიათ, ადამიანთა შექმნის დროიდან არავის დაუთმენია მის უმეტესი სიმძიმე; მაგრამ ხედავდა რა, რომ ბევრი მანკიერად ცხოვრობდა, უხაროდათ და ტკბებოდნენ სიმდიდრით, თვითონ მადლობდა ღმერთს და დანარჩენებსაც ამასვე ურჩევდა. მას შეხედეთ და შენც, როცა დაინახავ, რომ მანკიერი ადამიანი მხიარულობს, ქედმაღლობს, მძლავრობს მტრებზე, შურს იძიებს თავის მაწუხებლებზე, არ განიცდის რაიმე დანაკარგს, რომ მისკენ ყოველი მხრიდან მოედინება სიმდიდრე, ყველა პატივს სცემს და ეპირფერება, ხოლო შენ სრულიად საპირისპირო მდგომარეობაში ხარ, შეურაცხგყოფენ, ცილს გწამებენ, ბოროტს იზრახვენ, არ იფიქრო, რომ უარყოფილთა შორის ხარ, არამედ მიბაძე პავლეს, რომელმაც შენივე ხვედრი გამოსცადა, აღსდექი სულით, აღიდგინე აზრი, ნუ დაეცემი სევდის მოქმედებით. ვინაა ღვთის მეგობარი და ვინ - მტერი, ამქვეყნიური ბედნიერებისა და უბედურების საფუძველზე ნუ განსჯი, თუკი დაინახავ, რომ ვინმე ცხოვრობს სამართლიანად, იფიტება ავადმყოფობით და ღვთისმოსავია, მიეფერე და ის ჩათვალე ბედნიერად, თუნდ ურიცხვი ბორკილი ედოს, მუდმივად საპყრობილეში ცხოვრობდეს, იყოს უღირსთა მონა, ღატაკი, მაღაროებში მუშაობდეს ან ითმენდეს რაიმე სხვა სახის საშინელებას. ნეტარია ეს ადამიანი, თუნდაც თვალები დათხარონ, დაშანთონ, ნელ-ნელა გამოფიტონ მისი სხეული. თუკი დაინახავ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს გარყვნილი და მანკიერი ცხოვრებით, სჩადის უკიდურეს ბოროტებას, ტკბება დიდი პატივით, თვით სამეფო ტახტზეც კი ადის, შემოსილია მეწამული სამოსით და განაგებს მთელ სამყაროს, დაიტირე ასეთი და ამავე მიზეზის გამო უწოდე უბედური. ჭეშმარიტად, არაფერია მოუწყობელ სულზე მძიმე, თუნდაც მთელი სამყარო ემორჩილებოდეს მას. და მართლაც, რა სარგებელი აქვს მოჭარბებულ სიმდიდრეს, როდესაც სათნოებით ყველა სხვა ადამიანზე უღარიბესი ხარ? რა სარგებელია სხვებზე მბრძანებლობაში, თუკი არ შეგიძლია საკუთარი თავისა და საკუთარი ვნებების ძლევა? თუ დავინახავთ, რომ ადამიანი უეცრად დაავადდა, უბედურად ვთვლით, ჩვენზე მდიდარიც რომ იყოს, ხოლო როცა მისი სულია ცუდ მდგომარეობაში, სული, რომლის სწორი და რომელზე ძვირფასიც არაფერი გაგვაჩნია, ვეპირფერებით მას გონების, ან სწრაფწარმავალი პატივის, ან სხვა მიზეზის გამო იმ რიცხვიდან, რაც აქვე რჩება და გვტოვებს ამ ცხოვრებასთან ერთად, ხშირად კი უფრო ადრე თავდება, ვიდრე ცხოვრება დასრულდებოდეს. ნუ აკეთებ ამას. ესაა ჩვენი მღელვარებისა და მოუსვენრობის მიზეზი. ამის გამო ბევრი ღმერთს სდებს ბრალს, ფიქრობენ, რომ სამყაროს არავინ განაგებს. ადამიანებმა რომ იცოდნენ, ამ ცხოვრებაში რა არის სიკეთე, გარდა სათნოებისა, არც სიმდიდრე, არც განძეული, არც ჯანმრთელობა, არც ძლიერება, არც რაიმე სხვა; რომ ამ ცხოვრებაში არ არის ბოროტება, გარდა მანკისა და ცბიერებისა და სულიერი უზნეობისა: არც სიღარიბე და ავადმყოფობა, არც გინება და ცრუ საჩივრები და სხვა, რაც ითვლება უბედურებად, - არასდროს ითქმებოდა, რაც ახლა ითქმის: ადამიანები არასოდეს გაატარებდნენ ცხოვრებას მწუხარებაში, არასოდეს აამებდნენ მათ, ვინც უბედურად უნდა ჩაეთვალათ. არასოდეს ჩათვლიდნენ უბედურებად მათ, ვისი მოფერებაცაა საჭირო, არ მოექცეოდნენ ამგვარად ადამიანების ჭეშმარიტ ღირსებას. ადამიანის ფერება გათქვირულობის, ბარაქიანი ხორაგის ან ხანგრძლივი ძილის გამო - სხვა არაფერია, თუ არა მათ მიმართ ისეთივე მოპყრობა, როგორიც უტყვი ცხოველებისადმი, რადგან ამაში მდგომარეობს ბედნიერება პირუტყვთათვის. უკეთ რომ ვთქვათ: ეს ემსახურება ბოროტებას პირუტყვთათვისაც კი. მართლაც, ბევრი უქმად მცხოვრები და ღორმუცელა ცხენი დაიღუპა. თუკი ამგვარი ცხოვრება უგუნური ცხოველებისთვისაც მავნებელია, რომელთა მთელი სათნოება კეთილაღნაგობას მოიცავს, ნუთუ ამაში მოვაქცევთ სათნოებას ადამიანებისას, რომელთა არსიც სულის კეთილშობილებაში მდგომარეობს? ნუთუ არ წითლდები სირცხვილით თვით სხეულის ბუნებისა და ფორმის წინაშე? ღმერთმა ისე კი არ შექმნა ჩვენი სხეული, როგორც უგუნური ცხოველებისა, არამედ ისე, რომ მას გონიერი და უკვდავი სულის მსახურება შესძლებოდა. რატომ შექმნა ღმერთმა ყველა უტყვი ცხოველის თვალები დახრილი, ხოლო შენი მოათავსა თავზე, როგორც აკროპოლისში? იმიტომ ხომ არა, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ ცასთან, ხოლო შენ ღვთის მხრიდანაც და ბუნებიდანაც თავიდანვე გაქვს დადგენილი კანონი: უფრო იმას უყურო, რაც ზემოთაა? შენს სხეულს რატომ მისცა ღმერთმა სწორი, გამართული მდგომარეობა, ცხოველისას კი ქვემოთ დახრილი? ისევ იმავე მიზეზით ხომ არა, შენივე გარეგნობის საშუალებით გასწავლოს, რომ საერთო არაფერი გქონდეს მიწასთან და არ მიეცე ამ საგნებს? ამიტომ ნუ ვუღალატებთ ჩვენს კეთილშობილ წარმოშობას და ნუ დავეცემით უტყვთა დაბალ წარმოშობამდე, ჩვენს შესახებაც რომ არ თქვას წმინდა წერილმა: კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ჰყო (ფსალ. 48,20). ცხოვრების ბედნიერების განსაზღვრა ფუფუნების, სიმდიდრისა და აწინდელ საგანთა საფუძველზე ახასიათებს არა იმ ადამიანებს, რომლებიც ყურადღებას აქცევენ საკუთარ კეთილშობილებას, არამედ მათ, ვინც ცხენებად და სახედრებად იქცნენ. მაგრამ ნუ იქნება ისე, რომ ვინმე ასეთი იმყოფებოდეს ამ წმინდა სახლში, სულიერ მაყურებელთა შორის და ღვთისმოსავ კრებულში. სწორედ იმისთვის ვტკბებით ყოველდღე ღმერთის სიტყვის სმენით, რომ სიტყვებით, როგორც ნამგლით მკვეთელები, სულის დაავადებების ტყეს დამსგავსებულები ვიქცეთ მსხმოიარე ხეებად და დროზე გამოვიღოთ ნაყოფი, რომელსაც სამეუფო ბეღელში მივიტანთ, დიდების მომტანი რომაა ჩვენი სულების საერთო მპყრობელისა და ვენახის მოქმედთათვის, ვინც უკვდავ ცხოვრებას გვანიჭებს. დე, მიაღწიოს ყოველმა ჩვენგანმა ამ ბეღელს მადლითა და კაცთმოყვარეობით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს სუფევა და ძალი და დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

***
მამა დავით დურგლიშვილი:

- ღვთის წყალობაა, როცა ადამიანს უფალი უყვარს, უფალს შეიცნობს და მეტ-ნაკლებად უფლის სავალ გზაზე სიარულს შეძლებს. ასეთ ადამიანს იმედი აქვს უფლისა და ყოველთვის მის გვერდით დგას. ეს დიდი წყალობაა.

ღვთის წყალობაა ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადახდა, პირადად ჩვენ, იქიდან წამოსულ ხალხს, დევნილებს, და ამის მიუხედავად, ჯანსაღი აზროვნება შეგვრჩა. ღვთის მადლით გადავიტანეთ და დავძლიეთ ყოველივე. უფალმა დიდი ნუგეში მოგვცა. მადლობა ღმერთს კიდევ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც სხვისი სახლები გადაწვეს, გაქურდეს, სხვის საბადებელს და ქვეყანას დაეპატრონნენ. განსაცდელმა მეტად გაამრავლა მრევლი. ომის მერე ნიქოზში გადმომიყვანა მეუფე ისაიამ (ჭანტურია).

დავიბადე სოფელ ავნევში, რომელსაც ახლა ურჯულოები ეპატრონებიან. გადაწვეს მთელი სოფელი. ბავშვობაში არ ვგრძნობდი, თუ სასულიერო პირი გავხდებოდი. ღვთის მადლით, ტაძარშიც მოვედი. დაოჯახებამდე მეუფესთან სტიქაროსანი ვიყავი. დავვოჯახდი, მეუფემ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად მაკურთხა. ომის შემდეგ დეკანოზის ხარისხი მომანიჭეს. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ავნევში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვმსახურობდი. მანამდე, რამდენიმე წელი ზემო ნიქოზის ამაღლების ტაძარში ვწირავდი. 11 აგვისტოს მოგვიწია სოფლის დატოვება. ომის დროს სულიერად ვედექით გვერდით მოსახლეობას. შემდეგში მოგვიწია ომში დაღუპულთა გამოყვანა - ამით გამოვადექი ქვეყანას... ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა იყო თითოეული ჩვენგანის. ამის შემდეგ, ღვთის წყალობით, შევედი ავნევში და მოვინახულე იქ დარჩენილი მოხუცები, რომლებიც თან არ წამომყვნენ. ტყეობაშიც მოგვიწია ყოფნა - რამდენიმე საათი დაგვაკავეს ოსებმა. ერთს უნდოდა სანთებელათი აეტრუსა წვერი. ხელი ავუკარი. როცა დარწმუნდნენ, სასულიერო პირი ვიყავი, გამათავისუფლეს. მეორედაც შევედი სოფელში, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე. არ ვიცოდი, თუ ღვთისმშობლობას ერთ ჩვენებურ კაცს ორმოცი უსრულდებოდა. ჩემი იქ ჩასვლა ამ დღესაც დაემთხვა. ღვთისმშობლის შობის ტაძრი რომ არის, ამის გამო ჩავედი ავნევში. სოფელში ორი ქართველი მამაკაცი დამხვდა და ორმოცი ასე გადავიხადეთ. მეუღლეები ჰყავთ იმათ და მრავალი გაჭირვების მიუხედავად არ დატოვეს სოფელი. დღესაც იქ ცხოვრობენ, შვილები კი აქეთ არიან.

***
გადამწვარი სოფლის დანახვაზე ტირილი დავიწყე. შიში დამეუფლა, შეიძლება განცვიფრებაც. ოცნება ავისრულე. ჩემი სოფლის სილაურას წყალი დავლიე. მესამედ რომ შევედით, რუსებმა საბუთები მოგვთხოვეს. სადაურობა მკითხეს. აქაური ვარ, ომამდე აქ ვმსახურობდი-მეთქი. სოფელში დამწვარ სახლებს სურათები გადავუღეთ, ვენახსაც.

ტაძრები დანგრეული არ არის. თვითონაც ამბობენ, მართლმადიდებლები ვართო.

პატრიარქის ქადაგებაში მაქვს მოსმენილი, რომ ომის დროს ერთ-ერთი ადამიანი ჯვრის სახით დაწვა მიწაზე და ასე გადაირჩინა თავიო. მეც ასე მოვიქეცი და სხვებსაც ვურჩიე, ასე გაეკეთებინა. დაბომბვაში მოვყევით, მახლობლად დინამიტები ფეთქდებოდა. ღვთის წყალობით, ყველანი გადავრჩით.

***
დაბომბვაში პირველად 5 აგვისტოს მოვყევი. ტყეში საქონელს ვმწყემსავდი. შემდეგ - 9 აგვისტოს. მაშინ დაიბომბა მთლიანად ავნევი. ოჯახი, ცოლ-შვილი 7 აგვისტოს გავიყვანე სოფლიდან. დღეს ვცხოვრობთ კოტეჯებში, ვერხვების დასახლებაში. მჯერა, რომ ჩვენს სოფლებში აუცილებლად დავბრუნდებით. ჩემს გარშემო მყოფ დევნილებს დავაიმედებ, რომ ვისაც დაბრუნება უნდა, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან. რაც დავკარგეთ, თითოეული ჩვენგანის ბრალია. უფლისთის თხოვნით და სწორი ცხოვრებით ყველა ჩვენგანმა შეიძლება დადოს თითო აგური ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაში. უფალმა უკეთ იცის, რომ რასაც ვიმსახურებთ, იმას ვიმკით. მადლობა ღმერთს, რომ არ ვართ უფლისგან დავიწყებულები. ხანდახან სასჯელიც სასარგებლოა - ამით მაინც მოვეგებით გონს. მარტო ჩვენს სულზე მზრუნველობა არ არის მთავარი. მთავარია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე ზრუნვა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ უფლის მადიდებლები, არ ვიზრდებოდეთ არაეკლესიურად. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ეკლესიამ, მისმა ერთიანობამ გადაარჩინა.

გარდაცვალება გაწირვა არ არის. ომში დაღუპულებს ღვთისგან გაწირულად ვერ მოვიხსენიებდი. ცოტა ძნელია სათქმელად, მაგრამ მჩაგვრელობას დაჩაგრულად ყოფნა მირჩევნია. მირჩევნია უფლისთვის ვიყო სათნო და ვცხოვრობდე ისე, როგორც დღეს ვარ, ვიდრე ჩვენი ერი იყოს სხვა ხალხის განმდევნელი. დიდი წყალობა იქნება ის, როცა ღირსნი გავხდებით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებით გავიხარებთ. წყალობა კიდევ იმაში ვეძებოთ, რომ ღირსნი გავხდეთ სულიერი და ფიზიკური გამოსწორებისა.

როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედაო... კაცი ქვეყანას თავს რომ შესწირავს, უფლისთვის შეწირვის ტოლია.

***
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ზოგისგან გამიგონია, რატომ მაინცდამაინც ჩვენი ქვეყანა ისჯება, მარტო ჩვენ ვაშავებთო? ჩვენ მოვალენი ვართ, ვიყოთ უფლის მადიდებლები. როგორც კი დავშორდებით უფალს, მაშინვე რაღაც განსაცდელი მოდის ხოლმე.

ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი თითოეულ ჩვენგანზეა დამყარებული. ვთხოვდი ყველას, ყოფილიყვნენ ღვთის მოშიშები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, გააერთიანოს ჩვენი საქართველო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat