მადლობა უფალს, რომ ერთი დღეც გვაჩუქა
მადლობა უფალს, რომ ერთი დღეც გვაჩუქა
ყოველსა შინა ჰმადლობდით
ღვთის წყალობა ჩვენზე ხშირად კაცთა მეშვეობით ხდება. მათდამი მადლიერება ჩვენც უნდა გამოვხატოთ - ჩვევად უნდა გვექცეს ამის გაკეთება თუნდაც უმნიშვნელო დახმარებისა და მსახურებისათვის. ამიტომ სიტყვა "გმადლობ" რაც შეიძლება იოლად და ხშირად უნდა გამოდიოდეს ჩვენს ბაგეთაგან და განზავებულ უნდა იქნეს გულითადი გრძნობებით.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კეთილისყოფისათვის, დაე, ნუ შერცხვება ქრისტიანს, მადლიერების ნიშნად მიწამდე თაყვანი სცეს კეთილისმყოფელს, ნუ შერცხვება მისი მადლიანი ხელების დაკოცნა, გულიდან მომდინარე, მხურვალე სიტყვებით მადლიერების გამოხატვა და იმ დღიდან ამ ადამიანის თავის მწყალობლად მიჩნევა.

რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვან შემთხვევებში არა მხოლოდ გარეგნული მადლიერება უნდა გამოვხატოთ, არამედ კეთილისმყოფელისათვის გულწრფელად და განუწყვეტლად ვილოცოთ.

მომსახურების, დახმარების, ყურადღების გამოც მთელი გულით უნდა ვმადლობდეთ მოყვასს.

როგორც ცოცხალი, ასევე გარდაცვლილი კეთილისმყოფელისათვის გვმართებს გულმოდგინედ ლოცვა და მათი სახელების ჩაწერა მოსახსენებელ ბარათებში, რომელთაც ვაწვდით პროსკომიდიაზე, პარაკლისზე ან პანაშვიდზე.

ღვთისა და მოყვასისადმი ამგვარი მადლიერების მუდმივი გრძნობა გაგვიკეთილშობილებს სულს, მოგვიტანს დიდ სულიერ სარგებლობას.

წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი წერს: "ღმერთს და სათნო, კეთილისმყოფელ ადამიანებს უმეტესად ჩვენივე სარგებლობისათვის უნდა ვმადლობდეთ, რათა უფრო ნაზი, ფაქიზი შეიქნას ჩვენი სული, ჩვენი ყოველივეში ღმერთსა და კეთილ ადამიანებზე დამოკიდებულების გრძნობა, მათდამი მადლობისმიერი სიყვარული და ჩვენი ღვთის წინაშე არარაობის, უსუსურობის შეგრძნება იმის გამო, რომ არ ძალგვიძს კეთილ ადამიანთა შეწევნის გარეშე ყოფნა".

ცხადია, რომ ჩვენს კეთილისმყოფელთ არა მარტო მადლიერების სიტყვებითა და მათთვის ლოცვებით უნდა გადავუხადოთ ვალი, არამედ, როდესაც შესაძლებელია და მოგვეცემა შემთხვევა, საქმითაც და დახმარებითაც. აქ სახიფათოა თუნდაც უმნიშვნელო ფერიც კი "შავბნელი უმადურობის" გამოვლინებისა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი უძლურებისა და სიღარიბის პერიოდის შემდგომ მოგვეცემა ძალაცა და შეძლებაც და თვით გვექნება უნარი ქველმოქმედებისა. მაშინ ღვთისაგან უხვად მომდინარე ყოველი სიკეთისათვის ღვთისადმი ჩვენი მადლიერება საქმით უნდა დავამტკიცოთ და არა იმ "ცრუმადლიერებით", რომლის შესახებაც წერს წმინდა იოანე კრონშტადტელი: "ღვთისადმი ცრუმადლიერებაა, როდესაც იღებენ ღვთისაგან უხვ, დაუმსახურებელ სულიერ თუ ნივთიერ ძღვენს, ენით მადლობენ ამათ გამო ღმერთს და მხოლოდ თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ, არ უნაწილებენ მათ მოყვასთ; მიიღებენ და მალავენ მათ თავიანთ საგანძურებში, სკივრებში, წიგნსაცავებში და აკლებენ მოყვასს სულიერ განათლებას, დამოძღვრას, ნუგეშს ან საჭმელს, სასმელს, სამოსელს, საცხოვრებელს, მკურნალობას სნეულებისას ან გადაადგილების საშუალებას სურსათისათვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად.

ამგვარი მადლიერება არის ცრუ და ღვთისთვის საძულველი. ეს ნიშნავს: ენით ვმადლობდეთ, ხოლო საქმით გამოვაჩინოთ უკიდურესი უმადურობა და უზნეობა. და რა მრავლად არიან ამგვარი მადლიერნი, ანუ უფრო სწორად, უმადურნი".

გვესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი რაზმაძე:

- ადამიანი ყოველთვის უნდა მადლობდეს უფალს. როგორც მამები ამბობდნენ, ყველაზე დიდი სათნოება არის, როცა ადამიანები ღმერთს მადლობას სწირავენ. ყველაზე დიდი ლოცვა ღვთის წინაშე კი სამადლობელი ლოცვაა. როცა ადამიანი მატერიალურ და სულიერ გაჭირვებაში შეწევნას მოითხოვს და უფალი მასზე წყალობას გამოიღებს, ადამიანი ყოველთვის მადლიერი უნდა იყოს ღვთისა. ყველაზე მეტად ასეთი ადამიანია ღვთისთვის სათნო. სახარებაში ათი კეთროვანის შესახებ ვკითხულობთ: როცა ათივე კეთროვანი მიდის უფალთან,Uის ეუბნება მათ, - წადით და შესწირეთ შესაწირავი, როგორც სჯულში იყო განწესებულიო. როცა უფლის ამ კურთხევას შეასრულებენ, ათივე კეთროვანი განიკურნება. ერთ-ერთი მათგანი, სამარიტელი, გულისხმაყოფს, რომ განიკურნა და მადლობას შესწირავს ღმერთს. ყველაზე საოცარი იყო ღვთისთვის ზუსტად ამ ადამიანის საქციელი.Uუფალი მას ჰკითხავს, - ათივე არ განიკურნეთო? დანარჩენი ცხრა სად არისო? ამის შემდეგ ამ მადლობისმთქმელ კეთროვანს ეძლევა ღვთისგან ძალიან დიდი წყალობა. ყოველივე ეს ჩვენთვის უნდა იყოს ცხადი მაგალითი იმისა, რომ მუდამ ვიყოთ მადლიერი ღვთისაNნებისმიერ დროს და ნებისმიერ მდგომარეობაში. უნდა გვახსოვდეს მართალი იობის ცხოვრება და მწუხრის ლოცვა, რომელიც სულიერად განასახიერებს ძველი აღთქმის მსახურების დასასრულს. მწუხრის ლოცვა ყოველთვის მთავრდება მართალი იობის სიტყვებით, რომ იყოს სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე. მართალმა იობმა ყველაფერი დაკარგა, შვილი, სახლი, საბადებელი. წმინდა წერილში წერია, რომ მისი მეგობრები მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ, - ახლა მაინც დათმე ის ღმერთი, რომელსაც აღიარებდიო. მართალი იობი სწორედ ამ სიტყვებით პასუხობდა, - იყოს სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე. როცა ადამიანი არის მადლიერი ღვთისა, ის ძალიან ბედნიერია. ბედნიერებას ადამიანი სწორედ მაშინ პოვებს, როცა ღვთის ნებას გამოიძიებს. ამ დროს ის ღმერთთან ძალიან დაახლოებულია. ღვთისნიერი ადამიანი ყოველთვის მადლიერი იქნება უფლის წყალობისა.

***
ნებისმიერი წმინდანის ცხოვრება ცოცხალი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. პავლე მოციქული ამბობს: - მობაძავ ჩემდა იყავ, ვითარცა მე ქრისტესა. წარმოიდგინეთ, ქრისტე მოვიდა ამ წუთისოფელში, ჩვენი გულისთვის ჯვარს ეცვა, გოლგოთის გზა გაიარა, რაღას არ იტანდა და ადამიანებისგან ყოველთვის იღებდა საპირისპიროს. რამდენი რამ გაიარა უფალმა თითოეული ჩვენგანისთვის. ჯვარზე გაკრული ამგვარად ლოცულობს ზეციური მამის მიმართ, - რამეთუ არა იციან, რას იქმან. ჩვენც ასე უნდა ვიცხოვროთ. ნებისმიერი წმინდანის ცხოვრებაც ამას გვიდასტურებს, რომ წამების დროს ისინი მადლობას სწირავდნენ ღმერთს იმისთვის, რომ ღირსნი გახდნენ იმავე მოწამეობისა, რაც უფალმა მათ დაუდგინა და დაუტევა. პეტრე მოციქულის წამებას გავიხსენებ. როცა პეტრე მოციქული შეიპყრეს და მისი ჯვარზე გაკვრა მოინდომეს, ითხოვა, არ ვარ ღირსი, ისე მოვკვდე, როგორც ჩემი უფალი, თავდაყირა გამაკარით ჯვარზეო. მათ ძალიან კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა იყო ის გზა, რაც უფალმა გაიარა და ამისთვის ყოველთვის მადლობდნენ ღმერთს. მოვიყვან ასევე წმინდა ბარბარეს, დიდმოწამე ეკატერინეს ცხოვრებას, მშობლებმა როგორ ტანჯეს ღვთის გულისთვის, მაგრამ მუდამ მადლობდნენ ღმერთს ამ სატანჯველისთვის. ნებისმიერი წმინდანის ცხოვრებას თუ ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ ისინი ყოველთვის დიდებას და მადლობას სწირავდნენ უფალს, რათა ღირსნი ყოფილიყვნენ, ქრისტესთვის წამება დაეთმინათ.

***
ერთი წმინდა მამა გვარიგებს, - ლოცვა ყოველთვის დავიწყოთ მადლიერების თქმით. მადლობა უფალს, რომ ერთი დღეც გვაჩუქა. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად არის და შემდეგ უნდა ვთხოვოთ, რაც გვსურს. როცა თანამედროვე ადამიანი მიხვდება და გააცნობიერებს სულიერების გზაზე, რა მოწყალეა უფალი, ის ყოველთვის მადლიერი იქნება ღვთისა. გადავხედოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რამდენს უჭირს, რამდენი წევს სიკვდილის სარეცელზე და თითოეული წუთის გახანგრძლივებისთვის ევედრება ღმერთს, რამდენია გაჭირვებული მათხოვარი. თუ ჩვენს ცხოვრებას შევხედავთ და ამის გამო არ დავაფასებთ უფლის კაცთმოყვარეობას, უმადურები ვიქნებით. ღვთის წინაშე ყველაზე დიდი ცოდვა, როგორც წმინდა მამა ილია მინიატისი ამბობს, არის ის, როცა ადამიანი უმადურია იმ მსხვერპლისა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის უფალმა გოლგოთაზე და ჯვარზე გაკვრით განიღო. თუ ამ გოლგოთის მსხვერპლის მიმართ დავრჩებით უმადურები, რანაირი ქრისტიანები ვიქნებით? როგორ შეიძლება ჩვენი გამოხსნა მოხდეს? როგორ მოხდეს ადამიანის გადარჩენა? ერთი მაგალითი მახსენდება, როცა ერთ-ერთი წარმართი შედიოდა ქრისტიანის სახლში, კედელზე ჯვარცმას დაინახავს გაკრულს, რომელსაც ქვეშ აწერია, - მე რა გავაკეთე შენი გულისთვის და შენ რას აკეთებ ჩემთვის.Aამ კითხვით უნდა დაიწყოს თითოეულმა ჩვენგანმა ყოველი დღე - შეხედოს ჯვარცმას და გააცნობიეროს, უფალმა რა გააკეთა ჩვენთვის და ჩვენ რას ვაკეთებთ უფლისთვის. ჯერ მადლობა შევწიროთ ყოველი დღისთვის, რომ ცხოველსმყოფელ ჯვარს ვუყურებთ - ჯვარზე შემსჭვალულ იესო ქრისტეს და ვიცით, რომ გამოსყიდული ვართ მისი უმანკო სისხლით. შევეცადოთ, სიხარულისა და მწუხარების დროს ყოველთვის მადლიერი ვიყოთ ღვთისა.

***
როცა ადამიანი ღვთის ნებას გამოიძიებს და იცხოვრებს სიმდაბლით, მადლიერებით, მიეცემა სულიწმინდის მადლი. ასეთმა შეიძლება თქვას, რომ ყველაფრით კმაყოფილია. რაც არ უნდა უჭირდეს, როცა კაცი გრძნობს სულიწმინდის მადლს, ნუგეშინისცემას, რომელიც ყოველი უძლურების აღმავსებელია, განმკურნებელია, უკვე ბედნიერია. ერთმა ბერმა თქვა: გააცნობიერეთ, ნახეთ, რა ხდება - უფალი დღესაც ჯვარზეა გაკრული და დღესაც მისი სამსჭვალებიდან, ფეხიდან და გვერდიდან სისხლი მოედინება. შენ თუ ამას არ აცნობიერებ, ყოველდღე ამას არ ხედავ და არ გადმოგაქვს შენს ცხოვრებაში, უმადური ხარო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს გოლგოთის მსხვერპლი. თუ ადამიანს ახსოვს, რომ ის გამოსყიდულია იესო ქრისტეს უმანკო სისხლით, მასზე ბედნიერი არავინაა. უნდა შევეცადოთ, უფლისა და წმინდანთა ცხოვრებას მივუსადაგოთ ჩვენი ცხოვრება.

***
მადლის მოხვეჭას დიდი შრომა და ოფლი სჭირდება. მადლი ერთბაშად არ მოდის. ხშირად ვამბობთ, ეკლესიურად ვცხოვრობთო. ეკლესიური ცხოვრება თავის თავში ყველაფერს მოიცავს. როცა მადლიერია ადამიანი უფლისა ყველანაირ მდგომარეობაში, უკვე ნიშნავს, რომ ეკლესიურად ცხოვრობს. ეკლესიურ ცხოვრებას დიდი შრომით მიღწევა სჭირდება, მოთმინებით და ყოველთვის ღვთის მადლიერებით.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოვალეობა პირნათლად შევასრულოთ. დილიდან მადლობა შევწიროთ ღმერთს ბოძებული დღისთვის.

KARIBCHE

პანტანასას სახელობის მშენებარე დედათა მონასტერი

ეკლესიური ცხოვრების დაწყება ძალიან დიდი საიდუმლო და საოცრებაა. ჩვენი ეკლესიაში მოსვლაც ღვთის განსაკუთრებული მადლია. როცა ადამიანი ეკლესიაში მოდის და მსახურებაზე დგება, მისთვის ახალი სამყარო იშლება და აღარ უნდა, რომ ამ სამყაროს მოსწყდეს. შემდგომ ხდება ისე, რომ ამ მადლს უფალი ადამიანს ართმევს, რათა კაცმა თავისი შრომით მოიპოვოს ეს მადლი, დაუბრუნდეს იმ წიაღს, რომელიც წირვა-ლოცვის დროს მიეცა ღვთისგან.Mმადლის მოხვეჭას შრომა სჭირდება. ეს აუცილებლად უნდა გაიღოს თითოეულმა ჩვენგანმა. შრომის გარეშე შეუძლებელია ადამიანი ღმერთს მიუახლოვდეს. თუ ადამიანმა ოფლი არ დაღვარა, არ იღვაწა, მსახურებას არ დაესწრო და ის მცნებები არ დაიცვა, რასაც დედაეკლესია ასწავლის, შეუძლებელია მადლის ქვეშ იმყოფებოდეს.

***
სასულიერო გზა უფრო სხვა არის და მას მეტი პასუხისმგებლობა ახლავს ღვთის წინაშე. სასულიერო პირს არა მარტო საკუთარი თავი აბარია, არამედ უამრავი სამწყსო, რომელსაც ღმერთი აბარებს.Pპავლე მოციქული ამბობს, მე ყოველდღე ვკვდები, თქვენში ქრისტე რომ გამოვსახოო. ასე უნდა იყოს თითოეული სასულიერო პირი - თავს დებდეს თითოეული სულიერი შვილისთვის, რომ მასში ქრისტე გამოსახოს. წმინდა მამის, ილია მინიატისის საოცარ სიტყვებს გავიხსენებ: - მასწავლებლის გარეშე ეკლესია არაფერი იქნებოდა, რადგან სახარებას როცა კითხულობ და მისი განმარტება არ ხდება, ადამიანისთვის გაუგებარია. ყველაზე მეტად ბოროტ სულს მაშინ ეშინია, როცა მოძღვარი სახარებას განმარტავს. ყველაზე მეტად ძრწის ბოროტი სული, როცა მოძღვარი ამბიონიდან საღვთო სწავლებას გადმოსცემს. ისე არ ეშინია კურდღელს ქუხილისა, როგორც ეშმაკს სახარების განმარტებისა. სულიერი მოძღვრის ცხოვრება არის განსაკუთრებული ღვაწლი. სახარებაში არის ასეთი მაგალითი, როცა უფალი მოწყალე სამარიტელის სახით ვირზე შესვამს კაცს, მიიყვანს ეკლესიაში და მოძღვარს ჩააბარებს, ორ დრაჰკანს მისცემს, ესე იგი ძველ და ახალ აღთქმას, და ეუბნება, - შენ იღვაწე და როცა დავბრუნდები, გაგიათმაგებ იმ ღვაწლს, რაც ჩადე ამა თუ იმ ადამიანშიო. როცა მადლი მოქმედებს სულიერ მოძღვარზე, მრავალ ადამიანს მოაქცევს. რაც უნდა უღირსი იყოს მოძღვარი, მისი მსახურება შეიწირება, წირვა აღესრულება. თუ მოძღვარი დადებითი, სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, უფრო მეტად ფიქრობს მადლის გამრავლებას. სულიერი მოძღვრის არჩევისას უნდა შევეცადოთ, გარკვეულწილად ისეთი სულიერების მოძღვართან მივიდეთ, ვისთანაც სრულ ჰარმონიას შევიგრძნობთ, რომელიც სწორად ასწავლის ეკლესიაში, არ უხვევს ღვთის სწავლებას და თანამედროვე სულისკვეთებას არ არის აყოლილი, წმინდა მამების და სჯულის კანონის მიხედვით მოძღვრავს სულიერ შვილებს.

***
მართლაც საოცარია ათონის მთაზე მოღვაწე მამებთან ურთიერთობა. მათთან თავს პატარა ბავშვივით გრძნობ.Mმინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ღვთისმსახურების დროს ცრემლებით რწყავდნენ იატაკს. როცა ეკითხებოდნენ, რისთვის ტირიო, უდიდესი მამა იოსებ ისიქასტი პასუხობდა, - ჩემი გულისთვის დღეს იესო ქრისტე ჯვარს გაეკრა, ამას ჩემი ხორციელი თვალებით ვხედავ და როგორ შეიძლება ამას ადამიანი ტირილით არ შეხვდესო. ასეთი ადამიანის გვერდით რომ მოგიწევს ყოფნა, საოცრებაა, ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. მისი მარტო სიახლოვე გაკმაყოფილებს, სიტყვაც რომ არ თქვას. მადლი სწორედ ასე მოქმედებს ადამიანზე. მადლია ისიც, როცა სულიერი მდგომარეობით გრძნობს ადამიანი ადამიანს. ასეთი მდგომარეობაა ზუსტად, როცა სულიერ ადამიანთან დგახარ და გრძნობ, მისი მადლი როგორ მოქმედებს შენზე. იქ სიტყვაც აღარ არის აუცილებელი. დუმილიც კმარა. იესოს ლოცვით და დიდი შრომით მიაღწიეს იმ წმინდა მამებმა ამ უდიდეს მადლს.

***
როცა პანტანასას ხატს მოვაბრძანებდით საქართველოში, ვათოპედის მონასტრის იღუმენმა თქვა, - თქვენ არ იცით, საქართველოში რამხელა მადლი მოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, პანტანასას ღვთისმშობლის ხატის სახითო. მცირე ხანში მართლაც მრავალი სასწაული მოახდინა ამ ხატმა. მრავალ ადამიანს შეეწია, წყალობა მისცა და ამის გამო მადლიერების ნიშნად გაგვიჩნდა სურვილი, ამ მართლაც საოცარი ყოველთა დედოფლის ხატისთვის აგვეშენებინა პანტანასას სახელობის დედათა მონასტერი. მონასტერში დაბრძანებული იქნება ეს ხატი, რომელიც მრავალ სულიერად და ფიზიკურად შეჭირვებულს წყალობას მისცემს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ პანტანასას სახელობის დედათა მონასტრის მშენებარე სავანეში უკვე აიგო ცენტრალური ტაძარი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკურთხება. დასრულდა სატრაპეზოს, ასევე სახელოსნოს აშენება. ახლა ვიწყებთ მონაზვნებისთვის სენაკების მშენებლობას. ამ კომპლექსში აიგება ასევე რვა მცირე ზომის სხვადასხვა წმინდანის სახელობის ეკლესია. ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გიორგისა, უკვე აშენებულია. ეს უდიდესი კომპლექსი ძალიან დიდ სულიერ დახმარებას გაუწევს იქ მოსულ ადამიანებს. პანტანასას ღვთისმშობელი არის განსაკუთრებული შემწე ონკოლოგიური ავადმყოფებისა. დედების პირველი ღვაწლი იქნება ის, რომ შეჭირვებული ადამიანები მიიღონ ეკლესიაში, მათთვის მსახურებები გადაიხადონ, მისცენ ხატის კანდელიდან ზეთი, რომელიც ბევრ ადამიანს კურნავს, მისცენ სულიერი დარიგება და თავი დადონ მოყვასისთვის. მონაზვნის მოღვაწეობაც, სოფელთან კავშირიც ის არის, რომ მოყვასთან კავშირის გამო გააკეთონ ის, რაც ადამიანს სულიერად განამტკიცებს.

მოგეხსენებათ, დედები იმყოფებიან საბერძნეთში, არგოსის ეპარქიის მთავარანგელოზთა დედათა მონასტერში. იქ სწავლობენ მონაზვნურ ყოფას. იმედია, მათი ლოცვა შეეწევა ჩვენს ერს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat