მოძღვრები სვეტიცხოველზე
მოძღვრები სვეტიცხოველზე
პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), სიონის ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი:

როცა სვეტიცხოვლის ტაძრის შესახებ გვიხდება საუბარი, ჩვენი ფიქრი და გონება წარსულს სწვდება, მაგრამ ისეთ წარსულს, რომელიც მარადიული აწმყოა, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, რომელიც ქრისტეს 12 მოციქულის სახელზე აიგო, არასდროს გაფემკრთალდება, არასდროს დაიჩრდილება, დრო-ჟამი მას ვერას დააკლებს.

არ არსებობს უფრო დიდი საეკლესიო და საერო დღესასწაული საქართველოში, ვიდრე სვეტიცხოვლობაა. როცა ჩვენს წარსულს თვალს გადავავლებთ, ჩვენს სულიერ მეხსიერებაში სინათლესავით აირეკლებიან და ღირსსახსოვრად გაცისკროვნდებიან ადამიანის გონებისთვის ყოვლად დაუტევნელი სიწმინდენი _ უფლის კვართი და მირონმდინარე სვეტი. ამ კვართის საქართველოში ჩამობრძანება წარმოუდგენელი სიხარულის დამტევია. სწორედ ამაში მოჩანს ღვთის განგებულება, რომ უფალი არასოდეს მიატოვებს იმ ერს, რომელიც მფლობელია ამ უდიდესი საუნჯისა.

საეკლესიო თვალსაზრისით, საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა სწორედ იერუსალიმის ყაიდაზე მოეწყო. პირველი ანალოგია იერუსალიმთან ის იყო, რომ თუ იქ მაცხოვრის საფლავია, აქ მის მაგივრობას სვეტიცხოვლის ტაძარში დაფლული უფლის კვართი ტვირთულობს. იერუსალიმის მახლობლად, თაბორსა თუ გეთსემანიასთან მაცხოვრის მიერ აღსრულებული მოვლენებიც, ბუნებრივია, გარკვეულ ანალოგს პოულობს მცხეთაში და კიდევ ერთხელ შეგვაცნობინებს, რომ ის ხალხი, რომელიც მცხეთას იერუსალიმის ყაიდაზე აწყობდა, კარგად უწყოდა, თუ რაოდენ ძვირფას და განუზომელ საუნჯეს იტევს სვეტიცხოვლის მარადიულობასთან წილნაყარი წმინდა ტაძარი.
(ჩაწერილია 2000 წელს)

KARIBCHEლაზარეს აღდგინების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე:

არსებობენ ერები, რომელთა სალოცავები უდიდეს დატვირთვას შეიცავს. მაგალითად, მუსლიმანთათვის ასეთად ითვლება ომარის მეჩეთი, კათოლიკეებისთვის _ წმინდა პეტრეს ტაძარი და ა. შ. ქართველი ერისათვის ასეთი სალოცავი გახლავთ სვეტიცხოველი. ეს საპატრიარქო ტაძარი მომნუსხველია არქიტექტურული ფორმების სინატიფითა და ორნამენტის მრავალფეროვნებითაც. სვეტიცხოვლის კედლები შემკულია ულამაზესი ჩუქურთმებით. იგი იმდენად დიდებული, სულიერი და ფაქიზია, რომ მოკრძალებისა და მოწიწების გრძნობას ბადებს მნახველის გულში. შეუძლებელია შეხვიდე ამ გრანდიოზულ ტაძარში და არ დაიჩოქო ამ უდიდესი სიწმინდის წინაშე.

მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართლის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერ ტალღებიანი მქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ოდითგანვე ხიბლავდა სტუმრებს, მტრებსა თუ მოკეთეებს. აქ იგრძნობა ჩვენს სულმნათ წინაპართა ტიტანური ძალისხმევა, ქართული სისხლის ძალუმი ჩქროლვა. სვეტიცხოველი არის საუკუნეების გადამლახავი შთამბეჭდავი ძეგლი, ქართული სულის აღტყინების უტყუარი მონაწილე და მოწმე; მისი სიმბოლო, აპოთეოზი, მწვერვალი და ნიშანსვეტი. იგი გახლავთ ქართული ნიჭის ღვთიური ქმნილება.

განუზომელია სვეტიცხოვლის როლი საქართველოსა და მთელი საქრისტიანოს ისტორიაში. მისი ისტორია განუყოფელია ჩვენი ქვეყნის გმირული წარსულისაგან. იშვიათად მოიძებნება ტაძარი, რომელშიც ასე ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი. მასში იგრძნობა საუკუნეების სინთეზი, საოცარი სისადავე, უფლის სიყვარული, სიკეთე და ის ლაღი ქართველობა, რაც ჩვენი წინაპრებისაგან მოგვდგამს საუკუნეების მანძილზე. ყველა საუკუნის ზემოქმედების კვალი ჩანს ამ ტაძარში, მაგრამ მაინც, რომ უყურებ, გგონია, თითქოს ერთი სულის ამოსუნთქვით აშენდაო. ჩვიდმეტ საუკუნეს იტევს სვეტიცხოველი. აქ თითქოს დრო ჩერდება და საკუთარი თვალით ხედავ, როგორ შენდებოდა, ლამაზდებოდა, მშვენდებოდა, ინგრეოდა, იმუსრებოდა და კვლავ ახლდებოდა დროის მძლეველი ტაძარი. მართლმადიდებლურ ტრადიციასავით უწყვეტია და ცხოველმყოფელი გამოხატულება იმისა, რომ ქართველ ერს გადაშენება არ უწერია.

მცხეთა მთელი ჩემი ოჯახისთვის სანუკვარი მოგონებების ადგილია. აქ, სამთავროს ტაძართან არსებულ სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ მამაჩემი, ჩემი სიძეები. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი სვეტიცხოვლის ტაძარში. ყოველთვის იპყრობდა ჩემს ყურადღებას ცენტრალური თაღის ქვეშ მოთავსებული მარჯვენა მკლავის რელიეფური გამოსახულება წარწერით: "ხელი მონისა არსუკიძისაი, შეუნდეთ". პატარაობისას მამა მეუბნებოდა, რომ ეს მარჯვენა გამოსახეს დიდოსტატის უკვდავი ღვაწლის განსადიდებლად და იგი მშენებლის მიერ უფლისათვის გაწეული ღვაწლის სიმბოლოდ ითვლება.

თავისთავად ქალაქი მცხეთა უამრავ საიდუმლოს იტევს. აქ ოდითგანვე იხარშებოდა მირონი. სწორედ მცხეთის ტერიტორიაზე არსებულ სვეტიცხოვლის ტაძარში ცხებდნენ ქართველ მეფეებს ღვთივკურთხეულ მირონს. სვეტიცხოველი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა განსასვენებელს. ისტორიული წყაროების მიხედვით ტაძარში დაკრძალული უნდა იყოს ათზე მეტი ქართველი მეფე: დავით ულუ, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი VII, გიორგი VIII, ალექსანდრე დიდი, სიმონ I და სხვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ ვახტანგ გორგასლის, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის საფლავებმა მოაღწიეს.

სვეტიცხოველი დედა ეკლესიაა და ამიტომაც ყველა ქართულ ტაძარზე აღმატებულია, როგორც ციტადელი ქართული სულის დიდებისა. საქართველოს მოქცევასა და გაბრწყინებას, ღვთის განგებით, უხსოვარ დროში ჩაეყარა საფუძველი. ჯერ კიდევ 600 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ჩამოტანილ იქნა წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი, რომელიც ამ წმინდა ადგილასაა ჩაფლული. იგი გახლდათ წინამორბედი უფლის კვართის ჩამობრძანებისა. რამდენი მადლი ებოძა ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას! მისი უწმიდესობა ხშირად ბრძანებს, რომ მთავარია ღირსნი ვიყოთ ამ ძღვენისა.

სვეტიცხოველი დღეს უკვე 1000 წლისაა. მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ეს უდიდესი დღესასწაული. დაე, მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და მთლიანობა სუფევდეს საქართველოში, ქართველ ხალხში და საქართველოს ეკლესიაში. "უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat