"ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული"
"ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული"
ქრისტიანობა მოქმედებას გვავალებს და არა ოცნებას
(დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #18)
"ვინც შებოჭილია მიწიერი სიკეთეებისადმი ვნებით, ის მფლობელი კი არა - ფლობილია", - ამბობდა ნეტარი ავგუსტინე. თუკი მიწიერისადმი ლტოლვა ისე დაგვიმორჩილებს, რომ თავის ბორკილებში მოგვაქცევს, იმ არწივს მივემსგავსებით, რომელიც ფეხებითაა დაჭერილი და აღარ ძალუძს ზევით აფრენა. ამიტომ, ღვთისგან მონიჭებული უკვდავი სული ვნებებს რომ არ დავუქვემდებაროთ და მიწაში არ ჩავმარხოთ, მსგავსად იმ უწმინდური ცხოველებისა, რომლებიც ისეთებად შეიქმნენ - მხოლოდ მიწაში ცხოვრობენ და არ შეუძლიათ ზეცას უცქირონ, მიწიერი სიკეთეები იმ საშუალებებად უნდა გადავაქციოთ, რომლებიც ზეციურ სიკეთეებს მოგვაპოვებინებენ.

უფალი მოგვიწოდებს ვირწმუნოთ წრფელი გულით. რწმენა გამოძიებას არ ექვემდებარება, რადგან უფლის სიტყვა - უსრულყოფილესი ჭეშმარიტებაა. ჭეშმარიტი რწმენა სრული მნიშვნელობით არის ის, როცა ვინმეს სწამს მხოლოდ იმიტომ, რომ უფალმა ასე ბრძანა. იგი მეტს აღარაფერს ეძიებს, გარდა იმისა, ბოლომდე ჩასწვდეს, თუ როგორ ბრძანა უფალმა და როგორც კი ამას შეიცნობს, სწორედ ამის შემდეგ მშვიდდება ყოველგვარი ყოყმანის გამომრიცხველი სრული სიმშვიდით. მამათა სწავლებით: "ბავშვური რწმენა, უსიტყვო მინდობა ღმრთისა - მამისა თვისისადმი: სწორედ ამას ითხოვდა უფალი, როდესაც თქვა: "უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათე 18,3)". აქედან გამომდინარე, ასეთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: ვისაც სხვაგვარად სწამს, საეჭვოა იხილოს სასუფეველი ცათა. მათივე განმარტებით, ამგვარი ბავშვური რწმენა არ არის ბრმა, არამედ მჭვრეტელი, უმანკო, შეუბღალავი, ბავშვური თვალებით. იგი არ იწყებს გონებრივ ძიებებს, არამედ გაიგებს თუ არა, რომ უფალმა ასე ბრძანა, მაშინვე კმაყოფილდება. ეს არის მისი ყველაზე ჭეშმარიტი, მტკიცე და გონივრული საყრდენი რწმენისა. ბრმა სარწმუნოება ის არის, რომელმაც არ იცის, რა უნდა ირწმუნოს, ან თუ იცის, მხოლოდ ნაწილობრივ და არა სრულად, რადგან იმაზეც კი არ აქვს რიგიანი წარმოდგენა, რისთვის უნდა სწამდეს და არც ცდილობს ამის ბოლომდე ჩაწვდომას.

ცხადია, ყველა ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისგან, რადგან მათში კეთილი და ცუდი თვისებები ადრეული ასაკიდან აირეკლება იმისდა მიხედვით, თუ როგორ გარემოში უხდება ცხოვრება. მშობლებზე ბევრად არის დამოკიდებული, როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება მოზარდი. ეკლესიური თვალსაზრისით, როდესაც დედა ყრმას შობს, უნდა ფიქრობდეს, გარდა იმისა, რომ იგი სამყაროს ადამიანს ჩუქნის, მან შვილს ადრეული ასაკიდანვე ისეთი თვისებები ჩაუნერგოს, რომ სამომავლოდ ზეცას ანგელოზი შემატოს მისი სახით, რადგან ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა მისი მთელი ცხოვრების მანძილზე, უმეტესწილად, დედის ზნეობრივ გავლენაზეა დამოკიდებული.

"ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული; რასაც მხატვარი აღბეჭდავს მასზე - ცუდს თუ კარგს, სიწმინდეს თუ ცოდვას, ანგელოზს თუ ეშმაკს - ის დარჩება. ასევეა ბავშვიც: როგორ ზნეობასაც მისცემენ მას მშობლები აღზრდის დასაწყისში - ღვთისთვის სათნოს თუ საძაგელს, ანგელოზებრივს ასწავლიან თუ ეშმაკეულს, - სწორედ იმ ზნეობით ცხოვრობს იგი. ჭურჭელი არ კარგავს თავის სურნელებას - ცუდს თუ კარგს, რითაც იყო სავსე. ასევეა ბავშვის აღზრდაც! ამიტომ აუცილებელია, მას ბავშვობიდანვე ვასწავლოთ სიკეთე", - შეგვაგონებს წმინდა დიმიტრი როსტოველი.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი: "როდესაც ბავშვი არაეკლესიურ გარემოში იზრდება, მშობლების შეცდომა პირველ რიგში ის არის, რომ მცდარი შეხედულება აქვთ თავიანთ შვილებზე, როცა ფიქრობენ: "ბავშვი უცოდველი, უმანკო, სუფთა დაფაა და ანგელოზია თავისი ბუნებით". მათ გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ ყოველი ბავშვი ადამისა და ევას ცოდვით იბადება, ამიტომ მისი ბუნება საკმაოდ დაზიანებულია. თუ ჩვენს შვილებს დავუკვირდებით, აუცილებლად შევამნევთ, რაოდენ ძნელია ბავშვს ასწავლო სიკეთე, მაგრამ ბოროტება, რომელსაც არ ვასწავლით, მასში თავისთავად უკვე არის. ეგოიზმი, სიჯიუტე, ურჩობა, სხვათა დაჩაგვრის სურვილი, საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებისკენ დაუოკებელი სწრაფვა ყოველ ბავშვში იმთავითვე დევს. მშობელი, რომელიც თავისი ბუნებით ჰედონისტია, ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიაღებინოს შვილს, რადგან, სამწუხაროდ, ასე ესმის სიკეთე... ცდილობს, მან მაინც შეძლოს იმის მიღწევა, რასაც თვითონ ვერ მიაღწია და ზრდის შვილს ეგოისტურად, ასწავლის, ცხოვრებაში არ დაიჩაგროს, სხვას სცემოს, წაართვას, მეტი ქონება დააგროვოს, ყველა ვნება დაიკმაყოფილოს, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ცხოვრებისგან...

არის მეორე მხარეც: ბავშვს, მართალია, დაცემული ბუნება აქვს, მაგრამ ის უმანკოა პიროვნულად, რადგან იგი ჯერ კიდევ არ იცნობს დანაშაულს, ამდენად, ვერ აცნობიერებს თავის დაცემულ ბუნებას, რომელიც თანდაყოლილი აქვს. ან როგორ უნდა გააცნობიეროს რომელიმე ცოდვა, რომლის მნიშვნელობაზე წარმოდგენაც არ აქვს? აქედან გამომდინარე, ცოდვასაც ვერ შეებრძოლება. ამიტომ ვინ უნდა ებრძოდეს ცოდვებს მის მაგიერ? - რა თქმა უნდა, მშობლები, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ბავშვის გონება და გრძნობები დაზიანებულია პირველყოფილი ცოდვით.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება. ზოგჯერ მშობელი არამცთუ არ შეებრძოლება მოზარდის ცოდვით მიდრეკილებებს, არამედ წამახალისებელი და ერთგვარად ხელშემწყობიც გამოდის შვილების ხორციელი მოთხოვნილებებისა. კომპიუტერს ყიდულობს და აზარტულ თამაშებში რთავს, არ უშლის ტელევიზორის ეკრანიდან სხვადასხვა გარყვნილობის ყურებას, ემორჩილება შვილის ნება-სურვილს, არ მოაკლოს ის სასმელ-საჭმელი, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს და ამითაც ანებივრებს. თუ ყოველივე ეს თავიდანვე არ იქნა დაბალანსებული მშობლების მიერ, შედეგიც არ დააყოვნებს. ნუთუ არ უნდა იყოს შემაშფოთებელი, რომ ყოველწლიურად მატულობს დანაშაული მოზარდთა შორის? იმის მაგივრად, რომ მიზეზი ჩვენს თავში ვეძიოთ, ზოგჯერ გვიკვირს კიდეც, რატომ ხდება ასე..."

წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) სწავლებით, მშობლებმა თავიანთ შვილებს კეთილზნეობა, პატიოსნება, სიცრუის სიძულვილი და ყოველგვარი სიყალბის მიუღებლობა 3-4 წლიდან უნდა ასწავლონ. ბავშვს, როგორც კი ენას ამოიდგამს, დედ-მამამ ცუდისა და კარგის, მოსაწონისა და დასაწუნის გარჩევა მაშინვე უნდა შეახსენოს არა მარტო სიტყვით, არამედ საკუთარი ქცევითაც. ვიდრე ყრმა მშობელს ემორჩილება, მანამდე უნდა წარიმართოს ზნეობით, სიმათლითა და სათნოებით, თორემ შემდეგ ძნელი ხდება მისი ხასიათის გამოსწორება. მშობლები შვილებს უპირველეს ყოვლისა უნდა აძლევდნენ ზნეობრივი ცხოვრების მაგალითს; ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთი მის ყოველ აზრსა და ნამოქმედარს ხედავს და ამის გამო სირცხვილის გრძნობა უნდა გაუჩნდეს, მოერიდოს ცუდ საქმეს, მშობლებს კი მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ დადგება დრო, როცა ღმერთი აუცილებლად მოჰკითხავთ თავიანთი შვილებისთვის.

თუ შენი შვილები ცუდად ცხოვრობენ, ამან არანაკლებ უნდა დაგამწუხროს, ვიდრე მათი სიკვდილი დაგამწუხრებდა, - ამბობენ წმინდა მამები, - შენს ვაჟიშვილს სიმდიდრე კი არა, საკუთარ თავზე კეთილი ხსოვნა დაუტოვე, ოქრო კი არა, არამედ პატიოსანი სახელი; არა ვერცხლი, არამედ მეცნიერება; არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების უნარი; არა ცნობილი, რამედ კეთილი მეგობრები...

"ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც მშობელთაგან ამქვეყნიური უწმინდურობის გავლენით იზრდებიან და ამით სისხლისმსმელი მოლოქისთვის შეიწირებიან მსხვერპლად?" (იერ. 32,35).

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: "ბავშვი მეოცნებეა თავისი ბუნებით. ამიტომ ვალდებულნი ვართ ვასწავლოთ და ავუხსნათ ჩვენს შვილებს, რომ ოცნება ცუდია, რადგან მეოცნებე ადამიანი მოწყვეტილია რეალობას.

ჩვენ, ქრისტიანებს, ხშირად გვაბრალებენ, რომ არარეალისტები ვართ და გვირჩევენ ვიცხოვროთ რეალური ცხოვრებით. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ პირიქითაა - ისინი აღიქვამენ სამყაროს ირეალურად.

უფალი მოგვიწოდებს ვიცხოვროთ დღევანდელი დღით, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ განსაცდელებს შევხედოთ ფართოდ გახეხილი თვალებით და გავუმკლავდეთ მათ. ჩვენ გაცილებით რეალისტები ვართ იმათთან შედარებით, ვინც ფიქრობს, რომ ხვალ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება. ადამიანი, რომელიც მომავალზე გადაჭარბებულ იმედს ამყარებს და ფიქრობს, რომ ხვალ ყველაფერი გამოსწორდება, სწყდება რეალობას და ცხოვრებას ინგრევს; არ შეიძლება კაცმა ოცნებით იცხოვროს. ზოგჯერ მასწავლებლები ბავშვებს არწმუნებენ, რომ ოცნება კარგია და ვინც არ ოცნებობს - გონებაჩლუნგია. სწორედ ეს არის რეალობისგან გაქცევა და სულიერი ნარკომანია! არარეალურ სამყაროში კი ვერასდროს ვიპოვით ღმერთს.

- მამა თეოდორე, ხომ შეიძლება, ბავშვმა იოცნებოს იმაზე, რომ კარგი განათლება მიიღოს და ამით გამოადგეს თავის სამშობლოს, ღირსეულად გააგრძელოს წინაპართა გზა და იყოს სასახელო მამულიშვილი?

- კი არ უნდა იოცნებოს, უნდა იმოქმედოს დასახული მიზნის მისაღწევად! ქრისტიანობა მოქმედებას გვავალებს და არა ოცნებას. ქრისტიანობა მოგვიწოდებს - იმოქმედე, აკეთე შენი საქმე, დაისახე მიზანი, გეგმა და შრომითა და ლოცვით მიაღწიე საწადელს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფანტაზიას მივცეთ გასაქანი - აი, მე რომ მეცნიერი გამოვალ, ხალხი დამაფასებს და ტაშს დამიკრავს და ბედნიერი ვიქნები... ეს დაუშვებელია!

შვილს, რა თქმა უნდა, სამშობლოს სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ, ვასწავლოთ ეკლესიის სიყვარული და მინდობა უფალზე, რომლის გარეშეც ვერაფერს შექმნის ღირებულს თავისი ქვეყნისთვის. მას უნდა ჰქონდეს მიზანსწრაფვა დიდი საქმეების საკეთებლად, რისთვისაც თავდაუზოგავი ღვაწლია საჭირო და არა ოცნება. სხვაგვარად, იგი იფიქრებს სამშობლოს სიყვარულზე, წინდაწინ შეიქმნის ილუზიებს საკუთარი თავის შესახებ და მერე შეიძლება ისეთი რამ შეემთხვას, ყველაფერი დაენგრეს და მისმა მარცხმა და წარუმატებლობამ მშობელიც გაამწაროს. ამიტომ, ვიმეორებ, ბავშვს თავიდანვე მოქმედება უნდა ვასწავლოთ და არა ოცნება.

ყმაწვილობის ყველაზე რთული პერიოდი 13 წლიდან იწყება და 17-18 წლამდე გრძელდება. ამას ფსიქოლოგებიც აღნიშნავენ. ამ წლებში ძალიან უჭირს ადამიანს როგორც ხორციელად, ისე სულიერად და ფსიქიკურად. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ პერიოდში? უპირველეს ყოვლისა, უნდა ეცადოს, დაარწმუნოს შვილი, რომ იგი ქრისტიანია და მას გარკვეული ჩვევების გამომუშავება მოუწევს. თუ ელემენტარულად მაინც აზიარებს ამ ჩვევებს, მოზარდს აუცილებლად გაუადვილდება ამ ასაკიდან გამოსვლა. არ შეიძლება ბავშვს ჩავუნერგოთ, ცხოვრება რომ გაუადვილდეს, მომხვეჭელი და ეგოისტი გამოვიდეს, არც ის უნდა ვუთხრათ: "შენ ზნეობრივი არსება ხარ და ადამიანობა პიროვნების თავისუფალ ნებაში გამოიხატება" - და ამასთანავე სწორად არ განვუმარტოთ ეს საკითხი. მოზარდი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავარწმუნოთ, რომ ის ქრისტიანია, რაც მას გარკვეული ვალდებულებების წინაშე აყენებს; ამასთან დაბრკოლებაც ბევრი ექნება სათნოებისკენ მიმავალ გზაზე.

ადამიანის ნების ჩამოსაყალიბებლად აღზრდის სხვა ვერც ერთ სისტემაში ვერ ნახავთ ისეთ სწორ მიდგომას, როგორიც მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთაებრივ სწავლებაშია მოცემული" (ჩაწერილია 2000 წელს).

"გახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველგან გხედავს, ჭვრეტს შენს მოქმედებას, საქმიანობას, გრძნობებს, აზრებს, სურვილებს და უხვად მოგიზღავს კეთილი საქმეებისთვის, - ვკითხულობთ კოსტრომელი მთავარეპისკოპოსის პლატონის "კეთილმსახური ცხოვრების მოკლე წესდებაში", - ყოველივე, რაც კი შენთვის სიძნელეს წარმოადგენს, შეასრულე როგორც ეპიტიმია შენი ცოდვების გამო, მორჩილებისა და სიმდაბლის სულით.

მიეჩვიე იმას, რომ ყველაფერში რაიმე სიკეთე დაინახო. ეცადე, ყოველთვის სიკეთე აკეთო, როგორც შეძლებ და არ იფიქრო იმაზე, დაგიფასებენ თუ არა ადამიანები, იქნებიან თუ არა შენი მადლობელნი. გიხაროდეს არა იმ დროს, როცა ვინმეს სიკეთეს გაუკეთებ, არამედ მაშინ, როდესაც ძვირისხსენების გარეშე გადაიტან შეურაცხყოფას სხვათაგან, განსაკუთრებით კი იმათგან, ვისი კეთილისმყოფელიც ხარ.

თუკი ვინმეს ერთ სიტყვაზევე ვერ დაიყოლიებ, ნუ დაუწყებ კამათს. შენ თვითონ ისარგებლე იმ მედლით, რომელიც მან დაკარგა, რამეთუ ურისხველობა დიდ სარგებელს მოგიტანს, მაგრამ როცა ზიანი ერთისგან სხვებზეც ვრცელდება, მაშინ ნუ მოითმენ - ეძიე სარგებელი არა საკუთარი თავისთვის, არამედ მრავალთათვის. საერთო სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო".

რა თქმა უნდა, ძნელია ყოველივე ამის ცხოვრებაში გატარება, თუმცა არც სასუფეველში მოხვედრაა იოლი, მაგრამ ისინი, ვინც ძნელი გზა და ვიწრო ბილიკებით სიარული აირჩია, წარმავალს მარადიული ამჯობინა და თავისი ამქვეყნიური ცხოვრება სასუფევლის მოსაპოვებლად ბრძოლას მიუძღვნა, მინდა იმით ვანუგეშო, რომ ამ ბრძოლაში თავად უფალი შეეწევათ.

რადგან ღმერთმა თავისუფალნი შეგვქმნა, ამით თვითონვე მოგვანიჭა არჩევანის უფლება - სათნოებისა და სიკეთის გზას დავადგეთ თუ მანკიერება და ბოროტება ავირჩიოთ. "სათნოებას არ ჰყავს მბრძანებელი. იგი ნებაყოფლობითია და თავისუფალი ყოველგვარი აუცილებლობისგან", - ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი. სიკეთე ან ბოროტება, როგორც თავისუფალი ნების მონაპოვარი, არ უნდა იყოს იძულებითი. სათნოება, როგორც ნაყოფი თავისუფლებისა, "არამართვადი სიკეთეა", რადგან არ გულისხმობს ბატონობას. წმინდა ბასილი დიდის სწავლებით, "ღვთისთვის სათნოა არა იძულებითი, არამედ სათნოებების სიყვარულით აღსრულებული საქმე. სათნოება ნებაყოფლობით მოიპოვება და არა აუცილებლობითა და იძულებით". წმინდა იოანე დამასკელი უფრო მკვეთრ განმარტებას გვაძლევს: "ის, რაც იძულებით კეთდება, სათნოება არ არის. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა, მაგრამ შემწეობის გარეშე არ მიუტოვებია. მან თავისი ქმნილების ჯერ კიდევ გამოუცდელი ნება სიკეთისკენ წარმართა ისე, რომ ადამიანი, სიკეთეს მოშორებულიც კი, მაინც მისკენ მიისწრაფოდეს. ამგვარად, ბოროტება სამყაროში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უდებების გამო შემოიჭრა და სულაც არ არის ღვთისგან მომდინარე. ღმერთს, თავისი არსით სახიერს, ბრალი არ აქვს არავითარ ბოროტებაში". ისევე, როგორც სიკვდილი შემოიჭრა კაცთა მოდგმაში ადამიანის ეშმაკისადმი დაქვემდებარების გამო, მას შემდეგ, რაც ადამიანმა ბოროტად გამოიყენა ღვთისგან ბოძებული თავისუფლება და პირველყოფილი შეცოდებით თავისი ნებით გაწყვიტა კავშირი ღმერთთან (ვ. გიულტისი). დღესაც ჩვენს ხელთაა სადავეები და არჩევანი უნდა გავაკეთოთ. გონიერი კაცი, რაოდენ ძნელიც არ უნდა იყოს, ყოველთვის სიკეთის გზას ირჩევს, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს ღმერთთან საკუთარი ნებით გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად.

ჩვენს წერილს დავასრულებთ იგავით: "წარწყმედისა და ცხონების გზაზე მდგომნი" (ნ. ყუბანეიშვილის კრებულიდან "თესლი კეთილი"):

"წარწყმედის გზაზე მდგომი, ეკლესიისგან განშორებული კაცი ამბობს: "მე ვცხოვრობ და არ ვიცი კი - რისთვის, მოვკვდები და არ ვიცი კი - როდის, მივდივარ და არ ვიცი კი - სად და მიკვირს, რომ მე კიდევ შემიძლია ვიმხიარულო".

ცხონების გზაზე მდგომი მორწმუნე ქრისტიანი უპასუხებს: "მე ვიცი, რისთვის ვცხოვრობ - სადიდებლად ღმრთისა; ვიცი, როდის მოვკვდები - როცა ღმერთს ენებება; ვიცი, სადაც მივდივარ - ზეციურ სამშობლოში; და მიკვირს, რომ ხანდახან მწუხარებას ვეძლევი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat