ერთსულოვნება
ერთსულოვნება
ჩვენი ცხოვრება უფალთან შეწყვეტილი საუბრის, ერთობის, ერთსულოვნების აღდგენის მცდელობაა
თვითდაჯერებულ ადამიანთა დაყოლიებას სიკეთის მანტიაში გახვეული ბოროტი ადვილად ახერხებს

ერთსულოვნება სულის თვისებაა, რომელიც კეთილად, ღვთივსათნოდაც შეიძლება გამოვლინდეს და უკეთურადაც, ღვთის ნების წინააღდგომობაში. ცხადია, უმთავრესი ღმერთთან ერთსულოვნების მიღწევაა, რადგან მხოლოდ უფალთან ერთად თუ მოვახერხებთ ვძლიოთ ღმერთსა და ადამიანს შორის ზღუდედ აღმართულ წუთისოფელს და მარადიულად ვიყოთ უფალთან. უფლისთვის და უფალთან ერთად ყოველგვარი სიძნელე და განსაცდელი ადვილი დასაძლევია... ღმერთთან ერთსულოვნება კი მოყვასთან, ადამიანებთან ერთსულოვნებასაც გულისხმობს და გვავალდებულებს...

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, დეკანოზი პეტრე გიორგაძე.

- ერთსულოვნება, დაურღვეველი ერთობა ყველაზე აღმატებული სახით ყოვლადწმინდა სამების პირებს შორის სუფევს...

- ყოვლადწმინდა სამება სრულყოფილების, სიყვარულის, ერთობის, ერთსულოვნების სიმბოლოა. განგვიცხადა კიდეც უფალმა: სამნი წამებენ ზეცაში - მამა, ძე და სულიწმინდა და ეს სამნი ერთნი არიან; მე და მამა ერთნი ვართო. ცხადია, ყოვლადწმინდა სამების ერთსულოვნების, ერთობის სრულყოფილად წარმოდგენა და შემეცნება მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის, მაგრამ შედეგი ამისა ხშირად გვიგრძნია - უფლისმიერი სიყვარულის, სიხარულის... სახით. სამებაში ერთსულოვნება დაურღვეველია.

- ადამიანიც უნდა მისჩვეოდა ღმერთთან, ღვთის ნებასთან დაურღვეველ ერთობაში ყოფნას. უფალიც ხომ სწორედ ამას სთავაზობდა. ამ მდგომარეობამდე უფალთან ერთობით, ერთგულებით უნდა მისულიყო, ღმერთსა და ადამიანს შორის იმგვარი სრულყოფილი ერთსულოვნებით, ჰარმონიული ურთიერთობით, მიწიერ სამოთხეში - ედემში ყოფნის ხანაში რომ სუფევდა ადამსა და ღმერთს შორის. ადამი სრულყოფილი შეიქმნა. რატომ ვერ შეძლო უფალთან ერთსულოვნებაში განმტკიცებულიყო და განვითარებულიყო?

- ღმერთმა ედემი მთელი თავისი მშვენიერებით ადამიანისთვის შექმნა. შემდეგ შექმნა ადამი, აუხილა თვალი და მან იხილა სამოთხის მთელი მშვენიერება. როდესაც შემოქმედმა ნახა, რომ ადამმა მოიწყინა, შეუქმნა ევა - მსგავსი მისი; ცდილობდა, ადამიანი სრულ ნეტარებასა და ბედნიერებაში ყოფილიყო, ადამიანიც ყველაზე ბედნიერად სამოთხეში ყოფნისას გრძნობდა თავს, როდესაც ერთსულოვნებაში, ერთობაში მყოფობდა უფალთან, მამაშვილურ სიყვარულს განიცდიდა, სიხარულს გრძნობდა. როგორც მამები გადმოგვცემენ, ყველაზე ლამაზი და ბედნიერი წუთები მაშინ იყო, როდესაც უფალი და ადამი საუბრობდნენ...

მაგრამ ადამი მოუმწიფებელი გახლდათ. როგორც ახალშობილშია ჩადებული სრულყოფილებისკენ სწრაფვა, თუმცა ჯერ უნდა გაიზარდოს, ასევე ადამიც უნდა გაზრდილიყო და მომწიფებულიყო. მას ჰქონდა ერთადერთი მცნება - არ ეხმია სამოთხის შუაგულში მდგარი კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფი. ადამიანმა ბოროტის შთაგონებით დაარღვია ეს მცნება. ცოდვის შედეგად ღმერთსა და ადამიანს შორის აღიმართა უდიდესი კედელი და დაირღვა ერთსულოვნება, ჰარმონული ურთიერთობა. ეშმაკის მცდელობით მოშორდა თუ არა ადამიანი უფალს, მასში არასწორად აირეკლა ყველაფერი, დაუმახინჯდა ფიქრები და აზრები, დაუბინძურდა გონება. ცოდვის ვირუსი მთლიანად მოედო ადამიანს და დააბინძურა მისი ბუნება და სული. კაცი გაუუცხოვდა უფალს. კედელი, რომელიც ცოდვამ აღმართა ღმერთსა და ადამიანს შორის, იმხანად მტკიცე და გადაულახავი აღმოჩნდა. ადამ, სადა ხარ? - ეს იყო მოწოდება ღვთისა, რათა ადამიანს გადაელახა ცოდვით აღმართული კედელი, მაგრამ ადამი დაიმალა, რადგან, სამწუხაროდ, გაწყდა სიყვარულისა და ერთსულოვნების ძაფი და ადამიანმა უფალი დამსჯელ და მრისხანე მამად მიიჩნია. უდროოდ, მოუმწიფებელ მდგომარეობაში დაბინძურდა ადამიანის გონება და ეს კატასტროფა იყო. მიზეზი კი ერთსულოვნებისა და ჰარმონიული ურთიერთობის დარღვევისა გახლდათ ის, რომ ადამიანს არ ჰქონდა გამოცდილება ღვთის გარეშე ყოფნისა, ადამმა არ იცოდა, ვინ იყო ღმერთის გარეშე.

ადამიანში ბოროტება შენიღბულად, შელამაზებულად შევიდა, მაგრამ რადგან კაცი ჯერ ვერ გარკვეულიყო, რომ ცოდვას ეზიარა, უნდა ენახა ამ სიცრუისა და ბოროტების ნაყოფი. ეს იყო ღვთის მადლის დაკარგვა. როდესაც ადამს წაერთვა ღვთის მადლი, დაკარგა კავშირი უფალთან, ფაქტობრივად, დაკარგა სამყაროზე, ცხოველებზე, ფრინველებზე, სტიქიებზე ზემოქმედების, ბუნების მართვის უნარი. ეს ყოველივე აუჯანყდა მას, რადგან თვითონ აუჯანყდა უფალს.

- მიუხედავად პირველქმნილი ცოდვის ამგვარი შედეგისა, ადამიანის ცხოვრების მიზანს ხომ მაინც უფალთან ერთსულოვნებაში, ერთობაში ყოფნა წარმოადგენს. ამის საშუალება კვლავ მოგვეცა გამოხსნის შემდეგ...

- ადამიანის ცხოვრების მიზანი უფალთან დაკარგული ერთობის აღდგენა უნდა იყოს. ადამიანმა იცოდა, რომ უნდა დაბრუნებულიყო უფალთან, ადამი, შემდგომ კი ის ადამიანები, რომლებიც ინარჩუნებდნენ ხსოვნას ღვთის შესახებ, განიცდიდნენ უფალთან დაშორებას, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ შეძლებდნენ ამას. მათ დასჭირდათ, რომ სამების ერთსულოვნებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით სიტყვა - ძე ღვთისა განხორციელებულიყო, ადამიანის ხორცი შეესხა, ადამიანური ბუნება მიეღო და კაცთათვის გაეჭრა გზა - ქრისტეს გზა. მაცხოვარმა გვიჩვენა, როგორ უნდა დავბურნებულიყავით უფლის წიაღში. ამის შემდეგ ადამიანზეა დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა ამას. ჩვენი ცხოვრება უფალთან შეწყვეტილი საუბრის, ერთსულოვნების აღდგენის მცდელობაა. ადამიანი უნდა ეცადოს და აღადგინოს ადამის დაწყებული საუბარი, მცირედით მაინც მიუახლოვდეს ედემისეულ ნეტარებას. ეს კი უდიდესი მარხვის, შრომის, ღვაწლის შედეგად მიიღწევა. სამწუხაროდ, მიღწეულის დიდხანს შენარჩუნებაც არ შეგვიძლია, ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნების გამო შედეგში განმტკიცება გვიჭირს, მიდრეკილნი ვართ ცოდვისკენ, თუმცა დაცემასა და აღდგომაში მდგომარეობს ჩვენი ცხოვრება - რამდენჯერაც არ უნდა განვიცადოთ მარცხი, ღმერთთან ერთსულოვნების დაბრუნების შესაძლებლობა ყოველთვის გვეძლევა, უფალს ყოველთვის გამოწვდილი აქვს ხელი და კვლავ ერთად დგომას გვთავაზობს.

- ერთსულოვნება არა მხოლოდ ღმერთსა და ადამიანს შორის, ადამიანებს შორისაც უნდა სუფევდეს...

- როდესაც დაუბინძურდა გონება, ადამიანმა არასწორად, დამახინჯებულად აირეკლა ყველაფერი. ვინც ჰყავდა მიბარებული, ვისთვისაც ყველაფერს აკეთებდა, - ევას ვგულისხმობ, - ცოდვის შედეგად სიყვარულით კი არა, მომხმარებლურად დაუწყო ყურება, თუმცა უფალმა იზრუნა და ეგოიზმით შეპყრობილ ადამიანებში ერთმანეთისკენ ლტოლვა ჩადო. როდესაც უფალი ეკითხება, რატომ სცოდეო, ადამი ევას აბრალებს. მაშინვე გაწირა ევა, რომელიც იმ დროს მისი მსგავსი ერთადერთი არსება იყო. ერთმა ცოდვამ ადამიანის ყველა მანკიერი თვისება გამოავლინა. თუმცა თუკი ეშმაკში ყოველგვარი მადლი აღმოიფხვრა ცოდვის შედეგად, ადამიანში ისევ შენარჩუნებულია უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, მაგრამ ცოდვის შედეგად გაუჩნდა მისწრაფება ხორციელი ტყვეობისკენ, რადგან მასში ხორციელმა იმძლავრა. სული დაზიანდა და ხორციელი წარმოჩნდა. როდესაც ხორციელი მოსაპოვებელი გახდა, ადამიანი ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა. ადამიანი ცდილობს, სხვა სათავისოდ გამოიყენოს. ეს ურთიერთობები ოჯახებშიც შევიდა და საზოგადოებაშიც გავრცელდა. უფალი კი პირიქით ბრძანებს: გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი; ადამიანისთვის თავის დადება უნდა შეგეძლოსო. ამით ერთსულოვნებაზე, ერთობაზე მიგვითითებს. უფლის მოწოდების - სინდისის ხმისა და წუთისოფლის კანონების ურთიერთჭიდილში ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას ბევრ შეცდომას უშვებენ.

ადამიანში იმთავითვე იყო ჩადებული, რომ ერთსულოვნება ყოფილიყო კაცთა შორის. ამისთვის თავისი ნებით, იძულების გარეშე უნდა მიეღწია, მაგრამ როგორც კი დაარღვია ღვთის ნება, ბოროტის ნების შესრულებაც დაიწყო და ამ მიზნის მიღწევა თავის იძულებითა და უდიდესი ღვაწლით, საკუთარ თავზე მუშაკობით გახდა შესაძლებელი. თუკი ადამიანი დაკარგავს ღვთიურს, დაკარგავს ადამიანურსაც.

- ღმერთსა და ადამიანს შორის ერთსულოვნება, ჰარმონიული ერთობა კაცთა შორის ყველაზე აღმატებულად უფლის მოციქულებმა გამოავლინეს... საინტერესოა, საზოგადოდ, რას ნიშნავს, როგორია ქრისტიანთა ერთობა...

- ქრისტიანული ეკლესია არის საზოგადოების განსაკუთრებული კრებული, რომელსაც აქვს ერთი მიზანი და ამ მიზნისთვის ყველაზე მთავარის - სიცოცხლის გაღებაც კი შეუძლია. პირველი ეკლესიის, ქრისტიანული კრებულების მაკურთხებლები სულიწმინდის მადლით განბრძნობილი მოციქულები იყვნენ, რომლებმაც სიყვარულითა და მორჩილებით აღასრულეს ღვთის ნება, მისი მცნებები. სახარებაში ერთგან უფალი თავის მოწაფეებს მიმართავს - თქვენ მეგობარნი ხართ ჩემიო. მოციქულებმა შეიმეცნეს, რა ქმნა უფალმა მათთვის, დაინახეს, რომ მაცხოვარმა თავი დადო ადამიანთა ხსნისათვის და ღვთის ამ უსაზღვრო სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხეს. ღვთის მადლით დაიწყეს განბრძნობა და სიყვარულის უმაღლეს საფეხურს მიაღწიეს. სიყვარულის მადლით შემოსილებმა თავი გაწირეს ქრისტესთვის - ეს უფალთან მუდმივმა ერთობამ და ერთსულოვნებამ შეაძლებინათ. ჩვენც გვსურს ცხონება, მაგრამ დავფიქრებულვართ - რომ დაგვჭირდეს, შევძლებთ კი მოციქულთა მსგავს თავგანწირვას? ჩვენ ხომ სიყვარული გვაკლია. მოციქულთათვის კი ამგვარი შიში უცხო იყო. მათი სულიერი მდგომარეობა იმდენად იყო მომწიფებული ღმერთთან ერთობით, რომ უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა არ შეეძლოთ.

- ერთსულოვნება ოჯახში, ოჯახის წევრებს შორისაც უნდა არსებობდეს. როგორ მიიღწევა ამგვარი მდგომარეობა?

- ოჯახის მიზანი, ისევე როგორც თითოეული ადამიანისა, უფალში ერთობის აღდგენა უნდა იყოს. თუ ცოლ-ქმარს ერთი მიზანი არ აქვს, მშობლების ურთიერთობა და უთანხმოება შვილებზეც აისახება. აქედან იწყება ოჯახური ტრაგედია, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე ხშირია.

ცხოვრება ეკლესიურ ადამიანს უნდა დავუკავშიროთ. უნდა გავიაზროთ, რატომ ვქმნით ოჯახს, რისთვის ვქორწინდებით. ცოლი, შვილი, მეგობარი, ახლობელი, სამსახური - ყველა და ყველაფერი ერთი მიზნის მიღწევაში - უფალთან ერთობის აღდგენაში უნდა გვეხმარებოდეს. სხვაგვარად ოჯახში ათასგვარი პრობლემა იჩენს თავს.

რა არის უმთავრესი მიზანი ოჯახის შექმნისა? დასაბამი მისცე ახალ სიცოცხლეს და აღუზარდო უფალს. შვილი სიყვარულში გამაძლიერებელია, სიხარულის მომტანია და შემაერთებელია უფალთან, რათა ადამიანმა დაინახოს, რომ ისიც შემოქმედია, ისიც ღვთის მსგავსებაა, შვილიერებითაც იპოვოს ერთობა უფალთან. მაგრამ თუ ცოლ-ქმარს შორის არ არის ერთსულოვნება, ერთმიზნობრივი სვლა უფალში ერთობის მოპოვებისკენ, ხშირად მუცლადმყოფი შვილების მოცილებით განუდგებიან უფალს.

- კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ადამიანები ღვთის წინააღმდეგ უფრო ხშირად ერთიანდებოდნენ, ვიდრე უფლის ნების აღსასრულებლად. თუნდაც ბაბილონის გოდოლის მშენებლობა გავიხსენოთ...

- ღმერთს ყველაზე მეტად ამპარტავნება გვაშორებს. სინდისის ხმა ყოველთვის მოუწოდებს ადამიანს, არ დატოვოს უფალი, ისევ დაუბრუნდეს შემოქმედს. ამპარტავან კაცს კი სინდისის ხმა არ ესმის, ამპარტავნება ხომ სულიერი სიყრუეა. ღმერთთან ერთობას ადამიანს მიწიერებაზე ფიქრი, მიწიერებაზე მიჯაჭვულობა აკარგვინებს. ამპარტავანს შესაძლოა სურდეს კიდეც ღმერთთან მიახლოება, მაგრამ ამის მისაღწევად არასწორ გზას ირჩევს, არ გამოიძიებს უფლის ნებას. თვითდაჯერებულ ადამიანთა დაყოლიებას სიკეთის მანტიაში გახვეული ბოროტი ადვილად ახერხებს, ახალ-ახალ შენიღბულ გეგმას სთავაზობს "ღმერთთან მისაახლოებლად".

ბაბილონის გოდოლის მშენებლობა სწორედ თვითდაჯერებულ, ამპარტავან ადამიანთა წამოწყებული იყო, რომლებიც დაშორდნენ ღმერთს. თითქოს მათაც სურდათ უფალთან მისვლა, მაგრამ ამის გაკეთება ფიზიკურად მოინდომეს. მათ შესაჩერებლად უფალმა ენები აურია. მართალია, ამან სხვა პრობლემები გამოიწვია, კიდევ უფრო გაუუცხოვდა ადამიანი თავის შემოქმედს, მაგრამ იმხანად ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, რათა არ მომხდარიყო უფრო დიდი ცოდვით დაცემა, ვიდრე ადამისა და ევასი იყო.

იგივე დაემართა ებრაელ ერს, მათაც სულიერის გამიწიერება მოინდომეს. მართალია, რჩეულნი იყვნენ ღვთისა და რჩეული საქმეები უნდა ეჩვენებინათ სხვათათვის, რათა არა მარტო თავიანთი ერი, ისინიც გადაერჩინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ განვითარდნენ რჩეულობაში, რადგან სულიერი გაამიწიერეს, არადა, პირიქით უნდა მოქცეულიყვნენ. მიუხედავად მათზე უფლის განსაკუთრებული მზრუნველობისა, ერთსულოვნად აღიძრნენ ღვთის წინააღმდეგ და ყველაფერი დაკარგეს.

- დღეს ადამიანები თანდათან დაშორდნენ და გაუუცხოვდნენ ერთმანეთს. ბევრი ამის მიზეზად ყოფით, მატერიალურ პრობლემებს მიიჩნევს, არადა ჩვენი წინაპრები ამ მხრივ გაცილებით მძიმე ვითარებაში იმყოფებოდნენ, თუმცა ერთსულოვნება, ერთობა საუკუნეების წინ გაცილებით მტკიცე ჰქონდათ. რა არის მიზეზი თანამედროვე ადამიანთა ამგვარი მდგომარეობისა?

- ღვთის ნებასთან ერთსულოვნებას რომ მიაღწიოს, ადამიანმა თავისი მანკიერებები უნდა შეისწავლოს და ებრძოლოს მათ, მაგრამ მიწიერი პროგრესი, რომელიც ვითომდა ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს, იქამდე მივიდა, რომ ადამიანს აჯერებს, თითქოს მას შეუძლია, ყველაფერი შეცვალოს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, უფლის გარეშე. ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს შემოქმედების უნარი, იგი შემოქმედად არის შექმნილი, მაგრამ ცოდვები ხშირად უღობავს შემოქმედების გზას. ადამიანმა თავის თავში ღვთის ხატება უნდა აღამაღლოს, რათა უფალთან ერთობაში განავითაროს ადამიანური შემოქმედება, შეცნობა უფლისა და სამყაროს კეთილად მოხმარება. სამწუხაროდ, პროგრესის სახელით სამყაროს უმეტესწილად ბოროტად ვექცევით. ეკლესია არ არის პროგრესის წინააღმდეგი, მაგრამ ღვთის გარეშე პროგრესისკენ სწრაფვას ტკბობამდე მივყავართ. თუკი ტექნიკას კეთილად, ღვთის სადიდებლად გამოვიყენებთ, რათა გამოთავისუფლებული დრო ისევ უფალს მივუძღვნათ, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ ეშმაკმა ისე აღძრა ადამიანში ტკბობისკენ სწრაფვა, რომ ტექნიკური პროგრესი საშიშიც კი გახდა.

რაც ყველაზე მთავარია, ადამიანს დაავიწყდა, რისთვის მოვიდა ამქვეყნად. გართობამ, ტკბობამ დაავიწყა. ყოფითი პრობლემებიც მრავლადაა. მათ რომ გაუმკლავდეს, ათასგვარ გასართობს სთავაზობენ ადამიანს. სწორედ ამ ყველაფერმა გადაავიწყა, რისთვის არის წუთისოფელში. წუთისოფელი ხომ დასჯილთა ადგილია. ადამიანი კი იმისთვის დაისაჯა, რომ უფალთან ერთობა ვერ შეინარჩუნა და ვერ შეიტკბო. იმის ნაცვლად, რომ კვლავ დაიბრუნოს უფალთან ერთობა, მისი ნებისამებრ იცხოვროს, კვლავ ტკბობას მისცემია. სანაცვლოდ კარგავს და იკლებს ყველაზე მთავარს - სულიერ სიხარულს, რომელსაც უფალთან ერთობით განვიცდით.

ერთსულოვნებას არღვევს მრავალპარტიულობა და დაქსაქსულობაც, საერო ცხოვრებაში იერარქიული წყობის მოშლა. გამოსავალი ისევ დედაეკლესიასთან ურთერთობაა. ადამიანი ბუნებით კეთილია და უფალთან მიახლოების სურვილი აქვს, მაგრამ ეს გრძნობა რომ განავითაროს, ჯერ სულიერი თვალი უნდა აეხილოს და ეკლესიამდე მივიდეს. თუ ეკლესიაში მისულს ჯერ კიდევ ვერ შეუმეცნებია არსი ეკლესიის წიაღში ყოფნისა და მნიშვნელობა მასთან ურთიერთობისა, შევაგონებთ: დედამიწაზე უამრავი ადამიანი ცხოვრობს, უფალმა კი შენ გამოგარჩია, ათას საცდურს გამოგარიდა და ეკლესიამდე მოგიყვანა. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა. ეკლესია გვაფხიზლებს, რათა სულიერი სვლა დავიწყოთ, ერთგულების, ერთსულოვნებისა და თავდადების გრძნობა განვავითაროთ - ლოცვით, მარხვით, მორჩილებით... ამ ყველაფერმა კი უფალთან მიგვიყვანოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat