მოვა დრო, როცა ყველანი ირწმუნებენ, ვინაიდან ჩიხში აღმოჩნდებიან
მოვა დრო, როცა ყველანი ირწმუნებენ, ვინაიდან ჩიხში აღმოჩნდებიან
ფსალმუნში ვკითხულობთ: "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა, და გზასა ცოდვილთასა არა დადგა, დასაჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა" (ფს. 1,1). აქ "უღმრთოდ" იწოდება უღმერთო ადამიანი (ათეისტი) ან წარმართი, ხოლო ცოდვილად - შესაძლოა მორწმუნე, მაგრამ უკანონო და გარყვნილი ცხოვრებით მცხოვრები. "უღმრთოთა ზრახვაში" მათივე კრებულია მოაზრებული. დავით მეფსალმუნე ნეტარს უწოდებს მას, ვინც განრიდებულია ამგვარი ხალხისაგან, რომელიც არა თანაზიარ ექმნა უღმრთოებს ჭეშმარიტი ღმერთის წინააღმდეგ ზრახვაში. ნეტარია ის, ვინც თავის ნებას წარმართავს საღვთო სჯულით და ამ სჯულით ცხოვრობს: "სჯულსა უფლისასა არს ნება მისი და სჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (ფს. 1,2). ასე რომ, ფსალმუნთა ავტორმა სათნოებების დასაბამად და ნეტარების უმთავრეს წინაპირობად, უპირველეს ყოვლისა, უსჯულო ზრახვათაგან, "უღმრთოთა გზის", "უსჯულოთა საჯდომელისაგან" განრიდება დაგვისახა. როგორ არის წარმოდგენილი ფსალმუნებში "გზა მართალთა" და "გზა უღმრთოთა" და რას ჰპირდება ეს ორივე გზა მათზე მავალთ, ამ თემაზე გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური თავმას ჩოხელი.

- საღვთო სჯულით ცხოვრება, სათნოებებში წვრთნა გარკვეულ საფეხურებს მოიცავს. ფსალმუნთა ავტორი არ გვეუბნება, რომ უცებ გავხდეთ სრულყოფილნი, არამედ ჯერ პირველ საფეხურებზე უნდა მოვიმაგროთ ფეხი და თანდათანობით წარვემატოთ კაცობრივი ბუნებისთვის მისაწვდომ სიმაღლეზე. ასე რომ, ფსალმუნთა ავტორმა თავიდან სამი, შედარებით ადვილი და მისაწვდომი პირობა შემოგვთავაზა: "არ მივიდეთ ზრახვასა უღმრთოთასა", არ დავდგეთ "გზასა ცოდვილთასა" და არ დავსხდეთ "საჯდომელსა უსჯულოთასა".

რას ნიშნავს "უღმრთოთა ზრახვა"? - ამის შესახებ წმინდა ბასილი დიდი წერს: "რამდენადაც უსჯულოება, მისი საკუთარი მნიშვნელობით ღვთის წინაშე ცოდვად იწოდება, არასოდეს არ უნდა შევიწყნაროთ ურწმუნოებიდან გამომდინარე ეჭვები ღმერთზე. უკეთუ გულში იკითხავ: არის თუ არა უფალი მეუფე ყოველთა? განაგებს თუ არა იგი ზეცაში თითოეულს ცალ-ცალკე? არსებობს თუ არა სამსჯავრო? მიეგება თითოეულს სამაგიერო მისდა საქმეთა მიხედვით? რატომ ცხოვრობენ მართალნი სიღატაკეში, მაშინ როცა ცოდვილნი მდიდრდებიან? რატომ არიან ერთნი უძლურნი, სხვანი კი ჯანმრთელობით ხარობენ? ერთნი - უპატიონი, სხვანი - განდიდებულნი? თავისი ძალით ხომ არ მოძრაობს სამყარო? ყოველ ჩვენგანს ჩვენი ცხოვრების ხვედრი უაზრო და მოუწესრიგებელი შემთხვევითობისგან ხომ არ გვეძლევა? და ამგვარად განსჯი, მაშინ უკვე მისულხარ "ზრახვასა უღმრთოთასა". ამიტომ ნეტარია ის, ვინც არ შეიწყნარა ეჭვები ღმერთზე, ვინც აწყმოს გამო სულმოკლეობა არ გამოამჟღავნა და მოსალოდნელს ელოდება, ვისაც დამბადებელზე ურწმუნო წარმოდგენა არ ჰქონია".

ჩვენი ცხოვრება გზაა. მრავალი წმინდა მამა თავის თავს ყარიბსა და მოგზაურს უწოდებს. ნეტარია ის, ვინც არ დადგა "უსჯულოთა გზაზე", არ "დაჯდა საჯდომელსა უსჯულოთასა", ანუ ხანგრძლივად არ გაჩერდა ბოროტებასა და უსჯულოებაში, არამედ კეთილგონიერების წყალობით ღვთისმოსავის ცხოვრებას შეუდგა. გზა ორია - ერთმანეთის საპირისპირო. ერთი ფართოა და გაშლილი, მეორე კი - ვიწრო და ნაღვლიანი. ორია აგრეთვე მეგზურიც და ორივე ცდილობს მისკენ წაგვიყვანოს. სწორი და დაფერდებული გზის მეგზური ცრუ და ბოროტი დემონია, რომელიც ტკბობის მეშვეობით მის მიმდევრებს დაღუპვისკენ მიაქანებს, ხოლო უსწორმასწორო და ციცაბო გზისა - კეთილი ანგელოზი, რომელსაც სათნოებათა ქმნით თავისი მიმდევრები ნეტარი აღსასრულისკენ მიჰყავს. დავით წინასწარმეტყველი ასაჩინოებს ამ გზათა და მეგზურთა არჩევისგან მოწეულ ნაყოფს. ჭეშმარიტი მორწმუნე (ანუ საქმით აღმსრულებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა) ემსგავსება საღვთო სიტყვების დინების პირას დანერგულ ხეს, - საღვთო სწავლებით დარწყულებულს. იგი მარადმწვანეა და მოაქვს ნაყოფი: "და იყოს იგი, ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაცა ჰყოს, წარემართოს მას". ნაყოფში უნდა მოვიაზროთ ღვაწლით და შრომით დაუნჯებული სულიერი სიმდიდრე, ხოლო ფოთლებში - მწუხარების გრძნობის შემამსუბუქებელი, ხსნის გამათბობელი სასოება. საღვთო სწავლება შედარებულია წყლებს, რადგან მისი სიტყვები არწყულებენ და ნაყოფიერს ხდიან სულს, როგორც წყლები მცენარეებს. თვით უფალიც თავისი სწავლების შესახებ ასე ამბობს: "უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა სთქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი" (იოანე, 7,37-38). სხვაგან წერია: "ხოლო რომელმან სვას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლისა, რომელი ვიდოდის ცხოვრებად საუკუნოდ" (იოანე 4,14). ასეთ ადამიანს უფალი შეეწევა ყველგან, რადგან ნათქვამია: "უფლისა მიერ წარემართების სვლა კაცისა, და გზა მისი ენებოს ფრიად" (ფს. 36,23). მოციქულიც ამბობს: "ღმრთის მოყვარეთა ყოველივე განემარჯვების კეთილადო" (რომ. 8,28). ასე რომ, ღმერთი განამტკიცებს ღვთისნიერ ადამიანებს, უღმრთონი კი - დაისჯებიან და განიბნევიან: "ვითარცა მტუერი, რომელ აღგავინ ქარმან პირისაგან ქუეყანისა". უღმრთოებზე მეფსალმუნე საგანგებოდ ამბობს: "არა აღდგნენ უღმრთონი სასჯელსა". ნახეთ, არ ამბობს, რომ უბრალოდ "არ აღდგებიან", არამედ მიუმატა "სასჯელი". რადგან, საღვთო სჯულის თანახმად, ისინიც აღდგებიან, მაგრამ არა იმისათვის, რომ განისაჯონ, რადგან როგორღა განისჯებიან უკვე განსჯილები? "რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს", - ვკითხულობთ სახარებაში (იოანე 3,18). ისინი აღდგებიან, რათა დაექვემდებარონ სასჯელს. "რამეთუ უწყის უფალმან გზა მართალთა და გზა უღმრთოთა წარწყმდეს" (ფს. 1,6). ვერავინ დაიმალება ღვთისაგან, რადგან მართალთა გზაც იცის მან, როგორც ნათქვამია: "იცნის უფალმან გზანი უბიწოთანი" (ფს. 36,18), და კიდევ: "იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი" (2 ტიმ. 2,19). "გზა უღმრთოთა წარწყმდეს", "არცა დადგენ უსჯულონი წინაშე შენსა" (ფს. 5,5). ანუ მართალთა სათნოებანი რჩება, როგორც ჭეშმარიტი სიმდიდრე და გვირგვინი, უღმრთოთა საქმენი კი აღიხოცება. ამას ესიტყვება მოციქულიც: "რომლისა იგი საქმე დაიწვეს, იზღვიოს" (1 კორ. 3,15).

- მეფსალმუნე წერს: "თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა, არა არს ღმერთი". და აქვე შესანიშნავად წარმოაჩენს ამ უარყოფის შედეგებს: "განირყვნეს და ბილწ იქმნეს იგინი უსჯულოებითა. არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოება" (ფს. 13,1). ღვთის გმობას, უარყოფას, ურწმუნოებას სადამდე მიჰყავს ადამიანი?

- ღმერთის უარყოფას, რა თქმა უნდა, ადამიანი აბსურდამდე, უაზრობამდე მიჰყავს. ქრისტიანობა, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით, არის საზრისიანობა, რადგან ქრისტიანების ღმერთი არის ყოველივეს მბრძანებელი სამყაროში - როგორც მის გარეთ, ისე მის შიგნით. იგია დასაბამი და დასასრული ყოველივე ქმნილისა. ქრისტიანი, რომელსაც გულწრფელად სწამს ღმერთი, ხედავს ამ ღვთაებრივ კავშირს თავისი ცხოვრებისა და აზროვნების ყველა სფეროში. აბსურდისტისთვის კი ყველაფერი ირღვევა, მისი საკუთარი ფილოსოფიის ჩათვლით. ნიჰილიზმის საშინელ შედეგს დოსტოევსკი თავისი ერთ-ერთი გმირის (ივან კარამაზოვის) სასოწარკვეთილი შეძახილით წარმოგვიდგენს: "თუკი უკვდავება არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია". აბსურდის სამყარო ღმერთის უარყოფას დაეფუძნა. უგუნურმა - "გულსა შინა", ნიცშემ კი საქვეყნოდ განაცხადა შოკისმომგვრელი სიტყვები: "ღმერთი მკვდარია", "ადამიანებმა მოკლეს იგი", "მკვდარია ღმერთის რწმენა ადამიანთა გულებში". ამასთან დაკავშირებით სერაფიმ როუზი წერს: "ნიცშემ მოკლედ გადმოსცა ნიჰილიზმის არსი: "რას ნიშნავს ნიჰილიზმი? - იმას, რომ უმაღლესი ფასეულობები კარგავენ თავიანთ ღირებულებას. მიზანი არ არსებობს, არ არსებობს პასუხი კითხვაზე: რატომ?" მოკლედ, ყველაფერი საეჭვო ხდება. კითხვები, რომლებზეც ადამიანები ადრე პასუხს ღებულობდნენ, უმრავლესობისთვის ახლა უკვე უპასუხოდ რჩება. "ღმერთი მკვდარია", "ჭეშმარიტება არ არსებობს" - ეს ფრაზები სამყაროს აბსურდად გამოცხადებას შეიცავს: სამყაროს ცენტრში აღარ დგას ღმერთი, მისი ადგილი "არაფერმა" დაიკავა, შესაბამისად, ადამიანები იმედწართმეულნი და გზააბნეულნი დაეხეტებიან დედამიწაზე, რომელიც მათთვის უცხო პლანეტად იქცა. აბსურდისტულ მსოფლმხედველობას ნიცშე ასე გადმოგვცემს: "ჩვენ მოვკალით ღმერთი - მე და შენ! ჩვენ ყველანი ღვთის მკვლელები ვართ. მაგრამ როგორ? განა შეგვიძლია ზღვის დალევა? საიდან მოვიტანეთ ჩვარი, რომლითაც ჰორიზონტი წავშალეთ? რა ჩავიდინეთ, როდესაც ეს დედამიწა მზეს მოვწყვიტეთ? საით მიფრინავს იგი ახლა? ჩვენ საითღა მივფრინავთ? მზისაგან შორს? ყოველთვის ყირამალა? უკან, გვერდით, წინ, ყველა მიმართულებით? საერთოდ, არსებობს კი მიმართულება ზევით და ქვევით? იქნებ უსასრულო არაფერში დავეხეტებით? ან იქნებ სახეში სიცარიელე გვიყურებს? განა უფრო მეტად არ აცივდა? განა ღამე უფრო არ ბნელდება, უფრო და უფრო მეტი უკუნი არ ისადგურებს?" ასეთია აბსურდული პეიზაჟი - პეიზაჟი, სადაც არც ზედა შრე არსებობს და არც ქვედა, არც სიმართლე და არც ტყუილი, არც უდანაშაულო და არც დამნაშავე, რადგანაც საზოგადოდ აღიარებული ორიენტირები დაკარგულია. ზოგიერთისთვის "ღმერთის სიკვდილი" "თავისუფლების" აღიარებას ანუ "ყველაფრის ნებადართულობას" ნიშნავს. ზოგჯერ ადამიანს არ სჭირდება ჭეშმარიტება, რომელიც მას ღმერთმა გამოუცხადა, რადგან არ ჰყოფნის ნებისყოფა ღვთის მიერ დადგენილი მცნებების შესასრულებლად. ამიტომ ათეისტები კმაყოფილნი და მეტიც, ბედნიერნი არიან სარწმუნოების არარსებობისა და ჭეშმარიტების უარყოფის პირობებში. ამის შესახებ მეფსალმუნე ამბობს: "ენა ჩვენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩვენნი ჩვენთანა არიან და ვინ ჩვენდა უფალ არს" (ფს. 11,5). ნიცშეს ზარატუსტრა ამბობს: "ყველა ღმერთი მკვდარია, ახლა ზეადამიანმა უნდა იცხოვროს!" დოსტოევსკის "ეშმაკებში" კირილოვი ამბობს: "თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ მე თვითონ ვარ ღმერთი". აი, რა მოჰყვება საბოლოოდ კადნიერ და მყვირალა განცხადებას: "არა არს ღმერთი" - ადამიანის მიერ საკუთარი თავის გაღმერთება, მისი "ახალი მიწის შემოქმედად" წარმოჩენა, "ახალი რელიგიის" გამოგონება... ნაციზმი და კომუნიზმი ყველაზე მკვეთრი გამოხატულებაა იმ ხელისუფლების კრახისა, ვინც ჭეშმარიტება არ აირჩია. უღმერთო კომუნისტები ამტკიცებდნენ, რომ ისინი დააყენებდნენ "ახალი ერის განთიადს", რომ მათით იწყებოდა უფრო დიდი ისტორია, ვიდრე მანამდე იყო. მაგრამ მსოფლიოს კომუნისტური გარდაქმნა საბოლოოდ სხვა არაფერი აღმოჩნდა, თუ არა აბსურდი და ბოროტება.

ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელი წერს: "სარწმუნოების გარეშე სამყარო ვერ იარსებებს. უღმერთო ხელისუფლება ყოველთვის თვლიდა, რომ სარწმუნოება ვნებდა საზოგადოებას. ახლა ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ თუ ადამიანს არ სწამს ღმერთი, მას მუხრუჭები არ აქვს, ის მხეცად იქცევა, რომ ადამიანი იდეალების გარეშე ვერ იარსებებს. ერთმა ჟურნალისტმა მოხუც პოლიტიკოს კომუნისტს ჰკითხა: "რაზე უნდა გაამახვილოს თანამედროვე პოლიტიკოსმა ყურადღება, რომ მარცხი არ განიცადოს?" "ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ეკლესიას შევეწინააღმდეგეთო", - მიუგო მოხუცმა კომუნისტმა. ანუ ურწმუნო კომუნისტებმა შეიგნეს, რომ ისინი ღვთის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ შეძლებენ. დღეს სერბეთის ზოგიერთ მხარეში ეკლესიების მშენებლობა დაიწყეს. იუგოსლაველმა მმართველებმა შენიშნეს, რომ იქ, სადაც ეკლესიაა, სტატისტიკურად ნაკლებად არიან სულით ავადმყოფები, ნაკლებად ხდება ბოროტმოქმედება და ა.შ. ამ ადამიანებს ღმერთი არ სწამთ, მაგრამ იმისთვის, რომ შიზოფრენიის სამკურნალოდ ხალხი აბებით არ გამოტენონ, მათთვის ეკლესიებს აშენებენ. თვით ჩაუშესკუ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უღმერთო იყო და ქრისტიანობას "ხალხის ოპიუმს" ეძახდა, ამავდროულად ამბობდა, რომ ქრისტიანები კარგი ადამიანები არიან. იმიტომ, რომ მორწმუნეებს "მუხრუჭები" ჰქონდათ და უწესრიგობაში არ მონაწილეობდნენ, ხოლო დანარჩენები - ურწმუნოები ყველაფერს მტვრად და ნაცრად აქცევდნენ. და რამდენი წმინდანი აღმოაბრწყინა რუსეთმა! დღეს კომუნიზმს ომი გამოუცხადეს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაფრის გამართლებას ცდილობენ. ისინი ამბობენ: "ლენინი და მარქსი ქრისტეს ეთანხმებოდნენ, მაგრამ მისი სულისა არ ესმოდათ და ამიტომ დანაშაულობებს ახდენდნენო". ისინი ამას იმიტომ ამბობენ, რომ ქრისტიანებმა ხმა აიმაღლეს, განაცხადეს, რომ სურთ, ძველ გარდამოცემას, ძველ რწმენას დაუბრუნდნენ. და როდესაც ნახეს, რომ ძველებურად შებორკილს ხალხს ვეღარ ამყოფებდნენ, კომუნისტები მიმართავენ მას ახალი მოწოდებებით: "მოდით, დავუბრუნდეთ ძველ გარდამოცემას". თითქოს ყველაფერი იმის მიზეზი, რაც კომუნისტებმა რევოლუციის შემდეგ მოიმოქმედეს, იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ ესმოდათ სული ქრისტესი".

- ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ მათ არ სწამთ ღმერთი, რომ მათთვის იგი მხოლოდ "დაღლილი და გაცვეთილი მეტაფორაა". მაგრამ ამის გამო ისინი არ არიან კმაყოფილნი და ბედნიერნი, არამედ სურთ, რომ იწამონ, ისევე როგორც თომა მოციქულს სურდა საკუთრივ განეცადა ცოცხალი და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი. მიეცემათ რწმენა მათ, ვინც ითხოვს: "უფალო, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა"?

- წმინდა პაისი ათონელი საუბრობს ჩვენი ეპოქის ურწმუნოებაზე: "მოვა დრო, როდესაც მარტო მორწმუნეები კი არა, ურწმუნოებიც მიხვდებიან, რომ თუ სარწმუნოება არ არის, სამყარო ვერ იარსებებს. მაგრამ ხშირად ჩანს, რომ მათშიც კი, ვინც ამბობს, რომ არ სწამს ღმერთი, არსებობს დაფარული მცირე რწმენა. ერთხელ ერთმა ჭაბუკმა მითხრა: "მე არ მწამს ღმერთის არსებობა". "მომიახლოვდი, - ვუთხარი მას პასუხად, - გესმის, როგორ გალობს ბულბული? ვისგან მიიღო მან ეს ნიჭი?" უბედურ ჭაბუკს მაშინვე გული მოულბა, ურწმუნოების სისასტიკე მაშინვე გაქრა და სახე შეეცვალა. მეორედ ჩემთან სენაკში მოვიდა ორი სტუმარი. დაახლოებით 45 წლისანი იყვნენ და მეტისმეტად ერულ ცხოვრებას ეწეოდნენ. როგორც ჩვენ, ბერები ვამბობთ ხოლმე, რომ - "რადგან ეს ცხოვრება ამაოა, ჩვენ უარს ვამბობთ ყველაფერზე", ასევე ამ ორმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდებმა, სრულიად საპირისპირო გადაწყვიტეს - "სხვა ცხოვრება არ არსებობს". ამიტომაც მიატოვეს სწავლა და ამსოფლიურ, ამაო ცხოვრებაში გადაცვივდნენ. იქამდე მივიდნენ, რომ სულიერადაც და ფიზიკურადაც ნამსხვრევებად იქცნენ. ერთი მათგანის მამა მწუხარებისაგან გარდაიცვალა. მეორემ დედის ქონება ქარს გაატანა და ქალს გული დაუავადდა. მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ, საგნებს სხვაგვარად შეხედეს და გულშემუსვრილებამდე მივიდნენ: "ჩვენ სრულიად უმაქნისები ვართ". ერთ მათგანს დედისთვის ხატი მივეცი. მეორისთვისაც მსურდა მიმეცა, მაგრამ არ იღებდა. "შენ მიერ გახერხილი ერთი ფიცარი მომეცი, - მითხრა მან, - მე ღმერთი არ მწამს, მაგრამ მწამს წმინდანები". მივუგე: "ადამიანი სარკე რომ იყოს ან კონსერვის ქილის სახურავი, მზის სხივები თუ არ დაეცა, ისე ვერ გაბრწყინდება. წმინდანები ღვთის მადლის სხივებისაგან გაბრწყინდნენ, ისევე, როგორც მნათობები აირეკლავენ მზის სხივებს".

საწყალ ახალგაზრდობას სხვადასხვა თეორიით ასულელებენ. როდესაც სტუმრებს ვღებულობდი სენაკში, შევამჩნიე, რომ ასე ორმოცდაათიოდე წლის მარქსისტი წყვილი, ვითომ არაფერი, ისე უერთდებოდა ახალგაზრდათა ჯგუფებს და ასულელებდა მათ. მარქსისტებს არ სწამთ, და თუკი გსურს, მათ ღმერთის არსებობა დაუმტკიცო, მაშინ ისინი იწყებენ მის გასამართლებას და კითხვებს დამაყრიან: "რატომაა ეს ასე, ის კი - ისე?" წმინდა ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მათ, ვისაც არ სურს ცხონება, ვერაფერს გააგებინებ. ერთხელ ვუთხარი მათ: "ხედავთ მნათობებს? ისინი არ არიან მიმაგრებულნი ჭანჭიკებით ზემოდან, ვიღაც იჭერს მათ ზეცის მყარზე. ის, რაც წინასწარმეტყველებმა ქრისტეზე იწინასწარმეტყველეს, აღსრულდა. ჩვენ ამდენი წმინდანი გვყავს, რომლებიც უწინ საშინელი ურწმუნონი იყვნენ - ჯალათები, კერპთაყვანისმცემლები, მაგრამ შემდეგ იწამეს ქრისტე და თავიანთი რწმენა მოწამეობით დაამოწმეს. ზოგ მათგანს იმ მიზნით, რომ ქრისტეზე არ ესაუბრა, ენას აჭრიდნენ, მაგრამ მოჭრილი ენით ისინი უკეთ მეტყველებდნენ! ყოველდღიურად ეკლესია ამდენი წმინდანის ხსენებას აღასრულებს! მათი ჩვენთან მყოფობა ჭეშმარიტია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ, ისინი თავად გვხედავენ ჩვენ. მრავალი უდაბნოში მოღვაწე, რომელსაც თვენი არ აქვს და არ იცის, ამა თუ იმ დღეს რომელი წმინდანის ხსენებას აღასრულებს ეკლესია, ლოცვაში ამბობს: "დღის წმინდანებო, ილოცეთ ღვთისადმი ჩვენთვის". წმინდანები ევლინებიან მათ და უცხადებენ თავიანთ სახელებს, თანაც ამ წმინდანების სახელები საკმაოდ რთულია. შემდეგ მოსაგრეები ნახულობენ თვენში და რწმუნდებიან, რომ იმ დღეს მართლაც მათ წინაშე გამოცხადებული წმინდანების ხსენება აღესრულებოდა. ამას რით ახსნით?" შემდეგ მკითხეს: "რატომ მიდიან წმიდანები ბერებთან და არ ეხმარებიან გასაჭირში მყოფთ?" "ბიჭებო, - ვკითხე მათ, - თქვენ აქ თვითმფრინავით მოფრინდით?" "არა, მანქანით ჩამოვედით". "გზაზე, ვიდრე აქ მოხვიდოდით, რამდენი სამლოცველო ნახეთ? ისინი ხომ თავისთავად არ ამოიზარდნენ. წმინდანები დაეხმარნენ ადამიანებს, და მადლიერების ნიშნად მათ ეს სამლოცველოები ააშენეს, სადაც კანდელებს ანთებენ. სულიერი ადამიანები იმდენად მაღლა მიიწევენ, რამდენადაც მატერიალურზე ამბობენ უარს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს სურთ ეს თუ არა, მოვა დრო, როცა ყველანი ირწმუნებენ, ვინაიდან ჩიხში აღმოჩნდებიან. და მაშინ საქმეში ქრისტე ჩაერევა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat