მემკვიდრეობა
მემკვიდრეობა
პასუხს წინაპრის ცოდვაზე პირდაპირ არავინ აგებს, არამედ იმის მიხედვით განისჯება, რა პოზიციას იჭერს, რაგვარად ცდილობს ამ ყველაფრის გამოსწორებას
მხოლოდ ქართულში უკავშირდება ადამიანის სახელი პირველ ადამიანს - ადამს

ჩვენი მემკვიდრეობა ადამისგან მომდინარეობს. ადამიანები ხომ პირველი ადამიანის - წმიდა და მართალი მამამთავრის - ადამის შთამომავლები, მემკვიდრეები ვართ. ადამში ყველა ადამიანმა შესცოდა და მისი ცოდვა ყველა ადამიანზე გადადის. მემკვიდრეობად გვერგო პირველქმნილი ცოდვის შედეგებიც, თუმცა ღვთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნაც ადამისგან მოგვეცა.

რატომ გადადის ადამის ცოდვა მემკვიდრეობით თითოეულ ადამიანზე? რა სახით ვლინდება ადამის მემკვიდრეობა? რა მნიშვნელობა აქვს ნათლისღების გზით ქრისტეს მემკვიდრედ გახდომას და რა ვალდებულებების წინაშე გვაყენებს ქრისტეს მემკვიდრეობა? გადადის თუ არა წინაპართა ცოდვები ადამიანზე? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, წმიდა თამარ მეფის სახელობის მედიცინის ინსტიტუტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).

- ჩვენთვის ცნობილი ენებიდან სიტყვა "ადამიანი" მხოლოდ ქართულში უკავშირდება პირველ ადამიანს - ადამს. როგორც სიტყვა "ადამიანში", ასევე სიტყვა "ქრისტიანშიც" სუფიქსი "იან" რაიმეს ქონას, ტარებას ნიშნავს. ქრისტიანი, ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი, უნდა იყოს თავის თავში ქრისტეს, ქრისტეს ჯვრის მატარებელი. ასევე, ადამიანი არის არსება, რომელიც ატარებს ადამის სახეს, ადამის ბუნებასა და არსს.

- რატომ გადავიდა ადამის ცოდვა მემკვიდრეობით ყველა ადამიანზე? რატომ შესცოდა ადამში ყველამ? ვიცით, რომ ადამის ცოდვა სულზეც აისახა და ხორცზეც...

- ადამის სამოთხიდან გამოდევნასთან ერთად დამთავრდა ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი უცოდველი ადამიანის არსებობის ანუ სამოთხის ხანა. ადამი ცოდვის ჩადენამდე უცოდველი იყო, უცოდველი იყო მისი სულიერი ბუნება, სული. ამავე დროს, განსხვავებული იყო ხორციელადაც. წმიდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: ადამი იმგვარად იყო შექმნილი, რომ ჰაერის მოძრაობა - ქარი ვერ ავნებდა, ცეცხლი ვერ დაწვავდა, წყალში არ დაიხრჩობოდა, მიწა კი ვერ შთანთქავდა. ეს არის იმგვარი მდგომარეობა მატერიისა, ადამიანის სხეულისა, რომელიც უნდა აღდგეს მომავალ მარადიულ ცხოვრებაში, როდესაც სულმა უნდა შეიმოსოს ხორცი და გააგრძელოს ცხოვრება მეორედ მოსვლის შემდეგ.

რატომ გავამახვილეთ ყურადღება ამ საკითხზე? - ადამი პირველად რაგვარიც შექმნა ღმერთმა - როგორც სულით, ასევე ხორცით, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა შემდგომი - ცოდვით დაცემული ადამისგან. ცოდვით დაცემის შემდეგ უპირველესად სული შეიცვალა - ცოდვა ხომ, უპირველეს ყოვლისა, სულიერი კატეგორიაა; სული ხდება უადრეს სხეულისა ცოდვილი. სულს, როგორც უპირატესს, აღმატებულს, დამორჩილებული ჰყავს სხეული და/ან გავლენას ახდენს მასზე (ცხადია, სხეულიც ახდენს გავლენას სულზე, მაგრამ გაცილებით დიდ გავლენას ახდენს სული სხეულზე). მაშინვე, როგორც ჩანს, რაღაც სხეულშიც შეიცვალა, თუმცა, როგორც ვთქვით, უპირველესად, ცვლილება სულმა განიცადა. ადამმა და ევამ სხვა გონება, ხედვა, დამოკიდებულება მიიღეს (მაგალითად, დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ), მაგრამ ამ წუთიდან დაიწყო სხეულის გაუხეშმატერიალურებაც. სხეულმა, ცხადია, ცვლილება განიცადა კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაშიც, რაც დღემდე გრძელდება. ამის დასტურია თუნდაც ის უამრავი სნეულება და დაზიანება, რომელნიც სხეულს ადრე არ ჰქონდა, ის ცვლილებები, რომლებიც საზოგადოდ სხეულს გაუჩნდა, როგორც მატერიას. ვთქვათ, ალერგიული დაავადებების მატება მხოლოდ იმის მაჩვენებელი არ არის, რომ მეტი ალერგიული ფაქტორი გაჩნდა; ორგანიზმს უჭირს შეგუება იმ სამყაროსთან, რომელშიც ახლა აღმოჩნდა. ეს სამყაროც განსხვავდება იმისგან, რომელიც არა მარტო სამოთხეში ყოფნის ჟამს არსებობდა, არამედ იმ სამყაროსგანაც, ცოდვის შემდეგ სამოთხის ბაღიდან გამოსული ადამი რომ დასახლდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულის მიერ ახალ-ახალი ცოდვითი მიდრეკილებებისა და ცოდვების შეძენის კვალდაკვალ იცვლება მთელი სამყარო და იცვლება, რაღა თქმა უნდა, ადამიანის სხეულიც. ამდენად, როდესაც ვამბობთ, რომ ადამის შემდგომ რაღაც შეიცვალა და გვინდა, ყველაფერი ადამს დავაბრალოთ, უნდა ვიცოდეთ: სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. თვითონ ადამიც შეიცვალა - შესცოდა, გამოიდევნა სამოთხიდან და სხვა გახდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ადამს შეენარჩუნებინა ერთგულება და სიყვარული ღვთისა, გამოხატული დაცვით მისი მცნებისა - არ მიჰკარებოდა სამოთხის შუაგულში მდგარ ცნობადის ხეს, არ ეგემა მისი ნაყოფი და კაცობრიობის გამრავლება სამოთხის შიგნით გაგრძელებულიყო, - მთელი კაცობრიობა, გამრავლებული და ბედნიერი, მიემსგავსებოდა უცოდველ ადამს, რადგან მისი სულიერი და მატერიალური მემკვიდრე იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩვენ ვართ მემკვიდრენი იმ ადამისა, რომელიც სამოთხის გარეთ მოგვევლინა, ცოდვით დაცემული ადამისა.

როგორც თავად ადამი განსხვავდებოდა სამოთხეში მყოფი ადამისგან, ჩვენც - მთელი კაცობრიობა - მთლიანად განვსხვავდებით იმ ადამისგან, რომელიც სამოთხეში ცხოვრობდა. საჭირო იყო ჩვენთვის გზის გახსნა - როგორ შეიძლებოდა დაცემული ადამი დაბრუნებოდა უცოდველ ადამს, ადამის პირვანდელ მდგომარეობას. ეს იყო ის ამოცანა, რომელიც კაცობრიობას უნდა შეესრულებინა. ეს ამოცანა დღესაც დგას კაცობრიობის წინაშე. ამ ხიდის გადება შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის დახმარებით. ყოვლადწმინდა სამებამ მიიღო გადაწყვეტილება, ადამიანი დაბრუნებოდა სამოთხეს. ეს ისევ ღმერთს უნდა ეტვირთა, ამიტომაც გადაწყდა, მხოლოდშობილი ძე, უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მოვლენილიყო დედამიწაზე, ხორცი შეესხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცებულიყო და ჯვარცმის გზით, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის გზით ისევ გაეხსნა გზა სამოთხისკენ, გაეხსნა გზა იმ მდგომარეობისკენ, ოდეს ადამი ჯერ კიდევ არ იყო პირველი ცოდვით აღბეჭდილი. მაშასადამე, ადამის პირველი ცოდვა, ის პირველი ცოდვა, რომლის მატარებლებიც ჩვენ ვართ, არის ის, რითაც განსხვავდება სამოთხეში მყოფი ადამი ადამისგან სამოთხის შემდეგ. მთელი შემდგომი კაცობრიობა სწორედ ამ ადამის შთამომავალია. ამ ცოდვილობის, ცოდვისადმი, ბოროტისადმი, დაცემისადმი მიდრეკილების გამოსწორებას უნდა ხმარდებოდეს ადამიანის მთელი მშვინვიერი და სულიერი ძალები. ეს არის ერთადერთი გზა ცხონებისა.

ხშირად ადამიანებს პირველქმნილ ცოდვად წარმოუდგენიათ რაღაც კონკრეტული შეცოდება. გარდა იმისა, რაც წმიდა წერილში წერია, - რომ ეურჩნენ ღმერთს, არ დაუჯერეს უფალს და დაეცნენ ცოდვით - ჩვენ თვითონ ვიგემებთ ამ ნაყოფსო და ამით დაარღვიეს ჰარმონიული ურთიერთობა ღმერთთან, - მათ სხვა ცოდვა არ ჩაუდენიათ.

რაც შეეხება შემდგომში ადამიანის გამრავლებას, როგორც მამები ამბობენ, ცხოველთა მიმსგავსებული გზით, უშუალოდ ამაში ცოდვა არ არის. ეს შემდგომში დააწესა ღმერთმა, ხოლო ის, რასაც ღმერთი აწესებს, აუცილებლად წმიდაა, ამიტომაც ეკლესია აკურთხებს ცოლქმრულ ურთიერთობას, გამრავლებას, ნაყოფიერებას და შვილიერებას. და იგი როდია ცოდვა; ცოდვაა, როდესაც ყველაფერ ამას ვჩადით ცოლქმრული ურთიერთობის მიღმა.

ცხონების გზა თანაბარია იმ ადამიანისთვისაც, რომელიც შეუდგა ცოლქმრული და ოჯახური ჯვრის ზიდვის გზას (მთავარია, ეს ჯვარი პატიოსნად, სიყვარულითა და ღვთის ერთგულებით ატაროს) და მათთვისაც, ვინც ბერმონოზვნურ გზას შეუდგა და უბიწო ცხოვრების აღთქმა დადო. ამიტომ ოჯახის შექმნა და ნაყოფიერება როდია ცოდვასთან პირდაპირ დაკავშირებული. მართალია, კაცობრიობა სამოთხეში უნდა გამრავლებულიყო, რაც, როგორც მამები ბრძანებენ, ჩვენთვის უცნობი, ანგელოზებრივი გზით მოხდებოდა, მაგრამ კაცობრიობის ისტორია სხვა გზით განვითარდა, ამიტომ ვიმეორებ - ამ ურთიერთობაში ღვთის საწინააღმდეგო არაფერია, საწინააღმდეგოა მაშინ, როდესაც ადამიანი არღვევს იმას, რაც ღვთისგან აქვს მიცემული.

- ადამისგან მემკვიდრეობად მხოლოდ ცოდვის შედეგები არ მიგვიღია, ღვთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნაც ხომ ადამისგან გვერგო...

- რა თქმა უნდა. ადამი გახლავთ ერთადერთი ადამიანი (ევასთან ერთად), რომელიც დედისა და მამის სიყვარულის, ცოლქმრული ურთიერთობის გარეშე დაიბადა, იგი უფლის სიყვარულის შედეგია, ამიტომაც არის განუმეორებელი. ის ყველაზე აღმატებული ადამიანია. იგი არა მარტო მატერიალურად და სხეულებრივად იყო განსხვავებული, არამედ სულიერი და მშვინვიერი ძალებითაც. ადამი იყო ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, ვისაც კი დედამიწაზე უცხოვრია. ფილოსოფია ნიშნავს სამყაროს შემეცნებას. ადამის შესახებ წმიდა წერილში წერია, რომ იგი ღვთის ლოცვა-კურთხევით სახელებს არქმევდა ყველაფერს: ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს, მოვლენებს... ადამს მიეცა მეტყველების უნარი, რაზეც ჩვენ მხოლოდ მიახლოებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მხოლოდ იმ ადამიანური გონებრივი მდგომარეობითა და შესაძლებლობებით, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. წარმოიდგინეთ, რა გასაოცარი ნიჭია - მას მიცემული აქვს მეტყველების უნარი და ენა, რომელზეც უნდა იმეტყველოს, მაგრამ სიტყვები ჯერ კიდევ არ არსებობს. სახელები, სიტყვით გამოხატული, მან თავად უნდა დაარქვას და ადამიც არქმევს იმგვარ სახელებს, რომლებიც სრულყოფილად გამოხატავს არსების, საგნის, მოვლენის არსს. ეს ფენომენი ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. ჩვენ ხომ დაბადებიდანვე გვასწავლიან მზა სიტყვებს, ადამიანების მიერ შესწავლილ და მათთვის ცნობილ არსს მოვლენებისას. ადამთან პირიქით იყო - იგი ხედავდა. მას ცოცხალი, მხილველი სული მიეცა და ყველაფერი - გული, გონება, გრძნობები - ისე ჰქონდა დახვეწილი, რომ მიმსგავსებული იყო ღმერთს.

როგორ არქმევდა ადამი სახელებს? ამის წარმოსადგენად ერთადერთი შედარება შეიძლება მოვიყვანოთ:^იბადება ადამიანი, რომელსაც მუსიკის შექმნის უნარი, კომპოზიციის ნიჭი აქვს, მაგრამ ჯერ არ არსებობს არც ერთი მელოდია. როდესაც მასში "დაიბადება" მელოდია, მანამდე არარსებული ჟღერადობისა და შინაარსისა, შემდეგ ჩაწერს მას...

ჩვენ ამგვარი ადამის შთამომავლები ვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ ადამის შემდეგ კი არ განვვითარდით, კაცობრიობამ სულიერი, ინტელექტუალური, კულტურული, სოციალური განვითარების აღმავალი გზა კი არ განვლო, არამედ პირიქით - განიცადა სულიერ-ინტელექტუალური დეგრადაცია-დაღმასვლა. ამიტომაც თავიდან ბოლომდე ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ ევოლუციურ თეორიას, როგორი მოდერნიზებული და "გაქრისტიანებულიც" უნდა იყოს იგი. ევოლუციაში დარვინისტებიც და სხვა ჯურის ევოლუციონისტებიც განვითარების კიბეზე აღმასვლას გულისხმობენ, სინამდვილეში კი დაღმასვლა მოხდა. ასე რომ, ადამის პირველივე შვილებს, შთამომავლებს, რომელნიც გამრავლდნენ, პირველი პატარა დასახლება შექმნეს, მაღალი ინტელექტი, სულიერება ჰქონდათ, რის საფუძველზეც შექმნეს საყოფაცხოვრებო, კომუნიკაციური, ინტელექტუალური კულტურა. თავიანთ უპირველეს წინაპარს მიმსგავსებული ადამის შთამომავლები ყველაფერს ლამაზს ქმნიან: დახვეწილი ნაკეთობების დამზადების უნარიც აქვთ, ცხოვრების ჰარმონიული წესიც და კულტურის სხვა გამოვლინებანიც. შემდგომში, როდესაც ადამის პირველი მემკვიდრენი მეტად მრავლდებიან და პირველი ქალაქის ტიპის დასახლებები იქმნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ უკვე აქვთ არაჩვეულებრივი კულტურა თუნდაც ჭურჭლის დამზადებისა. ჩნდება დასაკრავი ინსტრუმენტები. მართალია, ეს უკვე ამ ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობაში ღმერთთან ურთიერთობას ჩაანაცვლებს, მაგრამ არსებული კულტურული ფენომენები ნამდვილად უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს. მაგრამ მთავარია, რომ დაღმასვლა ხდება სწორედ ღმერთთან ურთიერთობაში.

ვიცით, რომ ადამი 930 წლის გარდაიცვალა. მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში იგი მიმოდის, თავის შთამომავლებს უამბობს ყველაფერს, რაც იხილა, იგრძნო, გააკეთა, რისი მოწმეც იყო სამოთხეში; როგორ გაჩნდა, როგორ განვითარდა, რა იყო ანგელოზებრივი სამყარო და ა.შ. ცოდნას, რომელსაც ეს ადამიანები ადამისგან იღებენ, მერე განსხვავებულად ითავისებენ და იაზრებენ. ზოგი მეტად მორწმუნეა, ზოგი - ნაკლებად, ზოგიც ამ ყველაფერს უკვე მხოლოდ ადამიანურ განზომილებაში გადაიტანს, ზოგი მხოლოდ ღვთაებრივ განზომილებაში ტოვებს, ანუ ადამიანები ადამის სიცოცხლეშივე ირჩევენ ღვთაებრივსა და ამსოფლიურს, ზეციურსა და მიწიერს შორის. უკვე გამოირჩევიან ღვთის განზომილებაში მცხოვრები მართალნი და უფალს დაშორებული ადამიანები.

- ადამის ცოდვას ადამიანში ნათლისღება აჩერებს. მაცხოვრის მოსვლის, კაცობრიობის გამოხსნისა და ნათლისღების საიდუმლოს დაწესების შემდეგ ადამიანს საშუალება ეძლევა, გათავისუფლდეს ადამისგან მიღებული პირველქმნილი ცოდვისგან. თუკი ხორციელად ადამის შთამომავალნი ვართ, ქრისტეს მემკვიდრენი, შთამომავალნი მხოლოდ ნათლისღებით ვხდებით. რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს მემკვიდრედ გახდომას და რას გვავალებს ეს ადამიანებს?

- ნათლისღებით განახლდება სული, უნარი ადამიანისა, ღვთის გზას შეუდგეს. ცხონებას არ ჰყოფნის ადამიანური ძალა. "ხვალიდან კარგად მოვიქცევი, ვიმარხულებ..." - რამდენ ქრისტიანს დაუდია ეს პირობა და ვერაფრისთვის მიუღწევია. რატომ? - ადამიანი ვერ აცნობიერებს ყველაზე მთავარს - მას მარტო არაფრის გაკეთება არ ძალუძს. უფალი ყველაზე დიდ წმიდანებსაც ხშირად ახსენდება: მე ვარ შენთან. ერთმა წმიდანმა უფალს მიმართა - აქამდე რატომ არ შემეწეოდიო. უფალმა მიუგო: იმიტომ, რომ არასოდეს მოგიმართავს ჩემთვისო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლოცვა - ღმერთთან საუბარი, დახმარება ვთხოვოთ მას. მხოლოდ ქრისტეა ის, ვისაც ჩვენი ცხონება შეუძლია. ჩვენ კი მუდმივად მიდრეკილნი ვართ დაცემისკენ, ცოდვისკენ, ბოროტებისკენ. ერთში ეს ცოტა მეტადაა გამოვლენილი, მეორეში - ნაკლებად.

ნათლისღება არ არის მარტოოდენ ბიწიერებისგან სულის განწმენდისა და განბანის სიმბოლო; იგი საწყისი პირობაა იმ საღვთო ნიჭების მისაღებად, რომელნიც განწმენდს სულს, ანადგურებს ცოდვის მთელ სიბილწეს და ადამიანს ახალ ცხოვრებას აზიარებს.

KARIBCHEქრისტეს შემოსვა ნიშნავს - ქრისტეს მიმართო ხსნისთვის, მისი ძალა გამოიხმო: შენით, უფალო, შენით გამაკეთებინე, შენით შემაძლებინე. ერთი წმიდანი ასეთი ლოცვით მიმართავს უფალს: თვით შენ ილოცვიდეო ჩემ შორის. ე.ი. უფალს ანდობს ყველაფერს. ეს არის სწორი არჩევანი. ნათლობით მადლი გვეძლევა - გაჩნდა შესაძლებლობა საღვთო ნიჭთა მიღებისა, გაიხსნა გზა ახალი ცხოვრებისა. მირონცხებით, წყალში შთაფლვით, ნათლობის წესის აღსრულებით გვეძლევა სწორედ ეს ძალა, მისტიკური კავშირი ქრისტესთან, რათა შევძლოთ ცხოვრება, სიკეთის გაკეთება და ცხონების გზით სიარული. ადამიანს ეს არ შეუძლია იმის გამო, რაც ადამის ცოდვით დაცემის შედეგად მოხდა.

ნათლისღების დროს ადამიანში ისეთი განახლება ხდება, ნათლისღების ჟამს რომ გავიდეს წუთისოფლიდან, გაწმენდილი წავა. მაგრამ მთავარია, როგორ გამოვიყენებთ ამას. ადამს ყველაფერი ჰქონდა მიცემული, ბოროტებასთან აშკარა დაპირისპირების გამოცდილების გარდა, და, როგორც აღმოჩნდა, თავისუფალი ნების არასწორმა გამოყენებამ, არასწორმა თვითგამორკვევამ წარმოშვა ცოდვა. ასევე ვართ ჩვენც ნათლისღების შემდეგ - ჩვენზეა დამოკიდებული, რას გავაკეთებთ გადარჩენისთვის. ეს არის უმთავრესი! ყველაზე მთავარი ძალა, რაც ადამს ჰქონდა მიცემული, ის იყო, რომ შეეძლო, ყველაფერი გაეკეთებინა ცხოვნებისთვის, ღვთის ერთადერთი მცნების აღსრულებისთვის. იმის დასტურად, რომ ადამიანს შესწევს ამის უნარი, უამრავი წმინდანის ცხოვრების მაგალითი გვაქვს. დიახ, ნათლისღებისშემდგომი სულიერი ზრდა ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაცდუნებელ საწყისს შესწევს უნარი, ადამიანის ბუნებაში იპოვოს თანამგრძნობი - ცოდვისადმი მიდრეკილება, რომელიც ადამიანში ცოდვით დაცემის დღიდან არსებობს. მაშასადამე, ზნეობრივი სრულყოფის გზაზე ბრძოლა გარდუვალია. ამ შინაგან ბრძოლაში თანადგომას ადამიანი ეკლესიის მადლმოსილ წიაღში ყოფნით იღებს.

- გადადის თუ არა მემკვიდრეობით წინაპართა ცოდვები? ხდება თუ არა ადამიანი წინაპართა ცოდვის თანაზიარი? საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ხორციელ წინაპარს?

- ეს საკითხი მართლაც ხშირად ხდება მსჯელობისა და კამათის მიზეზი. ზოგი თვლის, რომ ცოდვის ჩადენიდან ოთხი თაობა, ზოგი კი შვიდი თაობა ახდენს წინაპართა ცოდვების გამოსყიდვას თავისი ცხოვრებით. ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, რადგან საფუძველი ძველ აღთქმაში მოეპოვება. სახარებაში ამაზე ვერავითარ მინიშნებას ვერ ვნახავთ.

ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნებში მოცემულია პასუხი კითხვაზე, გადადის თუ არა ცოდვა მშობლებიდან შვილზე და, შესაბამისად, აგებს თუ არა შვილი პასუხს ღვთის წინაშე მშობელთა მიერ ჩადენილ ცოდვებზე. აი, რას ბრძანებს უფალი იეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით: "თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო. თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა უნდა დაისაჯოს შვილის დანაშაულის გამო... თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება. ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, - ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება" (იეზ. 18,19-30). ხოლო იერემია წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ: "იმხანად აღარ იტყვიან: მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს მოეკვეთათო კბილები. რადგან ყველა თავისი დანაშაულის გამო მოკვდება; ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება" (იერ. 31,28-29). ამგვარად, არ არსებობს პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე მამათა ცოდვების გამო...…

მეკითხებით: საზოგადოდ რა მნიშვნელობა აქვს ხორციელ წინაპარსო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი რომ გაჩენილიყო იოაკიმესა და ანასგან, რამდენი თაობა გამოატარა უფალმა და რა სათუთად არჩევდა თითოეულ წინაპარს! სახარებაში ორჯერ არის მოცემული მაცხოვრის გენეალოგია. ასე რომ, ხორციელ წინაპარს, გენეალოგიის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი წარმომავლობა, პატივი მიაგოს მას. წინაპრები ადამთან გვაკავშირებენ. ადამთან ყველანი ვიკრიბებით, აქ - ადამშია კაცობრიობის თავშეყრის ადგილი...

ვთქვით, რომ ძველი აღთქმის ადამიანებში იყო მინიშნება ცოდვის მემკვიდრეობითობაზე. უფალი იესო ქრისტე ამის შესახებ არაფერს გვეუბნება. სახარების თანახმად, უფალს ბრმას რომ მიუყვანენ განსაკურნებლად, ეკითხებიან, ვინ სცოდა - ამან თუ ამისმა მშობლებმაო. ისინი ჯერ კიდევ ძველი აღთქმის შვილები არიან. ახალ აღთქმაში კი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირად მოღვაწეობას. როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს კაცი, მას შეუძლია, წმიდანობასაც მიაღწიოს და არა მარტო ცხონდეს. დიდმოწამე ბარბარეს მაგალითი გავიხსენოთ. პირდაპირი კავშირი რომ არსებობდეს მშობლების მდგომარეობასთან, არ შეიძლებოდა იგი ქრისტიანი, მორწმუნე, ქრისტეს მხედარი, მოწამე გამხდარიყო.

ზოგიერთ ოჯახზე განსაკუთრებული მადლი გადმოდიოდა. ბასილი დიდის ოჯახში ხუთი წმიდანი გაიზარდა. ეს დედის - წმიდა ემილიანას კეთილი გავლენა იყო.

ვხედავთ, რომ იმ ოჯახშიც გამოჩნდა წმიდანი, სადაც ყველა კეთილად ცხოვრობდა და იმაშიც, სადაც საკუთარმა მამამ მოკლა შვილი.

ასე რომ, წინაპრის ცოდვა, როგორც პირადი პასუხისმგებლობა, შთამომავლობას არ მოეკითხება, მაგრამ როდესაც უფალს ვთხოვთ - მოგვიტევოს ის ცოდვები, რომლებიც ჩავიდინეთ უღმრთოების ეპოქაში - სამღვდელოთა მკვლელობით, ძმათა მკვლელობით, ტაძრების დანგრევით, სიწმიდეთა შებილწვით, - ვამბობთ, რომ უნდა გამოვისყიდოთ სიკეთის ქმნით, რათა გავთავისუფლდეთ მათგან, არა იმიტომ, რომ პირდაპირ გადმოვიდა ცოდვა, რომელიც წინაპარს ჰქონდა და მის ცოდვაზე შვილი აგებს პასუხს, არამედ იგულისხმება ჩვენი დამოკიდებულება ამ ცოდვის მიმართ. საკუთარ ცოდვაზე პირადად აგებს პასუხს ადამიანი, მაგრამ ამ ცოდვას თავისი გამოვლინება, თავისი გაგრძელება აქვს. ადამიანი პიროვნული თვისებებით შეიძლება ჰგავდეს თავის წინაპარს და თუ სრულად არ გაიაზრა მისი ცოდვა, შემდგომში მისი მემკვიდრე აღმოჩნდეს. ასევე შესაძლებელია, ადამიანი სულიერი მემკვიდრე გახდეს მრავალი ღმრთივშემოსილი მამისა. თუმცა ბევრი წმიდანის შვილი აღარ გაჰყვა ქრისტიანობას. მაშასადამე, ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ - პასუხს წინაპრის ცოდვაზე პირდაპირ არავინ აგებს, არამედ იმის მიხედვით განისჯება, რა პოზიციას იჭერს, რაგვარად ცდილობს ამ ყველაფრის გამოსწორებას. ამიტომაც შთამომავლები ხშირად იწყებენ იმ ტაძრის აღდგენას, რომელიც მათმა წინაპარმა დაანგრია. ამით ვცდილობთ, ჩვენი ხელით აპატიოს უფალმა იმ ადამიანს, შეუმსუბუქოს სასჯელი. ამდენად, როდესაც ვამბობთ - შვილი არასოდეს აგებს პასუხს წინაპრის ცოდვაზეო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩადენილი ცოდვის შედეგი არ ახდენს გავლენას მემკვიდრეებსა და საზოგადოებაზე. იმაზე მეტი რა გავლენა უნდა მოახდინოს, ტაძარი რომ დაუნგრია შვილს?! რაღა პასუხი უნდა აგოს, როდესაც უტაძრო და უღმრთო გარემოში გაიზრდება?! მამამ გაწირა იგი, დატოვა სულიერი სიმდიდრისა და მემკვიდრეობის გარეშე. როგორც მადლი გადადის, ასევე ვრცელდება ცოდვაც. ცოდვა იმგვარი ქმედებაა, რომელიც არ ტოვებს ადგილს მადლისა და ღვთისთვის. მას არა მარტო სულიერი, სოციალური შედეგებიც აქვს - მაგალითად, მკვლელობას შესაძლოა შურისძიება მოჰყვეს... ასე რომ, ცოდვა უარყოფითად აისახება არა მარტო ოჯახზე, მთელ საზოგადოებაზეც.

ცოდვა ცვლის ადამიანს, არღვევს და აზიანებს მის პიროვნულ ბირთვს, ფსიქიკას, სულს, გულს, გონებას, სხეულს! რა თქმა უნდა, ეს თვისებები - ცოდვით დაზიანების შედეგი და გამოვლინებანი - სავსებით შესაძლებელია, მემკვიდრეობით გადაეცეს. ასე რომ, შვილი ხდება მემკვიდრე იმ გენოტიპური და ფენოტიპური ცვლილებებისა, რომელიც შეიძინა მშობელმა ცოდვით დაცემის შედეგად.

- ეროვნულ მემკვიდრეობასაც შევეხოთ...

- ადამიანის ცხოვრებას მთლიანად განსაზღვრავს ის, თუ რაგვარია მის მსოფლმხედველობაში ფასეულობების იერარქია: რა არის ყველაზე დიდი ღირებულება მისთვის, როგორია აღნაგობა ღირებულებების კიბისა. ეროვნული ღირებულება უმნიშვნელოვანესია. იგი განაპირობებს ადამიანის ინდივიდუალურობას, განაპირობებს მის განუმეორებლობას. ეს ხომ ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანესი წახნაგია.

ჩვენს რეალობაში განსაკუთრებულია ეს საკითხი: წინაპრებმა იმგვარი ეროვნული ღირებულებები ჩამოგვიყალიბეს, რომ ჩვენი ეროვნულობა აბსოლუტურად იდენტიფიცირებულია ჩვენს აღმსარებლობასთან. ქართველობა ნიშნავს მართლმადიდებლობას და მართლმადიდებლობა - ქართველობას. ამაზე დიდი ეროვნული ღირებულება რა უნდა გვქონდეს?! ამის წყალობით აღწევდნენ ქართველები სულიერი და ინტელექტუალური განვითარების მწვერვალებს. ამიტომაც გვაქვს ამდენი ზნეობრივი მაგალითი. ძალიან ძნელია, იყო მართლმადიდებელი და თვალი დახუჭო რამეზე, განსაკუთრებით - საკუთარ თავზე. მართლმადიდებელი რომ იყო, იმიტომაც არ შეეძლო ცოტნე დადიანს, სხვაგვარად მოქცეულიყო. მისმა ზნეობრივმა საქციელმა განაცვიფრა მთელი ქვეყნიერება; მართლმადიდებელი და გამორჩეული რომ არ ყოფილიყო თამარ მეფე, მოახერხებდა ყოველივე იმის გაკეთებას, რაც გააკეთა? იგი უდიდესი სიქველით განაგებდა სახელმწიფო საქმეებს, ჯარს ბრძოლის ველზე ისტუმრებდა, თვითონ კი ფეხშიშველი დედა ღვთისმშობელს მიეახლებოდა. უმაღლესი მისტიკური განცდაა, ღვთის მიერ მოცემული სამშობლო დაიცვა და ეს დაცვა, უპირველეს ყოვლისა, უფლის მეოხებით მოახერხო. სამშობლო მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, რომელიც მოგვეცა; სამშობლოს დაცვით ქართველი, უპირველესად, მართლმადიდებლობას იცავდა. იცავდა მომავალ თაობებს და მათ გადარჩენის გზას უჩვენებდა. ჩვენში ურთიერთგადაჯაჭვულია ეს ცნებები და ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს არის. სარწმუნოებაა უმთავრესი, მისგან გამომდინარეობს მამულის სიყვარულიც და ქართული ენის სიყვარულიც. მრავალი ლამაზი ქვეყანა არსებობს, მრავალი ლამაზი ენა, მაგრამ მხოლოდ ქართველმა თქვა - "როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა". რადგან უფლის მიერ მოგვეცა სამშობლო, ღვთის სიყვარული სამშობლოს სიყვარულში გამოიხატება... ან ვინ თქვა, გარდა ქართველისა, რომ მშობელ ენას "სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან"?

- მშობლები და ხორციელი წინაპრები რას უნდა უტოვებდნენ თავიანთ შვილებს, შთამომავლობას?

- მშობლებმა შვილები, უპირველესად, ეროვნულ ფასეულობათა სიყვარულით უნდა გაზარდონ. რას კითხულობს ქართვლის დედა, როდესაც ომში დაღუპული შვილის ამბავს შეატყობინებენ? ბრძოლის ბედი უფრო აინტერესებს, რადგან შვილიც, ოჯახიც - ყველაფერი კარგავს გარკვეულწილად თავის ფასეულობას, როდესაც სამშობლოს დაკარგავ. სარწმუნოება და ჭეშმარიტი სარწმუნოება - ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება...

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ შვილი არ არის მისი საკუთრება, არ არის მისი ეგოისტური გრძნობის დაკმაყოფილების საშუალება; მას ღმერთისა და სამშობლოსთვის უნდა ზრდიდეს. ასეთ შემთხვევაში შვილის ცხოვრებაც ღვთის მიერ წარმატებული იქნება, არ ასცდება გზას, არასოდეს ჩაიდენს ანტისოციალურ ქმედებას, რადგან ჯანსაღ ადამიანად გაიზრდება. ამდენად, მშობლებს უდიდესი ყურადღება მართებთ. უპირველესად, სულიერ აღზრდაზე უნდა იზრუნონ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, სხვა საკითხებზეც ვიმსჯელოთ.

- ბოლო ხანს მსოფლიოში ტრადიციებს ანგრევენ და ახალ ფასეულობებს ამკვიდრებენ... ეს სიახლენი, შესაძლოა, მომავალში მემკვიდრეობით გადაეცეს...

- ვინც ღვთის სიყვარულით, საღვთო მცნებების აღსრულებით იზრდება, ქვეყნის ერთგულებისა და კონსერვატიულობისკენ უჩნდება მისწრაფება. იმგვარ საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანს კი, სადაც ანარქია იბუდებს, სადაც საღვთო სჯული ზედმეტად ითვლება, ადამიანური ღირებულებები უფერულდება, თითქოს რაღაც ახლის შექმნა სურს, ახალს ეძიებს. ეს ზერელე დამოკიდებულებაა, არცოდნაა ისტორიისა და, რაც მთავარია, სიყვარულის არარსებობაა. სადაც სიყვარულია - სადაც ღმერთია, იქ არის წესრიგიც, მკაცრად განსაზღვრული ტრადიციები, მემკვიდრეობითობის სრული დაცვა. ახალგაზრდები ახლის ქაოსური ძიების სენისგან რომ დავიცვათ, საჭიროა ერთადერთი რამ - მათი აღზრდა ღვთის სჯულზე დაფუძნებული მსოფლმხედველობით. ცხადია, ოცი წლის ახალგაზრდა ფიქრობს, რომ შეუძლია, ახალი შექმნას, რადგან წარმოდგენაც არ აქვს, რამდენი კარგი რამ შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში. ასეთი ადამიანები მუდმივად ცდილობენ "ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას", თუმცა მათი გამოგონება ხშირად ბევრად უფრო საშიშია. ეს არის მიზეზი თაობათა შორის ბრძოლისა, ეკლესიასთან დაპირისპირებისა, ტრადიციების მოსპობის მცდელობისა, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის არად ჩაგდებისა, ყველაფერი ძველის მოდერნიზაციისა და "ახალ" ღირებულებათა დამკვიდრებისკენ სწრაფვისა, რაც საზოგადოებას და ერს ძირს უთხრის. ეგონათ, რომ მეფის ხელისუფლება ცუდი იყო და უნდა შეცვლილიყო. მაგრამ არც ერთ ქვეყანას მეფის დამხობამ სიკეთე არ მოუტანა. მავანს ეგონა, ძმობის, ერთობისა და თავისუფლების იდეების დასამყარებლად რევოლუციები (ბრძოლით, სისხლისღვრით, "ძველის" უპირობო განადგურებით...) უნდა მოეწყო, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში ამან სასიკეთო შედეგი არ გამოიღო. ზოგიერთს ეგონა, ახალი იდეები უნდა შეექმნა, საგანმანათლებლო, ადამიანური, ფილოსოფიური... აღმოჩნდა, რომ საკმარისია ერთადერთი წიგნი, რომელსაც ბიბლია ანუ წმინდა წერილი ეწოდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat