ეს არის მართალი სარწმუნოება, უფლის დიდება
ეს არის მართალი სარწმუნოება, უფლის დიდება
ვინც მართლმადიდებლურ სწავლებას ღრმად ჩაუკვირდება, უთუოდ დაინახავს, სად არის ჭეშმარიტება, მართალი სწავლება, რომელსაც ცხონებისა და მარადიულობისკენ მივყავართ. ღვთისკენ მიმავალი გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ვინც მას ქრისტეს მხედარივით უდრტვინველად გაივლის, ნეტერება ელის. "ნეტარ არიან მორწმუნენი, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". მართლაცდა, ნეტარია ის ადამიანი, რომლის გულშიც იშვება მაცხოვარი და მისი გულისყური მხოლოდ ღვთის სათნო საქმეებისკენ იქნება მიმართული. ალბათ ეს არის და კიდევ სხვა ბევრი სიკეთეც, რაც მართლმადიდებლობას ახასიათებს და სხვა რელიგიის შვილებსაც გულს სიყვარულით უნთებს.

მრავალი მაგალითი ვიცით, როცა ადამიანმა ჭეშმარიტი სარწმუნოების შეცნობის შემდეგ უარყო საკუთარი რწმენა და ეზიარა მართლმადიდებლობას, ნათელი იღო და ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მეტიც, ცხოვრება უფლის გზას დაუკავშირა და სასულიერო პირი გახდა. ამგვარი რამ მხოლოდ წაკითხული მქონდა. როცა თავად შევხვდი ასეთ ადამიანს, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რამდენად მოწყალეა უფალი, როგორ უყვარს თითოეული ადამიანი, ვინც კი ჭეშმარიტებისკენ მაყურებელ თვალს აიხელს.

ათენში ყოფნისას სახელმწიფო საღვთისმეტყველო უნივერსიტეტს ვესტუმრე.Aიქ რამდენიმე ქართველი სწავლობს, მათ შორის - ვარლამ ხვიჩია და ავთანდილ წერეთელი, რომელთა წყალობით ერთი მართლმადიდებლად მოქცეული აფრიკელი ბერი გავიცანი. მასთან საუბრის სურვილი გამიჩნდა და თავადაც არ უთქვამს უარი. მანამდე "კარიბჭეც" ვუსახსოვრე. ქართველ სტუდენტებთან და აფრიკელ ბერთან ერთად სტუდენტურ სასადილოში შევედი. აქ სტუდენტებს კვება უფასო აქვთ - სტუდენტური ბარათით სარგებლობენ. უზარმაზარი დარბაზი სავსე იყო. გემრიელად ვიტრაპეზეთ, შემდეგ საუბარიც დავიწყეთ.

- დავიბადე 1973 წელს კათოლიკურ ოჯახში, - მიამბობს ბერი ათანასე, - ბაბუაჩემი კონგოში ერთ-ერთი ტომის ბელადი გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ მამა უნდა გამხდარიყო მეფე, მაგრამ გაქრისტიანების შემდეგ აღარ მოისურვა წარმართების ბელადობა და მემკვიდრეობაზე უარი განაცხადა. ტომის ბელადად ანუ მეფედ მისი ძმა აირჩიეს. მამა მუდამ გვარიგებდა, არ გვეფიქრა ჩვენი ოჯახის წარსულზე, იმაზე, რომ ვიყავით ბელადის შთამომავლები და გვეცხოვრა ქრისტიანულად. მისი სურვილით, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედით.

- როგორ დაიწყეთ სასულიერო ცხოვრება?

- სკოლის დამთავრების შემდეგ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ჩავაბარე. მეორე კურსიდან გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი.

- რატომ?

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენს ოჯახში, დედაჩემის თხოვნით, დადიოდა ერთი მართლმადიდებელი ბერი, რომელიც ჩემს ძმას სულიერ დახმარებას უწევდა. თავიდან ჩემს ძმას ბერობა და მონასტრული ცხოვრება სურდა. მოძღვრის დანახვისას თითქოს შინაგანად ვინთებოდი. არ ვესაუბრებოდი, მხოლოდ ვუსმენდი და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. დედა ამას ამჩნევდა და ბერს უთხრა, - შეიძლება ერთი დაფარულში მყოფი ბერი გყავდეთო (დედას ჩემზე ჰქონდა საუბარი)?Mმერე დედას ვკითხე, - რატომ უთხარი ჩემზე-მეთქი. რომ უფრო ახლოს ყოფილიყავი მასთან და ბერად შემდგარიყავიო. როდესაც ბერად აღმკვეცეს, დედამ აღიარა, ყოველთვის მინდოდა, ერთ-ერთი შვილი ღვთისთვის შემეწირა, მისთვის მიმეძღვნა და უფალმაც პასუხი გამცა, შენ რომ მიგიღო თავისთანო. ჩემი ძმა ჩამოშორდა სასულიერო ცხოვრებას, მე მისი გზა გავაგრძელე და გავხდი მართლმადიდებელი ბერი. წმინდა მამების, ჩემი მოძღვრისა და ჩემი მშობლების ლოცვა შემეწევა და გამაძლიერებს ღვთისკენ სავალ გზაზე.

უკვე ოთხი წელია, ბერი ვარ. ღვთის ნება თუ იქნება, მღვდელმონაზონი გავხდები. სწავლის დამთავრების შემდეგ მინდა სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელო, ოღონდ საფრანგეთში, სადაც ერთ-ერთი ძლიერი საღვთისმეტყველო სკოლაა. მონაზვნური გამოცდილება მინდა ათონის წმინდა მთაზე შევიძინო. ასევე სურვილი მაქვს, დავეუფლო ხატწერას, გალობას. ჩვენს ქვეყანაში მონასტერი არ არის და, ღვთის წყალობით, იმედია, მალე გვექნება. იქ მართლმადიდებლურ სწავლებას ბერძნები ქადაგებენ.Eაშენებენ ტაძრებს და მატერიალურადაც ეხმარებიან ღვთის სახლის შენებაში. ბერები მოზარდი თაობის კეთილად აღზრდაშიც დიდ როლს ასრულებენ და სნეულებაში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან, მედიკამენტებითაც უზრუნველყოფენ.Mმადლობა ღმერთს, რაც გვაქვს, იმითაც კმაყოფილნი ვართ.

- რა არის თქვენთვის მართლმადიდებლობა?

- ეს არის მართალი სარწმუნოება, უფლის დიდება. ჩემთვის ყველაფერია მართლმადიდებელი სარწმუნოება. ნათლობამდე მშობლებმა სახელად კაიემბე შემირჩიეს, რაც მართლმადიდებლურად ათანასეს ნიშნავს. ნათლობის შემდეგ იმ ბერმა, რომელიც ჩვენს სახლში მოდიოდა, ათანასე მიწოდა. ბერული სახელიც ათანასეა.

მამა ათანასეს საუბრის დასასრულს დალოცვა ვთხოვე. მითხრა, - ათენში ქართველი მეგობრები მყავს, ერთად დავდივართ წმინდა ადგილების მოსალოცად და ერთად ვმეცადინეობთ კიდეცო. მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ქართველებსო. დალოცვა კი არ შემიძლია, მხოლოდ ლოცვებში მოგიხსენიებთ, რადგან ღვთის ხატება ხართო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat