ცოდვით დატყვევებულ ადამიანზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება
ცოდვით დატყვევებულ ადამიანზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება
ზეცა ხარობს, როცა ადამიანი ებრძვის ვნებებს, ცდუნებებს, მოთმინებით იტანს ავადმყოფობას და მწუხარებას, არ წარიკვეთს სასოს, არ ემდურება ღმერთს ამისთვის. ქრისტეს მეომარივით ჭეშმარიტების გზაზე მტკიცედ მავალს ღმერთი ყოველთვის უგზავნის სიხარულს.

მამა ბასილ ფილფანი მესტიის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარია. საკმაოდ ახალგაზრდაა და სიბრძნით გაჯერებული გადმოსცემს საკუთარ ნააზრევს. მას დედაქალაქში სტუმრობისას შევხვდი.

- საუბრის დაწყებამდე მინდა დავლოცო ჟურნალი "კარიბჭე". თქვენ მათლაც კეთილ და ღვთივსულიერ საქმეს ხართ შედგომილნი.

ცოდვით დატყვევებულ ადამიანზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მოგეხსენებათ, პირველი დაცემა ცოდვით სამოთხეში მოხდა, როდესაც აღთქმა ვერ შეინახეს. პირველი მკვლელობაც ადამისა და ევას შვილებიდან - აბელისა და კაენისგან წამოვიდა - კაენი შურის ცოდვაში ჩავარდა, შეშურდა ძმისა და მოკლა ის. დღევანდელი ჩვენი ყოფა არის ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის. ვიბრძვით სიკეთისათვის, მაგრამ ხშირად არ გამოგვდის. როდესაც მოძღვარი გარდაცვლილს წესს უგებს, ასეთ ლოცვას ამბობს: "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". ჩვენ ყველანი ვცოდავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, ვინანიებთ თუ არა. ზოგიერთი ფიქრობს, ტაძარში ვერ ვივლი, რადგანაც ვიცი, რასაც მოძღვართან ვაღიარებ, ამ ცოდვას კვლავ გავიმეორებო. თუ შევძლებთ, აღიარებული ცოდვა აღარ გავიმეოროთ, სრულყოფილებას მივაღწევდით. უფალმა მოგვცა დიდი ნუგეში - ძე ღვთისა განკაცდა და ადამიანი გამოიხსნა ცოდვისაგან. ყველა ადამიანი, მართალი თუ ცოდვილი, მიდიოდა ჯოჯოხეთში. იქ არ იტანჯებოდა, მაგრამ აბრაამის წიაღში, სიბნელეში იყო. მაცხოვრის მოსვლის მერე ხდება ადამიანის გამოხსნა, რადგან იხსნება ცათა სასუფევლის კარები. ამიტომ ღვთის მცნებების დაცვით თუ ვიცხოვრებთ, სასუფეველში შევალთ. დღეს ყველანი გამოდევნილნი ვართ სასუფევლიდან, სადაც უფალი და მისთვის სათნო ადამიანები მყოფობენ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ იქ.

ხშირად ადამიანს აქვს რწმენა, მაგრამ დამახინჯებული ფორმით. ჰგონია, ჭეშმარიტებას მიაღწია. ჩვენ ისე კი არ უნდა გვწამდეს, როგორც გვსურს, არამედ იმგვარად უნდა ვასრულებდეთ ღვთის მცნებებს და კანონებს, როგორც უფალი და წმინდა მამები გვასწავლიან. ტაძარში მოსულ ადამიანს თუ სურს აღსარების თქმა, რათა მიეახლოს წმინდა ძღვენს, უთუოდ უნდა ჰქონდეს განცდა თვისთა ცოდვათა. ეს აუცილებელია და უმთავრესი. როგორც ეფრემ ასური ბრძანებს: "განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა". როდესაც ხედავ საკუთარ შეცდომილ ბუნებას, უკვე სხვაზე ფიქრისთვის, განკითხვისთვის ნაკლებად გრჩება დრო. ასე უნდა ცხოვრობდეს ყველა მართლმორწმუნე, ჭეშმარიტი ქრისტიანი. ჩვენთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს ზიარების მიღება. უპირველესად გული უნდა განვიწმინდოთ ცოდვების აღიარებით და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით მივიღოთ წმინდა ზიარება საკურნებელად სულისა და ხორცისა. უღირსად მაზიარებელი შეიძლება დაისაჯოს წმინდა ძღვენთან მიახლების გამო. ცოდვასთან შერკინება ადამიანს მარტო ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ნუგეშად უფალმა მოგვცა დედაეკლესია, სადაც სასულიერო პირების დიდი ძალისხმევით ხდება ადამიანის სულის განწმენდა. სასულიერო პირი, იგივე მწყემსი, ეხმარება ერისკაცს, უფრო ახლოს მივიდეს უფალთან, განიწმინდოს გული, სული, შინაგანად გაემზადოს ზეციურ იერუსალიმამდე მისასვლელად, იმ გოლგოთამდე, სადაც თავად უფალი მივიდა და საიდანაც მოხდა ჩვენი ცოდვით გამოხსნა.

ყოველი ადამიანი, რომელიც ტაძარში მოვა და იტყვის აღსარებას, ეზიარება, უნდა შეეცადოს, აღარ განეშოროს ტაძარს. მარხვაში განსაკუთრებით ივსება ხოლმე ტაძრები, მარხვის შემდეგ კი ცარიელდება. არადა რწმენა, სარწმუნოება, ღვთისადმი სიყვარული დაუსრულებელი უნდა იყოს. მესმის, რომ ადამიანებში ხდება დაცემაც - ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ დაცემას აღდგომა უნდა მოჰყვეს. სიხარულს ყოველთვის მოსდევს ტკივილი, მაგრამ ტკივილს ისევ სიხარული ცვლის. ადამიანი მუდმივ უნდა ცდილობდეს, უფალთან მყოფობდეს. ამას შეიწირავს უფალი. პირველ რიგში ადამიანი თავის ცხოვრებას უფალს უნდა უკავშირებდეს. უფალზე მაღლა არ უნდა იდგეს არც შვილი, არც დედა, მამა, რადგანაც თავად უფალი ბრძანებს: ვისაც ეყვარება ჩემზე მეტად დედა, მამა, და, ძმა, იგი არ არის ჩემი ღირსი. ამავეს ეუბნება თავის მოწაფეებს - ჩემი დედა, ძმები და დები არიან ისინი, ვინც ჩემს გვერდით დგანან და ჩემს სიტყვებს ისმენენ. როდესაც ადამიანი შეეცდება აღასრულოს უფლის მცნებები, ილოცოს დილა-საღამოს, თქვას სხვა ლოცვებიც, არ გაუჭირდება ბოროტთან შებრძოლება. ხოლო დედაეკლესიის გარეთ მდგომს ადვილად დაამარცხებს და დაიმონებს ეშმაკი.

ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი საცდურია, მაგრამ მუდამ უნდა ვეცადოთ, ცოდვებისგან თავი დავაღწიოთ. უფალი სახარებითაც გვეუბნება: ჩემს გარეთაც არიან ისეთნიც, რომლებიც მოყვანებად არიან ჩემდაო. ამიტომაც არ ვკარგავთ იმედს, რომ ტაძრის გარეთ მყოფნი დაბრუნდებიან დედაეკლესიაში. ამას წინათ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში იკურთხა ტაძარი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ტაძრის კურთხევის დღეს მეუფე იობმა ქადაგებისას წარმოთქვა: ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ჯერ მოვიყვანოთ ტაძარში ჩვენი დედები, მამები, ძმები, დები, რომლებიც დაკარგულნი არიან დედაეკლესიიდან. ამის შემდეგ უფალი აუცილებლად დაგვიბრუნებს დაკარგულსო.

უმთავრესი სწორედ ეს არის, არა ტერიტორია, არამედ ადამიანის სული. ერთი სულის გადასარჩენად მთელი ქვეყნის გადაბრუნება რომ გახდეს საჭირო, უფალი ამას იზამს. ჩვენ, ადამიანები, ხატად და თვის მსგავსად შეგვქმნა უფალმა. ხატება გვაქვს და მსგავსება უნდა მოვიპოვოთ.

დედაეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანს უამრავი აღთქმა აქვს დადებული უფლის წინაშე. პირველ აღთქმას ნათლობისას დებს. ამ დროს მოძღვარი ეკითხება, - შეუდგები ქრისტესა? განვაგდებ სატანას, - ამბობს მოსანათლი. თუ ჩვენ შევუდგებით ქრისტეს, ეს ნიშნავს, რომ უნდა აღვასრულოთ მისი მცნებები და ვიცხოვროთ ისე, როგორც თავად უფალი, მოციქულები, წმინდა მამები და წინასწარმეტყველები გვასწავლიან. ცხოვრების დასაბამიდანვე იყო ცოდვა და ასე იქნება დასასრულამდე. ადამიანი, რომელიც ცხონდა, სცოდავდა კიდეც. თუ ცოდვას ვინანიებთ, მაშინ უფალი მოგვიტევებს მას. ხშირად ადამიანს უდგება ასეთი მომენტი, როდესაც ეგუება სხვადასხვა მავნე ჩვევას. საზოგადოებაში მეტად არის გავრცელებული ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება და ათასგვარი სათამაშო კლუბები თუ კაზინოები. ამ მავნე ჩვევებს რომ ჩამოშორდეს, ადამიანი აუცილებლად ეკლესიის წიაღში უნდა იყოს. დედაეკლესიის გარეშე ათასგვარ საცდურს ვერ გაუძლებს. ბევრი მინახავს კაზინოში თამაშით თუ ნარკოტიკებით სულიერად და ხორციელად დაღუპული. ასეთი ადამიანები მიდიან სამუდამო სატანჯველში. ისინი ხდებიან არა მარტო საკუთარი თავის მტრები, არამედ მთლიანად საზოგადოების, ოჯახის... მავნე ჩვევებს ადამიანი მხოლოდ ღმერთთან ახლოს მყოფობით დაუსხლტება. ამაში აუცილებლად დაეხმარება სულიერი მოძღვარი.

ხშირად აღნიშნავს ხოლმე მეუფე ილარიონი: გადამეტებულის კეთება ცოდვაა. ამ გაგებით შეიძლება ყველანაირ სფეროს მივუდგეთ. რაც მისცა ღმერთმა ადამიანს, უნდა გამოიყენოს სიკეთეში და კარგის კეთებაში. ცოდვებს უნდა განერიდებოდეს ისევ და ისევ ღვთის მადლითა და ძალით. განუკურნებელი არაფერი არსებობს, მხოლოდ ერთი რამ არ იკურნება - როდესაც ჩვენი ცოდვებით მივდივართ წუთისოფლიდან. წესის აგების ლოცვებში წერია, - ხელებს განმარტებენ ადამიანები და არავინ არს მწყალობელი მათიო.

უფლის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა. სამწუხაროდ, ცოდვა თანდათან აღწევს ყველგან... ეს ძალიან სახიფათოა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მომავლისთვის. ძალიან მიყვარს ქართული ფილმი "ფესვები", სადაც ბაბუა ეუბნება შვილიშვილს - ხე მიწის ზემოდან კი არა, ფესვებიდან იზომებაო. სწორედ ამას უნდა ვაკვირდებოდეთ. ჩვენ ვართ ქართველები, ქრისტიანობასთან ერთად ქართველობა ორმაგი მადლია და მას გაფრთხილება სჭირდება.

***
ადამიანმა როგორ უნდა შეიცნოს ღმერთი, ამას თავად სახარება და წმინდა მამათა სწავლებანი გადმოგვცემს. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "ცანი უთხრობდნენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო". ადამიანს თვალები უნდა აეხილოს და დაინახოს ის მშვენიერება, რომელიც მის გარშემოა შექმნილი ღვთის მადლით და შეიცნოს და თაყვანისცეს, როგორც უფალს ეკადრება. ამას უნდა ცდილობდეს ყველა. ამოსავალი წერტილი ადამიანის ცხოვრებისა არის უფალი. უფლის მცნებებზე დაყრდნობით ვიქნებით ძლიერნი, უფალი გვაძლევს ნუგეშს, - თქვენთან ვიქნები დასასრულამდე წუთისოფლისაო. ამ ნუგეშით გაძლიერებულებმა ღვთისა და მათთან მყოფი წმინდანების მეოხებით ვიაროთ ეკლიან გზაზე, რომელსაც მივყავართ ნეტარებისკენ და, რა თქმა უნდა, ღვთისკენ.

მინდა თავად იგრძნოს ადამიანმა, რომ ყველაზე მეტად ცოდვილია. ბავშვი ეკლესიურად იზრდება დედის მუცლიდანაც კი. დედას, რომელიც ეკლესიურია და ორსულობის პერიოდში ეზიარება, მიენიჭება სიმშვიდე, სიხარული, რომელიც ბავშვზეც აისახება. ამგვარად უნდა ცხოვრობდეს მართლმადიდებელი ოჯახი და ნაკლებად დაინგრევა და დაქორწინებისთანავე არ მოხდება განქორწინება. პირადად მე სწორედ ასეთ ოჯახში ვიზრდებოდი. ჩემი მშობლები არ დადიოდნენ ტაძარში, მაგრამ შემდეგ დადგა დრო ამისა, სამწუხაროდ, ძალიან გვიან. დავინახე ისიც, თუ როგორ განსაცდელებს უშვებდა უფალი ჩემზე, როდესაც არ ვცხოვრობდი სწორი, ღვთივსათნო ცხოვრებით.

სამწუხაროდ, მაშინვე ვერ მივხვდი, ეს რატომ ხდებოდა, მაგრამ უფალი ხომ ძალიან მოწყალეა. დიდი სიყვარული გამოიჩინა და დედაეკლესიის წიაღში შემომიყვანა. მას შემდეგ ვცდილობ, ჩემი ცხოვრებით უფალთან ახლოს ვიყო და მისი მცნებები აღვასრულო. ეკლესიური ცხოვრება სტუდენტობის პერიოდში დავიწყე, როცა სოხუმის უნივერსიტეტის ფილიალში ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი.

***
სვანებზე გეტყვით, რომ ძალიან დიდი რწმენა და სიყვარული აქვთ უფლისა, თუმცა ეკლესიისადმი არასწორი დამოკიდებულება ისევ შემორჩათ. როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, ის უკვე ხდება ერთგული ცხოვარი, მოსიყვარულე უფლისა.

ღვთის წყალობითა და მადლით ნელ-ნელა ეჩვევიან ეკლესიურ ცხოვრებას. ღვთის სიყვარული გადაწონის ყოველივეს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat