ტყვეობასა შინა მყოფნი
ტყვეობასა შინა მყოფნი
მაცხოვარი ჩვენს დროში რომ მოსულიყო, მივიღებდით კი მას?
ადამის ცოდვით დაცემით კაცობრიობა მარადიული სიკვდილისა და ეშმაკის ტყვეობაში აღმოჩნდა, თუმცა ღმერთს არ დავუტოვებივართ სამუდამოდ დაცემულ მდგომარეობაში, თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით იხსნა კაცობრიობა და ეშმაკისა და სულიერი სიკვდილისგან თავის დახსნის შესაძლებლობა მისცა. მთავარია, ადამიანმა თვითონ ისურვოს ეს და იღვაწოს საკუთარი ხსნისთვის. სამწუხაროდ, უფლისგან ბოძებულ წყალობასა და თავისუფლებას ეშმაკის ტყვეობაში ჩავარდნას უფრო ვახმართ, ვიდრე ქრისტეში თავისუფლების ძიებას.

გვესაუბრება ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა საბა ბიკაშვილი:

- როდესაც ჩვენი წინაპრები - ადამი და ევა ცოდვით დაეცნენ სამოთხეში, ამ ცოდვის სანაცვლოდ სამყაროში ხრწნილება და სიკვდილი შემოვიდა. ადამიანი შეიქმნა ტყვე სიკვდილისა და ეშმაკისა.

მოდით, ისიც ვთქვათ, საიდან იწყება ადამიანის ცოდვით დაცემა და ეშმაკის ტყვეობაში ჩავარდნა. როდესაც კაცი გულით განეშორება დამბადებელ ღმერთს, როდესაც აღარ ახსოვს უფალი, მისი აღარ ეშინია, - აქედან იწყება მისი ეშმაკის ტყვეობაში ჩავარდნა. ეს ერთი, მაგრამ მეორეა, როცა ადამიანი აღარ ფიქრობს, რომ ღმერთი არა მხოლოდ მსაჯულია, არამედ მრავალმოწყალეც. ხშირად ჰგონიათ, რომ ღმერთი მხოლოდ სჯის. ეს რომ ასე იყოს, არც ერთი ადამიანი აღარ უნდა არსებობდეს, რადგან ჩვენი ცოდვებითა და ცხოვრების დამახინჯებული წესით დიდი ხანია მოვიმკიდით სასჯელს, მაგრამ რადგან ღმერთი მოწყალეა, უფრო მეტად წყალობას გვაძლევს, რაც უპირველესად განკაცებით, აღდგომითა და, რა თქმა უნდა, კაცობრიობის ცოდვების საკუთარ თავზე აღებით გამოვლინდა. მაცხოვარმა კაცობრიობის გამოხსნით, რაც თავისთავად ადამიანთა ეშმაკის მონობიდან დახსნასაც გულისხმობს, ბოროტი ძალა მთლიანად კი არ გაანადგურა, არამედ შემუსრა. მას კვლავ მიცემული აქვს ასპარეზი, რომ უფლის დაშვებით იმოქმედოს ადამიანზე, რადგან ყოველი კაცი თავისი თავისუფალი ნებით ცხონდება. თუკი აღარ იარსებებს ეშმაკი და აღარც მასთან ბრძოლა იქნება საჭირო, გამოდის, რომ ყველა წარმატებული უნდა იყოს ქრისტიანულ ცხოვრებაში. ეს უკვე ეწინააღმდეგება ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ მსოფლმხეველობას - ადამიანი მთელი ცხოვრება უნდა ებრძოლოს ბოროტებას თავის თავში, რათა გაიმარჯვოს კეთილმა. თუკი თავისი მცდელობით, თავისი მოღვაწეობით, თავისი თავისუფალი ნებით მიაღწევს ამას, - გადარჩება. უპირველესად სწორედ ამაში მდგომარეობს არსი ქრისტიანობისა.

- უფალმა მთელი კაცობრიობა გამოიხსნა მარადიული სიკვდილის ტყვეობიდან, მაგრამ ამის შემდეგ ხომ თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს საკუთარი სულის ხსნაზე...

- ადამიანი ძველი ადამის მეშვეობით გამოგდებულ იქნა სამოთხიდან, ახალი ადამის - მაცხოვრის მეშვეობით კი კვლავ გაიხსნა სასუფევლის კარი და ადამიანს მიეცა შესაძლებლობა სამოთხეში დამკვიდრებისა, რაც ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური წესით ნათლისღებით იწყება. მთავარია, ადამიანი ნათლობის შემდეგ როგორ გააგრძელებს სვლას - ივლის თუ არა ცხონების გზაზე, უფლისკენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ ნათლობა არაფერს ნიშნავს, თუკი მას ქრისტიანული ცხოვრება არ დაერთო: არც მარტო მარხვაა მაცხოვნებელი, არც მხოლოდ ეკლესიაში სიარული, ლოცვა თუ სხვა მცნების დაცვა; ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს, მაგრამ თუკი რწმენა, უფლის ერთგულება და სიყვარული ადამიანმა საქმითაც არ დაამტკიცა, - ვერ ცხონდება.

ღვთის გზაზე შემდგარმა კიდევ ერთი რამ უნდა გაითავისოს - უყვარდეს მოყვასი. პავლე მოციქული ბრძანებს: თუ ადამიანს თავისი ძმა არ უყვარს, მან უფალი არ იცისო. თუ ადამიანები არ გვიყვარს, უფალი დაგვიკარგავს.

- იმის შესახებაც ვისაუბროთ, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა კაცობრიობა მაცხოვრის მოსვლამდე, რასაც ათასწლეულები დასჭირდა.

- რატომ გახდა აუცილებელი, მოსულიყო მაცხოვარი? - მოდით, ასე შევხედოთ ამ საკითხს. ვიცით, რომ მაშინდელი კაცობრიობა დაცემული იყო ცოდვით. ნოეს დრო გაიხსენეთ. აბრაამისა და მისი დისწულის ლოთის ამბავიც გავიხსენოთ - სამი მგზავრის სახით მოსული უფალი სოდომ-გომორისა და მის გარშემო მდებარე ქალაქების მცხოვრებთ სწორედ მათი გაუკუღმართებული ცხოვრების წესისა და უკიდურესი უსჯულოების გამო სჯის. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ადამიანები დაშორდნენ უფალს და გაუკუღმართდა მათი ცხოვრების წესიც. ამიტომ თავიანთ თავზე სასჯელი თვითონვე მოიწიეს. ათასწლეულების განმავლობაში ბნელში იმყოფებოდა ადამიანი, სიკეთეს ვეღარ შეიცნობდა, მოწყალების ქმნის უნარი, სიკეთისკენ სწრაფვა აღარ გააჩნდა. კაცობრიობა უკიდურესად იყო დაცემული. მაშინდელი რომის იმპერიის მდგომარეობა გავიხსენოთ: იუდეველებს - ებრაელ ერსაც კი, რომელიც მისდევდა და ეთაყვანებოდა ჭეშმარიტ ღმერთს, დავიწყებოდა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ისინი, როგორც ესაია წინასწარმეტყველი ბრძანებდა უფლის პირით, ბაგეებით ადიდებდნენ უფალს, გულით კი შორს იყვნენ მისგან. მხოლოდ ზედაპირულად იცავდნენ სჯულის კანონებს, მათი შინაგანი მდგომარეობა კი ძალზე შორს იყო ღვთისგან. მთელი კაცობრიობა ცოდვებში იყო ჩაფლული, ადამიანთა გარყვნილება უკიდურეს ზღვრამდე მივიდა და აუცილებელი გახდა, მოსულიყო მაცხოვარი, რათა კაცობრიობა კვლავ წამოეყენებინა და სწორ გზაზე დაეყენებინა, ადამიანებისთვის მიეცა საშუალება, კიდევ ერთხელ შესულიყვნენ სამოთხეში, წასულიყვნენ ცხონებისკენ.

- ვიცით, რომ კაცთაგან დატყვევება, შეპყრობა, გვემა, დილეგში ჩაგდება და ტანჯვა-წამება მაცხოვარსაც მოუხდა. რატომ ვერ იცნეს მხსნელი, რატომ მოექცნენ ამგვარად კაცობრიობის გამოსახსნელად მოსულ მაცხოვარს?

- ეს ჩაიდინა უპირველესად ერმა, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე ემზადებოდა მაცხოვრის მისაღებად. რატომ? მაცხოვარი არ ყოფილა შემოსილი დიდებითა და პატივით. არსებოდა წინასწარმეტყველება, რომ მხსნელი, მესია ბეთლემში უნდა შობილიყო, მაგრამ მათ ნახეს, რომ ის უბრალო ბაგაში დაიბადა, მიუსაფარი, უპოვარი. თავადაც ხომ ბრძანებს მაცხოვარი: ძესა კაცისასა არა აქვს ადგილი, სადა თავი მიიდრიკოსო. ებრაელი ერი ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობაში იყო ჩავარდნილი იმ დროს და მათი მოლოდინიც გამიწიერდა - ელოდნენ ისეთ მესიას, რომელიც მათ რომაელთა ტყვეობიდან გაათავისუფლებდა და მთელ მსოფლიოში გააბატონებდა, რათა მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველები გამხდარიყვნენ. როდესაც ეს ვერ მიიღეს, - რადგან მაცხოვარი მსოფლიოზე ბატონობას კი არ ქადაგებდა, არამედ მიმტევებლობას, თავმდაბლობას, სიკეთეს, სასუფეველს, - ვერ შეიცნეს და არ მიიღეს იგი. წესი მათი ცხოვრებისა არ შეესაბამებოდა მაცხოვრის მოძღვრებას, ასეთი მხსნელი არ სჭირდებოდათ. მათი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ღვთაებრივი სწავლებისგან, იმ მოწოდებებისგან, მაცხოვარი რომ გადმოსცემდათ.

ადამიანმა თავის თავს უნდა დაუსვას შეკითხვა: მაცხოვარი ჩვენს დროში რომ მოსულიყო ან იმ დროს დავბადებულიყავი, როდესაც მაცხოვარი მოვიდა, მეც იმავეს ხომ არ გავაკეთებდი, რაც ებრაელმა ერმა გააკეთა, მივიღებდი თუ არა მაცხოვარს?

ჩვენი ცხოვრების წესი განსხვავდება უფლის მცნებებისგან - ადამიანი არ გვიყვარს, სამყარო არ გვიყვარს, ეგოისტები ვართ, გამოდის, რომ არც ჩვენ ვღებულობთ უფალს და ჯვარს ვაცმევთ მას, ჩვენი ყოფით, ცხოვრების დამახინჯებული წესით ყოველდღე იმავეს ვაკეთებთ, რაც მაშინ გააკეთა ებრაელობამ. სამწუხაროდ, დღესაც უფლისგან მიწიერს უფრო ვითხოვთ...

- სამწუხაროდ, დღესაც ეშმაკისა და ცოდვის ტყვეობაში ვიმყოფებით. უფრო მეტად ვცოდავთ, ვიდრე ღვთის ნების შესაბამისად ვმოქმედებთ...

- მართლაც ასეა, თუმცა ბევრი ამგვარ არჩევანს ეშმაკის შთაგონებას მიაწერს. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული, რადგან ღმერთმა თავისუფალ არსებად შექმნა, თავისუფალი ნებელობა მისცა. გარეშე ძალას არ შეუძლია რაიმე მოახვიოს თავს, თუკი თვითონ ადამიანი არ გააკეთებს არჩევანს. ეშმაკი გვაწვდის, გვთავაზობს რაღაც აზრს, ჩვენ კი ამ აზრს ვიწყნარებთ, მივყვებით ფიქრს, როგორ განვახორციელოთ და შემდგომში ხორცს ვასხამთ - ეშმაკთან ერთად ვჩადით ცოდვას. ეშმაკმა კი შესთავაზა, მაგრამ მიიღებს თუ არა შეთავაზებას, ადამიანის თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. თუკი დაეთანხმება, აუცილებლად წაგებული დარჩება. ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ბოროტისგან მოწოდებული აზრის უკუგდებაა.

ადამიანმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა ისწავლოს. რა თქმა უნდა, ცხოვრების მანძილზე არაერთგზის მოუხდება ცოდვით დაცემა, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანი მთელი ცხოვრება უნდა იღვწოდეს იმისათვის და იმეცადინოს საკუთარ თავზე, რომ ებრძოლოს ცოდვებს და გაიმარჯვებს კიდეც.

- ცოდვის ჩადენის, ეშმაკის ტყვეობაში ჩავარდნის მიზეზი ხომ ნებისმიერ შემთხვევაში ამპარტავნებაა?

KARIBCHE- რა თქმა უნდა. სწორედ ამპარტავნებით დაეცა ანგელოზი და იქცა ეშმაკად; ეშმაკის შთაგონებით ამპარტავნებით დაეცნენ პირველი ადამიანებიც. მათ უფალმა მცნებად დაუდო - არ ეხმიათ სამოთხის ბაღში მდგარი მხოლოდ ერთი ხის ნაყოფი. ღმერთმა გააფრთხილა ადამი - თუ იხმევ აკრძალულ ნაყოფს, მოკვდებიო. ეშმაკმა კი უთხრა - თუ მიიღებთ ამ ნაყოფს, კი არ დაიხოცებით, არამედ გახდებით ვითარცა ღმერთიო. ეშმაკის შთაგონებით ადამიანმა იგემა აკრძალული ნაყოფი. ადამიანი ამპარტავნებაში, პატივმოყვარეობაში ჩაიძირა - იმაზე მეტი მოინდომა, რაც უფალმა მისცა. აქ ამპარტავნებაცაა, პატივმოყვარეობაც და მეტის შემეცნების სურვილიც... დღემდე ამპარტავნების გამო ხდება ადამიანი ცოდვის, ეშმაკის ტყვე. საფუძველი ყველა ცოდვისა ამპარტავნებაა. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ეკლესიის დიდი მოძღვარი იოანე ოქროპირი ბრძანებს: მირჩევნია, ათასი ბარბაროსის ტყვეობაში აღმოვჩნდე, ვიდრე ერთი პატივმოყვარეობისო. ადამიანი უნდა გაურბოდეს პატივმოყვარეობას, თუმცა ის ძალზე რთული მოსაგერიებელია. თანაც, ამპარტავნება ისეთი ცოდვაა, რომელიც ქურდობასავით, მრუშობასავით აშკარად არ ჩანს. ამიტომ ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ ამპარტავნებაშია.

ამპარტავნების გარდა კიდევ ისეთი ცოდვების ტყვეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე, რომელთაც ვერ ვაცნობიერებთ - ვერცხლისმოყვარეობის, ნაყროვანების, განკითხვის...

ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ მცირე ცოდვებსაც. ზოგჯერ არც კი ვაქცევთ ყურადღებას, თუ ვინმეს ცუდი თვალით შევხედეთ, ლოცვა დაგვეზარა, ცუდი აზრი მოგვივიდა... მცირე, ყოველდღიური ცოდვები, თუ ყურადღება არ მივაქციეთ და არ ვებრძოლეთ, ერთმანეთს ავსებენ და იქმნება დამანგრეველი ბირთვი. რაც შეეხება მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვებს, მათ სასტიკი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ, მით უმეტეს მათ, ვინც ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს. თუ ასე იცხოვრებს და სინანული გაუჩნდება, ჩამოირეცხს ამ ცოდვებს და თავს დააღწევს ეშმაკის ტყვეობას.

არსებობს საეკლესიო სასჯელი, საეკლესიო კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს ასეთი ადამიანების ეპიტიმირებას - დროებით ზიარებიდან განყენებით, მეტანიების დანიშვნით, ინდივიდუალური მარხვის დაწესებით თუ სხვა სახით. არაეკლესიურ ადამიანებთან ძნელია ამაზე საუბარი, საეკლესიო სასჯელი მორწმუნეებზე ვრცელდება. ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფება, მათ ვერც საეკლესიო სასჯელს დავადებთ. ისინი ხომ ძალზე რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ უპირველესად უნდა გაითვალისწინონ, რომ უფალი უყურებთ, მისთვის კი შეუცნობელი და გამოუკვლეველი არაფერია, ადამიანი ყველაზე ბნელ ოთახშიც რომ გამოიკეტოს მარტოდმარტო, უფალი იქაც მყოფობს და ჭვრეტს მის გულისწადილს. მათ მოყვასის დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ; ახლობლები, რომელთაც შეიმეცნეს ჭეშმარიტება, უნდა ურჩევდნენ და ცდილობდნენ ეშმაკის ტყვეობიდან მათ გამოხსნას.

- ვიცით, რომ არსებობს საერო სასჯელიც, რომელიც ყველა ცოდვაზე არ ვრცელდება. რატომ?

- იმ დანაშაულებით, შეიძლება ითქვას, ცოდვებით, რომელთაც საერო სამართალი უფარდებს პატიმრობაში ყოფნას, ადამიანი საზოგადოებასაც ვნებს და საფრთხეს უქმნის, ხოლო ამპარტავნებით, მრისხანებითა თუ სხვა ცოდვებით, რომელთა გამოც საერო სასჯელით არ ისჯება, მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს. ადამიანი საზოგადოების წევრია, მას არ შეუძლია იარსებოს საზოგადოების გარეშე, ამიტომ უნდა დაემორჩილოს მის კანონებს. ყველაფერი ეს ისევ და ისევ სარწმუნოებრივ თავისუფლებასთან, ჭეშმარიტებასთან მიდის. თუკი ადამიანი ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობს, ვერც თავისი თავისუფლების აუცილებლობას და მნიშვნელობას შეიგნებს. ხშირად თავისუფლებას ბოროტად ვიყენებთ - კაცი დანაშაულს სჩადის და ჰგონია, რადგან თავისუფალი ადამიანია, რაც სურს, ყველაფრის გაკეთება (და გაფუჭება) შეუძლია. ცხადია, ეს თავისუფლების არასწორი, დამახინჯებული გაგებაა. ერთ-ერთ მამას დავესესხები: "სარწმუნოებისა და ღმრთის გარეშე არც მონობის გადატანაა შესაძლებელი და არც თავისუფლების შენარჩუნება, მაგრამ ნებისმიერი ქრისტიანული ქვეყნის კარიბჭეზე დიდი ასოებით უნდა დაიწეროს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: "თქვენ აზნაურობასა ჩინებულ ხართ, ძმანო, გარნა ხოლო აზნაურება ეგე ნუ მიზეზად ხორცთა, არამედ სიყვარულისა, მისით ჰმონებდეთ უერთიერთარს". აქ საუბარია ადამიანების ურთიერთობაზე და თავისუფლების ჭეშმარიტად გამოყენებაზე. შესაბამისად, ქრისტიანული სწავლების თანახმად, თავისუფლების მიზანი ღვთისა და მოყვასისადმი ნებაყოფლობითი მსახურებაა. მონობაც ბატონის მსახურებაა, მაგრამ არა ნებაყოფლობითი, არამედ იძულებითი, სრულიად მოკლებული ყოველგვარ პირად ღირსებასა და პასუხისმგებლობას. რაც მეტია თავისუფლება, მით მეტი უნდა იყოს პირადი პასუხისმგებლობა და მსახურება. სწორედ ასეთ ვითარებაში ხდება კაცის სულის სრულყოფა და განღმრთობა. ძე კაცისა არა მოვიდა, ვითარცა იმსახურა, არამედ მსახურად და მიცემად სულისა თვისისა სახლსა მრავალთა. საუბედუროდ, თავისუფლებას დღემდე ძირითადად სხეულის სიამოვნებისთვის იყენებენ, მაგრამ შეუძლებელია, დიდხანს გაგრძელდეს ასე, თორემ თავისუფლება აღარ იარსებებს. საჭიროა მოვიდეს უფრო ინტელექტუალური, სინდისიერი და შეგნებული თაობა, ვიდრე ჩვენია, რომელიც გაიაზრებს თავისუფლებას როგორც სიწმინდეს, რომელიც ჭეშმარიტებისა და წყალობის გარეშე ყოველგვარ აზრს მოკლებულია. წმინდა ჭეშმარიტება, წმინდა წყალობა და წმინდა თავისუფლება სამსახურებრივი ერთობაა. ჭეშმარიტება არ ზღუდავს თავისუფლებას, არამედ არსს სძენს მას, აჩვენებს მიზანს და განხრწნისგან იცავს. წყალობა კი აკეთილშობილებს მას კეთილ საქმეთა აღსასრულებლად. ჭეშმარიტად, ადამიანების ასეთი თავისუფლებით გაიხარებენ ზეცანი და მომავალი თაობები".

- ტყვეობაში, პატიმრობაში სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულის გამო ხვდებიან. ეკლესიას ყველას მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვს?

- მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ცოდვების მიმართ ეკლესიაშიც არსებობს სასჯელი სხვადასხვა საეკლესიო კანონის სახით, ეკლესიის დამოკიდებულება ნებისმიერი დამნაშავისა და ცოდვილის მიმართ ერთგვარია - ის ყველას იწყალებს, ყველას ანუგეშებს, ყველას გულში იკრავს. ყველა ადამიანი ხომ ღვთის შვილია და ეკლესიაც ერთნაირად ზრუნავს ყველა მათგანზე, ერთნაირად ცდილობს ყველას დახმარებას და ხსნას, როგორც მამა ზრუნავს ერთნაირად შვილებზე, იმის მიუხედავად, კეთილგონიერია ის, კეთილზნეობრივად ცხოვრობს თუ არაკეთილსინდისიერია.

ვიცით, რომ პატრიარქის კურთხევით დღეს ბევრი მოძღვარი დადის საპატიმროებში და იქ მრევლიც ჰყავთ. პატიმრებს ეს ძალიან სჭირდებათ. უფალმა ხომ სწორედ ავაზაკი შეიყვანა პირველად სასუფეველში, რადგან ჯვარზე გაკრულმა შეიმეცნა თავისი მდგომარეობა, სინანული გაუჩნდა და მაცხოვარს სთხოვა, მოეხსენებინა იგი, როდესაც სასუფეველში შევიდოდა. მის მსგავსად ბევრი პატიმარი სწორედ ტყვეობაში ყოფნისას აცნობიერებს თავის მდგომარეობას და მადლობს უფალს, რომ ტყვეობა მოიწია მასზე. ბევრი ამბობს - გარეთ რომ დავრჩენილიყავი და ძველებური ცხოვრება გამეგრძელებინა, შესაძლოა, უფრო დიდი სასჯელი მომეწია. იქნებ ცოცხალიც აღარ ვყოფილიყავიო. მრავალთათვის ფიზიკური ტყვეობა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლის საფუძვლად იქცა - ფიზიკურ ტყვეობაში დაიწყეს ქრისტიანული აზროვნება, აღმოაჩინეს უფალი და ცდილობენ თავიანთი არასწორი, უკეთური ცხოვრების წესის შეცვლას.

- ზოგჯერ ადამიანი დანაშაულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უხდება სასჯელის მოხდა. ზოგჯერ უდანაშაულო აღმოჩნდება ხოლმე საერო ტყვეობაში. რატომ უშვებს უფალი ამგვარ განსაცდელს?

- ღვთის ნებას ბოლომდე ვერ ჩავწვდებით. შესაძლოა ადამიანს ამქვეყნად საერთოდ არ მოუწიოს სასჯელის მოხდა, თუმცა საბოლოოდ დაუსჯელი არავინ დარჩება. შესაძლოა, გარკეული დროის შემდეგ აგოს პასუხი დანაშაულზე - ეწიოს სასჯელი და ეს ისეთ დროს მოხდეს, როცა სრულიად უდანაშაულოა. წმინდა ეფრემ ასურის მაგალითი გავიხსენოთ - მას ცხვრების მოპარვა დააბრალეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. დილეგში ყოფნისას დაფიქრდა და გააცნობიერა, რომ ოდესღაც ჩადენილი ცოდვების გამო ისჯებოდა. უდანაშაულოდ ტყვეობაში მოხვედრა არ არსებობს; ამ გზით უფალი საშუალებას გვაძლევს, განსაცდელში მაინც დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ განვლილი ცხოვრება და ჭეშმარიტი გზით განვაგრძოთ სვლა. ესეც ერთ-ერთი გზა და საშუალებაა ადამიანის მოქცევისა.

- საინტერესოა, რატომ ითვლება პატიმრობაში მყოფთა მონახულება მოწყალების საქმედ...

- უფალი ბრძანებს: თუ შიშველი ვიყავი და არ შემმოსე, თუ მშიოდა და არ დამაპურე, თუ პატიმრობაში ვიყავი და არ მინახულე... ვერ ცხონდები, ვერ დადგები ჩემს მარჯვნივო. თავად მაცხოვარსაც მოუხდა საპყრობილეში ყოფნა. უფლის თითქმის ყველა მოციქულმა გამოიარა ტყვეობა. წმინდა და მართალმა ადამიანებმაც... უდიდესი სათნოებაა, მიხვიდე, მოინახულო და ანუგეშო გასაჭირში, განსაცდელში მყოფი, პატიმრობაში მყოფნიც ხომ განსაცდელში არიან. არავინ ვიცით, ხვალ რა გველის, შესაძლოა, მათ ადგილას აღმოვჩნდეთ ნებსით თუ უნებლიეთ. ნებისმიერ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი იმსახურებს თანადგომას, გამხნევებასა და პატივისცემას.

- სასჯელმოხდილებს სინანულის შემთხვევაშიც კი არ იღებს საზოგადოების დიდი ნაწილი. ბევრი ადამიანი ერიდება მათთან ურთიერთობასაც კი...

- ეს ერთი, ორი ან სამი ადამიანის კი არა, სისტემის ბრალია, რომელიც ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა. როგორც ვთქვით, ადამიანმა ნებისმიერ წამს შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომ პატიმრობაში აღმოჩნდეს. იმათზე ვამბობ, სასჯელმოხდილთაგან თავის გარიდებას რომ ცდილობენ.

საპატიმროებშიც ცუდად ეპყრობიან პატიმრებს - რადგან შესცოდეს, დანაშაული ჩაიდინეს, ადამიანებად აღარ თვლიან. პირიქით, სითბო, სიყვარული და ნუგეშისცემა მათ მიმართ მეტად უნდა გამოვიჩინოთ, რომ მათში სინანულმა გაიღვიძოს. მართალია, შესცოდეს, მაგრამ ხომ არსებობს გამოსავალიც, ხომ არსებობს სინანულის გრძნობაც, ხომ არსებობს ხსნაც. იმას კი არ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ კაცი საპყრობილიდან უფრო გაბოროტებული, გამრუდებული აზროვნებით გამოვიდეს, არამედ სასიკეთოდ შეცვლილი დაუბრუნდეს საზოგადოებას.

საზოგადოებამაც უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ამ ადამიანთა მიმართ. მათთან ბრძოლით საკუთარ ბუნებას ვებრძვით, არადა ყველა ჩვენგანს ერთი, ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნება გვაქვს. სახარებიდან ის ეპიზოდი გავიხსენოთ, როცა მაცხოვარს მრუშ დედაკაცს მიუყვანენ და იმ დროს არსებული წესის თანახმად მისი ჩაქოლვის უფლებას სთხოვენ. მაცხოვარი მათ მიმართავთ: ვისაც არ შეუცოდავს, პირველად მან ესროლოს ქვაო. ვერავინ ესროლა. როგორ შეიძლება ადამიანი ცამდე მართალი იყოს, როცა ყველანი ცოდვის შვილები ვართ?! ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა. ბევრმა, როგორც ვთქვით, პატიმრობაში გააცნობიერა დანაშაული, შეიმეცნა თავისი დანიშნულება და გარეთ ბევრზე უკეთესი გამოვიდა თავისი აზროვნებით, მსოფლმხედველობითა და სულიერი თვისებებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat