ხილული და უხილავი სამყარო ერთმანეთისგან ადამის ცოდვით გაიყო
ხილული და უხილავი სამყარო ერთმანეთისგან ადამის ცოდვით გაიყო
უფალს ერთი ადამიანის სულიც კი გაცილებით მეტად უღირს, ვიდრე მთელი ხილული სამყარო
სამყარო - უხილავი თუ ხილული - ღმერთის მიერაა შექმნილი. მან არარსებობიდან არსებობაში მოიყვანა და შექმნა ყოველივე - უხილავიც და ხილულიც. ვიცით, რომ ღმერთმა პირველად უხილავი სამყარო - ანგელოზები, შემდეგ კი ხილული სამყარო, ქვეყანა შექმნა: "პირველად სამყარო იყო უსახო და უდაბური, საგანთა და არსებათა წარმომშობი მიზეზები - ყველა ნივთიერება, რომელისგანაც ქვეყანა შედგება, ერთად იყო არეული და ღვთის სული მიმოვიდოდა მასზე. სამყაროს ეს ქაოსური მდგომარეობა ექვს დღეში მოწესრიგდა და მას მიეცა სრულყოფილი სახე". ბოლოს ღმერთმა შექმნა ადამიანი და დაადგინა ხილული სამყაროს მბრძანებლად. ადამისთვის ღმერთმა წინასწარ მოამზადა სამოთხე - ედემის ბაღი, სადაც დაასახლა პირველი კაცი. შემოქმედმა ყოველივე კეთილად შექმნა. წმინდა წერილის თანახმად, თვით ღმერთმა ცნო მის მიერ შექმნილი ქვეყანა ფრიად კეთილად: "და იხილა ღმერთმა ყოველნი რაოდენნი ჰქმნა და აჰა კეთილ ფრიად". სამწუხაროდ, ჯერ ღვთისგან კეთილად შექმნილი ანგელოზების, შემდეგ კი ადამიანების უკეთურებისკენ მიდრეკით სამყაროში ყველაფერი შეიცვალა... გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- მიწიერი ადამიანისთვის სამყარო მხოლოდ ის არის, რასაც ხედავს, რაც ხილულია, მატერიალური, მაგრამ სამყაროში უნდა ვიგულისხმოთ ყველაფერი, რაც ღვთის მიერაა შექმნილი. ვიცით, რომ არსებობს უხილავი, არამატერიალური - ზეციური სამყაროც, რომელიც ღმერთმა ხილულ სამყარომდე შექმნა. ხილული და უხილავი სამყარო ერთმანეთისგან ადამის ცოდვით გაიყო. ზეციური, სულიერი სამყარო უხრწნელია, მატერიალური, ხილული კი ხრწნადი. მატერიალური სამყარო კვდება დროში - უფრო და უფრო მეტად იხრწნება. მან ადამის ცოდვით დაიწყო გახრწნა. სამყაროზე ადამიანთა მიერ ჩადენილი თითოეული ცოდვა აისახება და რაც მეტად ემატება სამყაროს ცოდვები, მით მეტად ინგრევა და იხრწნება. საბოლოოდ, კაცობრიობის ცოდვები სამყაროს მეორედ მოსვლამდე მიიყვანს - იმ დრომდე, როცა მთლიანად განადგურდება ხილული სამყარო და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა - განსულიერებული მატერია, ისევე როგორც მეორედ მოსვლის შემდეგ აღმდგარ ადამიანთა სხეულები. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანები მეორედ მოსვლის შემდეგ იმავე სხეულებით აღდგებიან, მაგრამ ეს სხეულები აღარ იქნება ხრწნადი, არამედ განსულიერებული - არ ექნებათ ვნება, აღარ განიცდიან შიმშილს, სიცივეს, არ დაბერდებიან. უფალთან მიმართებით ეს განსულიერებული სხეულებიც მატერია იქნება, ოღონდ უხრწნელი - ადამიანები და სამყარო ისეთი გახდება, როგორიც უფალმა შექმნა, როგორიც იყო ადამის ცოდვით დაცემამდე.

- საინტერესოა, საერთოდ რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო...

- მიზეზი უხილავი თუ ხილული სამყაროს შექმნისა ღვთის მრავალმოწყალება და უსაზღვრო სიყვარულია. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უფალი თავად სიყვარულია და ამ სიყვარულით, ამ სიყვარულის გარდამოდევნით შექმნა მთელი სამყარო. მხოლოდ ღმერთი არსებობდა, ყოვლადწმიდა სამება - უცვალებელი, დაუსაბამო, დაუსრულებელი... ყოვლადწმინდა სამება იყო უდიდესი სიყვარული, უდიდესი ნეტარება. თავად მასში იყო ეს ყველაფერი და უფალმა გადაწყვიტა, ამის თანაზიარი გაეხადა სხვებიც. პირველად შექმნა ზეციური სამყარო, ანგელოზთა დასები. ანგელოზთა ნაწილის (წმინდა წერილის წმინდა მამათა განმარტებების მიხედვით - ანგელოზთა დასების დაახლოებით მესამედის) ცოდვით დაცემის შემდეგ უფალი ქმნის ხილულ, მატერიალურ სამყაროს და უკვე ადამიანს აძლევს სხვანაირ, ანგელოზთაგან განსხვავებულ ბუნებას.

ადამიანის ბუნება სუსტია, მაგრამ თუ კაცი ცოდვაში ჩავარდება, მყისვე შეუძლია მოინანიოს; მას აქვს ასეთი თვისება - რამდენჯერაც შესცოდავს, იმდენჯერ შეუძლია შეინანოს და ამით ზეციური სასუფეველი მოიპოვოს.

- არსებობს თუ არა სწავლება იმის შესახებ, დედამიწის რომელ კუთხეში მდებარეობდა ედემის ბაღი და აისახა თუ არა ადამის ცოდვა ხილული სამყაროს ამ ნაწილზეც?

- გამრავლების შემდეგ კაცობრიობა მთელ დედამიწაზე დასახლდა, მაგრამ ადამს არ სჭირდებოდა მთელი დედამიწა და უფალმა ის განსაკუთრებულ ადგილას - ედემში დაამკვიდრა. წმინდა მამათა და ეკლესიის გადმოცემით, მიწიერი სამოთხე მოიცავდა ტერიტორიას თანამედროვე ისრაელიდან შუამდინარეთამდე. ედემის ბაღი ხომ აღმოსავლეთს ნიშნავს.

ადამისა და ევას სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ უფალმა სამოთხის კართან მბრუნავმახვილიანი ქერუბიმები დააყენა. თავად ედემის ბაღი ისეთივე უხრწნელი დარჩა, როგორიც ცოდვით დაცემამდე იყო, დანარჩენი ხილული სამყარო კი ხრწნილებას დაემორჩილა. სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანები ედემის ბაღის მახლობლად დასახლდნენ და მარადის ჭვრეტდნენ იმას, რაც დაკარგეს. როგორც წმინდა მამები გადმოგვცემენ, ედემის ბაღი წარღვნამდე არსებობდა დედამიწაზე, მაგრამ იქ შესვლა ადამიანებს არ შეეძლოთ. წარღვნის დროს ედემის ბაღი აღტაცებულ იქნა ზეცად და დედამიწაზე მისი კვალი გაქრა.

ედემში დამკვიდრებულ ადამს უფალმა უთხრა: თუ ამ ხის ნაყოფს შეჭამ, მოკვდებიო. ადამმა იხმია ამ ხის ნაყოფი, მაგრამ უფლის მრავალმოწყალების გამო მისი სიკვდილი მეყსეულად არ აღესრულა; უფალმა ადამიანს დრო მისცა და მანაც ნელ-ნელა იწყო კვდომა. ღმერთმა ადამს ისიც უთხრა, რომ მასთან ერთად მთელი კაცობრიობა დაიხოცებოდა, რადგან ადამში ყველა ადამიანმა შესცოდა. უფალმა ადამს გამრავლების შესაძლებლობა მისცა და აღთქმა დაუდო, რომ გამრავლებულ კაცობრიობაში თავად მოვიდოდა და გამოიხსნიდა მას. უკვე თავად განკაცებულმა უფალმა გვასწავლა გზა, როგორ დავიხსნათ თავი მარადიული სიკვდილისაგან.

- როდის მოხდა დედამიწის კონტინენტებად დაყოფა?

- ეკლესიური სწავლებით, როდესაც ღმერთმა ხილული სამყარო შექმნა, დედამიწაზე ერთადერთი კონტინენტი არსებობდა (ამას მეცნიერებიც ამტკიცებენ და ამ კონტინენტს პანბიას უწოდებენ), დედამიწის კონტინენტებად დაყოფა კი წარღვნიდან რამდენიმე თაობის წარმოქმნის შემდეგ მოხდა, როცა ადამიანები სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლდნენ. ბიბლიის თანახმად, ეს მამამთავარ ფალეგის დროს მოხდა: "იყო ფალეგ და მის დროს დაიყო ქვეყანა".

- დროის წარმოქმნა ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ მოხდა, ე.ი. დრო მხოლოდ ხილულ სამყაროში არსებობს...

- დრო მხოლოდ მატერიალური სამყაროს შემადგენელი ნაწილია. თანამედროვე მეცნიერების ნაწილიც კი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი სამყარო სამგანზომილებიანი კი არა, ოთხგანზომილებიანია - მეოთხე განზომილებას დროს უწოდებენ. ადამიანისა და მთელი სამყაროს კვდომის სისწრაფის აღრიცხვაა დრო. როდესაც სამყარო მოკვდება ამ ფორმით და იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, დროც განადგურდება. ზეციურ, არამატერიალურ სამყაროში კი, სადაც კვდომა, გახრწნა არ ხდება, დროც არ არსებობს. არც ჯოჯოხეთში არსებობს დრო, რადგან ჯოჯოხეთიც დაურღვეველია - მარადისობაში იარსებებს.

- ღმერთმა ხილული სამყარო ექვს დღეში შექმნა. ხუთი დღის განმავლობაში ყველაფერს თავისი ხატებისა და მსგავსებისთვის - ადამიანისთვის ქმნიდა, ადამიანი - მეფე, გვირგვინი ქმნილებისა კი მეექვსე დღეს შექმნა და ყოველივე უბოძა. რატომ დაადგინა უფალმა ადამიანი ხილული სამყაროს მბრძანებლად?

- უფალმა ხილულ სამყაროში კი არ შექმნა ადამიანი, არამედ ხილული სამყარო შექმნა ადამიანისთვის. თავისთავად, ის, რაც ადამიანისთვის - ადამისთვის შეიქმნა, უნდა დამორჩილებოდა კიდეც ადამს. ღმერთმა ჯერ შექმნა ის, რაც ადამიანს სჭირდებოდა და შემდეგ შექმნა ადამი.

- როგორ ცხოვრობდნენ პირველი ადამიანები ედემის ბაღში, ცოდვით დაცემამდე? რა ევალებოდა ადამს?

- ამის შესახებ ბიბლია მოგვითხრობს. ადამის მოვალეობა ედემის ბაღის მოვლა იყო. ამ მოვლაში გონებით ფხიზლად ყოფნა იგულისხმებოდა. ამდენად, ადამიანს უპირველესად საკუთარი თავისთვის უნდა მოევლო, რათა ფხიზლად ყოფილიყო ბოროტის შემოტევისას. ადამიანი რომ დამარცხდებოდა, უფალმა წინასწარ უწყოდა, ჯერ კიდევ ადამის შექმნამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შექმნა იგი. უფალმა იმ ათასებისთვის შექმნა სამყარო, რომლებიც ცხონდებიან იმ მილიარდთა შორის, სამყაროს შექმნის დროიდან რომ ცხოვრობდნენ დედამიწაზე. უფალს ერთი ადამიანის სული გაცილებით მეტად უღირს, ვიდრე მთელი ხილული სამყარო.

- ზეციურ სამყაროში, როგორც უფალი ბრძანებს, მრავალი სავანეა. როდის წარმოიქმნა ისინი?

- ზეციური სამყაროს სავანეებში უნდა ვიგულისხმოთ სულიერი მდგომარეობები, რომლებიც უხილავი სამყაროს შექმნიდან არსებობს. ვიცით, რომ ანგელოზთა დასში არსებობს იერარქიულობა - სულიერი მდგომარეობები. გამოხნის შემდეგ, როცა ზეციურ სამყაროში ადამიანთა სულებიც დაბრუნდნენ, მათაც მიენიჭათ სხვადასხვა სულიერი მდგომარეობა - ვინც მეტად დაიხარჯება ღვთისთვის, სასუფევლისთვის, მას მეტი და უკეთესი მიეცემა.

წმინდა მამათა სწავლებით, ზეციური სამყარო მდგომარეობაა და არა ფიზიკური ადგილი, რადგან იქ სულები მკვიდრობენ. როდესაც მეორედ მოსვლის შემდეგ სამყარო საბოლოოდ განიყოფა სამოთხედ და ჯოჯოხეთად, ზეციურ იერუსალიმში არა სულები, არამედ აღმდგარი - სულით და ხორცით შეერთებული ადამიანები დაიმკვიდრებენ ადგილს. ზეციური იერუსალიმი, როგორც ხორცი, რომელიც აღდგება, უკვე განსულიერებული მატერია იქნება. მართალთა სულები, რომლებიც ამჟამად მკვიდრობენ სასუფეველში, ნეტარებას განიცდიან, რადგან უწყიან, როგორი ნეტარება მოელით მეორედ მოსვლის ჟამს და ამ მოლოდინით წინასწარ ნეტარებენ. იმ ადამიანთა სულები კი, რომელთაც მეორედ მოსვლის შემდეგ სამარადისო დაღუპვა ელით, წინასწარ მწუხარებენ.

- ჯოჯოხეთიც ხომ სულიერი მდგომარეობაა, რომელიც ანგელოზთა ცოდვით დაცემის შემდეგ, ხილული სამყაროს შექმნამდე წარმოიქმნა...

- ამჟამად ჯოჯოხეთი სულიერი დაღუპვის მდგომარეობაა. იქ მყოფი სულების ერთადერთი საფიქრალი საკუთარი მწუხარება, საკუთარი სატანჯველია. ჯოჯოხეთში ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე გოდებს - ყველას თავისი სტკივა, თავისი მდგომარეობა ახსოვს.

ჯოჯოხეთი მყოფობითი მდგომარეობაა. მეორედ მოსვლის შემდეგ ისიც გარკვეულწილად მატერიალური იქნება, რადგან იქაც დაიმკვიდრებენ ადამიანები, რომლებსაც განსულიერებული მატერიალური სხეულები ექნებათ. ამის გამო ის სატანჯველი, რომელიც ჯოჯოხეთისთვის განწირულ ადამიანებს ელით, დაუსრულებელი იქნება.

- საბოლოო და მარადიულ სამყოფელს ადამიანები დაიმკვიდრებენ მეორედ მოსვლის შემდეგ, როცა საბოლოო განსჯა აღესრულება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების შემდეგაც რჩება ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სულის ცხონების შესაძლებლობა. ეკლესიისა და ახლობლების ლოცვაც ხომ სწორედ ამისთვისაა საჭირო...

- რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სასუფევლისა და ჯოჯოხეთის გარდა არსებობს კიდევ რაღაც მდგომარეობა, როგორიც კათოლიკეთა განსაწმენდელია. არსებობს ადამიანთა სამი კატეგორია: ერთთა საქმენი, სულიერი მდგომარეობა უცოდველია - ცოდვები სრულიად შეინანეს, არ გაჰყვათ გარდაცვალების შემდეგ და ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრეს; თავის მხრივ, არსებობს ორგვარი ჯოჯოხეთური მდგომარეობა - ერთნი უიმედოდ არიან ჯოჯოხეთში წარწყმედილნი, მათი გამოხსნის შესაძლებლობა არ არსებობს, მეორენი კი გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან - არ იციან, რა ელით მეორედ მოსვლის ჟამს - წარწყმდებიან თუ ცხონდებიან. ასეთი ადამიანები არამომაკვდინებელი ცოდვებით არიან გარდაცვლილნი და მათთვის შეიძლება ეკლესიისა და ახლობლების ლოცვა, მათ სახელზე კეთილი საქმეების კეთება, რათა ღვთის მრავალმოწყალება აღვძრათ მათ საცხოვნებლად. უფალი ჩვენს ლოცვასა და კეთილ საქმეებს მათი ცხონების მიზეზად დაიდებს, მაცხოვნებელი კი თავად მრავალმოწყალე ღმერთია.

- წუთისოფელში, მატერიალურ სამყაროში ყოფნისთვის ზოგს ხანგრძლივი ჟამი ეძლევა, ზოგს - მცირე...

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანი მიწიერი სამყაროდან იმ დროს გადის, როცა მისი სული საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად ცხონდებიან. წარწყმედილთა სულები უფრო მეტხანსაც რომ გაეჩერებინა უფალს ხორცში, კიდევ და კიდევ დაიმძიმებდნენ ყოფას, რადგან მათი საბოლოოდ ჭეშმარიტებაზე მოქცევა შეუძლებელი იყო. ამიტომ სული იმ დროს გაჰყავს ამ ქვეყნიდან შემოქმედს, როდესაც ყველაზე ნაკლებ სატანჯველს დაიმსახურებს. ვისაც სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონია ისეთი სულიერი მდგომარეობა, რომ შესაძლებელია მისი ცხონება, სწორედ ამ დროს გაჰყავს იგი უფალს, ხოლო ვისაც ხშირად აქვს ცხონების შესაბამისი სულიერი მდგომარეობა, საუკეთესო სულიერ მდგომარეობაში ყოფნის ჟამს მიჰყავს. წარწყმედილ ადამიანს, რომელიც ჯოჯოხეთში აღმოჩნდა, ცხოვრების მანძილზე ერთი წამითაც რომ ჰქონოდა ცხონებისთვის შესაბამისი სულიერი მდგომარეობა, უფალი სწორედ იმ მომენტში გაიყვანდა - შემოქმედი ხომ ყველა ადამიანში ცხონებას ეძებს და არა წარწყმედის მიზეზს.

- ადამის ცოდვით დაცემით მატერიალური, ხილული სამყარო შეიცვალა. რა მოხდა გამოხსნის შემდეგ?

- მაცხოვრის ცხოველმყოფელი სიკვდილის - ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კაცობრიობა გამოხსნილ იქნა სულიერად - მას დაუბრუნდა სამოთხე, გაეხსნა სასუფევლისკენ მიმავალი გზა და ადამიანები ეშმაკის მძლავრობისგან იქნენ დაცულნი. ის ძალაუფლება, ხელმწიფება, რომელიც ეშმაკს ძველ აღთქმაში ჰქონდა ადამიანზე, მაცხოვრის ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წაერთვა, თუ თავისი თავისუფალი ნებით თვითონ ადამიანი არ მისცემს მასზე ზემოქმედების ნებას. რაც შეეხება მატერიალურ სამყაროს, გამოხსნის შემდეგაც ხრწნადი დარჩა, მაგრამ გამოხსნით უფალმა მატერიალურ სამყაროში მყოფ ადამიანებს მისგან თავის დაღწევის საშუალება მისცა. ეს სამყარო საბოლოოდ განადგურდება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, რათა ადამიანებს მაქსიმალურად მიეცეთ ზეცაში დაბრუნების დრო და შესაძლებლობა.

- ადამიანები ხშირად წუხან, რომ ბუნება უარესობისკენ იცვლება...

- სამყაროში ყველაფერი ღვთის განგებულებით და ადამიანთა მოქცევისა და ზეციურ სასუფეველში დაბრუნებისთვის ხდება. რაც შეეხება სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს, რაზეც ხშირად წუხან, ეს, პირველ რიგში, ადამიანთა პესიმისტურ მდგომარებას აღნიშნავს. პესიმისტს აწმყოსა და მომავალში ყველაფერი ცუდად ეჩვენება, წარსულში კი კარგად. ვიცით, რომ ძველად გაცილებით დიდი კატაკლიზმები მომხდარა, ვიდრე დღეს ხდება. წარღვნაზე უარესი დედამიწაზე აღარ მომხდარა. როგორ შეიძლება, დღეს უარესი ბუნებრივი პირობები იყოს, ვიდრე წარღვნის დროს, როცა მთელი სამყარო განადგურდა? სამყაროში კატაკლიზმები ყოველთვის იყო და არც მომავალშია გამორიცხული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი სტიქიური უბედურება გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან. წმინდა წერილშიც გვიწერია - იქნება ბრძოლანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, რაც მეორედ მოსვლის მოახლოების ნიშნებია. მეორედ მოსვლა ყოველწამიერად ახლოვდება. იგი შეიძლება აღსრულდეს წლების, საუკუნეების შემდეგ, მაგრამ მოსალოდნელია რამდენიმე საათის შემდეგაც. ეს არავინ უწყის. მაგრამ ის კი ვიცით, რომ ახლოვდება, რადგან ყოველი წუთი გვაახლოებს მასთან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat