სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭეს ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი მიადგა
სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭეს ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი მიადგა
წელიწადი ხდება, რაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ამერიკისა და კანადის ქართულ სამრევლოთა მმართველობა შეიქმნა, რომლის წინამძღოლადაც, წმინდა სინოდის განჩინებით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) დაადგინეს. მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, უკვე მომრავლდა სასულიერო პირთა რაოდენობა. ამჟამად აშშ-ში ოთხი მღვდელმსახური მოღვაწეობს. ქართველი მამები აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზეც ქადაგებენ ღვთის სიტყვას. ღვთისმსახურება აღევლინება ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოსა და ატლანტაში. მალე წირვა-ლოცვა ჩატარდება ჩიკაგოსა და კანადაში.

ინტერნეტის დახმარებით დავუკავშირდი ამერიკაში მღვდელმონაზონ იოანეს (კავსაძე). მამა იოანე ლოს-ანჯელესში წმინდა ნიკოლოზისა და ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრებში მსახურობს. მისი თქმით, ამერიკისა და კანადის ქართულ სამრევლოთა მმართველობის დაარსება ქართველთა მიგრაციამ განაპირობა. როდესაც ეს პროცესი დაიწყო, უწმინდესი თავს იკავებდა ასეთი სახის სამრევლოთა მმართველობის დაარსებისაგან, იმედი ჰქონდა, ქართველები მალევე დაუბრუნდებოდნენ სამშობლოს. დღეს კი ჩვენი რეალობა სხვაგვარია.

ამერიკაში მყოფი ქართველების უმრავლესობა თითქმის დაფუძნდა საზღვარგარეთ და სულიერ მზრუნველობას საჭიროებს.

- როგორ მიიღეს ამერიკაში ქართველმა ემიგრანტებმა ქართული სამრევლოების გახსნა?

- წმინდა სინოდის ეს გადაწყვეტილება ყველამ დიდი სიხარულით მიიღო. მეტიც, უწმინდესს ამერიკის სხვადასხვა ქალაქიდან წერილებსაც წერდნენ ემიგრანტი ქართველები და სთხოვდნენ ქართველი სასულიერო პირის გამოგზავნას. ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი ჩვენი თანამემამულეების თანადგომა, სითბო. დღეს ყველა მადლიერნი ვართ ღვთისა და მისი უწმინდესობისა. აქ ძალიან დამეხმარა და გზა გამინათა უწმინდესისა და უნეტარესის ავტორიტეტმა. ყველა ჩვენს პატრიარქზე მეკითხებოდა და მადლობდნენ ღმერთს, რომ ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

- როგორია ქართველი ემიგრანტების და საქართველოდან წასული სასულიერო პირების ყოველდღიური ცხოვრება?

- ქართველს ყოველთვის უჭირდა საკუთარი ქვეყნის დატოვება, მაგრამ დღეს ცხოვრება შეიცვალა. უცხოეთში თანდათან ფუძნდება ქართული სათვისტომოები. რა თქმა უნდა, არის სირთულეებიც, მაგრამ ქართული ეკლესიის დაფუძნებამ და მისმა მზრუნველობამ კარგი შედეგი გამოიღო. ღვთის წყალობით, უკვე გვყავს მგალობლები, სტიქაროსნები, მედავითნეები. მალე ამოქმედდება სამრევლო სკოლაც... აქ თითქმის ყველა კულტურულ ერს თავისი ეკლესია, სკოლა, ინსტიტუტი და საზოგადოება აქვს დაფუძნებული და ეს ჩვენც სტიმულს გვაძლევს...

მეუფე დიმიტრი ოქტომბრის დასაწყისში კალიფორნიის შტატს სტუმრობდა. დალოცა და აკურთხა აქ მცხოვრები ქართველები. ლოს-ანჯელესის, კალიფორნიის და მთლიანად ამერიკასა და კანადაში მცხოვრები ქართველებისათვის ღვთისმშობლის სახელზე პარაკლისი გადავიხადეთ. მრავალი ადამიანი დაესწრო ღვთისმსახურებას, რამაც უდიდესი ნუგეში მისცა ქართველ ემიგრანტებს. სან-ფრანცისკოში წირვა-ლოცვა თავად მეუფემ აღავლინა. ასევე ბევრი ქართველი შეიკრიბა. მეუფე დიმიტრის ვიზიტს მართლაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მეუფის გადაწყვეტილებით და ლოცვა-კურთხევით, იკურთხა ლოს-ანჯელესის ქართული სამრევლო წმინდა ნიკოლოზის სახელზე. ხოლო სან-ფრანცისკოს სამრევლო იკურთხა ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის სახელზე, რამაც უდიდესი სიხარული მიანიჭა აქაურ ქართველებს. ერთ-ერთმა ჩვენმა მრევლმა აღნიშნა კიდეც: - ზეციურმა დედოფალმა სათნოყო, რომ ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ეკლესიის სახით გაიბას სულიერი ძაფები ამერიკის ოქროს კარიბჭესა და კავკასიურ იბერიას შორისო. მართლაც, ივერიის კარიბჭის ღვთისმშობელი თითქოს მოადგა სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდს, რაც ალბათ დიდი წყალობის ნიშანია ღვთისმშობლისაგან.

- როგორია თქვენი თვალით დანახული თანამედროვე ამერიკა?

- ამერიკაში მშვენივრადაა მოგვარებული სოციალური საკითხები. შრომის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებ და ყველანაირად უზრუნველყოფილად გრძნობ თავს. მთლიანობაში ამერიკელები კარგები არიან, გულწრფელები, ხალასი ბუნებისანი და ძალიან გონიერები. იგრძნობა სულიერების დეფიციტიც. საზოგადოება სულიერ შიმშილს განიცდის. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ მათგან და ასევე მათაც - ჩვენგან.

- მამა იოანე, თუ შეიძლება ცოტა რამ გვიამბეთ თქვენზე. როგორ დაიწყეთ სასულიერო ცხოვრება?

- ცოდვებით დამძიმებული მივადექი ეკლესიის კარს და დღემდე წყალობას ვითხოვ ღვთისგან.

დავიბადე თბილისში 1977 წლის 8 მარტს. დავამთავრე თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. ბავშვობაში განსაკუთრებით მიტაცებდა ხელოვნება, მუსიკა, პოეზია... მქონდა მუსიკალური ჯგუფი და ვწერდი კიდეც სიმღერებს. შემდეგ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან წამოვედი ინსტიტუტიდან. შემდეგ გამიტაცა ფილოსოფიამ, ნიცშემ... ეკლესიაში განსაცდელებით, სინანულით მოვედი. ჩემთვის მთავარი გახდა, მღვდელთან აღსარება მეთქვა და ვზიარებოდი ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ჩემზეც აღსრულდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები - ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწვნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნესო. ვგულისხმობ იმას, რომ მე ცოდვას უფრო ვეძებდი, ვიდრე ღმერთს.. ვიდრე განსაცდელი არ დამატყდა თავს, მანამდე არ მივედი ეკლესიაში.

ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მქონდა პირველი შეხება რელიგიასთან, მაგრამ გამოკვეთილად მახსოვს რჩევა ერთი ბერისა, რომელმაც მითხრა, - სასულიერო პირობა არ არის გარანტია ცხონებისა. ადამიანს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს რწმენასა და კეთილ საქმეებთან შეზავებული სიმდაბლე და იმედი ღვთისა... რომ გადარჩე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ წოდებით თუ სოციალური მდგომარეობით. ყველა თავისი საზომით უნდა სათნო ეყოს ღმერთს. სიყვარულში კი ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, რადგანაც არ არსებობს ჭეშმარიტ სიყვარულში საზომი და სასწორი.Mმისი დარიგება განსაკუთრებით დამამახსოვრდა.

ეკლესიური ცხოვრება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვფიქრობ, ეს უფრო ბუნებრივია ადამიანისთვის, ვიდრე არაეკლესიურობა.

- მამაო, გთხოვთ გაიხსენოთ თქვენი ამერიკაში წასვლის წინა პერიოდი.

KARIBCHE
- შარშან სექტემბერში ჩამოვედი პირველად ლოს-ანჯელესში ჩემი მეგობრის, გიორგი დავითიანის მოწვევით. მას დედა ჰყავდა მძიმედ ავად და გარდაცვალების წინ ქართველი სასულიერო პირის მასთან ყოფნა და ლოცვა მისთვის დიდი ნუგეში იყო. მე მის თვალწინ ვიზრდებოდი. ქალბატონი თინა ზარდიაშვილი საოცარი ბუნებისა გახლდათ. ბოლო პერიოდში საუბარიც კი უჭირდა და მაინც ცდილობდა ჩემთვის ყურადღება არ მოეკლო. თავად გასაჭირში მყოფი სხვაზე ზრუნავდა. ღმერთმა განუსვენოს მას, სადაცა მართალნი განისვენებენ. მისი დაკრძალვის შემდეგ ბევრ ქართველს შევხვდი, რომელთაც გამოთქვეს სურვილი ქართული ეკლესიის გახსნისა ლოს-ანჯელესში და საერთოდ კალიფორნიის შტატში. შევკრიბე მათი მოსაზრებები და თხოვნა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი წარვუდგინე მეუფე დიმიტრის, რომელიც უკვე მეთვალყურეობდა ამერიკისა და კანადის სამრევლოებს. რამდენიმე თვეში ჩვენმა პატრიარქმა და მეუფე დიმიტრიმ მაკურთხეს ამერიკაში ღვთისმსახურებისთვის.

- თქვენი აზრით, ძალიან შეიცვალა ამერიკაში მცხოვრები ქართველობა?

- აქაურ ქართველობას უფრო ჩამოუყალიბდა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი აზროვნება. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გარკვეულ საკითხებზე ისინი არ კარგავენ ერთმანეთთან საურთიერთობო გზებს და აცნობიერებენ იმას, რომ თუ ქართველი ქართველს გვერდით არ დაუდგება, ამ ქვეყანაში რთული იქნება საერთო წარმატებების მიღწევა. უნდა ითქვას ისიც, რომ აქაური ქართველობა ამერიკელებისგან კარგს ითვისებს და თავის კარგსაც ინარჩუნებს.

ქართული სამრევლო დგამს პირველ ნაბიჯებს. ჯერჯერობით მწირობაში ვართ. "მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს". მადლიერების გრძნობით აღვნიშნავ, რომ სან-ფრანცისკოში წმინდა იოანე სანფრანცისკოელის სულიერმა შვილებმა, საოცრად გულისხმიერმა ცოლ-ქმარმა ნონამ და ვსევოლოდმა, მომცეს თავშესაფარი თავიანთ სახლში სრულიად უსასყიდლოდ, მათ ძალიან უყვართ ჩვენი ეკლესია, ჩვენი პატრიარქი და მშობლიურ მზრუნველობასაც კი იჩენენ ჩემს მიმართ. მათთან კი დამაკავშირა ეკატერინე დუმბაძემ, აწ განსვენებული ცნობილი ქართველი კალიგრაფის, ანტონ დუმბაძის ქალიშვილმა. გულითადად ვემადლიერები მათ, ვლოცავ და მადლობას ვუხდი თქვენი ჟურნალის საშუალებით.

გმადლობთ თქვენც, რომ დაინტერესდით ჩვენი ყოფით და სიყვარულით მოგვიკითხეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს მორწმუნე ერი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat