გონების ღვთისკენ მიმართვა უნდა ვისწავლოთ
გონების ღვთისკენ მიმართვა უნდა ვისწავლოთ
ღვთის ნებას თუ შეიცნობს ადამიანი, წმინდანია
"ნუთუ ღმერთი, არარაობიდან რომ მოგვიყვანა, ვერ შეძლებს ხელახლა აღგვადგინოს მაშინ, როცა უკვე მივიღეთ ყოფიერება და შევიმუსრეთ?" - ბრძანებს წმინდა კირილე იერუსალიმელი.

წმინდა კირილე იერუსალიმელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, განსაცდელის გადატანასა და უფლისადმი სასოების შესახებ გვესაუბრება მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ტარიელ (ჟღენტი):

- წმინდა კირილე იერუსალიმელს მრავალი ჩვენგანი არ იცნობს, არადა მისი ცხოვრება განსაცდელთა დაძლევის ცოცხალი მაგალითია.

წმინდა კირილე 315 წელს დაიბადა. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით იზრდებოდა. მონაზვნად აღიკვეცა, შემდეგ კი პრესვიტერად აკურთხეს.

იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში აღყვანილი კირილე არიოზისა და მაკედონიუსის ერესების წინააღმდეგ იბრძოდა. ამით არიოზის მიმდევარ ეპისკოპოსთა რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს მისი ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება.

351 წელს, სულთმოფენობას, იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. წმინდა კირილემ ამ გამოცხადების შესახებ არიანელ იმპერატორ კონსტანცის ამცნო და მის მართლმადიდებლობაზე მოქცევას ეცადა.

როცა შიმშილობა დაიწყო, კირილემ თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, ბოლოს კი მოშიმშილეთა დასახმარებლად საეკლესიო ნივთების გაყიდვა დაიწყო. წმინდა კირილეს მტრებმა ცილი დასწამეს, თითქოს ქალაქში მღვდელმთავრის შესამოსელში გახვეული მოცეკვავე ქალი ნახეს. კესარიის ყოფილმა ერეტიკოსმა მიტროპოლიტმა აკაკიმ წმინდა კირილე იერუსალიმიდან განდევნა.

მღვდელმთავარმა ტარსუსში ეპისკოპოს სილოვანს შეაფარა თავი. ადგილობრივ კრებაზე, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა, წმინდა კირილეც იმყოფებოდა. მიტროპოლიტ აკაკის არ უნდოდა მისი დაშვება და იმპერატორისა და არიანელი პატრიარქის ევდოქსის წინაშე დააბეზღა. კირილე გადაასახლეს. მოგვიანებით იგი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

იმპერატორმა იულიანემ აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო, აღედგინათ რომაელთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისთვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. ამ დროს კი წმინდა კირილე ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ ახდებოდა და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდებოდა.

ერთხელ, ღამით, ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ ახლად აგებული ტაძარი მტვრად იქცა. იუდეველებმა მაინც განაგრძეს მშენებლობა. მაშინ ციდან ცეცხლი გარდამოხდა და სამუშაო იარაღები გაანადგურა. ყველა შიშმა მოიცვა. მეორე ღამეს იუდეველთა ტანსაცმელზე ჯვრები გამოისახა, რომლებიც ვერაფრით მოიშორეს. ამ გამოცხადების შემდეგ წმინდა კირილე კვლავ განდევნეს.

მღვდელმთავარი მოღვაწეობას მეფე თეოდოსის დროს დაუბრუნდა, როდესაც იულიანე უკვე დაღუპული იყო. წმინდა კირილემ მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში. დაწერა 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: განრღვეულთათვის და კანას გალილეაში წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის.

წმინდა კირილე იერუსალიმელი 386 წელს გარდაიცვალა. მის ხსენებას 31 მარტს ვდღესასწაულობთ.

გამოვყოფ წმინდა კირილე იერუსალიმელის სწავლებას აღდგომის შესახებ.

"ნუთუ ღმერთი, არარაობიდან რომ მოგვიყვანა, ვერ შეძლებს ხელახლა აღგვადგინოს მაშინ, როცა უკვე მივიღეთ ყოფიერება და შევიმუსრეთ?" - წერს წმინდა მამა. ეს ციტატა აღდგომაზეა. ურწმუნონი ამბობენ, აღდგომა არ იქნებაო. სინამდვილეში იცით როგორ არის? როცა სული განშორდება ადამიანს, სხეული ხრწნას და მიწასთან შეერთებას იწყებს. კომაში მყოფების, აპარატზე მიერთებულების სხეული არ იხრწნება, მაგრამ როგორც კი სულს განუტევებენ, იხრწნებიან. თუ მიწად ქცეულს სული მიუბრუნდა, უფლის განგებით, ის მიწაც ჩვეულებრივ ხორცად გარდაიქმნება.

- საინტერესოა, რას ბრძანებს განსაცდელის გადატანის შესახებ წმინდა კირილე, რომელმაც, როგორც თქვენი მონათხრობიდან ჩანს, უამრავი წინააღმდეგობა გადალახა...

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ღმერთთან ურთიერთობა - ლოცვა. ჩვენ ლოცვა არ ვიცით. როცა განსაცდელი მოგვევლინება, გონება არ იმართება ღვთისკენ, რათა შეგვიმსუბუქოს ან თავიდან აგვაცილოს იგი. ამ დროს ის ადამიანი გვახსენდება, ვისაც, ჩვენი აზრით, შეუძლია გადაგვარჩინოს, გვიმკურნალოს. მაგალითად, თუ კაცს ვალი აქვს, ფიქრობს, ვის მიაკითხოს, ვინ ასესხებს ფულს; არ იწყებს ლოცვას, რომ ღმერთმა წყალობა, ბარაქა მისცეს. თუ ვინმე ავად ხდება, ფიქრობს, რომელი ექიმი ან წამალი უშველის...

გონების ღვთისკენ მიმართვა უნდა ვისწავლოთ. პირველ რიგში, სარწმუნოება უნდა გვქონდეს, რადგანაც ის არის გადამრჩენი და მშველელი. უფალს, რომელმაც არარაობიდან მოგვიყვანა, ყველაფერი შეუძლია. ჩვენ კი არ გვწამს მისი, ხოლო როცა უფალი არ გვეხმარება, განსაცდელის გადატანაც გვიძნელდება...

- მამა ტარიელ, როგორ მივენდოთ ღვთის განგებულებას, როგორ ვსასოებდეთ უფალს?

- წმინდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, როცა ბავშვი ვერ ლაპარაკობს და ტირის, დედა ვალდებულია, გაუგოს, რა სტკივა, უმკურნალოს და მოუაროსო. ღმერთთან არ არის საჭირო ბევრი ლაპარაკი; მთავარია, შენი სულის შემუსვრილება დაანახო, მერე აუცილებლად მოგიშუშებს ტკივილს, ჩვენ კი ხშირად არასწორად ვიქცევით.

ყველას ღმერთი გვასულდგმულებს. დილით რომ იღვიძებ, უფლის დამსახურებაა. ყველაფრისთვის მადლობელი უნდა იყო. ამასთან, თუ ჩვენ, უბრალო ადამიანებმა, კომპიუტერი შევქმენით, რომელსაც უდიდესი მეხსიერება აქვს და ამდენ ინფორმაციას ინახავს, უფალი ხომ განუსაზღვრელი შესაძლებლობების მქონეა.

ხშირად მოკვდავნი ვერ ვაცნობიერებთ, რას ვთხოვთ უფალს. ერთი მამა ამბობს: უფალო, ბევრჯერ ისეთ რაღაცას გთხოვ, რაც ჩემთვის სასარგებლო არ არის, შენ კი მისრულებ, იმიტომ რომ გიყვარვარო. შემდეგ კისერი წაიტეხა და აღარაფერს ითხოვდა, ღვთის ნებას ემორჩილებოდა. ღვთის ნებასა და ღვთის დაშვებას შორის კი დიდი განსხვავებაა, რადგანაც ღმერთს სულ სხვა სურს ხოლმე, მაგრამ სიყვარულით უშვებს მეორეს. ბავშვს წვიმის დროს ეზოში უნდა გასვლა, მაგრამ არ უშვებენ - დასველდები, გაცივდებიო. მას კი ჰგონია, არასწორად ექცევიან და განაწყენებული რჩება...

ღვთის ნებას თუ შეიცნობს ადამიანი, წმინდანია, უკვე გასხივოსნებული. რომ გამოიცნო, რა სურს უფალს, ვნებებისგან უნდა განთავისუფლდე. არადა, ამქვეყნიური სიამოვნებანი გვიზიდავს, იმ თაგვივით გვიმწყვდევს ხაფანგში, რომელიც საყვარელი საკვებით მოტყუვდა და გაება...

ღმერთმა დალოცოს საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია და ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველი.

ესაუბრა
თამთა გოგიჩაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat