საღვთო ნიჭები
საღვთო ნიჭები
სულიწმინდა აცისკროვნებს მათ, ვისაც სულიერი თვალები აქვს
სულიწმინდა არის ყოველგვარი სიკეთის წყარო. მისით გვეძლევა სხვადასხვა ნიჭი - ნიჭის გარეშე არავის ტოვებს უფალი. "როგორც მზე სხივებით ყოველივეს ნათელს ჰფენს, ასევე სულიწმინდა აცისკროვნებს მათ, ვისაც აქვს სულიერი თვალები. ისინი კი, რომლებიც ვერ ხედავენ ამ ნიჭებს, სულიწმინდას კი ნუ დაადანაშაულებენ, არამედ საკუთარ ურწმუნოებას დააბრალონ,"- გვმოძღვრავს წმინდა კირილე იერუსალიმელი.

რა არის სულიწმინდის ნიჭი, როგორ უნდა ამოიცნოს ადამიანმა თავის თავში ღვთისგან ბოძებული ტალანტი, შემდეგ როგორ განავითაროს, საით მიმართოს... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ირაკლი კუთხაშვილი.

- რა არის ზოგადად ნიჭი, რისთვის გვეძლევა იგი და რატომ არ ეძლევა ყველას ერთნაირად?

- არსებობს "შვიდი ნიჭი სულისა წმიდისა". ესენი გახლავთ: შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმისყოფა, სიბრძნე. უფალმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა და მასში ჩადო სიყვარული და ბევრი სხვა საუკეთესო თვისება, რომლითაც ადამიანი უნდა წარემატოს სულიერ ცხოვრებაში, საბოლოოდ განიღმრთოს და დაემსგავსოს უფალს. ნიჭი უფლის წყალობით ეგზავნება ადამიანს გადარჩენისათვის, უფალთან დასაახლოებლად. სხვადასხვა სახის ნიჭი არსებობს და უფალი მათ სხვადასხვა დოზით ანაწილებს. მთავარია, სწორად მიაგნო, აღმოაჩინო საკუთარ თავში, თუ რისი ნიჭი მოგეცა და შესაბამისად, კეთილად წარმართო იგი. სხვათა შორის, ნიჭის მიგნებაში მშობლებიც უნდა დაეხმარონ შვილებს. ზოგჯერ მშობელი ბავშვს თავს ახვევს მისთვის ხელსაყრელ ანდა სასურველ ინტერესებს, არ ითვალისწინებს შვილის პიროვნულ თავისებურებებს, ინტერესებს, მიდრეკილებებს და ამით თრგუნავს მის ნიჭს. თითოეულს თავისებური ნიჭი აქვს. ეს განსხვავებული ტალანტები მოგვენიჭება თითოეულს "მსგავსად ძალისა თვისისა". მოციქულებმა მათზე სულიწმინდის გადმოსვლის დღეს მიიღეს განსაკუთრებული მადლიანი ნიჭი, რაც მათ სჭირდებოდათ თავიანთი დიდი მსახურების შესასრულებლად; იმათი მემკვიდრენი - ეკლესიის მოძღვარნი ხელდასხმის საიდუმლოთი იღებენ ასევე ღვთიური მადლის საბოძვარს - "უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელს". ყოველი ქრისტიანი ეკლესიის საიდუმლოებებით იღებს უფლის მადლის წყალობას, რომელიც მკურნალობს მის სულიერ და ხორციელ უძლურებას. ამ მადლიანი საბოძვარის გარდა თითოეული ადამიანი ღვთისაგან იღებს ბუნებით წყალობას: სხვადასხვა საშუალებასა და ხერხს ღვთისა და მოყვასის სამსახურად. ყველა ეს ნიჭი იწოდება ტალანტებად. ღმერთმა იცის, ვის რამდენი სჭირდება, ვინ რამდენის გამოყენებას შეძლებს სასიკეთოდ და ამის შესაბამისად ანაწილებს წყალობასა და ნიჭს: ვის ხუთ ტალანტს აძლევს, ვის - ორს, ვის კი მხოლოდ ერთს. ღვთის მადლი არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, არ აიძულებს და ამძიმებს მის ბუნებას. ღმერთს "ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა" (1 ტიმ. 2,4). უფალი არავის ტოვებს უნიჭოდ. ყველას ურიგებს სიკეთის შეძლებას. მართალია, ზოგს ბევრს, ზოგს ცოტას, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას კი ცოტა.

- ე.ი. ნიჭი არის საშუალება ცხონებისა. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ვინც მეტი მიიღო ღვთისგან, მას მეტიც მოეთხოვება?

- მარტო მიღება არ არის მთავარი, არამედ საქმის კეთება და შემატება ახარებს უფალს. წმინდა მამები იგავს ტალანტებზე ასე განმარტავენ: ღვთისგან ბოძებული მადლი შეიძლება იქცეს ჩვენს განსასჯელად, რადგან მადლის მიმცემი არის ყოვლის მხედველი და უკიდურესი მოწყალების შემდგომ სრულიად სამართლიანი მსაჯული. იგი არ უშვებს, რომ მისი მადლი უნაყოფოდ იქნეს გაბნეული, ართმევს გამოუსადეგარ მონას მოუფრთხილებელ და უსარგებლო წყალობას და ტოვებს წყვდიადსა და სატანჯველში. საგულისხმოა ისიც, რომ ერთგულ და სარწმუნო მონებს კარგად აქვთ შეგნებული, რომ ეს ნიჭი ანუ ტალანტი მათი არ არის, რომ მათ იგი მიეცათ არა დამსახურებისამებრ, არამედ ბატონის, ამ შემთხვევაში უფლის, მოწყალებით. ეს კაპიტალი - ტალანტი ბატონმა მათ ანდო და მათაც, ბატონისადმი მადლიერების გრძნობით აღვსილებმა, თავიანთი საქმე შეძლებისამებრ შეასრულეს. წარმატებასაც ისინი თავიანთ თავს კი არა, ბატონს მიაწერენ - შენ მომეცი და მეც შევძინე მას, - ეუბნებიან ბატონს. მე კი არა, ღვთის მადლმა გააკეთა ეს საქმე, - ამბობს პავლე მოციქული. ჩვენ ვართ არაფრად ღირებული მონები... ასე უყურებენ მართალნი თავიანთ საქმეებს.

ნიჭი უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაღალი მოვალეობა ის კი არ არის, ბევრი ტალანტი მოგეცა თუ ცოტა, არამედ ის, თუ რამდენად ერთგულად შეასრულე შენი ვალი. წმინდა ილია მართალი ამბობს: "უფალმა იმისათვის კი არ დაგვირიგა ნიჭი (გონება, გული, სიმდიდრე), რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში ან მიწაში დავმალოთ; იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ. უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: "რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია". ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველადვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ". ის ზარმაცი მონა ყველაზე მეტად იმიტომ ისჯება, რომ თავის სიზარმაცესა და დაუდევრობას ბატონს აბრალებს. იგი პირისპირ უწოდებს მას შეუბრალებელსა და ხარბს. ტალანტის მიმცემს ადანაშაულებს თავის დაღუპვაში. თითქოს ამ ტალანტის მიცემით ბატონმა მას თავსატეხი გაუჩინა, ტვირთი აჰკიდა. თავსაც კი იწონებს იმით, რომ ტალანტს მთლიანად უბრუნებს ბატონს. სინამდვილეში ღვთისთვის ამ ტალანტთა დაბრუნება შეუძლებელია: ისინი შეიძლება ან გამრავლდეს, ანდა საერთოდ დაიკარგოს. თუ ადამიანი არ ისარგებლებს თავისი შესაძლებლობებით, მისი ხორციელი და სულიერი ძალები უმოქმედობისაგან თანდათანობით განილევა, დაჩლუნგდება და ასე აღსრულდება მასზე ქრისტეს სიტყვა: "რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს, და რომელსა არა აქუნდეს და რომელ-ღა იგი აქუნდეს, მოვეეღოს მისგან". ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: "ვინც მიიღო ნიჭი სიყვარულისა და სწავლებისა სხვათა სიკეთისათვის და არ ასარგებლებს მათ, იგი თავად ღუპავს ნიჭიერებას... ღმერთმა იმიტომ მოგვცა ნიჭი სიტყვისა, ხელი, ფეხი, სიძლიერე სხეულისა და გონება, რათა ყოველივე ეს გამოვიყენოთ საკუთარი ხსნისათვის და მოყვასის სასიკეთოდ. თუ ვსარგებლობთ ამ სიკეთეებით, მაშინ მივემსგავსებით უფალს, ხოლო თუ პირიქით, - მაშინ მივემსგავსებით ეშმაკს".

- ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს მირონცხებით მორწმუნეს სულიწმინდის სახელით ეძლევა სულიწმინდის ნიჭები. როგორ ვლინდება ამ ნიჭების მოქმედება სულიერ ცხოვრებაში?

- სულიწმინდის ნიჭების მოქმედება მრავალნაირად ვლინდება. უპირველეს ყოვლისა ეს არის - სიყვარული, რომელიც ფესვია ყველა კეთილი საქმისა. სულიწმინდა ადამიანს აძლევს სიბრძნეს. ეს კარგად ჩანს წმინდა მოციქულების მაგალითზეც. ისინი სულიწმინდის მიღებამდე იყვნენ ყველაზე უბრალო და უსწავლელი ადამიანები, შემდეგ კი, ვიცით, უფლის მადლმა რამდენი რამ ასწავლა მათ და განაბრძნო. სულთმოფენობის დღეს მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმინდა. მოციქულებმა მიიღეს არა რაღაც ნაწილი მადლისა, არამედ - სრული ძალა. თითოეულ მათგანს ცეცხლოვანი ენები დაეფინა და ისინი მოინათლნენ, განიბანნენ სულიწმინდის ნათელში. ეზიარნენ ცეცხლს, რომელიც კი არ წვავს და ფერფლად აქცევს, არამედ აღადგენს, ანადგურებს ცოდვებს და განაბრწყინებს სულს. მათ დაიწყეს უცხო ენებზე საუბარი. სულიწმინდის მადლით განათლებულმა პეტრე მოციქულმა თავისი მჭევრმეტყველური ქადაგებით სამი ათასი სული მოაქცია. სიბრძნესთან ერთად სულიწმინდა ადამიანს ანიჭებს ჭეშმარიტ სიხარულს, მხნეობას, სიმშვიდეს, თავმდაბლობას, მორჩილებას... სულიწმინდის დახმარების გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი სულის მდგომარეობის დანახვა-განჭვრეტა; სულიწმინდა ასწავლის ადამიანს ჭეშმარიტ ლოცვას, რადგან ესეც ნიჭია - იცოდე, რა და როგორ ითხოვო უფლისაგან. სულიწმინდის განსაკუთრებული ნიჭებით იყვნენ აღვსილნი და განბრძნობილნი მართალი და წმინდა ადამიანები, წინასწარმეტყველები, მოწამეები... პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა ათასობით სნეულ ადამიანს. პავლე მოციქული სულიწმინდის ნიჭმა "რჩეულ ჭურჭლად" ცნო. სულიწმინდის სასწაულებრივი ქმედებანი უხვად გამოვლინდა მის ცხოვრებაში.

- რამდენად უნდა შეუწყოს ხელი კაცმა თავის თავში ღვთისგან ბოძებული ნიჭის განვითარებას? რა მართებს, რომ ღირსი გახდეს ამ ნიჭისა?

- ადამიანი თვითონ უძლურია, რომ თავის თავს რამე სიკეთე მიანიჭოს. ამიტომ "ითხოვდეთ და მოგეცეთო", - ნათქვამია სახარებაში. ერთ-ერთი საიმედო საშუალებათაგანი სულიწმინდის ნიჭის მიღებისა არის სწორედ ლოცვა და მორჩილება. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ თუკი რამ სიკეთე გააჩნია, ამით თავი არ უნდა მოიწონოს. ღვთის მადლის გარეშე ადამიანი მხოლოდ ცოდვილი მიწაა. ადამიანმა თვითონ არ უნდა დაადოს თავის ნიჭს ფასი. კაცი მხოლოდ იარაღია უფლისა, რომლის საშუალებითაც ის მოქმედებს. ქრისტიანმა, უპირველესად, სიმდაბლე უნდა მოიხვეჭოს. ჩვენ ვიცით, რომ ამპარტავნებამ აქცია მთავარანგელოზი სატანად ანუ ღვთის მოწინააღმდეგედ. ამპარტავნება არის ცრუ შეგრძნება საკუთარი თავის უპირატესობისა. წმინდა იოანე სინელი ამბობს: "მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ საუფლოში".

- ხშირად ნიჭიერი ადამიანები მიჩვეულნი არიან ქებას, იპყრობთ განდიდების მანია... ნიჭიერება, გარკვეულწილად, დაკავშირებულია ხიბლთან. რამდენად დიდია ამ მდგომარეობაში ჩავარდნის ცდუნება და საფრთხე?

- რა თქმა უნდა, ბოროტი ძალა ყოველ ღონეს იყენებს სიკეთის ბოროტებად გადასაქცევად. "ყოველგვარი ნიჭი ზეგარდამო არს". მაგრამ ეშმაკი ცდილობს მის ჩაყენებას თავის სამსახურში. ხიბლის საფუძველიც, რა თქმა უნდა, ამპარტავნება და ქედმაღლობაა. ამპარტავნება კი აახლოებს ადამიანს ამპარტავან სულთან – დემონთან. არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი წერს: "ამპარტავანი იღებს ინფორმაციას დემონებისგან, დაცემული, განკვეთილი, ბნელი სულებისგან; ინფორმაცია გახლავთ ბრწყინვალე იდეებით წარმოდგენილი და მათ ამპარტავანი ადამიანი აღიქვამს, როგორც სულიერ აღმოჩენას და თვლის, რომ ჯერ არც ერთ მოღვაწეს არ ჰქონია მისდარი ცოდნა". გრძნობის სფეროში სატანა აძლევს ასეთ ადამიანს ცრუ ნიჭებს, რაღაც უცნაურ აღმაფრენას, რომელიც მას სულიწმინდის მადლი ჰგონია. იგი თვლის, რომ ეს არის უმაღლესი სულიერი მდგომარეობა, მისი სულის სამოთხე. სინამდვილეში კი ეს აღმაფრენა მხოლოდ მისი ვნებებია, რომელთაც აღძრავს და სხვადასხვა სახით სთავაზობს დემონური ძალა. ანუ ნერვულ აღგზნებას იგი ღვთისგან ბოძებულ მდგომარეობას უწოდებს. ხიბლში მყოფი ინფორმაციას გრძნობიერ დონეზეც იღებს. მას შეიძლება რაღაც უცნაური ხილვები ჰქონდეს: ზოგჯერ - ქაოსური ჩვენება, ზოგჯერ - დემონის მიერ გათამაშებული სცენები, ზოგჯერ ესმის ხმები, რომელთაც სერაფიმებისა და მთავარანგელოზების გალობად აღიქვამს და ა. შ. ბოლოს, ასკვნის, რომ ღმერთმა იგი აირჩია წინასწარმეტყველად, თავის მოსაუბრედ, რომ იგი ყველა აზრსა და გულისხმას პირდაპირ ღვთისგან იღებს; თვლის, რომ, მართალია, წმინდა მამებმა მიაღწიეს გარკვეულ სიმაღლეებს, მაგრამ იგი მაინც მათზე უპირატესია. ხიბლში მყოფი ადამიანისგან განსხვავებით, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს: "ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებებით; ჯვრის გარეშე ისინი არამყარი და სახიფათოა. ყოველი ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე, სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღვთისაგან".

წმინდა მამათა ცხოვრებებში გვხვდება არაერთი მაგალითი იმისა, თუ რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს მოსაგრე ადამიანი საკუთარი ნიჭების რწმენამ და მათზე სასოებამ. წმინდა ისააკ ასური მოგვითხრობს ერთი ედესელი ჭაბუკის - მალპასის შესახებ, რომელმაც გაიცნო იმ დროში მოღვაწე მამები, მათგან ღვთივსულიერი სწავლებები მოისმინა და ცეცხლივით აღეგზნო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი. როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც წმინდა მამათაგან სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები და რადგანაც არ ჰქონდა შესწავლილი ბოროტ ძალებთან ბრძოლის ხელოვნება, არ ჰქონდა მოპოვებული მათთან საბრძოლველი უძველესი იარაღები - თავის დამცირება, სიმდაბლე, გულშემუსვრილება, ამიტომ იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა. იმის ნაცვლად, რომ თავი "უმაქნის მონად" მიეჩნია, თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება შეაგება მტერს. მალპასი მაღალი ნიჭების მიღების სურვილით იწვოდა, ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოებათა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა. ვერაგმა მტერმაც არ დააყოვნა, ბრწყინვალე ნათელში გამოეცხადა მას და თაყვანისცემა მოსთხოვა. მალპასმა სიხარულით მიიღო იგი და მყისიერად მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. მტერმა ღვთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, აღაზვავა და ჭეშმარიტებისათვის შრომა მიატოვებინა.

შეიძლება ხიბლი ასე აშკარა ფორმითაც არ გამომჟღავნდეს. ხანდახან ადამიანს ეუფლება ფარული სიამაყის, თვითკმაყოფილების, საკუთარი თავის უპირატესობის, გამორჩეულობის, სხვებზე აღმატებულობის გრძნობები. ყველა ამ შემთხვევას ერთი საფუძველი აქვს - ესაა შინაგანად საკუთარი თავის გაღმერთება, ღვთისგან მოცემულის დაჩემება, სასოება საკუთარი ძალებისა და ღირსებების მიმართ. ნიჭი მხოლოდ მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, როდესაც იგი ღვთის სადიდებლად იქნება მიმართული, როდესაც ცხონების საშუალებად მივიჩნევთ. მაშინღა შევძლებთ ღვთისმსახურებაზე, რომელიც, სხვათა შორის, სულიწმინდის ერთ-ერთ ნიჭად ითვლება, უფლისადმი წრფელი გულითა და სუფთა სინდისით აღვავლინოთ ლოცვა: "შენნი, შენთაგან, შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოვლისათვის!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat