იოანე არს სახელი მისი
იოანე არს სახელი მისი
ძალიან ძნელია ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოიძებნოს ისეთი უდიდესი დღესასწაული (თუ არ ჩავთვლით ჯვარცმასა და შემდგომ აღდგომას მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი) თავისი ტრაგიზმით და სულიერი გაცისკროვნებით, როგორიც იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთაა. იოანეს ქადაგება სიყვარულზე დაფუძნებული მხილება იყო იმ ადამიანებისა, რომელთაც ვერ დაიტიეს თავიანთ გულებში წმინდა სამების გაცხადების - ნათლისღების სასწაული, ვერგულისხმაყვეს ციდან ჩამომავალი ხმა მამა ღმერთისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". ვერ დაიტიეს გულებში მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ სამყაროში მონოთეიზმის (ერთღმერთიანობა) მიმდევრები იყვნენ და როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, ებრაელებს ღვთის აღქმის უკეთესი ხარისხი ჰქონდათ.

ძველი აღთქმა ხომ ერთგვარი მემატიანეა ებრაელთა ცხოვრებისა, რომლის წიაღშიც უნდა შობილიყო ცოდვილი კაცობრიობის და ადამისეული პირველი ცოდვის (წმინდა ირინეოს ლიონელის მიხედვით) გამომხსნელი განკაცებული ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომლის ჯვარცმითა და აღდგომით უნდა მომხდარიყო სამართლებრივი გამოსყიდვა ადამიანური ცოდვისა. აი, ამით განსხვავდება იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა უფლის ჯვარცმისაგან და თავისი სიდიადით დაგვაფიქრებს თითოეულ ქრისტიანს მოყვასის ქრისტესმიერი სიყვარულით მხილებაზე და აქედან გამომდინარე ადეკვატურ სინანულზე, რომელიც თავის დროზე არ აღმოაჩნდათ ადამს და ევას ედემის ბაღში.

მაგრამ თავისკვეთას პატიოსნისა, დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლისა იოანესი პრეისტორია უძღოდა. მისი თავისკვეთა არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა და შემზარავი ფაქტი გახლდათ მაშინდელ ებრაულ გარემოში. თვალი მივადევნოთ იმ ისტორიულ პერიპეტიებს, რამაც განაპირობა ნათლისმცემლის ზვარაკად შეწირვა.

იესოს ნათლისღებისას იორდანეზე ვხვდებით უაღრესად დიდ, ადამიანური ეგოცენტრიზმისთვის უცხო თავმდაბლობას, რომელზეც სახარება მოგვითხრობს: "მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: "მე უკვე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (მათე 3,11).

როგორი მნიშვნელოვანია ეს სიტყვები თითოეული ჩვენგანისთვის, რომელთაც თავმდაბლობასთან ერთად ჭეშმარიტი სინანული გვაკლია, ის სინანული და გულისა და სულის შემუსვრილება, რომლის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტემდე X საუკუნეში ლოცულობდა ებრაელთა უდიდესი მეფე დავით მეფსალმუნე.

ორიოდე სიტყვით შევეხოთ იოანე ნათლისმცემლის დაბადებას და შემდგომ თავისკვეთას, რამეთუ თუ არ იქნებოდა დაბადება უფლის განგებულებით, არ იქნებოდა აღსასრული მისი. საინტერესოა, რომ იოანე ნათლისმცემლის სახელდება "წინამორბედი" მის უდაბნოდან გამოსვლას, ქადაგებას და მაცხოვრამდე ექვსი თვით ადრე შობას გულისხმობს. მისი მშობლები იყვნენ ზაქარია მღვდელმსახური და ელისაბედი. აქ გასათვალისწინებელია ის ებრაული ტრადიცია, რომლის თანახმადაც უშვილობა სირცხვილი იყო. აი, აღესრულა სასწაული მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებით. მან ზაქარიას მღვდელმსახურებისას აუწყა: "და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ" (ლუკა 1,13-14). მაშინ ზაქარია შეორგულდა, დაბრკოლდა, რის გამოც დადუმდა, რამეთუ ვერ ჩასწვდა უფლის განგებულებას. იგი სიბერეს იმიზეზებს, მაგრამ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "არ ფიქრობს, რომ სხეულის უძლურება უფალზე ძლიერია". აი, პარადოქსი ღვთიური გადაწყვეტილებისა: "რომელსაც მართალი უყვარს და ცოდვილსა სწყალობს". მღვდელმსახური ზაქარია არ იყო ცოდვილი, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ვერ იყო დამტეველი იმდროულად იმ უდიდესი საიდუმლოებისა, რომელიც გამოსჭვიოდა ღვთისაგან მის მიმართ, როგორც რჩეულისა. ასეთი ადამიანური დაბრკოლება არ არის ახალი. ამის უწყებას ვხვდებით ძველ აღთქმაში - ებრაელთა პატრიარქი მოსე ენაბრგვილობას იმიზეზებს უფლის გადაწყვეტილების აღსრულებაში და აარონს გადასცემს უფლებას მეტყველი საუბრისა ებრაელებთან. თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს მისაბაძი და უპირობო მორჩილება ებრაელთა სხვა პატრიარქისა, აბრაამისა ღმერთის წინაშე ისააკის მსხვერპლად შეწირვისას მორიას მთაზე.

მეყსეულად სასჯელი მოიწევა ზაქარიაზე, ისევე როგორც მეყსეულად გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი: "აჰა, იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად, ვიდრე დღემდე ყოფად ამისა ამისთვის, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუაი ჩემნი, რომელი აღესრულნენ ჟამსა თვისსა" (ლუკა 1,20).

შესანიშნავად ბრძანებს ამაზე წმინდა იოანე ოქროპირი: "ოჰ, მსწრაფლგამომასწორებელო კაცთმოყვარე სასჯელო!.. ანგელოზს ხმადაბრკოლებული (იგულისხმება ზაქარია) გონს მოჰყავს და კადნიერ ენას ლაგამს სდებს. დამუნჯებული დაბადებას მოელის ხმისას, ზაქარია - იოანეს, მოხუცი - შვილს, მღვდელმსახური - წინასწარმეტყველს". ამის შემდგომ, ებრაელთა ტრადიციით, ყრმის დაბადებიდან მერვე დღეს, წინადაცვეთის წესის თანახმად, იოანე ნათლისმცემელს მიიყვანენ მამის სახლში, სადაც მოხდება უფლისგან მოწევნული ერთგვარი სასჯელის, ეპიტიმიის დასრულება - მღვდელ ზაქარიას მეყსეულად აეხსნება ენა და შვილს იოანეს უწოდებს, თუმცა, ებრაული ტრადიციით, მამის სახელი ეკუთვნოდა, რაზეც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს: "და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: - იოანე არს სახელი მისი და უკვირდა ესე ყოველთ" (ლუკა 1,63). მას შემდგომ მეყსულად ამოედგმება ენა და უკვე თავის ვაჟიშვილზე, რომლის მოვლინებაში ერთ დროს ეჭვი ეპარებოდა, ქადაგებს, როგორც უდიდეს წინასწარმეტყველსა და სჯულმდებელზე: არ იხმიოს ღვინოი და თაფლ ფუჭი არა სჭამოს. ქადაგებს ისრაელის მომავალზე და მოიხსენიებს პატრიარქ აბრაამს, თავის ყრმას წინასწარმეტყველს მაღლისა უწოდებს და უფლის შემწეობით აღვსებული სულიწმინდით აწ უკვე ხარობს მასთან ერთად.

ახლა კი შევეხოთ წმინდა მამის შეწევნითა და ჩვენი მოკრძალებული თვალსაზრისით იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთას. უპირველესად, უნდა განვასხვაოთ ჰეროდეს სახელით ცნობილი მმართველი, კერძოდ კი ჰეროდე ანტიპა, რომელმაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა, რამეთუ ჰეროდეს სახელით მრავალ მმართველს ვხვდებით იმ ისტორიულ გარემოში. ასე, მაგალითად: ჰეროდე დიდს, მის შვილებს: არქელაოსს, ანტიპას და ფილიპეს, ჰეროდე აგრიპას, არისტობულოზის ძეს და ჰეროდე დიდის შვილიშვილს, გალილეის, იუდეისა და სამარიის შემდგომში მმართველს, ჰეროდე აგრიპა მეორეს, აგრიპა პირველის ვაჟს... ჰეროდე ანტიპა არის ის მტარვალი, რომელმაც იკისრა ესოდენ დიდი ცოდვა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა. ჰეროდე ანტიპა, ძე ჰეროდე დიდისა, 47 წელს იულიუს კეისარმა იუდეის გამგებლად დანიშნა. ჰეროდე ანტიპას მამას უკავშირდება ხასმონიანთა კანონიერი სამეფო ოჯახის ამოწყვეტა. ჰეროდე დიდი წარმოშობით ებრაელი არ იყო და როცა მოგვები აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ჩვილი იესოს თაყვანსაცემად, ჰეროდემ ის მეტოქედ იცნო და ბრძანა, ბეთლემში ყველა ახალშობილი ყრმა მოეკლათ. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ მეფობა მისმა ვაჟებმა: არქელაოსმა, ანტიპამ და ფილიპემ გაინაწილეს. ფილიპეს მეუღლე ჰეროდიადა ძმამ, ჰეროდე ანტიპამ წაართვა. იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ უკანონო ქორწინების გამო გაკიცხა და ამხილა ჰეროდე ანტიპა. სჯული კი ბრძანებდა, აღნიშნავს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მათეს სახარების განმარტებაში, ძმას ძმის ცოლი მაშინ უნდა მოეყვანა, თუ იგი უშვილოდ აღესრულებოდა. დავძენთ, რომ წმინდა მამა გულისხმობს ძველაღთქმისეული ლევერაციის წესს, რომელიც ებრაელებში დამკვიდრდა მწყემს ონანთან დაკავშირებით. წმინდა მამა ნეტარი თეოფილაქტე ბრძანებს, რომ "ფილიპე უშვილოდ არ გადაგებულა, რადგან მას ჰყავდა ასული. ზოგიერთი ამბობს, რომ ჰეროდემ ფილიპეს ცოლიც და ოთხი სამთავროს მთავრობაც სიცოცხლეშივე წაართვა. ასეა თუ ისე, იმით, რაც ჩაიდინა, სჯული დაარღვია. არ ეშინოდა ღმრთისა, ეშინოდა ხალხისა და ამიტომაც იოანეს მოკვლისაგან თავს იკავებდა, მაგრამ ეშმაკმა ხელსაყრელი შემთხვევა მისცა". წმინდა წერილის განმმარტებლები ამიტომაც აღნიშნავენ, რომ ჰეროდე ანტიპა იყო მოყვარე განცხრომისა და ხორციელი ვნებისა, მაგრამ ჯერ კიდევ შორს იყო იმ აზრისგან, რომ მოეკლა წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი, უფლის წინამორბედი, რომელიც ამხელდა მშობელ ერს და ქადაგებდა: "ჰყავთ უკვე ნაყოფი ღირსი სინანულისაი, ეტყოდა რა მათ: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი". იოანე ნათლისმცემელი არ ერიდებოდა იმ დროისთვის ისეთ ავტორიტეტულ იუდეურ სექტებს, როგორებიც იყვნენ ფარისეველნი და სადუკეველნი. მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა მკაცრად მათთვის: "ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა?" ყოველივე ამის გამო იოანე ნათლისმცემელი არ იყო ჩვეულებრივი წინასწარმეტყველი. იგი იყო, ამავე დროს, უდიდესი სჯულმდებელი. ებრაელებს მისდამი ერთგვარი მოწიწება, მოკრძალება და შიში ჰქონდათ. ამიტომაც ყოყმანობდა ჰეროდე ანტიპა, მას თვითონ ჰქონდა მოსმენილი მისი ბრძნული გამონათქვამები.

მაგრამ მოიწია ჰეროდეს დაბადების დღე... მას უკვე იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჰყავს გამოკეტილი. წმინდა წინასწარმეტყველი დაუფარავად ამხელდა ჰეროდეს კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის არეთას ასულის დაგდებასა და რძალთან უკანონო თანაცხოვრებას (ლუკა 3,19-20). ჰეროდე თავის დაბადების დღეზე დიდებულებს და უხუცესებს იწვევს. მან ჯერ კიდევ არ იცის, თუ რაოდენ დიდ ცოდვას ჩაიდენს თავისი დამყოლი, ორჭოფული ხასიათის გამო, დაათხევს სისხლს იოანე ნათლისმცემლისა, უმწიკვლო და უზადო წინასწარმეტყველისა, რომლის თავის მოკვეთა იყო დანაშაული და ცოდვა მთელი ერის წინაშე, რაც მის დინასტიაზეც აისახა. დაბადების დღეზე ჰეროდიადას ასული სალომეა ცეკვავს. მისი როკვა ჰეროდეს სიამოვნებას ჰგვრის, ხიბლავს, ალბათ კვლავ ხორციელი ვნებით, და ყოვლისშემძლე მმართველი ქალწულს ფიცს აძლევს, რომ უბოძებს ყველაფერს, რასაც ითხოვს, თუნდაც ნახევარ სამეფოს. ბილწი მოცეკვავე სალომეა კი, იმის მაგივრად, რომ თავის დროზე შეეგონებინა დედამისისთვის იოანე ნათლისმცემლის მხილება და იქნებ კიდეც ჩაეშალა უკანონო ქორწინება, ბოროტი დედის შთაგონებით ლანგარზე დადებულ იოანე ნათლისმცემლის თავს ითხოვს. ეს მკრეხელური მოთხოვნა იმდენად შემზარავია არსით, სულიერი დაცემით, შემდგომში ჰეროდეს ფატალური გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ამაში კაცობრიობის დაუძინებელი მტრის, დემონის ხელი ურევია, რამეთუ ძნელად მოიძებნება ქრისტიანობის ისტორიაში მსგავსი შემზარავი ფაქტი. მოკვეთილი თავის ბაგემ კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე ანტიპა: "ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას ფილიპეს ცოლი".

ღვთის სამსჯავრო ჰეროდიადასა და სალომეასთვის მათი მიწიერი ცხოვრების დროსვე აღესრულა. სალომეას ზამთარში მდინარე რიკორისზე გადასვლის დროს ყინული ჩაუტყდა და ყინულმა კისერი გადაუჭრა. ჰეროდესაც ღვთის რისხვა დაატყდა თავს - არანაკლები მტარვალის, გაიუს კალიგულას ლაშქრობას ემსხვერპლა ჰეროდიადასთან ერთად.

სიცოცხლე და სიყვარული ნიჭია უფლისაგან ბოძებული, ხოლო სინანული ქვაკუთხედია ქრისტიანული სარწმუნოებისა, რამეთუ "არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს". მართლმადიდებელი ქრისტიანის გზა არ არის სწორხაზობრივი ცოდვით დაცემის თვალსაზრისით. ამის მაგალითად მარიამ ეგვიპტელი და ქრისტესთან ერთად ჯვარზე გაკრული ავაზაკიც კმარა, რომლის ერთი სიტყვა: "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა", ჭეშმარიტი სინანულით წარმოთქმული, ცხონებისთვის საკმარისი გამოდგა. მხილება მხოლოდ ქრისტესმიერ სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული, ისეთზე, როგორიც იოანე ნათლისმცემელს ჰქონდა თავისი ერის მიმართ. იგი თვით მეფესაც არ ინდობდა. ოღონდ ამას აკეთებდა ჭეშმარიტი სიყვარულით და არა ცილისწამებით. სინანული რომ არ აღმოაჩნდათ მათ, ერთგვარი ამპარტავნებითაც იყო განპირობებული, რამეთუ აქლემის ბეწვით შემოსილ და ამავე დროს ნათლისღების საიდუმლოს აღმსარებელს ერთ სიბრტყეზე ვერ აღიქვამდნენ - მათი გული გახევებული იყო, არ იყო შემუსვრილი და დამდაბლებული, რასაც დავით მეფსალმუნე ითხოვდა. სულიერი განწმენდა, რომლის თანამდები სინანული უნდა იყოს, უნდა მოასწავებდეს დაფიქრებას საკუთარ ცოდვებზე, უფალთან საუბარში ლოცვით, რომლის თანამდები შესაძლებელია ცრემლი იყოს. განწმენდა თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება. ის საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. საკუთარი თავის მხილება არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ გვქონდეს იმედი ამქვეყნიური ხიბლიდან გაქცევისა და უფლის სასუფევლის დამკვიდრებისა ვიდრე აღსასრულამდე. ამინ.
წმინდა მართალი ლაზარეს ტაძრის მოძღვარი
დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat