ხიდი ორ აღთქმას შორის
ხიდი ორ აღთქმას შორის
იოანე ნათლისმცემელს უდიდესი მისია ერგო - კაცობრიობა უფალთან შესახვედრად უნდა მოემზადებინა
"იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ და სახელი მისი იოვანე", - გვაუწყებს სახარება უფლის წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის შესახებ, რომელსაც თავად უფალმა უწოდა უდიდესი ადამიანთა შორის. იოანე ნათლისმცემელს უდიდესი მისია ერგო - კაცობრიობა უფალთან შესახვედრად უნდა მოემზადებინა, ადამიანთა გულები განემზადებინა მხსნელის მისაღებად.

სახარებიდან ვიცით, რომ იოანე ნათლისმცემლის შობა სასწაულებით იყო სავსე. მისმა მშობლებმა - ზაქარიამ და ელისაბედმა, რომელიც დისწული გახლდათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედისა, წმინდა ანასი, ხანდაზმულობის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ ეძლეოდათ. ძველი აღთქმის პერიოდში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, რადგან ებრაელი ერი მესიას ელოდა. მართალი ელისაბედი და ზაქარია გულმხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, მოეხედა მათთვის და უშვილობის ყვედრებისგან დაეხსნა.

ერთხელ, იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვის დროს, ზაქარიას საკურთხეველში ღვთის წმინდა ანგელოზი გამოეცხადა და ახარა, რომ გულმოწყალე უფალი უბოძებდა ვაჟს, რომელიც იქნებოდა "დიდ წინაშე უფლისა". ზაქარიამ არ ირწმუნა, რომ სიბერის მიუხედავად ძე ეყოლებოდა. მცირედმორწმუნეობის გამო დაისაჯა კიდეც - დამუნჯდა, ვიდრე არ აღესრულა მთავარანგელოზის წინასწარმეტყველება: მართალმა ელისაბედმა შვა ძე, რომელსაც, ღვთის ნებისაებრ, იოანე უწოდეს. ზაქარია, რომელიც ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით სასჯელისგან იხსნა, ადიდებდა უფალს და სულიწმინდის მადლით აღვსილი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე: "და შენ, ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა" (ლუკა 1,76).

ამგვარად მოევლინა კაცობრიობას წინამორბედი უფლისა, იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც ჯერ კიდევ დედის წიაღში ყოფნის ჟამს იწინასწარმეტყველა უფლის განკაცება.

წმინდა იოანე ნათლისმცემელმა აღასრულა თავისი მისია - შეამზადა კაცობრიობა უფლის მცნებათა მისაღებად. მან როგორც შობით, ისე მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს.

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ეპისკოპოსი, ანტონი (ბულუხია).

- იოანე ნათლისმცემელმა თავისი მისიის განცხადებულად აღსრულება იორდანეს შემოგარენში სინანულის ქადაგებით დაიწყო. "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი", - ამ სიტყვებით იგი ადამიანებს სინანულის გზით ამზადებდა მაცხოვრის მისაღებად.

სინანული გაჩნდა იმთავითვე, როდესაც ადამმა სამოთხე დაკარგა. ადამი სრულყოფილად იყო შექმნილი. ბიბლია გადმოგვცემს, რომ მოსწონდა ღმერთს ადამი. უფალი მიდიოდა მასთან და ესაუბრებოდა. სახელებს ადამი არქმევდა ყველაფერს...

ისმის კითხვა: რატომ შესცოდა სრულყოფილმა ადამიანმა? - ადამმა არ იცოდა, ვინ იყო ღმერთის გარეშე. როდესაც დაკარგა ერთობა უფალთან, გაუჩნდა სინანული... "სინანული არის კიბე, რომელსაც იქ აჰყავხარ, საიდანაც ჩამოვარდი..."

ძველაღთქმისეული სინანული უფრო გარეგნული გახლდათ. ძველი აღთქმა გარეგნული მსახურებაა, ყველაფერი გარეგნული ქმედებებით ვლინდებოდა. საზოგადოდ, კაცობრიობა, ისევე როგორც ინდივიდი, ადამიანი, განიცდის სიყრმეს, სიჭაბუკეს, ახალგაზრდობასა და ხანდაზმულობას. ძველი აღთქმის კაცობრიობა სიყრმისა და სიჭაბუკის ასაკსაა შედარებული. ძველი აღთქმის ძირითადი კანონები აკრძალვაა - არ იპარო, არ იმრუშო... ძველაღთქმისეული მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ პატარა ბავშვთან მიდგომას - პატარას გარკვეულ ასაკამდე აკრძალვებით ვესაუბრებით - არ შეეხო დენის ჩამრთველს, ეს არ შეჭამო... რადგან მასში შეგნების დონე დაბალია. გავა დრო და ყველაფრის მიზეზს ავუხსნით.

ძველი აღთქმა - მოლოდინია, ახალი აღთქმა - მოლოდინის აღსრულება. მეოთხე მცნება გავიხსენოთ: "მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი: ექვს დღეს იქმოდე და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე არს უფლისა ღვთისა შენისა". ბევრს უჩნდება კითხვა: "რატომ არის ქრისტიანებისთვის საუფლო დღე კვირა?" - ვინც დღესაც რჩება შაბათში, მან მხსნელი არ მიიღო. აღსრულება და განცხადება მოხდა "ერთ შაბათს" - უფალი ჯვარს ეცვა პარასკევს და აღდგა "ერთ შაბათს", ანუ შაბათის შემდეგ დღეს, რომელსაც ეწოდა კვირა - კვირიოს, აღდგომა. ძველი აღთქმა შაბათით იყო, მაგრამ ახალ აღთქმაში საუფლო დღე უკვე კვირა გახდა, რადგან ამ დღეს განცხადდა, რომ იესო ქრისტე მხსნელი იყო. აღსრულდა მოლოდინი. ეკლესია კი არ უარყოფს შაბათს, - ვიცით, რომ შაბათს ლოცვას აღვავლენთ, - მაგრამ ეს არის წინამოსამზადებელი დღე; მთავარი წირვა-ლოცვა აღესრულება კვირას - კაცობრიობის მოლოდინის აღსრულების დღეს. უფალმა აღსრულებამდე კაცობრიობას მოუვლინა იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც პირდაპირ დაიწყო ქადაგება - განუმზადეთ გზა უფალს; შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი. აქ შინაგან, ჭეშმარიტ სინანულზეა საუბარი. ჭეშმარიტი სინანული კი აღსარებით მთავრდება. სინანული საკუთარი თავისა და საკუთარი ქმედების შეუსაბამობის გაცნობიერებაა.

- ამგვარი - ნაყოფიერი სინანულისთვის ამზადებდა იოანე ნათლისმცემელი ადამიანთა გულებს...

- "ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქვენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა?" (მათე 3,7), - მიმართავს იოანე ნათლისმცემელი მასთან ნათლისღებად მიმავალ ხალხს. მან იცოდა კაცობრიობის მდგომარეობა. ის ეპოქა ზნეობრივად ძალზე დაცემული იყო. იმდროინდელი მოაზროვნენი, ისინიც კი, რომელთაც არ იცოდნენ მესიის, მხსნელის შესახებ, ამბობდნენ - მხოლოდ ღმერთი თუ ჩამოვა დედამიწაზე და გვიხსნის ამ მდგომარეობიდანო... იოანე ნათლისმცემელმა უწყის, რომ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა და ადამიანებს ნათლისღებისას მოუწოდებს: "ყავთ უკუე, ანუ გამოიღეთ ნაყოფი სინანულისაი" (მათე 3,8). ის არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის - კაცობრიობა ძველი აღთქმიდან ახალში გადაჰყავს, სინანული გარეგნულიდან შინაგანში გადააქვს.

- წყლით ნათლისღებასაც შევეხოთ, რომელსაც იოანე აღასრულებდა...

- ვიცით, რომ იმ დროს იუდეველები მხსნელს ელოდნენ. როდესაც მათ შორის გამოჩნდა კაცი, რომელიც სინანულისკენ მოუწოდებდა და წყლით ნათლავდა, ეკითხებოდნენ: "შენ ხარ მესია?" იოანე ნათლისმცემელი პასუხობდა: "მე არ ვარ ქრისტე". ხოლო როდესაც ჰკითხეს, მაშ, რატომ ნათლავო, მიუგო: "მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენ შორის დგას, ვისაც არ იცნობთ. ის ჩემ შემდგომ მოდის, მაგრამ უწინარეს ჩემსა იყო. მე მისი თასმის შეხსნის ღირსიც არ ვარ. ვინც ჩემ შემდგომ მოდის, ის მოგნათლავთ წყლითა და სულიწმინდით. მე კი იმიტომ მოვედი წყალში სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს". იოანე ნათლისმცემის მიერ აღსრულებული ნათლისღება მაინც უფრო ძველაღთქმისეულია, გარეგნულ განწმენდას ემსახურება, მაგრამ არის მინიშნება, მომზადება ადამიანებისა წყლითა და სულიწმინდის მადლით ნათლისღებისთვის. ამ ხანიდან კაცობრიობა, ფაქტობრივად, ამთავრებს სიყრმისა და სიჭაბუკის ასაკს და გადადის ახალგაზრდობის ხანაში - ახალ აღთქმაში. თუ ძველ აღთქმაში იყო "თვალი თვალისა წილ", "კბილი კბილისა წილ", უფალი ახალ აღთქმაში სხვას ითხოვს - "თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე", მიუტევე, გიყვარდეს მტერი შენი... რადგან უკვე ზრდასრულ, შეგნებულ კაცობრიობას ესაუბრება.

ახალაღთქმისეული ნათლისღება, რისთვისაც ამზადებდა იოანე ნათლისმცემელი კაცობრიობას, მაცხოვნებელია. მის მნიშვნელობას ხატოვნად წარმოაჩენს წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი, როდესაც პასუხობს კითხვას, თუ რატომ ვერ ცხონდებიან ისინი, ვინც კეთილი საქმეებითა თუ ღირსეული თვისებებით გამოირჩევა, მაგრამ არ არის ნათელღებული. იგი განმარტავს, რომ ამგვარი მსჯელობა უმეცრებაზეა დაფუძნებული, უმეცრებაზე იმისა, თუ რატომ დასჭირდა ღმერთს განკაცება. როდესაც ადამმა შესცოდა, მასში მთელმა კაცობრიობამ შესცოდა. ადამი იყო "საჯიშე" ადამიანი, რომლის ბუნებაც შეცოდებამდე სუფთა იყო, მსგავსად ანკარა წყლისა. ადამის შეცოდებით, როგორც ანკარა წყალი წვეთი წითელი ღვინის შერევით, სუფთა ბუნება დაზიანდა. ღვინის წვეთი რომელიმე ერთ ადგილს არ იკავებს, არამედ მთელ წყალს შეერევა. მსგავსად ამისა, ადამიანში სიკეთე კი არ აღმოფხვრილა, თანაზიარი გახდა ცოდვისა და ჩვენს ბუნებაში კეთილი საქმენიც დაკნინებულია. ყველა, ვინც ადამში იბადება, იბადება ცოდვაში - დაზიანებული ბუნებით. სულიწმინდის მადლით ჩვენში ჩნდება ახალი ადამი და თუ ხორციელი შობით შეცოდებული ადამის შთამომავალნი ვართ, ნათლისღებით ახალი ადამის - უცოდველი ქრისტეს შთამომავალნი ვხდებით. ვინც ამბობს - რატომ ვერ ცხონდება ადამიანი ნათლისღების გარეშეო, აცხადებს, რომ მხსნელი არ უნდა მოსულიყო, ჩვენ მაცხოვრის გარეშეც შეგვეძლო ცხონება ჩვენი კეთილი საქმეებით. მართალია, ნათლისღებით ადამიანი თავისუფლდება ადამისეული ცოდვისგან, მაგრამ მასში კვლავ არსებობს ცოდვის შესაძლებლობა. უფალმა უწყის, რომ ნათლისღების შემდგომ კვლავ შევცოდავთ და სწორედ ამ ცოდვათაგან განსაწმენდად მოგვეცა სინანულის საიდუმლო, რაც უმეცართათვის ძნელი აღსაქმელია.

- რატომ დასჭირდა უფალს წინამორბედი, დამოწმება იოანე ნათლისმცემლისგან?

- ადამს, მისი სახით კი მთელ კაცობრიობას, შეცოდებისთანავე ეუწყა ღვთისგან, რომ არ დაუტევებდა მათ და მოუვლენდა მხსნელს. ამის შემდეგ წინასწარმეტყველნი ამზადებდნენ კაცობრიობას მესიის მისაღებად - წინასწარმეტყველებდნენ ნიშნებს: სად დაიბადებოდა მხსნელი; ვისი ტომიდან იქნებოდა და, რაც მთავარია, რომ ჯვარს აცვამდნენ და მესამეDდღეს მკვდრეთით აღდგებოდა. ეს იყო ყველაზე მთავარი და უპირატესი ნიშანი - შემდგომში გამოჩნდნენ თვითმარქვიები მესიის სახელით, მაგრამ ვერც ერთი ვერ ბედავდა ეთქვა, მოვკვდები და მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგებიო. იცოდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა და მათ არაღდგომასთან ერთად მათი სწავლებაც დასრულდებოდა. წინასწარმეტყველნი ხშირად იმეორებდნენ ნიშნებს მხსნელის შესახებ. იოანე ნათლისმცემელმა პირდაპირ დაამოწმა მაცხოვარზე. როდესაც მისკენ მომავალი იესო დაინახა, თქვა: "აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (იოანე 1,29) - ეს არის ის, რომელზეც ვთქვი: ჩემს შემდგომ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყოო. შემოქმედი ბურუსში არ ტოვებს კაცობრიობას, განცხადებულად აძლევს ნიშანს მხსნელის შესახებ. ეს ღვთის უდიდესი მოწყალებაა.

უფალი ფარისეველთ და მწიგნობართ მიმართავს: "უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათვის, წამებაი ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სხვაი არს, რომელი წამებს ჩემთვის, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაი მისი, რომელსა წამებს ჩემთვის. თქვენ მიავლინეთ იოანესა და წამა ჭეშმარიტი" (იოანე 5,31-33). ამით არის იოანე ნათლისმცემელი უდიდესი ადამიანთა შორის - სწორედ მას ხვდა წილად დამოწმება მხსნელის მოსვლისა.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამორჩეული იყო ცხოვრების წმინდა წესითაც. მას მთელი ერი აღიარებდა, მისი სწამდათ და სჯეროდათ, იმდენად, რომ იმასაც კი ეკითხებოდნენ: შენ ხომ არ ხარ მესიაო. სწორედ ასეთ კაცს უნდა დაემოწმებინა მაცხოვარი.

როდესაც ჰეროდემ მხსნელის შობის შესახებ შეიტყო, 14 ათასი ყრმა მოაწყვეტინა. ჰეროდეს მიერ მოწყვეტილ ყრმათა შორის უნდა ყოფილიყო იოანე ნათლისმცემელიც, რომელიც ექვსი თვით იყო უფროსი მაცხოვარზე, მაგრამ მშობლებმა ყრმა უდაბნოში წაიყვანეს. ზაქარია და ელისაბედი იქვე აღესრულნენ, იოანე კი კვლავ უდაბნოში დარჩა, იქ გაიზარდა. სახარება გადმოგვცემს, რომ მკალისა და ველური თაფლის გარდა არაფერს იხმევდა. ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი. შემდგომში, როდესაც დაამოწმა მაცხოვარზე, თქვა: "ვიხილე სული ღმრთისაი, ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა, და მე არა ვიცოდი იგი, არამედ, რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა" - ამის შესახებ მან მაუწყა, ვინც წარმომგზავნაო. ეს მიანიშნებს, რომ იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში ღირს იქმნა ზეციური ხილვებისა. ღმერთი კი ადამიანს გულის სიწმინდეში ეცხადება.

- იოანე ნათლისმცემლის შესახებ სახარებაში წერია: "ყრმა იგი აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებამდე მისა ისრაელისა მიმართ" (ლუკა 1,80). რატომ უნდა ყოფილიყო იოანე ნათლისმცემელი ამ დრომდე უდაბნოში? რატომ უნდა მომხდარიყო მისი "აღორძინება და განმტკიცება სულითა" სწორედ უდაბურ, განმარტოებულ ადგილას?

- უდაბნოში მეტი პირობაა განწმენდისთვის. მყვინთავი, მარგალიტი რომ მოიპოვოს, წყალში ღრმად უნდა ჩავიდეს. ადამიანი კი საკუთარ თავში ჩაღრმავებით იპოვის სულიერ მარგალიტს. ამისთვის საუკეთესო საშუალება სოფლიდან განდგომა, წუთისოფლის საზრუნავებისგან განშორებაა. უდაბნო კი ყოველთვის განმარტოების ნიშანია. იყვნენ მამები, რომლებმაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, მაგრამ უდაბნოში გასვლის, საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ უდიდეს ღვთისმეტყველებად იქცნენ. როგორც ამღვრეული წყალი ილექება დიდხანს დგომით, ასევე წდება და იწმინდება ადამიანი უდაბნოში გასვლით, ლოცვითა და მარხვით.

როდესაც ქადაგება დაიწყო, იოანე 30 წლის იყო. ამ დრომდე ხალხში ვერ გამოჩნდებოდა, რადგან, ძველი აღთქმის სჯულის თანახმად, სრულწლოვნად 30 წლის ადამიანი ითვლებოდა და მხოლოდ ამ ასაკის მიღწევის შემდეგ ჰქონდა ქადაგებისა და მსახურების უფლება. იოანე ნათლისმცემელიც მაშინ გამოჩნდა, როდესაც ამ ასაკის შეიქმნა. ეს იყო მორჩილება სჯულისა.

- ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს. გალილეის მმართველმა, ჰეროდე აგრიპამ გაბედა და მოაკვდინა იგი, თუმცა კარგად უწყოდა, რომ იოანე ნათლისმცემელი მართალი და წმინდა კაცი იყო...

- ჰეროდე არაერთგზის ამხილა იოანე ნათლისცემელმა, მაგრამ ის ვერ ბედავდა, შეხებოდა მას. როდესაც საბაბი მიეცა, ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის: თავის დაბადების დღეზე გამართული ლხინის დროს ჰეროდიადას ასულის ცეკვით აღატაცებულმა ჰეროდემ ქალს ნახევარი სამეფო აღუთქვა. სალომეამ დედას მიაშურა რჩევისთვის და მისი შეგონებით სანაცვლოდ ითხოვა "თავი იოანე ნათლისმცემლისაი". ჰეროდე დასთანხმდა და აღასრულა ის, რაც გულში ადრიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ხალხის შიშით ვერ ბედავდა. ფიცი კი ჩანაფიქრის აღსრულების სიმტკიცის საბაბად გამოიყენა და უზნეო სათხოვარი აღასრულა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "რა უნდა იყოს იმაზე საზარელი, წყალობის ნაცვლად კაცის მოკვლა ითხოვოო". წარმოიდგინეთ - ნახევარ სამეფოს გთავაზობენ, შენ კი ამის ნაცვლად ადამიანის მოკვლას ითხოვ და ამას წყალობად თვლი!

- რატომ დააწესა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს ეკლესიამ მძიმე მარხვა?

- იოანე ნათლისმცემლის შესახებ თავად უფალი ბრძანებს: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოანე ნათლისმცემლისა..." მის სახელზე დადგენილია ეს ერთდღიანი მარხვა - მარხვა სინანულისა, რომლის დაცვითაც აქედან, ჩვენი დროიდან ვეხმიანებით და გამოვხატავთ ჩვენს შინაგან პროტესტს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მიმართ. პროტესტს გამოვხატავთ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებითაც - ოთხშაბათის მარხვით ვაღიარებთ, რომ არ ვართ იუდას მსგავსნი, პარასკევის მარხვით კი - რომ არ ვდგავართ იმათ გვერდით, რომლებიც გაიძახოდნენ: "ჯვარს აცვი იგი".

დიდ საეკლესიო დღესასწაულებს წინ მარხვა უძღვის. საერო და საეკლესიო დღესასწაულები განსხვადება ერთმანეთისგან: საერო დღესასწაული კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მხოლოდ აღნიშვნაა, სასულიერო დღესასწაული კი ბიბლიის ისტორიაში მომხდარ მოვლენებში სულიერი მონაწილეობაც. ყველა დიდმნიშვნელოვან ბიბლიურ მოვლენას წინ უძღვის მარხვა. დიდ მარხვათაგან ორი - შობისა და აღდგომისა - დადგენილია უფლის გამო, პეტრეპავლობის მარხვა დაწესებულია თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, მიძინების მარხვა კი დადგენილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე.

ეკლესიური ცხოვრების რიტმში მონაწილეობით, ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვცოცხლობთ. საზოგადოდ, ქრისტიანობა ცოდნის რაიმე კრებული კი არა, არამედ ცხოვრების წესია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat