ადამიანს უფლის მადლი განაძლიერებს
ადამიანს უფლის მადლი განაძლიერებს
ადამიანის მიზანი სულიწმინდის მადლისა და მისი ნიჭების მოხვეჭა უნდა იყოს. ნიჭები სულიწმინდისა ადამიანის მოღვაწეობისა და მსახურების სახეებია, რომელთა მეშვეობითაც სულს ვიცხოვნებთ. ყველა ქრისტიანული ღვაწლი - კეთილი საქმეები, ლოცვა, მარხვა... მხოლოდ საშუალებაა სულიწმინდის მადლისმიერ ნიჭთა მისაღებად. მამები მათ ღვთიურ ენერგიას - ღვთაებრივი ცხოვრების გამოვლენას უწოდებენ. ერთ-ერთი ნიჭი სულიწმინდისა არის ძლიერება, სულიერი სიმტკიცე, რაც ადამიანს ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მხურვალე რწმენის სანაცვლოდ ეძლევა.

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, მამა პანტელეიმონ მარგველაშვილი:

- ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ქრისტიანისა სულიერი ძლიერების მოპოვებაა. პავლე მოციქული მოგვიწოდებს: "მღვიძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მხნე იყვენით და განძლიერდით". ადამიანს უფლის მადლი განაძლიერებს. მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ამას ვერ მოახერხებს, ვერც ვერავითარ სულიერ წარმატებას მიაღწევს, ვერც ერთ ნიჭსა და უნარს ვერ განივითარებს მართებულად.

სახარებიდან პეტრე მოციქულის მაგალითი გავიხსენოთ, რომლის უფლის მიმართ მტკიცე რწმენასაც უფალმა კლდე უწოდა. მიუხედავად ამგვარი რწმენისა, ვიცით, რომ მასაც მოუხდა უფლის უარყოფა, იმ მომენტში ვერ გამოიჩინა სულიერი სიმტკიცე და ძლიერება: როდესაც უფლის ჯვარცმის დრო მოახლოვდა, უფალმა მიმართა პეტრე მოციქულს: "სვიმონ, სვიმონ! აჰა, სატანამ ითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოს..." პეტრემ კი მიუგო: "დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასოდეს დავბრკოლდე".

მამები ბრძანებენ: პეტრე იმ წუთში მართლაც ასე ფიქრობდა, მაგრამ ეგონა, ამას საკუთარი ძალისხმევით შეძლებდა, თუმცა, უფლის სიტყვისაებრ, მამლის ყივილამდე სამგზის უარყო ღმერთი (შემდეგ ამის გამო პეტრე უდიდესმა სინანულმა შეიპყრო და სინანულის სანაცვლოდ უფალმაც მიუტევა სისუსტე). უფალმა დაუშვა ეს, რათა პეტრესთვისაც და თითოეული ადამიანისთვისაც ეჩვენებინა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით კაცს არავითარი სიკეთის ქმნა არ შეუძლია; გვასწავლა, რომ არ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად. წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: უფალი ამ გზით შეეწია თავის საყვარელ მოციქულს, რომ მისთვის თავმდაბლობა ესწავლებინა. ადამიანი სწორედ თავმდაბლობით აღწევს სულიერ სიმაღლეს, ამ სათნოებაზე აშენებს მტკიცე სულიერ ცხოვრებას. კვლავ ბასილი დიდს დავესესხები: "კაცი რომ იმ დიდებით დაკმაყოფილებულიყო, რომელიც ღმერთმა მისცა, ჭეშმარიტი სიმაღლე ექნებოდა, ღვთის ძალით განძლიერდებოდა და საღმრთო სიბრძნით გაბწყინდებოდა, მაგრამ რადგან იმაზე მეტი მოინდომა, რასაც შესწვდებოდა, რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა. ახლა ერთადერთი, რასაც ჩვენთვის დაკარგული პატივის დაბრუნება შეუძლია, - სიმდაბლეა". ადამის ცოდვით დაცემის შედეგად ცოდვისკენ მიდრეკილი ადამიანური ბუნება მხოლოდ თავმდაბლობაზე თუ დააშენებს სულიერ ცხოვრებას და ღირსი შეიქმნება ზეციური მოქალაქეობისა. ეს არის წყარო, საფუძველი და საკვები ყოველი სიკეთისა. სულიერი ძლიერებაც ნიჭის სახით მხოლოდ თავმდაბლობითა და მორჩილებით ცხოვრებისთვის მოგვეცემა. უფალი ამის სანაცვლოდ გაგვაძლიერებს.

სიმდაბლეს უპირისპირდება ამპარტავნება - დედა ყოველგვარი უკეთურებისა და ცოდვისა. ნათლის ანგელოზი ხომ სწორედ ამპარტავნების გამო დაეცა და შვა თავის თავში ბოროტება. მასაც ჰქონდა ძლიერება, მაგრამ მის ძლიერებაში ამპარტავნება იგულისხმება, რამაც საბოლოოდ დაღუპა და ბოროტ ძალად აქცია, თუმცა ბოროტის ძალას ღვთაებრივი ძლიერება ამარცხებს. დაცემული ანგელოზები ხომ სწორედ ღვთაებრივი სიძლიერით იქნენ ზეციდან გადმოგდებულნი და ჯოჯოხეთს შთაგდებულნი.

ბოროტი ძალა განუწყვეტლივ იმას ცდილობს, ადამიანი ცოდვისკენ მიდრიკოს, უკეთურებასა და ბოროტებაში განამტკიცოს და გააძლიეროს, მაგრამ ადამიანს აქვს არჩევანის შესაძლებლობა და ამის მეშვეობით ღვთისგან ბოძებული ნებისმიერი ნიჭი და უნარი ისევ უფალში უნდა განავითაროს.

- ადამიანი ხომ მხოლოდ ჭეშმარიტებაში, მართლმადიდებლობის წიაღში მოიპოვებს მაცხოვნებელ სულიერ მხნეობასა და ძლიერებას...

- მართლაც ბევრი ცრუ სწავლება არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტება და ცხონების შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებლობაშია, რომელიც უცვლელად იცავს უფლის მიერ მოტანილ სწავლა-მოძღვრებას. ყველა დანარჩენი სწავლა-მოძღვრება, რომლებიც მოკვდავ ადამიანთა მიერაა შეთხზული სულიწმინდის კარნახით დაწერილი წმინდა წერილის არასწორი განმარტების საფუძველზე, ამ გზით ეწინააღმდეგება და გმობს სულიწმინდას, რაც უპატიებელი ცოდვაა (თუკი ვინმე სულიწმინდის გმობის ცოდვას მოინანიებს და ჭეშმარიტ სჯულზე მოექცევა, მას ყოვლადმოწყალე უფალი მიუტევებს). სულიწმინდის, ყოვლადწმინდა სამების მგმობელს უფლისგან ძალა და მადლი არ და ვერ მიენიჭება.

სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები სულიერი სიმტკიცითა და ძლიერებით შეიმოსნენ და საუკუნო, მაცხოვნებელი ჭეშმარიტების მხურვალე მქადაგებლებად იქცნენ. სულიერი მხნეობა და სიმტკიცე სწორედ ღვთაებრივმა მადლმა მიანიჭათ. ისინი იმდენად იყვნენ განმტკიცებულნი და განძლიერებულნი სულიწმინდის მადლით იმ სწავლებაში, რომელსაც მთელ ქვეყანას ახარებდნენ, რომ არად დაგიდევდნენ ხორციელ შეჭირვებას, რაც მათ სამოციქულო მოღვაწეობას სდევდა თან. მოციქულთა მსგავსი სიმტკიცითა და ძლიერებით ადამიანი თავის მიერ მოგონილ სწავლებას ვერ გაავრცელებს, ვერც თავს დადებს მისთვის. მოციქულთა ნაქადაგებმა სარწმუნოებამ კი მთელი დედამიწა მოიცვა. მთავარია, სარწმუნოება ჭეშმარიტი იყოს და ამ ჭეშმარიტების მიმართ ადამიანს მხურვალე, მტკიცე რწმენა ჰქონდეს, რათა გავძლიერდეთ, ყოველგვარ სიძნელესა და საცდურს ვძლიოთ.

მართლმადიდებლური ეკლესია, დედაეკლესიის სწავლება სახარებას ეფუძნება. ადამიანი სახარებიდან უნდა ამოდიოდეს, ვიდოდეს უფლის გზაზე და კვლავ სახარებაში ბრუნდებოდეს. ჩვენი სარწმუნოება სწორედ ამითაა ძლიერი, ამით მტკიცდება ადამიანი.

- ქრისტეს მოწამეებსაც, უპირველესად მარტვილებს, ხომ სწორედ სულიწმინდა, უფალი განაძლიერებდა?

- ცხადია. სხვაგვარად, ღვთის მადლის მოქმედების გარეშე ადამიანი ვერაფრით ვერ დაითმენს მათ მსგავს ტანჯვა-წამებას. ღვთისგან ესოდენ დიდი სიმტკიცე და გამძლეობა უფლის უსაზღვრო სიყვარულისა და მხურვალე რწმენის გამო ეძლეოდათ. მათი გაუტეხელი სულიერი სიმტკიცისა და ძლიერების ხილვას ათასობით ადამიანი მიჰყავდა ქრისტეს აღიარებამდე. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში უფალმა ეკლესია მარტვილობითი ღვაწლით გააძლიერა.

- ადამიანის სულიერი ძლიერება ყველაზე მეტად სწორედ დევნილობის ჟამს უნდა ვლინდებოდეს, ჭეშარიტებისთვის ფიზიკური დევნილება იქნება ეს თუ სულიერი...

- "რით შეგიძლიან დაამტკიცო, რომ შენ ხარ ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე? მით, როდესაც ქრისტეს გულისთვის მოითმენ ჭირსა და განსაცდელსა ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელიც თავის თავს არ დაზოგავს ქრისტეს სჯულის შენახვისათვის", - ეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ წარმოთქმული სიტყვებია. ადამიანს წუთისოფელში ყოფნის ჟამს ტანჯვა, განსაცდელი, ცილისწამება მოელის, ჩვენ კი მოვალენი ვართ, მადლიერებით დავითმინოთ, რადგან უფლისგან სულის საკურნებლად გვეძლევა. ვინც ასეთ დროს გატყდება, მას არ მოუხვეჭია ძლიერების ნიჭი. მართალი იობის ცხოვრება გავიხსენოთ. ვერავითარმა გასაჭირმა ვერ გატეხა მისი რწმენა და ვერ დაუკარგა ღვთის სიყვარული, პირიქით, მეტად და მეტად სასოებდა უფალს და ავედრებდა თავს.

- ადამიანი სულიერ, მაცხოვნებელ ძლიერებასა და სიმტკიცეს მხოლოდ ეკლესიის წიაღში ყოფნით თუ მოიპოვებს, რომელიც თავად არის უძლეველი, სულიერი კლდე...

- ...რადგან ეკლესია ჭეშმარიტ, უძლეველ - უფალ იესო ქრისტეს სარწმუნოებაზეა დაფუძნებული. ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ ნათელღებულია წმინდა სამების სახელით, არამედ "მის ხმასაც ისმენს" - თავისი ცხოვრებით, სულიერი მოღვაწეობით ქრისტეს ემსახურება, უფლისგან მოცემულ მცნებებს აღასრულებს, ჭეშმარიტი შვილია ეკლესიისა, ვერავითარი მტერი - ხილული თუ უხლავი - ვერ დაამარცხებს.

ეკლესიაში მყოფობს მაცხოვნებელი მადლი სულიწმინდისა, რომელიც იმ წმინდა საიდუმლოთა და წესების დაცვის მეშვებით მოგვეცემა, რომელთაც ქრისტეს ეკლესია ინახავს. ცხოვნებისთვის მადლმოსილება, მადლის მოხვეჭაა აუცილებელი, ამას კი განუწყვეტელი სულიერი მუშაკობა და ბრძოლა სჭირდება - ბრძოლა საკუთარ თავთან, ბრძოლა ბოროტთან. მამათა სწავლებებზე დაყრდნობით, ეკლესია შეიძლება შევადაროთ ზღვაში მიმავალ გემს, რომელსაც ყოველი მხრიდან ეხეთქება ტალღები, თუმცა გემს ვერ აზიანებს და მისი მგზავრებიც დაცულნი არიან. მსგავსად ამისა, ვინც ეკლესიის წიაღში იმყოფება, მიუხედავად ყოველი მხრიდან მასზე მოწევნული საცდურისა, არავითარი საშიშროება არ ემუქრება. ადამიანმა უგემოდ რომ მოინდომოს ზღვის გადაცურვა, შესაბამისად, ეკლესიის გარეშე მოისურვოს წუთისოფლის მშფოთვარე ზღვის გადალახვა, ზეციურ სასუფევლამდე, ზეციურ ეკლესიამდე ვერ მიაღწევს, რადგან ყოველი მხრიდან ტალღების - საცდურთა შემოტევას ვერ გაუმკლავდება. ნურავინ იფიქრებს, რომ ეკლესიაში ყოფნის გარეშე სულიერებაში რაიმე წარმატებას მიაღწევს, მისი ცხოვრება მაცხოვნებელ ნაყოფს გამოიღებს.

ბოროტთან ბრძოლას, მისგან შემოთავაზებულ საცდურთა ძლევას უდიდესი სულიერი ძალა სჭირდება, რაც ეკლესიის მეშვეობით მოგვეცემა ღვთისგან. ბოროტსაც უდიდესი ძალა შესწევს, მაგრამ არა აქვს ძალაუფლება იმისა, რომ გვაიძულოს ცოდვის ჩადენა, მხოლოდ გვაქეზებს, საცდურს გვაწვდის. ადამიანს კი აქვს ძალა და ნება, არჩევანის შესაძლებლობა, რომ სძლიოს ბოროტ ძალას: "თქვენ ღვთისგან ხართ, შვილნო, და სძლიეთ მათ; რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც წუთისოფელშია", - ბრძანებს იოანე მოციქული. თუ ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით ეშმაკს არ მისცემს თანხმობას, არამედ არჩევანს ღვთის ნების შესაბამისად გააკეთებს, უფლისკენ მიმართავს მზერას და მას მოუხმობს შემწედ, თავად უფალი მისცემს ძალას, რათა თავი დაიხსნას ბოროტისაგან. ეშმაკზე გამარჯვების გარეშე ადამიანი სასუფევლის გვირგვინს ვერ მოიპოვებს. "ბრძოლის წესები" კი ეკლესიაში ისწავლება.

ბოროტის დასაძლევად, შესაბამისად, სულიერი ძლიერებით შესამოსად უფალმა არაერთი საშუალება მოგვცა. ძლიერება არის ლოცვაში, მარხვაში, ეკლესიის შვიდ საიდუმლოში... ქრისტიანი, ქრისტეს მებრძოლი, შეიარაღებულია ჯვრით - მას მიეცა ჯვარი სიმბოლოდ და უძლეველ იარაღად უკეთურ ძალთა დასაძლევად. მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა ჯვარზე დათხეული ცხოველმყოფელი სისხლით გამოიხსნა კაცობრიობა და დაამარცხა ბოროტი, ჯვარცმითა და მკვდრეთით აღდგომით დასრულდა ეშმაკის ძალაუფლება ადამიანზე, ბოროტ სულს ყველაზე მეტად ხომ ჯვრის ხილვა აფრთხობს, მით უფრო, თუკი ადამიანი უფლისგან ბოძებულ უხილავ ჯვარსაც უდრტვინველად ეზიდება...

ყველაზე დიდ იარაღად უფალმა მოგვცა ჯვარი, რომელიც გვახსენებს დამარცხებულ ბოროტ ძალას. ის ხომ უფალმა დედამიწაზე მოვლინებით, ჯვარცმით - ჯვარზე სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა და მოგვცა აღთქმა, რომ დედამიწა ზეციურ საუფლოს შეურთდება. უფლის ჯვარცმის შემდეგ ჯვარი ქრისტეს მიმდევართათვის უძლეველ იარაღად იქცა, რომლის თაყვანისმცემელნი და მსასოებელნი ყოველგვარ წინაღობას გადალახავენ, უკეთურებას სძლევენ.

- ძლიერება ფიზიკურიც არსებობს...

- ადამიანს ფიზიკური ძლიერებაც უფლისგან ეძლევა, რათა ისევ უფლის სადიდებლად გამოიყენოს. დავით წინასწარმეტყველს, ფსალმუნთმგალობელს, სულიერ ძლიერებასთან ერთად ფიზიკური ძლიერებაც ჰქონდა, სწორედ თავისი ძლიერებით დაამარცხა გოლიათი. მას ეს ამპარტავნების გამო, კაცთა წინაშე წარმოსაჩენად კი არ ჩაუდენია, არამედ იმის გამო, რომ ერსა და უფალს სჭირდებოდა. ამგვარად უნდა გამოიყენოს ყველა ადამიანმა თავისი ფიზიკური ძლიერება და არა მოყვასის დასაჩაგრად. ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი გავიხსენოთ. მათ თავიანთი ახოვანება და ძლიერება ერის სასიკეთოდ და ღვთის სადიდებლად გამოიყენეს.

ადამიანს ნებისმიერი ნიჭი და უნარი ღვთისგან კეთილად ეძლევა, რათა ღვთივსათნოდ გამოიყენოს, უფლისგან ბოძებული ისევ უფალს მიუღვნას და საკუთარი სულის ცხონებას მოახმაროს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat