თუ სხეული არ დათრგუნე მტრად გექცევა
თუ სხეული არ დათრგუნე მტრად გექცევა
უსხეულოდ ადამიანი ვერ ცხონდება, სწორედ მისი მეშვეობით უნდა ვმართოთ სული
"და შექმნა ღმერთმა კაცი მტუერისაგან მიმღებელმან ქუეყანისაგან" ანუ მიწისგან. შემდეგ კი შთაბერა სიცოცხლის სული და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად. ამგვარად, ადამიანი სხეულისა და სულისგან შედგება. წმინდა წერილის თანახმად, სულის შექმნისას ღმერთს არაფერი აუღია, მას აქვს არამიწიერი ბუნება, ამიტომაც სხეულზე, ხორცზე ბევრად აღმატებულია, მეტადაც უნდა ვიზრუნოთ მასზე. მაცხოვარი ბრძანებს: "რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თავისი სული კი დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?" მაგრამ რადგან ღმერთმა სხეულიც მოგვცა, მასაც თავისი ღირებულება და დანიშნულება აქვს, ადამიანის სხეული ხომ სულიწმინდის ტაძრად იწოდება.

სხეულისა და სულის ღირებულებასა და დანიშნულებაზე გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე).

- ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი მიწისგან ანუ სხეულისგან შექმნა და სიცოცხლის სული შთაბერა. სხეული მატერიისგან შეიქმნა, სული - არაფრისგან, მას შექმნის საწყისი არაფრისგან აქვს, სხეულს კი - მიწისგან. ადამიანი სხეულისა და სულის ერთობაში შეიქმნა. პირველქმნილი, პირველმშობელთა ცოდვის შედეგად ეს ერთობა სულისა და სხეულისა დაირღვა. ერთობის განყოფას დაერქვა სიკვდილი - სიკვდილი ადამიანმა თავისი ცოდვიდან გამომდინარე წარმოქმნა. სიკვდილი - განყოფა სულისა და სხეულისა ადამიანისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. სწორედ ამის გამო აქვს მას სიკვდილის შიში.

რადგან სიკვდილი არ არსებობდა, ცოდვით დაცემამდე ადამიანის სხეული არ იყო ხრწნადი. მას ისეთივე სხეული ჰქონდა, როგორიც მაცხოვარმა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოუპოვა კაცობრიობას. ის, რაც პირველმა ადამიანმა დაარღვია და დაკარგა, ახალმა ადამმა - მაცხოვარმა იესო ქრისტემ მოიპოვა და აღასრულა. სხვაობა ისაა, რომ მაცხოვრის სხეული სიკვდილზე გამარჯვების შემდგომ გარდაიქმნა, ადამი კი იმთავითვე ასეთად შეიქმნა.

- უფლის მეორედ მოსვლის, საყოველთაო აღდგომის შემდეგ ადამიანთა სხეულების გარდაქმნაზეც ვისაუბროთ. როგორ გარდაიქმნება სხეულები? იქნება თუ არა განსხვავება მართალთა და ცოდვილთათვის მინიჭებულ სხეულებს შორის? რა სწავლება აქვს ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მამათა სწავლებით, საყოველთაო აღდგომის შემდეგ ადამიანს უხრწნელი სხეული მიენიჭება, მაგრამ ცოდვილთათვის ეს სხეული მარადიულ სატანჯველში იქნება, მართალთათვის კი ცხონებასა და ნეტარებაში. მეორედ მოსვლამდე სრულად არც ნეტარება არსებობს და არც ტანჯვა. კონკრეტული ადგილი არ არის არც სატანჯველისა და არც ნეტარებისა. რასაც გარდაცვალების შემდეგ ცოდვილთა და მართალთა სულები განიცდიან, ჯერჯერობით მხოლოდ სულიერი მდგომარეობაა. მეორედ მოსვლის შემდეგ, როდესაც მოხდება შერწყმა სულისა და სხეულისა, მართალთა სულები განიღმრთობიან და სრულ ნეტარებას დაიმკვიდრებენ. შესაბამისად, ცოდვილთა მისაგებელი სრული სატანჯველი იქნება.

მამათა სწავლებიდან ვიცით, რომ საყოველთაო განსჯის შემდეგ მართალთა გარდაქმნილ, განსულიერებულ სხეულებს ცოდვილთა სხეულებისგან იმით განვასხვავებთ, რომ ამ უკანასკნელთა სხეულები შავი და დაბნელებული იქნება და უსიამოვნო სუნს გამოსცემენ.

- საინტერესოა, რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანი მიწისგან. რაზე მიანიშნებს და რაზე უნდა დააფიქროს კაცი იმან, რომ მიწისგანაა შექმნილი?

- ადამიანი რომ მიწისგან შეიქმნა, პირველ ყოვლისა, იმას მიანიშნებს, რომ ის მეუფეა ყოველივესი, რაც კი მიწიერია, რაც მატერიალურია სამყაროში. მაგრამ ვიცით, რომ ადამიანი შეიქმნა არა მარტო მიწისგან, მტვრისგან, არამედ ამ მიწას დაემატა მეორე, უმაღლესი საწყისიც - სული, რასაც სხვა ქმნილებები მოკლებულნი არიან. ღვთის ქმნილებათაგან სული მხოლოდ ადამიანს აქვს მინიჭებული.

მეორე მხრივ, ადამიანი ღმერთმა მიწისგან იმიტომ შექმნა, რომ ამით ამპარტავნებისგან დაეცვა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ღვთის წინაშე არაფერს წარმოვადგენთ, მხოლოდ მიწა და მტვერი ვართ. ამის შემეცნება და გააზრება ამპარტავნებისგან დაგვიცავს.

- როგორ გვმართებს სხეულზე ზრნვა? როგორ ვაქციოთ სხეული სულიწმინდის ტაძრად?

- ადამიანს მიეცა სიცოცხლე და ეს უფლის უდიდესი საბოძვარია. ამ საჩუქარს ძალიან დიდი მოფრთხილება და მოვლა სჭირდება. არ შეიძლება კაცი თავის პირად ცხოვრებას, თავის სულსა და ხორცს უდებებით, დაუდევრად მოექცეს. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი არავითარ ანგარიშს არ უწევს ღმერთს, ცოდვებშია ჩაფლული და არ ზრუნავს მათ დაძლევასა და მოკვეთაზე. რადგან ჩვენი სხეული სულიწმინდის ტაძრად იწოდება, სულიწმინდის სამკვიდროდაა მიჩნეული, ამისთვისაა შექმნილი, მასში უფალი უნდა განიდიდოს და არა ეშმაკი. ადამიანი თავისი საქციელით, თავისი ცხოვრების წესით სხეულსა და სულს ან სულიწმინდის ტაძრად აქცევს, მასში სულიწმინდის მადლი დაივანებს, ან შებილწავს და ეშმაკს გააბატონებს. წმინდა სერაფიმ საროველს ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი: ქრისტიანის ცხოვრების მიზანი სულწმინდის მოპოვებააო. რაც ადამმა დაკარგა, განუწყვეტლივ იმის ძიებაში უნდა ვიყოთ. ფსალმუნში წერია: "ნეტარ არს კაცი, რომელი გამოიძიებს სჯულსა უფლისასა". "გამოძიება სჯულისა" სწრაფვაა ღვთისკენ. ამ ძიების პროცესში სხეულიც და სულიც სულიწმინდის სამკვიდროდ იქცევა. შესაძლოა, კაცმა სიცოცხლეში ვერ მიაღწიოს სრულყოფილებას, - ეს მხოლოდ უდაბნოში მიიღწევა, - მაგრამ მთავარია, განუწყვეტელი სწრაფვა ჰქონდეს. ერისკაცისგან უფალი ამ სწრაფვასაც შეიწირავს. უფალი სახარებაში მოგვიწოდებს: "იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არსო". ადამიანი მამაზეციერის მსგავს სრულყოფილებას ვერ მიაღწევს, მაგრამ აქ სწორედ მისკენ განუწყვეტელ სწრაფვას გვავალებს შემოქმედი. სრულყოფილება უკიდეგანოა. შესაბამისად, ადამიანიც თავისი თავით, სულიერებაში მიღწეულით კმაყოფილი არასოდეს უნდა იყო. როდესაც ასე ხდება, უფსკრულის, დაცემის პროცესი იწყება.

უსხეულოდ ადამიანი ვერ ცხონდება, სწორედ მისი მეშვეობით უნდა ვმართოთ სული. სერაფიმ საროველი თავის სხეულზე ამბობდა - ის ჩემი მეგობარია და ჩემი მტერიცო. სხეული მეგობარია იმიტომ, რომ მის გარეშე ცხონება შეუძლებელია, მაგრამ თუ სხეული არ დათრგუნე, არ აზომიერე, მტრად გექცევა, კეთილ შედეგს ვერ მიიღებ. ადამიანმა სხეულზე უნდა იზრუნოს, მოუაროს - ასაზრდოოს, მოასვენოს... სხვაგვარად დაუძლურდება. ფიზიკურ უძლურებაში მყოფი ვერც ლოცვას შეძლებს, ვერც შრომას თუ სხვა ღვაწლს, მაგრამ ეს ზომიერად უნდა მოხდეს. სხეულზე ზრუნვა ისე უნდა წარიმართოს, რომ მართლაც სულიწმინდის ტაძრად, სამკვიდროდ იქცეს. ასეთი ღვთის წინაშე მართალი ცხოვრებით განწმენდილი სხეული ხდება.

- რა ახასიათებს ადამიანის სხეულს, რა არის ხორცის მიდრეკილება?

- ცოდვით დაცემამდე, როდესაც ადამიანში სულისა და ხორცის ერთობა იყო, სულიც და ხორციც ღვთისკენ იწრაფოდა, რადგან ორივე ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი გახლდათ, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ, როცა დაირღვა ერთობა, მოხდა გაყოფა სულისა და სხეულისა, სული ისწრაფვის ღვთისკენ, ეძიებს უფალს. სწორედ სული იწვევს ადამიანში ლოცვის, გალობის, ღვთის შემეცნების სურვილს, ეს ყველაფერი სულის თვისებაა. სულის შემადგენელი ნაწილის - სამშვინელის საშუალებით ადამიანი აღიქვამს მშვენიერებას, მოსწონს სილამაზე... ხორცი კი ნებსით თუ უნებლიეთ მიდის ცოდვისკენ, ცოდვისკენაა მიდრეკილი.

- ადამიანის სულზეც ვისაუბროთ...

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ადამიანში ჩაიდო ხატება და მსგავსება ღვთისა. ღვთის ხატება ყველა ადამიანშია, მსგავსება კი უნდა მოვიპოვოთ. მსგავსება სულის საკუთრებაა, რომელიც ნელ-ნელა მიიღწევა ადამიანის მოღვაწეობით. როგორც ვთქვით, სულის თვისება ღვთისკენ სრაფვაა - სული ყოველთვის ფიქრობს მარადიულობაზე, მომავალ ცხოვრებაზე; მატერიალურზე, დროებითზე ის არასოდეს ფიქრობს. არსებობს მდგომარეობა, როცა ადამიანში იხშობა სულიერი ხედვა. ასეთ დროს ვერც კი ამჩნევს, რომ სული აქვს, შესაბამისად, არ ახსოვს, რომ უპირატესი სულია და ყველაზე მეტად მასზე უნდა ვიზრუნოთ.

ადამიანი რამდენიმე ცხოვრებით ცხოვრობს: სულიერით, ბიოლოგიურით... ეს "სიცოცხლეები" მას ღმერთმა მიანიჭა. ბიბლიის ებრაულ ორიგინალში წერია: როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, მას სიცოცხლეები მიანიჭაო - არა სიცოცხლე, არამედ სიცოცხლეები. სწორედ აქედან გამომდინარე ცხოვრობს ადამიანი რამდენიმე ცხოვრებით - სულიერით, ბიოლოგიურით, მაგრამ უპირატესი სულიერია. მამოძრავებელი სულია, რომელიც უშუალოდ ღვთისგან გამოვიდა, მას საწყისი აქვს უფლის სუნთქვისგან, შთაბერვისგან. ამიტომაც, როდესაც სულისა და სხეულის განყოფა ხდება, სხეული უბრუნდება მიწას, უფლისგან გამომავალი სული კი მრადიულია და მარადიულად რჩება. ეს არ არის ღვთის დადგენილება და არც სასჯელი, არამედ შედეგი ადამიანის ცოდვისა. როგორც ვთქვით, სიკვდილი ადამიანში ცოდვის შედეგად შემოვიდა. უფალი სასჯელს არასოდეს იძლევა, მისგან არავითარი ბოროტება არ გამოდის. ის, რასაც ჩვენ ღვთის სასჯელს ვეძახით, შედეგია ჩვენ მიერ ქმნილი ცოდვებისა.

ცოდვით დაცემის შემდეგ უფალმა აუწყა ადამიანს, რა მოიმკო თავისი ცოდვით. თუ კაცი დაარღვევს ფიზიკის კანონებს და საკუთარი ნებით გადმოხტება დიდი სიმაღლიდან, შედეგი ის იქნება, რომ დაშავდება, ან სულაც მოკვდება. მაგრამ ხომ არ შეიძლება ეს ღმერთს დავაბრალოთ?! ადამიანმა სიკვდილიც თავისი ცოდვის შედეგად მიიღო; ავტორი, შემოქმედი სხეულისა და სულის განყოფისა ისევ და ისევ ადამიანია.

- საიდან იწყება სულზე ზრუნვა?

- ცხადია, ეკლესიის კარიბჭიდან. იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი ნათელს იღებს. ეს არის პირველი ნაბიჯი ცხონებისკენ. შემდგომში კაცს უნდა გაუჩნდეს სინანული და ნელ-ნელა, სულიერი მამის დახმარებითა და მორჩილებით, ეზიარება მარადიულობას ევქარისტიის - ზიარების საიდუმლოს მეშვეობით.

- შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა გაარკვიოს, რომელი თვისებები უფრო მძლავრობს მასში - სული მართავს თუ ხორცი?

- ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანისთვის ეს ნაწილობრივ შესამჩნევია, თუმცა ამის სრულად გარკვევა, დადგენა ძალიან რთულია. ამას განსჯის ნიჭი სჭირდება, რასაც მამები წლების მანძილზე ურთულესი ასკეტური ღვაწლის შედეგად იძენდნენ. ამიტომ სულიერი შვილის მდგომარეობის სრულად გარკვევა შესაძლოა სულიერ მოძღვარსაც კი გაუჭირდეს, რადგან ამას სულიწმინდის მადლმოსილება სჭირდება.

- უფალმა სულსა და ხორცზე ზრუნვისთვის ერთ-ერთ აუცილებელ საშუალებად მარხვა დაგვიწესა...

- როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, მარხვის მიზანი, პირველ ყოვლისა, ადამიანში თავშეკავების უნარის გამომუშავებაა, ასევე ვნებებთან ბრძოლა. ეს ყველაფერი გონებაში უნდა მოხდეს. კვლავ წმინდა იოანე ოქროპირის გამონათქვამს მოვიშველიებ: თუკი ვინმეს სურს ამის მიღწევა, დაე, სახსნილო საკვებითაც გააკეთოს, მაგრამ არავინაა ასეთი, რომელიც ამას შეძლებსო.

მარხვას უპირველესად სულიერი დანიშნულება აქვს, სულიერი ღვაწლია, მაგრამ მას ხორცითაც - ხორციელი მარხვითაც უნდა დავეხმაროთ, რომელიც მარტო სახსნილო საზრდელის არმიღებაში კი არ მდგომარეობს, არამედ შეზღუდვაში. სამარხვო საზრდელის მიღების დროსაც გვმართებს თავის მოზღუდვა, რათა ამით თავშეკავება ვისწავლოთ, თავშეკავების უნარი გამოვიმუშაოთ.

- ხოციელი სნეულებებიც ხომ სულის საკურნებლად გვეძლევა, რათა მათი საშუალებით სულიერი სნეულებებისგან - ცოდვებისგან განვიწმინდოთ, სული განვიკურნოთ და ვცხონდეთ?

- ფიზიკური სნეულება ისევ და ისევ ჩვენი ცოდვების შედეგია, მაგრამ მთავარია, ადამიანი როგორ მიიღებს მას. სნეულება ცოდვათაგან განსაწმენდად იმ შემთხვევაში გვეძლევა, როცა ადამიანი მადლიერებით ღებულობს მას, მადლობას სწირავს უფალს სნეულების მომადლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამბობენ აღსარებას, ეკითხებათ შენდობის ლოცვა და ეზიარებიან, მაინც გადიან ეპიტიმიას სრულყოფილად განსაწმენდად, რადგან ვხედავთ, რომ ადამს მიუტევა უფალმა მისი შეცოდება, მაგრამ კაცობრიობა მაინც დარჩა ამ მდგომარეობაში. წმინდა მამები ჯანმრთელობის ჟამს, როდესაც გარკვეული დროის მანძილზე სნეულება არ ეწეოდათ, თვლიდნენ, რომ უფალმა მიატოვა.

- წმინდა მამათა ცხოვრებაც გავიხსენოთ. ისინი ხომ სულზე ზრუნვისთვის, უფალთან მისაახლოებლად და საბოლოოდ მასთან მყოფობისთვის სრულად ითრგუნავდნენ ხორციელ მოთხოვნილებებსა და სიამეებს. განსაცდელადაც არა ხორციელ პრობლემებს, არამედ სულიერ დაბრკოლებებს თვლიდნენ - როცა უფლის დაშვებით ეშმაკი აზრებით მოქმედებდა მათზე, მოწყინებას მიეცემოდნენ...

- ეს ყველაფერი მოშურნეობაზეა დაფუძნებული. თითოეული ადამიანი უნდა დააფიქროს მამების მოღვაწეობამ, ბერ-მონაზვნების ღვაწლმა. როგორც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს: მონაზვნობა არის წესი უხორცოთა, რომელიც მოკვდავ სხეულში აღესრულება. თვით მონაზვნობა მაგალითს ანგელოზებრივი ცხოვრებიდან იღებს. ანგელოზებრივი ცხოვრება სწორედ განდგომაა წუთისოფლიდან, რაც სამ ძირითად აღთქმაში გამოიხატება: უპოვარებაში, მორჩილებასა და ქალწულებაში. ერისკაცთ მეტ-ნაკლებად მაგალითის აღება მართებთ არა ანგელოზებისგან, არამედ ბერ-მონაზონთაგან. ერში მცხოვრებ ადამიანს ქალწულებად ეთვლება მეუღლეობრივი ერთგულება და მოვალეობის აღსრულება. ადამიანმა უპოვარებაც უნდა იტვირთოს, რაც ხორციელ ნაკლოვანებათა მორჩილებით მიღებითა და გადატანით უნდა გამოიხატოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat