ღვთის შიშისა და ხსოვნის გარეშე ვერც პიროვნება შედგება და ვერც საზოგადოება აშენდება
ღვთის შიშისა და ხსოვნის გარეშე ვერც პიროვნება შედგება და ვერც საზოგადოება აშენდება
აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ეს ორი შიში: ერთი ღვთისგან არის მოვლენილი, მეორე კი - ეშმაკისგან
წმინდა წერილში არაერთგან არის ნახსენები შიშის ცნება. 33-ე ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი წერს: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწაო თქვენ" (ფსალმ. 33.1). რას ნიშნავს "შიშის სწავლება"? - წმინდა ბასილი დიდი განმარტავს: "თქმა, რომ ჯანმრთელობა საჭიროა, ყველას შეუძლია, თვით უბირსაც კი, მაგრამ როგორ უნდა შევიძინოთ იგი, ეს უკვე მისი საქმეა, ვინც მკურნალობის ხელოვნება იცის, მაგრამ ყველა სახის შიში როდია კარგი და მხსნელი; არსებობს ხომ შიშიც მტრისა და წინასწარმეტყველის სავედრებელიც ისაა, რომ არ მიეკაროს იგი მის სულს, როცა ამბობს: "შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი" (ფსალმ. 63,1). ეს შიში მტრისა სიკვდილის პირისპირ სიმხდალეს გვინერგავს და ვიღაც პირთა უპირატესობის წინაშე ქედის მოდრეკას შთაგვაგონებს. განა წამების დროს ამგვარი შიშის მქონე მოიკრებს ძალას, წინ აღუდგეს ცოდვას, თუნდაც სიცოცხლის ფასად და დაუბრუნოს ვალი უფალს, რომელიც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა? საკუთარ თავში მტრის შიშს ატარებს დემონთაგან შეშინებული, და საერთოდ, ამგვარი შიში უძლურება მგონია, რომელსაც ბადებს ურწმუნოება. ხოლო მორწმუნეს, რამდენადაც მას ძლიერი შემწე ეგულება, არ ეშინია არავისი, ვინც მის შეძრწუნებას ცდილობს". ეს გადამრჩენელი სწავლება და სიბრძნე ლაიტმოტივად გასდევს თითქმის მთელ წმინდა წერილს. ამიტომაცაა საჭირო მისი ხშირი კითხვა და განუწყვეტლივ ზიარება იმ ჭეშმარიტებასთან, რომელიც ბედნიერებისა და ნეტარების წყაროა. "ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა" (ფსალმ. 127,1).

გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.

- რამდენად დიდი სათნოებაა ღვთის შიში და რა სარგებლის მომტანია იგი ადამიანისთვის?

- შიში უფლისა არის მაცხოვნებელი გზა. თუ კაცი ისწავლის და გაითავისებს ამ სიბრძნეს, მიუახლოვდება უფალს და მისგან ჯილდოდ მიიღებს ბევრ სხვა ნიჭსაც, ხოლო თუკი ვერ შეიძენს ღვთის შიშს, ღმერთთან წილი არ ექნება. ოღონდ არ შეიძლება ყველა შიში გავაიგივოთ ღვთის შიშთან. შიში, რომელსაც შობს სულის უძლურება, ურწმუნოება და სასოწარკვეთილება, თრგუნავს ადამიანს და არ მოაქვს სიკეთე. ღვთის შიში კი, რომელიც ღვაწლის შედეგად იშვება, მხსნელი და განმწმენდელია კაცის სულისა. ეს შიში არის ერთგვარი თერაპია, რომელიც ადამიანს აფიქრებს, გამოასწორებს. იგი შობს სიმშვიდეს. პარადოქსია, მაგრამ სწორედ შიშს მოაქვს სიმშვიდე. ამიტომ აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ეს ორი შიში. ერთი ღვთისგან არის მოვლენილი, მეორე კი - ეშმაკისგან. ეს უკანასკნელი თრგუნავს კაცს, გარემოებების, მოვლენების, ადამიანების მონად ხდის მას. ხოლო ღვთის შიშს სიკეთე მოაქვს. იგი განაპირობებს გონების სიმტკიცეს. როდესაც ღვთის შიშით, მისი ხსოვნით ვართ აღჭურვილნი, მაშინ ჩვენი აზრები იწმინდება, ღვთისკენ მიმართული, მასზე მიმსჭვალული ხდება და აღარ მიმოიფანტება. ეს შიში განწმენდს სხეულსაც, საქმეებსაც. წმინდა მამები ამას ასე განმარტავენ: როგორც ჯვარზე გაკრულ სხეულს ერთმევა მოძრაობის საშუალება, ასევე ღვთის შიშითა და მადლით ხდება ჩვენი ცოდვების ჯვარზე გაკვრა, მათი მოთოკვა და ალაგმვა.

ღვთის შიში ეტაპობრივადაც განიყოფება: ერთი მხრივ, არის შიში, რომელიც დამახასიათებელია დამწყებთათვის და, მეორე მხრივ, შიში, რომელიც მოქმედებს სრულყოფილების გზაზე შემდგარ მოსაგრე ადამიანებში. ალბათ ყველას განგვიცდია, რომ თავიდან ღვთის შიში განსაცდელებით მოქმედებს ადამიანზე. მას უჩნდება შიში თავისი ცოდვილი და დანაშაულებრივი ცხოვრების გამო, რომელსაც უამრავი განსაცდელი, ტკივილი, მწუხარება მოსდევს თან. ტკივილის შიში აიძულებს ადამიანს, თავი დააღწიოს ამ ტკივილის წყაროს - ცოდვას. ეს შიში სულიერი ცხოვრების საწყისი ეტაპია. სასჯელის შიში უფრო სრულყოფილი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. იგი მოდის ხანგრძლივი სულიერი მოღვაწეობის, ლოცვის, გონიერი ღვაწლის შედეგად. წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს შიში მიდის მასთან, ვისაც მუდმივად ახსოვს და განუწყვეტლივ უდგას აღსასრულისა და განკითხვის ჟამი, როცა იგი წარდგება მსაჯულის წინაშე. მას შიში ეუფლება იმქვეყნად ცოდვილებისთვის განკუთვნილი სატანჯველის წარმოდგენისას. სამწუხაროდ, დღეს ადამიანს ატროფირებული აქვს სულიერი ცოდნა, ხედვა, სიფაქიზე. ამიტომაც ამგვარი შიში ყველას არ გვახასიათებს. ეს ეხება არა მხოლოდ ურწმუნოებს, არამედ ჩვენი დროის ქრისტიანებსაც. დღევანდელი ადამიანის ცნობიერება ისეა მოწყობილი, რომ მას მხოლოდ მატერიალური სიკეთეების დაკარგვის ეშინია. ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო შეიმჩნევა. პატერიკებში ამოკითხული სიბრძნე კი გვკარნახობს: "მოიხსენე შენი უკანასკნელი დღე და აღარ შესცოდავ". წმინდა მამები საგანგებოდ მიმართავდნენ გონიერ ვარჯიშებს, რომ ღვთის შიში მათ გონებასა და ცნობიერებაში ღრმად გამჯდარიყო. ღვთის შიში ადამიანს აძლევს საშუალებას, თავის შიგნით შევიდეს. თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენს თავს, აღმოვაჩენთ, რომ სულ ჩვენი თავის გარეთ ვცხოვრობთ - პრობლემებით, წინააღმდეგობებით ვართ გარემოცულნი. არა გვაქვს ღვთის ხსოვნა და შიში. ღვთის ხსოვნას იწვევს ლოცვა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, იწვევს ღვთის შიშს. როგორც ვხედავთ, მთელი ეს მოღვაწეობა ერთმანეთზეა გადაბმული. უმთავრესი სათნოება არის ლოცვა. როდესაც ვლოცულობთ, გვაქვს ღვთის ხსოვნა, ესე იგი, გვაქვს ღვთის შიშიც, რომელიც არის შეზავებული კეთილკრძალულებასთან, ღვთის წინაშე დგომასთან, ღვთის სიყვარულთან. ანუ ეს შიში არ არის დამთრგუნველი, ჟრჟოლისა და კანკალის მომგვრელი, იგია სულიწმინდის მადლი, ნიჭი, წყალობა, რომელიც გვმოძღვრავს, ცოდვისაგან განგვაყენებს და გვანიჭებს დიდ ნუგეშსა და ბედნიერებას. ადამიანის ამქვეყნად მოღვაწეობის მთავარი საგანი ღვთის შიშის მოპოვებაა. თუკი ადამიანს არ ექნება ღვთის შიში, მაშინ, როგორც დოსტოევსკი იტყოდა, "ყველაფერი ნებადართული" იქნება. მარადიული სამყაროს არსებობის, ღვთის შიშისა და ხსოვნის გარეშე ვერც პიროვნება ჩამოყალიბდება და ვერც საზოგადოება აშენდება. ასეთი საზოგადოება იქნება დემორალიზებული, არ ექნება ზნეობრივი პრინციპები და მისწრაფებები. ღვთის შიში ადამიანს უნარჩუნებს "ხატებასა და მსგავსებას", ყველა სხვა არსებებზე ამაღლებულ მდგომარეობას. ხოლო როდესაც ადამიანი კარგავს ამ შიშს, იგი უკვე ეშვება იმ სახიფათო ფსკერზე, რომელსაც პირუტყვებრივი მდგომარეობა ჰქვია. ამ დროს იგი მარტოოდენ ინსტინქტების ამარა რჩება ("კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ").

ასე რომ, არა მარტო ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის ღვთის შიში არის უძლიერესი სტიმული, რომელიც ასწავლის მას მორალური კანონის მორჩილებას. ყველა სახელმწიფოებრივი კანონი, სჯული, სამოქალაქო კონსტიტუცია სათავეს ღვთაებრივი სამართლიდან იღებს და მის ანარეკლს წარმოადგენს. წმინდა წერილში პირდაპირ არის მითითებული, რომ სრულყოფილებს არ სჭირდებათ კანონი, რადგან მათ აქვთ შინაგანი კანონი, რომელიც იდეალურად მოერგება ნებისმიერი სახელმწიფოს კონსტიტუციას. მაგრამ სამოქალაქო კანონი, რომელიც აწესებს გარკვეულ ჩარჩოს, საჭიროა იმისათვის, რომ სახელმწიფოში იყოს წესრიგი, მცირედ მაინც აილაგმოს, ზღვარი დაედოს დანაშაულსა და ბოროტებას. რადგანაც ყველას არ გააჩნია შინაგანი სინდისი, ამიტომაც დაინერგა საზოგადოებაში კანონის წინაშე მორჩილება და შიში. რა თქმა უნდა, ეს არ არის მაცხოვნებელი შიში, მაგრამ ამქვეყნიურ ცხოვრებაში იგი მაინც სასარგებლო და აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი. რადგან, როდესაც ადამიანს მხოლოდ სამოქალაქო კანონის წინაშე ეუფლება შიში, ამ შემთხვევაში იგი უკვე აღარ არის თავისუფალი. აქ იკარგება ადამიანის შემოქმედებითობა. იდეალურ შემთხვევაში არც სახელმწიფო, არც ადამიანის ცნობიერება არ უნდა იყოს აგებული მხოლოდ დამთრგუნველ შიშზე, არამედ კარგად გაცნობიერებულ თავისუფალ ნებაზე, სპეტაკ სინდისზე, რომელიც ადამიანს უკარნახებს ღვთისთვის სათნო და მოსაწონ ცხოვრების წესს. მხოლოდ ეს მიანიჭებს მას ბედნიერებას. "ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და სჯული თვისი აუწყოს მათ" (ფსალმ. 24,12).

- რა იგულისხმება პავლე მოციქულის ნათქვამში: "სრულმან სიყვარულმან განდევნოს შიში?"

- სრულყოფილ ეტაპზე, როდესაც ადამიანი წარემატება სულიერ მოღვაწეობაში, შიშის ადგილს მხოლოდ სიყვარული იკავებს.

- არსებობს ფუჭი, ამაო შიში. როგორ უნდა დაიძლიოს იგი?

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ფუჭი შიშისგან და უნდა შევიმოსოთ ნამდვილი, ჯანსაღი შიში. ეს არის შიში ცოდვისა. მამები ამბობენ, რომ მხოლოდ ეს შიში უნდა გააჩნდეს ადამიანს. ადამიანი უნდა ეცადოს, განთავისუფლდეს ყოველგვარი მიწიერი შიშისგან, ავადმყოფობა იქნება ეს, ტანჯვა, მწუხარება თუ სხვა. თუკი კაცი მართალი ცხოვრებით ცხოვრობს და არ ემონება ცოდვას, ღვთის განგება და მფარველობა ვლინდება მასზე. მაშინ რისიღა უნდა ეშინოდეს მას? ამიტომაც ამბობს წინასწარმეტყველი: "არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა იგი გარე მომიცვეს მე" (ფსალმ. 5,8)... "ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ ჩემთანა ხარ შენ" (ფსალმ. 22,30). და კიდევ იტყვის: "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს. უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?" (ფსალმ. 26,1). მთელი ჩვენი ცხოვრება აღსავსეა განსაცდელებით, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია შეჭირვება, მწუხარება. მთავარია ადამიანმა თავი არ დააძაბუნებინოს ამ შიშებს, რომლებიც ტალღებივით არიან. ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც ხომ ზღვასთან არის შედარებული: "სოფლისა ზღვა აღძრულ არს, საშინელად დამნთქავს მე, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად", - ვკითხულობთ საეკლესიო საგალობლებში. რით უნდა სძლიოს კაცმა ამ შიშებს, თუ არა რწმენით, ღმერთზე მინდობით, სულიერი ცხოვრებით, ცოდვებთან ბრძოლით? ამ სათნოებების მოხვეჭასთან ერთად ადამიანი თანდათან იძენს სიმშვიდეს, მხნეობას, ვაჟკაცობას. მთელი ჩვენი ცხოვრების აზრი ამ შიშებისაგან განთავისუფლებაში მდგომარეობს.

- სიკვდილის შიში ადამიანს ბუნებრივად აქვს. მაგრამ ერთია ხორციელი სიკვდილი და მეორეა, როგორც მამები ამბობენ, უფრო სასტიკი - სულიერი სიკვდილი. იქ არ არის სიკვდილი და არც არაფერი სხვა, რაც ადამიანს ემუქრება. მთავარია, მიხვდეს ამას, დაიჯეროს. რატომ არ ეშინოდათ წმინდა მამებს სიკვდილისა და ტანჯვის?

- პასუხი ამ კითხვაზე ნათელია - ისინი გრძნობდნენ ღმერთთან სიახლოვეს. მათმა სულებმა განიცადეს ქრისტესთან შეხება. მათ ღრმად სწამდათ, რომ სიკვდილი იყო გარდაცვალება და შეხვედრა ღმერთთან. თუკი ადამიანის სულიერი ცხოვრება სწორად მიმდინარეობს, მაშინ ხდება მისი შინაგანი სამყაროს ფერისცვალება. ადამიანის სული შედარებულია სასძლოსთან, სიძე კი არის ქრისტე. ეს არის ყველაზე ინტიმური, ღრმა და მჭიდრო ურთიერთობა ადამიანის სულსა და უფალს შორის. და როცა ეს ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში ხორციელდება, ეს არის მდგომარეობა, რომელზეც წინასწარმეტყველი დავითი წერს: "შთათუვიდე ჯოჯოხეთსა, მუნცა ხელი შენი მეუფებს".

- ღვთის შიში ადამიანში ალაგმავს ცოდვების ტირანიას, გულნამცეცობას, პატარაკაცობას, სილაჩრეს, მუდმივ დათრგუნულ მდგომარეობას. ის არის უზარმაზარი სიკეთი მომტანი...

- ადამიანი დგება სრულყოფილების გზაზე. უზენაესის წინაშე ამ შიშის გამო ჩვეულებრივი მოკვდავი ეხება სულიერ ენერგიებს. და ეს შეხება სრულიადაც არ არის წარმოსახვითი, ილუზორული. ამ დროს ხდება სინერგია: ღვთაებრივი და ადამიანური ენერგიების შეერთება. ეს არის უზარმაზარი აფეთქება, სიყვარული და მადლი, რომელიც ადამიანს ანიჭებს ნეტარებასა და ბედნიერებას. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ წმინდა მამები ტოვებდნენ სასახლეებს, დიდებას, პატივს. ისინი შეეხნენ ისეთ ძალას და ისეთი მადლი იგრძნეს, რომ ამ ნეტარების ფასი არაფერი მიაჩნდათ ამქვეყნად.

- დავით წინასწარმეტყველი წერს: "დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყვა შენი, რათა მეშინოდეს მე შენგან" (ფსალმ. 118,38). როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა ღვთის შიში?

- მთელი ეკლესიური ცხოვრება, ლოცვა, ღვთისმსახურება განმსჭვალულია ამით. ეკლესიური ცხოვრება მუდმივად ასწავლის და აჩვევს ადამიანს ყველა სათნოებას, მათ შორის ღვთის შიშსაც. ადამიანი არ უნდა დაიკარგოს. მან თავისი ტალანტი, გონება, ტვინი არ უნდა ჩაფლას მიწაში. ანუ მიწიერ კეთილდღეობასა და ინტერესებს, ანგარებას არ უნდა შესწიროს თავისი ამქვეყნიური არსებობა, არ უნდა მოსწყდეს სულიერ ფასეულობებს. ხოლო თუკი ადამიანი ამქვეყნიური ცხოვრებას ჟამს ახერხებს სულიერ მოღვაწეობას, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრებას არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, მაშინ ეკლესია ნელ-ნელა გადასცემს მას ამ სათნოებებს. ასე რომ, სერიოზულად უნდა მივუდგეთ სულიერ ცხოვრებას. ამისათვის საუკეთესო მასწავლებელი არის ლოცვა, განსაკუთრებით კი - იესოს ლოცვა. სხვათა შორის, ძველ ქრისტიანებში არსებობდა ტრადიცია: მამები იესოს ლოცვასავით გარკვეული დროის მანძილზე იმეორებდნენ ფსალმუნიდან ამოღებულ სხვადასხვა ფრაზას. ღვთის შიშის მასწავლებელია მოუკლებელი ლოცვა, სისტემატური იძულება საკუთარი თავისა. ასე რომ, ლოცვა ადამიანს ღვთის ხსოვნას უღვივებს, ღვთის ხსოვნა კი ასწავლის ღვთის შიშს, რომელიც მოუტანს მას ყველა სათნოებას. "დაიბანაკებს ანგელოზი გარემოს მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი" (ფსალმ. 33,7).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat