ვიდრე ვინმეს მკვახე სიტყვაზე ვუპასუხებდეთ, ოცდაათჯერ უნდა წავიკითხოთ უფლის ლოცვა
ვიდრე ვინმეს მკვახე სიტყვაზე ვუპასუხებდეთ, ოცდაათჯერ უნდა წავიკითხოთ უფლის ლოცვა
კაცი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს თავისი სულის წვრთნისთვის. როცა ვინმე შენს საქციელს განიკითხავს, რაც უნდა მართალი იყო, გაიხსენე, შენც რომ განგიკითხავს სხვა უსამართლოდ. ასე გადაიტანე განკითხვა საკუთარ თავზე, რადგანაც რა საზომითაც მიუზღავ, იმ საზომით მოგეზღვება. ვინც განიკითხავს, ანტიქრისტეა, რადგან თავს მსაჯულის უფლებებს ანიჭებს მაშინ, როცა ჭეშმარიტი მსაჯული მხოლოდ ერთი - ქრისტე ღმერთია.

ვისაც გული სუფთა აქვს, ის ყველას სუფთად და წმინდად აღიქვამს, - ამბობს მაკარი დიდი, ხოლო, ვისიც სუფთა არაა და ვნებითაა სავსე, სხვაც ასეთი ჰგონია. ადამიანი, რომელიც თავის თავზე გამოცდის ჭირს, სხვისადმი მიმტევებელი ხდება.

არავის არ უნდა მივმართოთ მბრძანებლური ტონით. თუ გულში რისხვა გაგვიჩნდა, უნდა ვეცადოთ მის მოთოკვას, რადგან რისხვა ბოროტისგან არის და არა ღვთისგან.

უნდა ვინარჩუნებდეთ სიმშვიდეს.

მაგრამ თუ ჩვენი რისხვა სამართლიანია? - იკითხავთ. ამის თაობაზე სოლომონ ბრძენი ბრძანებს: "შეაგონე ბრძენს, ამისათვის შენ იგი შეგიყვარებს; არ ამხილო უგუნური, რადგან იგი ამისთვის შეგიძულებს".

წმინდა მამათა სწავლებით, ვიდრე ვინმეს მკვახე სიტყვაზე ვუპასუხებდეთ, ოცდაათჯერ უნდა წავიკითხოთ უფლის ლოცვა, ანდა შევეცადოთ, დავა-კამათის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი ხუმრობაში გადავიტანოთ.

თითქოს თეორიულად კარგად ვუწყით, რომ არ უნდა განვიკითხოთ, მაგრამ ამის შესრულება წუთისოფელში გვიძნელდება. ზოგჯერ დაუნანებლად, ხელაღებით და დაუკვირვებლად განვიკითხავთ მოყვასს, სიამაყით შევხედავთ და თვითკმაყოფილებას მივეცემით. არადა, ვინ იცის, იმ დროს რა წუხილს განიცდის იგი?

გვესაუბრება თბილისის ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა და ავჭალის ნათლისღების სახელობის მშენებარე მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოანე (გვაჯაია).

- ადამიანი წუთისოფელში სხვადასხვა ცოდვის მორევშია ჩაფლული. მასთან შებრძოლება კი მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ნათლისღების შემდეგ ადამიანი ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობს, რომელიც ადამიანის სულის გადასარჩენადაა დადგენილი. ვინც ვერ ახერხებს საიდუმლოებებში მონაწილეობას, წარმავალი წუთისოფლისგან ითვისებს ამა თუ იმ ვნებებს, ცოდვებს და მავნე თვისებებს, რასაც მივყავართ ამპარტავნებისკენ, რომელიც ყოველგვარი ცოდვის სათავეა და ებრძვის თავმდაბლობას. თავმდაბლობა კი სათნოებათა უპირატესი თვისებაა, რომელიც ადამიანს ღმერთთან მიაახლებს. ადამიანი თავმდაბლობით შეიმეცნებს საკუთარ თავს და ხდება განმკითხველი, მსაჯული საკუთარი თავისა, რის შემდეგაც მასში ფუძნდება ჭეშმარიტი სარწმუნოება. წმინდა მამა ეფრემ ასური გვიქადაგებს "განცდას თვისთა ცოდვათას და არა განკითხვას ძმისა ჩვენისა".

როდესაც ადამიანი უფლის სიტყვას აღარ ასრულებს, ის ღვთისგან განდგომის გამო თავის გამართლებას იწყებს. ეს რითი მართლდება? სხვისი განკითხვით და სხვა ადამიანში მანკიერი თვისებების დანახვით. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ნუ განიკითხავთ სხვას, არამედ შეეცადე საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თავად არ გახდე განსჯის საგანი". ვინც საკუთარ თავში ნაკლს ხედავს და მუდამდღე მის გამოსწორებას ცდილობს, ნაკლები დრო რჩება განსაქიქებლად. განმკიცხველს აკლია სიყვარული, რომელიც მკურნალია ნებისმიერი წყლულისა. უწმინდესი ბრძანებს, თუნდაც დიდი ხნის უმძიმესი ცოდვა ღვთის ნებით დაიძლევა და საბოლოოდ განიდევნება ადამიანის შინაგანი სამყაროდან. მახსენდება თანამედროვე ბერის შეგონება - ხშირად განკითხვა არის შენი თავის წარმოჩენა და ქება-დიდება. სხვას განიკითხავ, ამავე დროს კი თავმომწონეობას იწყებ.

- მამაო, განკითხვასა და მხილებას შორის რა განსხვავებაა?

- ხშირად გვიფიქრია, რომ ადამიანი ამა თუ იმ საქციელის გამო ვამხილოთ. იმას კი არ ვუკვირდებით, თუ როგორ მიიღებს იგი ჩვენს მხილებას. სიყვარულით მხილება აუცილებლობიდან უნდა მომდინარეობდეს. წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს, - ჭეშმარიტად მას უყვარხარ, ვინც ფარულად ლოცულობს შენთვის.

როგორ უნდა გააკეთილშობილო ადამიანი? თუ ათი ჩვევა აქვს ადამიანს და მათგან ერთადერთია კარგი და მას არ შეახსენებ ყოველდღე, ვერ გააკეთილშობილებ. თუ ცხრა ცუდს წარამარა ახსენებ, ეს მხილება სიძულვილსა და განკითხვაში გადაიზრდება. ბედნიერია ადამიანი, რომელიც სიკეთის ქმნის სურვილით ცხოვრობს. მაცხოვნებელი სიკეთე კი თავმდაბლობით, ღვთის შიშითა და სიყვარულით აღესრულება. მადლობა ღმერთს, რომ სამოციქულო ეკლესია, წმინდა მამები გვასწავლიან, თუ როგორ შეიძლება გაახარო მოყვასი და გაურბოდე განკითხვას. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, - სხვისი განკითხვის მოსმენაც კი უდიდესი ცოდვაა. წმინდა სერაფიმ საროველი კი ამბობს, - არასდროს დაგავიწყდეს შეურაცხმყოფელთა დასაჩუქრება. ნეტარი ავგუსტინეს თქმით კი სამართლიანია ბოროტებაში ბოროტება გძულდეს, მაგრამ გიყვარდეს ღვთის ქმნილება.

ჭეშმარიტად მორწმუნე მუდამ უნდა ფიქრობდეს, როგორ დაიწყოს თავიდან ქრისტიანული ცხოვრება. შევეცადოთ, ვიყოთ ისეთი ავაზაკი, რომელიც ჯვარზე გაკრული ცხონდა. ავაზაკი მთელი სიცოცხლე ავაზაკობდა და სიცოცხლის ბოლოს ცხონდა - აღიარა საკუთარი ცოდვები. მთავარი სინანულია. ღმერთთან შერიგება კი ეშმაკთან ბრძოლას ნიშნავს. უწმინდესი ხშირად ბრძანებს, - რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და განეშორე, დაინახე ყოველ ადამიანში სიკეთე, მიმართე მას მხოლოდ კეთილი სიტყვით; თუ ეს არ ძალგიძს, ნურაფერს ეტყვი. თუ ადამიანს ამ სიტყვების მოსმენა არ ახარებს და არ ძალუძს, მასზე ძალიან დიდი ლოცვაა აღსავლენი. თუ კაცი მადლიერების გრძნობითაა სავსე, შეუძლებელია მასში განკითხვის ცოდვა არ გაქრეს.

როცა ადამიანი განსაცდელს ღვთისგან მიიღებს, უფალს შესთხოვს გაძლიერებას, უფლისგან დაიძლევა. თუ ეშმაკისგან მოდის, უარესი განსაცდელი დაატყდება თავს. ამ დროს აუცილებელია სიმშვიდე. მშვიდი და დაწყნარებული ადამიანი მხოლოდ სიკეთის გაკეთებასა და დანახვაზე ფიქრობს. თანაც ნაკლებად განმკითხველია. თუ მოგვიძულა სოფელმა და განგვიკითხეს, უფალი გვეუბნება: ნუ გეშინიათ, მეც განმიკითხესო.

ეკლესიის გარეთ მყოფი ყოველთვის არის განმკითხველი, სხვისი შეცდომების მაძიებელი და უსიყვარულო. როცა ეკლესიური ცხოვრების შემდეგ ადამიანს სწორი, სახარებისეული აზროვნება მიეცემა, მასში იღვიძებს ღვთის ხატება და მსგავსება. მისთვის ცხადია, განკითხვის ცოდვა რამდენად დამღუპველი და მავნებელია.

ადამიანმა თავის განსაკურნებლად მკურნალს, უფალს უნდა მიმართოს და ღვთის სწავლებით დადგენილი მოძღვრის მორჩილებით, ლოცვა-კურთხევით მიიღოს სათნოება.

ხშირად მონასტერში მოდიან სულით და ხორცით განადგურებულნი, საზოგადოებისგან გარიყულნი, განკითხვის საგნად დარჩენილნი. ჩვენც ვალდებულები ვართ, დახმარების ხელი გავუწოდოთ და უფალთან სიახლოვით გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან. ვინც ეკლესიის სწავლებას უგდებს ყურს, აუცილებლად გადარჩება. როგორც წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, გადაირჩინე შენი თავი და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიანო.

ხშირად აღსარებაში ადამიანები სხვის განკითხვას მოჰყვებიან და საკუთარი ცოდვები ნაკლებად ახსენდებათ. თავის ცოდვას სხვას ან კიდევ რაღაც შემთხვევას აბრალებენ. ადამიანის ჭეშმარიტი მკურნალობა ის არის, რომ ნებისმიერ დროს შეგეძლოს აღსარების თქმა. მოძღვარს იმდენი მოეკითხება, რამდენადაც მიენდობა მისი მორჩილი და სულიერი შვილი. თავად ჩვენც, მოძღვრებიც, ვალდებულნი ვართ, ჩვენს მოძღვრებს მივენდოთ და მორჩილება გამოვხატოთ უწმინდესის, მღვდელმთავრების მიმართ. თუკი შევცდებით, მაშინვე შენდობა უნდა ვთხოვოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, უფრო მეტ განკითხვაში ჩავვარდებით.

თუკი იერარქიის მიხედვით განვიკითხავთ სასულიერო პირებს, ეს ურჩობის ტოლფასია - სარწმუნოებისა და არა მოძღვრისა. თუკი რაიმე უძლურებას დაინახავს მრევლი, კარგი იქნება, ილოცოს უძლურთა გასაძლიერებლად. სასულიერო პირებს ნამდვილად გვჭირდება მრევლის გულწრფელი ლოცვა. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ნაკლებად ვიქნებით სასულიერო პირების განკითხვაში. ზოგადად კი, სასულიერო პირი ნებისმიერ საიდუმლოებას აღასრულებს იმ მადლმოსილებით, სიყვარულითა და ხელდასხმით, რომელიც ეპისკოპოსის წყალობით ღვთისგან მიეცა.

ყველაზე მეტად ადამიანი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ განიკითხება, როცა ღვთის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა საკუთარი საქმეებისამებრ. ოთარაანთ ქვრივი ამბობს, ეს ქვეყანა ცოდო-მადლის ჭიდილიაო, ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზე და ტყვიასავით მძიმეა, ზოგიც მადლს იკიდებს და ბუმბულივით მსუბუქიაო. რაც მეტი მადლი გვექნება მოხვეჭილი და მეტი - სიყვარულით ნამოღვაწარი, განკითხვის ჟამს იმ მადლით განვიკითხებით, რა მადლიც დავაგროვეთ წუთისოფელში. როგორც წმინდა მამები ამბობენ, თუ ერთი ადამიანიც კი გძულს ამქვეყნად, ვერ გამართლდები.

ღვთის მადლითა და წყალობით, ღმერთმა გაგვაძლიეროს, ღმერთმა გვაკურთხოს. მივუტევოთ ერთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი.

***
ესპანეთის, ბასკეთის ქალაქ ვიტორიაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამლოცველოს მოძღვარი მამა სერაპიონი (გრიგოლიშვილი):

KARIBCHE
- მამაო, რატომ განიკითხავენ ხოლმე ადამიანები ერთმანეთს და როგორ ვებრძოლოთ ამ ცოდვას?

- ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ (მათ.7,1). ვისაც სხვისი განკითხვის სურვილი აქვს, თვითონ უნდა იყოს უნაკლო. უფალი განკითხვას კრძალავს და არა მხილებას, რადგანაც მხილებას სარგებელი მოაქვს, განკითხვას კი წყენა და დამცირება. მით უფრო მაშინ, როცა სხვებს არცხვენს ის, ვინც თავად უფრო დიდი ცოდვილია. იგი კიცხავს და განიკითხავს მათ, რომელთაც გაცილებით მცირე ცოდვები აწევთ. მათი განსჯა კი მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

- განკითხვის ცოდვა განსაკუთრებით რა კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ?

- რომელნიც არ დადიან ტაძარში და ღვთის სიტყვას არ ისმენენ. ადამიანებს განკითხვის მოსმენისას წესად უნდა გვქონდეთ, არ დავიჯეროთ გაგონილი. როდესაც ბერთან ერთმა მეორეზე აუგის თქმა დაიწყო, მოძღვარმა ჰკითხა: - საიდან იცი ესო. მან უპასუხა: - ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრაო. არა, ის კეთილი არ არის, - უპასუხა ბერმა, - კეთილი რომ იყოს, სხვაზე ავს არ იტყოდაო.

- ზოგჯერ ნებსით თუ უნებლიეთ განიკითხავენ სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირებს. ამით ხომ უფრო მეტად ვამძიმებთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას?

- თითოეული ადამიანი უნდა მოერიდოს სასულიერო პირების განკითხვას. მინდა გავიხსენო ერთი პატერიკი. უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე, რათა სამეუფო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან მივიდა ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი და განიკითხა მღვდელი. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. შემდეგ, როცა ჩვეულებისამებრ მიაკითხა მღვდელმა, ბერმა კარი აღარ გაუღო. მღვდელი დამწუხრებული გაბრუნდა.

ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა, ადამიანებმა დაკარგეს ჩემი სიმართლე და განსჯაში მეცილებიანო. ბერი შიშმა შეიპყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და საწყლე ჭურჭელი. წყალი გამორჩეულად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამოსაღები - არაწმინდა. მივიდა ბერთან უფლის ანგელოზი და უთხრა: - ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღებელი, ან რას მოაკლებს ყოვლადწმინდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი?Aასეთი მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს არ ავნებს. განმკითხველი კი უფალს ეწინააღმდეგება. ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა სთხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა, არავინ განეკითხათ, რადგან ღმერთია ყოველთა განმკითხველი.Uუფალი ბრძანებს: "ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ", "ნუ დასჯით და არ დაისჯებით". მით უფრო არ უნდა განვიკითხავდეთ მღვდლებს, რომლებიც ანგელოზებთან ერთად დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდამოიწვევენ სულიწმინდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

- თქვენთვის, როგორც ბერისთვის, ალბათ რთულია მოღვაწეობა უცხო ქვეყანაში, სადაც გარშემო ათასგვარი საცდურია, თვალით და გონებითაც შესაძლოა ჩავარდეთ განკითხვის ცოდვაში...

- რა თქმა უნდა, ძნელია იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ათეისტია, მაგრამ ყოველთვის მახსოვს სიტყვები: უფალი ყველგან მყოფობს. ეს არის ჩემთვის დიდი ნუგეში და სიმხნევე. ამ სიტყვებს ბევრჯერ ვუხსნივარ განკითხვის ცოდვისგან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat