ამქვეყნიური ცხოვრება ძირითადად ჭიდილია, ზეციური კი უკვე მიღწეული ნაპირი
ამქვეყნიური ცხოვრება ძირითადად ჭიდილია, ზეციური კი უკვე მიღწეული ნაპირი
"ღმერთმა ორი სამყარო შექმნა: სააქაო და საიქიო, მატერიალური და სულიერი, მიწიერი და ზეციური. მიწიერი - გამოცდილების შესაძენად, ზეციური - ჩვენი მოთმინების გამოცდის ჯილდოდ. "ამქვეყნიური ცხოვრება ძირითადად ჭიდილია, ზეციური კი უკვე მიღწეული ნაპირი", - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.

წიგნში, "ჩვენთან არს ღმერთი", ვკითხულობთ:

"დადგება საშინელი სამსჯავროს წუთი და ყველა ადამიანი, ადამ და ევადან მოყოლებული დღემდე, წარდგება ამ სამსჯავროს წინაშე. აღდგებიან მიცვალებულები მკვდრეთით. მათთვის, ვინც სამსჯავროზე გამართლდება, დადგება მარადიული ზაფხული, სრულიად სხვაგვარი, საუცხოო და სიტკბოებით აღსავსე ცხოვრება. მკვდრეთით აღდგომა ღვთის საიდუმლოებაა. თუმცა საღმრთო წერილი ერთგან მიგვანიშნებს ამაზე: "აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით... და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; წამოდგა ფეხზე დიდძალი ჯარი".

წმინდა იოანეს გამოცხადებაში მკვდრეთით აღდგომას ანგელოზის ბუკი და თვით უფლის ხმა გვამცნობს ზეციდან. ეს ხმა გაისმება ყველგან, შეიძვრება მიწა, დაინგრევა საფლავებზე დადგმული ქვები, გაიხსნება სამარხები, ძვლები შეიმოსებიან ხორცით. ამის შემდეგ სული შეუერთდება ხორცს, ჯოჯოხეთიდანაც დაუბრუნდებიან სულები თავიანთ სხეულებს, ამოვლენ საფლავიდან და ამ დროს იქნება ღრმა ძილიდან გამოფხიზლების შეგრძნება. ამის წარმოდგენა ასე შეიძლება: ბრძოლის შემდეგ დაღლილ ჯარს მინდორში ჩაეძინა. ღამით მათ დაათოვა და მთვარის შუქზე ეს ადგილი სასაფლაოს დაემსგავსა. დილით საგანგაშო ხმაზე წამოიშალა ჯარი და შეიქმნა სრული შთაბეჭდილება იმისა, რომ მკვდრები აღდგნენ... აღდგება ყველა - კეთილიც და ბოროტიც, ცოდვილიც და უბიწოც, ისინი კი, ვინც ამ დროს ცოცხალნი იქნებიან, ფერს იცვლიან იმისდა მიხედვით, როგორი ცხოვრებითაც იცოცხლეს. ვინც ღვთის მცნებებით იცხოვრა, სწამდა, დადიოდა ტაძარში და ეკლესიურად ცხოვრობდა, აღდგომის დროს ღმერთი საუკუნოდ დაუმკვიდრებს ადგილს სასუფეველში.

"აღდგომის დროს ქრისტიანი განათლდება თავისი სულის სიწმინდის მიხედვით", - ამბობს მაკარი დიდი.

საშინელი სამსჯავროს დროს ყველა ადამიანის ადგილი განისაზღვრება დედამიწაზე გატარებული ცხოვრების შესაბამისად. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ეს სამსჯავრო და ვიცხოვროთ ღვთის მცნებებით.

ადამიანს არ უნდა ეშინოდეს საფლავისა, რადგან იგია მისი მომავალი აღდგომის ადგილი. მას უნდა ეშინოდეს ცოდვისა, რის გამოც იგი საუკუნო სატანჯველში ხვდება. ამ ცოდვებისგან ადამიანს იფარავს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ღვთის მცნებების დაცვა. ადამიანის სულს, რომელიც ამ მცნებებით ცხოვრობს, არც შეეშინდება მკვდრეთით აღდგომისას თავის სხეულში დაბრუნება, თავისუფლად შეუერთდება, გააბწყინებს და გააცისკროვნებს მას.

ადამიანი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკვდავი იქნება. გაუმძაფრდება მახსოვრობის უნარი. ცოდვებით დამძიმებული ვერასდროს მოისვენებს, ყოველ წამს შეახსენებს თავს ცოდვა, ავი საქმე, ბილწი სიტყვა, უკეთური აზრი, ურცხვი გულისხმისყოფაც, რაც კი ოდესმე გაუფიქრებია. მეტიც, აღდგომის შემდეგ ადამიანს მიეცემა ყველაფრის შეცნობის უნარიც. ისე გაუმახვილდებათ შეგრძნება, რომ თავიანთი ცოდვებით შეწუხებულნი მთებს შეღაღადებენ, - მთებო, დაგვიფარეთ ღვთის რისხვისგანო და სიკვდილიც კი სანატრელი გაუხდებათ. ღმერთი თითოეულს მათი საქმეებისამებრ მიუზღავს: მართალს სამუდამო ნეტარებაში დაამკვიდრებს, ცოდვილს - მარადიულ სატანჯველში.

თუ დედამიწაზე ღვთის სიყვარულით იცხოვრე, ზეცაშიც ღვთისგან სიყვარულს მიიღებ, ხოლო თუ ბოროტს დამორჩილდი, ცაშიც არ იქნება შენი ადგილი, ჯოჯოხეთში დაემკვიდრები. ეს ისეთი სატანჯველია, რომელსაც დასასრული არა აქვს. ზღვა უფრო დაილევა კოვზით, ვიდრე ჯოჯოხეთური ტანჯვა. მთის დაშლაც უფრო ადვილად შეიძლება კენჭების სათითაოდ გამოცლით, ვიდრე ამ სატანჯველის გაქრობა".

გვესაუბრება სქემმღვდელმონაზონი თეოდოსი (ხაჩიძე):

- დიდმარხვის პერიოდში ადამიანი უფრო მეტად იხედება შინაგან სამყაროში და ნათლად ხედავს საკუთარ შეცოდებებს. დიდმარხვას ახლავს განცდა უფალთან სიახლოვისა. წმინდა მამები ამბობენ, რომ დიდმარხვის დროს ადამიანის სული მთლიანად უფლისკენ უნდა იყოს მიმართული. ცხოვრებისეული, ყოფითი პრობლემები მეორეხარისხოვნად უნდა მივიჩნიოთ და ქრისტეს ჯვარცმას, შემდეგ კი აღდგომას მომზადებული შევეგებოთ.

აღდგომას თავისებური სულიერი დატვირთვა აქვს. ადამიანმა ჯერ ჯვარი უნდა იტვირთოს, მერე აღდგეს სულიერად. ჯვრის ტვირთვის გარეშე ადამიანი აღდგომას ვერ მიაღწევს.

ერთ-ერთი პატერიკის მიხედვით, ერთი კაცი მუდამ დრტვინავდა და უფალს აყვედრებდა ცხოვრებისეულ დანაკლისს. წუწუნებდა უქონლობას. უფალმა მას ანგელოზი გაუგზავნა. კაცმა ჩვენება ნახა. ვრცელ ველზე სხვადასხვა ფორმის ჯვრები ელაგა. ანგელოზმა უთხრა, რომელი ჯვარიც მოგეწონება, აირჩიეო. მას დიდი ოქროს ჯვარი მოეწონა, შეეცადა მის აზიდვას. უშედეგოდ. მერე ანგელოზმა უთხრა: - გადააბრუნე ჯვარი, თუ შეძლებ და ნახე, ქვეშ რა აწერიაო. მეფე ეწერა. ვერცხლის ჯვარზე ეპისკოპოსის, პატრიარქის სახელი ეწერა, სპილენძის ჯვარი მღვდლისა აღმოჩნდა, ქვის ჯვარი - ბერისა. ბოლოს, პატარა ხის ჯვარი ამოირჩია. მასზე მისი სახელი ეწერა. სულიერად ჯვარს ის დატვირთვა აქვს, რომ უფლის მიერ ბოძებული ხვედრი უდრტვინველად ვითმინოთ და უფალს არ დავაყვედროთ ამქვეყნად ჩვენი მოვლენა. უფალი არავის გვეკითხება, როგორ მოვიდეთ ამქვეყნად და არც იმას, როდის გაგვიყვანს წუთისოფლიდან.

კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი სიხარული ადამისა და ევას მოვლინება გახლდათ. მას შემდეგ განსაკუთრებული ბედნიერება და სიყვარული მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ხილვა იყო. უფალმა ამით გვაჩვენა, რომ თითოეული ადამიანი მკვდრეთით აღდგება და მარადიულ სამყოფელს დაიმკვიდრებს. მაგრამ არის ადგილი, სადაც ადამიანთა დიდი ნაწილი თავისივე ნებით ხვდება საუკუნო გარესკნელში.

ადამიანები უამრავს ვცოდავთ. ბევრი რამის თქმა აღსარებაში ნებსით თუ უნებლიეთ გვავიწყდება. ყოველივე ეს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე აისახება. ბოლო ჟამს საყოველთაო აღდგომისას გაიშიფრება თითოეული ჩვენგანის მოუნანიებელი, დაფარული შეცდომა და ცოდვა.

პავლე მოციქული ბრძანებს: "ვისთვისაც ქრისტე არ აღმდგარა, მისთვის ყველაფერი სიცოფეა ამ ქვეყანაზე". უფალმა ჩვენს გამო მრავალი დაითმინა, ჩვენ კი ერთმანეთს არ ვპატიობთ მცირეოდენ შეცდომას.

უფლისთვის ყველა ადამიანის სული უკვდავია.

განსაკუთრებული ტიპიკონი აქვს დიდმარხვის მსახურებას. სამგლოვიარო და გარდაცვალების მომასწავებელია წინასააღდგომო განწყობა.

- მამაო, გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება ხომ გრძელდება?

- უფლის ნებით, მრავალი მართლმადებელი მობრუნებულა ამქვეყნად. იმქვეყნად ყოფნისას მათ ნახეს საშინელება და უფალს სთხოვდნენ, მცირე დრო მიეცა მოუნანიებელი ცოდვების აღიარებისთვის, რათა საუკუნო სატანჯველი არ დაემკვიდრებინათ. წმინდა მაკარი ალექსანდრიელი, IV საუკუნის მეუდაბნოე ეგვიპტელი მამა, სასწაულმოქმედი იყო. შეეძლო, კვერთხით დაეკაკუნებინა თავის ქალაზე და ებრძანებინა, ქრისტეს სახელით ესაუბრა. ერთხელ, უდაბნოში სეირნობისას, გზად გამომშრალი თავის ქალა ნახა და კვერთხის დაკაკუნებით უბრძანა, ეთქვა, ვინ იყო. თავის ქალამ ხმა გამოსცა ადამიანის ენით - სული ლაპარაკობდა ჯოჯოხეთიდან. როგორც გაირკვა, ის იყო ერთ-ერთი ქურუმი, რომელიც ჯოჯოხეთში ყოფნით იტანჯებოდა. მაკარი დიდმა ჰკითხა, რა სატანჯველებია ჯოჯოხეთშიო. ენით აუწერელია სატანჯველი, თვალით დაუნახავიო. სულისთვის ყველაზე მძიმე და მოუთმენელი მარტოობა ყოფილა. მილიარდობით სულის გარემოცვაში ხმები ისმის, მაგრამ სული ვერავის ხედავს. მარტოობის შეგრძნება დაუსრულებლად და მარადჟამს გრძელდება. როდესაც შენ ლოცულობ ჩვენზე, - მაკარი დიდს მიმართა სულმა, - მაშინ ერთმანეთს ოდნავ ვხედავთო.

ეკლესია არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია სულის ცხონება და ჭეშმარიტი ცხოვრება. ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი კურთხევა და სწავლებაა გარდაცვალებაზე ზრუნვა. ამის მაგალითი თავად მაცხოვარმა მოგვცა. საცხოვრისს იცვლის ადამიანი და გარდაიცვლება. სააქაოდან საიქიოში გადადის და მარადისობაში აგრძელებს ცხოვრებას.

- მონაზვნის შესამოსელიც ხომ გარდაცვალების ხსოვნას გულისხმობს?

- ბერის შესამოსლის ერთ-ერთი დეტალი - კუნკული კუბოს წააგავს. კუნკული ბერს თავზე ახურავს. მისი გრძელი გვერდები ბერის შესამოსელს უსწორდება. კუნკულს თუ გავჭიმავთ - ნიჩბებიან ნავს, არტახებიან აკვანს და თავახდილ კუბოს მივამსგავსებთ. ეს ნიშნავს, რომ ბერისთვის სააქაო ცხოვრება უნდა დამთავრდეს (ბერად აღკვეცისას მიცვალებულთა 118-ე ფსალმუნი იკითხება - "ნეტარ არიან უბიწონი"). ეს სამი დეტალი ასე აიხსნება: ხშირად დედა ღვთისმშობელს ლიმენად მივმართავთ. ლიმენა ძველქართული სიტყვაა, ნიშნავს ნავსადგურს. ღვთისმშობელი განსაკუთრებით ბერ-მონაზვნების ნავსაყუდელია და მასთან მისაცურებლად ნავი გვჭირდება. აკვანი იმის ნიშანია, რომ ბერი ბავშვივით უნდა იყოს. კუბო კი ბერმონაზვნად აღკვეცის შემდეგ გარდაცვალებას ნიშნავს.

ქორწინება ორგვარია - საერო და სასულიერო. სასულიერო ქორწინება მონაზვნისა და ბერის აღკვეცაა. სიძე ყოველთვის ქრისტეა და დაქორწინება ხდება მაცხოვარზე. აღკვეცის შემდეგ იგალობება "ესაია მხიარულ იყავ", რაც ქრისტესთან ქორწინების სიხარულს გამოხატავს.

უფალი გვიწყალობებს ყოველდღიურ სინათლეს, ენერგიას - სულიერს, მატერიალურს და ხორციელსაც. ამავე დროს, გვთხოვს, ვიყოთ მისი ერთგული. "მხოლოდ მე მეცით თაყვანი და არ ივლით ბნელში", - ბრძანებს უფალი. ღმერთმა დაგლოცოთ, შეგეწიოთ მადლი უფლისა, წმინდა აღდგომის ძალა და მადლი.

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი სვიმეონი (ცაკაშვილი):

- როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყოველი დღესასწაული ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელია. აღდგომა საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უპირატესია. აღდგომის დღესასწაული შეგვაგონებს, რომ ადამიანი აღდგომისთვის უნდა ემზადებოდეს. ცოდვით დაცემის შემდეგ ყოველი კაცი, თუკი მოინდომებს, ღვთის შეწევნით წამოდგება და თავს დააღწევს ცოდვებს და მოწეულ განსაცდელებს. უფალი ხომ თავისი ცხოვრებით გვეუბნება, რომ მიმბაძველნი ვიყოთ უფლის ცხოვრებისა. თუკი ადამიანმა ვერ დაითმინა ამქვეყნიური განსაცდელები, ის ვერ აღდგება. აღდგომას, როგორც დღესასწაულს, ისე უნდა აღვნიშნავდეთ. ადამიანმა თავად უნდა გაიაროს გოლგოთის გზა, შემდეგ ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება განიცადოს. ამაღლებას ღვთისგან უნდა მოველოდეთ. მანამდე ჯვარცმამდე და აღდგომამდე უნდა მივიტანოთ თავი. თუ ჯვარცმას ვერ მივიღებთ, ვერც აღდგომას გავიზიარებთ. თუკი ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს და წინ ილტვის, ზურგზე მოკიდებული ჯვარი აუცილებლად ბოლომდე უნდა ზიდოს, რათა მას აღდგომა და ამაღლება მოჰყვეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat