ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო მეფენო და დედოფალნო ჩვენნო
ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო მეფენო და დედოფალნო ჩვენნო
"ხალხთა მართვა ყველაზე რთული საქმეა", - ამბობს წმინდა იოანე კრონშტადტელი. მართვის სისტემა სათავეში ყოველთვის გულისხმობს პიროვნებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს განკარგულება, ყურადღება მიაქციოს მის აღსრულებას , იკისროს პასუხისმგებლობა და აგოს პასუხი. ასეთი საქმენი კი ღვთით ბოძებული ძალისა და ნიჭის გარეშე არ ხდება. მეფობის საფუძველი ღვთივკურთხეულობაა: "სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია", - ამბობს წმინდა ისიდორე პელუსიოტი.

მეფის ღვთივკურთხეულობა ჩვენს წინაპრებს ღრმად ჰქონდათ შეგნებული. სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნის გადასარჩენად ქართველი მეფეები თავს წირავდნენ. ისინი ჭეშმარიტად კეთილი მწყემსები იყვნენ და სამწყსოს წყლულებს უშუშებდნენ, სიბრძნითა და გონიერებით მართავდნენ თავიანთ ქვეყანას.

გვესაუბრება წმინდა მოწამეების - კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ზურაბ მჭედლიშვილი.

- მირონცხებულობა მოწოდებაა სამართლიანი მართვა-გამგებლობის, გონიერების, ერის პატრონობის, თავდადებისა და მსხვერპლის გაღებისკენ. მეფედცხებულობა სათავეს იღებს ებრაელი ხალხისთვის მეფის გამორჩევიდან, როდესაც სამუელ წინასწარმეტყველის მიერ მეფედ იკურთხა საული: "ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს" (პირველი მეფეთა 8,6); "უთხრა უფალმა სამუელს: "შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მათ მეუფე" (8,22); "აიღო სამუელმა ზეთიანი ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: "აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად" (10,1).

- ქართველ მეფეთა ცხოვრება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად ღრმად ჰქონდათ მათ შეგნებული სახარებისეული სიბრძნე: "მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის".

- ქართველი მეფენი სწორედ ასე ცხოვრობდნენ. ჩვენს ისტორიაში ხშირად იყო უფლისწულთა მძევლად მიცემა საკუთარი ქვეყნის სანაცვლოდ. ქართველი მეფეები უმძიმეს ადამიანურ დაბრკოლებებს ლახავდნენ, რათა ერის საკეთილდღეოდ გადაედგათ ნაბიჯი; აღარაფერს ვამბობთ საკუთარი სიცოცხლის გაწირვაზე. ასეთ დიდ სულიერ საფეხურზე ასვლას დიდი სიყვარული სჭირდება ღმრთისა და საკუთარი ქვეყნისა. მას უდიდესი სულიერი მუხტი მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ასევე ზოგადად მთელი კაცობრიობისა და მისი ისტორიისთვის, რადგანაც ხშირ შემთხვევაში, ვისგანაც ეწამებოდნენ ჩვენი ხელმწიფენი, იმ ადამიანებსაც აფიქრებდათ მათი თავგანწირვა, უჩნდებოდათ კრძალვა არა მარტო პიროვნებების, არამედ მათი სარწმუნოებისა და ხალხის მიმართაც.

ქართულ მწერლობაში აღწერილი მეფეთა სახეები თავიდან ბოლომდე წმინდა წერილის მცნებებითაა ნასაზრდოები ისევე, როგორც თავად ქართველ მეფეთა ცხოვრება.

შოთა რუსთაველი მეფობის ისეთ სახეს ირჩევს, როგორიც "მწყემსი კეთილია".

"იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი".


თავის ერთადერთ ასულს, თინათინს, მეფედ კურთხევისას როსტევანი "მწყემსი კეთილისთვის" შესაფერ დარიგებას აძლევს: "ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყარი და ცნობილი"; "დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების..."; "უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების..."

როსტევანის ყველა მეფურ ღირსებას იმეორებს სულხან-საბას მეფე ფინეზი, "რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა, თავად არ აღირაცხებოდა. სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა..." უფლისწულის აღზრდისას სულხან-საბა განსაკუთრებულად აღნიშნავს ერთ გარემოებას: "მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთაო". რაკიღა "მწყემსი კეთილი" ღვთის ნების განმახორციელებელია ამქვეყნად, მაშინ იგი ჭეშმარიტი მწყემსის - მაცხოვრის დარად უნდა იქცეოდეს. აქვე შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ღირსი მამის - გრიგოლ ხანძთელის დალოცვა ბაგრატოვანთა: "გაკურთხენინ ყოველნი პირმან ქრისტესმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყვაი ესე: "სადა არს პატივი მთავრობისაი, მუნ არს მსგავსებაი ღმრთეებისაი".

ჩვენს მეფეთა უმეტესობა იყო ძალზე სულიერი, რჩეული, რომელთა წმინდა ცხოვრებამ, ძლევამოსილმა მეფობამ, ქრისტიანულ ზნეობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ და გამჭრიახობამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ აღმავლობას. მათ ჰქონდათ უდიდესი კრძალვა ღვთისა და ღვთისმსახურებისადმი. როდესაც ქართულ სიგელ-გუჯრებს ეცნობი, შეუძლებელია, ყურადღება არ მიიქციოს მეფეთა დამოკიდებულებამ ეკლესიის ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომ პირთა მიმართ, რომელიც უპირველესად სიყვარულზე, რწმენასა და მოშურნეობაზეა დამყარებული. მათ ანდერძებსა და სინანულის საგალობლებში ნათლად ჩანს უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება საეკლესიო ცხოვრებისადმი. წმინდა მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელი თავის ანდერძში შიომღვიმის მონასტრისადმი ბრძანებს: "ვიხილე... სულითა ღმრთისაითა განათლებულნი მამანი, განვიშვი სულითა საწადელითა მისთვის კრებულისა და მხიარულებით აღვივსე სამოთხის მსგავსისა მის ლავრისათვის. მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განუცხადე სათნოი ჩემი და ვარწმუნე აღშენებად ეკლესიაი, საშუალ მონასტრისა, სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა, და მომადლებითა მისითა სრულად ვიხილე. მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი და თვით სულიერმან ბერმან, მოძღვარმან ჩემმან იოანემ, რაითამცა წესსა ზედა სვიმეონ წმიდისასა დავსხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი, რომელნი თვით მათ მიერ აღწერილი ვიხილე ყოვლად შვენიერად, უცთომელი გზა და წესიერი ცხოვრებაი და ანგელოზებრი მოქალაქეობაი, რათა ღმრთისათვის ოდენ განკუთვნილი მას მხოლოსა, თვინიერ საწუთროსაითა, ზრუნვასა ჰზრახვიდნენ და წინაშე ღმრთის მეოხებად კადნიერ იყვნენ". წმინდა მეფეს იმხელა რწმენა და მორჩილება აქვს ღვთისა და სულიერი მოძღვრისა, რომ როგორც რიგითი ქართველი, როგორც დედაეკლესიის ერთ-ერთი წევრი, საეკლესიო კანონის ფარგლებში საკუთარი სულიერი მოძღვრის კურთხევით წერს ანდერძს. აი, ასეთი სიყვარული ჰქონდათ ქართველ მეფეებს ღვთისა. ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ძლევამოსილმა, მეფემ აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, თავის ერს გულწრფელი აღსარების სანიმუშო მაგალითი დაუტოვა: "ჟამი რაი წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათაი წარმოდგეს, ზარი მეფობისაი წარხდეს და დიდებაი დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნებაი დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრაი, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო" ("გალობანი სინანულისანი").

გავიხსენოთ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო წუთები. მეფისა, რომლის სახელს უკავშირდება საქართველოს ავტოკეფალიის საფუძვლის ჩაყრა, იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტრის მშენებლობა, უამრავი ეკლესია-მონასტრის დაარსება თუ განახლება. საწუთროს დატოვებამდე მან თავისთან იხმო კათალიკოსი, მეუღლე, შვილები, წარჩინებულნი და თავის ერს ანდერძად დაუტოვა: "მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა, სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდება მოიგოთ".

მოწამებრივად აღსრულებული თუ მძიმე შრომით, ღვაწლით, გამუდმებული მარხვითა და მკაცრი ცხოვრების წესით დამაშვრალი ჩვენი მეფეები სიკვდილის წინ უფალს ავედრებდნენ პირველ რიგში სამეფოს, შემდეგ ერს, საკუთარ ოჯახს და სულ ბოლოს თავიანთ სულს, ხოლო როცა მათ ხალხი საკუთარი სიცოცხლის დაზოგვას ურჩევდა, ისინი რჩეულთათვის შესაფერის ნაბიჯს დგამდნენ მუდამ: "რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკუეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა მისგან. იყოს ნება ღმრთისა: უკუეთუ მომკლან, ვგონებ, რომ ქუეყანა უვნებლად დარჩეს". ეს სიტყვები წმინდა მეფე დემეტრე II თავდადებულს ეკუთვნის.

- არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენმა პატრიარქმა ქართველ ერს მოუწოდა, ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის მოწყობაზე დაფიქრდეს... "ბაგრატიონებს ჯერ თავიანთი სიტყვა არ უთქვამთ. ეს მათ მომავალში უნდა გააკეთონ", - ბრძანა მან.

- დავით წინასწარმეტყველის შთამომავლად წოდებული და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის მიერ უკუნისამდე ჟამთა დალოცვილ-კურთხეული ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია ქართველი ერის მიერ არ იყო უარყოფილი. ჩვენი ქვეყნის სამეფო ტახტი დამპყრობელმა გააუქმა. დროთა უკუღმართობის გამო ქართველ ერს აღარ მიეცა ამ საკითხზე სერიოზულად დაფიქრების საშუალება. ახლა ჩვენთვის წმიდათაწმიდა და აუცილებელია ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა - პირველ რიგში იმიტომ, რომ მეფობა ღვთივკურთხეულია. მისი აღდგენა მრავალი სასიკეთო საქმისა და ეროვნული ფასეულობების დაბრუნებას უზრუნველყოფს. თუნდაც ტიტული ქართველ მეფეთა - მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა - ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გვირგვინი იქნება.

მართვის ასეთი სისტემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს და არანაირად არ უშლის ხელს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ეს ინსტიტუტი მძლავრი ბურჯია მათი სახელმწიფოებრიობისა, მას უდიდესი როლი აკისრია როგორც ავტორიტეტს ქვეყნის სტაბილიზაციაში, პოლიტიკური კულტურის განვითარებაში, ერის ღირებულებების ჩამოყალიბებაში, სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში.

ცნობილია, რომ მონარქები ყოველთვის უდიდეს თანადგომას უწევდნენ საკუთარ ხალხს. მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისის სამეფო კარი ზუსტად ისევე ცხოვრობდა, როგორც ეს რიგით ინგლისელ მოქალაქეს შეეძლო. ამან უდიდესი სტიმული მისცა ერს - ებრძოლა და გაემარჯვა.

მრავალია ამის მაგალითი უახლოეს ისტორიაში. მოვიყვან ციტატას უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან: "ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო მეფენო და დედოფალნო ჩვენნო, შემწეობა თქვენი დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. მტერი ლამობს შერყვნას რწმენა, დაფლითოს და დაანაწევროს ჩვენი მამული, ჩვენი ენა. თქვენი ლოცვით დაიცავით და დაიფარეთ სულიერი და ეროვნული საგანძური ჩვენი და აღადგინეთ საზღვარნი საქართველოსანი. ერთ ძალად შეგვკრიბეთ და შესთხოვეთ უფალს ერთსულოვნება ჩვენი, რათა ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat