მამაკაცი და დედაკაცი
მამაკაცი და დედაკაცი
კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის, არამედ ქალი - კაცისათვის, თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი - კაცის გარეშე
თუკი ქალისაგან - ევასაგან - შემოვიდა ცოდვა და დაეცა კაცობრიობა, ასევე ქალისაგან, მარადქალწული მარიამისაგან, იშვა მაცხოვარი - კაცობრიობის მხსნელი

"შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი", - ვკითხულობთ ბიბლიაში. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ქალს, ისევე, როგორც კაცს, წილად ხვდა პატივი, ღვთის ხატად შექმნილიყო. ეს ხატი ყოველგვარ ეთნიკურ, სოციალურ და სქესობრივ განსხვავებაზე მაღლა დგას. ორივე ბუნება - ქალურიცა და მამაკაცურიც თანაბრად ღირსეულია.

ბიბლიის თანახმად, ცოდვამ საფუძვლიანად შეარყია ოჯახური ყოფა და შერყვნა ქალისა და მამაკაცის ურთიერთდამოკიდებულება. ბოროტმა ჯერ დედაკაცი აცდუნა, შემდეგ იარაღად გამოიყენა, რათა შეეცდინა კაცი. ჩადენილი დანაშაულისთვის, სიყვარულისა და ქმარზე გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის ღმერთმა დასაჯა ცოლი სატანჯველით, რომლის გარეშეც შეუძლებელია კაცთა მოდგმის გამრავლება; ამასთან, დაამდაბლა ცოლის მდგომარეობა: "სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" (შესაქ. 3,16). ღმერთი ცოდვით დაცემისთანავე დაჰპირდა ადამს და ევას ცოდვისაგან თავის დახსნის საშუალების მოვლინებას, რომლითაც, ამავდროულად, დედაკაცსა და მამაკაცს შორის დარღვეულ თანასწორობასაც აღადგენდა.

ამრიგად, ქრისტიანობამ კაცისა და ქალის თანასწორობა დაამყარა, რადგან ქრისტეში "არა არს რჩევა არცა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა" (გალ. 3,28).

ქრისტიანობის მიერ ქალისთვის მოტანილი თავისუფლებისა და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას დედაკაცი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. ეკლესიის მამების განმარტებით, სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. გვესაუბრება ცურტავის ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).

- მეუფეო, ღვთის ხატების თვალსაზრისით მამაკაცი და დედაკაცი განსხვავდება ერთმანეთისაგან?

- ღვთის ხატება ერთია. ამით მამაკაცი და დედაკაცი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან? ბიბლია ადამიანის შექმნის შესახებ ჯერ ამბობს: ,,თქვა ღმერთმა, ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ ჩვენისა"; შემდეგ უმატებს: ,,მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი". ე. ი. ღვთის ხატებით ერთნი არიან, მაგრამ ფუნქციონალურად განსხვავდებიან. ერთს მამობა ევალება, მეორეს - დედობა. ამიტომ პავლე მოციქული წერს, რომ სასუფეველში ღვთის წინაშე ,,არა არს რჩევა არცა მამაკაცისა და არცა დედაკაცისა",…რამეთუ იქ ადამიანის საზომი არის ზნეობრიობა, სულიერება, ჭეშმარიტება, სიწმინდე, სიმართლე, მოწყალება, კაცთმოყვარეობა, ანუ იმ სათნოებათა ერთობლიობა, რომლებიც შეადგენს სიყვარულს, რითაც ადამიანი, კაცი იქნება ის თუ ქალი, ღმერთს ემსგავსება.

- ადამიანის ჰიპოსტასური გაყოფა რა მიზანს ემსახურება?

- ამის შესახებაც ბიბლია მოგვითხრობს: "ღმერთმა თქვა: "არა კეთილ არს კაცის მარტო ყოფა". არ არის საკმარისი, რომ ყველაფერი იცოდე სამყაროსა და ბუნების შესახებ. ადამს საურთიერთოდ სჭირდება მსგავსი მისი და ამავე დროს რაღაცით განსახვავებული. ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, ყველა ქმნილებაში ჩვენ ვხედავთ ბიპოლარულობას. ამგვარ პოლარიზაციას ქმნილებებში სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ცოცხალ არსებებში ეს ძირითადად ემსახურება სიცოცხლის გაგრძელებას, გამრავლებას. ადამიანებში მას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს. როდესაც გაქვს ურთიერთობა იმასთან, ვინც რაღაცით გგავს და რაღაცით განსხვავდება შენგან, მაშინ ეს ურთიერთობა ცოცხალია. აქ უკვე ჩნდება სიყვარული, მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ.

ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად გაიყო, რათა სიყვარულით იზრდებოდეს თითოეული, სიყვარულით ჰქონდეთ ერთობა, ემსგავსონ უფალს და დაიმკვიდრონ საუკუნო ცხოვრება..

- ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ სანამ ევას შექმნის, უფალი ამბობს: ,,არა კეთილ არს კაცის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს მის შესაფერს". ევა შეიქმნა ადამის შემწედ. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცის შემწეობა ქალის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა?

- ადამიანი, რომელიც ხორციელად ეკუთვნის ამ ქვეყანას, ნივთიერ სამყაროს და სულიერად - ზეცას, არის მაკავშირებელი ზეცისა და ქვეყნისა. ადამიანში უნდა მოხდეს გამთლიანება ქვეყნისა და ზეცისა. დედაკაცის შემწეობა მამაკაცის მიმართ არის ის, რომ სიყვარულით აღასრულოს ეს მისია - ემსგავსოს უფალს და ამით გაამთლიანოს თავის თავში ზეცა და ქვეყანა. თუ მოყვასი შენი ხილული არ გიყვარს, უხილავ ღმერთს როგორ შეიყვარებ?! ამ შემთხვევაში ხილული მოყვასი მამაკაცისათვის დედაკაცია, დედაკაცისთვის კი მამაკაცი. შემწეობა ორმხრივია: არა მარტო კაცისთვის არის ქალი შემწე, ქალისთვისაც კაცია შემწე. პრაქტიკულადაც ხდება ერთმანეთის შემწეობა. არის საქმე, რომელსაც მამაკაცი აღასრულებს, არის საქმე, რომელსაც დედაკაცი აღასრულებს. ორივე საქმე გასაკეთებელია. ამ საქმეთა აღსრულებას ვერც მხოლოდ დედაკაცი იტვირთავს და ვერც მხოლოდ მამაკაცი. პრაქტიკულ ცხოვრებაში ეს შემწეობა მჟღავნდება ყოველდღიური საქმიანობის გარკვეულ ფუნქციურ განაწილებაში.

- რატომ ქმნის უფალი ევას ადამის ნეკნისაგან? ხომ შეეძლო, დედაკაციც შეექმნა თიხისაგან?

- ღვთის ხატება და ნივთიერი საწყისი ერთია. მათი ერთობლიობა განხორციელებულია ადამში და არ არის საჭირო ამ ერთობლიობის ხელახლა შექმნა. დედაკაცის შექმნით უფალი ცხადყოფს გარკვეულ იერარქიულობასაც ამ ორ სქესს შორის. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ თავი დედაკაცისა მამაკაცია. ცოლი ქმრისგან და ქმრისთვის შეიქმნა. თუმცა ამის მიუხედავად, იგი, როგორც პიროვნება, თანასწორია ქმრისა - მისი სისხლთაგანი და მისი ხორცთაგანი. ერთობლიობა ადამიანებს შორის გულისხმობს იმას, რომ ვიღაცამ უნდა უხელმძღვანელოს, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, იტვირთოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. მშვიდობისა და წესრიგის დამყარებისათვის აუცილებელია უფროს-უმცროსობა. ამ იერარქიის სათავეში კაცი დგას. სწორედ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მამაკაცს აკისრია, არის მისი უპირატესობის ნიშანი. პასუხს უფალი ითხოვს მამაკაცისაგან. როდესაც მოხდა ცოდვით დაცემა, ღმერთმა პასუხი ადამს მოსთხოვა. მას ევალებოდა უფლის ერთგულება, მცნების დაცვა. საერთოდ, გარკვეული იერარქია ზეცაშიცაა და ქვეყანაზეც. ეს არის ღვთივდადგენილი კანონი. წმინდა წერილში ვკითხულობთ: "კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის, არამედ ქალი - კაცისათვის, თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი - კაცის გარეშე".

- ხშირად, როდესაც სურთ დააკნინონ ქალი, მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ სწორედ მისგან (ევასაგან) შემოვიდა პირველად ცოდვა კაცობრიობაში...

- ქრისტიანობა არ აკნინებს არც დედაკაცს და არ მამაკაცს. როდესაც ვამბობთ, რომ ცოდვა დედაკაცისაგან შემოვიდა - ესაა ფაქტის კონსტატაცია და არა ქალის დაკნინება. პეტრე მოციქულმა სამგზის უარყო მაცხოვარი, თუმცა ამ ფაქტით მოციქული არ დაკნინებულა. შეეძლოთ მოციქულებს, ეს ფაქტი არ აღენიშნათ სახარებაში, მაგრამ დაწერეს და თაობებს დაუტოვეს ნიშნად იმისა, რომ რა ახლოც არ უნდა იყოს ადამიანი უფალთან, როგორც არ უნდა უყვარდეს და ერთგული იყოს მისი, შესაძლოა, ადამიანური სისუსტე მაინც გამოავლინოს.

ცოდვით დაცემა მოხდა მაშინ, როდესაც დედაკაცმა დაარღვია იერარქიული წყობა, არ ჰკითხა მამაკაცს და მის გარეშე მოინდომა პასუხის გაცემა მაცდურის კითხვაზე, აიღო თავის თავზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მოცემული ჰქონდა. დედაკაცის მიერ ცოდვით დაცემას ეკლესია გვახსენებს არა ქალის დასაკნინებლად, არამედ გამოსაფხიზლებლად. მუდამ უნდა გვახსოვდეს გზა დაცემისა, რათა იგივე არ განმეორდეს ჩვენს ცხოვრებაში.

თუკი ქალისაგან - ევასაგან - შემოვიდა ცოდვა და დაეცა კაცობრიობა, ასევე ქალისაგან, მარადქალწული მარიამისაგან, იშვა მაცხოვარი - კაცობრიობის მხსნელი.

- მეუფეო, დედაკაცს არ აქვს საკურთხეველში შესვლის უფლება. მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. რატომ?

- იერარქიული წყობის ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ ღვთის წინაშე მსხვერპლშემწირველი არის მამაკაცი. მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, შესაბამისად, მეტი მსახურებაც მოეთხოვება. თუმცაღა არც ღვთისმსახურებისასაა მამაკაცი დედაკაცის გარეშე. მართალია, მამაკაცი საკურთხეველში მსახურობს, მაგრამ როგორ იმსახურებს, თუკი ვიღაცამ სეფისკვერი არ გამოაცხო, ზეთი არ მოიტანა, სანთელი არ ჩამოქნა, არ იგალობა, არ დაალაგა და არ გაამშვენა ტაძარი?! ამ ყველაფერს ხშირად სწორედ დედაკაცები ასრულებენ.

აქ არის კიდევ ბიოლოგიური ფაქტორი. მოგეხსენებათ, დედაკაცისათვის დამახასიათებელია გარკვეული ბიოლოგიური რიტმი, რომელიც არ მისცემს მას საშუალებას, ყოველთვის იყოს ჩაბმული ღვთისმსახურებაში; გარდა ამისა, ის უნდა გახდეს დედა და ცხადია, ფეხმძიმობის პერიოდში, ან თუნდაც მშობიარობის შემდგომ, არაა მიზანშეწონილი მისი ტაძარში მსახურება. ამდენად, დედაკაცი მსახურებას ყოველთვის ვერ შეასრულებს. ღვთისმსახურება კი ყოველთვის უნდა სრულდებოდეს. საეკლესიო კალენდარი, მარხვები, დღესასწაულები არ ითვალისწინებს დედაკაცის ბიოლოგიურ რიტმს, ამიტომ ქალი შეზღუდულია ღვთისმსახურებაში... და ყველაზე მთავარი: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც ,,შეკვრისა და გახსნის", სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო სწავლების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა.

- მეუფეო, რა არის მამაკაცისა და დედაკაცის თანასწორობის პრინციპი?

- მამაკაცისა და დედაკაცის თანასწორობის პრინციპია ის, რომ ორივეს თანაბრად შეუძლია დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ყველა თავისი საქმით აღწევს ერთობას უფალთან.

- ბერმონაზვნობაში თუ განირჩევა მამაკაცი და დედაკაცი თავისი დანიშნულებითა და მოვალეობებით?

- განსხვავება ისაა, რომ კაცი ბერმონაზონი შეიძლება გახდეს მღვდელმსახური, ხოლო დედაკაცი მღვდელმსახური ვერ გახდება. დედათა და მამათა მონასტრების ტიპიკონი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. როგორც მამაკაცი, ასევე დედაკაციც ერთნაირად დებს ქალწულების აღთქმას, ტოვებს სოფელს და მთელ ცხოვრებას უძღვნის უფალს.

- მამაკაცსაც და დედაკაცსაც უფალმა მისცა ორი გზა თავისი მისიის აღსასრულებლად, ესენია: ქორწინება და ბერმონაზვნობა. მეუფეო, რომელია უპირატესი?

- საკითხი არ დგას ასე, თუ რომელია უპირატესი. ვიცით, რომ ერისკაციც შესულა სასუფეველში და ბერმონაზონიც. თითოეული მათგანი ღვთის წინაშე თავისი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის აღსრულების შესაბამისად იმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას.

მოციქული ამ ორი გზის განსხვავებულობას ასე აღნიშნავს: ვინც დაქორწინებულია, ის მამაკაცი ცოლს და ოჯახს ემსახურება, ხოლო უქორწინებელი - მხოლოდ უფალსო. სრულად მსახურებას ღვთის წინაშე ასრულებს მხოლოდ ბერმონაზონი. ბერმონაზვნობა ის გზაა, რომელზეც ბრძანებს მაცხოვარი, რომ მრავალნი ამას ვერ დაიტევენ. რადგან ქალწულად ცხოვრებას მრავალნი ვერ დაიტევენ, უმრავლესობისთვის მოცემულია ქორწინება, რომელიც დასაბამიდანვე კურთხეულია ღვთის მიერ.
ბეჭდვაელფოსტა
13.10. 2016
დიანა
ბევრ მნიშვნელობან კითხვაზე, რომელიც აქამდე მაწუხებდა, პასუხი მივიღე. დიდი მადლობა, გაიხარეთ.
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat