ეფრემ ფილოთეველი ანტიქრისტეს მოლოდინზე და ამერიკაში მონასტრების დაარსების მნიშვნელობაზე
ეფრემ ფილოთეველი ანტიქრისტეს მოლოდინზე და ამერიკაში მონასტრების დაარსების მნიშვნელობაზე
მამა ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) ბოლო დროის უდიდესი ათონელი მამის - იოსებ ისიქასტის მოწაფეა. 19 წლიდან ათონზეა. აქ ააღორძინა ფილოთეის სავანე და შემდეგ გაემგზავრა ამერიკის კონტინენტზე, სადაც 19 მონასტერი დააარსა.  მამა იოსებმა უწინასწარმეტყველა მას, რომ ამერიკაში 20 მონასტერს დააარსებდა. მამა ეფრემი ახლა 87 წლისაა. ის არიზონაში ცხოვრობს და უწყვეტად ლოცულობს.
ეს ინტერვიუ 1992 წელს არის ჩაწერილი, თუმცა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია:

- ჩვენი მონასტრის დაარსება აქ მართლმადიდებლური მონასტრული ცხოვრების გამონათებაა. თითოეული მონასტერი უფლის ფორპოსტი და წმინდა მოვლენაა. მონასტერი აკურთხებს იმ ადგილს, სადაც შენდება, აკურთხებს მთელ მსოფლიოს, ამშვიდებს ყველაფერს. დემონები გარბიან, ანგელოზები მოდიან. შრომა, რომელსაც მონასტერი ეწევა, ქრისტიანებს ეხმარება, რათა მათ სწორად იარონ გადარჩენის გზაზე. მონასტერი სულიერი თავშესაფარია, სადაც თავს აფარებს ყოველი სული, რომელსაც გადარჩენა, ნუგეში სურს. ამ სოფელში უმარავი პრობლემაა, განსაკუთრებით დღეს, ყველაზე მეტი კი სულიერი პრობლემებია. აუცილებელია, რომ გადაიჭრას და ამოიხსნას ეს პრობლემები. მონასტერი და აქ მცხოვრები ადამიანები გვაძლევენ მადლს, გვაჩვენებენ, როგორ უნდა დახმარებისთვის მისული ადამიანების გადარჩენა. ასე, რომ ბერმონაზვნობის არსებობა მანათობელია ამ ახალ მსოფლიოში – ასე უწოდებენ ამერიკას, კანადას, სადაც აქამდე არცერთი მართლმადიდებლური მონასტერი არ არსებობდა. ეს არის იმედი სიცოცხლისა, სინათლისა, ხსნისა. მაშ, მოდი ვილოცოთ, რათა ეს მონასტრები გახდეს მადლის საფუარი, რომელიც გააღვივებს მთელ ამ ახალ მსოფლიოს, გაამრავლებს მონასტრებს, ოაზისებს, სადაც ჩვენი ქრისტიანები მიირბენენ, რათა სულიერად დანაყრდნენ, წყურვილი მოიკლან, იპოვონ ხსნა, რამეთუ ჩვენ ველოდებით ახალ ეპოქას, რომელსაც ანტიქრისტეს ეპოქა ჰქვია.

ახლა უკვე მრავალი ანტიქრისტეა. მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, ვინ არის ანტიქრისტე? – "ის, ვინც არ აღიარებს განკაცებულ ქრისტეს", ვინც არ აღიარებს, რომ ქრისტე მოვიდა მიწაზე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი, განკაცდა და გახდა ადამიანი და ღმერთკაცი ზეციურ სამყაროში უფლის სადიდებლად. ის, ვინც ამას არ აღიარებს, არის ანტიქრისტე.

მაშ ასე, ჩვენ ვართ ანტიქრისტეს ეპოქის მოლოდინში, რომელიც, ჩემი მორჩილი აზრით, იქნება მთელი სატანური ძალის განსახიერება. მისი გამოჩენა მოხდება ცენტრში, რომელსაც ჰქვია ნიუ-იორკი, ზღვებსა და მდინარეებს შორის, უკანასკნელ ბაბილონში, რომელზეც აპოკალიფსი გვამცნობს. ეს იქნება მისი ადგილსამყოფელი, მისი ცენტრი და აქედან ექნება ურთიერთობა მთელ მსოფლიოსთან. ეს ანტიქრისტე იწოდება "უფროს ძმად" და მას ტელევიზიის და ოპტიკური კომუნიკაციების საშუალებით ერთდოულად, ერთ მომენტში ექნება ურთიერთობა ყველა ადამიანთან. ეს იმან ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც იმყოფება ოთახში, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მას გამოეცხადება ანტიქრისტე და მისცემს განკარგულებას, რომ მისი იწამოს, რომ დაემორჩილოს დემონურ ენერგიას, რომ მიიზიდოს ეს ადამიანი და რომ ის მისი მიმდევარი გახდეს.

ამქვეყნად არსებობენ სატანისტები, ერეტიკოსები, ანტიქრისტეები, არსებობენ... არსებობენ... არსებობენ... ასეთ სიტუაციაში მოდის, გაიზრდება ანტიქრისტე, რომელსაც ველოდებით.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არქისტრატიგი ქრისტე გაგვაერთიანებს ამ ბრძოლისათვის თავის მიმდევართ, რჩეულთა ვაჟკაცურ ლაშქარს, რომლებიც სატანას პირისპირ შეხვდებიან და ეს ლაშქარი უბრალო ქრისტიანებსაც მიიმხრობს, რათა მათ შექმნან უფლის სახე და ლაშქარი.

ეს რჩეულები და მიმდევრები ბერ-მონაზვნები არიან, მათი ციხესიმაგრეები კი მონასტრები იქნება. მათ საფარველში იქნება მსოფლიო, რათა დაიცვან ბოროტი ძალისაგან.

ამიტომ ამ მონასტრებს, ლაშქარსა და ეკლესიას ესხმიან თავს, რათა მონასტრები არ გამრავლდეს, რომ მოაახლოვონ ანტიქრისტეს მოსვლა. ჩვენ დავდგებით რწმენის უარყოფის საფრთხის წინაშე, რადგან წამების მეთოდები მეტად მკაცრი იქნება მეცნიერებისა და ტექნიკის ახალი მიღწევების გამოყენების გამო. სატანა დიდი გამოცდილებით იმანიპულირებს ამით.

ამიტომ გვეუბნება წმინდა სახარებაში ქრისტე: "როცა მოვა ძე კაცისა, იპოვის კი რწმენას ამქვეყნად? იპოვის კი მორწმუნე ადამიანებს?" არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გულით და ვაჟკაცობით. ამიტომ არის აუცილებელი, რომ დავაარსოთ მონასტრები, თუ გვინდა რომ ჩვენ, ჩვენი შვილები და გარშემომყოფები ვიყოთ უსაფრთხოდ და დაცულნი იმ უბედურებებისგან, რაც მოგველის, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, რადგან ამას ამბობს წმინდა წერილი.

წმინდა წერილი სულიწმინდისგან არის და ეს ყველაფერი ახდება. ასე, რომ ჩვენ გვჭირდება მონასტრები და მასში მცხოვრები ადამიანები, ჩვენ მოვალე ვართ, დავეხმაროთ მათ, რომ იარსებონ. ვილოცებთ და გამრავლდებიან ისინი ვაჟკაცურ სულებად, რომლებიც აქტიურად დაუპირისპირდებიან სატანას და მის მხედრობას და ქრისტიანებისთვის კი იქნებიან რწმენის მაგალითები, რათა ჩვენც შევძლოთ გავხდეთ ქრისტეს ახალმოწამეები.

ეს მოწამენი იქნებიან გაცილებით უფრო სახელოვანნი პირველი საუკუნის წამებულებთან შედარებით. ისინი, ვინც გადარჩებიან ბოლო ჟამს, მზეზე უფრო მეტად გაბრწყინდებიან, პირველწამებულებზე უფრო მეტად, რადგან ტანჯვა მეტია, რწმენა სუსტი, ბოროტება ბევრი, ამიტომ ის, ვინც ჩაერთვება ბრძოლაში, იქნება ღვთისგან რჩეული.

უწინ რწმენა გამყარებული იყო სასწაულებით, წმინდანებით, მოციქულებით და იყო სასწაულები... სასწაულები... ბოროტება იყო ცოტა, ტანჯვა არ იყო ასეთი აშკარა და აქტიური. ახლა რწმენა სუსტია, ბოროტება ბევრი, ბევრია ცოდვა, სიბნელე, ცოტა წინამძღოლი, სულიერი ადამიანი იშვიათობაა. ჩვენ ვიმყოფებით უბადრუკ სულიერ მდგომარეობაში, მაგრამ ის, ვინც ეწამება ქრისტესთვის, გახდება დიდი, იქნება პირველწამებული, მოიპოვებს დიდებას და ღირსებას პირველ წმინდანებს შორის.



ბეჭდვაელფოსტა
13.11. 2016
ადამიანი
რაც შეეხება '' უფროს ძმას '' ეგ მისი საყვარელი რომანია , როგორც ვხვდები (1984) . მაგრამ ანტიქრისტე ვგონებ ერთი მხოლოდ არ არის - ისინი ბევრნი არიან . მხოლოდ აპოკალიპსში 3 ანტიქრისტეა წარმოდგენილი . თუ ჩვენ გვეშინია იმ ერთი '' პიროვნებისა '' მაშ რაღას ვიტყვით დანარჩენ ორზე , რომლებიც შესაძლოა პიროვნებები სულაც არ იყონ და '' კიბერ ბოტები - ხელოვნური ინტელექტი '' იყონ ? პირადად მე გამომცხადებია ანტიქრისტე ( მე მორჩილი ვარ ) გამომცხადებია ანტი-მარია-ც . ვფიქრობ შიში ადამიანს საკუთარი უსჯულოებისა უნდა ჰქონდეს , როგორც ფსალმუნში ვკითხულობთ '' უკეთუ სვლამან უსჯულოებათა ჩემთამან მომიცვას მე '' - ასე რომ სიფხიზლე ჩვენი გამოიხატება იმაში , თუ როგორ ფხიზლად ვართ ცოდვის არ ჩადენის მიმართ და როგორ ვფხიზლობთ უფლის მცნებების გზაზედ . გამუდმებული ლოცვა და მარხვა , ფსალმუნება და ზიარება წმიდა საიდუმლოთა - ალბათ ეს იარაღი გვეხმარება დროებით , რადგანაც მე არ ვხედავ , რომ მომავალში კვლავ ყვაოდეს ქრისტიანობის ყვავილი , რადგანაც მსოფლიო გველმა მოიცვა და გამეფებულია სიძვა . მსოფლიო ელოდება შავ რევოლუციას . მე კი ვფიქრობ , რომ შავი რევოლუციის შემდგომ კიბერ რევოლუცია მოხდება , სადაც მექანიზმები გაიმარჯვებენ ადამიანებზე , რომლებიც გონებაშეშლილებს დაემსგავსებიან . სამყარო შეკრულია ერთიანი ჯაჭვით - ქსელით და ამ ქსელიდან თავი უნდა დააღწიონ ღვთის შვილებმა . რადგანაც რისთვის ვსაქმიანობთ ? რისთვის ვიღწვით , თუ ხვალ ეს ყველაფერი მიწაში ჩავა ? ხრწნადი საზრდოსთვის კი ნუ ვზრუნავთ - უხრწნელი საზრდოსთვის ვიზრუნოთ . ბრძოლა ტექნიკის წინააღმდეგ , ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ რომლებიც ეშმაკთ მონებენ , ბრძოლა დემონების წინააღმდეგ , რომლებიც ამოდიან ჯოჯოხეთიდან საბოლოჟამოდ - რადგანაც ესაა კაცობრიობის უკანასკნელი ომი . კარგია აშენებული 20 მონასტერი , თუ ერთში მაინც არის სულიერება , კარგია ერთი მონასტერიც , თუ მასში არის სიწმინდე , კარგია ერთი სავანეც კი სადაც სიყვარულია გამეფებული . რაოდენობა ხარისხი არ არის - რაოდენობა ეს სიმძიმე უფროა , რომლის თრევაც შეიძლება ხარისხს უწევდეს . კარგია , რომ ვცდილობთ , კარგია , რომ ვიბრძვით , კარგია , რომ არ ვნებდებით იოლად , მაგრამ გაცილებით შორს უნდა გავიხედოთ - და მაშინ დავინახავთ ბირთვულ ზამთარს , კატასტროფებით ნახევრად მობრძავ დედამიწას , რომელიც თვალუწვდენელ კოსმოსში დაგლახავებული მიექანება .. აქედან გამომდინარე , ჩვენი ომი მარადიული სიმშვიდეა , რომელიც სიყვარულს ეძახის . გქონოდეთ მადლი და სიყვარული , ღმერთისთვის ძალიან ძვირფასია ადამიანი , რა რომ ადამიანისთვის გაუფასურდა ღმერთი :( ალბათ გაიმარჯვებს სიყვარული ! ვფიქრობ გაიმარჯვებს ! ყოველ შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვოთ ძალა და საშუალებები საომრად . ღმერთმა გაგაძლიეროთ , გფარავდეთ დედა ღვთისა .
12.11. 2016
irakli toidze
dideba ufals amin
26.02. 2016
dideba shenda gmerto chveno dideba shenda.
did xar shenufalo amin
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat