აი, ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და მისთანა კაცის არხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაითვალოს
აი, ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და მისთანა კაცის არხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაითვალოს
უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში არაერთი ქართველი სასულიერო თუ საერო მოღვაწე შეირაცხა წმინდანთა დასში. ერთ-ერთი პირველი - წმინდა ილია მართალი გახლდათ, რომლის წმინდანად კანონიზება, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1987 წელს, მის 150 წლისთავზე მოხდა. სენეკას უთქვამს: რა ბედნიერია იგი, ვინც არა მხოლოდ მაშინ გვწვრთნის, როცა ჩვენთანაა, რამედ მისი სახელის ხსენებითაცო. წმინდა ილია მართალი სწორედ ამგვარ ბედნიერთა რიცხვს მიეკუთვნება. იგი ყოველთვის ჩვენთან ბრძანდება ჩვენი ერის სიცოცხლის და არსებობის იმედიანი მომავლის დასტურად, როგორც საქართველოს "თანამდევი უკვდავი სული". გურამ ასათიანი წერდა: "ილიას მიერ ჩამოკრული ზარი დღემდე რეკს, დღემდე გუგუნებს - ყველა ნამდვილი ქართველის, საქართველოს ყველა ღირსეული მოქალაქის გულში. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე წამის სიჩუმე, რომ ყველა ჩვენგანმა გაიგონოს თავისი სულის სიღრმეში ამ დიდი, საერო ზარის მიჩუმებული ხმა".

დიახ, წმინდა ილია მართლის სახელი ყველა ქრისტიანისთვის ნაცნობი და მშობლიურია. დავაბიჯებთ ილიას სახელობის ქუჩებში, ვდგამთ სპექტაკლებს მისი ნაწარმოებების მიხედვით, ვიღებთ ფილმებს, ვაშენებთ მისი სახელობის ტაძრებს, ვაგებთ ძეგლებს, ვწერთ მის ხატებს, ველოდებით იუბილეს და მთელი წელი ამ იუბილეს მოლოდინით ვცოცხლობთ. წმინდა ილია მართლის და, საზოგადოდ, ყველა ქართველი გმირისა და წმინდანის განდიდება მათ ხსნას კი არა, ისევ ჩვენ გვჭირდება, საქართველოს სჭირდება. ესეც არის ჩვენი სიწმინდის, რწმენის, სიყვარულის, წარსულის გადარჩენა, მომავლის მძლავრი ბალავარი. მათი ნათელი გვაცისკროვნებს, მათი დიდებულება გვიფარავს, გვანთებს, გვიბიძგებს, რომ მათ მივბაძოთ მამულიშვილობაში, ღვთის, მოყვასის, სამშობლოს სიყვარულში... თუმცა დიდ წინაპრებთან მიახლოებისთვის ჩვენ ზნეობრივად განსაწმენდად ჯერ კიდევ ძნელი გზის გავლა გვმართებს.

თბილისის დასავლეთ კართან წმინდა ილია მართლის სახელზე ეკლესია აიგო. ასე რომ, წმინდა ილია მართლის ლოცვა-კურთხევა ეგებება და მოჰყვება დედაქალაქში შემომსვლელსა და გამსვლელს.

გვესაუბრება თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი.

- მამაო, როდის ამოქმედდა თბილისის წმინდა ილია მართლის ტაძარი?

- წმინდა ილია მართლის ტაძარი იკურთხა 2005 წლის 28 ნოემბერს, შობის მარხვის დასაწყისში. რადგანაც წმინდა ილია მართალი ქართველი ხალხის გამორჩეულად სათაყვანებელი წმინდანი გახლავთ, მისი სახელობის ტაძრის მიმართ მრევლი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. მრევლის მეცადინეობით ტაძარი მშვენდება, იმკობა. მეტად მნიშვნელოვანია აგრარული უნივერსიტეტის ლექტორატის მხარში დგომა. ტაძრის ეზოში ცოტა ხნის წინ აშენდა დიდი ბაპტისტერიუმი (სანათლავი).

თითქმის არ დარჩენილა ჩვენი ყოფის ისეთი სფერო, რომელსაც ილიას მზრუნველი ხელი არ შეხებოდეს. ერთ-ერთი მათგანი სოფლის მეურნეობაც გახლდათ.

- მადლიერმა შთამომავლობამ ილიას ერის სულიერი მამა უწოდა. ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე, წმინდა ილია მართალს მაღალი მისია დაეკისრა. გთხოვთ გვესაუბროთ ამ გამორჩეული მისიის შესახებ.

- წმინდა ილია მართლის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს არ ჰყავდა არც მეფე და არც კათოლიკოს-პატრიარქი. ფაქტობრივად, ერი უპატრონოდ იყო დარჩენილი. რა თქმა უნდა, ყველას პატრონი უფალია, მაგრამ აქ, წუთისოფელშიც გვჭირდება წინამძღოლი, მეთაური. ოდითგანვე ამ მისიას ქართველი ქრისტიანი მეფეები და კათოლიკოს-პატრიარქები ასრულებდნენ. ამ დროისთვის კი უმეფო-უპატრიარქო ქვეყანაში თითქოს მშვიდობა იყო დასადგურებული, მაგრამ ერი მისცემოდა სულიერ ძილს, რაც ზნეობრივ გახრწნას გვიქადდა. თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ეკლესიაში აკრძალული იყო ქართულ ენაზე სწავლება, ღვთისმსახურება. ამ დროს წმინდა ილია მართლის მესვეურობით დაარსდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, შეიქმნა ქართული საადგილმამულო ბანკი, რომელიც იღვწოდა გაღატაკებული თავადაზნაურობის მიერ განიავებული ქონების გადასარჩენად, რათა ქართული მიწა-წყალი მავანთ ხელში არ ჩავარდნოდათ. დიდ ინტერესს იჩენდა თეატრის თუ მთარგმნელობითი მუშაობის მიმართ... ილია სოფლის მეურნეობის ტრადიციულ დარგებსაც აქცევდა ყურადღებას - ეცნობოდა ევროპულ მეთოდებს, რომელთა დანერგვა ჩვენში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს გამოაცოცხლებდა. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი იყო ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომლის არსებობა სოფლის დოვლათზეა დამოკიდებული. ასეთი მრავალმხრივი მოღვაწეობის მიზანი იყო ის, რომ ქართველ ერში არ ჩამკვდარიყო შემოქმედებითი სული, განცდა იმისა, რომ მას შესწევს უნარი არა მხოლოდ ფიზიკური არსებობისა, არამედ შემოქმედებითი ცხოვრებისა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა: ასეთი გმირული და სახელოვანი ისტორიის, ამხელა მატერიალური თუ სულიერი კულტურის შემქმნელ ერს არ ჰქონდა უფლება, ვიღაცის ხელის შემყურე ყოფილიყო. ერთ-ერთ პირველ ნაწარმოებში ("მგზავრის წერილები") მოხევე ლელთ ღუნიას პირით წმინდა ილია მართალმა მთელი ქართველი ერის უმთავრესი სათქმელი ამოთქვა: "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნესო!" წმინდანი ქართველ ერს უღვივებდა თვითმყოფადობის შეგნებას, რომ ჩვენ ვართ უძველესი, უდიდესი კულტურის მქონე ერი და გულზე ხელების დაკრეფის უფლება არ გვაქვს. სწორედ ამ მიზნების გამო გახდა დევნის ობიექტი - მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის იმპერიისა და სოციალ-დემოკრატთა ბანაკისთვის. ამიტომაც მხცოვანი მოღვაწე წიწამურთან მოწამებრივად მოკლეს... ჯერ კიდევ სიცოცხლეში წინასწარმეტყველურად მიუტევა თავის მკვლელებს ცნობილ ლექსში "მამაო ჩვენო". წმინდანი თავისი მტრების მიმართ წარმოთქვამს იმავე სიტყვებს, რაც უფალმა წარმოთქვა ჯვარზე თავისი ჯვარმცმელების მიმართ. სასამართლოზე, სადაც ასამართლებდნენ მისი მკვლელობის შემსრულებლებს, დიდი ილიას მეუღლემ, ოლღა გურამიშვილმა გაიმეორა იგივე სიტყვები, - ილია აქ რომ ყოფილიყო, მათ მიუტევებდა ამ ცოდვასო. ამგვარი შეგნება ღვთის წყალობაა. მხოლოდ ღრმად მორწმუნე, დიდსულოვან და დიდბუნებოვან ადამიანებს ხელეწიფებათ ამგვარად განცდა და აზროვნება.

წმინდა ილია მართლის მაღალ სულიერებაზე, ღვთის, მოყვასისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულზე მეტყველებს ის, რომ იგი არ შეეგუა თავისი ერის დაცემულ მდგომარეობას, სულიერ მიძინებას. საქართველოს სიყვარული სდევდა მუდამ და ბოლოს საქართველოსა და ქრისტიანობის სიყვარულისთვის მოწამებრივად აღესრულა. საქართველოს ეკლესიამ, რომელიც დღესაც თავდადებით პატრონობს ჩვენს ერს, დავიწყებას არ მისცა ილია ჭავჭავაძის დიდებული ღვაწლი და იგი წმინდანად შერაცხა.

წმინდა ილია მართლის სიტყვები, რომელიც მან წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს მიუძღვნა, თამამად შეიძლება მის მიმართაც გავიმეოროთ: "აი, ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაითვალოს ერისა, რომელმაც იგი ჰშვა და თავისი ძუძუთი გამოჰზარდა".

- წმინდა ილია მართლის ტაძარში, ისევე, როგორც ყველგან, ლიტურგიული ღვთისმსახურება აუცილებლად სრულდება წმინდანის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს. რამდენადაც ვიცი, უკვე არსებობს წმინდა ილია მართლის მიმართ სავედრებელი დაუჯდომელი ლოცვა. იყენებთ თუ არა მას ღვთისმსახურების დროს?

- დიახ, წმინდა ილია მართლის ტროპარ-კონდაკი უკვე არსებობს. დეკანოზმა მიქაელ გალდავამ წმინდა ილია მართლის სახელზე შექმნა დაუჯდომელი ლოცვა, რომელიც, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო ნიმუში გახლავთ თანამედროვე ჰიმნოგრაფიისა როგორც აზრობრივი დატვირთვით, ასევე წმინდა პოეტური თვალსაზრისით. ყოველთვის, როდესაც ჩვენს ტაძარში აღესრულება წმინდა ილია მართლის ხსენება (12 სექტემბერს და 9 ნოემბერს), ღვთისმსახურებაში ვრთავთ გარკვეულ მუხლებს ამ დაუჯდომლიდან, რადგანაც ჯერჯერობით სხვა საშუალება არ არის. იმისთვის, რომ წმინდა ილია მართლის სახელზე შეიქმნას ლიტურგიული მსახურება (წეს-განგება), დიდი შრომაა საჭირო.

- მამაო, ჩვენში ეკლესიური ცხოვრებისა და ცნობიერების გამოღვიძების კვალობაზე გაჩაღდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ საქართველოში ბევრი ტაძარი აშენდა და იკურთხა ქართველი წმინდანების სახელზე. მათდამი პატივის მიგება ხომ უპირველესად ქართველი ხალხის ვალია...

- ქართული სულიერება მინავლული იყო XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული შემდგომ, მთელი 70 წლის განმავლობაში ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი უკვე კომუნისტური რეჟიმის ძალისხმევით. ეკლესიების უმეტესი ნაწილი დაინგრა და განადგურდა. არ იქნება კადნიერება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ეკლესიების აღმშენებლობა უკავშირდება კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საპატრიარქო ტახტზე მოსვლას. 70-იანი წლებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ დაიწყო ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა, მათ შორის ქართველი წმინდანების სახელობისაც. ეს ცოცხალი პროცესია და დრო სჭირდება. იხვეწება ბევრი დარგი: ჰიმნოგრაფია, ხატწერა, არქიტექტურა... ფაქტობრივად, ფერფლიდან ხდება მათი აღდგენა. ხატმწერებმა აღადგინეს ძველი ქართული ფრესკის სახე; სამგალობლო სკოლის განმაახლებლებმა მოიძიეს და აღადგინეს ტრადიციული ქართული სამხმოვანი გალობა. დღეისთვის უკვე ყველა ტაძარს თავისი გუნდი ჰყავს, რომელსაც შეუძლია მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად შეასრულოს ქართული საგალობლები. ასევე აღსანიშნავია ქართული ტიხრული მინანქრის აღდგენა, რომლის ტრადიციული ტექნოლოგია საუკუნეების განმავლობაში დაკარგული იყო. დღეს კი ბევრი დახელოვნებული ოსტატი გვყავს. ასევეა ჭედურობაც და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ეკლესია, ღვთის მადლით, შენდება, ცოცხლობს, ვითარდება და იბრუნებს ძველ იერ-სახეს. ქართველი ხალხი კი თანდათან მტკიცდება რწმენაში, რისი ნათელი დასტურიც წირვა-ლოცვებზე მრევლით სავსე ტაძრები გახლავთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat