ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გაერთიანება კვლავ აფხაზეთის დაბრუნებით დამთავრდება
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გაერთიანება კვლავ აფხაზეთის დაბრუნებით დამთავრდება
ყოველი ავტოკეფალიური ეკლესია თვითმყოფადია და თავისი იურისდიქციის ფარგლებში მოქმედებს. მათი კანონიერება და თვითმყოფადობა მოციქულთა და მსოფლიო კრებათა მიერ მიღებული კანონებითაა განმტკიცებული. საეკლესიო კანონმდებლობა არ უშვებს იმას, რომ არა თუ ერთმა ეკლესიამ მიითვისოს მეორის კუთვნილი ტერიტორია, ქონება, იმოქმედოს მის ფარგლებში თავისი სამღვდელოებით, არამედ თავად ერთი ეკლესიის სხვა ეპარქიებში არა აქვთ ეპისკოპოსებს ამისი უფლება.

სამწუხაროდ, დღეს საეკლესიო კანონმდებლობა უგულებელყოფილია (უახლოეს წარსულში რუსებმა გაგვიუქმეს ავტოკეფალია, ამჟამად აფხაზეთსა და ოსეთში აკრძალულია ქართული ღვთისმსახურება) რუსეთის ეკლესიისგან.

მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონების თანახმად, რა სასჯელს იმსახურებს ამა თუ იმ ავტოკეფალიური ეკლესიის იურისდიქციის დამრღვევი, ისტორიულად როგორ შეიქმნა, რას მოიცავდა და ვის ექვემდებარებოდა ოდითგანვე აფხაზეთის საკათალიკოსო - ამ და სხვა საკითხებზე ინტერვიუ ვთხოვეთ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, მამა ზურაბ მჭედლიშვილს.

- მამაო, ამა თუ იმ ავტოკეფალიური ეკლესიის იურისდიქციის დარღვევის შემთხვევაში სასჯელიც ადეკვატურია. მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები კი ყველა არსებული ეკლესიისთვის თანაბრად მოქმედია. რა სასჯელი ელის საეკლესიო კანონმდებლობის დამრღვევს?

- ამ საკითხს ეხება მოციქულთა 34-ე და 35-ე კანონები, ასევე I მსოფლიო კრების მე-15, მე-16, III მსოფლიო კრების მე-8, IV მსოფლიო კრების მე-5, მე-20 კანონები. ეს კანონები მიუთითებს, რომ ეპისკოპოსებს ენიჭებათ უფლება, იმოქმედონ თავიანთი ეპარქიის ფარგლებში და არ გადავიდნენ სხვა ეპარქიის იურისდიქციაში, არ მიითვისონ მისი კუთვნილი ქონება, თუნდაც ეს საერო ხელისუფალთა ზეწოლით ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები დაისჯებიან. III მსოფლიო კრების მე-8 კანონის განმარტებისას ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქი ბალსამონი ასეთ კომენტარს ურთავს: "რამეთუ არც ერთი ეპარქიის მმართველს არა აქვს უფლება, მიითვისოს სხვა ეპარქია, რომელიც მას ძველთაგანვე არ ეკუთვნოდა და საწინააღმდეგოდ ამისა, ვინც ძალმოსილებით, თვითნებურად მიითვისებს სხვა ეპარქიებს, ვალდებულნი არიან, უკან დაუბრუნონ თავის მფლობელს, რათა არ მოხდეს საეკლესიო კანონთა დარღვევა და არ გამოვლინდეს ის ფაქტი, რომ ეპისკოპოსი საერო ხელისუფალთა განზრახვას ახორციელებს" (მსოფლიო საეკლესიო კანონთა განმარტება).

მოციქულთა 35-ე კანონის განმარტებისას კანონისტი არისტინი ამბობს: "არ მოხდეს ხელდასხმა საკუთარი ეპარქიის ფარგლებს გარეთ, და თუ ეს მაინც მოხდება, ის ეპისკოპოსი განკანონებული, პატივაყრილი იქნება და მასთან ერთად მის მიერვე ხელდასხმულიც".

მისიონერი არქანჯელო ლამბერტი თავის თხზულებაში, "სამეგრელოს აღწერა", მიმოიხილავს ძველი საქართველოს საზღვრებს, სადაც შედიოდნენ, მისი ჩამოთვლით, აფხაზები, ჯიქები და კიდევ ბევრი სხვა, ხოლო იმის საბუთი, რომ ძველად საქართველო ასეთი ფართო შემადგენლობისა იყო, ლამბერტის დაკვირვებით, არის ის ქართული სოფლები და ეკლესიები, რომლებიც დღესაც შემორჩნენ ამ ტერიტორიებს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მას დასახელებული აქვს ბიჭვინთის ეკლესია, "კოლხიდის გარეთ, აფხაზეთის და ჯიქების ქვეყნებში მშვენიერი ტაძრები დგას ქართულად აშენებული და ქართულად დაწერილი წიგნებით. მაგალითად, ანაკოფიასა და ბიჭვინთაში არის კოლხეთის, გურიისა და იმერეთის კათალიკოსის საჯდომი".

- გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ტერმინი "სტავროპიგია" და რომელი ეკლესია-მონასტრები ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში სტავროპიგიებად?

- სტავროპიგიები ემორჩილება უშუალოდ პატრიარქს და არ ემორჩილება იმ ეპისკოპოსს, რომელ ეპარქიაშიც მდებარეობს ტერიტორიულად. ასეთ მონასტერთა ქტიტორები საერო ხელისუფალნი - მეფენი არიან. ჩვენს ეკლესიაში სტავროპიგიებად ითვლებოდა: შიომღვიმე, გარეჯა, გელათი, "ხანძთის თორმეტი უდაბნოთანი", ვარძია, პარხალი, ოპიზა, მიძნაძორი. ამ მონასტრებმა ასეთი სახით ფუნქციონირება დაიწყო მეფე ბაგრატ IV-ის დროს, რასაც ქართველ მეფეთა სიგელ-გუჯრებით ვარკვევთ. მეფე-ქტიტორთა მხრიდან ამა თუ იმ მონასტრისთვის გაღებული შენაწირის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს ყოველთვის ივერიის ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი აწერს ხელს. თვინიერ მისი დამოწმებისა, ქართველ მეფეთა გარდა, არავის ჰქონდა უფლება, სტავროპიგიალური მონასტრისთვის რამე შეეწირა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სტავროპიგიებს, მათდამი გაღებულ შენაწირებსაც პირველ რიგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამტკიცებდა, შემდგომ - აფხაზეთის კათალიკოსი, როგორც ეს გელათის შემთხვევაში ხდებოდა. საქართველოს ისტორიის რომელი პერიოდიც არ უნდა ავიღოთ, თუნდაც დაყოფის ხანა, როცა ყველა სამეფო-სამთავროს თავისი მეფე ჰყავდა, ამ სახის მონასტერთა მფლობელი იურიდიულად ყოველთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. ჩვენს ისტორიაში არ არსებობს თუნდაც ერთი გუჯარი დამადასტურებელი იმისა, რომ შენაწირი უცხო ქვეყნის მეფე-ქტიტორს გაეღოს. მეტიც, ქვეყნის შიგნითაც, მეფის გარდა, არავის ჰქონდა ამის უფლება. ასე რომ, მტკიცება იმისა, თითქოს გარეჯის, ოპიზის, ვარძიის, გელათის და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონასტერთა ქტიტორები უცხო ქვეყნის იერარქები არიან, უსაფუძვლოა და ვერასოდეს ჩაითვლება სხვა რომელიმე ერის კულტურულ და სულიერ ძეგლად.

საეკლესიო სამართლის ისტორიაში არ არსებობს აფხაზეთის ავტოკეფალია, იგი ყოველთვის იყო ივერიის ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. მცდელობა იმისა, რომ აფხაზეთის ეკლესიამ თვითმყოფადობა მოიპოვოს, ყოვლად წარმოუდგენელია, რადგან დროთა განმავლობაში ის რომელიმე ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცევა და გადავა მის იურისდიქციაში, რაც, თავისთავად, საქართველოს ეკლესიისთვის ძირძველი ეპარქიის ჩამოჭრის მცდელობა იქნება. ამის მაგალითი ჩვენი ეკლესიის ისტორიაში უკვე არსებობს. თავის დროზე წმინდა მღვდელმოწამე კირიონი ილაშქრებდა საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევის გზით სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოდან გამოყოფის, აფხაზეთისა და სამეგრელოს საქართველოსგან იზოლირების მცდელობის წინააღმდეგ ("აფხაზეთი. ცხუმელის თხზულება").

- ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ქართველ მლოცველთაგან დაცლილია ილორის, ბედიის, ლიხნის, მოქვის, გაგრის, ახალი ათონის ტაძრები, ძირითადი მრევლის უმრავლესობა შურსა და მტრობას კერიიდან მოუწყვეტია. და მაინც, რა გვაძლევს იმის იმედს, რომ აფხაზეთი კვლავ ჩვენი იქნება?

- ის ფაქტი, რომ ბედიის ტაძარში ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III განისვენებს, იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთი იყო და იქნება ქვაკუთხედი ერთიანი, ძლიერი საქართველოსი, რომლის გამთლიანება თავის დროზე სწორედ აქედან დაიწყო და, ღვთის შეწევნით, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გაერთიანება კვლავ აფხაზეთის დაბრუნებით დამთავრდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat