რატომ არის ჩვენი ჯალათი ერთმორწმუნე ერი 200 წელზე მეტია?
რატომ არის ჩვენი ჯალათი ერთმორწმუნე ერი 200 წელზე მეტია?
გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

- მამაო, აგვისტოში განვითარებული მოვლენები უფლის მიერ ჩვენზე დაშვებულ განსაცდელად უნდა ჩავთვალოთ?


- ძალზე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს სამშობლოს აგვისტოში. წესით, ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს, რადგან ყველანი ვხედავთ, რომ ეს განსაცდელი ღმერთმა დაუშვა ჩვენთვის, ქართველებისთვის. ბევრი არ მოელოდა ასეთ რამეს ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ შეგვახსენა, რომ ეს ომი ძალიან ჰგავდა თურქობას, არაბობას, მონღოლობას... იგივე განმეორდა, რაც საუკუნეების წინათ ხდებოდა. არ მოველოდით ასეთ რამეს და სრულიად გაოგნებულები შევხვდით საბრძოლო მოქმედებებს.

ბოლოდროინდელ მოვლენებს ყველა თავისებურად აფასებს, მაგრამ ეკლესიაში ყველაფერს სულიერი შეფასება უნდა მიეცეს.

მაცხოვარი გვასწავლის, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, აბსოლუტურად არაფერი, ერთი ღერი თმა არ ჩამოგვვარდება შემთხვევით, და როდესაც ამხელა რაღაც ხდება, უნდა დავფიქრდეთ და ვიკითხოთ: რატომ? მით უმეტეს, როცა ამხელა მსხვერპლია, როცა საომარი მოქმედებებისას მშვიდობიანი მოსახლეობა უფრო მეტი იღუპება, ვიდრე სამხედრო პირი. როგორც ჩანს, არჩეული სტრატეგია არასწორი იყო, შეცდომა დაუშვეს და ეს შეცდომა ქართველი ერისთვის დიდი ტრაგედია აღმოჩნდა...

- როცა გბომბავენ, გრძნობ, რომ სრულიად დაუცველი ხარ, სიკვდილს თვალებში უყურებ. ამან კი, შესაძლოა, სასოწარკვეთილებაშიც ჩაგაგდოს...

- ცხადია, ოპტიმისტი უნდა იყო, ეკლესიის სწავლებით, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდე, მაგრამ მაჟორული განწყობით გამოცხადება, ყველაფერი კარგად იქნებაო, დღესდღეობით არასწორია.

19 წლის ჯარისკაცს ავუგე წესი. თუნუქის ჩასასვენებელში იწვა. დიდი ხნის გარდაცვლილი გახლდათ. ირგვლივ ხრწნის საშინელი სუნი ტრიალებდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ საკმეველს ვაკმევდი. იქვე იდგნენ მისი ძმა, დედ-მამა და შეყვარებული გოგონა. ახლა მოდი და მათი თანდასწრებით თქვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცხადია, უნდა დაამშვიდო ჭირისუფალი, უფალზე მიანიშნო, მარადიული სიცოცხლისკენ წარმართო მისი გონება, შეუქო ვაჟკაცობა და ანუგეშო, რომ სამშობლოსა და მოყვასისთვის თავგანწირვა უფლის წინაშე არ იკარგება, მაგრამ მხნედ განაცხადო, ახლა ინვესტიციები წამოვა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებაო, რასაკვირველია, არ არის სწორი. შვილმკვდარი დედის გულისტკივილი თან უნდა წამოგყვეს, თორემ გარეთ გამოსული თუ მხიარულ გუნებაზე დადექი, გამოდის, ჭირისუფალთან ნიღაბი გკეთებია და თვალთმაქცობდი.

ამიტომ პასუხისმგებლობითა და სერიოზულად უნდა შევაფასოთ აგვისტოს მოვლენები. რაც მოხდა, ამაში ყველამ საკუთარი ბრალეულობა უნდა დავინახოთ, რადგან არც ის არის სწორი, ყველაფერში ხელისუფლება დავადანაშაულოთ.

- ზოგიერთი რუსეთის სახით ჩვენი კეთილდღეობის გარანტს ხედავს...

- ადამიანთა ერთი კატეგორია მართლაც თვლის, რომ რუსეთი კარგია, რადგან მართლმადიდებელი სახელმწიფოა. მართლმადიდებელი სახელმწიფო, მით უმეტეს - იმპერია, არ არსებობს! არსებობენ მართლმადიდებელი ადამიანები, რომლებიც ამ სახელმწიფოში ცხოვრობენ. მრავალი ეკლესიური ქრისტიანი ცხოვრობს რუსეთში, მათ უამრავი წმინდანიც ჰყავთ, მაგრამ მართლმადიდებელი რუსეთი არ არსებობს.

მეორენი დასავლეთის ქვეყნებზე მიუთითებენ - აი, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიო. არც ეს არის სწორი, რადგან მეგობარიც მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს, ამა თუ იმ სახელმწიფოს მკვიდრი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ორივე მხარე - რუსეთიც და დასავლეთიც - თავის სასარგებლოდ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად იქცევა. რომელი უფრო დახვეწილად და რაფინირებულად მოქმედებს, - ეს სხვა საკითხია. ესეც უნდა ვიცოდეთ და თავი არ მოვიტყუოთ.

ისიც არასწორია, განზე გავდგეთ და მხოლოდ ხელისუფლება დავადანაშაულოთ. უნდა გვახსოვდეს - ხელისუფლება ერის სულიერი მდგომარეობის განივთებაა. რაც ერის შინაგან სამყაროში ხდება, ის მატერიალიზდება ხელისუფლების სახით. ყოველი ხელისუფლება ღვთისგან არის დადგენილიო, - ბრძანებს პავლე მოციქული. მაშ, თითოეულმა ჩვენგანმა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, შემდეგ კი - ხელისუფლებაში და როგორც სარკეში, იქაც ჩვენს თავს დავინახავთ.

- აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხშირად გვახსენებდნენ 1921 წელს, პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას...

- ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მრავალი შეკითხვა გაგვიჩინა: რატომ გვტანჯავს ორასი წლის განმავლობაში უფლისგან მოვლენილი ჯალათი, თანაც ერთმორწმუნე? როგორი დამოკიდებულება გვაქვს ქართველებს პოლიტიკური თავისუფლებისადმი? როგორ გამოიყენა 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობის სამი წელი ქართველმა ხალხმა? ან კიდევ - როგორ ვცხოვრობდით 1918 წლამდე, რა გავაკეთეთ?

რა და, მოვკალით ილია. დიახ, ჩვენ, ქართველებმა, მოვკალით ილია! ათი მცნება გვასწავლის, რომ მამის შეურაცხყოფა მომაკვდინებელი ცოდვაა. ასეთი ცოდვის ჩადენა კი უფლისგან განდგომას, ღვთის მადლის დაკარგვას ნიშნავს. ჯერ შეურაცხვყავით ჩვენი სულიერი მამა, ილია ჭავჭავაძე, შემდეგ კი მოვკალით. ილიას მკვლელობისთვის სასჯელს ვიმსახურებდით. ძველ აღთქმაში მამის შეურაცხმყოფელი სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ ღვთის სიყვარული დიდია ჩვენზე და უფალმა დამოუკიდებლობა მოგვანიჭა, უპრიანი იქნება, თუ ვიტყვით, გვაჩუქა, რადგან მის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა არც გამოგვიჩენია - პოლიტიკური თავისუფლება რუსეთის რევოლუციების შედეგად მივიღეთ. გვმართებდა, გამოგვერკვია, რა ჩავიდინეთ ილიას მკვლელობით...

მაგრამ ქართველმა ხალხმა ყველაფერი იღონა, ღვთისგან ბოძებული თავისუფლება რომ დაეკარგა: სწორედ ილიას მკვლელები მოვიყვანეთ ქვეყნის სათავეში და ეკლესიების ძარცვა დავიწყეთ; მოვკალით პატრიარქი კირიონი... მაშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ უღმერთო ნოე ჟორდანიას შემდეგი სიტყვები უთხრა, რომლებიც, საუბედუროდ, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: ის ცეცხლი, რაც შენ გელათში დაანთე (გელათის მონასტრიდან საგანძური გაიტანეს), მთელ საქართველოს გააწითლებსო.

მეოცე საუკუნის მიწურულს ისევ გვებოძა თავისუფლება, თუმცა მაშინ უფრო მეტად გავისარჯეთ, ვიბრძოლეთ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. გავიხსენოთ ტრაგიკული 1989 წლის 9 აპრილი. იმ დროს უფრო მეტად ეროვნულები აღმოვჩნდით, ვიდრე 1918-21 წლებში...

თუმცა ეკლესიის მიმართ ლიბერალობას ვიჩენთ. წარმოუდგენელია, ცალი ხელით საქართველოს გაერთიანებას ცდილობდე, იბრძოდე დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, მეორით კი ანგრევდე ეროვნულ ფასეულობებს, რომლებიც ყველაზე უკეთ დედაეკლესიის წიაღშია დაცული.

დღეს მატერიალური კეთილდღეობისკენ მივილტვით, მაგრამ გვახსოვდეს, რომ უფალი არ დაუშვებს, ისე გაძღეს ქართველი კაცი, ღმერთი დაივიწყოს. ძველი აღთქმის რჩეული ერი, ისრაელი, როცა გაძღებოდა, ივიწყებდა შემოქმედს. მაშინ უფალი სასჯელს მოუვლენდა მთელ ერს, რომ ზნეობრივი ცხოვრებისკენ შემოებრუნებინა.

რა შეიძლება ითქვას დღეს ჩვენს ზნეობაზე? თუ დღევანდელი ქართველი ბავშვი ოჯახში არ გაიზრდება, იზოლირებული იქნება ნათესავებისგან, ჩამოშორებული ეკლესიას, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილა ზნეობრივი ღირებულებები და ქართული ტრადიციები და მხოლოდ განათლების სისტემის მიერ შემუშავებული რეფორმების მიხედვით გაიზრდება. ასეთ ბავშვზე ვერ ვიტყვით, ქართველიაო, რადგან მას ქართულად მხოლოდ მეტყველება შეეძლება, ეროვნული ღირებულებები კი მისთვის სრულიად უცხო იქნება.

ამრიგად, ცხადად ვხედავთ, როგორ ვანგრევთ მომავალი თაობის შინაგან სამყაროს. ამისთვის კი ისევ სასჯელს ვექვემდებარებით.

ხშირად, ბავშვს შენიშვნას რომ აძლევ, ჩამორჩენილობას გაბრალებენ - რაღა დროს ეგ არის XXI საუკუნეშიო. აგვისტოს ომმა ხომ დაგვანახა, რომ XXI საუკუნეშიც ისევე მოგვექცნენ, როგორც არაბობის დროს. აქედან გამომდინარე, ადამიანი არ იცვლება; ტექნიკა ვითარდება, მისი გამოყენების ველური მეთოდები კი უცვლელი რჩება. მაშ, დღესაც ისევე უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ზნეობაზე, როგორც მრავალი საუკუნის წინ იღვწოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ არ განვარისხოთ უფალი. ხომ გვწამს, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება? ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რომ არ დავისაჯოთ და ვერავითარი მტერი ვერ მოგვერევა.
ბეჭდვაელფოსტა
20.09. 2020
სალომე
ვერ ვიტყვი რომ ილია ქართველმა ერმა მოკლა,ერს არ მოუკლია,ილია მოკლა კონკრეტულმა პიროვნებამ კონკრეტული ადამიანების დაკვეთით.ქართველი ერი აქ არაფერ შუაშია.რატომ გვსჯის ღმერთი?არ ვიცი და ეს ალბათ არავინ იცის,მაგრამ ქართველი ერი ბოლომდე მზად არ არის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.ქართველი კაცევის უნეტესობას რომ ჰკითხო დღევანდელ ყოფას საბჭოთა დრო,უღმერთობის დრო სჯობდა,რადგან მაშინ მაძღარი იყო.ქართველ კაცს რომ ჰკითხო რუსეთთან ბრძოლას აზრი არ აქვს,მაინც წავაგებთო,წავიდეთ და შევუერთდეთ ან დავემონოთო გეტყვის.ქართველ კაცს ბრძოლა სამშობლოსთვის ვერ წარმოუდგენია,ეს სხვამ ვიღაც ამერიკელმა უნდა გაუკეთოს.ახალგაზრდა ქართველები სამწუხაროდ ეკლესიურები არ არიან,მღვდლებს ჯიპებს უთვლიან,ჯარში წასვლა უტყდებათ,პლანის მოწევა,გართობა და ეფემერული "თავისუფლება" უნდათ,კარში პროფესიონალი ჯარისკაცი წავიდესო...ომი რომ დაიწყოს მარტო პროფესიონალმა ჯარისკაცმა იომოს,სხვა კაცებმა რა უნდა ქნან,სახლში იჯდნენ და უყურონ ვიღაც როგორ ეცილება სამშობლოს?."ასე ვერ გავფრინდებით"მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი რომ ყევლაფერი დალაგდება,ყველაფერს დავინახავთ და გავიგებთ.
09.08. 2018
რუსო
რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა? ბევრ ტერიტორიაზე ცხოვრობენ მუსულმანები(კავკასია და ტატარისტანი), ასევე ბევრი ბუდისტია ასე რომ რუსეთი არაა მართმადიდებელი სახელმწიფო!!
28.11. 2016
mama teodore madloba didi
mama teodore saocaria
28.08. 2015
დათო#
ჩვენ მაგ იმპერიის შემადგენელი ნაწილი ვიყავით მთელი 200 წლის მანძილზე - არც ჩვენ ვიყავით მართლმადიდებლები?! კეთილი, თუ ქვეყნები და პიროვნებები განყენებულად უნდა აღვიქვათ ასეთ შემთხვევაში, დიდი ილია ხომ მაგ იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო - არ იყო მართლმადიდებელი?! იქნებ, პატარა საქართველოს დღევანდელი მისია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოს თავსატეხად ქცეულ რუსეთს შეახსენოს ის ფაქტი, რომ რუსეთი, პირველ რიგში, უდიდესი მართლმადიდებელი ქვეყანაა და მხოლოდ ამის შემდეგ - იმპერია, დერჟავა და ა.შ....
20.08. 2015
მოქალაქე
miiReT Cemi usazRvro pativiscema, marTalo moZRvaro. marTlmadidebuli imperia ar arsebobs, ruseTi ki imperiaa - saocari sizustiTaa naTqvami. RmerTma daglocoT!
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat