ყველაზე მეტად ხილულ თუ უხილავ ძალებს ჯვრისა და ზიარების ეშინიათ
ყველაზე მეტად ხილულ თუ უხილავ ძალებს ჯვრისა და ზიარების ეშინიათ
ჯვრის ძალა
"ქრისტიანმა ყოველთვის უნდა ატაროს ჯვარი, რადგან ჯვრის გარეშე იგი უიარაღო მეომარს ჰგავს, რომელსაც ადვილად ამარცხებს მტერი. სწორედ ჯვარია სამყაროს მფარველი, ეკლესიის მშვენება, ანგელოზთა დიდება და დემონთა დაუძლეველი წინაღობა. ამიტომ უნდა ვატაროთ ჯვარი სულ და თაყვანი ვცეთ მას. ჯვარი ადამიანს განსაცდელისგან იფარავს", - ვკითხულობთ წიგნში "ჩვენთან არს ღმერთი". აქვეა მოყვანილი სასწაულები, რომლებიც ჯვრის მადლმა მოახდინა: ერთხელ სამი გოგონა რკინიგზის ლიანდაგებს მიუყვებოდა. მოულოდნელად ორმა შემხვედრმა მატარებელმა ჩამოიქროლა. გოგონები მათ შორის მოხვდნენ და სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. გაოგნებულებს ასეთი დიალოგი ჩაესმათ:

- როგორ გაუშვი ასეთი შემთხვევა ხელიდან? - ეუბნებოდა ერთი ხმა მეორეს, - როგორ ვერ ჩააგდე გოგონა მატარებლის ქვეშ?

- ვერ მოვახერხე, - უპასუხა მეორე ხმამ, - ჯვარმა დაიფარა. მაგრამ შენ რატომღა არ ჩააგდე შენი საკბილო, მას ხომ არ უკეთია ჯვარი?

- არ უკეთია, მაგრამ მან შინიდან გამოსვლისას გადაიწერა პირჯვარი და ამან დაიფარა.

- შენ რაღა დაგემართა?! - ახლა ვიღაც მესამეს მიმართა ორივემ, - შენი სამსხვერპლო ხომ მაინცაა ურწმუნო, არც ჯვარი უკეთია და არც პირჯვარს იწერს.

- ჰო, მაგრამ მას დედა ჰყავს მორწმუნე და იმან გადასახა ჯვარი შინიდან გასულს, - ჯვარი გწერიაო, შვილო. მისი სიტყვები ღმერთამდე ავიდა და მან განმაიარაღა.

ეშმაკები კამათობდნენ. ისინი ყოველთვის თან დაჰყვებიან ადამიანს და როგორც კი ხელსაყრელ დროს იპოვიან, ცდილობენ მის დაღუპვას. ამიტომაც უნდა ვატაროთ მუდამ ჯვარი და ყველაფერს უნდა გადავსახოთ იგი, რათა განვდევნოთ ბოროტი ძალა. თუ ჯვრის გადასახვა აშკარად არ შეგვიძლია, ეს მალულად უნდა გავაკეთოთ.

წმინდა ნექტარიოს პენტაპოლელის სანუკვარი ოცნება წმინდა მიწის მოლოცვა იყო. ამიტომ, როგორც კი საშუალება მიეცა, პალესტინისკენ გაემართა. გემი საშინელ შტორმში მოხვდა და უეჭველი დაღუპვა ელოდა. ყმაწვილმა ლოცვა დაიწყო და უფალს მიმართა: - უფალო, რატომ დაუშვი ასეთი რამ? არ მინდა სიკვდილი, მინდა ვიქადაგო. გულიდან მოიხსნა ბებიის ნაჩუქარი ჯვარი, ქამარი გამოაბა და ზღვაში სამჯერ ჩაუშვა. მოხდა სასწაული: ქარიშხალი ჩადგა, ტალღები დაწყნარდა და გემიც დაღუპვას გადაურჩა. ამ ჯვარს წმინდანი შემდეგ მთელი სიცოცხლე ატარებდა.

***
გვესაუბრება ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით გეგეშიძე:

- სამოთხეში, სადაც ადამი და ევა ცოდვით დაცემამდე ცხოვრობდნენ, ჯვრის მადლი სუფევდა უხილავად. ჯვარი, იუდეველთა ძველი აღთქმის მიხედვით, ძალიან ცუდი მნიშვნელობისა იყო, რადგან მასზე დამნაშავეებს, ცოდვილებს აკრავდნენ. ამის გამო ხალხს ჯვრის ფორმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. მაგრამ უფალმა სწორედ ყველაზე წარწყმედილი აირჩია თავის სადიდებლად. იუდეველებმა ვერ შეიცნეს უფალი, როგორც ჭეშმარიტი მესია, და ჯვარზე გააკრეს. ჯერ მაცხოვარს აჰკიდეს გოლგოთის გზაზე. მას სვიმონ კვირინელი შეეხიდა - ფარული მორწმუნე და გოლგოთამდე მიატანინა. ქრისტეს პატიოსანმა სისხლმა განასპეტაკა ჯვარი და ქრისტიანთა სასიქადულო, მფარველ, ძლევამოსილ სიმბოლოდ აქცია. ამ ჯვრის მადლით ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დღეს ყოველი ნივთი ჯვრის სახით იკურთხება. ჯვარი არის ეშმაკთა დამთრგუნველი. ყველაზე მეტად ხილულ თუ უხილავ ძალებს ჯვრისა და ზიარების ეშინიათ. შეიძლება თვალნათელი არ იყოს, მაგრამ ღვთის მადლით ჯვარი გამოისახება მთელ სამყაროში. მეორედ მოსვლის ჟამს ჯვარი გამოისახება სამყაროში - ანგელოზებთან ერთად. ეს იქნება სამყაროს განსჯის ჟამი. სწორედ ამ ჯვარმა, ჯვარცმული ქრისტეს მიმდევრობამ უნდა გვაცხოვნოს მართლმადიდებლები.

გულსაკიდი ჯვარი არის მადლიერების და სიყვარულის გამოვლინება უფლისადმი, რომელმაც თავისი უმანკო სისხლით და ხორცით შვება, გადარჩენა და ცხონება მოგვანიჭა. უსაზღვროა ჯვრის ძალა, მან თითოეული ჩვენგანი სამოთხეში უნდა შეიყვანოს. გულსაკიდ ჯვარს ნათლობის შემდეგ მუდამ თან უნდა ვატარებდეთ. ჯვარი არ უნდა მოვიხსნათ ბანაობისა თუ ძილის დროს. სამწუხაროდ, ბევრი ამას არ ასრულებს. ადამიანს ჯვარი იმ ქვეყნადაც თან მიაქვს. გულსაკიდ ჯვართან ერთად ხელში ხის ჯვრით მიდის. ასეთია ქრისტიანული დაკრძალვის წესი.

შეიძლება ადამიანს სწამდეს ღმერთი, მაგრამ არ იყოს ეკლესიური, მეტიც, ჯვარიც არ ეკეთოს. ამ შემთხვევაში უფლის მფარველობა მასზე ნაკლებია, მაგრამ ღვთის შეწევნა და დახმარება მაინც აქვს. თუ ადამიანს არ უკეთია გულსაკიდი ჯვარი, არ არის ეკლესიის წევრი და ღვთისმსახურებაში არ მონაწილეობს, - ასეთები ისედაც ბოროტი ძალების გამტარებად რჩებიან. როცა ადამიანი უფლის ჯვარს ატარებს, ნაკურთხ წყალს იხმევს, სეფისკვერს მიიღებს, სურს ეკლესიურ ცხოვრებაში შემოვიდეს და მისი წევრი გახდეს, მაშინ თვალნათლივ ებრძვის ეშმაკი.

ბოროტი ანგელოზები უჩინარნი არიან, ჩვენს გარშემო ტრიალებენ კეთილ ანგელოზებთან ერთად. რაც უფრო სულიერად ცხოვრობს ადამიანი, მეტი შეწევნა აქვს მფარველი ანგელოზისა და ეს ბოროტი ძალებთან გამკლავებაში ეხმარება.

ნაკლები სულიერების მქონე ადამიანზე ბოროტის შემოტევა კეთილ ანგელოზებს განაქცევს, ადამიანს უფრო იზიდავს თავისთან, ტყვედ აქცევს. ამიტომ კაცს გულისხმა უნდა ეყოს, დაფიქრდეს, რათა ამ წუთისოფელს ძალიან არ დაემონოს. მართალია, წუთისოფელში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ხომ მას არ ვეკუთვნით. ადამიანი ზეცაში ასვლას ესწრაფვის, დედამიწაზე ცხოვრობს, მაგრამ ზეციური მოქალაქეობა უნდა შეიძინოს. სამოთხეში ისე ვერავინ შევა, თუ თან არ სდევს სათნოება, ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრება. ამპარტავნება ის უკიდურესი ცოდვაა, რომელიც განაგდებს ადამიანს ეკლესიისგან. საკუთარ თავში ჩაკეტილი შეიძლება ლოცულობდეს, მარხულობდეს და მოყვასსაც ეხმარებოდეს, მაგრამ თუ ეს ეკლესიით და ლოცვა-კურთხევით არ ხდება, შეიძლება ზოგჯერ ფუჭიც გამოდგეს. ლოცვა-კურთხევის ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს მოძღვართან. მოძღვარი კი სულიერ შვილს ქრისტესთან მიიყვანს.

მოძღვრები ჯვრის გარდასახვით ლოცვა-კურთხევას აძლევენ სულიერ შვილებს. ღვთისმსახურებისას მოძღვარი ამბიონიდან ამბობს: "მშვიდობა ყოველთა" და ტაძარში მყოფ მრევლს ხელით ჯვარს გარდასახავს. ამას უხილავად ძალიან დიდი ზემოქმედება აქვს. ამ დროს უხილავი, სულიწმინდის მადლის ცეცხლი გადმოდის, განაქარვებს ბოროტ ძალას და ადამიანებს მადლს ანიჭებს. კაცი რაც უფრო მეტად გაძლიერდება რწმენაში და გააცნობიერებს, რა არის ეკლესია, უფალს მეტად შეიყვარებს და ღვთის მცნებების დაცვით იცხოვრებს, მოყვასის სიყვარული ცხოვრების წესად ექცევა. გულს ნუ ვატკენთ ერთმანეთს. ვინც მოყვასს არ განიკითხავს, არც ის იქნება განკითხული სამსჯავროზე. ვინც ღვთის მოშიშია, ის დიდი მეომარიცაა.

მაცხოვრის ჯვარცმამ კაცობრიობის ბედი სასიკეთოდ გადაწყვიტა. მისმა მოღვაწეობამ, ჯვარცმამ, დაფვლამ და აღდგომამ კაცობრიობას გადარჩენის და ცხონების შანსი მიანიჭა.

ხშირად უნდა გადავიწეროთ პირჯვარი და ვილოცოთ მუდამდღე. ღმერთმა ჯვრის მადლით დაგვლოცოს, გაგვახაროს და გაგვაძლიეროს. გოლგოთის ჯვარი აცხოვნებს ყველა ჩვენგანს და კაცობრიობას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat