"თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო, შეისწავლო..."
"თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო, შეისწავლო..."
წმინდა მამები და საზოგადო მოღვაწეები ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ ქალის (დედაკაცის) მნიშვნელობასა და დანიშნულებას ოჯახის, ერის, ქვეყნის ცხოვრებაში.

მოვიხმობთ გამონათქვამებს:

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერდა: "ქრისტიანი ქალის მნიშვნელობა ის არის, რომ სიწმინდის, პატიოსნებისა და ზნეობის მცველი, განმამტკიცებელი, გამავრცელებელი და ქრისტიანული ცოლქმრობის, მამაშვილობის, ოჯახური ცხოვრების დამამყარებელი და ამაღორძინებელი იყოს. ნეტარ არს ის ქვეყანა და ერი, რომელსაც წმინდა ზნეობის დედაკაცნი ჰყავს. ასეთი ქვეყანა ყოველთვის წარმატებული და ბედნიერი იქნება; წინააღმდეგ ამისა, სატირალი და უბედურია ის ერი და ქვეყანა, რომლის ქალებმა თავისი მნიშვნელობა დაივიწყეს და ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ; ასეთი ქვეყანა და ერი მალე წახდება და დაეცემა".

"თუ რომელიმე ხალხის გაცნობა გინდა, იმ ქვეყნის ქალები უნდა გაიცნო, შეისწავლო... ისინი არიან თავისი ქვეყნისა და ხალხის მაჩვენებელი, როგორც ბარომეტრი ტაროსისა, - წერდა აკაკი წერეთელი და დასძენდა, - თუ ქალები მაღალ საფეხურზე დგანან ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში, მაშინ იმ ხალხსაც ფარი უდგას და თუ დაბლად არიან, ხალხის ცხოვრებაც იცარება და ეს უეჭველად ასეც უნდა იყოს, რადგანაც ქალია ბურჯი და ქვაკუთხედი როგორც კერძო ოჯახის, ისე საზოგადოსიც, ე.ი. მთელი მისი ქვეყნის, მისი სამშობლოსი. ნეტავი იმ ერს, რომელსაც კარგი ქალები ჰყავს".

ქალის ზნეობრივი სახე, ყოფაქცევა, აღზრდა-განათლება უძველესი დროიდანვე განსაზღვრავდა ერისა და, ზოგადად, სამყაროს მომავალს. IV საუკუნის უდიდესი წმინდა მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი შეაგონებდა თავის სულიერ შვილს, ოლიმპიადას: "უწყოდე, ოლიმპიადა, დედაკაცში ყოველთა ფერთა მშვენიერია კეთილზნეობა, რომელ მყარია და არარადა დაუტევებს მას მშვენება ესე".

ერთხელ უწმინდესმა აღნიშნა მოციქულის სიტყვებით: "დრონი ბოროტნი არიან, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მღელვარე და დაძაბულ დროში მოგვიწია ცხოვრება. ადამიანებმა ხორციელი საზრუნავი სულიერზე წინ დააყენეს. ყველაფერი გაუფასურებული, დამცირებული და დაკნინებულია".

ეს გაუფასურება ანუ ფასეულობათა გადაფასება ბევრ რამეზე აისახა, მათ შორის - ქალის ზნეობრივ იერსახეზეც. გვესაუბრება წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მღვდელმსახური მამა ზურაბ მჭედლიშვილი.

- მამა ზურაბ, XXI საუკუნეში ბევრს საუბრობენ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, ფემინისტურ მიმდინარეობაზე და ა.შ. რა სიმაღლეზე აიყვანა ქრისტიანობამ ქალის ღირსება და როგორ არის დაცული ქალთა უფლებები ეკლესიაში?

- ქალის უფლებათა შეზღუდვა უკავშირდება ისტორიულ მოვლენას, კერძოდ კი ევას შეცოდებას, ვის მიერაც მოხდა ცოდვის შემოტანა ადამიანის არსებასა და ყოფაში. შემდგომ ამისა, ყველა ერსა თუ ტომში ქალის მიმართ ერთგვარი უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რაც აისახა კიდეც ყველა ძველი ხალხის ცხოვრებაში, რადგან კაცობრიობის განვითარების პირველ პერიოდს თან სდევდა ამ ისტორიული ფაქტის ზეპირი გადმოცემა. ადამის მოდგმის გამრავლებამ და სხვადასხვა ენისა და რელიგიის წარმოშობამ ზეპირსიტყვიერ გადმოცემაში ქალზე თავისი შეხედულება ჩამოაყალიბა. ყველა ძველ რელიგიასა თუ კულტურაში ქალის მდგომარეობა შეზღუდულია. ძველი აღთქმის წიგნებში სულ რამდენიმე ქალს შეხვდებით. როდესაც წინასწარმეტყველ მოსეს ეგვიპტიდან ებრაელი ხალხი გამოჰყავს და ადამიანთა რაოდენობას ასახელებს, წერს, რომ 600 000 კაცი იყო, თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა, ე.ი. ქალი სათვალავშიც არ შედიოდა. ეს ყველაფერი კი, როგორც აღვნიშნეთ, ევას მიერ ადამის ცდუნებას უკავშირდება.

შესაქმის დროს ნათლად ჩანს ღვთის წინაშე ყველას თანასწორობა. ამაზე მიუთითებს ადამისა და ევას კაცად - მამაკაცად და დედაკაცად მოხსენიება. "კაცება" მათი ბუნების, არსების აღმნიშვნელია. ისინი მხოლოდ სქესით განსხვავდებოდნენ ერთურთისგან. შემდგომში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობამ სხვაგვარი სახე მიიღო. ეს თავად ბუნების დაკნინებამაც გამოიწვია.

ქრისტეს განკაცებით მოხდა ქალის ბუნების - დედობის უმაღლეს საფეხურზე აყვანა - იგი გახდა დედა ღმრთისა. ღვთისმეტყველი მამები ასეთ შედარებას ახდენენ: თუ ევას მიერ შემოვიდა სიკვდილი კაცობრიობის ბუნებაში, მარიამის მიერ სიცოცხლე დამკვიდრდა. ქალი თაყვანისცემისა და პატივისცემის ცენტრად იქცა. უფრო მეტიც, მის მიმართ არა მარტო პატივისცემას გამოხატავენ, არამედ მეოხებას ითხოვენ წინაშე ღმრთისა. ასე რომ, ქრისტიანულმა სარწმუნოებამ თავისთავად მოუტანა ქალს მამაკაცთან თანასწორობა. თუმც კი ყოველივეს სწორად გააზარებასა და გაგებას საუკუნეები და დიდი ბრძოლა დასჭირდა.

ქრისტიანობას უფლებისა და თავისუფლების ღირსება ადამიანის ბუნების, მისი არსების სრული გააზრება-გაანალიზებიდან ამოჰყავს. ემანსიპაცია, ფემინიზმი მთლიანად მატერიალისტურია, მხოლოდ სოციოლოგიურ-პოლიტიკური თვალთახედვიდან ამოდის, ოდენ მიწიერი, ხორციელი საწყისით საზრდოობს, ამიტომ მათეული აღქმა და გაგება თავისუფლებისა უამრავ ნაკლოვანებას შეიცავს.

- დღეს ლაპარაკობენ, "ქალწულობის ინსტიტუტმა" დრო მოჭამაო... რას ნიშნავს ქალწულობა და როგორ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი თავის სიწმინდეს როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით?

- ქალწულობა პატიოსნების, ერთგულების, უბიწოების, ვნებისკენ მიუდრეკლობის ანუ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის, მასში ღმრთის ხატებისა და მსგავსების გამოვლინების სახეა. ქალწულობის დამცველი წარმოაჩენს, თუ როგორი სულიერი ცხოვრებაა მისთვის ღირებული. მამაკაცისთვის ქალწულობა არა მარტო პატიოსნების ნიშანია, არამედ შემდგომში მის დამმარხველთან ღირსეული თანაცხოვრების, შვილების, შთამომავლობის აღზრდის, ნდობის, პატივისცემის, ოჯახის სიმყარისა და სიმშვიდის გარანტიაა. ასეთი ღირსებების მქონე ქალი შვილებსაც ასეთივე ღირებულებებით აღზრდის, რაც ადამიანისთვის არსებითია, მისი ღირსების შემამკობელია.

- რამდენად მნიშვნელოვანია ქალწულობის ქორწინებამდე დაცვა?

- ქორწინებამდე ქალწულობის დაკარგვა შეურაცხმყოფელია ქალის ღირსებისა. ქალწულობის დაკარგვასთან ერთად ის კარგავს ადამიანისთვის არსებით ღირებულებას. დღევანდელი მანკიერი ცნობიერებით მისი ჩამორჩენილობად აღქმა და ქალის "თავისუფალ" არჩევანთან დაკავშირება მხოლოდ ცოდვის ნამდვილი არსის შენიღბვაა, ნაცადი ხერხია, რათა ამ გზით დაფარონ მისი სიმცდარე.

- როგორ აისახება სიძვა და მრუშობა ადამიანის სულზე, ცნობიერებაზე, ცხოვრებაზე?

- სიძვისა და მრუშობის ცოდვას მრავალი ტკივილი მოაქვს, მძიმე ტვირთად აწვება სინდისს და ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით მიჰყავს: ერთნი ფსიქიკური აშლილობით ამთავრებენ სიცოცხლეს, სხვანი სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და შესაძლოა, უფრო მძიმე გადაწყვეტილება მიიღონ. მძიმე განცდა ეუფლებათ იმათაც, ვინც ამ შეცოდების გამო პატიებას ითხოვს ღვთისგან, რადგან, დავით მეფსალმუნის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის". მათ სიკვდილამდე აწუხებთ საკუთარი წარსული. ხოლო ის, ვინც ამ ცოდვაში რჩება, ნელ-ნელა რიყავს თავს საზოგადოებისგან, ნაკლები შეხება აქვს ნათესავებთან, ახლობლებთან. გრძნობს, რომ მისდამი არ არის კეთილი დამოკიდებულება, ამიტომ საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, პროტესტი უჩნდება საზოგადოების მიმართ. მისი ცხოვრება სრულიად მანკიერი და ბიწიერი ხდება. პატიოსნებას ვეღარ აღიქვამს, ყველა ადამიანს საკუთარი საზომით საზღვრავს და უბიწო ქალი მის თვალში მხოლოდ პოზიორია. სულიერად გამოფიტული ადვილად იმეტებს შვილებს აბორტისთვის და შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე ცოდვა დაიდოს - სანაგვეზე მოისროლოს ახალშობილი. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად ეკლესია ცდილობდა, აღეკვეთა ან მაქსიმალურად შეემცირებინა ამ მძიმე ცოდვის მიზეზები და მაპროვოცირებელი ფაქტორები. სამწუხაროდ, დღეს მრავალი მანკიერი გადაცემითა და მეტიც - სკოლაში სასწავლო პროგრამაში შეტანით ცდილობენ უკეთურებათა დანერგვას, რასაც ებრძვის ეკლესია და უფალი.

- ე.წ. სიყვარულის თავისუფლება, პარტნიორების ხშირი ცვლა რამდენად ახშობს ადამიანის სულში წრფელ გრძნობას, ნამდვილ სიყვარულს, თავდადების უნარს?

- ქალისა და მამაკაცის სიყვარულს ქრისტიანობა სულიერი კუთხით განიხილავს, რაც ასე არსებითია ადამიანისთვის, რადგან მისი ბუნება სულისა და ხორცის ნაზავია. როცა ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ის პირველ რიგში პიროვნული თვისებებით, ღირსებებით აფასებს რჩეულს და შემდეგ - ფიზიკურად. ამ დროს არა მარტო გრძნობადი სფერო მოქმედებს, არამედ გონებრივი. არჩევანს აკეთებ ადამიანზე, რომელსაც უნდა დაუკავშირო მომავალი, მიანდო შვილის ღირსეული აღზრდა, მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნო ურთიერთნდობა, პატივისცემა, ოჯახური მყუდროება.

სიყვარულის თავისუფლება - ეს არ არის წრფელი სიყვარულის მიზანი, არ გაძლევს არავითარ ცოდნას ამ ადამიანის ღირსებაზე. პირიქით, მყისიერად ავლენს მის მაცდურ, უღირს მდგომარეობას. ასეთისთვის გაუგებარი რჩება ნამდვილი სიყვარული. მათი ქმედება ვნებიდან მომდინარეობს, რის გამოც ეკარგებათ სხვა ადამიანთა ნდობა, რადგან მათ ადვილად შეუძლიათ ღალატი. ფიზიკურ ლტოლვაზე დაფუძნებული ოჯახი ხშირად იშლება, რაც ადამიანის სულს მტკივნეულ დაღს ასვამს. ამიტომ მოგვიწოდებს ეკლესია, ასეთი მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებლად არ ვიგემოთ აკრძალული ხილის მწარე გემო, რაც მთელ სიცოცხლეს მტკივნეულად გაგვატარებინებს. ამის მრავალი მაგალითი აქვს ადამის მოდგმას.

- სოლომონ ბრძენის სიტყვებით: "მხნე ქალი გვირგვინია ქმრისა". რამდენად შესწევს ქალს უნარი, თავისი ზნეობრივი ცხოვრების მაგალითით კეთილისმყოფელი გავლენა იქონიოს მეუღლეზე და ჭეშმარიტებისკენ მოაქციოს?

- ქრისტიანობა რელიგიური ცხოვრებაა და მის მცნებებში ნათლადაა ჩამოყალიბებული, თუ როგორია ქალისა და მამაკაცის ჯანსაღი ურთიერთობა. თავის თავში ამ მცნებათა განმახორციელებელი დედაკაცი, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს არაეკლესიური მეუღლის მოქცევას. ეს მოხდება მისი სათნო ცხოვრებითა და მოქმედებით და არა სიტყვით. თუ ადამიანი სწორად ვითარდება სარწმუნოებაში, მაშინ ის ყველას და ყველაფერს გასწვდება: როგორც ოჯახურ საქმეს, ისე ლოცვას, შვილების ჯანსაღ აღზრდასა და მეუღლესთან თბილ დამოკიდებულებას, თუნდაც ის რწმენაში არ იყოს. ეს ხომ მისი ვალდებულებაა. არ არის საჭირო ქმართან შეგონებითი, მოწოდებითი ურთიერთობა. ეს მდგომარეობას ძალიან ართულებს. სწორი, თანმიმდევრული მოქმედება უცილობლად მოიტანს სასიკეთო შედეგს.

- განსაკუთრებულია დედის როლი და პასუხისმგებლობა შვილების ჯანსაღი სულიერი ღირებულებებით აღზრდაში...

- დედა ბავშვის ცხოვრებაში, მის აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში მთავარი მოქმედი პირია. ის ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში თავისი განწყობით, მზრუნველობით, ხასიათით, მიდრეკილებებითა და სხვა მრავალი ადამიანური უნარითა და თვისებებით იწყებს ბავშვის ჩამოყალიბებას. დედის დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ, მისი აზრი არსებითი და მნიშვნელოვანია შვილისთვის, რადგან იგი სიყვარულის მთავარი წყაროა. დედა განმსაზღვრელია შვილის პიროვნული ღირსებებისა თუ მანკიერებებისა მისი ხასიათის ჩამოყალიბებისას, რადგან პატარა უმეტესწილად მის გვერდითაა. ვიდრე ბავშვი თავად შეძლებს რაიმეს გაანალიზებას და ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრის გამოტანას, მანამ ის ბრმად იღებს მშობლის დამოკიდებულებას ყოფის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ დედა თავად არ არის სწორად ჩამოყალიბებული და არ ცნობს იმ ღირებულებებს, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს, ბავშვიც არასწორი ცნობიერებით აღიზრდება.

უკვე ზრდასრულ ადამიანს ეკლესიის წიაღში დაბრუნება ძალიან უჭირს. მოგეხსენებათ, როგორ უძნელდება ათეიზმის პერიოდში გაზრდილ თაობას ეკლესიასთან ურთიერთობა. ასე რომ, ყველა დედა პასუხისმგებელია არა მარტო შვილის ფიზიკურ ცხოვრებაზე, არამედ სულიერზეც. როცა ადამიანს შვილიერების მადლი ენიჭება, რაც უდიდესი საჩუქარი და ღირსებაა ყველა ქალისთვის, ფაქტობრივად, იგი ბავშვის ჩასახვის დღიდან ღმრთის შემოქმედებაში ერთვება.

- წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ოლიმპიადას მიმართავს: "პირისახეზე არც ვნება უნდა დაგთამაშებდეს და არც მრისხანება გითრთოდეს... ყურთა შენთა არათუ მარგალიტთაგან განაშვენებდე, არამედ სწვრთიდე კეთილსიტყვათა სასმენად". წმინდა მამათა შეგონებებში გამოსჭვივის აზრი, რომ ქალმა სხეულის მორთულობაზე მეტად სულის მშვენიერებაზე უნდა იფიქროს და იზრუნოს. რამდენად ვლინდება ჩაცმულობასა და მოკაზმულობაში ადამიანის ზნეობრივი მხარე, სულიერი კულტურა და რას იტყოდით ამ მხრივ დღევანდელი ქართველი ქალის ზნეობრივ სახეზე?

- ადამიანი ფასდება სულიერებით. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად მუდმივი სინანულით უნდა წარემატებოდეს უფლისკენ მიმავალ გზაზე, მარად სულის სრულყოფაზე ზრუნავდეს, რათა მატერიალურმა არ დაიმონოს. როცა რაიმე ნივთს, თუნდაც ძალიან ფასეულს, უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, ეს შენს სულმდაბლობაზე მეტყველებს, ეს ნივთი გიმონებს, მასზე ხარ მიჯაჭვული. ამაყობ, რომ გაქვს ასეთი რამ და საკუთარ თავს სხვას ამჯობინებ. სინამდვილეში კი საწყალობელ მდგომარეობაში იმყოფები. აბა, დაფიქრდი, რამდენად ღირსეულია ადამიანი, რომელიც დიდ ქონებას ფლობს, მაგრამ ეს სიმდიდრე არ ბატონობს მასზე. ჩვენს ისტორიას უხვად აქვს ამის მაგალითები. წმინდანად შერაცხული მეფე-დედოფლები, დიდგვაროვნები, რომლებიც ყველაფერზე უარს ამბობდნენ სხვათა სიცოცხლის ფასად, გაურბოდნენ დიდებასა და პატივს, მონაზვნურ ცხოვრებას იწყებდნენ, მოწამებრივად აღასრულებდნენ ხორციელ ცხოვრებას. ჩვენამდე ჭეშმარიტი სარწმუნოება სწორედ მათმა თავდადებამ მოიტანა.

რაც შეეხება ჩაცმულობას, იგი ბევრ რამეზე მეტყველებს. ადამიანის სულიერი მდგომარეობა, შეგნება, განათლება ჩაცმულობაზეც აისახება. დღეს, სამწუხაროდ, ხელოვნურად ხდება გადმოღება უცხო აზრისა და "კულტურისა", მათ შორის - ჩაცმულობისაც. არ გაიაზრება, ამა თუ იმ ადამიანს რა სახეს აძლევს ჩაცმულობა. განმტკიცებულია აზრი, რომ ადამიანს აქვს უფლება, სურვილისამებრ იცხოვროს და შეიმოსოს, მის არჩევანს კი პატივი უნდა ვცეთ. სინამდვილეში თანამედროვე ჩაცმულობა საკუთარი აზრის უქონლობის შედეგია, რაც შინაგანი სიცარიელიდან მომდინარეობს. დღევანდელი ადამიანი იმდენადაა მოქცეული უცხო აზრის გავლენის ქვეშ, რომ არ ძალუძს თავისი შეხედულების, გემოვნების მიხედვით ჩაიცვას, იმიტომ რომ ეს უნარი აღარ შერჩენია. ხშირად თავს იმართლებენ, სიდუხჭირეში ძალზე ძნელია ნორმალური სამოსის შეძენაო. შინაგანად კულტურულ ადამიანს უბრალო, მოკრძალებული სამოსითაც შეუძლია გემოვნებით, ლამაზად, ზნეობრივად და ინდივიდუალურად გამოიყურებოდეს. მთავარი ხომ მაინც მისი მრწამსია.

ათეისტურმა გარემომ ეკლესიის მიერ ჩამოყალიბებული ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და მათი ღვთისადმი დამოკიდებულება აბსურდამდე მიიყვანა. მოხდა იგნორირება ღვთის მცნებებისა, რომელიც მათ ურთიერთობას აყალიბებდა და საშუალება გახლდათ ღვთის წინაშე სწორი ცხოვრებისა. ადამიანი "ბუნებითი სჯულის" ამარა დარჩა. ყოველივე ამან გამოიწვია ქალის მორალური სახის დაკარგვა, თავად ყოფა კი წარმართულ მდგომარეობას დაუბრუნდა.

- მოვიხმობ ისევ წერილს "შეგონებები ოლიმპიადას". მასში შექებულია ქრისტიანი ქალის საუკეთესო თვისებები და დაგმობილია მანკიერებანი. მანკიერებათა შორის მოხსენიებულია კეკლუცობისადმი, სხეულის მორთვისადმი, გართობისადმი მიდრეკილება, ფლირტის სიყვარული, ურცხვი მზერა, ურცხვი მიმოხვრა... რამდენად მოეთხოვება ქალს, რომ ქცევით, საუბრის ტონით, ჩაცმულობით და ა.შ. არ გახდეს ცდუნების მიზეზი მამაკაცისთვის?

- ადამიანური ბუნება მიდრეკილია უკეთურებისკენ, ვნებადია, ადვილად ცდუნდება და ეს განსაკუთრებით მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაზე აისახება. ქალი უნდა ცდილობდეს, ვინმეს ცდუნების საშუალება არ მისცეს. არ უნდა იქცეოდეს გამომწვევად. როცა ყურადღების მიქცევის მიზნით ირთვება და იმოსება, მისი მცდელობა მამაკაცის ვნებად სფეროზე მოქმედებს და არავითარი საერთო არა აქვს სერიოზულ გრძნობასთან.

- დღეს გოგონები ზედმეტად ახლობლობენ ვაჟებთან. წმინდა მამები მიიჩნევდნენ, რომ ძველი დრო იმითაც იყო კარგი, რომ ადრე ვაჟთათვის და ქალთათვის სხვადასხვა სასწავლებელი არსებობდა. რამდენად უწყობდა ეს ხელს მათ შორის მოწიწების, კრძალვის წარმოქმნას?

- საზოგადოდ ყველგან და ყველაფერში აუცილებელია ოქროს კვეთის დაცვა. თანატოლებს შორის ზომიერი, მეგობრული ურთიერთობა, რასაკვირველია, მოსაწონია. თუ ბავშვის ოჯახური ცხოვრება ქრისტიანულ ფასეულობას ეფუძნება და სკოლაშიც ხელოვნურად არ მოხდება სარწმუნოებისგან, სულიერებისგან დაცლილი სასწავლო პროგრამის მიწოდება, მაშინ მოზარდთა განსხვავებულ სქესს შორის ყოველთვის იქნება ურთიერთმოწიწება და კრძალვა.

- განიხილება თუ არა მრუშობად შიშველი სხეულით პოზირება?

- დღეს დიდი ზეწოლაა ადამიანის მორალურ-ზნეობრივ ღირებულებებზე. უზნეობა ინიღბება ე.წ. თავისუფლებით... სხეულის სიშიშვლით პოზირება მხოლოდ ვნებადი, ხორციელი ლტოლვით შემოიფარგლება და არაფერი აქვს საერთო სულიერ ზრდასთან. ადამიანი ღმრთის ხატებაა და მისი ერთადერთი არსებითი თვისება სიწმინდე და უმანკოებაა. შეუძლებელია, სხეულის სიშიშვლე ამავდროულად სიწმინდე და უმანკოებაც იყოს, როგორც ამას ამტკიცებენ კამერისა და ფოტოაპარატის წინ გაშიშვლებული ქალები.

- დაბოლოს, უწმინდესმა გადაწყვიტა, იყოს ყველა ოჯახში მოვლენილი მესამე ბავშვის ნათლია. რამდენად შეუწყობს ეს ხელს საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას?

- ეს არის გადაწყვეტილება ერის სულიერი მამისა, მრავალი ადამიანი ააცდინოს ბოროტების ჩადენას და ამავე დროს, ღმრთის შემოქმედებაში ჩააბას, რათა ამ ადამიანმა სხვასაც მისცეს საშუალება, უფლისგან ბოძებულ ცხოვრებაში შემოსვლისა. უწმინდესის დანათესავებაზე დიდ მფარველობასა და ბედნიერებას ვერც ინატრებს კაცი. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება კარგად გაიაზრებს ამ მოწოდებას ღვთისა და ერის წინაშე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat